შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვებზე მოთამაშე (1)


3-03-2015, 20:58
ავტორი MyLove
ნანახია 6 231

-ნუცი, გამოეტევი სახლიდან?-ჰკითხა ინტერესით დაქალს და კარებზე კიდევ ერთხელ დააკაკუნა მობეზრებულმა,-რას იცმევ გოგო ამდენს, პირველ დღეს გინდა დავაგვიანოთ?
-ფეხზე ჩავიცვამ და გამოვალ, მარო სად არის?-გამოსძახა კარს მიღმა მყოფმა და კარი გააღო.
-აბაზანაშია, გამოვა და წავიდეთ, თორემ ათი სრულდება უკვე.
-არ დავაგვიანებთ, ნუ ღელავთ!-გამოვარდა სააბაზანოდან მარიამი და დაქალებს წინ დაუდგა,-აბა, როგორ გამოვიყურები?
-ძალიან ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის, ახლა კი წავიდეთ,-კარებთან მივარდა ელენე და მთელი ძალით გამოგლიჯა.
-სწავლაზე მოწყურებული ახალგაზრდა ხარ ელენ!-გაუღიმა მარიამმა და ნუცისთან ერთად დატოვა სახლი. ბიჭიაშვილმა საგულდაგულოდ ჩაკეტა კარი და გასაღები შავი შარვლის ჯიბეში ჩაიდო. სწრაფი ნაბიჯებით ჩაბაკუნდა პირველ სართულზე და დაქალებს შორის ჩადგა.
-საბა და ლექსო პირდაპირ უნივერსიტეტში მოვლენ!-ამოიბურტყუნა ნუციმ და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
-მომენატრება ჟინვალი, თუმცა, თბილისიც მაგარი ქალაქია,-დანანებით ჩაილაპარაკა ელუმ და სწორი, გრძელი თმები გვერდზე გადმოიყარა.
-სულ ერთად ცხოვრებაზე ვოცნებობდით და აგვიხდა კიდეც!
-ჩემო სულის ნაწილებო, არც კი მჯერა, სწავლა რომ დავიწყეთ!-თქვა თვალებგაბრწყინებულმა ბიჭიაშვილმა და გოგონები გულზე მიიხუტა.
როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი ირეოდა უნივერსიტეტის ეზოში, ზოგიც იცინოდა, ზოგიც განმარტოებით იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. დაქალებმაც, თავისუფალი ადგილი მოძებნეს უზარმაზარ ეზოში და ერთმანეთის გვერდით დასხდნენ.
-ელენე?-მოესმა ზურგს უკან უცნობი გოგონას ხმა და თავი მექანიკურად მიატრიალა,-არ მჯერა, რომ აქ გხედავ!
-ნინია?!-თვალებგაფართოვებული წამოხტა ფეხზე და მის წინ ატუზულ გოგონას ხელები შემოაჭდო, ისე ჩაეხუტა, ლამის ძვლები ჩაუმტვრია,-ნინ.. შენ აქ რა გინდა, მეთერთმეტეში არ უნდა იყო?-გაკვირვებულმა ჩახედა აცრემლებულ თვალებში.
-არა, არ მჯერა რომ გხედავ..-ამოიბლუყუნა და კიდევ ერთხელ ჩაეკონა გულში.
-არც მე შენ უნივერსიტეტში რა გინდა?
-ნახტომით, ჩავაბარე!-ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები და თვალზე მომდგარი მცირე ცრემლი შეიმშრალა
-ყოჩაღო!მოდი ჩემს გოგონებს გაგაცნობ!-უბიძგა სცენით გაკვირვებული გოგონებისკენ.
-ეს ნინიაა, რომ გიყვებოდით, ჩემი ინტერნეტ მეგობარია-თქო!-წარუდგინა გოგონებს მეგობარი,-ესენი კი ნუცა და მარიამი არიან!
-სასიამოვნოა!-ჩაიბლუყუნა უხერხულად და ოდნავ შეიშმუშნა.
-მოდი აქ! დაგვიჯექი, მოგვიყევი ამბები!-ხელით მათკენ უბიძგა ელენემ და გვერდით მიისვა ნინია.
-ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გხედავ..
-ძალიან გვინდოდა შენი გაცნობა,-თქვა ნუციმ და ოდნავ გაუღიმა.
-დამიჯერეთ, მეც ძალიან მინდოდა!-უფრო გაიხსნა ლომთაძე.
-რაზე აბარებ ნინია?
-სამედიცინოზე!
-მართლა? მეც სამედიცინოზე ვაბარებ!-თქვა მარიამმა და ხელკავი გამოსდო.
ძალიან კარგი გოგონები აღმოჩნდნენ ნუცი, მარიამი და ელენე. წლებია, ელენეს იცნობს ინტერნეტიდან და სიგიჟემდე უყვარს ეს გოგონა, მისი სულის მესაიდუმლეა რასაც ქვია. ყველაფერს ბიჭიაშვილს უყვებოდა, მასზე ორი წლით უფროსი იყო და შესაბამისად, მისი აზრიც აიბტერესებდა ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. მის პირველ სიყვარულზეც იცოდა, ანდრიაზე, დაქალებზეც, ოჯახზეც ყველაფერი იცოდა..
ნუცი და მარიამიც მხიარულები იყვნენ თუმცა, ელენეს ჩამორჩებოდნენ სიცანცარეში, ბიჭიაშვილი, საოცრად ენერგიული ახალგაზრდაა და ლამაზი ბაგეებიდან სულ ღიმილს აფრქვევს.
-მერე, საბასაც და ლექსოსაც გაგაცნობთ!-თქვა ნუციმ, როცა აუდიტორიაში შევიდნენ,-შენ და მარის ერთად მოგიწევთ მგონი წასვლა! იცოდე, საღამოს, ექვსზე, ფალიაშვილზე ამოდი ჩვენთან, ზუსტ მისამართს ელენე მოგწერს.
-კარგი, აუცილებლად მოვალ,-ღიმილით დაეშვიდობნენ ერთმანეთს და აუდიტორიებში დაიყვნენ.
* * *
საღამოს, ნუცისთან, მარიამთან და ელენესთან შეიკრიბნენ, მხოლოდ ნინია არ მოსულიყო ჯერ და საბა. დანარჩენი ყველა.იქ იყო.
კარზე ზარის ხმის გაგონებისაც ელენე წამოკუნტრუცდა ფეხზე და ღიმილით გაუღო კარი ნინიას, სახეზე ფერი რომ არ ედო.
-რა გჭირს, ხომ კარგად ხარ?
-ნეტავ იცოდე,აქ ვინ დავინახე!-თქვა და სუნთქვაშეკრულმა და გულზე ხელი მიიდო.
-ამოთქვი დროზე, მოვკვდი!-მოუთმენლად წამოიყვირა და მისაღებში შეათრია ლომთაძე.
-ანდრია შემხვდა გზაში!-ამოილუღლუღა ხმაწართმეულმა და გაფართოვებულ თვალებს მზერა აარიდა.
-მერე?
-რა მერე?ერთი შემომხედა და გზა გააგრძელა,-თქვა ოდნავ ნაწყენმა და ცრემლმორეული თვალები ააფახულა.
-უი, შენ ლექსოს არ იცნობ,-ახლაღა შეამჩნიეს ლექსო, სავარძელში მჯდომი გაკვირვებით რომ აკვირდებოდა გოგონებს.
-ლექსო, ეს ნინია ლომთაძეა,-მიუთითა დივანში ჩამჯდარი, ქერა გოგოსკენ, მწვანე თვალებს საწყლად რომ აყვარყავრებდა,-ეს კიდევ ლექსო ბენდელიანია!
-სასიამოვნოა!-თქვა ლექსომ.
-ჩემთვისაც!
-საბა სად არის ამდენ ხანს ლექსო?-სამზარეულოდან თავი გამოჰყო ნუციმ.
-ბიძაშვილი ჩამოუვიდა გუშინ მოსკოვიდან და დღეს აქ მოყავს!
-რა ქვია?-თვალები დააკვესა ელენემ.
-ალექსანდრე გულბანი,-თქვა ჩუმად და სავარძელზე გადაწვა.
-გვარ-სახელს ვერ დაუწუნებ,-ჩაიქირქილა და ძმაკაცის გვერდით სავარძელში ჩაესვენა.
რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა მოესმათ თუ არა, ელენე კისრისტეხით მივიდა კართან და ცხვირზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა.
-საბუნაა! მოდი,-თითქოს არ შეუმჩნევია მეგობრის უკან მდგარი, ორი სილუეტი, ერთის წითელი პომადა უხეშად რომ კვეთდა ჩაბნელებულ სივრცეს. სახლში შემოატარა სამივე და ვულგარულად ჩაცმულ გოგონას ამრეზით ააყოლა თვალი, რატომ თვითონაც არ იცის, თუმცა ეს გოგო დიდად არ მოსდის თვალში. მის გვერდით მდგარ, მაღალ სილუეტს, გამჭოლი მზერით რომ უყურებდა კედელთან ატუზულ, ლოყებშეფარკლულ ბიჭიაშვილს.
მაღალი, ტანადი სხეული ნელი რხევით გავიდა მისაღებში და ელენე დატოვა კედელზე გაკვირვებულ-მიჭიკარტებული.
კიდევ კარგა ხანს ვერ მოვიდოდა გონს ბიჭის გარეგნობით დაბნეული, ცივ ნიავს რომ არ წაეტანა წვივები.
ბარბაცით გავიდა მისაღებში და მოსაუბრე საბას ყური დაუგდო
-ეს არის ალექსანდრე გულბანი და მისი ბედოვლათი შეყვარებული ნაწაშკა!-ბოლო სიტყვებზე სიცილი ძლივს შეიკავა საბამ და ტუჩები მოკუმა,-ოჰ, ეს გოგო ვინ არი?-მხიარულად ჰკითხა გოგონებს.
-ეს ნინია ლომთაძეა, ჩვენი მეგობარი!-თქვა მარიამმა და ნინიას გვერდით მიუჯდა.
-ჩემი თავი კი არ გააცნო!-თვალები სასაცილოდ მოჭუტა,-ნახე, რა განძს არ მაფასებენ ნინუ?-ღიმილით გადახედა სახემღვრეულს და საპასუხოდ, ელენეს ჩმეტაც მიიღო მხარში,-რა ვთქვი ასეთი?-იკითხა გაკვირვებულმა.
-დებილო! მისი ყოფილი შეყვარებული ეძახდა ეგრე!-გამოსცრა ბიჭიაშვილმა.
-აუ, მართლა არ ვიცოდი,შენ დობას ვფიცავარ ნინია, თორე არ გეტყოდი, ბოდიში რა!-უთხრა აფორიაქებულმა.
-კარგი, არაუშავს! ეგ არაფერი,-გაუღიმა გოგონამ და ცრემლი შეიმშრალა.
-ჩვენ მოგვაქცევთ ყურადღებას?-წამოიკივლა ნაწკამ და ყველამ მას მიაპყრო თვალები.
"ეს წივილა ბაყაყი სად ჯანდაბაში ნახა საბამ,გამიხვრიტა მგონი ყურის ბარაბანი" აზრებში გაკიცხა ბაყაყუნა ელენემ და წარბაწეულმა გახედა.
-ერთადერთი,რაც ჩემს ყურადღებას იპყრობს, შენი გადაგნესილი ტუჩებია და რადგან არავინ გესაუბრება, ე.ი უნდა დაეტიო ერთ ადგილას!-თქვა ნუციმ და თვალი ჩაუკრა.
-შე ქუჩის ქალ..
-ახლა მოიცაა!-ფეხზე წამოხტა ელენე და ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ ბაყაყუნას,-გაიმეორე რაც თქვი!-გამოსცრა კბილებს შორის.
-ქუჩის ქალი!
-რაიოოო?შენ ვინმეში ხომ არ გეშლება ნუცი, უფრო სწორად საკუთარ თავში? ქუჩის ქალს,აქ მხოლოდ შენ გხედავ გასაგებია? და სანამ უარესები გამიკეთებია, ეგ ქუსლიანები გაიძრე და ისე გაიქეცი, თორემ დაგაცლი ღერა-ღერა მაგ ქათმის ბუმბულებს, აქა იქ რომ ამოგსვლია თავზე!-ფეხზე წამოხტა ნინია და ამჯერად ის გამოექომაგა ნუცის, საბა და ლექსო კი სიცილს ძლივს იკავებდნენ, მხოლოდ ის ხეთა ხე იდგა დაბღვერილი.
-შენ ვინღა ხარ?
-მე ვინცა ვარ გაიგებ უახლოეს ორ წამში თუ არ დაახვევ აქედან! ერთი ხელის მოდებ გინდა და მაგ სილიკონებს იატაკზე დაგაყრევინებ!-გამოსცრა კბილებს შორის და უფრო მიუახლოვდა გაფითრებულს, იმანაც მგონი იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე და უკან დაიხია.
-აჰაჰაჰაჰაჰაჰა,-აროხროხდა საბა და სიცილისგან, ლამისაა ცრემლები გადმოყარა, მუცელზე ხელს იჭერდა, თან იცინოდა.
-ჟინვალიდან ჩამოსული..
-გეყოს!-წამოიყვირა ელენემ და თვალზე მოწოლილი ცრემლი უკან გადაყლაპა, -არც ერთ ჩვენგანს, არ ეკუთვნის შენნაირებისგან დაცინვა, მართლა სანამ თმით გამითრევიხარ აქედან, შენით მოძუძგე! დროზე!
-წამო პუსკ, წავიდეთ,-ამჯერად ლექსოს მიუბრუნდა და ნიკაპზე ხელი ამოჰკრა.
-შენ წადი და მერე მოვალ მე!-უთხრა მტკიცედ და სავარძელში ჩაჯდა.
-მეზიზღები გულბანო!-დაიყვირა გაწიწმატებულმა და იქაურობა დატოვა.
-არა, ის ბუმბულები კარგი იყო..-ამოიკვნესა საბამ, როდესაც სიცილს მორჩა და ნინიას მხარზე დაჰკრა ხელი.
-საბა გაჩერდი რა იქნება,-დაძაბულმა ამოილაპარაკა ელენემ და სამზარეულოში გავიდა.
-რა გულთან მიაქვს ამ ბავშვს ყველაფერი! უი მე..-ჩაიქირქილა საბამ და ისევ გადაიხარხარა.
ჭურჭლის რეცხვით გართულს, ყელთან ცხელი სუნთქვა მოელამუნა და გაშრა, წელზე ხელი რომ შეუცურა ვიღაცამ, დენდარტყმულივით მიტრიალდა უკან და უკუნით შავ თვალებში ჩააჩერდა ალექსანდრეს.
-შენ შემთხვევით იმ ნაწკაში ხომ არ გერევი?-წამოიყვირა გაკაპასაბულმა და მამაკაცის მკლავებისგან დასახსნელად დიდხანს იფართხალა.
-შენ რა ჯიუტი ყოფილხარ ტო?
-სიჯიუტეს გაჩვენებ, თუ არ გაჩერდები! უზნეო, ყველას ასე ეღლაბუცები ხომ?
-ნუ გაკაპასდი!
-როგორც მინდა ისე ვიქცევი, შენ ვინ გკითხავს ჰაა? ამას დამიხედეთ ერთი, თავი ვინ გგონია შენ?
გულბანს სახეზე ბრაზი მოერია და მთლიანად წამოწითლდა, სახე და ყელი მთლიანად დაეძარღვა, წვრილ მკლავში თითები ჩაავლო და ახლოს მისწია.
-ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ, თორემ მე შენ გაჩვენებ, ვინც მგონია თავი!-გამოსცრა კბილებს შორის და სამზარეულო დატოვა.
ნატკენი ადგილი კიდევ ერთხელ დაიზილა აცრემლებულმა და ტუჩები სატირლად დაბრიცა. "მაგის გამო მაინც არ ვიტირებ! არ ვიტირებ!"იმეორებდა გულში და თვალებს აფახულებდა.
მისაღებში გასულს, ყველას მხიარულების ნოტა შეჰპარვოდა სახეზე, მხოლოდ ალექსანდრე იჯდა ფაბღვერილი და წარბსაც არ არხევდა.
"შეყვარებულმა მიატოვა და იმას მისტირის ალბათ" ჩაიქირქილა გულში კიდევ ერთხელ და მის პირდაპირ დაჯდა.
-მოდი, რამე ვითამაშოთ!-წამოიყვირა საბამ და ყურები დაცქვიტა.
-პატარა ბავშვი ხარ შე**მა??
-გოგოები არიან აქ!
-რატომ, მე მინდა თამაში!-მხრები გულუბრყვილოდ აიჩეჩა ელენემ.
-პატარა ბავშვს, მგელობანას თამაში მოუნდა,-ბიჭიაშვილის გასაგონად თქვა ალექსნადრემ
-რადგან ასე კარგად ერკვევი თამაშებში, იქნებ იცოდეთ რამე!-არც გოგონა დარჩა ვალში.
-მგონი გაგაფრთხილე, ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობთქო და ერთხელ ნათქვამს, მეორედ არ ვიმეორებ!
-ხო და თუ შეიძლება, გვაცადე, "ცუდმა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო" ეგრე ნუ გაიხდი საქმეს!-ჩაიქირქილა ნიშნისმოგებით.
-ენა გრძელი გაქვს, ჭკუა კი მოკლე!-ირონიულად დაისისინა და ტუჩი ოდნავ შეარხია.
საოცრად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ბიჭიაშვილმა, სათამაშო მოედანი დატოვა და თავის საძინებელში შეიკეტა.
ამდენი არასდროს ულაპარაკია, თუმცა მისი ბრალი არ არის, იმ ავაზაკმა ასე რომ გაამწარა, სხვას რას მოელოდა. ხელების ფათურისთვის ზოგი უარესს უზამდა, ელენე კიდევ რბილად მოექცა, სხვა მის ადგილას, სახეს ჩამოუღებდა! ჯერ ერთმა ცრემლმა გამოჟონა, მერე მეორემ...
სააბაზანოში გავიდა, თვალები მოიბანა და ისე დაბრუნდა მისაღებში, სადაც გულბანი აღარ დახვდა.
კარგია, გული მაინც არ ეტკინება, მისი საქციელით. ჯანდაბაშიც წასულა! თავხედი, რამდდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, არ გამოჩენილა გულბანი, არც ნაწკა.
ჩვეულებრივად აგრძელებდნენ სწავლას უნივერსიტეტში.
ხან ნინიასთან იყვნენ, ხან ნინია იყო მათთან.
საბა და ლომთაძე განსაკუთრებით შეეწყვნენ ერთმანეთს, ისიც ჭკუასუსტი და ესეც ჭკუასუსტი, ამიტომ, ერთად კარგად უბერავდნენ.
ბუმბულებისა და სილიკონის ხსნებაზე ისევ სიცილით კვდებოდა საბა და ნინიას თმას უბურდავდა.
სასწავლებლიდან ბრუნდებოდნენ, მანქანასთან აყუდებული, ალექსანდრე,ანდრია და საბა რომ დაინახეს.
-ამას აქ რა უნდა?-ძლივს ამოიხრიალა ნინიამ და მარიამის ხელს ჩაეჭიდა
-ნუ ვარდები პანიკაში! არ შეიმჩნიო რომ ნერვიულობ,-სიტყვა გაამკაცრა ნუციმ.
-მოხვედით გოგოშკებო?!-როგორც ყოველთვის, ღიმილით შეეგებათ საბა და ელენეს ხელი გადახვია.
-ეს ანდრია გასვიანია, ჩვენი ქუთაისელი მეგობარი, ისევე, როგორც შენ ნინია! შეიძლება იცნობთ ერთმანეთს.
-კი როგორ არ იცნობენ, ერთ დროს ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ ვიღაცას ჩვენი ნინია ერთჯერადი ეგონა,-ანდრიაზე გაბრაზებულმა ამოილაპარაკა ელენემ და ნინიას ჩმეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-შენ მგონი ყვლაფერში ზედმეტად ჰყოფ ცხვირს!-თქვა ალექსანდრემ და ცალი წარბი მაღლა აზიდა.
-ნინიას საქმე ჩემი საქმეცაა, ამიტომ..
-ელუ, გთხოვ! ორი წლის წინანდელზე ახლა დარდი არ ღირს!-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ოდნავ მოწყენილმა და იქ მყოფთ თვალი აარიდა,-მე წავალ კარგი?!.
-კი მაგრამ ხვალ შაბათია,-გაიკვირვა მარიამმა.
-ხვალ დილას გნახავთ, ახლა შეუძლოდ ვარ,-თქვა დარწმუნებით და ქუჩას ჩაუყვა. დიდხანს უყურა გასვიანმა მიმავალ სილუეტს და ისიც მისკენ უნდა წასულიყო, ბიჭიაშვილი რომ გადაეღობა გზაზე.
-აბა ახლა დისტანცია დაიცავი და ნინიას ახლოსაც არ გაეკარო! შენ საკმარისზე მეტი დრო დაგითმო მაგრამ არ ყოფილხარ ღირსი!-გამოსცრა კბილებს შორის,-ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, გეფიცები ცოცხალს არ დაგტოვებ!
-გამიშვი რა ელენე!-მობეზრებულად ჩაილაპარაკა ანდრიამ და გვერდის ჩავლა სცადა
-შენ და დონის აფერისტი ყოფილხარ? ასე ოსტატურად როგორ მოატყუე ეს გოგო ჰა?! არარაობა ხარ, ვინ გააკეთებს მსგავს რამეს, თუ ადამიანი უყვარს? შენს გამო დღე და ღამე ცრემლს ღვრიდა, დღემდე უყვარხარ და არ ყოფილხარ ამის ღირსი! მეორედ ნინიას ნინუს დაუძახებ და მაგ ენას ამოგწიწკნი!
-ჩემი გოგოა, ჩემი ნინუა, მარტო ჩემი სიცოცხლეა! გესმის? შენ ვერ ამიკრძალავ, ნინიასთან დაკავშირებით რამეს, არ გაქვს ამის უფლება..
-შენ გეთქმის რამე? ორი წელი დედამიწას რომ არ ეკუთვნოდა, ვინ იდგა მის გვერდით შეენ?მე მოვატყუე? მე ვუთხარი ჯერ მიყვარხარ და მერე ცოლი მომყავს, აღარ მიყვარხარო?!
-ნუ წიკვინებ გოგო,-წამოიყვირა ალექსანდრემ და გოგონას მკლავში ხელი ჩაავლო.
-შენ გამიშვი ხელი ახლავე! რაც სიმართლეა იმას ვამბობ! არ დაგინახო ნინიას გაეკარო! მოგკლავ, მიგახრჩობ!
-გოგოო!-დაიღრიალა ბოლოს ალექსნადრემ, შიშისგან შეცბა ბიჭიაშვილი და ერთ ადგილას შეხტა, აცრემლებულმა ახედა და გვერდი აუქცია. ნუცი, მარი და საბა გაკვირვებულები უყურებდნენ სანახაობას და ენას პირში ვერ იბრუნებდნენ.
-გაბრაზდა, წავალ გავყვები!
-პატარა ტუტუცი გოგო!-ჩაიქირქილა ალექსანდრემ.
-მესმის და უკან არ მომაბრუნო!-მოაძახა ელენემ და გზა გოგონებთან ერთად გააგრძელა.
ბიჭები კი მანქანაში ჩასხდნენ და კარები ჩაკეტეს.
-არ ვიცოდი ნინია შენი შეყვარებული თუ იყო..-სიჩუმე დაარღვია საბამ,-გიყვარს?!
-მიყვარს რომელია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე როგორ ვარ მის გარეშე,-ამოიხავლა და სიგარეტს მოუკიდა.
-იმ დღეს, რომ გავიცანი, შემთხვევით ნინუ დავუძახე და ატირდა,-თქვა ჩუმად საბამ.
ლამის იქვე მოეკლათ ერჩივნა ანდრიას, მის გამო დაღვრილი, ნინიას ყოველი ცრემლი სტკიოდა, გულის არეში საშინელ ტკივილს განიხცდიდა, მანქანიდან სწრაფად გადმოვარდა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარები. იქვე მდგარ ურნას ფეხი დაარტყა და მთლიანად გადააბრუნა,ახლა გული რამეზე უნდა ეჯერა, ტკივილი რამეზე უნდა გადაეტანა, თორემ მოკვდებოდა.
საბამ მანქანიდან გადასვლა დააპირა, ალექსანდრემ რომ შეაჩერა.
-შეეშვი, გულს იოხებს და მოვა.
-ასე არ შეიძლება, ეს ორი როგორმე უნდა შევარიგოთ.
-სიყვარულის არ მჯეროდა, სანამ ანდრიას არ შევხვდებოდი, მაგარი სიგიჟეა, გასვიანის მსგავსად ნამდვილად ვერ მეყვარება. სად მაქ მაგის თავი!-ღიმილით ჩაილაპარაკა გულბანმა.
-ნუ ამბობ ეგრე! რა იცი, რა გელის! იქნებ შენც ისე შეგიყვარდეს დაიწვე.
-შემიყვარდეს არა ტოროლა,-გადაიხარხარა და საჭეზე ხელები მოათავსა, როგორც კი ანდრია ჩაჯდა თავის ადგილას.
-დამშვიდდი?-იკითხა საბამ და უკანა სავარძლიდან თავი წინ გადმოჰყო.
-ცოტა,-ჩაილაპარაკა წართმეული ხმით,-საბა, ძმურად, იმის მეტად ნინუ აღარ დაუძახო!
-კაი ტო! რაზეა ბაზარი! ასე თუ გიყვართ ერთმანეთი რატომ არ რიგდებით?
-ვაბშე, მაგას რომ დავშორდი, ქუთაისიდან წამოვედი რა, არ შემეძლო მეყურებინა შორიდან.. ამიტომ წამოვედი!
-ეგ სიყვარული თუ გაგაგიჟებთ!-ჩაიქირქილა ალექსანდრემ და მანქანა დაქოქა.
-შენ რა იცი რა გელის ხეო! იქნებ, გამოჩნდეს შენს ცზოვრებაში ვინმე ლამაზი, სუფთა, ოდნავ ჯიუტი, ცანცარა გოგონა და შეგიცვალოს ეგ რკინის ხასიათი..-ჩაიცინა ანდრიამ,-როგორც მე შევიცვალე,-ჩუმად დაამატა ბოლოს.
* * *
სახლში დაბრუნებულმა ანდრიამ ვერაფრით მოისვენა, ბოლოს ისევ კომპიუტერი ჩართო და უინტერესოდ დაიწყო სიახლეების თვალიერება.
თვალში მოხვდა "ნინია ლომთაძე" მწვანედ რომ ანათებდა და მისი პროფილი, დაზეპირებული რომ ქონდა, კიდევ ერთხელ დაათვალიერა. არაფერი ახალი,არც ფოტო, არც კომენტრი.
ბოლოს მაინც გაბედა და პირველმა მიწერა, ორი წელია მათი ჩატი სუფთაა,ახლა კი აუცილებლად უნდა განაახლოს ანდრიამ
-გამარჯობა.
-გამარჯობა.-მალევე უპასუხა გოგონამ. ახლა რა უნდა მიწეროს? რა უთხრას?
-როგორ ხარ?-ანდრია
-ჩვეულებრივად, შენ?-ნინია.
-ცუდად.-მხოლოდ ეს მიწერა და დაელოდა გოგონას მესიჯს, ასე რომ იგვიანებდა.
-არაუშავს, გაგივლის.
-ნინუ..-რამდენი ხანია არ დაუძახია მისთვის ეს სახელი,არა და როგორ მოენატრა, ეგოისტურად არ ესიამოვნა, საბამ რომ დაუძახა, მას ეს სახელი. მხოლოდ ის უძახის და მან უნდა დაუძახოს სულ.
-რა გინდა ანდრია?-ნინია
-მომენატრე.-ანდრია
-შენი ცოლი არ მოგენატრა?-ნინია
-არ მყავს ცოლი.-ანდრია
-კი, როგორ არა.
-მე ისევ მიყვარხარ.
-კარგად.
-მიყვარხართქო და დაგიბრუნებ.-ანდრია
-არ მჯერა.
იცოდა, იცოდა რომ არ სჯეროდა, იცოდა რომ გული ატკინა მის პატარას, ცხოვრების აზრი მისი სახით რომ დაკარგა იცოდა, მაგრამ რა ქნას, ვეღარ ახერხებს მის გარეშე. არ შეუძლია, ჰგონია ჰაერი არ ყოფნის, ეს ერთი წელი, მხოლოდ იმიტომ ცოცხლობდა, რომ დაებრუნებინა..
მის გარეშე რომ კვდებოდა კარგად იცოდა..
საარსებო წყარო რომ ელეოდა ხვდებოდა..
ადგილს ვერ პოულობდა, მიწერდა, აუცილებლად მიწერდა, ეტყოდა რომ სიგიჟემდე ენატრებოდა, მაგრამ, დაუჯერებდა?
-უნდა დამიჯერო.-მიწერა ხელისკანკალით.
-როცა მჯეროდა შენი რა მოვიგე? როცა შენს იქით ვერავის ვხედავდი, როცა შენ იყავი ჩემთვის ჰაერიც, წყალიც, მიწაც, საარსებო წყაროც, რა მოვიგე? ისე წადი არაფერი გითქვამს, მერე გამომრცხადე და მითხარი რომ ცოლი მოგყავდა.. ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი, ერთი წამით მაინც იფიქრე, თუ რას იგრძნობდი შენ.. არ გეტკინებოდა?-ნინია.
-ჩემო პატარა, ვიცი მართალი ხარ, მესმის შენი.. ვხვდები რასაც იგრძნობდი, ჩემო ანგელოზო. შენი გულისტკივილი მკლავს, ბოლოს მიღებს მაგრამ შენ არაფერი იცი ჩემო ნინუ.-ანდრია
-ნინუს ნუ მეძახი, მოკვდა ნინუ! შენთვის აღარ ვარსებობ.. არც კი იფიქრო ჩემზე, წარმოიდგინე რომ მოვკვდი..-ნინიამ ეს რომ მოწერა სულ გადაირია, მკვდარი წარმომიდგინეო, ამაზე ფიქრიც კი კლავს და ანადგურებს, ახლა თვითონ ეუბნება ამას. როგორ მძაფრად გრძნობდა ტკივილს იმ წამს თქვენ არ იცით, ვერც გაიგებთ. უბრალოდ არ გყვარებიათ ისე, როგორც მათ.
-ნუ ამბობ მაგას. გინდა ჭკუიდან შემშალო?? ეგ გინდა? ხოდა გამოგივიდა!-ანდრია
-რასაც მინდა იმას ვიტყვი, ახლა კი შენი აღარცერთი სიტყვა აღარ მაინტერესებს, მე შენთვის აღარ ვარსებობ!-ნინია
-მე მიყვარხარ! მე, გესმის??-ანდრია
-ვისაც გინდა იმას დააჯერე ეგ ტყუილები, საკმაოდ მჯეროდა შენი. მე აღარ მიყვარხარ!-ნინია.
იცოდა რომ ცრუობდა, მაგრამ მაინც გული ატკინა მისმა სიტყვებმა. იცოდა, იმ სიყვარულს ერთი წელი რომ ვერ გაანელებდა, მაგრამ გული მოუკვდა, ყველაფერს აიტანდა ოღონდ მის აღარ მიყვარხარს ვერ გაუძლებდა.
-მაშინ რატომ ატირდი, საბამ რომ დაგიძახა "ნინუ"? მაშინ რატომ გამექეცი დღეს, თუ არ გიყვარვარ, რატომ?-ანდრია
-იმიტომ რომ ყოველი წამი მძულს რაც შენ გეხება!-ნინია.
-შენც კარგად იცი, რომ ცრუობ!-თქვა მოთმინებადაკარგულმა და ლეპტოპი იატაკზე დანაარცხა.
=-----=-----=-----=
''იქნებ, გამოჩნდეს შენს ცზოვრებაში ვინმე ლამაზი, სუფთა, ოდნავ ჯიუტი, ცანცარა გოგონა და შეგიცვალოს ეგ რკინის ხასიათი.." სახლში მისულს ეს სიტყვები გაახსენდა და თვალწინ ელენე დაუდგა.
-აი ეგ პატარა ცერცეტა არსება რამ გამახსენა ახლა?-საკუთარ თავს გაუწყრა ხმამაღპლა და გოგონას სახე რომ დაინახა, თუ როგორ ლანძაღვდა ანდრიას დღეს, ღიმილი მოეგვარა ბაგეზე. საშინლად სიამოვნებს, ეს გოგო წინააღმდეგობას რომ უწევს და თავის დაცვის დაოცარი უნარი რომ აქვს. როდესაც მას ხედავს, მისდაუნებურად, უზნეო ფიქრები უღვივდება.
-ოჰჰ, ეგეც ნაწკასნაირი გატაცებაა! იმართლა თავი და საწოლში შეგორდა.



№1  offline მოდერი ელი

დადამ...! ჩემი ისტორიაააააა <3 მარტო ჩემი. <3
"შე ვაფშე ყველაზე მაგაროოო"
ძალიან მაგარია სიხარულო და ძააან დიიდი მადლობა. რო ვკითხულობდი ყოველ სიტყვაზე მაჟრიალებდა...
არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა... მართა ძალიან მომეწონა და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ <3 როგორც იქნა ამ საიტზეც გაიჟღერა "ბიჭიაშვილმა" :დ
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ველოდები იცოდე დიიიიიიიიდდდდს <3
მართლ ა რა ცანცარა და კაპასა ვყოფილვარ ღმერთო :დ

 


№2  offline წევრი Unnamed

Mmmm.... Raa kargia :) martalia guli dzaalian damwyda wina istoria rom gawyvite... Magram esec sainteresoa :*

 


№3  offline წევრი Mkitxveli

მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავებს.
შენი მკითხველი ვარ :*

 


№4  offline მოდერი ელი

ბუშტი ხედავ რა გყავარ რამდენს მოსწონს ჩემი ისტორია? :დ

 


№5  offline მოდერი MyLove

elle.eli-bichiasdhvili
ბუშტი ხედავ რა გყავარ რამდენს მოსწონს ჩემი ისტორია? :დ
აბა ელუუ რამდეის მწონბა დავიმსხურეტტ უყრეევ???
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6 სტუმარი bu

wina istoriis wera ratom gawyvite! :/ :/ :(((((

 


№7  offline წევრი NA NO

საინტერესო ჩაანს ასე გააგრძელეე <3

 


№8 სტუმარი ...

ძალიან მომეწონა და ველოდები ახალ თავს აუცილებლად დადეე ახლავეე love ძალიან მაგარი გოგო ხარრ love

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra dampalia es aleqsandre raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent