სიყვარული გიჟის ენაზე PART II
დილით დემე საწოლში აღარ დამხვდა, რატომღაც მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, არა იმოტომ, რომ რამე გრძნობა მქონდა მის მიმართ, არა, უბრალოდ მოსაბეზრებელი იყო ერთ საწოლში მარტო გაღვიძება და რიტუნული ცხოვრება. თვალები მოვიფშვნიტე და შიშველ ტანზე საბანი კომფორტულად შემოვიხვიე. საათს გავხედე, რომელიც ოთახის შუაში იყო ჩამოკიდებული, დილის 8 საათი იყო, ზუსტად. გამეღიმა, ირონიაც ამას ჰქვია, საგიჟეთიდან გამოვიქეცი, მაგრამ სხეულში ჯიუტად ჩარჩენილი ჩვევები ვერ მოვიშორე. დილის 8 საათზე ადგომა, დაბანა, რა თქმა უნდა, თანმხლებ პირთან ერთად, თავი რომ არ დაეხრჩო არავის წყალში და საპარსი გელი არ ეჭამა, ან ფეხის გაპარსვის ნაცვლად ვენები არ გადაესერა. ფანჯრიდან სასწაული ხედი იშლებოდა, მთელი თბილისი ჩანდა... მივხვდი რომ 2 წლის განმავლობაში პირველად გავიხედე ფანჯარაში, ისე რომ ხედი გისოსებით არ ყოფილიყო გადაფარული. ნიტა ალბათ ახლა საწოლს ასწორებს, ნეტა ვინმე ახალი ხომ არ შეემატა ჩვენს პატარა ჯგუფს, ალბათ გაუჭირდება მას სხვასთან შეგუება, მე ხომ ერთადერთი ვიყავი, ვინც ითმენდა მის ტიკებს და არასდროს არ ვსვრიდი და ვაჭუჭყიანებდი არაფერს. იქ ჩვეულებრივი არავინ იყო, იქ შეიძლება კარგი ადამიანებიც არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ნიღბები ყველას დიდი ხნის ჩამოხსნილი გვქონდა, თუ არ ჩავთვლით პათოლოგიურ მატყუარებს, ისინიც ჩვენთან იწვნენ, საგიჟეთში გიჟი თავი არავის ეგონა, ყველა შემთხვევით მოვხვდით იქ, არავინ თვლიდა რომ მათი ადგილი ამ დაწესებულებაში იყო, მე ასეთი არ ვიყავი. პატარაობიდან იმდენად ვერ ვერგებოდი საზოგადოებას და მათ მიერ მიღებულ ნორმებს, რომ დევიანტობა სკოლის ფსიქოლოგმაც დამაბრალა, მეხუთე კლასში. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი თავისუფლებისადმი მიმართულ კომპასს ჩემში, ვერ ვეგუებოდი, როდესაც ვინმე რამეს მისწორებდა, ან მაძალებდა, პატარა ვიყავი მაშინ, არც არავინ ამიხსნა რა როგორ ხდებოდა ამ სამყაროში. დემეტრესთანაც თავისუფლებას ვეძებდი, მივდიოდი საზოგადოების წინააღმდეგ, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჯოგი თავისუფლების კურსს დიდი ხნის აცილებული იყო. ჩემში ამ კომპასის სიძლიერე მაშინებდა, ერთხელ, ჩემი დაღუპვის მიზეზიც ეს აღმოჩნდებოდა, თავისუფლების ძიებაში მოკლული გიჟი, გაზეთში ალბათ ასე დაწერდნენ. საწოლიდან ზანტად ავდექი და ჩემი ჯინსი ჩავიცვი, ზემოდან ისევ დემეტრეს საროჩკა, ის შარვალ კოსტუმში გამოწყობილი იჯდა ლეპტოპთან და თან ყავას მიირთმევდა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის, ისე იყო ჩართული თავის საქმეში. - მშია. ჩემთვის ჩავილაპარაკე და მაცივრისკენ გავემართე, რომელშიც დამხვდა 6 ბოთლი ლუდი, გაყინული პიცის ნარჩენები, კარაქი, ყველი და კვერცხი. - გამოიძახე რამე, ფულს მოგცემ. მე დაბნეულმა გავხედე, საჭმელი უნდა.. გამომეძახე? დემეტრემ გადარეკა და ბურგერებს მალე მოიტანენო. მე გაშტერებული დავხეტიალობდი ოთახებში, ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა მამაკაცს, რომელიც მარტო ცხოვრობდა 4 საწოლი ოთახი და 2 აბაზანა, ჩვენთან, მხოლოდ ერთი აბაზანა იყო, რომელშიც ერთდროულად 10 პაციენტი და ამავე რაოდენობის დამკვირვებელი ეტეოდა, ჯერ გოგონები ვიბანდით, შემდეგ ბიჭები და სულ ბოლოს სალომე, ცხვენოდა მისი „სქელი“, ანორექსიული ტანის. გამეცინა ამ დიდ ნახტომზე, ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი თავისუფლებისკენ. ახლა რასაც მინდოდა , იმას ვიზამდი, ვინ გამაჩერებდა? - წასასვლელი მართლა არსად გაქვს? ან საქმე არ გაქვს, ან რამე... ცხოვრება, მიზანი? - თუ გინდა რომ წავიდე მითხარი, დამიჯერე ძალიან რთულია ჩემი წყენინება ამიტომ ნუ ცდილობ სიტყვები ზუსტად შეარჩიო. ცივად ვუთხარი და სააბაზანოსკენ გავემართე, დემეტრეს პასუხს არ დავლოდებივარ. აქ რა მინდა? აქ რას ვაკეთებ? არანაირი ფული, არც საცხოვრებელი ადგილი არ მაქვს, თან ალბათ ყველა პოლიციელს აქვს ჩემი სურათი ნანახი, გაქცეულ გიჟს ეძებენ, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ მეძებენ. ეს ფაქტი სიამოვნებას მგვრიდა, ვიღაც მეძებს, მაგრამ ეს ხომ თავისფლებას ეწინააღმდეგებოდა? თუ ვიღაც გიყვარს, ან ვიღაცას უყვარხარ, ეს ხომ შეზღუდვაა? მე მსგავსი პრიმიტიული გრძნობები არ მჭირდებოდა, აბაზანაში შევედი და ვიბანავე, რომ გამოვედი დემეტრე წასული დამხვდა, მაგიდაზე კი დატოვებული იყო ბურგერები, პატარა წერილთან ერთად. „სასიამოვნო ღამე იყო, თუ გსურს რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ამ ღამით შემოიფარგლოს, გასაღებით გადაკეტე კარი და მეზობელს დაუტოვე, თუ კიდევ გსრურს ასეთი ღამეები, გასაღები სახლში შემოიტანე, მაგრამ გთხოვ, ჩემგან ნუ მოითხოვ სასიამოვნო ღამეების მეტს. (სიტყვებს ქალებთან ყოველთვის ვარჩევ) დემეტრე“ გამეღიმა, წერილი დავკეცე და ვაპირებდი ნაგვის ყუთში ჩამეგდო, მაგრამ მაშინ აინთო ჩემში ნოსტალგია, მელანქოლიის მძიმე ტალღა მომაწვა და მივხვდი, რომ მე ასე დიდხანს ვერ ვიქნებოდი, ფენიქსივით დავიფერფლებოდი, იმიტომ რომ რეალურად თავისუფალი არ ვიყავი, მანამ მეძებდნენ, მალვაში მანამ ვიყავი და თან საკუთარ თავსაც ვერ ვინახავდი, ამას გადარჩენა ერქვა და არა თავისუფლება. წერილი ოთხად გავკეცე და ჯინსის ელვიან ჯიბეში შევინახე, არ მინდოდა, დამეკარგა. გადასაგდებად ვერ გავიმეტე. დღე ახალი დაწყებული იყო, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, როდესაც სახლში დემე დაბრუნდა. - ესე მალე მოხვედი? - ვეღარ მოვითმინე, ესეიგი რჩები? - ვრჩები! - სხვა გზა არ გაქვს თუ.. - სხვა გზა არ მაქვს, რა თქმა უნდა. დემეტრეს გაეცინა და ერთი ხელის მოძრაობით ამიტაცა ხელში, საწოლისკენ მიმათრევდა, მე დიდი ინიციატივა არ გამოვიჩინე, გუშინდელი მისთვის ასე სასიამოვნო ღამე, ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ტკივილით დაიწყო, მაგრამ ამჯერად, უფრო ტკბილი იყო ჩვენი კოცნაც და შეხებაც, რატომ, არ ვიცი. ტელეფონის ზარი გაისმა და საწოლიდან ჩქარა წამოდგა დემეტრე, ოთახიდან გავიდა და ისე უპასუხა ზარს, მე არ მომისმენია, ვის ელაპარაკა, მაგრამ არც მაინტერესებდა. მისი ცხოვრება არ მეხება მე, სექსი იყო ერთგვარი ქირა, რომელსაც ბინისთვის ვიხდიდი. - სამსახურს დაგაწყებინებ, თუ გსურს, უნივერსიტეტში თუ სწავლობ? - არა. - სკოლა? - არც სკოლა დამიმთავრებია, ვერ მოვასწარი. - რატომ? არ ვიცოდი, როგორ გამეცა ამ კითხვაზე პასუხი, შემეშინდა, რომ უკან გამაბრუნებდა, სიღრმისეულად კი მსურდა შემენარჩუნებინა ჩემი იდუმალებით მოცულის სტატუსი დემეტრესთან, მომწონდა, რომ ჩემით დაინტერესდა, ეს გრძნობები, აქამდე არასდროს განმიცდია, თავისუფლებას კი ვერ მოიპოვებ, უმეცრებით და უგრძნობი ცხოვრებით. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ შენს თავზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეს. - თავისუფლებას ვეძებ, დიდი გზა უნდა გავიარო წინ. დემეტრეს ჩაეცინა, იფიქრა ეს ჩემი ბავშვური გატაცება იყო, მაგრამ ასე არ გამოდგა, - პოკერის თამაში იცი, ანუკა? მისი ეს კითხვა გამიკვირდა, ჩემომთავაზა კარტი გვეთამაშა, თან დაგველია და წაგებულს უნდა ეპასუხა ნებისმიერ კითხვაზე გულწრფელად. თამაში დემეტრეს წაგებით და ვისკის მოწრუპვით დაიწყო, საავადმყოფოში კარტის მეტს რას ვაკეთებდი? არ იცოდა, რა პროფესიონალთან ჰქონდა ბატონს საქმე. - რას ნანობს ბატონი დემეტრე ყველაზე მეტად ცხოვრებაში? დემეტრემ მძიმედ აიღო მსუბუქი ჭიქა და ვისკი გემრიელად ჩაცალა, ჩიქა ისევ გაივსო და მე მიმზერდა. - შარშან, ბაზარზე მაიკროსოფტის წილი შემეძლო მეყიდა, მაგრამ არ გავრისკე, დიდი ალტერნატიული ხარჯი გამოვიდა, ჩემი საქციელის გამო კომპანიისთვის, რისკზე არ წავედი. მის პასუხზე გამეცინა, ერთი შეხედვით არ გავდა ისეთ კაცს, ვორკაჰოლიკებს რომ ეძახიან, არ მეგონა თუ თავის სამსახურზე ასე იყო მიჯაჭვული. - არ მჯერა, დავიჯერო ცხოვრებისეულად არაფერი გინანია, ურთიერთობებში? დემეტრეს გაეცინა, ჭიქა აიღო და ისევ მოსვა. - ვნანობ რომ მეხუთე კლასში ჩემა ძმაკაცმა დამასწრო გოგოსთვის სიყვარულის ახსნა, ვნანობ რომ არ ვიბრძოლე მისთვის. - რომანტიული და საქმიანი, რა მოსაწყენი კომბინაციაა მობეზრებულმა ვთქვი და ვისკის გემომ ყელი კვამლივით ჩამწვა, მაგრამ სხეულს მალამოდ ედებოდა, ვდუნდებოდი და ვთბებოდი. დემეტრეს აკვირვებდა ჩემი არც თუ ისე ქალური დამოკიდებულება საკითხების მიმართ, ამიტომ კიდევ ერთი ხელი ვითამაშეთ, ამჯერად დემეტრეს მოვაგებინე, მაინტერესებდა, რას მკითხავდა. - ვის გაურბიხარ? - რა? - საიდან გაიქეცი არ ვიცი, მაგრამ გეტყობა, ვიღაცის შიშში ხარ, ქუჩაში ნაცხოვრების კი არაფერი გეტყობა, მოვლილი ხარ, მითხარი, ვის გაურბიხარ. უხეშად დავტაცე ჭიქას ხელი და ჩემი ბოლო წვეთი ვისკიც დავცალე, ახლა დარეკავდა დემეტრე პოლიციაში და გიჟ ანუკას „სახლში“ დააბრუნებდნენ. - რუსთავის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოვიქეცი. დემეტრეს გულიანად გაეცინა, მაგრამ ჩემს სერიოზულ სახეს რომ შეხედა ფეხზე წამოფრინდა. - გაგიჟდი?? - არა, ახლა არა, 2 წლის წინ გაგიჟდიო, მაბრალებენ. დემეს ხუმრობაზე არ ეცინებოდა და ბოლთას ცემდა, ხან თავზე გადაისვამდა ხელს, ხან დივანს მიარტყავდა ფეხს. ცოტახანში დამშვიდდა და კიდევ დაისხა ვისკი, ჩემდა გასაკვირად მეც შემივსო ჭიქა. - ახლავე თუ არ ამიხსნი ყველაფერს ძაღლივით გაგაგდებ გარეთ! - გასაგებია. ამ ერთი ჭიქით ვემშვიდობებოდი დემეტრეს, ჩემთვის გამეღიმა და ჭიქა ნახევრად დავცალე, არ მინდოდა წასვლა, არ მინდოდა უკან დაბრუნება, დროს მაქსიმალურად ვწელავდი. - იქ როგორ მოხვდი ამიხსენი... - რაღა აზრი აქვს, რამის დამალვას. მაღალი ფუნქციის სოციოპატიით ვარ დახასიათებული, განუკურნებელია, მხოლოდ თერაპია შეიძლება, ვარ ეგოისტი, უემოციო, არ მაქვს თანაგრძნობის უნარი, მიყვარს ვიღაცის და სიტუაციის კონტროლი, 5 ენაზე შემიძლია ლაპარაკი, პროფესიონალი მატყუარა ვარ, შემიძლია ვიყო ნებისმიერი ტიპის ადამიანის როლში, ვიზუალური მეხსიერება მაქვს და შემიძლია გავიხსენო, ედგარ პოს წითელი მასკარადის მესამე გვერძე პირველი სიტყვა რომ „ცეკვა“ წერია. მძიმე ისტერიის ან სიბრაზის შემთხვევაში გაიზიარებ ჩემი დირექტორის ბედს, რომელმაც გამაბრაზა და ფანქარზე დაეცა, ოთხჯერ, ყოველ შემთხვევაში პატულისთვის ჩემი ჩვენება ასე ჟღერდა, ფილტვი დახვრეტილი აქვს, მაგრამ არ მომკვდარა, ისე გასაკვირია, ბებერი მწეველია, რატომ არის ამდენი ხანი ცოცხალი. ნეტა ადრე მომკვდარიყო, ვერც ვერავინ გაიგებდა ჩემს სოციოპატობას. დემეტრე ახლოს მოვიდა და ხელი დამავლო მაჯაში, კალთაში გადამისვა, - რა ცუდი გოგო ყოფილხარ, მაგრამ ჭკვიანი, შენ მკურნალობა და თერაპია არ გიშველის, შენ ჩემი ხელი გჭირდება. უაკანლზე ხელი ისე მწარედ დამარტყა კინაღამ წამოვხტი, თან ისე მიყურებდა... რაღაც ნაცნობი იყო, მის მზერაში. - შენი რიგითი ბო*ი არ ვარ, მათრახით რომ გამომასწორო, ცივსისხლიანი არსებავარ, ღამეებს თეთრად გაათენებს ჩემს გვერდით, დილით გაღვიძება გარანტიად არ გაქვს. მან სახე უხეშად დამიჭირა და ძალით მაკოცა. ინტერესი კლავდა, ჩემი ამოცნობა სურდა, თან რაღაც აკავებდა, რაღაც მოსწონდა ჩემში, მახინჯი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი სიცივე ყოველთვის განიზიდავდა მამრობით სქესს, რომელსაც არასდროს შეეძლო ძლიერი ხასიათის და ჭკვიანი ქალის „ატანა“. - ღმერთის გწამს? დემეტრემ ქვეცნობიერად ხელი ჯვარზე მოიკიდე, რომელიც ვერცხლისფერ ძეწკვზე ჰქონდა ჩამოკიდებული, საროჩკის ქვეშ ჩამალული. - ისევე როგორც თოვლის ბაბუის. მე ავდექი და ჩემი ცარიელი ჭიქა დემეტრეს მივაწოდე, მანაც გამომართვა და ამივსო. არ მქონდა მასთან ამ თემაზე ლაპარაკის დრო. მისი საროჩკა გავიხადე და გაშიშვლება დავიწყე, დემეს არ გავუჩერებივარ, უბრალოდ მიყურებდა. მუხლებზე დავდექი და ხელი მისი შარვლისკენ წავიღე, ის გახევებული იდგა, ვერ მოძრაობდა, როგორც კი ქამარი გავუხსენი ერთი ხელის მოძრაობით მიმიკრა ტანზე. - დღეიდან იწყება შენი მკურნალობა, დროზე საწოლში! შემატრიალა კარისკენ და ისევ დამარტყა უკნიდან ხელი. - ისეთს გიზავ, ხვალ რამდენჯერ დაჯდები, მე რომ გაგახსენდე. მის სიტყვებს კიდევ ერთი მწარე დარტყმა მოყვა, იმ დღეს პირველად მივხვდი, რა იყო ვნება, შეუჩერებელი, ცხელი, მწარე, მტკივნეული და საშინლად უხეში კონტაქტი ორ სხეულს შორის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.