შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და როცა (დასასრული)


3-03-2015, 16:17
ავტორი kurt cobain
ნანახია 1 967

და როცა(დასასრული)
ალბათ ღმერთს სურდა ყველაფერი ასე მომხდარიყო.
ღმერთს თავიდანვე ჰქონდა განზრახული
მათი ერთად ყოფნა.
ალბათ თითოეული განსაცდელი მათი სიყვარულის გამოსაცდელად იყო მოვლენილი.
და მათ ამას გაუძლეს.
მათ გააფრინეს სიყვარულისთვის.
მათ გადაცურეს ზღვა.
იწამეს რომ დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.
მართალი იყო ელენიკო,ჩვენი ანგელოზი,როცა თქვა რომ კუპიდონი გვწყევლის,ან გვასაჩუქრებს.
სიყვარული ერთი დიდი ტკივილი და სიხარულია.
ტკივილის გარეშე ვერ გავიგებთ სიხარულის გემოს..
და პირიქით.
ერთი კვირა იყო გასული ნანუჩის სიზმრიდან.
ყველაფერი რიგზე იყო.
კიდევ ერთი კვირა და გიორგი ჩამოვიდოდა.
თუმცა სიტყვით ადვილია თქმა.
ერთი კვირა..
7დღე..
168საათი...
10080 წუთი...
მაშინ,როცა 1წამიც კი მის გარეშე ჯოჯოხეთია.
ისევ ოცნებამ შეიპყრო ნანუჩი და ისევ ოცნებობდა გიორგისთან ყოფნაზე.

****
-ნუკიიიტ,მზად ხარ? -მხიარულად ჩასძახა ნანუჩიმ.
-ნანააა. ტვინს მიგასხმევინებ გოგო!! დამაძინე რაა. უფლებებს რატო მირღვევ. -ნუკაც აბუზღუნდა.
მერე როგორც იქნა,წამოაგდო საწოლიდან.
-ნუუკ,იცი რა ბედნიერი ვაარ. ტულუზაში, რომ ვიყავი არ მჯეროდა,რომ ამისრულდებოდა ეს ოცნება. ახლაც სიზმარში ვარ მგონია,იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი. მგონია,რომ ახლა ისევ გამეღვიძება,ყველაფერი სიზმარი იქნება და მე ისევ ისე დავიტანჯები.
ცოტა ხნით გაჩუმდა ნანუჩი.
-გავგიჟდი.
მხიარულად წამოიძახა და აბაზანიდან გამოსული ნუკის დაცინვას ყურადღება აღარ მიაქცია.
დღეს გიორგი ბრუნდებოდა.
აჟიტირებული იყო ნანუჩი.
როგორია ოცნება,რომ გისრულდება.

***
ყველაფერი იმდენად კარგად მიდიოდა,რომ ნანუჩის უკვე ეშინოდა.
ის ფრაზა გაეგო,ბედნიერებას უბედურება მოსდევსო.
და ეშინოდა,რომ ეს ბედნიერებაც წარმავალი იქნებოდა.
გიორგი?
გიორგი რადიკალურად შეცვლილი იყო.
უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავდა ყველას მიმართ.
აღარც ქუჩა აინტერესებდა და აღარც გარჩევები.
ერთადერთი რაც წარსულიდან შემორჩა,მშგობრები იყო.
დანიელი და კოსტა.
ბავშვობის მეგობრები.
გგონიათ ნუკასა და ნანუჩიზე ნაკლები მეგობრობა აკავშირებდათ?
არანაირად!
ჰოდა ერთ დღესაც ყველანი ერთად შეიკრიბნენ გიოსთან.
იმდენი თემა განიხილეს,რომ სალაპარაკო არაფერი დარჩათ.
სიჩუმე იყო.
ბედნიერი სახეებით ისხდნენ.
სიყვარულისა და მეგობრობის აურა იყო.
ნანუჩის გიოს კისერში ჩაერგო თავი,ტუჩები ყელზე მიედო და შიგადაშიგ კოცნიდა.
სიჩუმე კოსტამ დაარღვია,რომელსაც ცოლითვის გადაეხვია ხელი და თმებს ათამაშებდა.
-ქორწილს არ აპირებთ?
გიორგიმ ღიმილით ჩამოხედა ნნაუჩის.
-ალბათ მალე.
თქვა მან.
-ნუ თუ გიორგი ჩემს ხელს ითხოვს,იქნებ გავყვე კიდეც.
გაიცინა ნანუჩიმ და ნუკას გადახედა,რომელიც ეშმაკურად აპარებდა მზერას დანიელისკენ.
-ხელის თხოვნა რად გინდა გოგო. თუ გინდა. ხვალვე დავიწყოთ მზადება.
-დავიწყოთ.
მტკიცედ თქვა ნანუჩიმ.
-ნუკა ჩემი მეჯვარე იქნება და კოსტა შენი.
ისევ ნანუჩიმ თქვა და გიოს ახედა.
თავისუფლად წაიკითხა გიორგიმ ნანუჩის თვალებში "არ შემეწინააღმდეგო!"

***
-გოგო გაგიჟდი? რომ შემირჩიე მეჯვარე,იქნებ დაინელი მინდოდა.
-აუუუ გიორგიი. ვერ ხვდები ვერაფერს რაა. ნუკას მოსწონს დანიელი და მეჯვარეები რომ იქნებიან რანაირად გამოვა?

***
-აეგდე შე ძილის გუდაა. შენს კაბაზე მივდივართ. დროზეე.
გაჰკიოდა ნუკა და დოინჯშემორტყმული ედგა თავთან ბალიშჩახუტებულ ნანუჩის.
როგორც იქნა აატყავა,შეაგდო აბაზანაში.
იქიდან თავისით გამოვიდა ნანუჩი და სავაჭროდ გაემართნენ.

***
-ნუუკ,დანიელი არ მოგწონს?
ჰკითხა ნანუჩიმ ნუკას,თან ცალი ხელით ერთი კაბა ეკავა,მეორეთი მეორე.
-აუუ,ვიცი,რომ გაბრაზდები მაგრამ უნდა გითხრა. გუშინ ამიხსნა სიყვარული. და მეც დავთანხმდი.
-მერე მაგას რა.ჯოობს გოგო.
გახარებული ჩაეხუტა ნუკას.
ერთი კაბა აირჩია.
ისე მოსწონდა,აიჩემა გარეთაც უნდა გავიაროო.
მანქანები თითქმის არ იყო.
იფიქრა,ტრასაზე დავდგებიო.
გიჟი იყო...
თეთრი კაბით ტრიალებდა ნანუჩი შუა ქუჩაში.
არ აინტერესებდა არაფერი.
ცაში აიხედა:
-სიკვდილის მერეც მეყვარებიო
თქვა.
ნუკა ტროტუარიდან ადევნებდა თვალს.
ვერც ერთმა ვერ მოასწრო გააზრება,ისე გამოვარდა შავი BMW.
სიჩქარეს ნელ-ნელა უმსტებდა და..
თეთრი კაბით,მიწაზე ეგდო ანგელოზი.
რაღა თეთრი,სულ წითლად იყო შეღებილი.
მეორე გოგო დაჩოქილი გაჰკიოდა.
ერთადერთს დასტიროდა.
გიორგიც მოვიდა.
ყველა მოვიდა,სულ ყველა.
ვერავინ იჯერებდა,რომ აღარ სუნთქავდა.
გიორგი?
არ დანებდებოდა.
ყველაფერს გააკეთებდა მისი გაჩერებული გული,რომ აემუშავებინა.
თეთრ კაბაში გამოწყობილი ანგელოზი მიწაზე იწვა
და იქ.
მაღლა მსჯელობდნენ,
იქნებ დაეტოვებინათ.
მაგრამ არა!
მისი ადგილი დედამიწაზე არ იყო!

***
მეორე თვეა უკვე,აპარატზეა ნანუჩი შეერთებული.
ორი თვის განმავლობაში,ყველა დღე ერთანირად ტკივილიანი იყო ყველასთვის.
ვერ ეგუებოდნენ,რომ შეიძლება ნანუჩი ვეღარ გადარჩენილიყო.
ვერ ეგუებოდნენ,რომ შეიძლებოდა ერთი დღე მის გარეშე გათენებულიყო.
და იცით?
მართალია,რომ სიყვარული უკვდავია.
საოცრებაა იცით?
სიყვარული საოცრებაა.
მე,ერთ უბრალო მოკვდავს,არ შემიძლია ავხსნა რა არის სიყვარული.
მაგრამ მაინც გეტყვით,სიყვარულია ის ძალა,რაც დედამიწას ატრიალებს.
სიყვარულია სიგიჟე
და
თავისუფლება.
სიყვარული ღმერთია!
და იცით,შოთა რუსთაველმა თქვა,ღმერთი თავიდანვე არ შეგყრიდათ,თუ დაშორება მოსალოდნელი იქნებოდაო.
მაგრამ ამ ორი ადამიანის სიყვარულის ადგილი არ იყო ცოდვით დაცემულ დედამიწაზე.
ჭეშმარიტ სიყვარულს წუთისოფელი ვერ იტევს.
მე იდეალისტი ვარ და ამიტომ გიყვებით ასეთ იდეალურ სიყვარულზე.

****
ორი თვის შემდეგ ნანუჩი გონს მოვიდა.
ყველა ნახა,ყველას მოესიყვარულა,მაგრამ თურმე უკანასკნელად.
შეუძლებელი აღმოჩნდა მისი გადარჩენა.
და იცით რა თქვა ბოლოს?
მაშინ,როცა ყველა ცრემლებად იღვრებოდა,მან გაიღიმა და თქვა:
-სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის ღირდა,ასე მყვარებოდით ყველანი.
გაიღიმეთ რა. და ნუღარ იტირებთ.
მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი.
ჩემზე უკეთესს ბევრს შეხვდებით.
და მაინც,თუ გიყვარვართ,მამა ანდრია მანახეთ რა.
მთელი ოჯახი გვერდით ჰყავდა,მთელი სანაცნობო და მაინც...
უფლლისკენ ისწრსფვოდა და ერთადერთი,უკანასკნელი იმედი იყო მამაო.
და...
ორი დღე გაძლო.
მერე?
მერე მისმა სულმა მიაღწია თავისუფლებას.
ეზიარა და ერთ საათში დაასრულა ერთხელ მონიჭებული სიცოცხლე.
გაციებულ სხეულს ეხუტებოდა გიორგი.
კოცნიდა.
ეფერებოდა.
ცრემლებით უთბობდა სახეს.
გაყინულ ხელებს უსვამდა და არ სჯეროდა მათ მეტჯერ,რომ ვეღარ შეეხებოდა.
სიყვარულს დიდი ძალა აქვსო,გაეგო.
მაგრამ მკვდარი ვეღარ გააცოცხლა.
მაშინ როცა გიორგი ნანუჩის დასტიროდა,
ნანუჩი თავისუფლებას შეიგრძნობდა.

***
სამი დღის შემდეგ დაკრძალეს ნანუჩი.
გლოვობდნენ.
ანგელოზის დაკარგვას გლოვობდნენ.
სულ თვალწინ ედგათ მომაკვდავი ნანუჩი.
გაცრეცილი ტუჩებით,
ჩავარდნილი,ჩაშავებული თვალები.
და მაინც სიყვარულით სავსე მზერით.

****
გიორგის აღარ შეეძლო სიცოცხლე.
ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.
სამი თვე იყო გასული ნანუჩის დაკრძალვიდან და გიორგის გალოთებიდან.
თავს ნარკოტიკით იბრუებდა.
ხან სად პოულობდნენ და ხან,სად.
ნანუჩი სტკიოდა სხეულში.
მის გარეშე ყველაფერი არაფერი იყო.
სიცოცხლე სიცარიელე,უაზრო არსებობა.
ერთადერთი ნაწილი დაკარგა გიორგიმ.
მეორე მე დაკარგა.
ბოლოს არავის,რომ აღარ მოუსმინა ერთადერთი მხსნელი ჩამოუყვანეს.
მამა ანდრია ნორმალურად მიიღო.
და იცით?
ბედნიერება ის იყო,რომ გიორგი ისევ დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას.
არავინ იცოდა რა უთხრა მამაომ ისეთი,რომ გიორგი იმ დღიდან მონასტერში გადავიდა.

****
-მამა გიორგი,სიყვარული რა არის? ჩემი კლასელი მეუბნება მიყვარხარო,თვითონ სულ თმებს მწიწკნის. როცა უყვართ,გულს ხო არ ტკენენ ერთმანეთს?
მამაოს ნაღვლიანად ჩაეღიმა.
-ნანუჩი,სიყვარული ყოველთვის ბედნიერებას მოგიტანს. რაც არ უნდა მოხდეს,რა ტკივილიც არ უნდა მოგაყენოს საყვარელმა ადამიანმა,ღმერთი ყოველთვის მოგცემს ძალას გაუძლო განსაცდელებს. არასოდეს დანებდე და უფლის იმედი გქონდეს,ყველგან და ყოველთვის.

****
და როცა ახალი სიცოცხლე უნდა დაწყებულიყო,ყველაფერი დასრულდა.
მაგრამ მაინც, "სიყვარულს არ ემუქრება სიბერე".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent