ჯარისკაცის თვალები (დასასრული)
ჯარისკაცის თვალები(დასასრული) ერთი წელი იყო გასული იმ დღიდან რაც საავადმყოფოში მივედი. ერთი წელი ვიმკურნალე,მაგრამ მარტო მკურნალობით არაფერი მოხდებოდა,რომ არა ის ძალა და მადლი რასაც ღმერთი მაძლევდა და რასაც მამაჩემის ლოცვით ვიღებდი. ამ წლის განმავლობაში იმდენი სიწმინდე მოვილოცე,რომ შანსი არ იყო,დაავადება გაზრდილიყო,მეტასტაზები სხვაგანაც წასულიყო. და ერთი წლის შემდეგ,ელენთა მთლიანად სუფთა იყო,ღვიძლში მთავარი სიმსივნე გაქრა და პატარა ბუშტებიღა იყო დარჩენილი. სამუზეუმო ექსპონატივით დამატრებდა ექიმი საავადმყოფოში. ნამდვილი სასწაული იყო ჩემი გამოჯანმრთელება. და ისიც სასწაული იყო გაბრიელი,რომ მესტუმრა. გეუბნებით ეს იყო ყველაზე დიდი სასწაული ცხოვრებაში. მე,სერაფიმა ჯიქია,არასოდეს ვყოფილვარ ასე აღელვებული 22 წლის განმავლობაში. სულ რომ არაფერი მომხდარიყო მხოლოდ ამ დღისთვის ღირდა სიცოცხლე. მხოლოდ იმ გრძნობივსთის, განცდისთვის, ემოციისთვის ღირდა სიცოცხლე. საღამო იყო. სასეირნოდ გავედი,სუფთა ჰაერი აუცილებელი იყო ჩემთვის. სადარბაზოდან გავედი. მამაჩემის მეგობარი შემხვდა. მარტყოფიდან ახალი ჩამოსული იყო,ბერი იყო. საოცარი სიყვარულის ისტორია ჰქონიათ,მაგრამ გოგო მოუკლავთ და მერე მონასტერში წასულა. სტუმარი სახლამდე ავაცილე და ისევ კიბეზე დავეშვი. მამა გიორგი ხშირად მაძლევდა რჩევებს გაბრიელთან დაკავშირებით. სახლამდე მისვლამდეც მითხრა,რომ უნდა მომეთმინა და გამეძლო. ჩაფიქრებული მივყვებოდი ტროტუარს. უბანში ვიყავი. პარკში დავჯექი. იმ სკამზე გაბრიელს,რომ უყვარდა. რბილიაო,არადა ყველა ერთნაირი იყო... მენატრებოდა სიკვდილამდე. "მენატრება,მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა " ნაზი ხმის რა გითხრათ მაგრამ მისი ბოხი,სასიამოვნო ბარიტონი მენატრებოდა. მისი სურნელი მენატრებოდა,თავისებურად ტკბილი. და იმწამს ცხადად შევიგრძენი მისი სუნამო. მოლანდებები-გავიფიქრე და თავი ავწიე,რომ ვარსკვლავები მენახა. თვალები გავახილე და ფეხები შევნიშნე,ჯარისკაცის შარვალი,ბათინკები და ქურთუკი. ბოლოს კი გაბრიელის თვალები. იმ წამს ლამის გული წამივიდა. განწირულივით ვიკივლე და წამოვხტი. ხელებს სახეზე ვახებდი,თითოეული ნაკვთი გავუსინჯე. მეგონა მესიზმრებოდა. მერე,როცა გავიაზრე,რომ ნამდვილად ის იყო შევახტი. ლამის გავგუდე. ძაან დაბალზე ჰქონდა თმა შეჭრილი. თვალები ისევ ისეთი,ოღონდ ბედნიერებით ანთებული. და გამხდარი,საშინლად გამხდარი. ლავიწის ძვლები ჩახუტებისას მერჭობოდა. ხელები სულ დაძარღვული,თლილი თითები გაუბედურებული შესახედავი იყო. ჩემი გაბრიელი დაბრუნდა! სრულ აგონიაში ვიყავი. მაშინ დაბრუნდა,როცა "მავიწყდებოდა". მეგონა გადავეჩვიე,აღარ მიყვარსთქო,თურმე საკუთარ თავს ვატყუებდი. იმდენად მოულოდნელი იყო მისი დაბრუნება,რომ მეგონა მეჩვენებოდა. მთელს სახეზე შემოვატარე ხელები,მერე ნელ-ნელა ყველაფერი გაშავდა,სული მეხუთებოდა. მერე? მერე უგონოდ ჩავესვენე მის მკლავებში. *** ჩემი ცხოვრება მთლიანად სასწაული იყო. გაბრიელი ცოცხალი,რომ დაბრუნდა,რომ ვხედავდი,ვეხებოდი,ვეხუტებოდი ვფიქრობდი სიხარულისგან არ გავგიჟდეთქო. თუ ოდესმე გყვარებიათ,მიხვდებით. და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი. ჩვენი ქორწინება სხვა დანარჩენივით მოულოდნელი იყო. მშვიდი საღამო იყო. გაბრიელმა დამირეკა,ჩამოდიო. ჩავედი. მეხუტებოდა და თან საფეთქელთან ნაზად მკოცნიდა. მეც მის ყელში თავჩარგულს რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის. ყველაფერი ერთად მახსენდებოდა. ის ხუთი წელი გამახსენდა,თითოეული ღამე ტირილით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყველაზე დიდი ტანჯვა იყო. ჩემი გოლგოთა. ცრემლები ჩამიდგა თვალებში. 1,2,3 წვეთი. გაბრიელმა მხარზე სისველე,რომ იგრძნო შეშფოთებულმა შემომხედა. გამეღიმა მის მზრუნველობაზე. -რა გატირებს? თბილად მკითხა მან. -არასოდეს დამტოვო რა. გთხოვ. პატარა ბავშვივით ავტირდი. -ჩაჯექი! მითხრა გაბრიელმა და მანქანის კარი გამიღო. ქაშვეთამდე იმდენად სწრაფად მივედით ვერც მივხვდი რა ხდებოდა. მამაჩემი ჯერ კიდევ იქ იყო. "თავშალი აიღე და ნუ იყურები გზააბნეული ბატივით" ჩამჩურჩულა და ნაზად მიჯიკა. ტაძარში შევედით. ჩემდა გასაკვირად მთელი სანათესაო,სსმეგობრო,სანაცნობო შეკრებილიყო. გამივდებილდი. სიხარულისგან ლამის ავფრინდი. ამბიონზე მამაჩემი იდგა,შუაში,ხატის წინ პატარა მაგიდაზე გვირგვინები ეწყო. "წამოდი" ჩამჩურჩულა იოანნამ და გარეთ გამიყვანა. სატრაპეზოსკენ დავიძარით. დიდი პარკი გადმოათრია "Elli Saab" ეწერა. პარკი გახსნა და... ზუსტად ის კაბა ამოიტანა მე,რომ მომწონდა. ისევ ავტირდი. -რა გატირებს გოგო,ჩაიცვი დროზე. ანერვიულებულზე კაბა ლამის გავხიე. ჩავიცვი,იოანნამ თმა გამიშალა და ფატა დამიმაგრა. არ მჯეროდა. ისევ სიზმარში მეგონა თავი. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე,როცა სმოკინგში გამოწყობილი გაბრიელი დავინახე. თვალები უელავდა. მაშინ ორმაგად შემიყვარდა. მერე მოულოდნელი მხოლოდ პირველი ორსულობა აღმოჩნდა. ნანუჩი დავარქვით. მერე მეორე მოჰყვა,მერე მესამე. ახლა კი გაბერილი მუცელი ძლივს მეტევა მაგიდასთან და გამწარებით ვცდილობ შიგნიდან პატარა ფეხების ბაგა-ბუგით გამოწვეული ტკივილი არ შევიმჩნიო. დაბოლოს,გეტყვით,მთელი ჩემი არსება ეკუთვნიდა და ეკუთვნის გაბრიელს. და ვინ იცის, იქნებ ერის დემოგრაფიულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ვიზრუნოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.