დევდარიანების გოგო
იმედია მოგეწონებათ 1988 წლის 27 ნოემბერი თბილისში. უფულობა, უქონლობა და დიდი მონდომების შედეგად უშედეგობა. გაყინული მზერა და ‘’აყვავებული’’ ქვეყანა. ტალონები, ნარკოტიკი, ქუჩა... იმ ღამით ოთხი ბინა გაქურდეს. ყველაფერი გაიტანეს რისი გატანაც მოხერხდა დევდარიანების სახლიდან. წვეთებით ასულიერებდნენ დიასახლისს, რომელსაც შუბლზე მიბჯენილი მაკაროვის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა. -მაგას ვინ შეარჩენს თუ ძმა ხარ? -ერთმანეთში საუბრობდნენ მეზობლები. და მართლაც ვინ შეარჩენდა რაიკომის მდივნის ძმის გაქურდვას?! * * * -რა ქენი ბიჭო? -კანდელაკს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და გაკვირვებული მიაჩერდა დემიკოს. -გამოვიტანე რა -მანქანის კარი გააღო. კანდელაკმა ჩაჯდომისთანავე სიგარეტი იკითხა. -აჰა -საჭესთან მჯდომმა ბექაურმა მიაწოდა. -ფუ რა ს***ობაა -ხარბად მოქაჩა. -მალბოროა , რას გოიმობ. -გაეცინათ. ფანჯრებს ჩაუწიეს და სპიდომეტრის თამაშით მიადგნენ დემიკოს სახლს. მაკაროვი უკან, ქამარში ჩაიჩარა და ჯინსის ქურთუკი საგულდაგულოდ ჩამოიწია. ძლივს აიარა ხის, აქა-იქ ჩამტვრეული კიბე. ნანა სანთლებს ანთებდა. წელიწადი იყო გასული რაც დაქვრივდა. ისევ თვალებანთებული აღარ ხვდებოდა შვილებს, მაგრამ ხასიათს მაინც არ იცვლიდა. -არ გშია? -თავშალი გადაიწია და ისევ ნამტირალევი თვალებით შეხედა. -არა, არ მინდა -დივანზე წამოგორდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. -ლადო სადაა? -არ ვიცი -ჩემი შვილი მაინც არ იყო, რას მატყუებ? -არა შენთავს ვფიცავარ -მაშინვე წამოხტა, შუბლზე აკოცა ნანას და გარეთ გავიდა. კიბეებზე რომ ჩადიოდა ფეხის ხმა მოესმა. დაბნეულმა იარაღი ამოიღო და აივანზე, ონკანის ქვეშ შედო. -რას აკეთებ? -ლადო გაბრაზებული ჩანდა. ვენებდაბერილი და თვალებგადმოყრილი. -არაფერს. -ლადოს მხარი გაკრა და სწრაფად დაეშვა. რამდენიმე წამი, სანამ კიბის ბოლომდე ჩავიდოდა, თავს უფლება მისცა და ძმის ასეთ მდგომარეობაზე დაფიქრდა. ძმასთან კარგი ურთიერთობა არც არასდროს ჰქონია, თუმცა ვინმეს რამე რომ ეთქვა ლადოზე, ალბათ თვალებს ამოუღებდა. ლადო ყველას უყვარდა. დემიკოსაც უყვარდა ლადო. ლადოსაც უყვარდა დემიკო. თავისებურად ჩუმად ყველანაირი გულახდილი საუბრების გარეშე. ყველანაირი სითბოს გარეშე. ათასში ერთხელ თუ მთვრალს წამოსცდებოდათ ხოლმე ამ სიყვარულის შესახებ. და თუ ვინმე ამას სიფხიზლეში გაახსენებდა, მაშინვე თავს არიდებდნენ ამაზე საუბარს... -დემიკო! -ქვაფენილზე მორბოდა კანდელაკი. ძლივს ამოისუნთქა. -მოგდევენ? -არა, პროსტა მაგარი საქმეა -საქმის გაგონებაზე მაშინვე გამოფხიზლდა. -ბექაური სადაა? -დემიკოს გაეღიმა და კანდელაკს ქუდი თვალებზე ჩამოაფხატა. -კიდე კეკელიძეს უსატკავებს სკოლასთან. სულ გარეკა მაგან -იცინოდა კანდელაკი. სასაცილო ეჩვენებოდათ შეყვარებული ბექაური. -წამო, წამო -სკოლასთან იდგა ბექაური სხვა ბიჭებთან ერთად. ბიჭებს მიესალმნენ და გვერდზე გავიდნენ. -ჰაა გეჭირა პიონერივით ყვავილები დილის ცხრა საათზე? -არ ეშვებოდა კანდელაკი. -ეს გააჩუმე რა -ბექაური გაღიზიანდა და მსუბუქად კრა ხელი კანდელაკს. -დანელია სად დაიკარგა?! -მოგორავს.. -ბიჭების მზერამ მრგვალ, წითელლოყებიან ბიჭზე გადაინაცვლა, რომელიც წვალებით მოაბიჯებდა მზისგან გაჩახჩახებულ ქუჩაში და თან შუბლზე ხელს მოისმევდა ხოლმე. ანერვიულებული ჩანდა დანელია, აკანკალებული, ხელების მოძრაობას ეტყობოდა რომ ვერ თოკავდა. სიგარეტის კოლოფი წვალებით გახსნა და სასწრაფოდ ჩაიჩარა პირში. -რა ხდება აბა? -ხარბად მოქაჩა და კვამლი აუჩქარებლად გამოუშვა. -შენ სად იკარგები ამ ბოლო დროს? -ბრალი დასდო ბექაურმა. წინ გადაუდგა და ჯიქურ თვალები მიანათა დანელიას. -კაი რა იყო, -ცოტა არ იყოს შეშინდა დანელია ბექაურის გაჯიუტებაზე. -დღეს გეგეშიძე ვნახე, ლადოსთან ერთად -ეს თქვა დანელიამ და დემიკოს სახეს მიაშტერდა, რომელიც თანდათან ფითრდებოდა. გაგიჟდა დემიკო... სახლში შევარდა, ლადო რომ იქ არ დახვდა ვერ მოისვენა. ნანას უამრავი კითხვაც დააიგნორა და გაგიჟებული გამოვარდა სახლიდან. კიბესთან შეეჩეხა. არც მორიდებია ისე ააყუდა კედელს ხუთი წლით უფროსი ძმა. -ვის უკეთებ ამას?! დედას?! -არ ცხრებოდა დემიკო. -ვის უკეთებთქო?! -კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი მის პერანგს. ლადოს ხმა არ ამოუღია. დამნაშავეს დუმილის მეტი არაფერი დარჩენოდა. -მეზიზღები რა, მეზიზღები მამის სულს ვფიცავარ -უნარწართმეულმა გაუშვა ხელი. უღონოდ ჩამოჯდა ხის კიბეზე. არ ემეტებოდა ძმა წამლისთვის. * * * კეკელიძესთან შეიკრიბნენ. რამდენიმე გოგო და ბიჭი. მათ შორის დანელია, კანდელაკი, ბექაური. ბექაური და კეკელიძე ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ. კანდელაკი პირდაპირ მჯდომ, ქერათმიან გოგოს მიაშტერდა და მთელი სუფრა მზერა არ აუცილებია. ის ქერათმიანიც უხერხულად შეიშმუშნა, წამოდგა და მუსიკას აყვა. კანდელაკიც წამოდგა, ნელ-ნელა მიუახლოვდა ქერათმიანს და მცირე დისტანციით აყვა მელოდიას. მიილტვოდა შანელის სურნელისკენ. მადისაღმძვრელი სურნელი აგიჟებდა კანდელაკს. ცოტაც და შეეხებოდა მის წელს... კარის გაღებამ ყველა დანარჩენის ყურადღება მიიპყრო. ნელ-ნელა, ტანის რხევით, ნელი ნაბიჯებით შემოვიდა მაგდა დევდარიანი. ყველას ერთად მიესალმა. ბიჭები ჭკუაზე არ იყვნენ. მაგდა გოგო იყო?! მოგრძო სქელი წარბებით, რომელიც მთელს თვალს სწორად მიუყვებოდა. შავი კუპრივით თმით და თხელი გაცრეცილი ტუჩებით.მუქი ხორბლისფერი კანი და თხელი თითები, რომლებიც გამალებით ეძებდნენ სიგარეტის კოლოფს. ყველა რომ გრადუსში იყო და საცეკვაოდ ადგა, მაგდა მარტო დარჩა მაგიდაზე. ლიკა თავის სტიქიაში იყო. კანდელაკი ქერათმიანს არ ეშვებოდა. ისე მივიდა ლიკას სახლამდე რომ ვერც გაიგო. სადარბაზოში შეაბიჯა და იქვე გადაგდებულ ბლოკს ფეხი წამოკრა. ძირს გაგორდა და ერთიანად მოსვრილმა შარვალი დაიფერთხა. გზა განაგრძო და პირდაპირ შეაჭრა ოთახში. მოცეკვავეებს არც მიესალმა ისე დაჯდა. პირდაპირ უყურებდა მაგდა დევდარიანი. დემიკო სხვაგან იყო... წამის მეასედში გაიხედა მოპირდაპირე მხარეს... ის მაინც უყურებდა. ბოლოს თვითონაც მიაშტერდა ამ ცნობისმოყვარეს. -ნუ მეფლირტავები -გოგონა დაიბნა. -უკაცრავად? -წარბი აწია დევდარიანმა. დემიკოს გაეღიმა. სიგარეტს მოუკიდა და სიცილი აუტყდა. ხმა აღარ ამოუღია, ასე უბრალოდ იჯდა და უყურებდა. ხანდახან გაეღიმებოდა ხოლმე, როგორც კი იგრძნობდა რომ მაგდა შეხედავდა, ღიმილი სახეზევე შეაშრებოდა... ალკოჰოლი ნელ-ნელა ეკიდებოდა გასვიანის სხეულს. მაგდას ადგილთან ნელი ნაბიჯით მივიდა. -მოდი -ხელი გაუწოდა მაგდას. თვალები ოდნავ მოჭუტა და ცნობისმოყვარეს თვალებში ჩააშტერდა. მაგდა ნელა გადმოიხარა მისკენ და ხელი მხარზე შეახო. პულსმა იმატა... დემიკომ წელზე მოხვია ხელი. ფეხები აღარ ემორჩილება... ნელ-ნელა იღებს მისი მხრიდან ხელს. ახლა უკვე ყელზე აქვს შემოხვეული მისი ნატიფი თითები გასვიანს. სუნთქვა უჭირს... სიმღერა დასრულდა თუ არა, მაგდა ხელიდან გაუსხლტა. ჩანთას დაავლო ხელი და ქერათმიანთან ერთად ყველას დაემშვიდობა. სადარბაზოსთან დაეწია კანდელაკი, გაგიყვანო. უარის თქმა ვეღარ მოასწრო ისე სწრაფად მოხვდა ორივე მანქანაში. -შენ თქვი და მცხეთამდე არ ვაჩერებ -ბექაურმა დემიკოს შეხედა, რომელიც წინა სკამზე მოკალათდა და გაუღიმა. -თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? -ვერ წყნარდებოდა ქეთა. მაგდას შეხედავდა, რომელიც ჯიუტად იყურებოდა წინა სარკეში და დემიკოს თვალს თვალში უყრიდა. -გააჩერე მანქანა! -წყნარი იყო დევდარიანების ქალი -შენ არ გესმის?! გააჩერე-მეთქი! -თანხმობის ნიშნად დემიკომ თავი დაუქნია ბექაურს. აუჩქარებლად გადმოვიდა მანქანიდან. -ცოტა ვიკატავეთ, კაი რა მოხდა? -რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხელი კრა გასვიანს. ეს რა რთულიაო, ხელი ჩაიქნია. ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. -თავხედი -მაგდა მაინც ვერ ისვენებდა. -ისე რა კაი ტიპია - ქეთა ისევ დაფრინავდა. -ვინ? -კაი არავინ, დაიკიდე. – „პაპუტკას’’ ხელი დაუქნია. * * * -სულ გააფრინე შენ -სიცილით კვდებოდა ბექაური. -დღეს გაიცანი და გაფიცებ სად მიგყავდა? -კანდელაკი ისევ „შანელზე“ ფიქრობდა. და იყვნენ ასე გასამებულნი. ბექაური და კეკელიძე კანდელაკი და ქეთა დემიკო და მაგდა... * * * -მომეწონა, თან არ მომეწონა . -სიგარეტის სუნი არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა. ფეხის ხმა გაიგეს თუ არა მაშინვე ჩააქრეს და საწოლზე წამოგორდნენ. ცრუ განგაში იყო -გადაგეკიდება -დარწმუნებული იყო ქეთა -არამგონია -ვნახოთ... გინდა რომ გადაგეკიდოს? -არ ეშვებოდა ისედაც არეულ მაგდას. -რა? -აზრზე ვერ მოვიდა. -გინდა რომ გადაგეკიდოს-მეთქი? ხმა არ გაუცია. პასუხი ისედაც იცოდა ქეთამ. ფეხშიშველმა ჩაირბინა სამზარეულოში. აკაკი „თბილისი“ -ს კითხულობდა. მაგდა დაინახა თუ არა სათვალის ზემოდან ამოხედა. -სად ბრძანდებოდით წუხელ? -ქეთასთან -სულ აირია. ჩავარდნილ უპეებზე ხელი მოისვა და გამოუძინებელმა ფეხის არევით აიარა კიბე. -ლია, გასვიანების ბიჭი მოუკლავთ -გაზეთს თვალს ვერ აშორებდა აკაკი. ამ უკანასკნელს სახეზე ეტყობოდა სიამოვნების ჟრუანტელი. -ვინ? -გაოცებული გამოვარდა ლია. გაფითრებულმა გადაიკითხა გაცრეცილი გაზეთის რამდენიმე გვერდი და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. -გაგიჟდება კაცი. რა აღარ ხდება - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.