შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანძილი ჩვენ შორის (თავი 1)


4-03-2015, 20:20
ავტორი Americangirl
ნანახია 2 655

ყოველთვის ყველასგან განსხვავებული ვიყავი. ძირითადად ჩემს ტოლ გოგოებს ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონდათ და ამისთვის ყველა შესაძლო ხერხს იყენებდნენ. მე ასეთი არ ვიყავი. მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმაც მომწონდა და აქსესუარების ტარებაც მარა ამ ყველაფერს ზომის ფარგლებში ვაკეთებდი და ზღვარს არასდროს ვცდებოდი. არასდროს მიყვარდა ხმაურიან ადგილებში სიარული. არც წვეულებებზე სიარულით ვიკლავდი თავს. ამ ყველაფერს მირჩევნოდა სადმე წყნარ ადგილას წავსულიყავი მეგობრებთან ერთად და მათთან ზოგად საკაცობრიო თემებზე მესაუბრა.უცნაური ბავშვი არ ვყოფილვარ და როგორც ყველა გოგოს მეც მქონდა კომპლექსები,რომლებიც მუდამ მიშლიდნენ ხელს ჩემი ოცნებების ასრულებაში. ისეთი გოგო არ ვყოფილვარ ბიჭებს კისერზე რომ ეკიდებიან და აღარ იციან როგორ მიიქციონ მათი ყურდღება.ვფიქრობდი რომ ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ იყო, ამიტომ არასდროს მყავდა ბევრი მეგობარი,მაგრამ ისეთი მეგობრები მყვდა ზუსტად ვიცოდი ჩემს გულისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ,ამიტომ არ განვიცდიდი მეგობრების სიმცირეს.თავს ყოველთვის კარგად ვუვლიდი.სახლიდან ისე არ გავიდოდი სარკეში რო არ ჩამეხედა. მიყვარდა სარკის წინ მიმიკების მიღება,მაგრამ ჩემი ‘’მეს’’ ეს თამამი მხარე სახლში რჩებოდა და გარეთ სრლიად სხვა ნიღბით მორგებული გავდიოდი. ზოგადად არ მიყვარდა სხვადასხვა ნიღბების მორგება,მაგრამ მიწევდა და სხვა გზა არ მქონდა. საშინლად არ მომწონდა ეს ძალით როკის ფანები და დეპრესიაში ჩავარდნილი ახალგაზრდები. ასევე არ მომქონდა ‘’ძაან შავი’’ საზოგადოება,რომლებიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ. ჩემი კლასელები,ესენი იმ ადამიანდა ჯგუფი იყვნენ ვინც მუდამ სხვის გაკრიტიკებაში და დაცინვაში ხარჯავდნენ დროს. მიუხედავად იმისა რომ მათთან პირველი კლასიდან ერთად ვიყავი, მაინც ვერ შემაყვარეს თავი.მაგრამ ასევე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი,რომ მათთან არ მქონდა ცუდი ურთიერთობა და ყოველთვის გარკვეული დისტანცია მეკავა. ჩემი კლასელი გოგოები სულ ბიჭებზე და მათი მოხიბვლის ხერხებზე ფიქრობდნენ. სახეზე რას აღარ ისმევდნენ რომ თავი ‘’გაელამაზებინათ’’ არადა მე თუ მკითხავთ ‘’უმაკიაჟოდ’’ უფრო ლამაზები იყვნენ. მაგრამ ალბათ ბიჭებს ესეთი გოგოები მოსწონდათ,რადგან ყველას თუ არა უმეტესობას მაინც შეყვარებული ყავდათ. მშობლებისგან გათამამებული ბავშვი ვიყავი,მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ეს არ შემტყობოდა.ასევე არასდროს არ ვიყავი ჩემი თავით კმაყოფილი და ჩემი თავის მიმართ ყოველთვის ნეგატიურად ვიყავი განწყობილი. ყველა მეუბნებოდა, რომ ასეთი აზროვნება დამრუპავდა,მაგრამ მე სულაც არ ვთვლიდი ასე.პირიქით ასეთი აზროვნება შემართებას მაძლევდა,რომ უფრო და უფრო მეტი მეშრომა სასურველი მიზნის მისაღწევად. ალბათ გაინტერესებთ რას ვთვლიდი სასურველ მიზნად.ბავშობიდან მინდოდა მწერალი გამოვსულიყავი და ჩემი წიგნები მთელს მსოფლიოში ცნობილი გამხდარიყო. მოდით მივაღწიე თუ არა სასურველ მიზანს ეს ცოტა ხნით გვერძე გადავდოთ და ისევ სკოლის ასაკს დავუბრუნდეთ.ალბათ დაგაინტერესებთ როგორი ვიყავი გარეგნობით. მქონდა დიდი ლურჯი თვალები და გრძელი შავი თმა. ყოველთვის ყველას ძალიან უკვირდა და ხშირად მეუბნებოდნენ შავგვრემანი ასეთი ზღვისფერი თვალებით ძალიან იშვიათობააო.არასდროს ვყოფილვარ გამხდარი.მაგრამ ხშირად მეუბნებოდნენ შენი ისეთი ტანი გაქ ყველაფერი გიხდებაო. მე კიდევ საშინლად არ მომწონდა ჩემი ტანი. არასდროს მაწუხებდნენ თაყვანისმცემლები,მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი. ვფიქრობდი,რომ ამ თემაზე წუხილი არ ღირდა,რადგან ზოგიერთ ჩემ თანატოლს მშობლები არყავდა და დიდი ამბავი მე თუ თაყვანისმცემლები არ მეყოლებოდა. მჯეროდა მარადიული სიყვარულის და მიუხედავად იმისა რომ ჯერ არავინ მყვარებოდა ჩემს გულს სულ უილიამ შექსპირის სიტყვებს ვუმეორებდი ‘’ თვით კლდეც არ არის სიყვარულზე ძლიერი’’ თქო.
მაშინ ალბათ 14 წლის ვიქნებოდი. ჩვეულებრივი დღე იყო. ავდექი ხელ-პირი დავიბანე,ჩავიცვი,ვისაუზმე და სკოლის გზას გავუყევი.ყურსასმენები გავიკეთე და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა Ed Sheeran-ის Thinking out loud ჩავრთე. ვფიქრობდი ჩემზე, ჩემს ოჯახზე და საერთოდ იმაზე, რომ მარტო იმიტომ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი,რომ მყავდა დედა,მამა,პატარა და-ძმა და ბებია, რომლებიც მთელ დედამიწის ზურგზე ყველას მირჩევნოდნენ. სკოლის შესასვლელთან ვიყავი მისული უკვე,რომ უკნიდან ჩემი სახელი გავიგონე.გავიხედე და ჩემი კლასელი იყო. ეს გოგო განსაკუთრებით არ მომწონდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.დაველოდე და სკოლაში ერთად შევედით.იმ დღეს გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა.სკოლიდან გამოვდიოდი,რომ იქვე დავინახე უზომოდ სიმპატიური ბიჭი,რომელიც აქამდე ჩემს სკოლასთან არ შემიმჩნევია. სიგარეტს ეწეოდა და ცალი მხარით მანქანას იყო მიყუდებული. დაახლოებით 18 წლის იქნებოდა.მოკლე შავი თმა ქონდა და ამავე ფერის თვალები. საშინლად მომეწონა,მაგრამ არ შევიმშნიე. უემოციოთ ჩავუარე გვერძე ისე რომ ზედაც არ შემიხედავს. ვიგრძენი მისი მზერა. ეტყობა არ იყო მიჩვეული გოგოებისგან უყურადრღებობას. ეს დღეები განსაკუთრებით გაფანტული ვიყავი. განუწყვეტლივ იმ ბიჭზე ვფიქრობდი. ბევრი ბიჭი მომწონებია,მაგრამ მალევე დამვიწყებია. იმ ბიჭზე ფიქრებს კი ვერაფერს ვუხერხებდი. ყველაფერში ხელს მიშლიდა მასზე ფიქრი. სამშაბათი დღე იყო.ინგლისურზე მივდიოდი.ზამტარი იყო, მაგრამ გარეთ ძალიან არ ციოდა.შავი გრძელი მანტო მეცვა,ამავე ფერის ქვედაბოლო,წითელი პერანგი,ზევიდან თეთრი ჯემპრი და შავი ბათინკები მეცვა. სქელ, ნაცრისფერ შარფში ცხვირი მქონდა ჩაკოფილი და თან მუსიკებს ვუსმენდი. თავი შარფიდან ამოვწიე და დავინახე ბიჭები იჯდნენ იქვე იმ გზაზე, სადაც მე უნდა გამეარა. როგორ მძულდა ეს მომენტი.ალბათ ეს ჩემი ერთ-ერთი კომპლექსი იყო, რომელიც ახლაც მაწუხებს. მათკენ გავიხედე და ის დავინახე. ვისაც ჩემი თვალები ამდენ ხანს ეძებდა. ისევ სიგარეტს ეწეოდა. ამჯერზე უფრო სიმპატიური მომეჩვენა. ისევ არ შევიმჩნიე ჩემი აღრფთოვანება.იმანაც არ შემიმჩნია. ან რატო უნდა შევემჩნიე. რომელი ლამაზი მე ვარ. მათ რო გავცდი ჩემი მეგობრები დავინახე. გამიკვირდა მათი ნახვა.
-აქ რა გინდათ? თან ჩემს გარეშე. ვიკითხე მოწყენილი ხმით მე. თან მზერა ‘’ჩემი ბიჭისკენ’’გავაპარე.
-სოფო შენ ესე გვითხარი ინგლისური მაქ ვერ გავაცდენო და ჩვენ შენს გარეშე დავაპირეთ გასეირნება. მითხრა დარცხვენილი თვალებით ანამ.
-კარგი ან... ვუთხარი მოსიყვარულე ხმით მე.
-ნახე შენს უკან ბიჭი დგას.
-მერე რა რომ ჩემს უკან ბიჭი დგას?! ვიკითხე მე გაბრაზებულმა და გოგოებს გადავხედე.
-მერე ის რომ გიტარა უჭირავს და თან სიმღერას აპირებს. მითხრეს ერთხმად.
ყოველთვის მომწონდა ბიჭი რომ გიტარაზე უკრავდა. ჩემი სუსტი წერტილი იყო. უკან გავიხედე და დავინახე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი,რომელსაც ხელში გიტარა ეკავა და მე მიყურებდა.


ძვირფასო მეგობრებო.მოგესალმებით ყველას. ეს არის ჩემი ახალი მოთხრობა. წინა მოთხრობა სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ვერ დავასრულე.იმედია ჩემი ახალი ისტორია მოგეწონებათ.ველი თქვენს კომენტარებს, როგორც დადებითს ასევე უარყოფითს.ასევე მადლობელი ვიქნები თუ რჩევებსაც მომცემთ,რომლებსაც შეძლებისგადვარად გავითვალისწინებ. ბევრი შეცდომები მექნება,რადგან არ ვარ ამ საქმით დაკავებული და შესაბამისად გამოცდილებაც არ მაქ. მადლობა წინასწარ ყველას... <3



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria da kargia

 


№2  offline წევრი Americangirl

მადლობა დიდი,მაგრამ მგონი არავინ დააინტერესა ჩემმა ისტორიამ...

 


№3  offline წევრი eleniko2002

დზაანნ კაერგიაა wink

 


№4 სტუმარი ნატო ვუბინიძე

და გაგრძელება არაქვს ამ მოთხრობას მერე ?კარგი დასაწყისი იყო გააგრძელე რა მე მაინტერესებს საინტერესოდ წერ

მე ყველას არ უკომენტარებ ზოგზს შუა კითხვისას ვანებებ თავს.საინტერესოს წააწყდები და არაა ბოლომდე დაწერილო გული დამწყდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent