შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებას გილოცავ ეილინ (ნაწილი IV)


5-03-2015, 19:17
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 243

-კარგი მე ზემოთ ავალ, წასვლამდე ცოტას დავისვენებ!
ვუთხარი ნათიას, მისაღები დავტოვე და ოთახს მივაშურე. დღეს მართლაც დავიღალე ამიტომ დასვენება არ მაწყენდა. ლოგინზე მივწექი და მალევე ჩამეძინა. ძილის სამყაროდან ვიღაცის ხმაურმა გამომაგდო და თვალები დავჭყიტე, რეზი იყო და მიღიმოდა, ჯერ სიზმარი მეგონა და თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ სილუეტი არსად გამქრალა.
-არ რას აკეთებ?
-აქ სად?
-პირველ რიგში საერთოდ ლოპოტაზე და მეორეც ჩემ ოთახში?
ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ მშვიდად ვლაპარაკობდი.
-ორივეს მიზეზი მონატრებაა!
მითხრა და გამიღიმა.
-ოფფ კაი ერთი, მოვენატრე ბიჭს!
გამოვაჯავრე ჩემი ჭკუით, ის კი ჩემკენ დაიძრა და ლოგინზე ჩამოჯდა, ალბათ კარგად ,,ჩამბროშნიდა“ ხელებით რომ უკან არ გამეწევინა.
-ჰეიიი ჰეიი დისტანცია !
-რა დისტანცია?
-იცოდე ჩემთან მოახლოებას გიკრძალავ, 5 მეტრის რადიუსში არ მომიახლოვდე გესმის?
-არა !
-იცოდე მე გაგაფრთხილე.
-არა რა საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი მეტიჩარა ბაავშვი ხარ!
ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ლოგინიდან წამოდგა.
-უკვე 7 საათია, მოემზადე კოცონზე მივდივართ, არ დაგვაგვიანდეს !
თქვა თუ არა ოთახი დატოვა, აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.
-ძალიანაც კარგი! იეჭვიანე მეტის ღირსი ხარ..
ჩავილაპარაკე, ლოგინიდან წამოვედი და შხაპის მისაღებად აბაზანას მივაშურე. კარადიდან მოკლე, სარაფანა და სანდლები გამოვიღე. დღეს საკმაოდ სიცხე იყო და კიდევ კოცონზე წარმომიდგენია რა იქნებოდა, ამიტომ ,,გრილად“ ჩაცმა გადავწყვიტე. 15 წუთში უკვე ყველანაირად მოწესრიგებული მისაღებში ჩავედი, წამსვე ვიგრძენი რეზის მწველი მზერა და ჩამეცინა. ის კი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და წინ ამესვეტა.
-შიშველი რომ წამოსულიყავი არა?
მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-რას უწუნებ ჩემ სარაფანს?
-გითხარი უკვე, ვიღაცა უნდა მაცემინო და შარს ეძებ?!
-რეზი მე და შენ შეყვარებულები აღარ ვართ, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს, ამიტომ შენ არ გკითხავ რა ჩავიცვა? სად წავიდე? რა ვჭამო და ა.შ
-მკითხავ კიარა სულ ჩემ ნებაზე ივლი.
მივხვდი რომ ჩემ აგდება უნდოდა და ნერვების დამშვიდება ვცადე.
-კი როგორ არა !
ვუთხარი თუ არა გავეცალე და ნათიასკენ წავედი.
-მზად ხარ?
-კი წავედით?
-ხო, რითი წავიდეთ?
-რეზი წაგვიყვანს!
-კარგი წავედით მაშინ.
ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე, უცებ ვიღაცის ძლიერმა ხელმა დამაბრკოლა.
-მარტო ნუ დატრაშუნობ, ჩემ გვერდით იყავი და არ მომცილდე!
გამაფრთხილბლად გამიღიმა და ხელი წელზე დაუკითხავად შემომხვია, მეც არაფერი მითქვამს ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ თანდათან ვხვდებოდი ჩემი გეგმები, რომ ფარსი იყო და სხვა არაფერი. მანქანაში ჩავჯექით და კოცონისაკენ გავეშურეთ.
-ვაჰჰ .. ეილინ როგორ ხარ?
დიდიხნის ნაცნობივით წამოვიდა სანდრო და მომეხვია... რეზის ალმოდებული სახეც არ გამომპარვია და სანდროს მალე მოვშორდი.
-კარგად, შენ?
-არამიშავს. ეს არის შენი სტუმარი?
მითხრა, რეზის ამრეზად გახედა
-ხო ეს რეზია სანდრო გაიცანი, რეზი ეს სანდროა !
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს!
აშკარად გამაკვირვა რეზის სიტყვებმა
-მართლა? საიდან?
-ეს გრძელი ამბავია მერე მოგიყვები.
რეზის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გაჩუმება არჩია და უხმოდ ამომიდგა გვერდით.
ბიჭებმა ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი და ბავშვებისკენ ავიღეთ გეზი. რეზი არაფერს ამბობდა, მაგრამ მისი ერთი მზერაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ის საღამო ძალიან შებოჭილი ვიყავი აქეთ სანდროს მწველი მზერა, იქით რეზის გამჭოლი მზერა... მოკლედ გახლეჩილი ვიყავი ორად და აღარ ვიცოდი რა მექნა. მალევე მოვიწყინე და რეზის ვთხოვე სახლში წავიდეთ მეთქი
-არც მე მინდა აქ გაჩერება, რაც მალე მით უკეთესი.
-მოიცა ნათიასაც ვეტყვი და წავიდეთ!
-ნათი სახლში მივდივართ და ხომ წამოხვალ?
-მე ცოტახანს კიდევ დავრჩები და მერე რატი მომიყვანს არ ინერვიულო !
-როგორც გინდა.
ბავშვებს დავემშვიდობეთ და მანქანისკენ წავედით. ჩუმად ჩავსხედით მანქანაში, ხმას არცერთი არ ვიღებდით, ან რომ ამომეღო რა მეთქვა ამიტომ ჩუმად ყოფნა ვარჩიე. მანქანა დაქოქა და წავედით, მალევე შევამჩნიეთ რომ სახლში არ მივდიოდით და ,,პანიკაში“ კინაღამ ჩავვარდი, სასტიკად არ მინდოდა რეზისთან მარტო დარჩენა, ვიცოდი სადღაც მაინც მიმტყუნებდა საკუთარი თავი.
-ეს სახლის გზა არ არის!
-ჰმმ.. ახალი ამბავი..!
-რეზი სახლში მინდა!
-წაგიყვან მაგრამ ჯერ შენთან სალაპარაკო მაქ, რაღაც რაღაცეები უნდა გავარკვიოთ!
-შენთან გასარკვევი არაფერი მაქვს!
-მაშინ მე მაქვს და შენ მომისმინე.
ხმა აღარ ამომიღია, მალე მანქანა გაჩერდა და გადავედით. არვიცი რა ადგილი იყო მაგრამ აქედან მთელი არემარე ხელის გულივით ჩანდა!
-წამომყევი!
მითხრა, ხელი ჩამკიდა და კლდის პირას მიმიყვანა, ხელები გამაშლევინდა თვითონ კი უკნიდან ამეკრო და ყურში თბილად ჩამჩურჩულა
-ნუთუ ვერაფერს გრძნობ ! შეუძლებელია ასე იყოს.. ასე ვერ გაქრებოდა ყველაფერი!
-შესაძლებელია!
სრულიად გაუაზრებლად მოსწყდა ეს სიტყვა ბაგეებს და იმ წამში (და მერე ხომ საერთოდ), ძალიან ვინანე,
-ან მე რატომ მატყუებ ან საკუთარ თავს ! რას გვერჩი ორივეს?! გსიამოვნებს რომ მანადგურებ?!
ძალიან უჩვეულო იყო ,,ყეყეჩი“ რეზისგან ასეთი სიტყვები, მეც შემოვბრუნდი და თვალებში ჩავხედე, მაგრამ ხმა არ ამომიღია უბრალოდ ვუყურებდი.
-ნუთუ მართლა ვერაფერს გრძნობ?! ცოტას მაინც... რომ ჩავეჭიდო... შენ გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ. ამდენი ხანი გელოდე , შენ კი მეუბნები რომ არ გახსოვარ! იმ სიყვარულის შემდეგ, იმის შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ, რაც არ უნდა წაეშალა ტვინს მოგონებები , გული მაინც დაიტოვებდა, ასე უბრალოდ შენი ცხოვრებიდან ვერ წამშლიდი!
უკვე მართლა აღარ ვიცოდი რა მეპასუხა.
-მე მშობლები დავკარგე, წელიწად ნახევარი კომაში ვიყავი და იმის შემდეგ რაც ღმერთმა სიცოცხლე თავიდან მაჩუქა, ვცდილობ ცხოვრება თავიდან დავიწყო, აღარ მინდა მქონდეს კავშირი წარსულთან გთხოვ გამიგე !
-მაპატიე მაგრამ არ შემიძლია გაგიგო ! შენ მშობლები დაკარგე... მგონი უკვე მეც, შენი ცხოვრებიდან გავქრები, ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს აღარ შეგიშლი, მაგრამ იცოდე რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მე მაინც მეყვარები ! და ყველაფრისდა მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ დამიბრუნდები! მე შენი სიცოცხლითაც მაბედნიერებ !
მისი სიტყვები ისე მომხვდა გულზე, რომ ამდენი ხნის შემდეგ ბავშვივით ავტირდი.
-გთხოვ ნუ ტირი, თავს ვერ ვაპატიებ რომ ჩემი მიზეზით ისევ დაიტანჯო. გპირდები ხვალ წავალ და სანამ შენ არ მოისურვებ შენ ცხოვრებაში აღარ დავბრუნდები.
არვიცოდი რა მეთქვა, სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს ერთადერთი რაც მოვიფიქრე იყო ის რომ მაგრად, რაც შემეძლო მაგრად ჩავეხუტე. როცა ცოტა დავმშვიდმხარზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა!
-შენთან ერთი თხოვნა მაქ!
-რა?
პასუხი არ გაუცია ჩემკენ გადმოიახარა და ტუჩებს მადიანად დაეწაფა, ეს ისეთი კარგი იყო წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და კოცნაში მეც ავყევი. უცებ მომშორდა და ამით სიზმარიც დაასრულა.
-აი სულ ეს იყო. აქ ცივა წამო სახლში დავბრუნდეთ!
მინდოდა მეთქვა, რომ არ წასულიყო, რომ დარჩენილიყო სულ ჩემთან ერთად, მაგრამ... მაგრამ არ შემეძლო. მის სიტყვებს დავემორჩილე და სახლში წავედით, ოთახში ავედი თუ არა ლოგინზე წამოვჯექი და გულ ამოსკვნილი ტირილი დავიწყე !
-ვის დავტიროდი ან რას?
სიმართლე გითხრათ არ ვიცი! შეიძლება საკუთარ თავსაც... მაგრამ იმ მომენტში ტირილი ძალიან მინდოდა, სადღაც უნდა დამეხარჯა ამდენი ემოცია და საუკეთესო საშუალება ,,ცრემლთა ღვრა“ იყო. ამ ტირილმა და გოდებამ ისე გამომფიტა და დამქანცა რომ უსულოდ გავეგდე ლოგინზე და ძილის სამყაროს მივაშურე.
მეორე დღეს პირველი საათი იყო, რომ გამომეღვიძა, წამსვე თავში დამკრა რეზის სიტყვები ,,ხვალ წავალ“. რატომღაც არ მინდოდა დავეტოვებინე. წამსვე წამოვხტი ლოგინიდან, არც საკუთარ თავზე შემიხედავს პირდაპირ მისაღებისკენ გავემართე. მის ოთახში რომ შევიხედე არავინ იყო, კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე და მისაღებში შევედი, იქაც არავინ დამხვდა, უცებ სამზარეულოდან ხმაური შემომესმა და იქით წავედი. სამზარეულოში ლელა დამხვდა.
-რეზი სადააა?
ლელას ასეთ ,,წაქცეულ“ მდგომარეობაში არასდროს ვუნახივარ.
-მშვიდობაა?
-რეზი წავიდა?
-კი დილით 9ზე წავიდა, მითხრა რაღაც საქმე გამომიჩნდაო.
უცებ შიგნით ისე ჩამწყდა რაღაც, რომ ტკივილისაგან მუხლები მომეკვეთა და სამზარეულოს იატაკზე ჩავიკეცე.
აბა როგორია? შემიფასეთ ! love



№1  offline წევრი Shore

Xo geubnebi ro umagresi gogo xartqooo ❤ .. Magraam patara iyooo dzaliaaan ❤❤

 


№2  offline წევრი CooLPlaYeR

შეუდარებელ!! <3

 


№3 სტუმარი tikacho

vaimeee ragac saswauli xar ❤ malee dadee xo ra mec rezi momwons ❤ malee dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent