შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულაც არ ვაპირებდი შენს შეყვარებას! 23


3-03-2015, 23:49
ავტორი harryhermione
ნანახია 5 645

***
უკვე მესამე კვირა იწყება, რაც ჩარგალში ვარ. დრომ მალე გაირბინა, მონატრებული ბებოს სიყვარულში, სრულ სიმყუდროვეში, უხმაურო ლამაზ სოფელში სრულ ჰარმონიას ვგრძნობდი. ნამდვილად აღარ მინდოდა აქედან წასვლა. ალბათ არც წავიდოდი, რომ არა დამიანეს სკოლა. სამ დღეში გამოვემშივიდობები, ამ სიმყუდროვეს და დავბრუნდები იმ ჭუჭყიან ხმაურიან ქალაქში. ჩემი მომავალი ძალიან ბუნდოვანი მეჩვენება. რა მოხდება, როცა თბილიში დავბრუნდები? ეს კითხვა მთელი ორი კვირაა თავში მიტრიალებს და უკვე იმდენად დამღალა, ხან გაუყუჩებელ კბილის ტკივილად წარმომიდგენია. ალექსანდრესთან ვერ დავბრუნდები, მართალია ვაპატიე, მაგრამ აშკარაა რომ ერთად არ ვართ. ყოველ დილით ისევ მოაქვს ამჯერად გვირილების დიდი თაიგული, ბარათების გარეშე. არსად ჩანს ალექსანრე და მასთან ერთად საეჭვოდ გაუჩინარდა ლევანიც. ვფიქრობ რომ ალექსანდრეს ხელი უნდა ერიოს ყოველივე ამაში. ხმები დადიოდა სასტუმროსთან ბიჭებმა იჩხუბესო და ერთ-ერთმა მაშინვე დატოვა ჩარგალიო. ეს აშკარად ლევანი უნდა ყოფილიყო, რადგა ალექსანდრე ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს სოფლიდან და ხშირად ხვდებოდა წყაროზე ჩასულ ბებიაჩემს. მე კი არასდროს შემხვედრია. არადა როგორც წესი წყაროზე მე დავდიოდი. ათაში ერთხელ თუ წავიდოდა ბებო. ჩუმად თუ მითვალთვალებდა რაში შჭირდებოდა? თავს მანატრებდა აშკარად და ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. ალექსანდრეზე ფიქრით იწყებოდა დღე და მისი გამოგზავნილი ბარათების კითხვით მთავრდებოდა. მენატრებოდა და თან ძალიან, უკვე ვეღარც ვმალავდი მონატრებას. ყოველი თაიგულის მოტანაზე, გულდასმით ვეკითხებოდი ყველა წვრილმანს. რამე ხომ არ დაგაბარა? როგორ არის? ისევ აქ არის? სადმე ახლოს ხომ არ არის? ნუ მოკლედ გავაწამე და თავი მოვაბეზრე საწყალ ბავშვებს. ყოველ თაიგულში ვეძებდი ბარათს, ან რამე მის მსგავს, მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი. მომენატრა ალექსანდრეს ჩახუტება, მისი ძლიერი მკლავების შეგრძნება, მისი ჰაერით სუნთქვა, მისი სურნელის შესუნთქვა. მთლიანად ალექსანდრე მომენატრა განუზომელად. ეს რატომ ან როგორ მოხდა მეც არ ვიცი. ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ მიყვარდა. ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ მენახა და მეთქვა ეს ყველაფერი. მაგრამ ის ისევ ჯიუტად არ ჩანდა. დღეები გაუფერულდა, ჩემთვის თორემ დათოვლილ ჩარგალში ყოფნა ვის არ მოეწონება. განსაკუთრებით ჩემი ძმა იყო ბედნიერი. აღარ უნდოდა აქედან წასვლა. რაც აშკარად მდედრობითი სქესის დამსახურება იყო. ბევრი ლაპარაკის, თხოვნის, წუწუნის, ლაქუცის შემდეგ, ერდ დღეს წყაროზე წასულებმა დამანახა ერთი გოგო და როგორც მითხრა ნინია ერქვა. მისი სახელის და საერთოდ მასი ხსენებისას დამიანე, წამოწითლდებოდა და თვალებში სიხარულის და უდიდესი სითბოს ოქროსფერი სხივი უდგებოდა. ყოველ დღე ჩემი გვირილების დიდ თაიგულს პარავდა ყვავილებს, და მისთვის მიჰქონდა. მე რა თქმა უნდა არ გავბრაზებულვარ ამაზე, პირიქით ყვავილების ჩუქნის იდეა მე მივაწოდე. ნინია თურმე აღფრთოვანებულა გვირილებით. აბა რა მოხდებოდა შუა ზამთარი იყო. დამიანე კი მთელი დღე გაბღენძილი და გახარებული დადიოდა. სულ დავცინოდი და პატარა კაზანოვას ვეძახდი. ამაზე ბრაზდებოდა და საოცრად სიმპატიურ სახეს სიმკაცრეს მატებდა მისი შეკრული წარბები. ახლაც მე და ბებო ვზივართ აგუზგუზებული ბუხრის წინ. ბებო რაღაცას ქსოვს, მე კი შევყურებ მოგიზგიზე ცეცხლს და ზემოთ ხსენებულ ალექსანდრეზე ვფიქრობ. ფიქრები კარების ხმამ დამიფრთხო. მალევე შემოვიდა ჩემი თოვლის პაპასავით დათოვლილი ძამიკო.

-ვააა ჩვენი პატარა კაზანოვაც მოვიდა-წამოვიძახე და მხიარულად გავიცინე. სახე წამსვე გაიმკაცრა და თმიდან აბრჭყვიალებული თოვლი ჩამოიყარა.

-ლიზი ხომ გითხარი ეგრე ნუ მეძახი-თქო

-ისე ბაბო ნინია ძალიან კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი, უზომოდ კეთილი, კარგი ოჯახის შვილი, რამდენი ხანი ჩარგლის სკოლაში მისნაირი ჭკვინი ბავშვი აღარ ყოფილა. კარგად ვიცნობ ყოველთვის მეხმარებოდა ხოლმე სახლის საქმეებში ცუდად რომ ვიყავი. ყოჩაღ ბებია ყოჩაღ, ყველამ ინატროს მეგისნაირი რძალი-
თქვა მოულოდნელად ფიქრებში წასულმა ბებიამ, ისე რომ ქსოვა არ შეუწყვეტია.

-ბებია რა, რა თქვი?-ალუღლუღდა ერთიანად აწითლებული დამიანე, გაბრაზებული თვალები მომაპყრო და მუშტი მომიღერა. მეც გაოცებული ვიყავი ბებოს ნათქვამით. მიუხედავად იმისა რომ ბაბოს თანდასწრებით ხშირად დავცინოდი-ხოლმე, მისთვის დაწვრილებით კი არა საერთოდ არაფერი მომიყოლი.

-მე არაფერი არ მითქვამს-ვუთხარი განრისხებულ ალექსანდრეს.

-თქმა რაში მჭირდება ბებია მე-შეიცხადა ქალბა და ქსოვას თავი ანება-ოთხი თქვენხელა ვარ, მეც გამოვიარე ბებია, ბავშვობა და ვიცი როგორ უჟუჟუნებენ თვალებს შეყვარებული წყვილები. მიტომ ვენდე ალექსანდრეს, ასე დაუფიქრებლა მაშინ მაგიტომ დაგტოვეთ მარტო, რომ მის თვალებში სიყვარული და სითბო დავინახე, დავინახე და მაშინვე მივხვდი რომ არც შენ იყავი მის მიმართ გულგრილი.
ასევეა დამიანეს შემთხვევაც. დიდი აჟიტირებით დამყვება ყოველ დღე წყაროზე, და თვალს ვერ აშორებს ხოლმე ნინიას. მე რა უნდა გამომაპაროთ თქვენ... სანამ თქვენს გულში სიყვარულის ცეცხლი აგიზგიზდება, მე ნაკვრეჩხალს ვამჩნევ ხოლმე.
ბებოს სიყვარულით შევხედეთ, და ორივემ ერთდროულად მაგრად ჩავიხუტედ გულში.

-ნელათ, ნელათ ბებო სადღა შემიძლია ამდენი მოხუცი ვარ უკვე-აწუწუნდა საყვარლად, მაგრამ თვითონაც მოგვხვია ხელები და თავზე გვაკოცა.

-უზომოდ გვიყვარხარ ბეე-ორივემ ერთდროულად ვთქვით და დროჟამისგან გაუხეშებული ლოყევი დავუკოცნეთ.

-მეც, მეც მიყვარხათ, ლიზი შენ სულ დედას გავხარ მისი ასლი ხარ საყვარელო, ისიც შენსავით ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი და მორცხვი. დამიანე შენ მისი თვალები გაქვს შვილო, მისი თბილი თვალები, ლიზი შენ მისი სიყვარულის და სილამაზე გამოგყვა, დამიანე შენ მისი უზომო სითბო და სიკეთე. იამაყებდა თქვენით, ნამდვილად იამაყებდა. ლიზი შენ უზომოდ უყვარდი, დამიანე შენ კი სანამ მუცელში იყავი გელაპარაკებოდა და მანვე აარჩია შენი ოთახის ფერი, სახელი კი ლიზის მიანდეს ასარჩევად. მაგიტომაც გქვია ასეთი ლამაზი სახალი ჩემო დამი. მიყვარხართ ბავშვებო. თქვენ რომ გიყურებთ ასე მგონია, ორ სხეულში გადანაწილებულ ჩემს შვილს ვუყურებ.-
თვალებიდან ნიაღვარივით წამოსული ცრემლი შეიმშრალა ბებიამ და თბილად გამგვიღიმა. მეც ღაპა-ღუპით წამოსული მხურვალე ცრემლი ჩამომიცურდა, დამიანემ ორივეს დამაიმედებლად მოგვკიდა ხელი და ნაღვლიანად გაგვიღიმა.

-კარგით ახლა რამე მაჭამეთ, მგელივით მშია. შენმა მოწონებულმა სარძლომ არაფერი მაჭმა-დაძაბული და დანაღვლიანებული გარემო უცბათ გაამხიარულა დამიანემ. ბებოც მკვირცხლად წამოხტა და ღიმილით დაიძრა სამზარეულოსკენ.
ჩვენი დასვენების დღეები მიიწურა. ნელ-ნელა უკლო დამიანემ სახლში ყოფნას დროის დიდ ნაწილს ნინიასთან ატარებდა. ვუგებდი და მესმოდა მისი. თან ძალიან მწყინდა ალექსანდრე გაუჩინარება. ხომ იცოდა რომ ხვალ მივდიოდი აქედან. მერე სადღა უნდა ეგზავნა ის გვირილები, არც ვიცოდი სად ვიცხოვრებდი. მთელი დღე ნაღვლიანი ვალაგებდი ბარგს, ხვალ მივდიოდით და არ მინდოდა რამე დამრჩენოდა. ბებოსაც აშკარად დაეტყო რომ სევდიანდებოდა და ძლიერ წყინდა ჩვენი წასვლა. არაფერს გვარგრძნობინებდა სულ გვიღიმოდა და გვეფერებოდა მაგრამ მის ღიმილს ნათლად დაეტყო ნაღველი და სევდა. თავპირი ჩამოსტიროდა დამიანესაც არ ემეტებოდა ნინია აქ დასატოვად.

-ლიზაზუ გეფიცები დიდი რომ ვიყვე ახლავე მოვიყვანდი ცოლად-დილით სახლიდან გასვლამდე მითხრა მოწყენილმა დამიანემ.

-ხო მარა ჯერ შენც პატარა ხარ და ნინიაც. გაიზრდებით და მერე იქნებით ერთად, ვერავინ და ვერაფერი საგიშლით, ერათად ყოფნას, დაიმახსოვრე ეს. აი თქვენმა არასწორმა ან ნაადრევმა ნაბიჯმა კი შეიძლება დააინგრიოს ან დაძაბოს ურთიერთობა. აშკარაა რომ გიყვარს. მაგრამ აცადე გაიზარდოს შენც გაიზრდები დაკაცდები შეგეცვლება შეხედულებები.

-ვიცი ლიზი ვიცი, მაგრამ მაგაში დარწმუნებული ვარ რომ სულ მეყვარება რაც არ უნდა მოხდეს.

-კარგი, კარგი პატარა კაზანოვა, გაიქეცი არ ალოდინო. ხომ იცი გოგოებს არ უყვართ ლოდინი-ვუთხარი და ისიც მკვრიცხლი ნაბიჯით გავიდა ჭიშკრიდა. ეზო მოვათვალიერე, შემდეგ გზაც დავზვერე. მე თვითონაც არ ვიცოდი ამას რატომ ვაკეთებდი. თუმცა როგორ არა ვიცოდი. ალექსანდრეს ვეძებდი. თავი გაბრაზებულმა გავაქნიე, და შემცივნული სწრაფად შევვარდი სახლში. დრო ბებიასთან ლაპარაკით გავიყვანე. დამაფრთხო იმან რომ დილით ყვავილები აღარავის მოუტანია. ავღელდი და მთელი დღე ვბორგავდი ვერ ვისვენებდი.

-ნუ სწუხარ ბებია, ისე არ წახვალ რომ არ ნახო, ნახავ აბა რა იქნება, მოვა და გნახავს-მიმიხვდა შფოთის მიზეზს ბებია.

-ბეე რომ არ მნახოს? იქნებ თავი მოვაბეზრე? ან გავაბრაზე?-ვკითხე გულაჩუყებულმა და ცრემლი მოვიწმინდე.

-მოვა ბე დაელოდე საღამოს-მეც დიდი გულმოდგინებით ველოდი საღამოს. როცა უკვე ცხრა დაიწყო, გადავწყვიტე რომ ალექსანდრეს მოსვლას სულაც არ ფიქრობდა. და ცრემლებმა დამინამეს სახე. ჯიუტად ვებრძოდი ცრემლებს მაგრა ჩემმა გუმა ბოლოს მაინც ვეღარ დაიტია მწუხარება. უკვე დასაწოლად უნდა წავსულიყავი, რომ კარზე დააკაკუნეს. გული შემიფრთხიალდა. სწრაფად მივიჭერი კართან და გამოვაღე. მაშინვე ვიგრძენი მონატრებული და საყვარელი სურნელი. მისი სახე როგორც კი დავლანდე მაშინვე მძლავრად ამიძგერდა გული. ალექსანდრეს სურნელს ერთვოდა უკვე კარგად ნაცნობი, გვირილების სურნელი, რაც იმან გამოიწვია რომ ალექსანდრეს უზარმაზარი გვირილების თაიგული ეკავა. ასეთი დიდი არასდროს მოუტანიათ ბავშვებს, ვერც მოერეოდნენ. ალექსადრესაც ჩემს მსგავსად გაცისკროვნებოდა სახე და მონატრებული თვალს არ მაშორებდა. ბოლოს სიცივემ ორივე რომ გამოგვაფხიზლა ეიფორიიდან გავიწიე და სახლში შევატარე. თაიგული დივანზე დადო და უხმოდ წამოვიდა ჩემსკენ. ძალუმად ამიკრა გულზე, თავზე მაკოცა, შემდეგ კი შუბლზე მომაწება ცხელი ტუჩები.

-მომენატრე ლიზი, ძალიან მომენატრე-მეჩურჩულებოდა მეც მოვხვიე ხელები კისერზე ასე ვიდექით ცოტა ხანს მერე კი მოვცილდი და ნაწყენი ჩავაცცქერდი თვალებში.

-თუ მოგენატრე რატომ არ ჩანდი?-ვკითხე ნაწყენმა და გაბრაზებულმა. მხოლოდ ეშმაკურად ჩაიღიმა და თამამად დაიძრა სამზარეულოსკენ, სადაც ბებო ეგულებოდა. თბილად მოიკითხა ქალი. ბებომაც არ დაიშურა თბილი სიტყვები და მზერა. შემდეგ ალექსანდრემ თქვა.

-ქალბატონო მარგალიტა, მინდა გაცნობოთ რომ თქვენი შვილიშვილი ცოტა ხნით უნდა მოგტაცოდ-ეშმაკურად გაუღიმა მომღიმარ ბებოს მე კი თვალი ჩამიკრა.

-წაიყვანე ბებო მე რა უფლება მაქვს დაგიშალო, შენი ცოლოა ბოლს და ბოლოს-ბებომაც ეშმაკური ღიმილით მიუგო. ისე რომ ჩემთვის აზრი არც უკითხავს მომხვია ხელი და გასასვლელისკენ წამიყვანა...

დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე....
ალბათ მომავალ თავში დავასრულებ კიდეც....
არ მინდა ძაან გავწელო...
გთხოვთ შეაფასეთ <3



№1  offline წევრი Unnamed

Auu male dade raa :)

 


№2  offline მოდერი Kira

აუუ ძაან კარგია.. love ველოდები შემდეგს მოუთმენლად wink wink
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline წევრი ray ray

აუ მაგარია მაგრამ მალე დადე რა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Ara rogor dagaxrcho ese kargad rom wer... vgijdebi shens daweril titoeul sityvaze... mixaria rogoradac wer. Vgijdebi am istoriaze.... sul vkitxulob da gulis fancqalit velodebi shemdeg tavs. Magram shen ki jiutad ar chanxar da ara... Mogvigdeb ragac or situvas. Male davdeb da tan didso es sheni male ati dge grzeldeba rogorc yoveltvis... sul mcire... rogorc iqna geshveleba shenc da mec.. am tavis aq shewyvetit damaklda. Is emocia damaklda tac uoveltvis axlda shen yavs...

 


№5  offline წევრი Niacule

1000000 მოთხრობას ვკითხულობ მაგრამ აი ეს რომ იდება ფეიერვერკებს ვუშვებ სერიოზულად. ჯერ არ დაამთავრო,ერთი 4 თავი დაწერე,ოღონდ დღეში ერთი დადე რაა,, და დიდი თავები, ეს რაიყო კარგი რაა (((( თუმცა მაინც მადლობ ამ თავისთვის<3

 


№6  offline წევრი nuki-nuka

ძაან აგვიანებ და თან პატარა თავია. recourse
შემდეგი შეეცადე დიდი დადო...
არ მინდა რომ დამთავრდეს, ძალინ მიყვარს. love

 


№7  offline წევრი ninee

ra kaiaa..ogond eseni shearige da meti araferi ar minda am istoriidan :-D kaiaa

 


№8  offline მოდერი MyLove

Auuu sadd gawyviteeee :(((( nu welav asee dzaliiann da Cota didi tavebii unda dadoo erti kvira rom agvianeb xolme..... kriitikaa iqett iikos da dzaliian momwoons velodebii shemdeegs....
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№9  offline წევრი ანა დევიძე

Vaimeeeeeeee.ra magariaaaaaaa.yvelaze magariaaaaaaaa.jwr ar daamtavro raaa.gaagrdzele kide da patara tavebs nu deb.nervi metxreba patara tavebze.male dade ahemdegiiiiii.velodebiiiiiiiiii......

 


№10  offline წევრი Guitarist

ძალიან მაგარიააა , ვგიჟდები ამ ისტორიაზე და არასდროს არ მყოფნის

 


№11  offline წევრი -tiko))

Male da didiebi da jer ar daamtavro raa... dzalian miyvars es istoria
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№12  offline წევრი ანა დევიძე

რამდენს აგვიანებ ადამიანო.ნერვებ მეწეწება უკვე.მალ მალე დადე რაააა..ისე კი მომწონს მარა......

 


№13 სტუმარი ანჩოუსი

აუ მალე რაა.. მოვკვდი კოდე რამდენ ხანს უნდა გვალოდინო

 


№14 სტუმარი ...

აუ კია რა დავიტანჯეთ, ორი სიტყვა მაინც თქვი როდის დადებბ recourse იცოდე გელოდები და დღეს დადე რაა love აი მთელი გულით და სულით გთხოვვ winked ნუ გამიცრუებ იმედებსს sad

 


№15 სტუმარი ...

აუ დადე რა მალეე recourse

 


№16  offline წევრი varduka

აღარ ამთავრეეებ? რა არის რა უპასუხისმგებლობაა?! angry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent