შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი (1)


4-03-2015, 22:09
ავტორი Tini Gadrani
ნანახია 2 093

ყველაფერი პირველი დასამახსოვრებელი და გასაოცარია.. არასოდეს იშლება ჩვენი გონებიდან. რაღაც ამოუცნობი გრძნობა გვეუფლება როდესაც ვიხსენებთ ამ მოგონებებს. პირველი სიყვარული...

მაშინ 13 წლის ვიყავი, სკოლაში დავდიოდი და უაზროთ ვატარებდით მე და ჩემი დაქალები დროს. დავდიოდით გადაბმულები დერეფნებში და ვლაპარაკობდით გაუჩერებლად. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სამივე სპორტულ დარბაზში ვისხედით და ჩვენი კლასის ბიჭებს ველაპარაკებოდით. უცებ გაიღო კარი და ჩვენი სკოლის 12 კლასის ბიჭები შემოვიდნენ ბევრი მეცნო, ბევრიც არა. ყველას ჩემდაუნებურად დავაკვირდი და ინტერესით ვათვალიერებდი როგორ თამაშობდნენ. ერთი ბიჭი გამორჩეულად კარგად თამაშობდა და ვაკვირდებოდი როდესაც უცებ გამომხედა და თვალი თვალში გამიყარა, იმდენად დავიბენი რო არვიცოდი რამექნა, მე თვითონ ვიგრძენი ჩემივე სიწითლე და უცებ ჩემს გვერდით მჯდომ მეგობრებს ჩავები საუბარში. გონებაში კი ვატრიალებდი იმ მომენტს როგორ შემომხედა, როგორ ჩაეღიმა შეუმჩნევლად, ალბათ მარტო მე შევამჩნიე მისი ეს მიმიკა. უცებ ვიღაცამ ხმამაღლა უყვირა:
-კარგი რაა ნიკუშ.. კარგი რა!!
ფიქრებიდან რო გამოვერკვიე ბიჭები უკვე ქურთუკებს იცმევდნენ და ნელნელა გადიოდნენ..ნიკუშაც გავიდა შეუმნევლად გავაყოლე თვალი და გული დამწყდა რო წავიდნენ. ბოლო ორი გაკვეთილი სულ მასზე ფიქრით გავიყვანე, გოგოებმა ვერ გაიგეს რამჭირდა ჯერჯერობით ჩუმად ყოფნა ვარჩიე. გარეთ გავედით და მთელი სკოლის ბავშვები ბედნიერები დარბოდნენ თოვლში. პირველი თოვლი დეკემბრის 17ში, სკოლის წინ თვალი მოვკარი ნიკუშას, სიგარეტის ღრმა ნაპასი დაარტყა ერთი უმისამართოთ გამოიხედა სკოლისკენ და ალბათ თვალში მოვხვდი, ისევ გამიღიმა და ძმაკაცებს მიუბრუნდა. მე უკვე მეს აღარ ვგავდი.



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

არანაირად არ მომწონს..
ბანალური თემა.უინტერესო..პატარა თავი..
ვნახოთ,რას იზამ..

 


№3 სტუმარი სტუმარი ნელი

კარგი დასაწყისია და შეიძლებოდა კარგი ისტორიის აგებაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent