შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე იმაზე მეტია,ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული" (3)


3-03-2015, 00:28
ავტორი nefertiti
ნანახია 1 750

კაფეტერიაში შესულებს ბიჭები უკვე ადგილზე დახვდათ გიგა და აკაკი რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ ზურა კი მონუსხული უყურებდა წინ მიმავალ ლამაზმანს რომელიც სავარაუდოდ ქართველი არ უნდა ყოფილიყო...
-პირი დახურე თორემ გადმოგივიდა დორბლები! ხელი ომახიანად დასცხო ჯიქიამ და ზურას გვერდით სკამზე დაებერტყა
-რა მოხდა? ინტერესით მოატრიალა თავი აკაკიმ
-ამან ბიჭი ააგდო. ანდრეასკენ თავით ანიშნა ბიჭებს და ჩუმად ჩაიფხუკუნა
-სერიოზულად? ერთხმად დაიძახა ყველამ,ზურამაც კი იკადრა და თვალი მოსწყვიტა წითურ გოგოს
-ჰო რა მოხდა? დიდი რამე რა თქვენც ახლა ყველანი ვაჟიშვილები და ქალიშვილი არ მესხდეთ აქ. ჩაიფრუტუნა ანდრეამ და გიგას წვენის ჭიქას დასწვდა
-მარტო ერთი ღამით „ააგდე“ თუ ხანგრძლივი გეგმები გაქვს? უკმაყოფილოდ კითხა გიგამ და კუთვნილი წვენი ხელიდან გამოგლიჯა
-პრინციპში მხოლოდ ის დრო რაც აქ ვართ. და ვინ ვინ ააგდო ეგეც საკითხავია. უკითხავად ჩამომიჯდა გუშინ მაგიდასთან და იმდენი მელაპარაკა სანამ თავი არ მომაწონა
-მერე შენ რა უთხარი? ინტერესით მიაჩერდა ჯიქია და სენდვიჩი მადიანად ჩაკბიჩა
-არაფერი,ძალიან პრაგმატულად დავუსახელე ყველა ჩემი თვისება,კარგიც ცუდიც...
-ის თუ უთხარი საშინელი ხასიათი რომ გაქვს და ჯერ კაცი რომ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე შენი გამძლები? გაიკრიჭა ზურა
-ჰო ეგეც... დაიღრინა ანდრეამ და ისიც რომ არანაირი გრძნობა,მომავალი ურთიერთობა და სენტიმენტალიზმი არ იქნება ჩვენს ურთიერთობაში
-და მაგ ყველაფრის შემდეგ არ გაიქცა? წარბაწეულმა იკითხა აკაკიმ და ხმამაღლა ახარხარებულ ჯიქიას გადახედა. -ხომ ვამბობდი უნდა დაგვეტოვა რა,ჩაილაპარაკა ჯიქიას მისამართით და უკმაყოფილომ გააგრძელა ჭამა
-თქვენთან ხომ კაცი ვერაფერს იტყვის. გაღიზიანებუი ადგა ანდრეა და გასასვლელისკენ წავიდა
-ახვლედიანი,ნუ გასვანდები ახლა! უკნიდან მიეწია გიგას ხმა და მაინც გაეღიმა. მეგობრების საქციელი სულაც არ წყენია,თავადაც იცის რომ საშინელი ხასიათი აქვს და მართლა არ დაბადებულა ჯერ ადამიანი მისი გამძლები. უბრალოდ საშინლად დაღლილია და ეს თავის დაძვრენის კარგი საბაბი იყო. ოთახში შესვლისთანავე გადაწვა საწოლზე და კომფორტის შეგრძნების გამო თვალები უნებურად დაეხუჭა. ცოტახანში კარები კი არ გააღო შემოგლიჯა ჯიქიამ და საწოლზე მის გვერდით ქშენით დაებერტყა
-ის ქალი ნამდვილი ალქაჯია. ღრენით თქვა და ბარგის ჩალაგება დაიწყო
-ვინ? რა მოხდა? სასწრაფოდ წამოიწია ანდრეა და აქეთ იქით მობდიალე სალომეს მიაშტერდა
-დოდომ დარეკა,სასწრაფოდ ვჭირდებით. მაგრამ მხოლოდ 4 გამოცხადდესო ასე რომ შენ შეგიძლია დარჩე
-სერიოზულად? სულ 4 დღეა რაც ჩამოვედით. ფეხზე წამოდგა გოგო და თავადაც ჩემოდანს ეცა
-ანდრეა,დარჩი. რა გამოვა ახლა შენც რომ ვერ დაისვენო? თან იმ შენ ცისფერთვალებას ნორმალურად გაიცნობდი. მომხიბვლელად ააფახულა თვალები ჯიქიამ და გაიცინა.
-კი მაგრამ... ბოლოჯერ გაიიბრძოლა გოგომ
-არავითარი მაგრამ! კატეგორიული ხმით დააბრიალა ჯიქიამ სწრაფად გადაკოოცნა მგობარი და კარში გაუჩიარდა
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოასწრო ანდრეამ. როცა ყველაფერს მიხვდა და დარეკვა მოინდომა ჯიქიამ სიხარულით ამცნო რომ უკვე თბილისსში იყვნენ-თვითმფრინავის მეშვეობით.
კაფეტერიაში ჩავიდა,ძალიან უგუნებოდ იყო,რა უნდა ახლა აქ მარტო? უნდა გაყოლოდა მეგობრებს,მაგრამ სანამ რამე მოფიიქრა ჯიქიას უკვე ბარგიც კი გამზადებული ჰქონდა. აი რას ნიშნავს როცა პროფესიით ქირურგი ხარ-ყველანაირ მობილიზაციას წამებში ახდენ.
უხალისოდ ილუკმებოდა,დინჯი ნაბიჯბით რომ ქალდანი დაუდგა წინ
-ანდრეა,სწრაფად უნდა ჩალაგდე და გავდივართ. თვითმფრინავის ბილეთები უკვე ავიღე. საქმიანად უთხრა ქალდანმა და გაბრუნება გააპირა ქალის გაკვირვებულმა ხმამ რომ შეაჩერა
-მეც? აბა დოდოს მხოლოდ 4 ჭირდებაო?
-ტელევიზორს არ უყურებ? ცალი წარბი უკმაყოფილოდ აეწია ქალდანს. ავიაკატასტროფა მოხდა 4 საათის წინ. 74 მგზავრი მძიმედაა დაშავებული აქედან 56 ჩვენს საავადმყოფოშია. კადრები არ გვყოფნის,გესმის? სწრაფად ჩალაგდი და 10 წუთში გავალთ.
„დამცინია,ნამდვილად დამცინიან“ ღრენით ალაგებდა ბარგს ანდრეა და უმისამართოდ ისროდა ტანსაცმელს. ძლივს 2 კვირა დასასვენებლად ჩამოვიდნენ და ისიც მუშაობაში უნდა გაატაროს? თანაც ამ ხუთვაში? დათქმულ დროს ქალდანმა კარზე მოუკაკუნა და მოუწესრიგებელი,თმააბურდული ანდრეა უკმაყოფილოდ აათვალიერა. ბრაზისგან თვალები მოეჭუტა ქალს და თმის დავარცხნას თითებით შეეცადა. ორ საათში უკვე საავადმყოფოში იყვნენ. საშინელება ტრიალებდა-ჯიქიას სულ ორი წამით მოკრა თვალი,ვიღაცის ფეხს ეძებდა დაშავებულებს შორის.
ანდრეა ქალდანს მიამაგრეს და მთელი დღე მასთან ერთად მოუწია ყოფნა. ღამეც-როცა აღმოჩნდა რომ ერთად მორიგეობდნენ.
-ყავა ხომ არ გნებავთ? უხალისოდ იკითხა ანდრეამ და მთვლემარე კოსტანტინე შეაღვიძა.
-დალევდა კაცი. უხალისოდ მოისრისა თვალები და ფეხზე ადგა
-23-ე პალატის პაციენტი როგორაა?
-თითები რომ მიაკერეს?ჯერ არ გამოფხიზლებულა
-და 115 პალატიდან? ის კაცი,მთელი დღე რომ ყვიროდა
-აა ეგ დავაძინეთ. უდარდელად აიქნია ხელი ანდრეამ და ფხუკუნი ძლივს შეიკავა
-რატომ გეცინება? გაეღიმა ქალდანსაც
-არა უბრალოდ ძალიან სასაცილო კაცი იყო. ძლივს გადარჩა და დაკარგულ 800 დოლარიან საათზე დარდობდა,მაგიტომ ყვიროდა-მიპოვნეთ გადარჩებოდაო
-მაგარი გამიკეთე. ღიმილით უთხრა კაცმა და უკან გამობრუნდა
-ყავა? უკვე კარში გასულს მიაძახა დაბნეულმა
-ჰო,უშაქრო მაგარი ყავა
8 საათზე დაამთავრეს მორიგეობა და შენობიდან ერთად გამოვიდნენ. ის იყო ანდრეა დამშვიდობებას აპირებდა რომ ქალდანმა წაყვანა შესთავაზა. ესეც ისეთი დაღლილი იყო დიდად თავი არ გამოუდვია და სწრაფად მოთავსდა კომფორტულ სავარძელში. ჩაჯდომისთანავე აწკრიალდა მისი მობილური-სანდრო იყო
-დამცინი? გამარჯობის მგივრად ღრენით იკითხა სანდრომ. შენ რა ისე წახვედი რომ არც გამაფრთხილე?
-უი,არც გამხსენებია. სრულიად ბუნებრივად თქვა ქალმა და ატკიებულ კისერზე ხელი ჩამოისვა
-დამცინი? უფრ ხმამაღლა იყვირა სანდრომ. ერთი თქმა რა გახდა? იმდენად უმნიშვნელო როლი ვითამაშე შენს ცხოვრებაში რომ უბრალოდ ერთი მივდივარ რომ გეთქვა იმის ღირსადაც არ ჩამთვალე
-მომისმინე,გუშინ ზუსტად 10 წუთი მქონდა ბარგის ჩასალაგებლად,მას მერე დაახლოებით 10 ადამიანი ჩემს ხელში მოკვდა და ორი მაგდენის ოპერაცია გავაკეთე როგორ ფიქრობ მაქვს იმის სურვილი რომ შენი საყვედურები ვისმინო? ამოისისინა ანდრეამ და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი
-გაბრაზდა არა? ღიმილით გადმოხედა კონსტანტინემ... ელენასაც,რომ ვუთხარი უნდა წავიდეთქო ლამის ჩანთა ჩამარტყა თავში... ასეა,ვინც ამ პროფესიის არ არის ვერასდროს გაიგებს რამხელა პასუხისმგებლობაა და რა ძნელია ისვენებდე მაშინ როცა ერთი ადამიანიც კი არსებობს რომლის დახმარებაც შეგიძლია და ამ დროს არ ეხმარები.
-არც იყო საჭირო რომ გაეგო... უხალისოდ ჩაიბურტყუნა ანდრეამ და ჩანთა უფრო მაგრად ჩაიბღუჯა ხელში.
-ოხ ეს ქალები... ღიმილით გადააქნია თავი ქალდანმა და მანქანა ადგილიდან დაძრა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent