სიყვარული გიჟის ენაზე PART I (+16)
ჩანთა ჩალაგებული მქონდა, საათი ზუსტად იყო გაჭიმული ვერტიკალურად. ორ საათში ადგებოდა დილის გუშაგი. ადრენალინით გაჭღენთილი ხელით ჩანთა მესამე სართულიდან ძირს მოვისროლე. ბუჩქების გაფხაკუნების ხმაზე გულის ფეთქვამ იმატა, ქვემოთ ჩავიხედე, დაცვამ ვერაფერი ვერ შეამჩნია. კანკალით გადავყავი ერთი ფეხი ფანჯრიდან. აპრილის საშინელი სუსხი იყო, დილის 6 საათისთვის კი დაუნდობლად ციოდა, მზეც ნელ-ნელა თვალებს ახელდა და ვგრძნობდი როგორ გარბოდა დრო, არა ვერაფერს მოვასწრებ ასე, საკუთარ თავს ჩხუბი დავუწყე, ამდენი ხანი ვგეგმავდი გაქცევას და ახლა ამიკანკალდა ფეხები? არა, ანუკა, ადგები და პირდაპირ ფოფხვით გააღწევ აქედან, მხრებს ოდნავ გაცდენილი, მოუვლელი ტანღოვანი თმა ზემოთ ავიწიე, ოდნავ მოშვებულად შევიკარი, არასდროს არ მომწონდა, როგორ გამოიყურებოდა ჩემი ყურები, თმა როდესაც აწეული მქონდა. შავებში ჩაცმული და კაპიშონში გამოწყობილი ნელ-ნელა გადავძველი ფანჯრიდან, როდესაც ფეხი ამიცდა და პირდაპირ მესამე სართულიდან ბზის ბუჩქში თავით ჩავარდი. ახლა კი ნამდვილად გაიგეს ბუჩქიდან ჩემი განწირული ტირილ-ღრიალი. გონება დავკარგე, როგორც ჩანს, რადგან დილით ისევ პალატაში გამეღვიძა. ამჯერად ფეხებზე ბინტი მქონდა გადაკრული და ხელები განზე მქონდა მიჯაჭვული. ენას ვერ ვატრიალებდი პირში... სიცარიელის გრძნობა დამეუფლა და მივხვდი, ისევ წამლებით გამჭყიპეს. ოთახში სხვადასხვა ფორმის სხეულები დარბოდნენ, მე არაფერი მესმოდა, ყველა ტრიალებდა, თეთრი ხალათები და ცივი სახეები, ერთი და იგივე გამომეტყველებამ გააგიჟა აქ ხალხი, არანაირი ნერვოზი და ათასგვარი დაავადება არ იყო ამის ბრალი. თვალები დავხუჭე, როგორც ყოველთვის, სიზმარი არ მინახავს. **** - გაქცევა სცადა, უკვე მერამდენედ, ყურადღების მიქცევას ცდილობს ექიმო. - ცდებით, ქეთი, სოციოპატია მძიმე დაავადებაა, მათ არ სჭირდებათ ყურადღება იმდენად, რამდენადაც კონტროლი, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე. - გეთანხმებით, ბატონო ზურაბ. - კარგია, ქალბატონო ქეთი. პალატის გარედან მესმოდა ორი უფუნქციო ფსიქიატრისა და ასისტენტის დიალოგი, ესენი ისეთივე ექიმები იყვნენ, როგორც მე სოციოპატი. აქ 2 წლის წინ აღმოვჩნდი, სკოლაში დირექტორმა მშობელი დაიბარა, მაგრამ მე უკვე ავუხსენი, რომ არც ერთი არ იყო ცოცხალი, მისი პასუხი კი ასეთი იყო: რა გასაკვირიაო. რა ჩემი ბრალია თუ შემდეგ ფეხი აუცდა და ფანქარზე პირდაპირ მუცლით დაეცა. თან ოთხჯერ. სკოლისგან განსხვავებით, საგიჟეთში უფრო საინტერესო ხალხი ცხოვრობდა, ერთ პალატაში 2 ადამიანი იყო, ნიტა და მე ერთად ვიყავით, ასევე სალომეს და ირაკლის ვიცნობდი კარგად, დანარჩენები კი უბრალოდ ეული გიჟები იყვნენ. ნიტას ობსესურ-კომპულსური დაავადება სჭირდა, არა რა საჭიროა ამხელა სიტყვა, როდესაც გოგონა უბრალოდ ვერ იტანდა ვერანაირ ბაქტერიებს, გამარჯობას კი ხანდახან სამჯერ ამბობდა, ეს რიცხვი ძალიან უყვარდა, რატომ? ეს კითხვა საგიჟეთში არასდროს ისმება, იმიტომ რომ გიჟები ვართ! ეს ხომ ნათელია. სალომე ანორექსიით იყო დაავადებული, არაფერს ჭამდა, თითქმის 39 კილოს იწონიდა და მაინც ცხიმების დაწვას ცდილობდა, დილიდან ვარჯიშობდა, ვაშლის მეტს არაფერს იკარებდა, რა თქმა უნდა, თუ საწოლს არ მიაჯაჭვებდნენ ჩემსავით და პირში არ ჩასთხრიდნენ საჭმელს. ირაკლი უბრალოდ ნაბი**არი იყო, რომ ჰკითხოთ პიტერ-პენის სინდრომი ჰქონდა, 28 წლის კაცი 8 წლის ბიჭივით იქცეოდა, ტიროდა ყველაფერზე და ნერვებს მაწყვეტდა, მაგრამ მათ გარეშე ხომ აქაურობა სულ გამოყრუვდებოდა. ხელების გახსნას შევეცადე, რაც ზედმეტად მარტივად გამომივიდა, უკვე მეოთხეჯერ დამაბეს ასე, ზუსტად ვიცი როგორ კრავდნენ და აერთებდნენ ჯაჭვებს ერთმანეთზე, გასაკვირი არ იყო, ჩემი ასე ადვილად თავის დახსნა, პალატიდან გავიხედე და თვალები გამიდიდდა. პირველი სართული, პირდაპირ კარებთან ახლოს. ტანსაცმელი, რომელიც ჩემს გვერძე სკამზე ნაზად იყო დაკეცილი უცებ მოვირგე და პირდაპირ ოლიმპიური სიჩქარით გადავძვერი ჭიშკარზე. - ეეეეე, ეეე შეხედეთ ეეე. ირაკლის ბავშვური ყვირილი ისმოდა, როდესაც მე უკვე მთელი ძალით მოვკურცხლე შენობიდან რაც შეიძლებოდა შორს. - გიჟი თავისუფალია!!!! დავუყვირე პიტერ-პენს და უკან არც კი მომიხედავს. ბევრი ვირბინე, როდესაც ვერცხლისფერი მანქანა მომიახლოვდა, ფანჯრები ნელ-ნელა ჩაწია და მანქანის სიჩქარე, ჩემს ფეხის ხმას გაუტოლა. დაბრეცილი, მობეზრებული სახით გავიხედე მძღოლისკენ, როდესაც გულში რაღაცამ ძალიან მძიმედ დამარტყა. გამრჭოლი, დაუნდობელი ცისფერი თვალებითა და შავ, გიშრის წვერებში დამალული ღიმილით მათვალიერებდა უცნობი მამაკაცი, ლოყებზე მივიდე ხელი, რატომ მეწვის, რა ხდება? გავცივდი, ან გული რატომ ცემს ასე? ავად ვარ, გიჟებიც ხდებიან ავად? - უკაცრავად, მეგობარი დავტოვე აქ, ახლა კი ვერ ვაგნებ ტრასას, დამეხმარებით? მე ეჭვის თვალით შევხედე ეშმაკურად მოციმციმე თვალებს და იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვიცნობდი, უცნაური, უსაფუძვლო ნდობა გამიჩნდა ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ. - სად მიდიხარ? - თბილისში, სახლში ვბრუნდები. ღიმილით მიპასუხა მან, მე კი მის სახის მიმიკს ზუსტად ვიმეორებდი, ნათელი იყო, რომ ღიმილი მას უფრო უხდებოდა, ჩემი წინა ორი კბილი ოდნავ ეჯვარედინებოდა ერთმანეთს, ამიტომ კბილებს არასდროს ვაჩენდი. - მარტო ცხოვრობ? ცოტა გაკვირვებული დარჩა ჩემი კითხვით, სოციალური ურთიერთობები არასდროს ყოფილა ჩემი საუკეთესო მხარე, ზედმეტად პირდაპირი და გულახდილი ვიყავი. - რაში გაინტერესებს? მანქანა გაჩერებული ჰყავდა და ახლა კარიც გააღო, გადმოვიდა. შემათვალიერა, ეტყობოდა, რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული, მე უცებ დამარტყა თავში მისმა ფიქრებდა და გავუღიმე. - არა არა, ბ**ზი არ ვარ, მაგრამ თუ სახლში დამიტოვებ რამეს მოვიფიქრებ, გასართობს. მიყურა, თავიდან გაკვირვებული, შემდეგ დაბნეული, უცებ მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოწყდა. კომპლექსიანი სექსუალური ვირი, რამ შეაშინა? ფეხით განვაგრძე გზა, როდესაც ვერცხლისფერმა მანქანა, ახლა უკანა გზაზე მოდიოდა, მთელი სისწრაფით და ფეხებთან გამიჩერა. - რამდენი წლის ხარ? ოღონდ არ მომარტყუო, პატარა გოგო ხარ, მაგრამ არ მომერიდება შენთვის ჭკუის სწავლება. ახლა მის საუბარში რაღაც უფრო დომინანტური იგრძნობოდა, ალფა იყო, როგორც ჩანს, მაღალი ეშელონი, ტიტულის მატარებელი მამაკაცი, მისგან თავდაჯერებულობა და სიმკაცრე მოდიოდა, ვიზუალი, ხმა, სახეც სერიოზული ჰქონდა, ახლა აღარ მელაპრაკებოდა, როგროც პატარა გოგოს. - 20 წლის ვარ, პედოფილები არც მე მიყვარს, ნუ ღელავ. გავუღიმე და შევამჩნიე, როგორ მოეშვა. ისევ თბილად გამიღიმა. - გაიქეცი სახლიდან? - სახლიდან არა კიდე, საგიჟეთიდან. გავუღიმე და მანაც გაიცინა, საწყალი, არც კი იცის ღამეს გაქცეულ გიჟთან რომ გაატარებს. მანქანაში თავად ჩამსვა და ნელ-ნელა ტრასასაც მივაგენით, თბილისი... ისევ ისეთი ნაგავი იყო როგორიც მახსოვდა, შუქნიშნიდან სამი მეტრის მოცილებით ბავშვებიანი ქალები კვეთდნენ ქუჩას, გოგონები ისევ ერთი და იგივე, „წესიერი“ ნიღბით დადიოდნენ და მე... მე ისევ ისეთი ვიყავი, როგორც ადრე, როგორც თბილისი. მაგრამ არ ვიცოდი თუ უცნობის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლებოდა. - რა გქვია? უცებ მკითხა, მე კი დავიბენი, სახელი უცებ უნდა მომეფიქრებინა, ნამდვილ სახელს ვერ ვეტყოდი. - ლიზა. მას გაეცინა და ხელი მყარად დამადო მუხლზე, ნელ-ნელა უჭერდა და ვგრძნობდი ძარღვები ხელზე როგორ ებერებოდა. - მარტყუარა პატარა გოგოებს ვსჯი ძალიან მწარედ, ხო გითხარი არა. - ანუკაა, ანუკა. ვიყვირე ჩემი სახელი და მანაც ხელი მუხლიდან საჭეზე გადაიტანა. - გვარი? - მოიცა შენ არ მეტყვი არაფერს? კითხვა უცებ მოვიფიქრე და გვარზე ვფიქრობდი, დედეშქელიანი, დადიანი, ბაგრატიონი, ჯანდაბა, ერთი გვარი ვერ უნდა მოვიფიქრო, გადაშენებული რომ არ იყოს თითქმის?! - მე დემეტრე მქვია, დადეშქელიანი. ამაზე ისტერიული სიცილი დამეწყო და ახლა მე მყარად დავადე ჯინსის ჯიბეზე, მის სანუკვარ მეგობართან ძალიან ახლო მიდამოში ხელი. - და მატყუარა მდიდარი ბიჭებიც ისჯებიან, ბატონოო.. სახელი გამიმეორე? სახეზე ვიზუალურად შეშინდა, მაგრამ თვალები აუთამაშდა, გამბედაობა არასდროს მაკლდა, იმის მიუხედავად რომ ბიჭთან არასდროს ვწოლილვარ, მაგრამ არც ეგ იყო დიდი ბარიერი, რა სურთ კაცებს? ქალები... - დემეტრე მეთქი, გვარი არ არის შენი საქმე. - არც ჩემი გვარია, შენი საქმე. ხელი ნელ-ნელა ავიღე და თმა გავისწორე, ფანჯრიდან ვიყურებოდი, როდესაც მანქანა რესკად შეუხვია დიდ ჭიშკრიან ეზოში, გარაჟში დააყენა და ერთდროულად გადმოვედით. - აბაზანა საით არის? დემეტრემ კიბეების პირდაპირ თეთრ კარებზე მიმანიშნა, მეც შევეცადე გაკვირვების გარეშე გამევლო მისი საკმაოდ მდიდრული სახლის ჰოლი. საიდან, ეს ფული... დასაბანად შევარდი მომენტალურად, თმაც დავიბანე, აბაზანიდან გამოსულს კი სარეცხ მანქანაზე აყუდებული დემეტრე დამხვდა, რომელიც ხარბად ათვალიერებდა ჩემს შიშველ სხეულს. ოდნავ გამიელვა უხერხულობის შეგრძნებამ, ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო.. -გართობას დამპირდი. მე გამეღიმა და პირსახოცისკენ ინსტიქტურად წავიღე ხელი, ტანი სრულად დავიფარე, თბილი წყლისგან ლოყები ამწითლებოდა, რეალურად კი მხოლოდ დემეტრე გრძნობდა ჩემს მიერ პირველად განცდილ სირცხვილის გრძნობას. - დაბალი ყოფაცქევის არ ხარ, მაგრამ საშინლად გამბედავი მეჩვენები, ამავდროულად სიშიშვლის შეგრცხვა... საინტერესო გოგონა ხარ, ანუკა, ნამდვილად გავერთობი შენი გამოცნობით. დემეტრე უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და ტუჩები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი ვიწეოდით წინ. ამ დროს მან ჩემს პირსახოცს დაავლო ხელი და პირდაპირ ჩამომგლიჯა, საროჩკა გაიხადა და მე გამომიწოდა. - ეს ჩაიცვი მხოლოდ, ვივახშმოდ და შემდეგ... თვალი ჩამიკრა და სააბაზანოში მარტო დამტოვა. მეც ამოვიცვი საცვალი და საროჩკაში გამოვეწყვე, რომელიც კაბად მერგებოდა. სველი, შოკოლადისფერი თმა ნაზად დაეფინა თოვლივით თეთრ ნაჭერს და მეც თამამად გავედი სამზარეულოში. საჭმელი ორ კაცზე გამზადებული იყო, ვახშამს ნელა მივირთმევდი, ხორცს ხან აქეთ გადავაბრუნებდი, ხან იქით, ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ... გიჟი ანუკა სექსს ვერ ბედავს? სასაცილოა.. ჭურჭელი მანქანაში ჩადო და საწოლი ოთახისკენ ხელით მიმიყვანა. ერთი ხელის მოძრაობით დამაგდო და პირდაპირ შემომახია საროჩკა, თვითონაც ველურივით იხდიდა და მე... მეშინოდა? უცებ ჩემს ზემოთ მოექცა და ერთი ხელის მოძრაობით საცვლები გამაძრო. ფეხები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ლოყების საშინელი წვა ვიგრძენი, მისი დაკუნთული სხეული კი ხან სად მეფერებოდა ხან სად. ამ დროს ხელი ქვემოთ ჩააცურა და მე უცებ დავიჭირე. - მოიცადე.. მანამ რამეს იზამდე.. უბრალოდ თუ სისხლი წამოვიდა, არ გეგონოს, რამე მჭირს. დემეტრე ადგილზე გაშრა, მის ემოციას ვერ ვცნობდი, გაუელვა გაბრაზებამ, გაკვირვებამ, ოდნავ რაღაც ესიამოვნა კიდეც... რა უცნაური ადამიანი იყო, დემე..ტრე. - ქალიშვილი ხარ?? მე თავი დავუქნია და ისიც ისე უცებ მოდუნდა, დაწყნარდა, ღრმად სუნთქავდა და უცებ ჩაიცინა. - ანუ შენი პირველი მამაკაცი ვიქნები მე? რატომ ანუკა ? - წასასვლელი არ მაქვს, კარგად მექცევი და თან საშინლად მიმზიდველი ხარ, ლოგიკურად ვიმსჯელოთ... დემეტრეს ხუმრობაზე უბრალოდ გაეღიმა და ერთი ხელი მკერდზე დამადო. მისი ხელი ჩემი გულის სასწაულ ფეთქვას გრძნობდა. თვალებს არ მაცილებდა და უცებ ყელში მაკოცა, ორივე ხელი მაგრად დამიჭირა და მივხვდი, რომ მოძრაობა აღარ შემეძლო. - სექსში მთავარი სიყვარული არ არის, ნდობაა. ახლა მითხარი, რა გავაკეთო? გულის ცემამ იმატა, ტკივილის შიში იყო ერთადერთი დაბრკოლება, მორალის კომპასი კი დიდი ხნის წინ მქონდა დაკარგული და მე საპასუხოდ ტუჩები დავუკოცე. ის კი ინერციით ჩემსკენ უფრო წამოიწია, მანამ ტკივილისგან ყვირილს მოვასწრებდი ტუჩებით გამაჩერა და ნელი რიტმი სასიამოვნო დასასრულამდე შეინარჩუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.