შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენით ნარკომანი გავხდი 3


3-03-2015, 22:59
ავტორი სოფია სოფია
ნანახია 1 899

მაპატიეთ რომ ამდენი ხნით დავაგვიანე.. ინერნეტთან შეხება არ მქონდა
ვაგრძელებ....

მარიამი ნიკასთან ძალიან ახლოს დაიხარა, ერთმანეთის სუნთქვასაც გრძნობდნენ,უცებ ყურთან აკოცა და თან ჩუმად უთხრა

-უმჯობესია, ქეთის დაურეკო
-რატომ გინდა რომ ეს გავაკეთო? -ნიკამ წელზე მოხვია ხელი
-იმიტომ რომ.... მეც ვბრაზდები საბა რომ არ მირეკავს ხოლმე -მარიამი წამოიწია და ახლა ნიკას გვერდით დაწვა,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს
-კარგი.... -ნიკა თითქოს გაბრაზებული ადგა,ტელეფონი აიღო და სასტუმრო ოთახში გავიდა,ისე დადგა რომ მარიამი ხედავდა მას...

თუმცა მან ზურგი აქცია ნიკას, გადაბრუნდა და სახეზე თითქოს გაბრაზების კვალი დაეტყო...ასე იწვა გაუნძრევლად, თავი მოიმძინარა....ნიკა სასტუმრო ოთახში სავარძელში იჯდა ჩაფიქრებული,მარიამთან არც კი გამოსულა, ამასობაში დაღამდა და გაწვიმდა კიდეც, ისე წვიმდა რომ წვიმის წვეტების ხმა ფანჯრის მინებზე აყრუებდა ყველაფერს....ნიკა ფანჯარაში იყურებოდა ადგილიდან,უცებ წამოდგა, მოსასხამი აიღო და კარისკენ წავიდა, უცებ მარიამის ოთახთან შეჩერდა,მარიამმა იგრძნო რომ ნიკა კარებთან იდგა, ოდნავ წამოიწია მაგრამ ნიკა მალევე გასცილდა ოთახს...მარიამი ისევ საწოლზე დაწვა....საბამ დაურეკა,მაგრამ ყურმილი არ აიღო....
დილით ისევ მისმა ზარმა გააღვიძა, ფანჯარაში გაიხედა...წვიმდა, გაიზმორა და ყურმილი ძალდატანებით აიღო...
-ჰო საბა
-რაშვები? გუშინ გირეკავდი რატომ არ მიპასუხე?
-მეძინა
-კარგად ხარ?
-კი
-არ მატყუებ?რაღაც უხასიათოდ ხარ
-არა საბა ახლა გავიღვიძე და დილიდან უნდა ვიცინოდე?
-კაი კაი რა მოგივიდა... ბოდიში
მარიამმა უცებ მძიმედ ამოისუნთქა
-არა, მე მაპატიე...მართალი ხარ რაღაც უხასიათოდ ვარ, თუ გინდა ჩემთან მოდი
-კარგი, წამოვალ...
ყურმილი გაუთიშა, მარიამი კარგა ხანს არ ამდგარა ლოგინიდან, იწვა და ფანჯრიდან წვიმას უყურებდა თუ უსმენდა....მერე დედ-მამის ფოტო აიღო და ცრემლმორეული უყურებდა...ალბათ ახლა ყველაზე მეტად დედის დახმარება სჭირდებოდა,თუმცა მანაც არ იცოდა რა სჭირდა...

ამასობაში ნიკას ქეთისთვის მიეკითხა სკოლაში(ამთავრებდა იმ წელს), მანქანაში უცდიდა,როცა ქეთი გამოვიდა სირბილით მოვიდა მანქანამდე,სწრაფად ჩაჯდა, ნიკას აკოცა და ჩაეხუტა...
-ჩემი გოგო. სად წავიდეთ? -ნიკა
-სადაც გინდა... -გაუღიმა ქეთიმ
-კიდევ კარგი რომ ასე მიპასუხე, თორემ ჩემი სიურპრიზი და მცდელობა წყალში ჩამეყრებოდა
-ჰმმმ,, რა სიურპრიზია? ან სად მივდივართ?? -დაინტერესდა ქეთი და აღარ ეშვებოდა
-ნახავ -ნიკამ მსუბუქად აკოცა და შემდეგ მანქანა დაძრა

მასთან მიიყვანა სახლში, მარტოები იყვნენ, სამზარეულოში კი ნიკას პატარა სუფრა გაუშლია სანთლებთან ერთად,მოკლედ ქეთის რომანტიკული ვახშამი მოუწყო,ოღონდ დილით, რადგან გოგონას მშობლები საღამოს არ გამოუშვებდნენ, მით უმეტეს შეყვარებულთან ერთად.....

-ეს ყველაფერი ჩემთვის -ქეთი აღფრთოვანებული მაგიდას გარს უვლიდა
-კი, შენთვის -ნიკუშა უკნიდან მიეხუტა მას
ქეთის ხმა აღარ ამოუღია,მხოლოდ იღიმოდა
-მიყვარხარ ქეთი
-მეც ნიკუშა, მეც ძალიან...
ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე მაგიდას მიუსხდნენ მაგრამ ნიკას პირი არაფრისთვის არ დაუკარებია, მხოლოდ ქეთის უყურებდა თან ისე ღრმად იყო ფიქრებში შეჭრილი,რომ მხოლოდ მისი პირის მოძრაობას ხედავდა, არაფერი არ ესმოდა, სანამ ქეთის შეძახილმა არ გამოაფხიზლა...

-ნიკა, გესმის?
-ჰო...ისა.. ჩავფიქრდი, რას მეუბნებოდი?
-ამ დღეებში ჩემი კლასელის დაბადების დღეა, მოვიტყუებ რომ იქ მივდივარ და ჩვენ წავიდეთ სადმე...
ნიკას გაეცინა, წამოდგა,ქეთისთან მივიდა აკოცა და უთხრა
-იმედია ლაშა(ქეთის ბიძაშვილი) არ მცემს...
-ლაშა რას გაიგებს
-წამო....
-სად?
-წამო წამო....
ქეთიმ ნიკა სასტუმრო ოთახში გაიყვანა, სავარძელში ჩაჯდა, ქეთი მუხლებზე დაისვა, ჩაეხუტა და ასე ისხდნენ დიდხანს, არც ერთი ხმას არ იღებდა...

მარიამთან კი ამ დროს საბა მივიდა...ისინი ფილმს უყურებდნენ,მაგრამ მარიამი აშკარად უხასიათოდ იყო ისევ, ეტყობოდა რომ ტელევიზორისკენ მხოლოდ თვალები ჰქონდა მიპყრობილი,გონებით კი სხვაგან იყო....საბა ცდილობდა მისთვის რამე ეკითხა მაგრამ ვერ უბედავდა, ერიდებოდა მარიამის კიდევ უფრო გაღიზიანებას...გოგოს კი ტელეფონისკენ ეჭირა ყოველ წამს თვალი, საბამ ეს ვერ შეამჩნია...

-მარ
-ჰო... -მარიამმა საბას ახედა
-ანის ხომ არ დავურეკოთ? ამოვიდეს, ცოტას გაგვამხიარულებს
-კარგი იდეაა... -მარიამმა ტელეფონი აიღო და ანის დაურეკა, მოსვლა სთხოვა
ანიც მოვიდა მოგვიანებით....

-როგორ ხარ? -გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს
-კარგად, საბაა ჩემთან ... -მარიამმა ანის ქურთუკი გახადა და ოთახში შეიყვანა
-ვაა საბაა..როგორ ხარ? -ანი
-მაგრად ანუშკი შენ? -საბა
-რავი, ნიჩევო... ფილმს უყურებდით? -ანი იქვე ჩამოჯდა
-ჰო.... -მარიამი
-რაზე იყო? უეჭველი სიყვარულზე....
-ჰო, რაღაცა ბიჭის და გოგოს მეგობრობაზეე -მარიამს პასუხი საბამ დაასწრო

ანიმ შეამჩნია როგორ აფორიაქდა მისი დაქალი, ოთახიდან რომ გასულიყო მარიამმა მოიმიზეზა ყავის მოხარშვა,ანერვიულდა, ანის რას გამოაპარებდით...საბას მოუბოდიშა და ისიც მარიამს გაჰყვა

-რა გჭირს? -ანი
-არვიცი.... გუშინ საღამოს მერეა ასე ვარ
-რა მოხდა წუხელ? -ანიმ სკამი გამოსწია,დაჯდა, მაგიდას ხელები დააყრდნო და მოემზადა, თითქოს იცოდა მარიამი რაღაც საინტერესოს მოუყვებოდა
-ნიკა იყო აქ -მარიამი ანერვიულებული მობრუნდა
-მერე? იჩხუბეთ...
-არა
-რამე გაწყენინა?
-არა... -მარიამმა თავი დახარა
-მეტყვი თუ არა? დაჯექი.....
მარიამს უნდოდა მოეყოლა, მაგრამ ვერ გაერკვია თავის გონებაში თუ რა უნდა ეთქვა ანისთვის, ან საერთოდ რატომ იყო უხასიათოდ.... თითქოს გარემოება დაეხმარა ამის თავიდან აცილებაშიო და ამ დროს ქურაზე დადგმულმა ყავა გადმოიღვარა
-იიჰჰ,,, რა უცებ ადუღდა... მოვასუფთავებ და გამოვალ
-იცოდე, თავს ვერ დაიძვრენ -ანიმ ამოისუნთქა და ისე უთხრა
მარიამი შებრუნდა, სამზარეულოს მაგიდას დაეყრდნო და თავი დახარა თითქოს ძალას იკრებსო....მერე ყავა ჩამოასხა და ოთახში გაიტანა, საბა აივანზე იყო გასული და იმ თავსხმა წვიმაში სიგარეტს ეწეოდა..

-ეს ხომ არ გაგიჟდა? იქ რას აკეთებს? -მარიამი
-ეწევა.... შეეშვი, მოდი მანამდე მომიყევი... -ანი
მარიამმა ანის რაღაცნაირად გახედა, ლანგარი მაგიდაზე უხეშად დადო, მერე აივნის კარი გამოაღო და საბას შიგნით შემოსვლა სთხოვა...
-საბა, შემოდი,შიგნით მოწიე, რას აკეთებ?
-მოდი შენც აქ....
საბამ ხელი დაავლო კარის ზღურბლზე მდგარ მარიამს და აივანზე გამოიყვანა, მერე ანის ხელით ანიშნა მოდიო...სამივენი თავსხმა წვიმაში იდგნენ,ეს სიგიჟე იყო...მარიამი თითქოს ხასიათზე მოვიდა, საბას ეხვეოდა და იცინოდა... სულ გაიწუწნენ, შიგნით სიცილით შემობრუნდნენ....ვერ სხდებოდნენ სავარძელზე რადგან თავიდან ფეხებამდე სველები იყვნენ.... მარიამა თავისი ოთახი ანის დაუთმო გამოსაცვლელად, საბა კი აბაზანაში შეიყვანა,თითონ რომ უკან ბრუნდებოდა საბამ ხელი მოჰკიდა და ისევ აბაზანაში შეიყვანა და კარი გადაკეტა

-აღარ გიშვებ.... -საბა
-კარგი ერთი -მარიამმა გაიღიმა და დოინჯი შემოირტყა
-მიდი სცადე და გააღე -საბა საკეტს აეფარა
-სანაცვლოდ რას ითხოვ? -მარიამს ეცინებოდა ამ სისულელეზე
-ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს....... -საბამ დაასერიოზულა

მარიამი მიუახლოვდა, აკოცა ჩაეხუტა და უთხრა
-მიყვარხარ....
-მე უფრო....
-კარგი რა ახლა პატარა ბავშვივით არ დაიწყო "მე უფრო", "მე უფრო" -გაუცინა მარიამმა
-კარგი.... მიბრძანდით ქალბატონო -საბამ კარი გაუღო მარიამს,რომელიც ჯერ კიდევ სველი ტანსაცმლით დადიოდა,თან მაგიდას ალაგებდა....
ანი და საბა მალევე წავიდა სახლში , ახლა ანიმ რახან დაიგულა თავისი დაქალი მარტო მოსთხოვა რომ წუხანდელი ამბები მოეყოლა....

-სწრაფად მომიყევი რა მოხდა
-არვიცი ანი...არც მე ვიცი რა უნდა ვუწოდო ამას|
-რატომ? მარიამ !!!
-უბრალოდ.... მე და ნიკა...... (ისევ დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა)
-ჰო,ჰო შენ და ნიკა !! -ანის ჩაეცინა
მარიამმა გაკვირვებულმა გახედა...
-შენ რა იცი რისი თქმა მინდა? -მარიამი
-ძნელი მისახვედრი არაა... (გაეცინა) მიდი მიდი განაგრძე...
-მოკლედ, ჩემთან იყო...მერე ისე მოხდა რომ ჩემს ოთახში ვიყავით...ძალიან ახლოს და ძალიან უჩვეულო მდგომარებაში ანი....თან გულწრფელები
-რა უთხარით ერთმანეთს?
-ვუთხარი რომ ქეთი არ მომწონს....
-ჰაჰ, ჯერ კიდევ ქეთის პირველივე გამოჩენიდან მაგას გეუბნებოდი,მაგრამ უარყოფდი -ანის ისევ ჩაეცინა
-ყველაზე მეტად მისმა პასუხმა დამაბნია...
-რა გითხრა?
-მითხრა შეყვარებულები არ ვართ მაგრამ როცა ვინმე გეფლირტავება მინდა მოვკლაო...
-რაოოოო????????? -ანის თვალები გაუფართოვდა მაგრამ ღიმილი მაინც დაჰკრავდა სახეზე
მარიამს ხმა აღარ ამოუღია, ელოდა მეგობარი როდის ეტყოდა რამეს....მაგრამ ანი ხმას არ იღებდა,მხოლოდ ეღიმებოდა
-ანი.... ასე იჯდები? -მარიამმა ვეღარ მოითმინა
-და რა გინდა რომ გავაკეთო?
-მითხარი რამე...რას ნიშნავდა ეს ყველაფერი
-დაფიქრდი და მიხვდები.... ახლა უნდა წავიდე -ანი წამოდგა, მარიამს თავზე აკოცა და გავიდა ისე რომ მარიამი არც წამომდგარა, ასე გაუნძრევლად იჯდა...
ისევ მარტო დარჩა და ისევ მოიწყინა... თავის ოთახში შევიდა, ლოგინზე ავიდა დადა გადაწყვიტა ნიკასთვის დაერეკა..თან ნერვიულობდა, რამდენჯერმე იფიქრა გავთიშავო და ეს რომ დააპირა ნიკამ ყურმილი მაშინ აიღო...

-ჰო.... -ნიკა
-რაშვები?
-რავი შენ?
-რავი არაფერს...
-ჰოოოომმ..... -ნიკა არაფერს ამბობდა
-კარგი.... -მარიამი გათიშვას აპირებდა უცებ ნიკამ ჰკითხა
-რამე გინდოდა?
-მე?....(დაიბნა) არა... სიმართლე გითხრა სხვას ვურეკავდი,გვიან დავინახე რომ თურმე შენთან ირეკებოდა და მერე აღარ გავთიშე...
ნიკას თითქოს არ ესიამოვნაო ეს ნათქვამი, მისი რაღაცნაირად გახშირებული სუნთქვა ესმოდა მარიამს და ღიმილი ეპარებოდა ტუჩებზე....
-კარგი მაშინ, დროებით -ნიკამ ყურმილი გაუთიშა და იქვე ტახტზე მიაგდო ტელეფონი, ქეთი უკვე წასული იყო....
მარიამმაც ამ გაღიზიანების გასაქარწ....ბლად წიგნის კითხვა დაიწყო,როცა ისევ ტელეფონმა დარეკამ, გიჟივით ეცა, მაგრამ უცხო ნომრის დანახვაზე დიდად არ აღფრთოვანდა.....როცა უპასუხა და გაიგო თუ რისთვის ურეკავდნენ სახე შეეცვალა, თვალები ჩაუწითლდა... გაუთიშა და გაუნძრევლად იჯდა საწოლზე კარგა ხანს.....



№1  offline წევრი SuN♥

ვაიმეე რა მაგარიააა. ამ ვითომ და მეგობრებს ერთმანეთი უყვართ და ნეტა როდის გამოუტყდებიან ველოდეები ერთი სულიით. მალეე დაადეეე <3

 


№2 სტუმარი ana

Pirvelive tavidan geeubnebi to saocreba xar dzaan kaia da male gaagrdzele didi tavebit ❤agar shewyvito ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent