შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეკლესია მაცოცხლებელი ძალა(თავი 1)


5-03-2015, 22:52
ავტორი anabeli
ნანახია 1 956

ეკლესია ეს ის შენობაა,რომელიც ცასა და დედამიწას აკავშირებს,ანუ ეკლესიაში ხორციელი და სულიერი ერთადაა შერწყმული.ის ადამიანები რომლებმაც ღვთის სამსახურს მიუძღვნა თავი და არიან სულით ამაღლებულები,რომლებთანაც უფრო ახლოს არის ღმერთი,ჩვეულებრივი ადამიანები არიან მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მათ უფრო ებრძვის სატანა.მათ უფრო აქვთ სულები დამძიმებულები უამრავი ცოდვებისგან ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულ ბრბოს.ადამიანს სჯერა,ნამდვილად სწამს რომ თუ ეკლესიაში მივა მოინანიებს თავის ცოდვებს,ჩააბარებს აღსარებას და ეზიარება ამით თავის ცოდვებს ჩამოირეცხავს და აღარ იარსებებს წარსული,თუმცა ადამიანების უმრავლესობა გამოდის ეკლესიიდან და ისევ წარსულ ცხოვრებას აგრძელებს.ცოდვას ცოდვაზე ამატებენ და არც ფიქრდებიან იმაზე თუ რას სჩადიან.რწმენა, ეკლესია, უფალი მანამ არ გვახსენდება სანამ გული არ გვეტკინება,ეკლესიის გზას მანამ არ დავადგებით სანამ ცრემლები თავისით არ იპოვიან გზას რათა მიგვახვედრონ რომ ადამიანები ვართ და გვტკივა.სანამ ბოლომდე არ განადგურდება,სანამ ტკივილი,ცრემლები,უბედურება ბოლომდე არ დასცემს ადამიანს,სანამ ხატის წინ გულმოკლული არ ავქვითინდებით,სანამ უბედურება ღრმა აზრს არ ჩააქსოვს სიტყვებში რომლითაც უბედური ღმერთს მიმართავს მანამ ლოცვა უაზრო სიტყვათა გროვაა რომლებსაც ადამიანები ყოველდღე კითხულობენ და რომლითაც სჯერათ რომ დაუახლოვდებიან უფალს,რომლითაც თითქოს უფლის მოსყიდვას ცდილობენ.ეკლესია კი იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ გვგონია,ის თვითონ რწმენაა,თვითონ ძალაა, ის მაცოცხლებელი ენერგიითაა სავსე.ის გვამაღლებს სულით დიად ადამიანებად გვაქცევს. მნიშვნელობა არ აქვს დიდსა თუ პატარას ეკლესია ყველას ერთნაირად ასაზრდოებს.ეკლესია ყველაფერს გვასწავლის,ის ყველაფერია,ის თავშესაფარია,ამოუხსნელი სამყაროა,მასში შენ შეგიძლია ჩაწვდე და ამოიცნო სიწმინდე,იფიქრო ბევრი და ჩაწვდე ჭეშმარიტების არსს.ის გაცხოვრებს ისე რომ მუდამ გრძნობდე უფლის ხელს მხარზე და მუდამ ასხივებდე სიყვარულს,სიკეთეს,მაღალ სულისკვეთებას,თავმდაბლობას,იყო ადამიანი და ამასთანავე იყო უფრო მეტი ვიდრე ადამიანი.ხანდახან მეჯავრება კიდეც რომ ვარ ადამიანი,მერჩივნა ღმერთს თავისთან დავეტოვებინე,რომ მისი ანგელოზი ვვყოფილიყავი და მაღლიდან მეცქირა ამ სამყაროსთვის,სადაც იმის გამო რომ ხარ ადამიანი ხარ ცოდვილი.ცოდვილი იმის გამო რომ ასე დაიწყო სიცოცხლე.ცოდვამ წარმოშვა ახალი არსება ცოდვა ზრდის მას და ცოდვა კლავს.ასე გაგრძელდება მუდამ,სამარადისოდ,თუნდაც ღმერთმა კიდევ ერთი მესია გამოგზავნოს ჩვენს გადასარჩენად.იმედი დაკარგულია.ცოდვის წინააღმდეგ ვერავინ გაიმარჯვებს.ცოდვა დაიბადა და ის უკვდავია,მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს,ბოლოს მაინც დამარცხდები.საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან ცოდვას დაინახავ.ის არსებობს ზოგჯერ უნებლიეთაც კი.მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, გოგონა რომელსაც ყველა ანგელოზს ეძახის.ალბათ სადღაც რაღაც არის სიმართლე მაგრამ მე ანგელოზი ნამდვილად არ ვარ.მე ერთი პატარა, სათუთი გოგონა ვარ რომელსაც არაფერი გააჩნია გარდა ერთისა რწმენისა.ფიქრი ტელეფონის ხმამ გამაწყვეტინა, ვიღაცამ ესემესი მომწერა თუმცა უცებ ყურადღება არ მიმიქცევია,ჰორიზონტს ვუყურებდი შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე,თვალები კარგად შევიმშრალე და მანტოს ჯიბიდან მობილური ამოვიღე.გუგას ესემესი იყო და რატომღაც გახსნას არ ვჩქარობდი,კვლავ ჰორიზონტს გავხედე და ისევ ცრემლებმა მომაწვა.უეცრად უთკმელმა სიტყვებმა გამეჩხირა ყელში და დამახრჩო.ცა მოღრუბლული იყო,მუქი ლურჯი ფერი დაკრავდა,თითქოს ისიც ტირილს აპირებდა.ვიფიქრე რომ მას ჩემი ტკივილი ესმოდა.....თავი გავაქნიე,გლოვას მოვეშვი და ესემესი გავხსენი.დილამშვიდობისა ჩემო პრინცესა, გაიღვიძე ადგომის დროა.მობილურს ვუყურებდი და გუგას სახე წარმომიდგა თვალწინ.ლამაზი,თაფლისფერი თვალები,სწორი ცხვირი.ელიზაბეტმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა ფიქრებისათვის რომელიც თავის გრძნობებს ახსენებდა და შეეცადა გუგასთვის ისე მიეწერა როგორც სხვა ჩვეულებრივ მეგობრებს სწერდა ხოლმე.



№1 სტუმარი marruss

ადამიანები, რომლებმაც ღვთის სამსახურს მიუძღვნეს თავი - უფრო მეტად არიან ცოდვილები ? უკაცრავად, მაგრამ ისინი სულის სიწმინდის ისეთ საფეხურს აღწევენ ამქვეყნიური ცხოვრების დათმობით, რომ ელემენტარული საცდური, რომლითაც ეშმაკი მე და შენ გვაცდუნებს, მათზე გავლენას არ ახდენს.
ცოდვებთან ბრძოლას აზრი არ აქვს ? მაშინ სიცოცლეს არ ჰქონია აზრი და ჩვენი ცხოვრება უბრალო არსებობაა, ერთი კონკრეტული დასასრულით, რომელიც სულის წარწყმენდამდე მიგვიყვანს..
ბიბლია წაიკითხე !!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent