მოულოდნელი დასასრული (8)
განუზომელი იყო ქეთის შიში, სრულიად უცხო გარემოში მოხვდა... არადა ეს ყველაფერი რამოდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო ალბათ ასე არ შეეშინდებოდა, მაგრამ ახლა? რა უნდა ექნა? მას ხომ არ ჰქონდა უფლება გრძნობები გამოეხატა, ის უბრალოდ სტუმარი იყო ამ სახლში... დიახ! სტუმარი... -რაზე ფიქრობ? სიჩუმის დარღვევა სცადა ნიკამ და პასუხის მოლოდინში გაინაბა. -იმაზე თუ როგორ გეტკინება გვერდები იატაკზე წოლისგან! არ დაიბნა გოგონა. -არა ძვირფასო, მე იატაკზე დაწოლას არ ვაპირებ... არ დაგავიწყდეს ჩემს სახლში ხარ და ჩემი წესებით ითამაშებ. -მე შენს გვერდით არ დავიძინებ... -შესწორება, ჩემს გვერდით ვერ დაიძინებ. არც ისე ძნელი მისახვედრია თუ რა იგულისხმებოდა სიტყვა "ვერ" ში. -უტიფარო! სერიოზულად გელაპარაკები. -მერე ვინ გაძალებს ჩემს გვერდით დაწექიო? შეგიძლია იატაკზე მოთავსდე... ნახე რა ფუმფულა ხალიჩაა, თან ზაფხულია და საბანიც არ დაგჭირდება. -სულელი ყოფილხარ თუ გგონია , რომ მე ძირს დავწყვები! -შენ კი ჩემზე უარესი სულელი ხარ თუ ფიქრობ, რომ ჩემს საწოლს დავთმობ! -იცი რა? შენი გაფუჭებული საქმეა და შენვე უნდა აგო პასუხი! -აგეხსნა მამაშენისთვის რაც ხდებოდა და არც ერთის საქმე არ გაფუჭდებოდა! -შენ იცი რატომაც არ მოვიქეცი ასე. -შენ კი იცი მე რატომ მოვიქეცი ასე! -აზრი არ აქვს შენთან საუბარს. -გილოცავ, როგორც ჩანს არც ისეთი შტერი ხარ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... ნიკას ნამდვილად აღარ სურდა საუბრის გაგრძელება, ეს მ ისმა ქმედებამაც დაადასტურა... პერანგის ღილებს დასწვდა და გახდა დაიწყო, ქეთი თვალებ გაფართოებული მისჩერებოდა... -რას.. რას აკეთებ? -ვიძინებ და თუ შეიძლება ნუ მიყურებ, პატიოსანი ბიჭი ვარ მე! გოგონამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და უკან გაბრუნდა... -მზად ვარ სეგიძლია გამობრუნდე, რამოდენიმე წუთის შემდეგ უთხრა ნიკამ, ქეთიც მობრუნდა და წეღანდელი მიმიქარავს. ბიჭი საცვლების ამარა იდგა, განა არ უნახავს ასეთ ფორმაში? ბავშვობაში მდინარეზეც ხშირად უვლიათ ერთად... ზღვაზეც კი იყვნენ მეგობრებთან ერთად, მაგრამ მაშინ ნიკას სულაც არ ჰქონდა ასეთი ნავარჯიშები სხეული და არც მარტო ყოფილან ოდესმე! -შენ რა ასე აპირებ დაძინებას? ძლივს ამოილუღლუღა ქეთიმ... -რაიმე პრობლემაა? ნუ თავის შეკავება თუ გიჭირს შემიძლია ჩავიცვა... -შენზე? არა რა სისულელა, რაც გინდა ის ქენი. -ძალიან კარგი... შეგიძლია შენც გამოიცვალო... -მე შენგან განსხვავებით შიშველი ვერ ვიძინებ... შეგიძლია რაიმე მათხოვო? ქეთი უარყოფით პასუხს ელოდა, თუმცა შეცდა... ბიჭი უხმოდ მივიდა კარადასთან და ყველაზე დიდი მაისური გამოიღო, ალბათ თქვენც გიკვირთ ასე რატომ მოიქცა... ალბათ იმიტომ, რომ ეს სიტუაცია ისედაც რთული იყო და შიშველი ქეთის გაძლება ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. საბედნიეროდ საწოლი საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ორი ადამიანი დაეტია... ნიკა მარცხენა კიდეში იწვა, ქეთი კი მარჯვენაში... მათ შორის იმხელა მანძილი იყო კიდევ სამი ადამიანი დაეტეოდა. ქეთი შეშინებული ჩანდა, საბანი ჩაებღუჯა და ღრმად სუნთქავდა. ნიკას შეეშინდა ისევ არ შემიწუხდესო. გამოლაპარაკბა სცადა... -როგორ ხარ? -სრულიად უცხო გარემოში ვწევარ იდიოტის გვერდით, შენი აზრით როგორ ვიქნები? -როგორც იდიოტის გვერდით მწოლიარეს შეეფერება?! -ჰო აი ზუსტად ეგრე ვარ... -კარგი ხელს აღარ შეგიშლი, შეგიძლია განაგრძო საკუთარი თავის ტანჯვა... -გმადლობ. ბიჭმა გვერდი იცვალა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა, მალევე ჩაეძინა... აი ქეთიმ თვალიც კი ვერ მოხუჭა, ბევრი იწრიალა... საწოლში შამფურივით იტრიალა, თუმცა ძილი არა და არ ეწვია... მალე სუნთქვა გაუჭირდა, არა შეტევა არ დამართნია... ეს სულ სხვა რამ იყო, თითქოს ვიღაც ყელში უჭერდა ხელებს... შეეშენდა და წამოიყვირა... -მიშველე... მიშველე! ნიკა დაფეთებული წამოხტა... თავიდან ვერ გაიგო რა ხდებოდა, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე. -რა გჭირს ქეთი? -ჰაერი... ჰაერი არ მყოფნის. -რა? კარგი მაცადე, ფანჯარას გამოვაღებ... ორივე ფანჯარა გააღო, თუმცა ამან არ უშველა. -შენი ინჰალატორი საგურამოში დაგვრჩა ჰო? მისმინე ახლავე გავიქცევი და ახალს მოგიტან კარგი? -არა.. ეს შეტევა არ არის... -აბა რა არის? -არ ვიცი, სხვა დროს... სხვა დროს ასე არ დამმართნია. -ადექი... -რატომ?! -ქეთი გჯერა ჩემი? -არა! -დღეს უნდა დამიჯერო, უბრალოდ ადექი... ქეტი დაჰყვა მის თხოვნას, თუმცა ადგა თუ არა თავბრუ დაეხვა ,, რომ არა მეუღლის მკლავები ალბათ დაეცემოდა... -ცოტა ფრთხილად, მოდი ჩამოჯექი ჩავიცმევ... ნიკამ უცებ ჩაიცვა, მერე ქეთის შარვალს დასწვდა და ჩაცმაში მიეხმარა. -სიარულს შეძლებ? -დაჭრილი კიი არ ვარ ნიკა! ფეხზე წამ ოდგა, მაგრამ ისევ შებარბაცდა... ამჯერადაც მეუღლის მკლავებმა იხსნენს... -დაღლილი კი არ ვარ ნიკა! გამოაჯავრა ბიჭმა და ცხვირზე უჩქმიტა. -რა ქენი? -ცხვირზე გიჩქმიტე, როგორც ადრე... -ჰო, როგორც ადრე... -კარგი გვეყო სენტიმენტები... წავედით. -სად? -ცოტა გავისეირნოთ... იქნებ შენც დამშვიდდე. ეს თქვა თუ არა გოგონა ხელში აიტაცა, დიდ ხანს ისხდნენ ბაღში... არ საუბრობდნენ, არც ინძრეოდნენ... თუმცა მაინც კმაყოფილები იყვნენ. მალე საგრძნობლად აცივდა, ქეთის კანი დაეხორკლა. -მგონი დროა დავბრუნდეთ. -შენ წადი, მე დავრჩები. -არა ქეთი, ერთად წავალთ! გოგონა მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ნიკა ისევ ხელში აიყვანა... -უკეთ ვარ! ეს თქვა და ფეხები აათამაშა, ამით ანიშნა "დამსვიო"... თუმცა ნიკამ ყურიც არ შეიბერტყა. ოთახში დაბრუნდნენ, ნიკამ მეუღლე საწოლზე ჩამოსვა, ამჯერად მას დაერღვა წონასწორობა. ქეთიმ ჩუმად წამოიკივლა. მერე გაეცინა, თიტქოს ცა გაიხსნაო... მაგრამ მალევე მოიღუშა... -ქეთი -ჰო -ჩემი ნუ გეშინია, ხომ იცი არაკაცი არ ვარ... -კარგი... ასე უფრო იოლი იყო... ჰო , ბევრად უფრო იოლი, თიტქოს დაძაბულობა გაიფანტა... მიუხედავად იმისა, მიუხედავად ამისა შიში მაინც დარჩა... შიში, ოღონდ ამჯერად სულ სხვა მიზეზით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.