შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის წისქვილი


3-03-2015, 01:27
ავტორი Klaus
ნანახია 2 398

იმ ზამთარს თოვდა,თოვდა და თოვდა როგორც ყველა ზამთარს.იგრიტი თავის ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა.
ეზოში კოლინი შემოვიდა და კიბეზე ჩამომჯდარი რეი დაინახა.ქერა თმიდან თოვლი ჩამოიფერთხა და რეის ჰკითხა-შენი და სახლშია?დავალების რვეული მჭირდება.
-იგრიტ!-დაუძახა რეიმ და კოლინს გაუღიმა.
-თუ გინდა მოგეხმარები-კოლინმა შეშაზე ანიშნა.
-ჰო,ცუდი არ იქნებოდა-თავი დაუქნია რეიმ და იგრიტს რვეული გამოართვა. იგრიტმა მალულად შეავლო თვალი კოლინს,რაც რეის არ გამოჰპარვია და ისევ სახლში შევიდა.
-შენ და იგრიტი რას შვებით?-ღიმილით ჰკითხა რეიმ.
-მე და იგრიტი?-ვითომ ვერ მიხვდა კოლინი-რას უნდა ვშვრებოდეთ.
-კარგად იცი რასაც-ისევ გაეღიმა რეის.
-ჰოო..-ჩაფიქრდა კოლინი-შენი და კარგი გოგოა.
-სულ ეს არის?
-კი სულ ეს არის-კოლინმა და შეშის ჩეხვა განაგრძო.
რეი აკვირდებოდა მის ქერა თმას,შუბლზე რომ მისწებებოდა და ყინვისგან გაწითლებულ ლოყებს.იგრიტი რომ არა,შეიძლება ის და კოლინი ეხლა ერთად ყოფილიყვნენ.თუმცა რეი გულის სიღრმეში გრძნობდა,რომ მხოლოდ იგრიტი არ იყო ამის მიზეზი.
"მიზეზი" ქალაქის მეორე მხარეს ცხოვრობდა.რეიზე 8 წლით უფროსი იყო და ეხლა ალბათ სულაც არ ანაღვლებდა რეი.
ეს რომ გაიხსენა რეი დანაღვლიანდა.ფიქრებიდან კრისტიანის ხმამ გამოარკვია.ის ახლახანს შემოვიდა ეზოში და რეის გვერდით,კიბეზე ჩამოჯდა.
-ვსო,მოვრჩი მეტი არ შემიძლია-მძიმედ ჩაინსუნთქა ჰაერი კოლინმა და ხელთათმანები ჩაიცვა-დღეს რას ვაპირებთ?
-სათევზაოდ წავიდეთ.-განაცხადა კრისტიანმა.
-და რა დავიჭიროთ,ყინული?
-ტყეში ხის სახლი ავაშენოთ!-ეს კოლინის იდეა გახლდათ.
-გავიყინებით დებილო,წამში გავიყინებით.
-კარგი ერთი-წარბები შეკრა კოლინმა-შენ არ იყავი,ხის სახლის აშენება რომ უნდოდა?
-დიახ,ოღონდ მაშინ ზაფხული იყო.
-დღეს სტუმრად ლენა მოდის-კარიდან თავი გამოყო იგრიტმა.
-ლენა?-დაიჯღანა რეი.
-ჰო,და თან თავის "ბავშვთან" ერთად.
-ღმერთო,ჩემო არტური!დაუყოვნებლივ,დაუყოვნებლივ უნდა წავიდეთ აქედან.
-არტური ის არაა?-იკითხა კოლინმა-მუწუკებიანი და..
-არა,მას მუწუკები არ აქვს,მაგრამ მის გარეშეც საზიზღარი ვინმეა,იგრიტ დროზე ჩაიცვი,გავდივართ!-ბრძანებასავით წარმოთქვა რეიმ და წამოდგა.
-შეიძლება მეც წამოვიდე?-ჰკითხა იგრიტს პატარა ტონიმ.
-არა!-გარედან დაიყვირა რეიმ.
-შენ არავინ გეკითხება!იგრიტ წამოვალ რა,წამოვალ!
-კარგი წამოდი.
რეი ეზოს კარებთან დადგა და გზას დააკვირდა-ვშიშობ უკვე გვიანია,ეს ხომ ლენას მანქანაა.
იგრიტი გამოვიდა და გზას დააკვირდა-კი და დროზე შენი ოთახიდან გადავძვრეთ სანამ შეგვნიშნა.
5ივე ფართხა-ფურთხით შევარდა სახლში და რეის ოთახიდან უკანა ეზოში გადაძვრა,ღობე გაარღვია და უკანა გზაზე გავიდა.
წისქვილი!-გაუხარდა რეის და ბავშვებს წინ გაუძღვა.
წისქვილში ქარი უბერავდა,აქაიქ ყინულის ლოლუები ეკიდა,მაგრამ მაინც საუკეთესო თავშესაფარი იყო ბავშვებისთვის,რომელთაც სახლში უსიამოვნო სტუმრები ელოდათ.
კოლინი კი ქისქვილით კმაყოფილი არ ჩანდა,დამტვრეულ სკამზე ჩამოჯდა და წარბშეკრულმა დაათვალიერა იქაურობა.
-რა მოხდა კარტერ,დედიკო მოგენატრა?-დასცინა კრისტიანმა.
-შენს თავს მიხედე კენედი!-მკვახედ მიუგო კოლინმა და სარკმელში გაიხედა.
-იგრიტი წისქვილის დოლაბზე აძვრა და წრე შემოუარა.
-რა მაგარია,აქ ბავშვობიდან არ ვყოფილვარ.
-მგონი დაგვერხა.-თქვა კოლინმა.
-რა?რატომ?-სარკმელთან მივიდა რეი და წამში გასცა განკარგულება-დროზე ყველანი ზევით ადით,არტური მოდის.
-საიდან გაიგო რომ აქ ვართ-გაუკვირდა იგრიტს და დოლაბიდან ჩამოხტა.
-რას გაიგებ-მხრები აიჩეჩა რეიმ და ტონის ხელი ჩაავლო-დაუჩქარე პრინცესავ,ციხესიმაგრეს გველეშაპი უახლოვდება.
როგორც კი კიბეზე ავიდნენ და კედელს მოეფარნენ,წისქვილში არტური შემოვიდა და დაიძახა-არის აქ ვინმე?
ტონიმ თავი ძლის შეიკავა რომ არ გასცინებოდა,მაგრამ რეის სახეს რომ შეხედა ეგრევე დასერიოზულდა.
-მაინც რას გიშავებთ არტური?-იკითხა კოლინმა როცა არტური წავიდა.
-ნამდვილი ფსიქოპატია-თქვა რეიმ და შარვლიდან ჩამოიფერთხა.
-ერთხელ მასთან რომ ვიყავით,თავის ძაღლს ისე სცემა,შემეშინდა-დააზუსტა იგრიტმა.
-მოდი სახლში დავბრუნდეთ,შემცივდა-თქვა კრისტიანმა და რეის შეხედა.
-ჩვენ ხომ ძაღლები არ ვართ,არტური არაფერს დაგვიშავებს-ჩაიბურტყუნა იგრიტმა.
-კარგი რა,მართლა გეშინია არტურის?-გაეცინა კოლინს-სჯობს სახლში წავიდეთ თორემ ცხვირი მომეყინა.
-ოხ,პრინცს ცხვირი მოეყინა,უშველეთ ვინმემ-ისევ დასცინა კრისტიანმა და დამცინავი მზერა ესროლა.
კოლინმა ამჯერად არაფერი უთხრა,იგრიტს ხელკავი გამოსდო და ყველანი სახლისკენ წავიდნენ.
ღობეზე გადაძვრნენ და ეზოში გავიდნენ.
-რა დებილები ვართ,სახლიდან რომ გადმოვძვერით,თითქოს ეზოდან ვერ გამოვიდოდით უკან-გაეცინა რეის.
-ოჰო,სად იყავით ამდენ ხანს,არტური გელოდებოდათ-ეს რეის,იგრიტის და ტონის მამა გახლდათ,ენდი.
-გამარჯობათ ბავშვებო-გაუღიმა ლენამ ბავშვებს-ჩაის დალევთ?
"ისე გვეპატიჟება თითქოს თავისი სახლი იყოს"-გაიფიქრა რეიმ და ლენა შეათვალიერა."ისე რა ლამაზი ქალია,ყველაზე ლამაზი მამას ნაცნობებიდან.თუ საყვარლებიდან"
-არ გვინდა არაფერი,ჩვენ ისევ გავდივართ,გასათბობად შემოვედით.
-მაშინ არტურიც თან წაიყვანეთ,მარტოს ხომ არ დატოვებთ,რეი-უთხრა ენდიმ.
-იყოს ძია ენდი,მე სახლში მირჩევნია,გარეთ ცივა.
"ოხ,დაიწყო ამან თავისებური"-გაბრაზდა რეი და თქვა-მაშინ სახლში ტონი დარჩება,არტური მარტო რომ არ იყოს.
-გაგიჟდი?-ჩურჩულით შეევედრა ტონი.
-ხო კარგი,წამოვალ.-არტური ადგა და ქურთუკი ჩაიცვა.
-შორს არ წახვიდეთ-გააფრთხილა ენდიმ,ლენამ კი ღიმილით გამოაცილა ექვსივე.
რეის არასდროს მოსწონდა მისი ღიმილი,უხაროდა თუ სწყინდა,ლენას ღიმილი სულ ერთნაირად ცივი იყო,როგორც ეს ზამთარი.
-წამო,კენდელთან წავიდეთ-წინადადება შემოიტანა რეიმ,როცა ქუჩაში გავიდნენ და დაიწყეს მარჩიელობა თუ რითი გაერთოთ თავები.
-კენდელთან რა გვინდა-გაუკვირდა კრისტიანს.
-რავი ისე,მოვიკითხოთ,არდადეგების შემდეგ არ გვინახავს.
-კაი რა,სკოლაშიც მყოფნის მისი ნახვა.
-მე ვიცი არდადეგებამდე და არდადეგების შემდეგ ვინც არ გინახავს..
-იგრიტ!-თვალები დაუბრიალა რეიმ.
-ის ცხოვრობს კენდელის გვერდით ბინაში..
-იგრიტ!
-და სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ კენდელის ნახვა კი არა,ჯე....
-იგრიიტ!-ამჯერად პირზე ხელი ააფარა დას და თქვა-ჯადოქრის ქოხში მივდივართ!
ჯადოქრის ქოხი კი სინამდვილეში ერთი მიტოვებული ქოხი იყო,ტყის შუაგულში,მდელოზე.კედლები ხავსით იყო დაფარული,ახლოს მისვლა ვერ გაბედეს,რადგან ფანჯრები ისე გამოიყურებოდნენ,თითქოს თუ მიუახლოვდებოდი,გადაგსანსლავდა. ამიტომ დაარქვეს მას ჯადოქრის ქოხი.
-არა,არა და არა!-იუარა კოლინმა.
-პრინცს ეშინია-აღნიშნა კრისტიანმა.
-მე კი არა,თქვენ გეშინიათ,რამდენჯერაც ვიყავით,ვერცერთხელ გაბედეთ იქ შესვლა,თანაც მაშინ უფრო ბევრნი ვიყავით,ვიდრე ახლა.
-არაუშავს,ახლა გავიზარდეთ.
-ერთ თვეში?
-კენჭი ვყაროთ-თქვა რეიმ-ხელი აწიეთ,ვისაც ჯადოქრის ქოხის მონახულება უნდა.
კოლინის გარდა ყველას უნდოდა ჯადოქრის ქოხის ნახვა,ამიტომ ისიც ძალაუნებურად შეუერთდა მათ.
-იმედი მაქვს,მგლები არ იქნებიან.-თქვა მან.
-პრინცს მგლების..
-მოკეტე კრის!-შეაწყვეტინა კრისტიანს.-მგლების შენც გეშინია.
-რა უნდა აქ მგლებს?
-უნდათ-თქვა რეიმ-მამაჩემმა წინა ზამთარს ნახა რამდენიმე მგელი.მართალია უფრო შორს,ვიდრე ჯადოქრის ქოხია,მაგრამ მაინც საშიშია.ასე თუ ისე.
-ასე თუ ისე-ჩაიბურტყუნა კოლინმა.
-მგლები შემჭამენ?-შეეშინდა ტონის და უფროს დას ხელი ჩაჰკიდა.
-არა!ღიმილით მოგესალმებიან და მოგიკითხავენ-როგორ ხარ ტონი?რამეს ხომ არ ინებებთ-უთხრა რეიმ.
-მაგალითად,ხომ არ ისურვებდი სტაფილოსთან ერთად მოგხარშოთ ან იქნებ კომბოსტოსთან?-დაამატა არტურმა და გადაიხარხარა.
-ძალიან სასაცილოა-აღნიშნა კრისტიანმა თუმცა არ გაუღიმია.ტონიმ კი უფრო მაგრად ჩაჰკიდა ხელი რეის.
-დამშვიდდი ტონი,აქ არანაირი მგლები არ არიან.-გაუღიმა კრისტიანმა და თავზე ხელი გადაუსვა.
რეის გაეღიმა.იგრიტი და კოლინი ხმას არ იღებდნენ.ჯიბეში ხელები ჩაეწყოთ და დაფიქრებულები მიუყვებოდნენ თოვლიან გზას.
-ენა ხომ არ გადაყლაპეთ,ამოიღეთ ხმა-უთხრა მათ კრისტიანმა.
-მცივა-უპასუხა იგრიტმა და ხელები დაიორთქლა,რომ ცოტათი მაინც გაეთბო.
-აი,ჩემი ხელთათმანები აიღე-რეიმ ხელთათმანები წაიძრო და დას გაუწოდა.
-მერე შენ?
-მე არ მცივა.
-მგონი იტყუები-უთხრა კრისტიანმა,როცა მისი ხელი მუჭში მოიქცია და აღარც გაუშვია.
-ეხლა მართლა აღარ მცივა-გაუღიმა რეიმ.
-ბევრი დარჩა?-იკითხა არტურმა.
-არც ისე,ეხლა ერთ ხეივანს გავივლით და სადღაც შუაში,ქოხი უნდა იყოს.-უპასუხა რეიმ.
ხეივანი მალე გამოჩნდა.განიერი გზა იყო.ირგვლივ მეჩხერი ტყე ეკრა.
-მგელი!-წამოიყვირა ტონიმ-რეი შეხედე,იქ მგელია!
-დამშვიდდი სულელო,გეჩვენება-უთხრა იგრიტმა.
-არა,იქ მართლა არის რაღაც-შეეშინდა რეის და კრისტიანს ხელი მოუჭირა.
-მე ვერაფერს ვხედავ.
-ვერც მე.
-მე კი ვხედავ-თქვა არტურმა.-ძაღლს გავს და ჩვენ გვიახლოვდება.
-ამას იმიტომ ამბობ რომ შეგვაშინო?-გაბრაზდა კოლინი.
-ის სიმართლეს ამბობს-თქვა კრისტიანმა და გაფითრდა-იმედი ვიქონიოთ რომ ძაღლია.
-რომ გავიქცეთ არა?-იკითხა რეიმ და ისიც გაფითრდა.
-ღმერთო,გადამარჩინე-ღმერთს შეევედრა იგრიტი და კოლინს ხელი ჩაჰკიდა.
-გადარჩები,თუ გაიქცევი-თქვა არტურმა.
ბავშვები გაიქცნენ.ყინულზე ფეხი უსხლტებოდათ,თოვლში სირბილი უჭირდათ,ფეხები ისე მოეყინათ,ვეღარ გრძნობდნენ,საცაა დაეცემოდნენ,მაგრამ მაინც არ ჩერდებოდნენ.
შორს ქოხიც გამოჩნდა.
-სულ ცოტაც და ქოხამდე მივალთ!-გაამხნევა ბავშვები კრისტიანმა.
-სად არის მოგვდევს?-იკითხა რეიმ,რომელსაც გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
-არ ვიცი,უკან არ მიიხედოთ.
ქოხამდე რომ მივიდნენ,არც გახსენებიათ,რომ ეს ის საშიში,ჯადოქრის ქოხი იყო,ეგრევე შევარდნენ,კარები დახურეს და მაგიდა მიადგეს.
კოლინმა ფანჯარაში გაიხედა და თქვა-მგონი სულ ტყუილად ვირბინეთ,არავითარი მგელი არ ყოფილა.-როგორც კი ეს სიტყვები თქვა,ფანჯარას მაშინვე მოაწყდა დიდი მგელი თან საშინლად იღრინებოდა.კოლინს შეეშინდა და ისე სწრაფად დაიხია უკან,კინაღამ წაიქცა.
-დედაა!-იღრიალა ტონიმ და რეის ჩაეხუტა.
იგრიტმა პირზე ხელი მიიფარა,რომ არ ეყვირა.
კრისტიანმა საიდანღაც ხის წვეტიანი ნაჭერი გამოძებნა და ფანჯარასთან დადგა.
ღმერთო-ჩურჩულით თვა რეიმ.
-დაველოდოთ,ოდესმე წავა,სულ აქ ხომ არ დარჩება.-დაამშვიდა კრისტიანმა.
-და რომ არ წავიდეს?ორი ან ხუთი დღე რომ დარჩეს აქ?
-ვინმე წამოვა ჩვენს საშველად,სახლიდან არც ისე შორს ვართ.
-მართალია,მამა აუცილებლად გვიპოვის,კოლინის მამაც გვიპოვის.-იმედიანად თქვა იგრიტმა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო.
-ტელეფონი არავის გაქვთ?-გაუკვირდა არტურს.
-არა,არავის.-უპასუხა კრიტიანმა და რეის შეხედა.მანაც შეხედა კრისტიანს და რაღაცნაირად გაუღიმა.
-მგონი წავიდა-ფანჯარაში გაიხედა არტურმა.
-აქვე თუა ახლოს,გაქცევას ვერ მოვასწრებთ,სჯობს დავიცადოთ-უთხრა კრისტიანმა და წამოდგა.
კოლინმა ბუხარში ცეცხლის დანთება სცადა.-ეხლა ჩვენ საშინელებათა ფილმში ვართ-უცებ გაეცინა იგრიტს და ბუხრის წინ მოიკალათა.
-ვერაა ეს ბავშვი.შენ ეს სასაცილო გგონია?-გაუბრაზდა რეი.
-კარგი,რა მოხდა.ყველაფერში უნდა იპოვო რამე დადებითი.
-ტონი რომ არ იყოს აქ,კიდევ ხო.
-მე რა შუაში ვარ?-ეწყინა ტონის.
-ის რომ პატარა ხარ,სწრაფად ვერ ირბენ და შენზე უფრო ვღელავ,ვიდრე საკუთარ თავზე.
ფანჯარაში ისევ გამოჩნდა მგლის სახე.მერე ისევ აფხაჭუნებდა კარზე,იღინებოდა,სახლს წრეს უვლიდა,შემდეგ გაჩუმდა,მაგრამ ბავშვები მაინც ვერ ბედავდნენ გარეთ გასვლას.იჯდნენ ბუხრის წინ და ელოდებოდნენ,როდის მოვიდოდნენ მათ გადასარჩენად.
ახლა მათ ეს ჩაბნელებული,მტვრიანი ქოხი კი არა,გარეთ არსებული მგელი აშინებდათ.
ერთი თვის წინ ამ ქოხში შეხედვისაც კი ეშინოდათ,არავის უთქვამს მაგრამ ეგონათ,რომ დაწყევლილი იყო და შიგნით ავი სულები ცხოვრობდნენ.ახლა კი ეს ქოხი მათთვის თავშესაფრად გადაიქცა.არ აშინებდათ დამტვერილი,დაბზარული კედლები,აბლაბუდები რომ ეკიდა.ფოთლებით მოფენილი,მტვრიანი იატაკი.არც დამტვერილი,ძველი ავეჯი და არც ჩაბნელებული მეორე ოთახი.უბრალოდ იჯდნენ ცეცხლის პირას და ჩაფიქრებულნი უსმენდნენ შეშის ტკაცუნს.
-გაიგონეთ?-თქვა რეიმ-გაიგონეთ ეს ხმა?
-არა,რა უნდა გაგვეგონა.
-ის თითქოს მეორე ოთახიდან მოდის.
-მგელი ხომ არ შემოძვრა?-შეეშინდა იგრიტს.
-წავალ შევამოწმებ-წამოდგა კრისტიანი ხეს ცეცხლი მოუკიდა,რომ სიბნელეში უკეთ დაენახა.კოლინიც მას გაყვა,არტური კი გოგოებთან და ტონისთან დარჩა.
-იქ არაფერია-კრისტიანი ოთახიდან გამოვიდა და ცეცხლმოკიდებული ჯოხი ბუხარში შეაგდო.
-უკვე დავიღალე აქ ჯდომით-გაბრაზდა კოლინი და ფანჯარაში ფრთხილად გაიხედა.
-ეს რა პრეტენზიულია-წარბები აწკიპა კრისტიანმა-არაფერი ამას არ მოწონს,ეს არ უნდა,ის არ უნდა..გგონია ჩვენ გვინდა აქ ჯდომა და ლოდინი როდის გავიყინებით ან ეს მხეცი როდის შეგვჭამს?
-ერთი მგელის როგორ გეშინიათ?!ამ წვეტიანი ჯოხით ფანჯრიდანაც შეგვიძლია მოვკლათ.
-მაშინ სცადე-ცივად გაუღიმა კრისტიანმა და ხელები გადაიჯვარედინ იმას ქნა აი გულზე რომ დაიკრიფავენ რა.
კოლინი ცოტათი შეყოყმანდა,მაგრამ ჯოხი მაინც აიღო და ფანჯარა გააღო.
-თუ მგელი შემოვარდება,ამ ჯოხს შენ გაგიყრი-გააფრთხილა კრისტიანმა.
-თუ მგელი შემოვარდება,ყველას შეგვჭამს,ასე რომ..
მგელი აღარსად ჩანდა.ცოტა ხანს ისევ ელოდა კოლინი,მაგრამ რომ აღარ გამოჩნდა,ფანჯარა მიხურა და ხელები მოიფშვნიტა-მგონი შეგვიძლია წავიდეთ.
-გარისკვა არ ღირს.საღამომდე გავძლოთ,ხოლო მერე მამა გვიპოვის-უთხრა იგრიტმა.
-მერე მამა რომ შეჭამოს მგელმა?-იკითხა ტონიმ.
-მამაშენს ვერავინ ვერ შეჭამს,ბიჭო-გაუღიმა კრისტიანმა და რეის გვერდით ჩამოჯდა.
ბუხრის წინ იჯდნენ ექვსნი და ელოდებოდნენ.
ელოდებოდნენ მგლის წასვლას,დაღამებას,მშველელს,ზამთრის წასვლასაც ელოდებოდნენ.
-მოდით,სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ-წინადადება შემოიტანა იგრიტმა.
-მოქმედება არ გვინდა,თორემ კრისი გარეთ გასვლას მომთხოვს-იხუმრა კოლინმა.
ყველას უნდოდა თამაში.
-იხუჭება კრისი!-მხიარულად თქვა იგრიტმა და თითი რეისკენ გაიშვირა-ეს?
-არა.
-ეს?
-არა.
იგრიტი თითს სულ რეისკენ იშვერდა და კრისტიანს ეკითხებოდა-ეს? ეს? ეს?-და კრისტიანიც პასუხობდა-არა,არა,არა და როცა იგრიტმა ხელი არტურისკენ გაიშვირა,კრისტიანმა თქვა-კი.
-სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე.
-შეგიძლია თვალები გაახილო და კითხვა არტურს დაუსვი.
-რეი მოგწონს?-არც კი დაფიქრებულა კრისტიანი,ისე ჰკითხა?
-საიდან მოიტანე-უხერხულად შეიშმუშნა არტური.
-ეს პასუხი არ არის.
-ჩვენ თითქმის ნათესავები ვართ.
-პასუხი არც ესაა.დავინახე როგორ უყურებდი.
-კრის!-რეიმ თავი უხერხულად იგრძნო.
-არა,როგორც გოგო არ მომწონს-უპასუხა არტურმა და გამანადგურებელი მზერა ესროლა.
-მშვენიერია-გაიღიმა კრისტიანმა და რეის მიუბრუნდა-რა იყო?
-არაფერი.-თვალი აარიდა რეიმ.
-იხუჭება არტური-უხერხული სიტუაციის განმუხტვა სცადა იგრიტმა.
ეს? ეს? ეს?
კი. მოქმედება.
-უთხარი კოლინს რაც გინდა.
-მინდა რომ...კრისტიანს ამოარტყა წიხლი.
-ეგეთები არ იყოს-წარბები აწია კრისტიანმა,მაგრამ წესი წესი იყო.კოლინმა წიხლი ამოარტყა.
-არ გეწყინოს.
-ვირისგან წიხლი რა საწყენია.
-უფრო მაგრად უნდა ამომერტყა-ინანა კოლინმა და თავის ადგილას მოიკალათა.
სიტუაცია ნელნელა დათბა.ისინი იცინოდნენ,ტონიც ჩაერთო თამაშში,ხუმრობდნენ,დრო გაყავდათ.
მერე რეის ჯერიც მოვიდა და იგრიტმა,რომელსაც არ გამოჰპარვია ის,რომ რეის და კრისს ერთმანეთი მოსწონდათ,რეის უთხრა-მინდა რომ მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ ბიჭს აკოცო-თან ეშმაკურად გაიღიმა.
რეი ჯერ დაიბნა,შემდეგ კი თქვა-სამწუხაროდ ის აქედან ძალიან შორს არის.
-მაშინ ამ ოთახში მყოფ ყველაზე სიმპატიურ ბიჭს აკოცე.-გამოსავალი მოძებნა იგრიტმა და თვალები მოწკურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent