ილუზია (3 თავი) დასასრული
ერთ საღამოს კი საშინელმა მუცლის ტკივილმა გამაღვიძა.... მივხვდი რომ დამეწყო მშობიარობა და საშველად დედას დავუუძახე, მაშინათვე მამა გააღვიძა ,რომელმაც ლამის მცემა ,ამ შუაღამისას რა დროს მუცელიაო. შეუგნებელი რომ დაიბადება არაფერი არ შველის! სანამ ჩემები მოიკაზმნენ მე ლამის მოვკვდი,ისე მაგრად მტკიოდა წელი გავკიოდი, ამის გამო ჩემი უფროსი ძმაც ჩხუბოდა ამას წელი ტკივა და გვატყუებსო. მამას ასლი! ძლივს ჩამსვეს ნათესავის მანქანაში და ჩვენი რაიონის საავადმყოფოში მიმიყვანეს, 18 საათი მტკიოდა გაუსაძლისად მუცელი, წრეებს ვარტყამდი პატარა ოთახს, სადაც ექთანი ბედნიერი სახით მომჩერებოდა, რა უხაროდა ეხლაც არ ვიცი. 18 საათიანი წვალების შემდეგ ულამაზესიგოგო გამიჩნდა, ისეთი ლამაზი იყო და თან ისეთი პატარა და უსუსური. გულში ჩავიკარი და ჩუმად ავტირდი. ღმერთს მადლობას ვწიავდი, რომ ჯანმრთელი შვილი მეყოლა და საერთოდაც დედობის ღირსი რომ გამხადა. ძლივს გამომგლიჯა ექთანმა ბავშვი უნდა ავწონოთო, არ მემეტებოდა ჩემი ციცქნა ერთი წამითაც არავისტვის. ძალინ ვეცადე არ ჩამძინებოდა მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და ჩამეძინა, საშინელ ხასიათზე გამოვიღვიძე, მეგონა პატარა წამართვეს. ბევრი ვიყვირე და ბოლოს ექთანმა შემომიყვანა ჩემი ციცქნა, რომელსაც მარიამი დავარქვი, დიდხანს ვეფერებოდი მარიამ მერე ატირდა , ექთანმა მოსშივდა და აჭამე ძუძუო, მაგრამ დედაჩემის კატეგორიულმა ხმამ ადგილზე მიმაქვავა! არც კი გაბედო, ბავშვს უკვე მოაკითხეს და მიყავთ მის მშობლებსო, ისტერიკები გავმართე, ვიჩხუბე, ვიკივლე და კიდე ათასი რამე დავიმართე და დავმართე, მაგრამ დედაჩემი მაინც ერითიდაიმავეს მიემორებდა , რომ უკვე ვერაფერს შევცვლიდი, ბავშვიც არ ჩერდებოდა და ექანმა გადაწყვიტა გაეყვანა მე ხელი ვკარი და კედელს მივანარცხე ,რომ არ წაეყვანა მარი. ის კიდე ისე მაგრად მიასკდა გონება და კარგა და ლამის მთელი სამშობიარო ჩემს პალატში შემოცვივდა. ბავშვი მტელი ძალით მყავდა ჩაბღაუჭებული და ხელს არ ვუშვებდი და თან გაავყვიროდი ვერ წამართმევთ ჩემიათქო! დედაჩემი კიდე ატირდა, ხალხს მიმართა ხედავთ რადღეში ვარ? ნახეთ ასეთი პატარა რომ არის და ასეთი დღე რომ გამოიარა იმიტომ გიჯდაო, ეს მიხედავს ბავშვსო? ჩვენ კიდე საშვალება არ გვაქვს ბავშვს მივხედოთო. საცოდავი სახით მომშტერებოდნენ ექიმი და ექთნები და თავს აქნევდენ საცოდავიო, მე კიდე ვყვიროდი არავარ გიჯი, თქვენ ხართ ყველანი გიჯებითქო! დედაჩემს ის ექთანიც დაეთანხმა კედელს რომ მივანარცხე, გიჟია მართლა, უცებ მეცა მეცო არაფერს ვაშავებდიო. ამის მერე მე არავინ მომისმინა გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც საგიჯეთში წამიყვანა. დედაჩემმა მოაწერა ყველაფერს ხელი ჩემს თვლწინ და ზუტად მანდ დავკარგე დედის სიყვარული, დვასამარე იმ წამს! ვუთხარი, რომ მძულდა და არასოდეს არვაპატიებდი, ვუთხარი რომ ღირსი ყოფილა ყველა იმ წიხლის, რაც მამაჩემისაგან მიუღია, რადგან დედა რომელიც ასე გაწირავ შვილს ყველაფრის ღირსია! მომაშორეს მარიამს, ჩემს ერთადერთ ნათელ წერტილ, ჩემს სიამაყეს, ჩემს სიცოცხლეს,რომლითაც ვოცლობდი და ვარსებობდი, ეხლა რა უნდა მექნა, რისთვის უნდა მეცოცხლა?ღირდა კი ჩემი სიცოცხლე? მშობლებს არ ვუყვარდი, მეგობარი მე არ მყავდა, არც საყვარელი მამაკაცი, აღარც შვილი,,,,, ესეთი სიცოცხლე რა ჯანდაბათ მინდოდა?! ღმერთს გავუბრაზდი და ვუყვიროდი, რომ რატომ გამხადა დედა თუ ჩემი შვილი ჩემს გვერდით არ იქნებოდა?! რატომ ვარ ასეთი უბედური? არ ვყვარებივარ ღმერთს! ასე ყვლას არ წმართმევდა ასე არ გამიმეტებდა რომ მას,,, რომ მას ცოტათი მაინც ვყვარებოდი,,, ,,,,,, იმ დღეს დავკარგე რწმენა და გადავწვიტე , მაგრამ ეგეც არ დამაცადეს, იმ დღის მერე ნემსებს მიკეთებენ რომელიც ისე მაბრუებს საკუთარი სახელიც კი არ მახსოვს ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ნემსისა წამითაც არ დამვიწყებია მარიამი და მიში! 8 წელია უკვე აქ ვარ და არც ერთხელ არ მყოლია მნახველი, არავის ვახსოვოარ, ან უნდა ვახსოვდე ვინმეს?.... ბევრჯერ დავაპირე თავისმოკვდა, ბევრჯერ მომისწრეს, ბევრჯერ ვერ გავბედე,,,ამის გამო ვარ ეხლა დამბული ამ დამპალ საწოლზე! ერთი კვირის მერე ოთახიდანაც გამომიშვეს და უფლება მომცეს ცოტახანს ეზოშიც გავსულიყავი. რამოდენიმე წუთის გასული ვიყავი ეზოდან, რომ ჩემთან ექთანი მოვიდა მნახველი გყავსო, ძალიან გამიკვირდა,,,გავყევი მნახველთა ოთახში ,,, კარებიდან დავინახე მისი ზურგი,,, ვიცანი,,, ის იყო, ჩემი მიში.... გაზრდილი,დავაშკაცებული და უფრო გასიმპათიურებული. ფეხები ამიკანკადა და პულსი ალბათ 200 _ზე ამივიდა, შემომხედა,,,,,ვიგრძენი რომ ისიც იმავეს განიცდიდა,,, მოვიდა, ჩამეხუტა ისე რომ სუნთქვა დამავიწყა. მერე ვიჯექით უხმოდ, ჩუმად ერთმანეთზე მიხუტებულები და ვტიროდით ჩვეენს უბედობას! ვგრძნობდი და მწვავდა ის გრძნობა რომელიც გვაკავშირებდა, რომელსაც დრომ ვერაფერი უყო. ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით. -გეყფა სამარისია ამდენი ტირილი თიკ! _გთხოვ,,,,, ვერ ჩერდები,არშემიძლია უბრალოდ...ამდენი წელი გავიდა,,, რამდენი უბედურება გადავიტანეთ,,,,მოცა,,, შენ იცი რომ.. _ვიცი თიკა, ვიცი შვილი გვყავს მარიამი,,, _ჩემი მარიამი.....ისევ ავტირდი _გთხოვ, არიტირო! გეფიცები ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვნ გვინდა, აწი ვერავინ ვერ დაგვაშორებს და ჩვნს მარიამსაც აუცულებლად ვიპოვით! გპირდები ამას! გთხოვ მენდე, დაიჯერე ჩემი... _ ძალინ მინდა მჯეროდეს მიშ, ძალიან! _ხოდა გპირდები! ეხლა კიდე უნდა წავიდე, საბუთებს ვაგვარებ რომ აქედან გაგიყვანო. ესე ერთ დღეში ვერგაგიყვან, მიჭირს შენი ისევ აქ დატოვება, მაგრამ მალე დავბრუნდები გპირდები. არ მინდოდა გამეშვა,მაგრამ იქაც რომ ვერდავტოვებდი კარგად ვხვდებოდი. იმ დღეს პირველად დავანთე სანთელი და ღმერთს პატიება ვთხოვე,,,, მე იმედი დამმიბრუნა მიშიმ და აწი ალბათ მთელი ცხოვრებაც კი დაველოდები, რამდენი, რამხელა და რა ყოფილა თურმე რწმენა, იმედი,,, როგორ ცვლის ადამიანს. მაბედნიერებდა ის ფიქრები სადაც იმედი მქონდა რომ მარიამს ჩავიკრავდი გულში. ერთი კვირის შემდეგ მიშიც დაბრუნდა და დანაპირებისამებრ ამ წყეული ადგილიდან გამიყვანა, ისეთი შეცვლილი იყო ყვლაფერი, ვერფაერს ვცნობდი მიშიმ მის სახლში მიმიყვანა სადაც არავინ არ იყო, ნუ გეშინია ჩეები აქ კარგა ხანია არ ცხოვრობენ და არჩამოვლენო. მერე ყველაფერი გამახსენებინა რომ ინფორმაცია მოეგროვებინა მარიამის გაშვილებასთან დაკავშირებით. ჩემთან ერთად ტიროდა და განიცდიდა ყველაფერს,,, როგორ დამეტანჯე ჩემო ერთადერთოოო’’ იმ დღის მერე უკვე 1 წელი გავიდა, მიშის ყოველი შემოსვლა სახლში ჩემი იმედგაცრუებით სრულებოდა, ყოველ წამს ველოდი რომ ბავშვით ხელში დაბრუბდებოდა. მე ნელ_ნელა გონს მოვეგე ცოტა და ჩვეულებრივ ცხოვრებას ავუწყვე ფეხი, მიში დღე და ღამე ეძებს მარიამ ს, ორი დეტექტივიც ვყავს ჩართული ამ საქმეში მაგრამა კვალზე ვერ გავედით. ბოლოს გადავჭყვიტე დედაჩემთან მისვლადა კითხვა , იქნებ მითხრას რაიმეთქო, მიშიმ მარტოს არ გაგივბო, მაგრამ მართლა თავი გავიგიჯე და მარტო წავედი. ჩემი ბავშობის სახლის დანახვამ კარგი არაფერი გამახსენა, სახლში დედა დამხვდა რომელიც ლოგინად ჩავარდნილ მამას უვლიდა, ის კიდევ საწოლიდან არ ისვენბდა და საჭირო სიტყვებით ამკობდა. ჩემს დანახვაზე ჯამი გაუვარდა რომლიდანაც სამი ცალი კარტოფილი გადმოვარდა,,,, _ აქ არ გელოდი თინათნ! _ანუ იცოდი რომ ისევ საგიჟეთში არ ვარ?-გამიკვირდა,,, _გავიგე... შვილ _ ძალიან გთხოვ ესე ნუ მომართავ! მე თქვეი შვილი იმდღიდან არ ვარ იმ წყელ ადგილზე რომ გამომკეტეთ და ჩემს შვილს ჩამომაშორეთ, ეხლა კიდევ ძალიან გთხოვ, თუ ოდესმე გყვარებივარ იმის ხათრით მაინც მიტხარი სადარის მარიამი, ვისთანა? ან რა იცი საერთოდ,,,,, ყველაფერი გამომადგება,,, _ბოდიში მაგრამ მე ვერფერსავ ვერ გეტყვი, ხელი მოვაწერე რომ არ მოვძებნიდით ბავშს! _მისმა სიტყვებმა გამაოგნა,,,,, სიძულვილსაც კი ვერ ვიმეტებ თქვენთვის, ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღებით! ღმერთმა გაპატიოთ ის რაც გამიკეთეთ და შეგარგოთ! კარები მაგრად მოვიჯახუნე და წამოვედი. ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო ამის მერე კიდევ 1 წელი გავიდა და უკვე ხელი ჩავიქნიე რომ ოდესმე მაინც ვნახავდი მარიამს, ერთ საღამოს კი მიში გოგონასთან ერთად დაბრუნდა,სიხარულისაგან გონება დავკარგე,,,,, გონზე რომ მოვედი ეგრევე გოგონა ჩავიხუტე,,,,ჩემი მარიამი ხარ შენ ხომ?კი ჩემი ხარ, ჩემი ხარ! შენს სუნს ვცნობ ის ხარ ის! გახარებული ვიკრავდი ბავშვს, რომელიც მორიდებით მიხუტებდა. აბათ გათენებამდე ასე ჩავიხუტებდი ჩემს გოგოს, რომ არა მიშის ხმა.... -თიკა ,მარიამს ეხლა ნია ქვია,,,, მას ოჯახი ყავს სადაც ის ძალიან უყვართ, მარიამმა,ნიამ თავიდანვვე იცოდა რო აყვანილი იყო,ამიტომაც მიგიღო ასე ადვილად. გზაში მოვუყევი ყველაფერი. თანახმაა რომ გაგვიცნოს და დანარჩენი ყველაფერი ნელ_ნელა მოგვარდება... გული მომიკვდა, ჩემი შვილი რომელიც 9 თვე მუცლით ვატარე , ტანჯვით გავაჩინე, ეხლა უნდა გამიცნოს და უნდა მოვეწონო, მერე გადაწყვიტოს მიმიღოს თუ არა?!,,,,ეს ხომ საშინელება?,,, ვტიროდი და ვიხუტებდი ჩეს მარიამს რომელსაც ერთი სული ქონდა როდის წავიდოდა მისა ღმზრდელებთან, რადგან მათ თვლიდა მშობლებად და მართალიც იყო..... ცრემლიანი თვალებით და დიდი იმედით გავაცილე მარიამი,,,,, ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული... გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე... ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე... არ მოგეწონათ არავის, მაგრამ მაინც ბოლომდე დავდევი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.