შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის 13 (ნაწილი მეოთხე)


2-03-2015, 22:43
ავტორი შამანი
ნანახია 3 235

__________________________________________________________________
პ.ს.გამარჯობა ..
პირველ რიგში მინდა გითხრათ,რომ ბოდიშის მოხდაც მრცხვენია უკვე..
ჩემი უპასუხისმგებლობის გამო დიდ..უდიდეს ბოდიშს ვიხდი..
გპირდებით დღეიდან ფორმაში ჩავდგები!
მომენატრა აქაურობა,როგორც ერთ ჩვეულებრივ ავტორს,მომენატრა თქვენი აზრის მოსმენა(ვიცი,რომ არ ვიმსახურებ)
გადაწყვიტილი მქონდა რამოდენიმე თავში დამემსრულებინა ეს ისტორია,მაგრამ მუზებმა შემომიტიეს და მეც შევუტევ!
როგორც იცით,ეს თავი უკვე მედო მაგრამ „უბედურ შემთხვევას“ ემსხვერპლა,ამიტომ ახლიდან ვდებ. ხვალ დავდებ ახალ თავს, პირობას ვდებ!
ერთი თხოვნა მექნება მხოლოდ შემდეგ თავს,რომ დავდებ,წინა თავებსაც გადაავლეთ თვალი,მინდა პატარა შესწორებები შევიტანო.
დავბრუნდი და ვეღარ მომიშორებთ! იმედია ძალიან არ მიბრაზდებით..(ვიცი,რომ ღირსი ვარ).
პ.ს.ს. თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ მომიტევეთ,ახლა ეს ძალიან მჭირდება..








„დეკემბრის 13“
ძილბურანიდან მზის სხივებმა გამომაფხიზლეს.ზანტად გავახილე თვალები და ლოგინზე წამოვჯექი,ოთახს თვალი მოვავლე და დავინახე როგორ ცეკვავდნენ ნინას ოთახში,სიფრიფანა თეთრი ფარდები,როგორც ჩანს ფანჯარა ღია დარჩენია ნინას,სულაც არ მიკვირს,ნინასაც ჩემსავით უყვარს როცა ლოგინში კარგად მოთავსდება,იქიდან კი ცაში ვარსკვლავებს უყურებს.ძალიან ლამაზი სანახავია შუაღამეს თეთრად აბრჭყვიალებული სხვადასხვა ზომის ვარკვლავები.
გაუმართლა ნინას მთაწმინდის ბინაში მისი ოთახის ერთ ნაწილს კედლის მაგივრად თეთრი პრიალა შუშები ასრულებენ.
გვერდით გავიხედე,ნინას მშვიდად ეძინა,გადრანზე აკრულს.გადრანსაც ნინას თავზე ჩამოედო ნიკაპი და სიზმარშიც კი იღიმებოდა.ნელა წამოვდექი საწოლიდან,სკამზე გადაკიდებული აილენის კაბა ავიღე,ჩავიცვი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე..კმაყოფილმა გავიღიმე და კარისკენ შევტრიალდი,თუმცა ადგილზევე გავშეშდი,როდესაც კარზე ცინიკური სახით აყუდებული დამიანე რობაქიძე შევნიშნე,ზიზღით მიშტერებოდა წყვილს და ნესტოები დაბერვოდა..არა ხომ ვთქვი არ მომწონს ეს ბიჭი თქო..
ნელი ნაბიჯებით გავიარე დერეფანიც და პირველ სართულზე ჩავედი.

***
–ბავშვებო კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის._აღფრთოვანებით ჩაილაპარაკა სოფიმ და ნინას გვერდზე დაიკავა ადგილი..
–ჭამე ჯერ და მერე გვითხარი._ძვლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ნინამ,ლუკმა გადაყლაპა და სოფის ჩანგლით ერთი ცალი ყიყლიყო დაუდო თეფშზე.
–მოკლედ,13 იანვარს ჩემი და ნინას ბიძაშვილი,თავის სახლში პოეზიის საღამოს აწყობს და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ.
–ჩვენ პოეზიის საღამოზე რა გვინდა..რომ წამოვიდე,ტვინი უნდა მი**ნან იმ უაზრო ლექსებით.._ზიზღით თქვა დევდარიანმა და კოკა–კოლა სულ გამოცალა ჭიქიდან.სუფრაზე დაძაბულობა ჩამოვარდა..თუმცა მარიამმა ანეგდოტის მოყოლა დაიწყო და ინსტიქტურად ყველას სიცილი აუტყდა..
–მოკლედ,ვისაც გინდათ წამოდით,ვისაც არა თავს ნუ შეიწუხებთ!_გაბრაზებულმა თქვა ნინამ და ოთახი დატოვა.
სოფომ და მარიამმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს,რაღაც ანიშნეს და დამიანეს გადახედეს..

***
„13 იანვარი“
საღამოს ათი საათი იყო უკვე..პოეზიის საღამო დასასრულს უახლოვდებოდა,მაგრამ განა პოეზიის საღამო სრულყოფილი იქნებოდა თუ „ჩვენი ბიჭები“ ლექსის წაკითხვის გარეშე დატოვებდნენ ილარიანის ბინას?!მითუმეტეს,როდესაც ასე კარგად გამოსდით ეს..


–ბექა გთხოვ,ერთი ლექსი წაიკითხე თუ შეიძლება.
–ბექამ მეგობრის ბიძაშვილს გაუღიმა,ჩაახველა და..

„პოეტებს ზამთრის სუსხი არ თრგუნავს,
პოეტებს თოვლის სიმშვიდე ართობს
და თოვლის ქულა ჩუმად მალულად,
ყველგან ფარფატებს,ცაში ნავარდობს.

თუ კი მოვძებნით სხვადასხვა მხატვარს
და გამოვარჩევთ ჩვენ რომანტიკოსს,
ფუნჯს თუ მივაწვდით და თუ დახატავს
სიცივეს,ყინვას,ზამთრის ალიონს.

მერე კი ვიღებთ ხელში ამ ნახატს
და მოვუჯდებით ბუხრის კანიონს,
ნახატში არ ჩანს სიცივე,სუსხი,
ზამთრის სიმშვიდე ათბობს ჰორიზონტს.

დაზამთრდა,ცაზე ვარსკვლავი მოსჩანს,
მისი კაშკაში ხიბლავს გარნიზონს
და ხის ტოტებზე,თოვლის ფანტელი,
ლამაზად მოსჩანს თითქოს შაყირობს.

სიცივე,სითბო,ხიბლი და ყინვა,
მხოლოდ ზამთარში ერთად არისო,
ამიტომ ჩემი ლექსიც გათბება,
რადგან,ეს ლექსიც ზამთრის არისო.“


ბოლო სტროფი თავისთვის ჩუმად წაიკითხა და საკუთარი თავით კმაყოფილმა,სოფის გადახედა,რომელსაც თავი გვერდზე მიებრუნებინდა და კმაყოფილი ღიმილით იღიმოდა...
აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ბექა,შემდეგ კი ერეკლეს ჯერიც დადგა.

„... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..“

აპლოდისმენტების გარეშე,არც ერეკლე დარჩენილა..ბიჭები ბავშვობიდანვე ასეთი ნიჭიერები იყვნენ,უბრალოდ ლექსის წაკითხვას „ბავშვობად“ თვლიდნენ და ბანალურობასთან აიგივებდნენ,თუმცა როდესაც შეყვარებული ხარ,ლექსის მთელი გრძნობით და ემოციებით კითხვა უფრო შემოაღწევს,ხოლმე შენს სულში,თან გაფორიაქებს და თან სიმშვიდის გრძნობას განიჭებს.

–ნიკა,შენც წაგვიკითხე რამე.._ფიქრებიდან ნინას ხმამ გამოარკვია გადრანი და ლექსის წაკითხვა დაიწყო.

„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!“

არაჩვეულებრივად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა გადრანმა და ნინას ჰაეროვანი კოცნაც დაიმსახურა.

–რობაქიძე,ჩვენი ხათრით რა.._მუდარით სავსე თვალები მიანათა სიხარულიძემ დამიანეს და ნინას გადახედა.
დამიანემ ნინა შეათვალიერა,ერთი ამოიგმინა და დაიწყო ლექსის მთელი გრძნობით წაკითხვა,ისე რომ ნინასთვის თვალი არ მოუშორებია.


გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

დაამთავრა თუ არა დამიანემ ლექსის წაკითხვა,ხელები ერთმანეთს დააშორა და ნინას გადახედა,რომელიც გაკვირვებული მიშტერებოდა დამიანეს და რეალობაში ჯერ კიდევ ვერ დაბრუნებულიყო.

–ჩვენი წასვლის დროა.._სიჩუმე დაარღვია გადრანმა,მასპინძელს დაემშვიდობა და თეთრი რკინის კარისკენ წავიდა.მას დანარჩენებიც მიყვნენ.

***
ბავშვებთან ერთად მიდიოდნენ მთაწმინის სახლისკენ ჩახუტებული გადრანი და ნაცვლიშვილი.

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...

დაამთავრა ლექსის წაკითხვა გადრანმა და ნინას ყურში ჩასჩურჩულა:

–მხოლოდ შენთვის!_შემდეგ კი საფეთქელთან ფაქიზად აკოცა.




№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

eee es shecvlilia xoo? me sxvanairad maxsoovs! mara kaia es bolo mevasa :-D

gamixarda ro daginaxe AQ niii, dzaan gamixarda!! midi midiii xvale gelodebiiiii :-* :-* :-* :-* :-*

 


№2  offline ადმინი შამანი

lullaby
eee es shecvlilia xoo? me sxvanairad maxsoovs! mara kaia es bolo mevasa :-D

gamixarda ro daginaxe AQ niii, dzaan gamixarda!! midi midiii xvale gelodebiiiii :-* :-* :-* :-* :-*

ხო შეცვლილია ალბათ,ხო იცი კომპიუტერში რომ გადმომაქვს შესწორებებს ვაკეთებ ხოლმე და მაშინ რა შევცვალე ვერ გავიხსენე(არ მქონდა კომპში შენახული და ხელახლა გადმოვიტანე დღეს) ანუ ეს პირველი ვერსიაა რაა :დდდ
მეც გამიხრდა ძალიან..ძალიან.. <3 როგორ მახარებს ხოლმე შენი დადებით კომენტარები! love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent