შურისძიება-თავი პირველი
შურისძიება ..გოგა.. -ვეღარ გცნობ ! ორ წელიწადში, სულ რაღაც ორ წელიწადში ყველაფერი დაანგრიე ! რას გავხარ ! ეს ტატუები! ღმერთო ! ნახევრად გამელოტებული, ოდნავ მუცელგამობერილი, თეთრ პერანგსა და შავ, კარგად გაუთოებულ შარვალში გამოწყობილი კაცი წინ და უკან დადიოდა, ხელებს იქნევდა და მის წინ მჯდომ მომღიმარ ბიჭს, მთელ ხმაზე უყვიროდა. -რატომ? ამიხსენი ! ყველაფერი რა კარგად მიდიოდა, კოლეჯში მოხვედრის ას პროცენტიანი შანსი გქონდა ! და რა გააკეთე? სასწავლო წლის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი წლიდან, ორი ჩააგდე ! რას აპირებ? გეკითხები, რას აპირებ? კაცის ნერვიული ყვირილის მიუხედავად, ბიჭს გამომეტყველებაც კი არ შეცვლია. თავის თავში დარწმუნებული, ამაყად იღიმოდა და დამცინავად აყოლებდა თვალს წინ და უკან მოსიარულე, ნახევრად გამელოტებულ, ოდნავ მუცელგამობერილ, თეთრ პერანგსა და შავ, კარგად გაუთოებულ შარვალში გამოწყობილ კაცს. -გოგა ! ისე იღიმი, თითქოს არაფერი დაგიშავებია ! ერთ წელში როგორ აპირებ ყველაფრის გამოსწორებას? ხომ გთხოვე, ხომ გაგაფრთხილე მაშინვე, როგორც კი შევამჩნიე, რომ უკან-უკან დაიწყე სვლა. საუკეთესო მოსწავლეს მიგაკედლებდი, გასწავლიდა, გამეცადინებდა.. მაგრამ არა ! ვირივით, ჯიუტი ვირივით ტკეპნი მიწას ! თუმცა ვირს რაღას ვერჩი, ისიც კი გამოიყენება რამეში, - თავისთვის ჩაიბურტყუნა კაცმა და თავისსავე სიტყვებზე გაეცინა,- აი შენ კი, -უცებ მოეგო გონს,- შენ კი, აღარაფრად ვარგიხარ, გოგა კაცაძე ! -თანახმა ვარ.-ბიჭმა ვეღარ მოითმინა ამდენი დამცირება, ყველაფრისდა მიუხედავად, მასაც ხომ ჰქონდა თავმოყვარეობა. -რა?-ვერ მიუხვდა კაცი, ნერვიული სიარული შეაჩერა და ბიჭს ინტერესით ჩააშტერდა მისთვის გაუცხოვებულ თვალებში. -თანახმა ვარ, კახა. ახლა მიმაწებე ვინმე წარჩინებულს და გამოვასწორებ, ხომ იცი, შემიძლია. ისევ ამაყად გაუღიმა. კახას შეკრული კოპები გაეხსნა, ჩაშავებული თვალები გაუნათდა, ხელები ზეცას აღაპყრო და გახარებული წავიდა ბიჭისკენ. -ოღონდ, შენც უნდა წახვიდე დათმობაზე.-კაცს ფეხები გაუშეშდა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა. -გისმენ. ოდნავ აკანკალებული, გაბზარული ხმით უთხრა. -მე ავირჩევ იმ მოსწავლეს. ისევ ამაყი ღიმილი... -აჰ, მხოლოდ ეგ? ნახევრად გამელოტებულმა, ოდნავ მუცელგამობერილმა, თეთრ პერანგსა და შავ, კარგად გაუთოებულ შარვალში გამოწყობილმა კაცმა შვებით ამოისუნთქა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ბიჭისკენ, გადაეხვია. -მე კიდევ რა არ ვიფიქრე... გისმენ, ვინც გინდა,- უთხრა, როცა ჩახუტებას მორჩა. -ელენე ბურდული მის ხმაში უფრო მეტი სიამაყე, უფრო მეტი დამაჯერებლობა იგრძნობოდა, ვიდრე მანამდე. -კი, მაგრამ.. გოგა.. ხმა უფრო გაებზარა, ცივლმა ოფლმა დაასხა და სიტყვა გაუწყდა. -ან ის, ან კოლეჯი არ მიხსენო. წამოდგა და იმაში დარწმუნებულმა, რომ კახა უარს არ ეტყოდა, ოთახი მშვიდად დატოვა. თავი პირველი-„გამოსაშვები წელი!“ ..ელენე.. თავი კიდევ ერთხელ შევამოწმე სარკეში. როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი. ვამაყობდი საკუთარი თავით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე მომიწია ადგომა, უძილობა არ მეტყობოდა. არანაირი შავი წრეები თვალებს ირგვლივ, არანაირი დაღლილი მზერა. ეს მე ვარ, ელენე ბურდული, მომხიბვლელი, მიმზიდველი, მშვენიერი.. თუმცა რაღა გავაგრძელო, უბრალოდ სრულყოფილი მე ! -დილა მშვიდობის ! მივესალმე დედ-მამას და მაგიდას მივუჯექი. -აბა, მზად ხარ ბოლო, გამოსაშვები წლისათვის? ღიმილით მკითხა მამამ. პასუხი არ სჭირდებოდა, ისედაც მშვენივრად იცოდა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნებოდა ! -ისე, როგორც არასდროს. მეც ღიმილითვე ვუპასუხე და ბლინი ჩამოვჭერი. -მმმ, უგემრიელესია. შევაქე დედა და ბლინს ფორთოხლის წვენი მივაყოლე. -ხომ იცი, რთული წელი გველის. კოლეჯში რომ მოხვდები, ეგ უეჭველია, მაგრამ სტიპენდიაცაა საჭირო, ელენე. -ვიცი მამა, ცურვისთვის ტყუილად ხომ არ ვიკლავ თავს. მამამ ესეც მშვენივრად იცოდა, უბრალოდ უყვარდა, როცა ჩემს მოვალეობებს მახსენებდა. რამდენიმე წუთში დედაც შემოგვიერთდა ყავით ხელში. -საყვარელო, მგონი გაგვიანდება. გამაფრთხილა ღიმილით, საათს გავხედე და წვენი სწრაფად მოვსვი. -საღამოს შეგხვდებით. ჯერ მამას ვაკოცე შუბლზე, მერე დედის ლოყაზეც დავტოვე კოცნა და სახლი დავტოვე. რა თქმა უნდა, სკოლაში ახალი Land Rover-ით წავიდოდი, რომელიც მამამ მაჩუქა, ბოლო სასწავლო წლის წარმატებულად დაწყების სიმბოლოდ. თავი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ამჯერად მანქანის სარკეში და ძრავა ავამუშავე. სკოლა არც ისე ახლოს იყო, მაგრამ ამას არასდროს შეუქმნია პრობლემა. ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდი სასწავლებელში, სკოლაში ყველაზე პოპულარულ, ყველაზე სასურველ მეგობრებთან ერთად. ღმერთო, როგორ მიყვარდა ის მზერა, რომელსაც ყველა გვესროდა. ყველას უნდოდა ჩვენს ადგილას ყოფნა, ყველას უნდოდა ჩვენს გვერდით დგომა, ალბათ ეშმაკს სულსაც მიჰყიდნენ ის სათვალიანი, ბრეკეტიანი გოგონები, სასადილოში ჩვენს მაგიდასთან დასასხდომად. -ღმერთო ელ, ეს საოცრებაა !! -იყვირა გვანცამ, როცა ჩემი ახალი მანქანა დაინახა.-ეს, ეს ! ღმერთო, მე მიყვარს მამაშენი ! -ვიცი, მეც მიყვარს ! გადავიკისკისე და ჩემს საუკეთესო მეგობარს გადავეხვიე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვანცასთან ურთიერთობა დავიწყე არის ის, რომ საოცრად თავისუფალია. არ აინტერესებს სხვისი აზრი, აკეთებს იმას, რაც უნდა და არ ფიქრობს შედეგზე. თან, ყოველთვის იცინის და მისი პოზიტიური განწყობა ჩემზეც გადმოაქვს. -ახალი ბიჭის ამბავი გაიგე? მითხრა, როცა ხელი ხელში გამიყარა და სკოლისაკენ წამიყვანა. -არა, ვინ არის? ვკითხე, თან ღიმილს ვჩუქნიდი ეზოში მიმოფანტულ ღლაპებს. -უცოხეთიდან ჩამოვიდა, დირექტორის ახლო ნათესავი ყოფილა.-მითხრა და წარბები აათამაშა. -ხო? უცხოელი, მდიდარი.. ჰმ, მომწონს.-გავიღიმე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე. -მე კიდევ შენი ღიმილი მომწონს..-მიხვდა რაც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა რატომ გაუჭირდებოდა. -უკვე ყველაფერი გავარკვიე, მათემატიკას და კინოთმოცდნეიობას ესწრება შენთან ერთად. გიორგი რომ არ მყავდეს, ასე მარტივად არ დაგითმობდი.-ნიშნის მოგებით მითხრა და ხმამაღლა გაიცინა. სკოლის კარი შევაღე და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული დიდების ჰაერი.. მე აქ ვარ, ჩემს სამფლობელოში.. ყველა და ყველაფერი ჩემს ფერხთაა ზუსტად ისე, როგორც ერთი, ორი, სამი, ოთი, ხუთი.. აჰ, ყოველთვის. *** ბოლო გაკვეთილზე რამდენიმე წუთით ადრე შევედი, კინოთმცოდნეობა მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ ახალი მოსწავლე, რომელსაც მთელი დღე დავეძებდი, აქ მაინც დამხვდებოდა. რა თქმა უნდა, გამართული, მოკლე ნაბიჯებით შევედი კლასში, თმები ცალ მხარეს გადავიყარე და პირველ რიგში, ბატონ თემურს მივესალმე. მერე ისე მოვავლე კლასს თვალი, თითქოს არაფერი განსაკუთრებული და იმასაც შევეცადე, რომ იმედგაცურება არ დამტყობოდა, როცა კლასში უცნობ სახეს ვერ მოვკარი თვალი. -როგორ გაატარეთ არდადეგები, ელენე? თბილად მკითხა თემურმა. როგორც სხვა მასწავლებლებს, მასაც ძალიან ვუყვარდი. -ძალიან კარგად, ბატონო თემურ, გმადლობთ. თქვენ? -ჩემს არდადეგებსაც არაუშავდა. მიპასუხა ღიმილით, მეც გავუღიმე და ჩემი ადგილისკენ ავიღე გეზი. კლასს ნელ-ნელა ემატებოდნენ ბავშვები და ყოველი კარის გაღებაზე, გული გამალებით იწყებდა ცემას, სუნთქვა მიხშირდებოდა და მაშინვე მშვიდდებოდა, როცა ოთახში მორიგი იდიოტი შემოვიდოდა. -ელ !-ამჯერად კარები ქეთიმ გააღო, ის სასადილოდან გაუჩინარდა საბასთან ერთად და მის გარეშე მომიწია კლასში შემოსვლა. -სად გაქრი?-ვკითხე მაცდური ღიმილით. -ამ... საპირფარეშოში შევიარე.-სახეზე სიამოვნება დასთამაშებდა და მშვენივრად მივხვდი სად იყო და ვისთან ერთად. -არ გამოჩენილა?-მკითხა, როცა ჩემს გვერდით მოკალათდა და მერხებს თვალი მოავლო. -არა და გეფიცები, ინტერესი მკლავს ! ცოტაც და შევიშლები. -დამშვიდდი მეგობარო.-გამიცინა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა კლასი. -ღმერთო, ბარბარე, არ მითხრა რომ გახდი !-დამცინავი აღტაცებით უთხრა უკანა მერხზე მჯდომ, მისთვის შეყუჟულ მსუქან, ძალიან მსუქან გოგოს. -მართლა?-ბარბარეს თვალები გაუნათდა, სიხარულისა და სიმორცხვისგან ლოყებიც კი შეუფერადდა ვარდისფრად. -არა !-გადაიხარხარა ქეთიმ, რა თქმა უნდა, მას ავყევი და მუცელიც კი ამტკივდა, როცა ატირებული ბარბარე კლასიდან გაიქცა. -კარგი იყო.-ვუთხარი ქეთის, როცა სიცილი შევწყვიტეთ. გული შემეკუმშა, როცა ზარის ხმა გაისმა, ჩემი იდუმალი ბიჭი კი მაინც არ გამოჩენილა. -გავგიჟდები!-შევჩივლე, მაგრამ მან მუჯლუგუნი მკრა და სახით მანიშნა კარისკენ, გავშრი. კარის ზღურბლს ქერა ბიჭმა გადმოაბიჯა. შორიდანვე დავინახე მისი მონაცრისფრო, თითქოს ცისფერი თვალების ელვარება, დიდი, ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა და სახეზე თამამი ღიმილი დასთამაშებდა. -ეს ბიჭი მომწონს ! ჩუმად ვუთხარი ქეთის და ვანიშნე- გადაჯექითქო. ჩემს გვერდით ადგილი გათავისუფლდა და ახალი მოსწავლეც, რა თქმა უნდა, ცარიელ სკამზე მოთავსთდა. -გვარი შემახსენეთ... -აბულაძე, ნიკა აბულაძე. ღიმილით უპასუხა ნიკამ. მისი მშვიდი ხმის გაგონებისას, ჩემდაუნებურად მოვიჭამე ტუჩის შიგნითა ნაწილი, თავი ხელში ავიყვანე და მისკენ მივბრუნდი: -ახალი ხარ?-ღიმილით ვკითხე, პირდაპირ თვალებში დავუწყე ცქერა. -ჰო.-მანაც არანაკლებად მიმზიდველი ღიმილით მიპასუხა, ჩემი მზერის არიდება არც უცდია. მომწონდა ეს ბიჭი. -შემიძლია პატარა ექსკურსია ჩაგიტარო, გაკვეთილების შემდეგ.-გავაგრძელე იგივე ღიმილით, იგივე მზერით... -ურიგო არ იქნებოდა.-ცალი ყბით გამიღიმა. საუბარზე ეტყობოდა განსხვავებული აქცენტი, რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა. -ნიკა. ხელი გამომიწოდა,-ელენე. ვუპასუხე და ხელზე ნაზად შევეხე. -ელენე, გთხოვთ თქვენი ყურადღება ჩვენ მოგვაპყარით. მაგ ყმაწვილის მოჯადოება გაკვეთილების მერეც შეიძლება.-ფლირტი ბატონმა თემურმა გაგვაწყვეტინა, მსუბუქად ჩავიცინე და დაფისკენ შევბრუნდი. *** -რაღაც საბუთების საკითხია მოსაგვარებელი, არ მინდა გალოდინო. ჩვენი შეხვედრა სკოლის გარეთაც შეიძლება, ქალაქშიც ახალი ვარ და ექსკურსია მხოლოდ სკოლაში არ მჭირდება. საოცრად, საოცრად მიმზიდველი ღიმილით მესაუბრებოდა. მომწონდა, ძალიან მომწონდა ნიკა. -რა პრობლემაა. ამაყად გავუღიმე, უკვე ვიცოდი, რომ ამ ბიჭს ხელიდან არ გავუშვებდი. -შენს ნომერს ჩავიწერ და დაგირეკავ როცა გავთავისუფლდები. -რა თქმა უნდა. ვუპასუხე და ტელეფონი გამოვართვი, რომელიც უკანა ჯიბიდან ამოიღო და გამომიწოდა. ნომერი ჩავუწერე და ჩემი სახელი და გვარი დავაწერე. გაეღიმა, როცა არ ვკითხე როგორ ჩავწერო-თქო, ამას ხომ ყველა აკეთებს. მაგრამ მე ყველა არ ვარ... -შეხვედრამდე ელენე. გამიღიმა და დერეფანს დაუყვა. ყველა, ყველა აყოლებდა თვალს. წარჩინებულებიც, ბოტანიკებიც, ლამაზებიც, მახინჯებიც. ძალიან, ძალიან მომწონდა ეს ბიჭი ! -ელენე! დერეფნის ბოლოდან დამიძახეს, -დიახ, ბატონო კახა.- დირექტორი, კახა იყო. -გცალიათ? თქვენთან პატარა საქმე მაქვს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მისი კაბინეტისკენ გავემართე. ძალიან მიყვარდა ბატონი კახა, თბილი და მოსიყვარულე იყო. მასთან საუბარი ყოველთვის მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ მივხვდი რა საქმე უნდა ჰქონოდა. ნუთუ ნიკაზე უნდა ეთქვა რამე? ის ხომ მისი ნათესავი იყო.. -აბა, როგორ ჩაიარა არდადეგებმა?-მკითხა ჩვეული ღიმილით. -არაჩვეულებრივად, გმადლობთ. თქვენთან? -ვერ გეტყვი, რომ არაჩვეულებრივად, მაგრამ კარგად.-კვლავ გამიღიმა და მანიშნა, სკამზე დაჯექიო. მაგიდის წინ მდგომ სკამზე მოვთავსთდი და ბატონ კახას ინტერესიანი მზერა მივაბყარი. -ელენე, როგორც ყოველთვის, სკოლას შენი დახმარება სჭირდება,- მესიამოვნა ეს სიტყვები, ამაყად გავიმართე წელში და გავიღიმე,- შარშან სუსტ მოსწავლეებს ეხმარებოდი ნიშნების ამაღლებაში, ამიტომ წელს აღარ გკითხე, რადგან ჩავთვალე, რომ უარს არ იტყოდი და ერთი მოსწავლის გამოსწორება მინდა დაგავალო. გაკვეთილების შემდეგ, რამდენიმე საათით,-ეს ნამდვილად არ გამითვალისწინებია, გამოსწორება ჩემს გეგმებში არ შედიოდა. -დიდი სიამოვნებით, ბატონო კახა, მაგრამ იცით, სტიპენდიისთვის,- გავაწყვეტინე, მაგრამ მანაც მომიჭრა სიტყვა. -ცურვაზე არ იდარდო, მაგდას (მწვრთნელს) უკვე მოველაპარაკე და თანახმაა ვარჯიში რამდენიმე საათით გადაგიტანოს. -ბატონო კახა-გონება დავძაბე და შევეცადე ყველაზე საპატიო მიზეზი მეპოვნა ვიღაც უჭკუოს გამოსწორების თავიდან ასარიდებლად,- გამოსაშვები წელია, ხომ გესმით... კოლეჯში უნდა ჩავაბარო და ახლა, ჩემს თავს უფრო უნდა მივხედო, ვიდრე სხვას... მაპატიეთ.-სახეზე მაქსიმალურად შეწუხებული გამომეტყველება ავიკარი. -კარგი, რა გაეწყობა... შენი იმედი მქონდა, მაგრამ არაუშავს, ვინმე სხვას ვიპოვი. ეტყობოდა, რომ ჩემი პასუხი დიდად არ წყენია, შეწინააღმდეგება არც უცდია, პირიქით, თითქოს უნდოდა კიდეც, რომ უარი მეთქვა. -კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. სკამიდან წამოვდექი. -არაფერია, წარმატებულ საღამოს გისურვებ. გამიღიმა, კაბინეტი დავტოვე. -წინ იყურე ! უხეშად შემიღრინეს, როცა შემთხვევით, კარის დაკეტვისას ჩემზე გაცილებით მაღალ, მკვრივ სხეულს შევეჯახე. -მე.. მე მაპატიეთ... არასდროს ვიხდი ბოდიშს, მაგრამ მისმა ტონმა ძვლები გამიყინა და ერთიანად ამაკანკალა. არც შემოუხედავს, ისე გააღო კარი და ბატონი კახას კაბინეტში შევიდა. შავებში ჩაცმული, მაღალი ბიჭი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.