ივნის'ის'ეული [9]
ადამიანებისთვის,როგორი მნიშვენელოვანია ყველა სიახლე.დაპროგრამებულ არსებებს ვგავართ,რომლებიც ყველაფერ ახალს თავში სამუდამოდ იბეჭდავენ.ჩემთვის,რომ გეკითხათ ჩემი და დანიელის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ფაქტები,აუცილებლად თარიღით და საათით გიპასუხებდით ყველაფერს.ალბათ ადამიანები იმდენად ვცდილობთ,რომ ყველაფერი კარგი დავიმახსოვროთ,რომ ამ ყველფერთან ერთად ზედმეტად ვიჭრებით როლებში.ხომ გაგიგიათ,რომ გადაჭარბებული არაფერი არ არის კარგი?!ასე ზუსტად,ამ შემთხვევაში.მაგრამ ერთადერთ ახსნას ვუძებნი ამ ყველაფერს...შიშს...ადამიანის დაკარგვის შიშს.იმდენად ცრუ-რწმენებით გვაქვს ტვინი გადაღლილი,რომ ყოველივე კარგში აუცილებლად ცუდს ვეძებთ.ალბათ ეს ყველაფერი წუთისოფლის ორპირობისგანაა გამოწვეული.ადამიანი,როცა ბედნიერების ზენიტშია,მაშინ ატყდება უბედურება და პირიქით,როცა დიდ განსაცდელში ვვარდებით,მერე მოდის დიდი ბედნიერება.განა ეს ბედის ირონია რა არის?! არ ვიცი იმ გრძნობას რა ერქვა,რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი.იმდენად ბედნიერი ვიყავი,რომ უკვე ეს ბედნიერება უბედურებაში გადამდიოდა.ჩემს სულს კი გაუჩერებლად ჭია ღრღნიდა.ვიცოდი,რომ ასე უეცრად მოსული ბედნიერება დიდხანს არ გასტანდა.მე კი ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.არ ვიყავი იმდენად ძლიერი,რომ მოსალოდნელ საშიშროებას გავმკლავებოდი.მიუხედავად იმისა,რომ ასაკით დიდი არ ვიყავი და არც დიდი გამოცდილება მქონდა,ვხვდებოდი,რომ ბედნიერებას ასე უბრალოდ ვერ მივიღებდი.განა გაგიგიათ სადმეს მსგავსი რამ?! *** მთელი საღამო აივანზე ვისხედით მე და ანო.ის საბას ელაპარაკებოდა მე-ვარსკვლავებს.ისინიც ხანდახან გაკაშკაშებოდნენ,მეც ამ მოვლენას,მათ დასტურად მივიჩნევდი.საკუთარ თავზე მეთვითონვე მეღიმებოდა. -მარიამ საბამ სადმეს ბარში წავიდეთო და რას იტყვი?-მითხრა ანომ. -გვიანია და მეძინება უკვე.-ვუთხარი მობეზრებულმა და ფორთოხლის ცივი წვენი მოვსვი. -მოვდივართ საბა,გამოგვიარე ნახევარ საათში.-უთხრა ანომ და ტელეფონი გაუთიშა. -შენ ვერ ხარ?-ვკითხე გაცოფებულმა. -შენ ხო შემპირდი,რომ გაერთობოდი?-შემომიღინა ანომ. -არ მიყვარს ეს ბარები და რა ვქნა?!-წამოვიყვირე და სახლში შევედი. -ჩაიცვი.-შემომყვა ანოც და ბრძანებლური კილოთი მითხრა. -არ მინდა რა.არ მაქვს ხმაურის თავი.-თავი შევაცოდე ანოს. -არ არსებულია,რომ გადამაფიქრებინო!-თქვა მან და კარადიდან კაბების გადმოყრა დაიწყო.ხან ერთ კაბას ისროდა საწოლზე ხან მეორეს.ბოლოს შავი ამოღებული კაბა მომაჩეჩა ხელებში და მითხრა,რომ ჩამეცვა. სარკეში ჩახედვისას,საკუთარი თავი შემზიზღდა.ზედმეტად გამომწვები კაბა იყო...ბავშვი ვიყავი...დიახ,მე ასე ვთვლიდი.არასდროს,მყვარებია ზედმეტად ქალურად ჩაცმა,მაგრამ ანოსთან რას გავხდებოდი?! კიბეებზე სულ სირბილით ჩავიდა ანო.მეც ობოლი ბავშვივით თავდახრილი მივყევი მას.გარეთ ორი არასასიამოვნო პიროვნების დანახვამ ხასიათი,მაშინვე გამიფუჭა.არანაირი პრობლემა არ მქონდა გიორგისთან და საბასთან,მაგრამ ჩემს თვალში უბრალო ქართველი ბიჭები იყვენენ,საშინელი მანერებით და საზიზღარი ლაპარაკით... ბარში შესვლა და ჩემი თავის ატკიება ერთი იყო.ისეთი საშინელი მუსიკა იყო,რომ ყურებზე ხელი ავიფარე,მაგრამ ვაი,რომ იმხელა ხმაზე იყო აწეული ეს წყეული მუსიკა,არაფერი მიშველა ხელების აფარებამ.ამდენ ხალხში გზა ძლივს გავიკვალეთ და ჩვენს მაგისასთან დავსხედით. -რა შევუკვეთოთ გოგოებო?-იკითხა გიორგიმ და გამიღიმა. -მარტინი.-წამოიყვირა ანომ. -ფორთოხლის წვენი.-ვთქვი მე და მობეზრებულმა ტელეფონს დავაჩერდი.გიორგის სიცილმა,ისედაც გაბრუებული თავი უფრო ამატკია. -რა გაციენბს?-ვკითხე მე და შევუბღვირე. -არაფერი.-მითხრა ისევ სიცილით და ბარმენისკენ წავიდა. ხო ვთქვი საშინელი მანრები აქვს-თქო?! *** -მარიამ,სულ რო შენი დაბმა დამჭირდეს მაინც დალევ მარტინს!-თქვა ანომ და ჭიქით ხელში გამოემართა ჩემსკენ. -არ მინდა!-ვთქვი მე და თან თვალებით ვანიშნე,რომ კარგი დღე არ ელოდა. ცალ-ცალკე სამივე რაღაცეებს მელაპარაკებოდა...იმდენად ამატკიეს თავი,რომ ვეღარ გავუძელი და ერთი ჭიქა სასულეში გადავუშვი.იმდენად არასასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა,რომ თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა...პირველი ყველაფერი მწარეა,მაგრამ მერე ყველაფერი ტკბება.ასე დამემართა მეც.ვერარ ვითვლიდი,მერამდენე ჭიქას ვსვავდი...იმდენად გაბრუებული ვიყავი,რომ ასე მეგონა საკუთარ სხეულს ზევიდან ვაკვირდებოდი.თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ გადავყირავებულიყავი.სახლში წასვლა მინდოდა,მაგრამ ანოს ვეღარ ვხედავდი...ჩემს გვერდით ისევ გიორგი იჯდა და როგორც ჩანს ძალიან ერთობოდა ჩემი საცოდაობით.ვერც კი მოვედი აზრზე ისე წამომაპროწიალა გიორგიმ და მოცეკვავე ხალხთა წრეში გავერიეთ.კიდევ ეს მინდოდა მე?ფეხზე ძლივს ვიდექი და ალბათ,რომ არა ის წავიქცეოდი.ერთი ათჯერ მაინც დამატრიალა და ვაი იმ დატრიალებებს.ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს,რომ არ წავქცეულიყავი და ახლა ამ დაბზრიალებებმა ხო საერთოდ ბოლო მომიღო.ბოლო თავის საოცარ და ცეცხლოვან მოძრაობას აკეთებდა რო დამატრიალა და ძირს გავიშხლართე.ერთი ამოვიგმინე ''ვაი დედიკო-თქო'' და თვალებიც დამეხუჭა... *** ასე მეგონა,რომ თავის მიდამოებში უამრავი ბოქსიორი დაფუსფუსებდა და მირტყავდა.იმდენად მტკიოდა თავი,რომ თვალებსაც კი ვერ ვახელდი.ნელ-ნელა გავახილე თვალები და სარკეში დანახულმა ჩემმა თავმა უფრო ცუდად გამხადა...თმები,როგორც დედაჩემი იტყოდა ''ყვავის ბუჩქს'' მიგავდა...თავზე ხელი დავიდე და კოპის არსებობამ გაოგნებული დამტოვა.ბოლოს ფრაგმენტებად მახსენდებოდა ბარში ყოფნის ამბავი...ერთმანეთზე მიყოლებული მარტინის ჭიქები,და ბოლოს იატაკზე გაშხლართული ჩემი თავი...ტელეფონის შემაწუხებელმა ხმამ მომიყვანა გონს.დანიელი იყო.იმდენად ცუდად ვიყავი,აღარც კი გამხარებია. -ხო დანიელ.-შეცვლილი ხმით ვუპასუხე.-კარგად იმგზავრე? -როგორი ამოუცნობი ყოფილხარ მარიამ.-ტელეფონში ჩამყვირა მან.იმდენად არ მოველოდი,რომ შიშისგან ტელეფონი ძირს ჩამივარდა. -რა გაყვირებს?-ვკითხე მე. -აუცილებელია ეს დედა აფეთქებული,რომ ოფიციალურად გერქვას ჩემი შეყვარებული?-აღარ ჩერდებოდა დანიელი ყვირილს. -რას გულისხმობ?ამიხსენი ნორმალურად,თუ არადა აღარ ვაპირებ შენი ყვირილის მოსმენას.-ვუთხარი გაბრაზებულმა. -მატყუარა და ორპირი ყოფილხარ.-ბოლოჯერ ჩამყვირა ტელეფონში და გათიშა. ალბათ არაფერია იმაზე საშინელება,როცა საყვარელი ადამიანი დაუმსახურებლად გიყვირის.ვერ ვხვდებოდი,რა ხდებოდა ჩემს თავს.გუშინდელი საღამოს ფრაგმენტების გახსენება დავიწყე,მაგრამ ისეთი არაფერი იყო,რომ დანიელი ასე გაებრაზებინა.სიმწრისგან ცრემლები წამსკდა... ანოს კარების შემოგლიჯვამ მიმახვედრა,რომ უნდა დავმშვიდებულიყავი.გაოცებული მომვარდა და ჩამეხუტა.მიხვდა,რომ რაგაც მაწუხებდა.დიდად არ შეუწუხებივარ ათასი უაზრო კითხვით.იცოდა,რომ როცა დავწყნარდებოდი,აუცილებლად ავუხსნიდი ყველაფერს.მეც მის მხარზე მედო თავი და დაწყნარებას უიმედოდ ვცდილობდი. -დაწყნარდი რა.-მითხრა მან და თავზე ტუჩები მომადო. -მიყვირა,მეჩხუბა...-ვსლუკუნებდი მე.-არც კი ვიცი რატო.-სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. -კი მაგრამ მიზეზი არ გითხრა? -არა.-ამოვიჩურჩულე და თავი ანოს ყელში დავმალე. *** მთელი დღე წაშლილი სახით ვიყავი.იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე,რომ ხასიათი სულ გამიფუჭა.აღარც იმის თავი მქონდა,რომ ზღვაზე გავსულიყავი...ისევ აივანზე ვიჯექი და მოკაშკაშე ბათუმს გავყურებდი.ანო აივანზე სიცილით გამოვიდა და თან ხელებში ტელეფონი ჩამიგდო.მეც ინსტიქტურად შევხედე ეკრანს.სახეზე ათასი ფერი გადამდიოდა,იმდენად გამაოგნა ამ სურათმა.მე და გიორგი ვიყავით,გიორგის წელზე მქონდა ფეხი შემოხვეული და ვიცინოდი.იმის გააზრება,რომ ეს სურათი სოციალურ ქსელში იდო ყველაფერს მიმახვედრა.კომენტარების წაკითხვა უარესად გამხადა.ზოგი გვილოცავდა ერთად ყოფნას,ზოგი ჩემი ფეხების სიგრძეს განიხილავდა.იმდენად ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი,რომ სუნთქვა გამიჭირდა. თავში დანიელის დილანდელმა საუბარმა გამიელვა და მეც ტელეფონს ინსტიქტურად ხელი გავუშვი.ფრინავი სხეული ძირს მთელი ძალით დაენარცხა. სახლში სირბილით შევედი და ჩემი ტელეფონით სააბაზანოში შევვარდი. საუბრის სიმძიმე მაგიჟებდა...არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა...ჩემი ეს სურათი იმდენად ამაზრზენი იყო,რომ საკუთარი თავი მეთვითონ შემძულდა და იმის წარმოდგენა,თუ დანიელი რას ფიქრობდა მანადგურებდა. ძლივს აკრეფილი მისი ნომერი...ტანჯვით გასული რამდენიმე წამი და ისევ მისი ბრაზმორეული ხმა... -დანიელ სალაპარკო გვაქვს.გთხოვ არ გამითიშო.-ძლივს ამოვილუღლუღე და მომზადებულმა თვალები მთელი ძალით დავხუჭე. -გისმენ.-მითხრა მან ცივი ხმით. -მე გეფიცები,ახლა ვნახე ის სურათი.-ტირილი იმდენად მიშლიდა ხელს,რომ ორ სიტყვას ვერ ვაბამდი ერთმანეთს. -გასაგებია.-მითხრა მან. -არ გათიშო!-წამოვიყვირე მე.-არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში...არც კი ვიცი რა უნდა გითხრა დანიელ. -თბილისში,რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ.-მითხრა და გამითიშა. ცივ იატაკზე მთელი ძალით დავეცი.იმდენად მრცხვენოდა ჩემი თავის,რომ აღარ ვიცოდი რა მექნა.რომელი ბიჭი მოითმენდა ამას?!დარწმუნებული ვარ,რომ არცერთი... თვალებდასიებული ვიჯექი გაუნძრევლად იატაკზე.თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისაგან.არ ვიცოდი,დანიელი ამ ამბავს,როგორ მაპატიებდა.თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ ეს ყველაფერი მშვიდად არ ჩაივლიდა.ინსტიქტურად წამოვდექი იატაკიდან და ჩემს ოთახში დავბრუნდი.სრულ აგონიაში მყოფი ვალაგებდი ჩანთას.ანოს კითხვები შორიდან ჩამესმოდა ყურში...ანოს ჩავეხუტე და ვუთხარი,რომ თბილისში მივდიოდი.აიჩემა მეც წამოვალო,მაგრამ არ მინდოდა მისი სანატრელი არდადეგები ჩამეშხამებინა.ვერაფერი გავაწყე.ისევ იგივე მომენტები...ისევ იგივე ადგილები...განადგურებული ვიჯექი ანოს გვერდით ჩქაროსნულ მატარებელში. ისევ იგივე ტკივილი,რასაც დანიელის დაკარგვა ქვია... და ისევ, გაუაზრებლად ბევრი ცრემლი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.