შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (სრულად)


3-03-2015, 14:23
ავტორი grifini
ნანახია 12 821

1)
-უნდა მოკვდეს!-მისი ხმა საზარლად გაისმა მთელს ოთახში.
-როდისთვის უნდა შესრულდეს ეს საქმე?!-იკითხა და საზარლად გაიღიმა.
-დღესვე!-ისევ ის მკაცრი და საზარელი ხმა.
ჩუმად ადგა.ტყვიებით სავსე იარაღი აიღო და შარვალში ჩაიდო.
ნისლიანი საღამო იყო.ნაწვიმარი.წვიმის სურნელი ასდიოდა ასფალტს.სუსხი ქარი დადიოდა ქუჩებში,თითქოს ვინმესთვის თავისი ხელების ჩავლა უნდაო.სიკვდილის სუნი ტრიალებდა ირგვლივ.თითქოს ბუნება ხვდებოდა რომ ადამიანს კლავდნენ და ისიც ემზადებოდა.
შავებში ჩაცმული მამაკაცი მიაბოტებდა წვიმიან ასფალტზე და ნაკვალევს ტოვებდა.დიდი გოროზი კაცი იყო.
დიდი შენობის წინ გაჩერდა.ქუდი ჩამოფხატული ჰქონდა და სახე საერთოდ არ უჩანდა.
შენობიდან კლასიკურად ჩაცმული ქალი გამოვიდა,სახეზე მობეზრებული გამომეტყველება მიიღო და ჩიხში შეუხვია.
შავებში ჩაცმულიც მას გაჰყვა.
ქარი ქალს საეზე ელამუნებოდა და თმებს უწეწავდა.სუტი ნათურები ბჟუტავდნენ,ერთი ნათურა ჩაქრა კიდეც.
ქალმა იგრძნო რომ უკან ვიღაც მიჰყვებოდა და ნაბიჯი აუჩქარა,კაცმაც იგივე გაიმეორე.
ორი აჩქარებული ნაბიჯი მიაბოტებდა სველ ასფალტზე.
-ლილე!-დაიყვირა საზარელმა ხმამ.
ლილე მკვეთრად მოტრიალდა უკან,თვალები შუბლზე აუვიდა როდესაც დაინახა როგორ უმიზნებდა შავებში ჩაცმული კაცი თოფს.
გული წამში ას ფეთქვას აკეთებდა მგონი ისე სწრაფად უცემდა ლილეს.
-რ...რა ხდება?-ძლივს ამოთქვა ორად ორი სიტყვა შიშისგან.
კაცმა ირონიულად ჩაიცინა.
-მირიანისგან სალამი!-უთხრა და იარაღი პირდაპირ შუბლში მიახალა.
***
ჩუმი ნაბიჟებით მიდიოდა ტროტუარზე,როდესაც გასროლის ხმა გაიგო.წამით გაშეშდა,შემდეგ გული აუჩქარდა და იქით წავიდა საიდანაც ხმა ისმოდა.
ჩიხში შეუხვია და კუთხეს ამოეფარა რომ არავის დაინახა.
შავებში ჩაცმული კაცი იდგა და თითქმის მკვდარ სხეულს დაჰყურებდა.ამის დანახავზე თვალები გაუფართოვდა,ცოტა წინ წაიწია და მამაკაცმაც უკან მოიხედა.გოგონას დანახვაზე განცვიფრდა.ნამდვილად არ სჭირდებოდა ახალი პრობლემები.მისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით.
გოგონა სწრაფად მოვიდა გონზე და გაიქცა,იქვე ცხოვრობდა ამიტომ მალე მივიდა მის კორპუსთან.სწრაფად აირბინე ორი სართული და კარებში გასაღების მორგება დაიწყო.ახლა ნანობდა რომ ერთ საკიდზე ეკიდა ყველა გასაღები.მიხვდა რომ შავებში ჩამცული მამაკაცი უკვე კიბეებზე ამოდიოდა.ძლივს იპოვა ის ერთადერთი გასაღები ად სწრაფად მოარგო საკეტს.შევარდა თუ არა სახლში მაშინვე ჩაკეტა კარები.კარებს კარადა და დივანი მიადგა,რადგან მიხვდა რომ კაცი ისე უბრალოდ არ წავიდოდა.
***
კარებზე ბრახუნის ხმა არა და არ წყდებოდა.ნატალია ბოლოს და ბოლოს მიხვდა რომ პოლიციისთვის უნდა დაერეკა.სასწრაფოდ ძებნა დაუწყო თავის მობილურს და დივნის ქვეშ იპოვა.
-112 გისმენთ-გაისმა ხმა.
-სასწრაფოდ ბატონ დემეტრე თაბაგირთან მინდა დაკავშირება-უთხრა ნატალიამ შეშინებული ხმით.
-სამწუხაროდ ის დღეს არ იმყოფება.
ნატალია აღელვდა რადგან კარებზე ბრახუნი შეწყდა და საკეტის ჩხრაკუნი დაიწყო.
-ვინმესთან დამაკავშირეთ მისი განყოფილებიდან-უთხრა ნატალიამ,ხმა აუთრთოლდა როდესაც კარადის ჭრაჭუნი მოესმა.ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ყურმილში მკაცრი და მობეზრებული ბარიტონი გაისმა.
-გისმენთ.
-გთხოვთ სასწრაფოდ მოდით მეშინია ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდა-უკვე ტიროდა ნატალია,ტელეფონში ოხვრა გაიგო.
-კარგით ათ წუთში მანდ ვართ.
-არა გთხოვთ უკვე კარებს ანგრევს მალე მოდით-უთხრა ნატალიამ და ტელეფონიც გაითიშა,ბატარია დაუჯდა.
იქვე პოლის ჯოხი იდო და დასწვდა ყოველი შემთხვევისთვის თუ ვერ მოასწრებდნენ მოსვლას.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ კარები გამიღე-გაისმა ძალიან საზარელი ხმა.
ნატალია ადგილზე შედგა თითქოს ეცნობოდა ეს ხმა,შემდეგ გული აუჩქარდა როდესაც ისევ კარების ჩხარუნის ხმა გაიგო.
ნატალიას ბოლოს ასე მაშინ შეეშინდა როდესაც მისმა მეგობარმა მისი მოკვლა სთხოვა.ხოლო ნატალიამ რომ არ შეუსრულა ის გოგონა მეორე დღეს სააბაზანოში იპოვე ვენებ გადაჭრილი,სულ სისხლში ცურავდა.
ახლა კი თავისი სიკვდილის ეშინოდა,ან რატომ წავიდა იმ ჩიხში საერთოდ?!
კარადა ახლა უფრო გაიწია,ნატალია ადგილზე შეხტა როდესაც კარადას დივნის გამაწრუებელი ჭრაჭუნი გაიგო.
სწრაფად გაიქცა აბაზანისკენ და კარები კარგად მიხურა შემდეგ,ამ კარებსაც რაღაც პატარა ტუმბო მიადგა მაგრამ მიხვდა რომ ამის შემონგრევას ადვილად მოახერხებდა.
მალევე ოთახში ნაბიჯების ხმა გაიგო.სულ კანკალებდა და სახეზე გადაფითრებული იყო.
-პატარა სად ხარ?!-გაისმა ხმა რომელსაც ირონიული ღიმილი ჰქონდა შეპარული,-არაფერს დაგიშავებ უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა-საოცრად საზარელი და ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა იმ შავებში ჩაცმულ კაცს,ისეთი საზარელი, რომ მოსმენისთანავე მიხვდებოდა ადამიანი მკვლელი რომაა.-ამის დედაც...გამოდი პატარა ლაწირაკო შენთან ლაპარაკი მინდა-თქო-უკვე გაბრაზებული იყო შავებში ჩაცმული.
ნატალიას სირენების ხმა შემოსმა, მიხვდა რომ პოლიციელები მოვიდნენ და არ მოკკლავდნენ.
-ფუი ამის დედაც... პოლიცია გამოიძახე გოგო?!-დაიყვირა საზარლად ხმამ,-გაზღვევინებს მირიანი იცოდე სასტიკად გაზღვევინებს ფუი-შეიკურთხა კიდევ ერთხელ და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან.
ნატალია მიხვდა რომ სახლიდან გავიდა,მაგრამ მაინც არ ინძრეოდა გაშეშებული იყო სააბაზანოში და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
სახლში ხმა გაიგონა,მიხვდა რომ პოლიციელები იყვნენ და სააბაზანოს კარი გააღო.სწრაფად მივარდა მას ვიღაც უცნობი რომელსაც ბრონის ჟილეტი ეცვა.
ძალიან ემოციური დღე ჰქონდა,ჯერ დაინახა როგორ მოკლეს ადამიანი შემდეგ მისი მოკვლა სცადეს და მერე დაემუქრნენ რომ აზღვევინებდნენ.
თვალებში სიბნელე ჩაუდგა,ვეღარ ხვდებოდა როგორ ეუბნებოდა პოლიციელი რაღაცას და როგორ სთხოვდა აეხსნა რა მოხდა.თავიდან გაშეშებული იყო და ერთ წერტილს უყურებდა შემდეგ კი პოლიციელის ხელებში ჩაესვენა.
-სწრაფად სასწრაფო გამოიძახეთ ფუი ამის-შეიკურთხა და ბუმბულივით მსუბუქი გოგონა ხელებში აიყვანა.
***
ეს მხოლოდ დასასრულის დასაწყისი იყო...

***
შავი ბნელი ფერი ჰქონდა თვალებზე.თვალების გახელა რატომღაც უძნელდებოდა,ხელებზე ნემსებს გრძნობდა,განძრევაც რატომღაც არ ეხამუშებოდა.ზანტად გაახილა თვალები და თეთრ კედლებს მოავლო თვალი.შემდეგ ყურადღება რკინის საწოლზე გადაიტანა,რომელზეც იწვა და დაინახა რომ ხელებში რაღაც ნემსები ჰქონდა შერჭობილი,თვალები უმალვე დაუწვრილდა.
რა ჯანდაბას აკეთებდა საავადმყოფოში საერთოდ?ან რატომ იყო შეერთებული ამ მილებზე? რა უნდოდა აქ ?
ფიქრებს ვერ უყრიდა თავს.
გვერძე გაიხედა იმის იმედით რომ წყლის ჭიქა იდგებოდა მაგრამ წლის მაგივრად დაინახა კაცი რომელსაც მშვიდად დაეხუჭა თვალები და ეძინა,თვალები გაუფართოვდა როდესაც მასზე პოლიციელის ნიშანი დაინახა.
ცოტა ხანი უყურებდა მის ლამაზ ნაკვთებს,გოგოსაც რომ შეშურდებოდა ისეთი იყო.
ბიჭმა დაჟინებული მერა იგრძნო და თვალების გახელა სცადა.
გოგონა ისევ გაშტერებული უყურებდა,ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება კაცი იყოს ასეთი ლამაზი.ზუსტადაც რომ ლამაზი.
-გამარჯობათ ქალბატონო ნატალია-მიმართა კაცმა და გაიღიმა.-დამიანე თათულაშვილი
-გამარჯობათ-უთხრა დაბნეულმა ნატალიმ
-ჩვენებას მომცემთ ხო?-ჰკითხა ისევ ღიმილით.
ნატალიას მართლა არაფერი ახსოვდა,თითქოს ბოლო სამი წელი ტვინიდან ამოაცალესო.
დაბნეული უყურებდა მამაკაცს რომელიც მის პასუხს ელოდა და უღიმოდა.
ჯერ მისი ღიმილი უფანტავდა თავში ფიქრებს და შემდეგ ის რომ არაფერი იცოდა თითქმის.
-კკკ...კი მაგრამ...არ ვიცი რა მოხდა.-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი,მამაკაცს მიმიკა წამში შეეცვალა და დაუსერიოზულდა თან ეტყობოდა გაღიზიანებული და გაკვირვებული იყო.
-როგორ?..საერთოდ არაფერი ?-კითხა მთლად გაკვირვებულმა.
ნატალიას გაღიზიანება დაეტყო სახეზე.
-რომ მახსოვდეს ვიტყოდი.-უთხრა გაღიზიანებული ტონით.
მამაკაცი უფრო გაღიზიანდა.
-თუ...თუ მან შეგაშინათ...-უთხრა თავის კანტურით-ნუ გეშინიათ...ჩვენ დაგიცავთ...-ეუბნებოდა სვენებ სვენებით რადგან არ იყო მშვიდი ადამიანი.ეტყობოდა უკვე რომ მალე აფეთქდებოდა.
ნატალიამ ცხვირი აიბზუა და უთხრა.
-არაფერი მახსოვს და რა ვქნა ე ?! თავი მოვიკლა?!-უთხრა და გვერძე გაიხედა.
დამიანეს ხელზე ძარღვები დაეჭიმა და ეტყობოდა რომ უკვე იფეთქებდა.
-კარგი...ექიმს დავუძახებ და ვეტყვი რომ მოგხედოს-ამრეზით უთხრა და დერეფანში გავიდა,
ნატალიამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ტუმბოზე დადებულს ჭიქას დასწვდა.
სულ მოუთმენლად გამოცალა რაც ჭიქაში იყო წყალი და ისევ დაწვა.
***
მთელი საავადმყოფო შემოიარა და ვერსად იპოვა ეს ექიმი,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
ჯერ იმ პატარა ლაწირაკმა მოუშალა ნერვები რისი ეშინია ნეტავი? ეუბნება დაგიცავთო ესეიგი დაიცავენ ხო? დააფრთხეს და შეეშინდა ლაწირაკი.მის გამო მთელი ღამე საავადმყოფოში იყო და მოუხერხებელ სავარძელში ეძნა მან კი მოატყუა თან ზედ მიაშტერდა-ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაეღიმა,იმ სცენის გახსენებისას თუ როგორი გფართოებული თვალებით უყურებდა ნატალია მას.
ახლა კი ექიმს ვეღარ პოულობს.
ისევ პალაატაში უნდა შესულიყო,როდესაც იქიდან ექიმი გამოვიდა.უკმაყოფილოდ დააშტერდა ექიმს რომელსაც ხელში რაღაც საბუთები ეჭირა.
-რა სჭირს...ექიმო?-ალმაცერად შეხედა ექიმს.
-დროებითი სკლეროზი აქვს-უთხრა ექიმმა და ქვემოდან ახედა,დამიანემ ტუჩები უკმაყოფილოდ ააცმაცუნა და თითქოს ნაწყენმა შეხედა,-საერთოდ არ ახსოვს გუშინდელი დღე.

***
მის წინ უძრავად იდგა და თითქოს დარცხვენილი იყო ამხელა მგლისფერი კაცი,მის წინაშე პატარა ტარაკანივით იყო.
მირიანს თვალები მრისხანებით და სიბრაზით ჰქონდა სავსე.ოთახში სრული სიჩუმე იყო,მხოლოდ მირიანის ნაბიჯები არღვევდა ამ სიჩუმეს.
-როგორ?-წამით ადგილზე გაჩერდა შემდეგ კი ისევ ბოლთის ცემას მოყჰვა-როგორ მოხდა?-გაიმეორე ისევ ის კითხვა რაც ალბათ უკვე მეთასაჯერ ხდებოდა.-როგორ გამოგეპარა გუჯა ეს? ჯანდაბა!-სკამზე მძიმედ დაეშვა და მის წინ ვებერთელა კაცს გახედა რომელიც შიშისგან ხმას ვერ იღებდა.-სასწრაფოდ უნდა მოძებნო და მორჩ მასთან ყველაფერს!-გასცა ბრძანება მირიანმა!-ახლა უშეცდომოდ ზედმეტი პრობლემები აღარ გვინდა!-გაისმა მისი საზარელი და ძალიან ბოროტი ხმა,თითქოს ოთახში ექოსავითაც განმეორდაო.
-კარგით! ვეცდები დღესვე მოვაგვარო!-უთხრა და ოთახიდან გავიდა.
მირიანმა ხელებში ჩარგო თავი და ღრმად ამოისუნთქა.
-ჯერ არ მქონია ასეთი პრობლემა და იმედია ესეც მოგვარდება...-ამოიოხრა და თავის საქმეებს მიუბრუნდა.


***
ნატალია პალატის საწოლში იწვა და თეთრ ჭერს მიშტერებოდა.გუშინდელი დღიდან მართა არაფერი ახსოვდა,მხოლოდ ერთი სახელი ჰქონდა თავში და ვერ იგდებდა „მირიანი“,ვინ იყო საერთოდ მირიანი?რატომ არაფერი ახსოვს?პოლიციელს რა უნდოდა მისგან?
ნატალია ხვდებოდა რომ ამ კითხვებს იმ შემთხვევაში გაეცემოდა პასუხი თუ გაიხსენებდა „რა მოხდა გუშინ?“ გაიფიქრა გულში და გვერდი იბრუნა.
ცოტა ხანში პალატის კარების ხმა გაიგო,გადმობრუნდა და ხელში პოლიციელი შემორჩა,მართალია ძალიან მოეწონა მაგრამ უკვე თავს აბეზრებს.
-რამე გინდა?-ღრმად ამოისუნთქა და ბალიშს მიეყუდა.
-გუშინდელი დღიდან საერთოდ არაფერი გახსოვს?-ჰკითხა დამიანემ და ცალი თვალი მოჭუტა.
-ვაიმე...არ მახსოვს და რა ვქნა?!-უთხრა უკვე მობეზრებულმა ნატალიამ რადგან უკვე მგონი მეათეთი ეკითხებოდა იგივეს ,თუ არა მეტჯერ.
დამიანემ უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიბურტყუნა.
ნატალიას კი ახსოვდა „მირიანი“ მაგრამ რატომღაც არ უნდოდა მისთვის ამის თქმა,თუმცა ასეთი რომ დაინახა ვეღარ გაუძლო და წამოიძახა „მირიანი“,დამიანემ მაშინვე თვალებ გაფორთოებულმა ახედა.
-რ...რა?-ჰკითხა ენა დაბმულმა,ნატალიამ ერთი ამოისუნთქა და ისევ გაიმეორა „მირიანი“.-ან სოვს?იაოტა გაბრაზებული ტონით დამიანემ.
-მარტო ეს სახელი და ეგეც გითხარი ამის შემდეგ რამე თუ გამახსენდება გეტყვი,ახლა შეგიძლია გახვიდე-უთხრა და კარებისკენ მიუთითა.
დამიანემ ჩაფრუტუნა და კრების უკან გაუჩინრდა.
როგორ არ უნდოდა ნატალიას საავამდყოფოში დარჩენა.სახლში უნდოდა თან არც დაულაგებია,რამდენიმე დღეა.კიდევ კარგი დედამისი რუსეთშია თორემ რა გაუძლებდა ეხლა,რომ მოყვებოდა ქოთქოთს ვერ ჩერდებოდა-ხოლმე.¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬
რამდენიმე წუთში ისევ პოლიციელი შემოვიდა საჭმლით ხელში,უკვე აღარ მოსწონდა დამიანე ნატალიას.
-უნდა ჭამო საჭმელი-უთხრა და საჭმლით სავსე პარკი ტუმბოზე დაუდო.
-კარგი ახლა შეგიძლია გახვიდე-უთხრა და თვალები დახუჭა.
დამიანე ცოტა ხანი უყურებდა შემდეგ კი პალატაში გამეფებული სიჩუმე დაარღვია.
-ეცადე რა...გთხოვ უნდა გაიხსენო-უთხრა და კარებისკენ დაიძრა.
ნატალიას გაახსენდა,ქალის ყვირილიც და თოფის ხმაც გაახსენდა,იმ კაცის სახეც გაახსენდა,ისიც გაახსენდა როგორ უნდოდა მისი მოკვლა.ყველაფერი გაახსენდა ისიც კი გაახსენდა დამიანეს ხელებში რომ აღმოჩნდა.
-გამახსენდა!-დაიყვირა და უკვე კარებში გასული დამიანე უკან შემოაბრუნა.
-რა...რა გაგახსენდა?-ჰკითხა თვალებ გაფართოებულმა
-ყველაფერი გამახსენდა!-უთხრა და თვალებზე მომდგარი ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
***
-კ...კი მაგრამ როგორ?-ჰკითხა თვალებ გაფართოებულმა დამიანემ.
-არ ვიცი,უბრალოდ...გამახსენდა-უთხრა და მხრები აიჩეჩა შემდეგ ისევ მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.
-მომიყევი...ყველაფერი თავიდან ბოლომდე.-უთხრა სვენებით დამიანემ და სავარძელში ჩაჯდა.
-არა ხვალ განყოფილებაში მოვალ ად მოგიყვები ახლა...ახლა გამწერონ უთხარი აღარ შემიძლია წამლების სუნში-უთხრა და აცრემლებული თვალებით შეხედა,დამიანე ყოყმანით ადგა ფეხზე და ექიმთან წავიდა.
ნატალიას თავშ უტრიალებდა ყველაფერი,სულ ყველაფერი რაც გუშინ მოხდა...ქალის კივილი,გასროლის ხმა,შემდეგ სახლში გაქცევა და იქ მოვარდნა...რაც მთავარია „მირიანი“,ეს სახელი მოსვენებას არ აძლევდა.
„გაზღვევინებს მირიანი იცოდე სასტიკად გაზღვევინებს“ ჩაესმოდა ეს სიტყვები თავში და ვერაფრის დიდებით იგდებდა.როგორ აინტერესებდა ვინ იყო ის მირიანი ან საერთოდ მკვლელი ვინ იყო.როგორ აინტერესებდა...
ფიქრები პალატაში შემოსულმა ექიმმა გააწყვეტინა.ელაპარაკა წამლების ფურცელი მისცა და გაწერა.
-უკაცრავად და დამიანე სადაა-ჰკითხა უკვე კარებისკენ წასულს.
-საქმე ჰქონდა და წავიდა-უთხრა ექიმმა და გაუღიმა.
სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი და სახლის გზაზე წავიდა.
საშინლად ნაწვიმარი იყო.ღრუბლები ცივი და ნაცრისფერი იყო,საშინლად ეხამუშებოდა ახლა ამ დროს ქუჩაში სიარული მაგრამ არც ტელეფონი აქვს და არც ფული რომ ტაქსით ან რამით მაინც წავიდეს.
ქუაჩებში სრული სიწყანრე იყო,მხოლოდ მანქანის ხმა თუ დაარღვევდა სიჩუმეს.ადამიანის ნასახი არ იყო,ყველა თავისთვის იყო შეყუჟული სახლში.თბება ტელევიზორს უყურებს ან რაიმით ირთობს თავს.ეს კიდევ ამ სიცივეში მიდის ერთი ჟაკეტის ამარა და იყინება.როგორია სიცივეში მოკლე სახლებით და ერთი საზაფხულო ჟაკეტით მიდიოდე ?!
უცბად საიდანღაც ქალის კივილის ხმა გაიგო,ძალიან შეეშინდა,თითქოს იგივე მეორდებოდა.ძალიან უნდოდა ჩიხში არ წასულიყო და გზა გაეგრძელებინა მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და ჩიხში შეუხვია.იქ კი არავინ დახვდა,ვითომ მოეჩვენა ? ახლა მოჩვენებებიც დაეწყო.ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
ახლა სროლის ხმა გაიგო.ჯანდაბა ნუთუ მართა მოჩვენებები დაეწყო?! იქით წავიდა სადაც სროლის ხმა გაიგო.იქ კი...იქ კი მართლაც რომ მკვდარი ქალი ეგდო,ისევ ისე ტყვია შუბლში ჰქონდა დახლილი მაგრამ იქ არავინ არ იყო.სწრაფად გაიქცა ქალთან და ყვირილი დაიწყო.
-მიშველეთ...დამეხმარეთ...-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე,როდესაც კუთხეში მიმავალი სილუეტი დაინახა სწრაფად გაიქცა მისკენ და თვალები შუბლზე აუვიდა როდესაც დამიანე ამოიცნო მასში.
სწრაფად სწვდა მკლავზე რომ შეეჩერებინა მის კურტკას სისხლიც წაუსვა,თვალები გაუფართოვდა როდესაც ეს დაინახა.
დამიანემ სწრაფად დაიხედა ხელზე რომელსაც სისხლიანი ხელი უჭერდა და თვალები დაუწვრილდა.სწრაფად შეხედა სახეზე და ხელში ნატალია შერჩა.
-რ..რა მოგივიდა-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-იქ...იქ ქალი კვდება-ამოისრუტუნა და ხელით ჩიხისკენ ანიშნა.
დამიანე სწრაფად წავიდა სადაც ნატალიამ უჩვენა,ნატალიაც უკან მიჰყვა.ადგილზე მისულებს თვალები გაუფათოვდათ,როდესაც იქ სისხლის მეტი არაფერი იყო,ადამიანის ნატამალი არ იყო.
-კ...კი მაგრამ...ის აქ იყო-ამბობდა გაკვირვებული ნატალია და აქეთ-იქით იხედებოდა.
-ეტყობა-უთხრა დამიანემ და დაიხარა,ხელი მიწას შეახო,შემდეგ კი თითები ერთმანეთს გაუხახუნა,იმის გასარკვევად სისხლი ახალი იყო თუ არა.-აი ნახე-უთხრა და თითები აჩვენა.
წელში გასწორდა და ნატალიას მიხედა რომელიც შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-ახლავე უნდა წამოხვიდე განყოფილებაში და მომიყვე რა ხდება!-გიასმა დამიანეს საშინლად ცივი ხმა,ნატალიამ ერთი ახედა და თავი გააქნია.
-კარგი.-უთხრა მისუსტებული ხმით.
***
განყოფილებაში იჯდა და მიშტერებოდა ერთ წერტილს,ვერ ხვდებოდა როგორ მოხდა ეს მის თავს,სად გაუჩინარდა ის ქალი.საერთოდ რა ხდება მის თავს ?!
-შეგიძლია დაიწყო-მის პირდაპირ დაჯდა დამიანე და მიაშტერდა.
-გუშინ...-ერთი ამოიხორა და გააგრძელა.-მეგობრისგან მოვდიოდი,როდესაც ქალის კივილის ხმა გავიგე და...-სიტყვა ოთახში შემოვარდნილმა მამაკაცმა გააწყვეტინა,გოგონას თვალები ცრემლით აევსო სწრაფად წამოდგა სკამიდან და მისკენ წავიდა,მამაკაცმაც სწრაფად შემოხვია ხელები.
დამიანემ თვალებ მოჭუტულმა გახედა ჩახუტებულ წყვილს და რაღაც ჩაიფრუტუნა.
-როგორ ხარ ნატ?-ჰკითხა თბილი ხმით.
ნატალიამ მხრები აიჩეჩა და ისევ სკამზე დაჯდა,მამაკაციც მის წინ დაჯდა.
-ახლა შეგიძლია გააგრძელო-უთხრა დამიანემ საოცრად ცივი ხმით,ისე რომ ნატალიას მელ ტანზე ტაომ დააყარა.
-ესეიგი...-დაიწყო და გუშინდელიდან დღემდე მოჰყვა რაც მოუვიდა,ძალიან უჭირდა მაგრამ მაინც მოყვა ყველაფერი,სულ ყველაფერი!


***
ნატალიას სახლში იდგა და ოთახებს ათვალიერებდა მაგრამ,ვერავინ რომ ვერ იპოვა ისევ გაბრუნდა,ძალიან შეეშინდა მირიანის.იმ კაცს ისე შეუძლია კაცის მოკვლა ვითომც არაფერი,ვითომც საქონელი ყოფილიყოს.
ნატალიაზე ყველაფერი გაიგო დედიდან დაწყებული ტელეფონის ნომრამდე დამთავრებული.როგორ უნდოდა უკვე მოეგვარებინა „საქმე“ და მერე მშვიდად ყოფილიყო.მაგრამ დღეს არ გამოუვიდა არაუშავს შემდეგზე გამოუვა,თუ მანამდე იცოცხლებს...
სახლში გადაღლილი მივიდა,სწრაფად გამოიცვალა და ლოგინში დაწვა.დაძინებას ცდილობდა როდესაც ტელეფონზე „მირიანი“ გამოისახა.სწრაფად გაასრიალა თითი და ყურზე მიიდო.
-გისმენთ ბატონო მირიან.-უთხრა ცოტა ნამძინარევი ხმით.
-რა ქენი „საქმეზე“-უთხრა გაღიზიანებული ხმით.
-დღეს სამწუხაროდ ვერ მოვაგვარე-უთხრა გუჯამ, ხმაში ცოტა პანიკის ნოტებიც ეტყობოდა.
მირიანმა ერთი ამოიოხრა.
-კარგი ნახვამდის-უთხრა და გათიშა,საშინლად არ მოეწონა გუჯას მირიანის ამოოხვრა.

***
დილით დამიანე სასწრაფოდ გამოძახებაზე წავიდა.იქ კი კაცი დახვდა რომელსაც მუცელი გამოფატრული ჰქონდა,ოთახში კი ნაწლავები ეყარა...


***
ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას,როგორ უნდოდა ეხლა ეღრიალა ბოლო ხმაზე.სულაც არ მოსწონდა ის რომ ამ საქმეს მოჰკიდა ხელი,რა ჯანდაბა უნდოდა ხო უთხრა სანდრომ თუ გინდა მე წავალო წასულიყო რა,რა ჯანდაბად წავიდა და აიკიდა ეს საქმე.
დამიანეს ადრეც ჰქონია ასეთ საქმესთან შეხება,იცოდა რით დამთავრდებოდა და ძალიან ეშინოდა მართლა ეშინოდა,მარტო თავისი თავის გულისთვის არ ეშინოდა თუნდაც იმ საბრალო გოგონას გულისთვის ნაატალიასთვისაც ეშინოდა,ყველა მისი ნაცნობისთვის ეშინოდა,იცოდა რომ თუ ამ საქმეს თავს არ დაანებებდა ძალიან ძვირად დაუჯდებოდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ძალიან გვიანი.იცოდა რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა,მაგრამ მაინც არ შეეშვებოდა არავითარ შემთხვევაში!
-ფუი ამის...-გულში დაამთავრა შეკურთხვა და კაბინეტიდანაც გავიდა.

***
საწოლზე გაუნძრევლად იწვა და ვერ ინძრეოდა,ძალიან ეშინოდა.იცოდა რომ მოვიდოდა ის მკვლელი ვინც „მირიანით“ დამუქრა,მაგრამ რა ქნას არ იცის.ან და რა უნდა ქნას?! იცის რომ სადაც არ უნდა წავიდეს მიაგნებს ის დამპალი .
გული ეკუმშება როდესაც იაზრებს,რომ შეიძლება მოკლან.სამი დღეა ძლივს ცოცხლობს,ჯერ ერთ მკვლელობის მოწმე გახდა და მისი მოკვლა სცადეს მერე მეორე მკვლელობა მოხდა და იმის მოწმეც გახდა.
იმის გახსენებაზე თუ როგორ უმოწყალოდ უყურებდა ის საზარელი კაცი ქალს უფრო და უფრო ეშინია,მაგრამ რა უნდა გააკეთოს ?! სულ თავის თავზე ბრაზობს რომ არ წამოსულიყო იმ კაფიდან ასე გვიან რა მოხდებოდა ?! მაგრამ ბოლომდე სანამ არ მიიყვანა თავისი საქმე და არ დაალაგა დახლი არ წამოვიდა,ხოდა იყოს ეხლა ასე და ეშინოდეს.
მაგრამ მაინც სჯერა რომ დამიანე და დემეტრე გადაარჩენენ და არ მოკვდება.
დამიანეს გახსენებაზე სახეზე ღიმილი გადაეფინა,რა ლამაზი სახის ნაკვთები აქვს,ტანზეც როგორ დაკუნთული იყო.ძარღვები ხელებზე ეტყობოდა,რომ ეძინა ისე საყვარლად ჰქონდა დაყრილი თმა მხრებზე, ძილითაც რა ლამაზე ძილი ჰქონდა პატარა ბავში გეგონებოდათ.ისე ფშვინავდა თითქოს ამ საყაროში ათასი პრობლემა არ არსებობდესო.მართლა ძალიან სიმპატიური იყო დამიანე მაგრამ რა ?!. რომ ახსენდება მერე მისი მწვანე გაზაფხულის ბალახივით მწვანე თვალები უფრო უასმაგდება გრძნობა რომ...თუმცა არაფერი რა რომ ?! არ უნდა ტყუილი იმედებით თავი დაიღალოს ამიტომ გულშიც კი არ ამხელს იმას რომ ძალიან მოსწონს დამიანე.
კარზე ზარმა გააწყვეტინა ფიქრი,ნელა წამოიზლაზნა და კართან მივიდა.ჯერ ჭუჭრუტანაში გაიხედა და რომ დარწმუნდა დემეტრე და დამიანე იყო გააღო.
დემეტრე მაშინვე შემოვიდა გააღო თუ არა კარი,მიჩვეული იყო რადგან მისი დის საუკეთესო მეგობარი იყო,ლანა მთელი დღე ნატალიასთან იყო მაგრამ ბოლოს სასწრაფოდ დაურეკეს საავადმყოფოში და წავიდა,ბოლოს და ბოლოს ქირურგი იყო მოცლილი ხომ არაა არა ?!
-გამარჯობა-უთხრა კარებში აწურულმა დამიანემ და უხერხულად გაუღიმა,ნატალიამაც გაუღიმა და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა.
-შემოდი-უთხრა და გვერძე გაიწია.
-ნაააატ-გამოსძახა სამზარეულოდან დემეტრემ და პირ გამოტენილი გამოვიდა,-რა გაქვს საჭმელი ჰა?-უთხრა და პირში ისევ ბანანი ჩაიჩარა,ნატალიამ გაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ძეხვი და პური ხო გინდა?-მიმართა მან დემეტრეს,დემეტრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქიცინა.ახლა დამიანეს გახედა,დამიანე მიხვდა რისი თქმაც უნდოდა და თავი გააგქნია.-აჰა გამომართვი-უთხრა და ძეხვიანი პური მისცა დემეტრეს.-გაარკვიეთ რამე?-ჰკითხა ნატალიამ და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.დამიანემ დემეტრეს გადახედა დემეტრემ კი თავი დაუკრა და ნატალიას მიუბრუნდა ისევ.
-ზუსტად არ ვიცით მაგრამ...-ცოტა ხნით შეყოვნა შემდეგ ღრმად ამოისუნთქა,ტყავის „კურტკიდან“ რაღაც ფოტო ამოიღო და ნატალიას წინ დაუდო.
ნატალიამ დაინახა თუ არა ფოტოზე ვინც იყო შეცბა.
-ეს...ესაა-ამოიჩურჩულა და დემეტრეს აეკრა,რომელიც ტყუილად ცდილობდა ძეხვის განაწილებას პურზე,ხელი გაუშეშდა როდესაც მასზე აკრული სხეული იგრძნო.
-ფუი ამის დაგვასწერეს-გულში დაამთავრა შეკურთხვა თაბაგირმა.
-ეხლა...ეხლა რა იქნება?-იკითხა ნატალიამ,ხან დემეტრეს შეხედავდა ხან დამიანეს.
-არ ვიცი-თითქოს გული ამოაყოლაო ისე თქვა დამიანემ .-კარგი ახლა უნდა წავიდეთ საქმეები გვაქვს ეს იყო რაც გვაინტერესებდა.-თქვა და ფეხზე წამოდგა.
-აუ ცოტა ხანიც ვიყოთ რა-წუწუნს მოჰყვა დემეტრემ,მაგრამ თათულაშვილის სახეს რომ გადაეყარა სწრაფად მოკეტა.
ბიჭები გააცილა თუ არა სწრაფად შეწვა ლოგინში და დაიძინა.ღამე რაღაცის ფაჩუნმა გააღვიძა თვალები ზანტან გაახილა და წამოდგომა სცადა. პირზე უცბად რაღაც ნაჭერი იგრძნო და თვალები გაუფართოვდა,მაგრამ სანამ რაიმეს მოქმედებას მოიფიქრებდა უკვე ღრმა ძილში იყო წასული.
***

„რა არის შიში? ადამიანს ეშინია საკუთარი თავის , მას ეშინია შეიხედოს საწოლის ქვეშ რადგან მას გონია რომ მისი საწოლის ქვეშ რაიმე მონსტრი იმალება , ეს არის “ავადმყოფობა” რომელსას სახელი არ აქვს მას უწოდებენ უბრალოდ შიშს , ძალიან ბევრია ადამიანი რომელსაც ეშიანი ღამით მეორე ოთხში გასვლის რადგან მას ჰგონია რომ მეორე ოთახში ვიღაცის აჩრდილი დაძრწის , არადა მას საერთოდ არ ჰყავს თვალით ნანახი არანაირი ზებუნებრივი არსება მაგრამ მაინც ეშინია . არადა ყველაფერი ამაოა და ბლეფი , სრულიად უსაფუძვლოა დაემყარო შიშს რომელიც თვალით არ გაქვს ნანახი ვერ ხედავ და მის მიმართ განიცდი “ავადმყოფობას” რომელსაც შიში ქვია.“
ნატალია კი ადამიანის შიშს განიცდიდა ყველაზე საშიშ ცხოველის რომელიც ეს ესაა სიცოცხლეს გამოასალმებს.
ადამიანის მიერ შიში ეს იგივეა რაც საკუთარი თავისადმი შიში.ყველა ადამიანშია რაღაც საშინელება და ბოროტება მაგრამ რაღაც დოზით,თვით პტარა სამი წლის ბავშვივშიც კი არის რაღაც ბოროტი და საშიში.არ არსებობს ადამიანი რომელსაც შიში არ გააჩნია ან ბოროტება არ აქვს გულში ჩადებული.
ყველა ადამიანი მტაცებელი ცხოველია,ყოველთვის რაღაცისთვის იბრძვის და არ ფიქრობს რა მოჰყვება თავის საქციელს,რამეს ან ვინმეს თუ დაკარგავს არასდროს ფიქრობს,ბოლოს კი როდესაც ხვდება რა დაკარგა მერე ნანობს.მერე იმასაც ხვდება რომ ეს სინანულიც გვიანი და უფრო ნანობს თავის საქცეილს.

***
ნატალია მძაფრმა სუნმა მოიყვანა გონზე,თვალები ზანტად გაახილა და შავ ნიღბიანის სახეს შეეჩეხა.
-ჩვენმა პრინცესამაც გაიძღვიძა-თქვა ირონიულად შავ ნიღბიანმა.
ნატალიას შიშისგან ენა ჩაუვარდა.
-რაო შეგვეშინდაო?!-ისეთი საზარელი ხმა ჰქონდა გააკანკალა,“როგორ შეიძლება ყველა ბოროტ ადამიანს ასეთი საშიში და საზარელი ხმა ჰქონდეს?“ გაიფიქრა ნატალიამ გულში და თავის თავზე გაბრაზდა როდესაც ასეთ მომენტში ასეთ დებილობაზე ფიქრობდა.-ეხლა კარგად მომისმინე-უთხრა შავ ნიღბიანმა ნატალიას ჩურჩულით.-მართლა არ ვარ მკვლელი და მართლა არ მინდა შენი მოკვლა ამიტომ დაგეხმარები აქედან გაღწევაში გაიგე ?!-უთხრა აღელვებული ხმით,ნატალიას თვალები ლამის თვალის ბუდიდან გადმოუვარდა,უხმოდ დაუქნია თავი,სულაც აღარ ეჩვენებოდა ამ კაცის ხმა საზარლად.-ეხლა მომისმინე „მირიანს“ შენი მოკვლა უნდა და მე მართლა არ მინდა ძალიან გთხოვ რომ წახვალ პოლიციაში წადი და ყველაფერი მოუყევი გზაც დაიმახსოვრე გთხოვ,მე გაგაპარებ ისე რომ ვერავინ გაიგებს ხო გასაგაებია?!-უთხრა კაცმა და მუდარა ჩამდგარი თვალებით შეხედა,ნატალიას რომ ხელები გახსნილი ჰქონოდოდა არც დაფიქრდებოდა ისე შემოეხვეოდა.
-კ...კარგი-უთხრა და გაუღიმა,გულწრფელი ღიმილით გაუღიმა.
კაცმა ხელებზე თოკი შეუმჩნევლად გადაუჭრა,ყურთან ახლოს მიუტანა სახე და ჩუმად უთხრა „ნიშანს მოგცემ და ეგრევე უკანა კარიდან გაიქეცი არავინ დგას იქ“ ნატალიამ ნიღაბი აუწია და ლოყაზე მაგრად აკოცა,კაცმა შეუმჩნევლად გაუღიმა შემდეგ ისევ ყურში ჩასჩურჩულა „ეს მხოლოდ „დასასრულის დასაწყისია“ ნატ“ უთხრა და მეორე ოთახში გავიდა,ნატალიას თითქოს ეცნო ეს ხმა,მაგრამ საიდან ?!
-ნატალია მიდი-შემოყო თავი ნიღბიანმა,ნატალია სკამიდან ადგა სწრაფად გაინთავისუფლა თოკებისგან ხელ-ფეხი და უკან მოუხედავად გაიქცა.
მირბოდა მთელი სიჩქარით მირბოდა და არ აქცევდა ყურადღებას ხალხის თვალებს რომლებიც ურცხვად უყურებდნენ მას და იცინოდნენ,მათ ხომ არ იცდონენ რა მოუვიდა ნატალიას?! მათ ხომ არ იცოდნენ როგორ ეშინოდა ნაატალიას ?!
გზას იმახსოვრებდა.ყველა ნაბიჯს და ყველა მისახვევ-მოსახვევს.
ბოლოს როგოც იქნა მიაღწია პოლიციაში და გიჟივით შევარდა დამიანეს კაბინეტში ისე რომ არავის ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
დამიანეს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ასეთ ფორმაში დაინახა ნატალია,სიცილი აუვარდა და ვერ ჩერდებოდა.
-ვაიმე...მუცელი...-იცინოდა ბოლო ხმაზე-გაბისიანი რა ჯანდაბა გჭირს-უთხრა როდესაც სიცილს მორჩა,ნატალიამ კი ღრმად სუნთქავდა ისე იყო განერვიულებული,შეშინებული,გაბრაზებული,იმდენი ემოცია იყო ახლა მასში თავ მოყრილი რომ გული ვეღარ გაუძლებდა.
-მომიტაცეს...-თქვა და იქვე ჩაიკეცა.


***
რაღაც უხეშ მატერიას გრძნობდა,ხელები უფრო მოუჭირა უხეშ მატერიას,შემდეგ კი ფრთხილად შეუშვა დაღლილი მუჭები.თვალები ზანტად გაახილა და პირველი რაც დაინახა ისევ თეთრი კედლები იყო.მომაბეზრებლად ჩაიფრუტუნა და ხელებზე დაიხედა.გადასხმას უკეთებდნენ.
შინაგანად სულ ხურდა თითქოს ცეცხლი ეკიდებაო, მარჯვენა ხელი ნელა ასწია და შუბლზე მიიდო.შემდეგ კი უკვე დაღლილი ხელი ისევ მუცელზე დაიგდო.მხოლოდ შინაგანად კი არა გარედანაც სულ ხურდა,ალბათ სიცხე ჰქონდა.ალბათ კი არა ჰქონდა.
პირი სულ გამომშრალი ჰქონდა.ეხლა ალბათ სამ ლიტრ წყალს მაინც დალევდა.გვერძე გაიხედა და ჭიქის ნასახი არ იყო,შემდეგ მეორე ტუმბოზე დაიხედა რომელიც საწოლის მაჯვნივ იდგა და წყალი ვერც იქ დაინახა.ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა,სულ დამსკდარი ჰქონდა.
ადგომა დააპირა მაგრამ ტანი ვერ დაიმორჩილა,ალბათ ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა.
ისევ წამოდგომას აპირებდა როდესაც პალატის კარები გაიღო და პალატაში დემეტრე შემოვიდა,როდესაც ნატალიას გახელილი თვალები დაინახა მაშინვე ექიმს დაუძახა და ისევ პალატაში შებრუნდა.
-ნატ როგორ ხარ?-ჰკითხა და თავზე ხელი გადაუსვა.
ნატალიას ხელი სულ გამშრალი ჰქონდა ამიტომ ვერ ლაპარაკობდა,თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.დემეტრემ გაუღიმა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა.ნატალიას სახე დაეღრიცა,თაბაგირმა კითხვის ნიშნის სახე მიიღო და ხელი გააქანავა.
-წყ...ალ...ი-ძლივს ამოიხირხლა გაბისიანმა.
-აა...უი...-თქვა დემეტრემ და სწრაფად წამოხტა სავარძლიდან.
ორ წუთში დემეტრე და ექიმი ერთად შემოვიდნენ პალატაში
ექიმმა თბილად გაუღიმა და ისტორიას დააჩერდა.
-ე.ი. ნატალია გაბისიანი,26 წლის...-ექიმმა ნატალიას ახედა და ისევ თბილად გაუღიმა შემდეგ მისკენ დაიხარა და შუბლზე ხელი მიადო-წნევა ნორმალური აქვს,არაფერი არ სჭირს უბრალოდ მაღალი სიცხე აქვს.რამდენიმე დღე აქ წოლა მოგიწევს-უთხრა ექიმმა,გაუღიმა და კარებისკენ დაიძრა.
„აი სად დაგერხა“ გაიფიქრა თავისთვის და სახე მოეღრუბლა.
რომ გაახსენდა რა მოხდა,გული აუჩქარდა.აღარც კი ახსოვდა მომხდარი რამდენიმე წუთის წინ მერე კი ისევ „მირიანი“ აღუდგა გონებაში,თავი დასწყევლა იმის გულისთვის რომ ყველაფერი ახსოვდა.
დემეტრეს გახედა რომელიც ტელეფონში რაღაცას აწვალებდა ან თამაშობდა,ნატალიამ ტუჩები გაახმახუნა,წყალი ჯერ კიდევ არ დაულევია.
საწოლიდან ოდნავ წამოიწია და მუჯლუგუნი ჰკრა დემეტრეს,დემეტრეც სწრაფად გამოერკვა ფიქრებიდან.
-ჰა?-ჰკითხა დემეტრემ ღიმილით და როდესაც მის დაბღვერილ სახეს შეხედა ისიც სწრაფად დასერიოზულდა.-რა მოხდა?რამე გჭირს?რამე გინდა? ექიმს დავუძახო?-სწრაფად მიაყარა კითხვები,ნატალიას გაეღიმა.
-წყ...ალ...ი-ისევ ამოიხირხლა გაბისიანმა და დემეტრეს ისეთი თვალები შეხედა „სწრაფად გამასწარი აქედან“-ო.
-აა..უი...როგორ დამავიწყდა-სწრაფად გაიქცა დერეფანში და რამდენიმე წამში წყლის ჭიქით დაბრუნდა.-აჰა გამომართვი-მიაწოდა წყალი და წამოწევაში დაეხმარა.
ნატალიამ სულმოუთმენლად გამოცალა ჭიქა და მარჯვენა ტუმბოზე დადო.ღრმად ამოიხვნეშა და ისევ მიწვა საწოლზე.
თეთრ ჭერს მიშეტერბოდა და ვერ ხვდებოდა როგორ გაეხვია ასეთ უსიამოვნებაში.
-ნატ...-დაუძახა ჩუმი ხმით თაბაგირმა
-ჰმ...-შეხედა დემეტრეს და კუთხე ჩატეხა.
-ლანა მოდის და მოემზადე-უთხრა სიცილით დემეტრემ და პალატიდან გავიდა.
ნატალიას მეგობრის გახსენებაზე გაეღიმა,თითქმის სამი დღეა არ უნახავს.

***
რაღაცის დანაკლისი ჰქონდა თითქოს რაღაც აკლდა „რაღაც კი აარა ვიღაც“ ჩაისისინა ალტერეგომ.თავი გააქნია „უსიამოვნო“ ფიქრების მოსაცილებლად.
მთელი დღეა დამიანე არ უნახავს,რატომღაც ეგონა რომ მოაკითხავდა მაინც.მაგრამ რატომ ეგონა ?
მართლა ძალიან მოსწონდა უკვე დამიანე,სიყვარულის ზღვარზე ნამდვილად არ იყო მაგრამ როდესაც მისი ძლიერი ხელები ახსენდება,თავს ვერ იკავებს რომ გული არ აუჩქარდეს.რა ქნას მოეწონა? თან პოლიციელი.
ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ რა უნდა გამოხვიდეო ამაყად პასუხობდა ხოლმე „პოლიციელი!“,რომ იხსენებს ეცინება მაგრამ მართლა ძალიან უნდოდა ბავშვობაში პოლიციელობა.
სულ მოუსვენარი იყო,არასდროს არ უჯერებდა არავის არც დედას და არც მამას.რაც უნდოდა ყოველთვის აკეთებდა! სულ რომ მოგეკლათ ცემით და გეჩიჩინათ რომ ცუდია,თუ უნდოდა მაინც გააკეთებდა!
მშობლები,მეგობრები და ნათესავები „ჯიუტ თხას“ ეძახდნენ,შემდეგ საერთოდ გამოსწორდა და აღარ ჯიუტობდა,მაგრამ ხანდახან შემოუტევდა ხოლმე ჯიუტობა.
მერე მამა დაიკარდა და გარდაცვლილად შერაცხეს,მაგრამ ყოველთვის სჯეროდა რომ მამამისი არ მომკვდარა და ცოცხალია,უბრალოდ გრძნობდა.
თვრამეტი წლის რომ ხდებოდა ლანა გაიცნო,თავიდანვე ძალიან მოეწონა.სულ პოზიტივს ასხივედა,სულ იღიმოდა.დაუმეგობრდა და ისე შეიყვარა როგორც და.
მერე ლანამ თავისი ძმა გააცნო,ისიც მასავით ჭკუა მხიარული იყო,სულ ღადაობდა და იცინოდა,არასდროს უნახია მოწყენილი ლანა და დემტრე.

***
ფიქრებიდან კარების ხმამ გამოიყვანა,პალატაში მუდამ გიჟი ლანა შემოვიდა რომელსაც თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა.ნატალიას გული შეეკუმჭა როდესაც მისი ლამაზი ლურჯი თვალები დაინახა,რომლებიც სევდას ასხივებდნენ.
-ნატ..რა გჭირს?-ჰკითხა მან და კიდევ ერთხელ შეავლო საწოლზე მიწვენილ ნატალიას,გაბისიანს უბრალოდ გაეღიმა და თავი გააქნია უარის ნიშნად.
-არაფერი უბრალოდ გავცივდი და გული წამივიდა მოდი დაჯექი ნუ ნერვიულობ უბრალოდ მაღალი სიცხე მქონდა,მალე ესეც გამივლის.მერე წავიდეთ სადაც გინდა ცოტა ხნით.კარგი?-დაასრულა სიტყვა და ღიმილით მიაჩერდა,ლანას.
ლანა რამდენიმე თვეა ეხვეწება სადმე წავიდეთ უბრალოდო,მერე რა რომ შემოდგომააო.გაბისიანი სულ უარზე იყო მაგრამ ახლა ცოტა ხნით რომ აქაურობას გაეცალოს უარს არ იტყოდა.
ლანა სიხარულსიგან წამოხტა და მაკარენას ცეკვა დაიწყო შუა პალატაში,სულაც არ ახსოვდა რომ საავადმყოფოში იყო და მისი მეგობარი ძალიან ცუდად იყო.ნატალიასაც არ შეუჩერებია უყურებდა თავის მეგობარს და სიცილით კვდებოდა,ზუსტად ეს აკლდა ეს რამდენიმე დღე.
-მაკარენა,მაკარენა ნანანანანა-მღეროდა ლანა და კურტუმს აქეთ იქით იქნევდა,ამის შემხედვარე ნატალია ლამის იყო საწოლიდან გადმოვარდნილიყო.
ახლა არც ნატალიას არ ახსოვდა რომ მკვლელი დასდევდა,მოიტაცეს და ა.შ.
უბრალოდ ახლა,ამ მომენტით ცხოვრობდა.
პალატაში ჟელიბონით ხელში დემეტრე შემოვიდა,რომელსაც ერთი კოკა-კოლის ჟელიბონი პირში ჩაეჩარა და წუწნიდა ხოლო დანარჩენი კი ერთ პატარა პარკში ეყარა.მარკვენა ხელში დიდი ორი პარკი ეკავა სადაც თავს იწონედბენ კოკა-კოლა,ასევე სხვა და სხვა სახის ჟელიბონები,ნამცხვრები და კამფეტები.
თააბაგირს დის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,ლანას არც კი შეუმჩნევია დემეტრე ცეკვას გაანაგრძობდა ხოლო ნატალია კი კისკისებდა.
დემეტრემ იქვე კუთხეში დააწყო პარკები და თავის დას შეუერთდა.ახლა ორივე თაბარიგი ცეკვავდა ცეკვა მაკარენას და რაღაცას ბჟუტურებდნენ!
დემეტრე ისე სასაცილოდ იქნევდა კურტუმს ნატალია ვეღარ ჩერდებოდა.
ცეკვას და-ძმა არ მორჩებოდა ექიმი რომ არ შესულიყო პალატაში რომელსაც წამლები ეკა ხელში.თვალებფარათოებულმა შეხედა და-ძმა თაბაგირებს და სულ წამოწითლდა სახეზე,ეტყობოდა სიცილს ვერ იკავებდა.ბოლოს კი მანაც ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე ახარხარდა.N5 პალატიდან ოთხი ადამიანი სიცილის ხმა ისმოდა,ვერც ერთი ვერ ჩერდებოდა.
სიცილი პალატაში შემოსულმა დამიანემ დაარღვია,ყველა დაწყნარდა როდესაც დამიანეს დასერიოზულებული სახე დაინახეს.
ექიმი ღიმილით დაიძრა ნატალიასკენ,ეტყობოდა რომ ჯერ კიდევ ახსოვდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი.
წამალი და წყალი გაუწოდა,შემდეგ გამოკითხა როგორ იყო და ისე გავიდა პალატიდან.
ლანაც კიდევ ცოტა ხნით იყო.მერე კი ბევრი წუწუნის შემეგ დემეტრემ სახლში გაუშვა ხვალ მოდი-ო.
ამდენი ხნის განმავლობაში დამიანე სკამზე იჯდა დაბღვერილი სახით და ხმას არ იღებდა.
დემეტრე უცბად ფეხზე წამოხტა და პარკებიდან კოკა-კოლის ჟელიბონი ამოიღო.
ნატალიამ ღიმილით ჩამოართვა ჟელიბონი და პირში შეიგდო ერთ-ერთი.
-აბა მე წავედი და ხვალ გნახავ-უთხრა და შუბლზე აკოცა,დამიანეს ხელი დაუქნია და პალატიდანაც გავიდა.
სრული სიჩუმე მეფობდა პალატაში,ბუზს კი არა ჭიანჭველას რომ გაევლო გაიგონებდით.არასდროს უყვარდა გაბისიანს ასეთი სიჩუმე სულ უხერხულობაში ვარდებოდა,მითუმეტეს ახლა როდესაც მის წინ დამიანე იჯდა და უემოციოდ მიშტერებოდა რაღაცას.
-რა მოხდა?-ჰკითხა დამიანემ ისე რომ არც შეუხედავს,ნატალიამ სწრაფად შეხედა თათულაშვილს და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
დამიანემ ერთი ამოიხვნეშა როდესაც ნატალიამ მოყოლა დაამთავრა და ისევ უემოციოდ გაიხედა რაღაც სივრცეში.
პალატაში ექთან შემოვიდა და გაბისიანს სიცხე გაუზომა,შემდეგ დასასვენებელი აბები დაალევინა და ისევ გავიდა პალატიდან.
ნატალიას არ უნდოდა თვალები დაეხუჭა,ეგონა რომ გაახელდა დამიანე წასული იქნებოდა ამიტომ არ უნდოდა.
დამიანეც თითქოს მიხვდა მის სურვილსო,ტუჩის კუთხე ჩატეხა ახლოს მიიწია საწოლთან და შუბლზე აკოცა „ნუ გეშინია არსად წავალ“დაუჩურჩულა ზედ შუბლზე და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
ნატალიამაც მშვიდად დახუჭა თვალები და მორფეოსის სასუფეველში გადაეშვა.


***
ღამე გაეღვიძა ნატალიას,ვეღარაფრით დაიძინა.შემდეგ თვალები გაახილა და სავარძელში მჯდომ დამიანეს გახედა,რომელიც იქ აღარ იყო.საწოლზე წამოიწია და კარებისკენ გაიხედა სადაც დამიანეს სილუეტი მოჩანდა.
კარგად არა მაგრამ მაინც ესმოდა რას ელაპარაკებოდა ტელეფონში,ისიც გაიგო რომ სახელი „მირიანი“ ახსენა.გული აუჩქარდა და ვეღარ აწყნარებდა.
მალევე შემოვიდა პალატაში დამიანე და დაინახა ნატალიას გააფრთოებული და ამავე დროს შეშინებული თვალები.მიხვდა რომ „მირიანი“ გაიგო და თავი დასწყევლა.
-ნუ გეშინია მამაჩემია მირიანი-უთხრა დამიანემ და თბილად გაუღიმა,ნატალიას პულსიც მალე ნორმაში ჩადგა და აღარც ისე თეთრი ფერი ჰქონდა სახეზე.
დამიანე უყურებდა მის შიშისგან გალურჯებულ ტუჩებს,რომელსაც მალევე დაუბრუნდა ადრინდელი ალუბლის ფერი,მთვარის შუქი ნაზად ეფინებოდა მის ტუჩებს.ნატალიას ნაკვთებს ისე ლამაზად ჰქონდა მთვარის შუქი გადაფინებული სახეზე ადამიანს ეგონებოდა „მთვარის ზეწარია“-ო.მისი რიჟა კულულები ბალიშზე უსწორ-მასწოროდ ეყარა და ბზინავდა.ლამაზი ზღვისფერი თვალები კი დახუჭული ჰქონდა და ეტყობოდა რომ ეძინა.
დამიანე ნელა დაიხარა ნატალიას ტუჩებისკენ და გაუაზრებლად,ფრთხილად,მთელი სინაზით დაისაკუთხრა.
ნატალიას პირველი კოცნა მოპარა!
ნატალიამ თვალები ზანტად გაახილა როდესაც ტუჩებზე შეხება იგრძნო შემდეგ კი თვალენო გაუფართოვდა როდესაც დაინახა როგორ კოცნიდა დამიანე მას.


***
დილით გაღვიძებისას ყველაფერი სიზმარი ეგონა,მაგრამ ინსტიქტურად მაინც მოისვა ქვედა ტუჩზე ხელი და გაეღიმა.
სავარძელზე ახლაღა შეამჩნია,რომ არავინ იჯდა.ნელა გადაიწია სავარძლისკენ და ხელი შეახო,ისევ თბილი იყო ანუ მთელი ღამე მასთან იყო,თბილმა ტალღამ დაუარა თმის ღერიდან,ფეხის ფრჩხილამდე.
არა,რა უნდა ეცადოს რომ თავი აარიდოს თორემ მერე ან მიეჩვევა ან უარესი,შეუყვარდება!
ამის გაფიქრებაზე შეცბა,სულაც არ უნდა რომ დამიანე შეუყვარდეს.თვითონაც კარგად იცის რომ დამიანე მას არასდროს შეხედავს.ან რატომაც არა?! მშვენიერი ტანი აქვს,სახეც.იდეალური არ არის მაგრამ განა არსებობს იდიალური.თუმცა დამიანეა იდეალური.ყველაფრით.
ფიქრები ოთახში შემოსულმა ექიმმა გაუფანტა.
-აბა როგორ ხარ ?-ჰკითხა და ისტორიას დააჩერდა.
-რავიცი ექიმო როდის გამწერთ,აღარ მაქვს სიცხე და სახლში მინდა წასვლა-დაიწუწუნა გაბისიანმა.
-ახლა ყველაფერს მოვაწესრიგებ და შეგიძლია წახვიდე-თავი ამოყო ფურცლებიდან და გაუღიმა,თუმცა კარგად მიხვდა ნატალია რომ უცნაური ღიმილი იყო და სულაც არ იყო ეს ექიმ-პაციენტური ღიმილი.
-კარგით-უთხრა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა.
რატომ არ მოეწონა ვითომ ეს ექიმი?! რამე დაუშავა თუ რა ? მაგრამ არა! რაღაც ცუდი ღიმილი ჰქონდა,არ მოეწონა და რა ქნას ?!
ფიქრები ისევ ექიმმა შეუწყვიტა.ნემსი შემოიტანა და გადასასხმის შნურში შეუშვა.
-ექიმო ეს რა არის?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ხო ეს...არაფერი ისეთი დაიძინებ ცოტა ხნით-უთხრა ექიმმა და ისევ ისეთი ღიმილით გაუღიმა.
-კი,მაგრამ რატ...
-ასეა საჭირო!-მტკიცედ და ცივად უთხრა ექიმმა და პალატიდან გავიდა.
თვალები ეხუჭებოდა.სულ რაღაც ნახევარი საათი იყო ეღვიძა,თუმცა საშინლად ეძინებოდა ისევ.ქუთუთოები საკმაოდ დამძიმებული ჰქონდა უკვე.
სანამ თვალებს დახუჭავდა ბუნდოვნად დაინახა როგორ შემოვიდა თეთრ ხალათში გაწყობილი ორი ადამიანი,კარგად მიხვდა რომ ექიმები არ იყვნენ,თუმცა ხმა ვერ ამოიღო.მალევე ბურანში გადაეშვა.


***
არასდროს უოცნებია სრულყოფილი ყოფილიყო,არც არასდროს იყო.ყოველთვის ცუდი ცხოვრება ჰქონდა ბოლო წლებს თუ არ გამოვაკლებთ.ახლა კი საშინელი,ისევ ძველი ცხოვრება ერჩივნა.
პატარა რომ იყო ასე ხუთი წლის,პატარა სათამაშო პანდა ჰყავდა.სულ თან დაატარებდა,სადაც წავიდოდა ხან,კურტკაში ჩაიძვრენდა და ისე დადიოდა ხოლმე გამობერილი მუცლით,რადგან მასწავლებლები სულ ეჩხუბებოდნენ ნუ დაგაქვს ყველგანო,ზოგჯერ ეჩხუბებოდნენ სხვასაც ათხოვე არაფერი მოგივაო.მაგრამ ისე ჯიუტობდა ბოლოს ყველა ნებდებოდა და ხელებს მაღლა წევდნენ.
მერე ეს პანდა დაუწვეს.როგორი იყო ბავშვისთვის თავისი საყვარელი სათამოს წართმევა.მარტო ეს ერთი ნივთი ჰქონდა მშობლებისგან დარჩენილი,მხოლოდ ეს ერთი.
და ესეც კი გაუნადგურეს.რატომ გაუნადგურეს? დირექტორის შვილი ატირა,არ მისცა რადგან არასდროს მოსწონდა ეს დებილი ბავშვი,თან რათ უნდოდა ბიჭს გოგოს სათამაშო? დირექტორმაც ბრძანება გასცა და პანდა დაწვეს.
მთელი სამი თვე დასტიროდა.არავინ ანუგეშებდა არავინ ეუბნებოდა პატარა ბავშვს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,არავინ ეხუტებოდა,არავინ კოცნიდა შუბლზე და „ტკბილ ძილს“ არ უსურვებდა,არავინ ჰყავდა.
არასდროს არავინ ელაპარაკებოდა,თითქოს რამე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი,საერთოდ ხმას რომ იღებდა ყველა უბღვერდა.მერე მიეჩვია და დღიურების წერა დაიწყო.უფრო რომ წამოიზარდა მისი მეგობარი დღისით მზე იყო,ღამით კი მთვარე.
ახლაც მასეა ყოველთვის უყვებოდა მზესაც და მთვარესაც გასაჭირსაც,ბედნიერებასაც და საერთოდ ყველაფერსაც!

***
ქუთუთოები ძალიან ჰქონდა დამძიმებული,თითქოს ლოდი ადევსო.გახელა სცადა მაგრამ ვერ მოიშორა ის „ლოდი“.ცოტა ხნით ასე იწვა შემდეგ წყალი მოსწყურდა და იძულებული გახდა წამწამები ერთმანეთს დაეცილებინდა.ძლივ-ძლივობით გაახილა თვალები და ტუმბოზე მდგარ ჭიქას ხელი დასტაცა.
სწრაფად მოიყუდა წყალი და ცარიელი ჭიქა ისევ ტუმბოზე დადო.საათს გახედა რომელიც უაზროდ წიკწიკებდა და დიდი ისარი თორმეტს უჩევენებდა.
მთელ პალატაში მომაკვდინებელი სიჩუმე იდგა,ეს სიჩუმე ბობბოქრობდა ნატალიაზეც და ნერვები ეშლებოდა.
მხოლოდ ის ორი თეთრ ხალათიანი „ექიმი“ გაახსენდა მეტი არაფერი,თუმცა ისიც ახსოვდა როგორ შეუყვანეს წამალი.მეტი არაფერი.თეთრი ან შავი ფონი.
სწრაფად დახუჭა ისევ თვალები.თითქოს რამის გახსენება მოუნდა,მაგრამ ისევ არაფერი.სრულიად ცარიელი ფონის მეტი ვერაფერი დაინახა.
***
თავი უსკდებოდა.ვერაფრის დიდებით ვერ ახელდა თვალებს,ასე ეგონა,რომ მძიმე ლოდები ჩამოეკიდათ მის თვალებზე.ბუნდოვნად მაგრამ მაინც გაიგონა,ლანას ყვირილი,რომელიც დემეტრეს მიმართულებით იყო.
-ეხლა მოკეტეთ,თავი მისკდება-თქვა ჩუმი ხმით ნატალიამ,ისე რომ თვალები არ გაუხელია.
სიჩუმე,რომ იგრძნო ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-გაახილე ქა,თვალები-დასძახა ყურთან ახლოს დემეტრემ.
თვალები უმალვე ჭყიტა.ეგონა,რომ თავში რაღაც ჩაარტყეს,იმის გამოკითხვა არ დაუწყია რა მოხდა,ვინ იყვნენ ის ექიმები,რადგან მიხვდა ვინც იყვნენ.მაგრამ აი რა უნდოდათ თვითონაც ვერ მიხვდა.
-აუუ,დემე თავი მტკივა.და გასწი ეგ გოგრა ისე უფ-დაიფრუტუნა და მოჭუტულ თვალება ლანას გახედა,-რა?
-არა,არაფერი-მხრები აიჩეჩა ლანამ და სავარძელში ჩახტა.
-როდის გამწერენ დავიღალე აქ ყოფნით.-დაიწუწუნა ისევ გაბისიანმა.
-ექიმს ვეტყვი და მალე ალბათ,-ისევ მხრები აიჩეჩა ამჯერად დემეტრემ.
-კარგი ხო,მიდი ახლა-უთხრა და კარებიკენ ანიშინა.
გაიხურა თუ არა დემეტრემ კარები,ისევ თვალები დახუჭა.როგორ უნდოდა საერთოდ ეს თვე ამოაგდო მეხსიერებიდან,მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ იგდებდა.სულ იმ „მირიანზე“ და იმ მკვლელობებზე ფიქრობდა,მერე ის კაციც დაემატა რომელმაც გამოუშვა.კი მაგრამ რატომ ? რატომ გამოუშვა? ხომ შეიძლებოდა ის კაცი მოკლან? რატომ გააკეთა? რა მიზანი ამოძრავებდა?
ვერაფერს ვერ ხვდებოდა,იმდენი პასუხ გაუცემელი კითხვა აწუხებდა,რა ექნა აღარ იცოდა.
ლანას შეხედა,რომელიც ისევ თვალებ მოჭუტული უყურებდა.
-რაააა ?!-ჰკითხა უკვე მოთმინება გამოულულმა.
-უი მე,რას ყვირი?არაფერი თქო უფ,-ჩაიფრუტუნა და გვერძე გაიხედა.
„ეს ვერაა“ გაიფიქრა გაბისიანმა გონებაში და პალატაში შემოსულ დემეტრეს გახედა,რომელიც აქოშინებული ცდილობდა დამშვიდებას.
-ერთი...წუთი...-თქვა მან და ტუმბოზე მდგარ წყალს დასწვდა,სულ მოუთმენლად გამოცალა წყალი და ისევ ნატალიას მიუბრუნდა,-დღეს შეუძლია გაგწერონ,ოღონდ უნდა იწვე მინიმუმ სამი დღე,გაიგე ?
-ხო,ხო გავიგე,-უთხრა მობეზრებულმა,რა თქმა უნდა არ აპირებდა სამი დღე წოლას.
-ვიცი მე,შენი გაგება-ხელი ჩაიქნია ლანამ.
ნატამ ერთი შეუბღვირა და ისევ თეთრ ჭერს ახედა.როგორ შემოუბრუნდა ცხოვრება?აქეთ ეს მკვლელობები,აქეთ დამიანე.რა უბედურებაა,ვერაფერს ვეღარ იგებდა,დახმარება უნდოდა სასწრაფოდ,უნდა გასცლოდა აქაურობას.მაგრამ,ესეც რომ პრობლემას შეადგენდა? არსად არ უშვებდნენ. მართლაც,რომ „ჯანდაბურ“ სიტუაციაში იყო.

***
თავისი სახლი,ისეთი არეული დახვდა,რომ მეტი არც შეიძლებოდა.მაგრამ სად ჰქონდა ახლა მას დალაგების თავი? თავის ოთახში შეიყუჟა და საწოლზე დაწვა.აღარც ფიქრის თავი ჰქონდა და საერთოდ არაფრის.
ტკბილად არა,მაგრამ მაინც ჩაეძინა.
ღამე სიცივემ გააღვიძა,საბანი გადახადა ლოგინს და ისე შეწვა.კარებიკსენ გაიხედა სანამ თვალებს დახუჭავდა,მაგრამ როდესაც გაღებული კარები დაინახა თვალები უმალვე გაუფართოვდა.კარგად ახსოვდა,რომ კარები დაკეტა.დემეტრე და ლანა კიდევ თვითონ გააცილა და სახლის კარებიც თვითონ დაკეტა,ეს კარებიც ახსოვდა რომ მანდ დაკეტა.
ფეხზე ნელა წამოდგა და მისაღებისკენ გაიხედა,სადაც დივანზე მძინარე დამიანეს მოკრა თვალი.
ისედაც გაფართოებული თვალები უფრო გაუფართოვდა.მის დამიანეს მის სახლში,მის დაივანზე ეძინა.მასთან ახლოს მივიდა და ზევიდან დააჩერდა.საყვრლად და ბავშურად ფშინავდა დამიანე,კულულები კი რომელიც შუბლზე ეყარა სუნთქვას მიჰყვებოდა.
სურვილმა მოუარა,რომ დამიანესთვის ეკოცნა.არც დაფიქრებულა ისე ნაზად და ფაქიზად შეეხო დამიანეს ტუჩებს,ვერ სცდილობდა მის ალუბლისფერ ტუჩებს,რომელსაც სიგარეტის და ღვინის გემო ჰქონდა.თავი,როგორღაც შეიკავა და მოსწყდა მის ტუჩებს,წელში გაიმართა და წასვლას აპირებდა,როდესაც მკლავზე მძლავრად მოქაჩეს და დივანზე მოაგდეს.
გაკვირვებულმა შეხედა,ზევიდან დამყურებ დამიანეს,რომლის თვალებში ჭინკები დარბოდნენ.
-აქ რა გინდა?-ჰკითხა ძილისგან დაბოხებული და ირონიული ხმით.
-მე...ისა...წყალი მინდოდა და...-ძლივს ამოილუღლუღა გაბისიანმა,-შენ რა გინდა?-ახლა მან შეუბრუნა კითხვა.
-მე აქ ერთი გოგოს დასაცავად მოვედი,მან კიდევ მაკოცა.-თქვა თითქოს ღრმად ჩაფიქრებულმა.
არ იყო სინათლე,მაგრამ ნატალიას ისე გაუწითლდა ღაწვები,რომ მათ გაანათეს.
-ბოდიში...არ მინდოდა...-ორ სიტყვას ძლივს მოუყარა თავი.
-მეც ბოდიში და არც მე მინდოდა-თქვა გაურკვევლად დამიანემ და სანამ ნატალია რამეს გაიაზრებდა,მის ტუჩებს დააკვდა.
თავიდან ეჯაჯგურებოდა გამიშვიო,მერე რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა მოეშვა და აყვა,დამიანეს ცხელ ტუჩებს,რომელსაც ისევ შემორჩენოდათ ღვინის და სიგარეტის გემო.
ბოლოს ისევ დამიანე მოშორდა და თვალებ დახუჭულ ნატალიას დახედა,ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.არაფრის დიდებით არ ახელდა გაბისიანი თვალებს,სირცცვილისგან სად წასულიყო ის არ იცოდა.ხელები გააშვებინა დამიანეს და წამოდგომა დააპირა მაგრამ,დამიანემ ისევ დაახეთქა დივანზე მარჯვენა ხელი ბალიშათ გამოუყენა მარცენათი კი ხელები დაუჭირა და ზედ მიიკრო.
-ასე უფრო კომფორტულად დამეძინება-შუბლზე აკოცა და ისევ დაიძნა,აი ნატალია კი დიდი ხანი ცდილობდა დაძინებას მაგრამ ვერ ახერხებდა,ბოლოს რომ მიხვდა ასეთ წამები ცოტა იყო თვალები დახუჭა და ღრმად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.



პირველი ნაწილია და ელომ ვერ ვიტან პირველ ნაწილს და ა.შ. რომ აწერენო და დავაწერე სრულად :დ ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრი ^_^



№1  offline წევრი BusaMariami

საინტერესოა... აიიმე მგონია რომ ის კაცი ვინც გამოაქცუნა ჩვენი ნატალია მამამისიაა feel აიი დამიანე კიდე უუსაყვარლესიაა love ველოდები გაგრძელებას <3
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№2  offline წევრი natia23

ავირიე,ჩავიხლართე :D :D მალე დადებ მეორე ნაწილს??

 


№3  offline მოდერი MyLove

ჩემო პანდავ!
ჩემო სეხნიავ!
ჩემსავით ნიჭიერო am
ველოდები შემდეგს, იმედია სულ ასე დიდებს დაგვიდებ///
და ბარბარიზმებს მოაშორებ თორეეემ!! მოგკლავ!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი kapasa

BusaMariami
საინტერესოა... აიიმე მგონია რომ ის კაცი ვინც გამოაქცუნა ჩვენი ნატალია მამამისიაა feel აიი დამიანე კიდე უუსაყვარლესიაა love ველოდები გაგრძელებას <3

Meki mgonia rom demetrea :)))

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kapasa
BusaMariami
საინტერესოა... აიიმე მგონია რომ ის კაცი ვინც გამოაქცუნა ჩვენი ნატალია მამამისიაა feel აიი დამიანე კიდე უუსაყვარლესიაა love ველოდები გაგრძელებას <3

Meki mgonia rom demetrea :)))
visi mamaa?? an demetre rogor gamoaparebda vergavige verapeli male dadee raa damaintrigee uuups :X

 


№6  offline წევრი Svvaaaniii

პაანდაა ვინა ეს მირიანიი? :/ ავირიე და დავირიე.. პრინციპში მაგარ არეულს სიტვაციაში ვარ :/ დავიჯერო მირიანი დამიანეს მამმა?! რაღაც არ მგონია :/ რას არჩიან ამ პატარა გოგოს?! :/ მოკლედ იმედი მაქვს რომ, ამას დღეს და ხვალ თუ არა ამ შაბათ-კვირას მაინც დადებ ^^
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent