შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" IX თავი


6-03-2015, 20:26
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 1 888

ძალიან მიყვარს მგზავრობა, მითუმეტეს ნინისთან ერთად. როდესაც დავადექი გზას შინისაკენ მეგონა, რომ ყველაფერი აგარაკზე დარჩა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ერეკლე გულის ისეთ კუნჭულში მიყვარდა სადაც შეღწევა არაფერს და არავის არ შეეძლო. იმას რაც გიყვარს მარტივად ვერ დაივიწყებ. შევედი ჩემს ოთახში და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. იგვე ქალაქი, იგივე ოთახი, იგივე პიროვნებები ჩემს ირგვლივ. მაგრამ მე ძველი ლილე აღარ ვიყავი. მომავალში რაც არ უნდა მომხდარიყო მე მუდამ ერეკლე მეყვარებოდა.იყო პირველი და უკანასკნელი. შთაბეჭდილების მოხდენა თუ გსურს უნდა იყო თამამი და ის რაც ხარ. მე კი ერეკლესთან ათასი ნიღაბი გავიკეთე. როდესაც მარტო ვიყავით რომანტიული გოგოს როლს ვთამაშობდი, როდესაც სხვებთან ერთად "მეორე მეს" წარმოვაჩენდი. ალბათ ამიტომ ვეღარ მიხვდა მოსწონდა ეს ყველაფერი თუ არა. და წავიდა მასთან, ვინც მხოლოდ ერთ მხარეს ანახებდა. ერეკლე ჩემთვის იყო სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და უბედურებაც. სიყვარული კი ყველას მთელი გულით არ შეუძლია. აი, რას მეობნება ნინი ჩამოსვლიდან ერთ კვირაში:
-ლილე, ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა.
-ხოო, მე მაგდენი წარმოსახვის უნარი სად მაქვს(ტელეფონზე მელაპარაკება)
-გახსოვს რატის რომ მოვწონდი?
-კი, მაგას რა დამავიწყებს(ეს ის რატია დასაწყისში, რომ ვკითხე მაგაზე გავიგე მოსწონხარ-თქო და ნინიმ, რომ მითხრა მაგისნაირებთან ვერ ვერთობიოო)
-მოკლედ, შენ, რომ დასასვენებლად წახვედი იმ პერიოდში დამირეკამ რატიმ. წავედით კაფეში და სიყვარული უნდა აეხსნა, მაგრამ დაიბნა და ვერაფერიც ვერ მითხრა. მე ნერვები მომეშალა და წამოვედი. გუშინ კი დამირეკა და მითხრა უნდა შეგხვდეო. შევხვდი და მეუბნება, რომ წამო კაფეში დავსხდეთო. მეთქი ისევ უნდა "გაჭედო"-თქო. და არა, არა წამო არ ინანებო. და მეც გავყევი. კაფესთან მომიწყო "ფლეშმობი" და IPHON 6 მაჩუქა. მკითხა თანახმა ხარ თუ არა ჩემი შეყვარებული გახდეო?. როგორ მოგწონს?
-ნამდვილი რომანტიკაა(და დავიჭყანე უკეთესიც Aშეიძლებოდა, რომ მოეფიქრბინა) შენ რა უთხარი?
-რათქმაუნდა დავთანხმდი.
-რაა?
-ხო, რა იყო?
-შენ, ხომ ერეკლეს შეყ...
-არაა, მე მას დავშორდი და საერთოდ ერეკლე წარსულს ცაბარდა.
-მისი წარსულის გამო?
-არამარტო. შენ გამოც.
-მას უყვარხარ.
-მე კიდე შენ მიყვარხარ. თანაც არ ჯობია ტყუილს ავუხსნა, რომ არ მიყვარს და ერთად აღარ ვიყოთ?! მერე უფრო დაიტანჯება, თან ამდენი ტყუილი აღარ შემიძლია. რატიც შეიცვალა, ძალიან საყვარელია და ერთმანეთისაც კარგად გვესმის. ერეკლეს სულ სხვა ტიპი ჭირდება გვერდით და ეს შენც კარგად იცი.
-მართლა არ ვიცი რა გითხრა...
-არაფრის თქმა არ არის საჭირო. გავა დრო და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
ეჰ, მართლა რა უსამართლოა ცხოვრება?! ნინი რაღაც მომენტში მართალია, თუმცა ერეკლეს ამხელა ტკივილისთვის ვერ ვიმეტებდი.
ეს რაღაცნაირი გრძნობები გვერდით გადავდე და წიგნებს მივუბრუნდი, რომლებიც აგარაკიდან ხელუხლებელი ჩამოვაბრუნე. ყველაზე "ზარმაცი არდადეგები" მქონდა ჩემს სიცოცხლეში. ჯერ კიდევ პირველ კლასში ვკითხულობდი არდადეგებზე ხუთ-ექვს წიგნს(ნუ ეხლა მარტივი სინაარსის). ვეღარ მივხვდი, არის თუ არა კარგი როდესაც გიყვარს. სულ მასზე ფიქრობ და დრო სხვა რამეებისათვის აღარ გრჩება. მაგრამ, მაინც კარგია, რადგან შენს ცხოვრება აზრი აქვს. ვიღაცისთვის, ან რაღაცისთვის მაინც ცხოვრობ.
დავიჭირე წიგნი ხელში და ვინ გაცლის. ტელეფონი აწრიალდა. დავხედე და ლამის გავშრი, ერეკლე. ბევრი აღარ იყო საფიქრელი უნდა ამეღო თუ არა.
-ბატონო.
-როგორ ხარ "განრისხებულო ანგელოზო"?
-არამიშავს, მაგრამ შენ რაღაც ვერ უნდა იყო გუნებაზე.
-თქვენი წამოსვლის მერე მაგრდ მოვიწყინე. თან ნინისაც ვურეკავ და გამორთული აქვს. რამე ხომ არ ხდება?
მე კი მეგონა, რომ გავახსენდი. მაგრამ ისევ ნინი და ნინი
-ლილეე
-მაპატიე ფიქრებში წავედი. არვიცი რატომ არ იღებს. მაგრამ ააა ხო ახალი ტელეფონი აჩუქეს და ალბათ ახალი ნომერი აქვს.
-ვინ აჩუქა?
აქ კი გავიჭედე.
-დედააამ. ხოო, დედამ უყიდა. თუ გინდა დავურეკავ და ვკითხავ რა ხდება.
-კარგი, მეც მითხარი ან თვითონ დამირეკოს.
არაფერი აღარ მითქვამს და გავუთიშე. ოჰ, ნინი, ნინი. ათასი ტყუილი, ათასი ტკივი და რისთვის, იმისთვის, რომ ნინის სხვა უყვარს. რა უნდა გავაკეთო? დავურეკო ნინის და მიზეზი შევეკითხო, თუ ერეკლეს დავურეკო და ვუთხრა ნინი დაივიწყოს? მგონი ჯობია თვითონ გაარკვიონ ეს ამბავი.
-ალო, ნინი წეღან დამირეკა ერეკლემ და ნინი რატომ არ მპასუხობსოო?
-არ ვიცი ძველი ტელეფონი სად მაქვს.
-ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ მას რა ვუთხრა?
-როგორ თუ რა უნდა უთხრა?
-როგორ ვერ ხვდები. რომ ვუთხრა, რომ ახალი ნომერი აქვს-თქო ამასაც მომთხოვს. მერე დაგირეკავს და...
-დამირეკავს და ავუხსნი ყველაფერს.
-რას ეტყვი?
-ეგ, უკვე ჩემზეა.
მეც რა მექნა. ავდექი და მივწერე ერეკლეს ნინის ნომერი. ძალიან მაინტერესებდა ნინი რას ეტყოდა მაგრამ ცოტა უნდა მომეთმინა. გავიდა ათი წუთი და მომივიდა ნინისგან მესიჯი "ყველაფერი მოგვარდა". რა მოგვარდა? როგორ მოგვარდა? ეს კითხვები კი პასუხ გაუცემელი დამრჩა. ზუსტად ვიცოდი ნინი არაფრის მომყოლი აღარ იყო ამიტომ ერეკლეს დავურეკე.
-რა მოხდა?-ვკითხე ოდნავ ცივად.
-არაფერი.
- როგორ თუ არაფერი ნინიმ მომწერა, რომ ყველაფერი...
-რაო, ყველაფერი რაო?
-ყველაფერიი... შეიცვალაო-მოვიფიქრე უცებ.
-ხო, შეიცვალა...
-ვაიმე, ერეკლეე მომიყევი ეხა რა გელაპარაკაა-უკვე მოთმინების ფიალას ავსებდნენ ორივე.
-მითხრა, რომ რაღაცეების გასაანალიზებლად სჭირდება დრო, რომ პირდაპირ არ უნდა მოეცა"დაბრო" და რომ შეიძლება დავშორდეთ. ნიი მას შემდეგ შეიცვალა რაც ყველაფერი ვუამბე. და საერთოდ რომ დამშორდეს არც კი ვიცი გადავიტან თუ არა ამ ყველაფერს.
-კარგი, დამშვიდდი და მომისმინე. შენი წარსული არაფერ შუაში არაა. ადამიანის შესახებ მისი წარსულის მაგალითები გველაპარაკება, მაგრამ ეგ შეცდომა მოუვიდა მამაშენს და არა შენ.
-და მე ნაბი**არი ვარ ხოო?-იყვირა და ტირილი დაიწყო.
ძალიან ცუდად გავხდი. მინდოდა იქ ვყოფილიყავი ჩავხუტებოდი და დამემშვიდობებინა. მართლა ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის ამის გაატანა.
-ნუ მაწყვეტინებ და მომისმინე. იცოდე, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედა გყავს. ზოგს შეიძლება აბორტი გაეკეთებინა, ან კიდე სიმართლე დაემალა. შენ კი რეალისტი და ყველაზე თბილი დედა გყავს. არ იცრუა, არც იბოროტა და ყველაფერი მოგიყვა. როდესაც ეს ისტორია მოვისმინე შენც და დედაშენიც ორმაგად შემიყვარდით, რადგან თქვენ მასწავლეთ თუ რას ნიშნავს ნამდვილი დედაშვილობა. საერთოდ არ მქონია იმის განცდა, რომ ბუნების შეცდომა ხარ. პირიქით, შენ ხრ სასწაული, რომელიც ქვეყანას სულ უცებ მოევლინა. ერთადერთი ყავხარ ნინო დეიდას, რომელიც იმედად დარცა. ერთადერთი, რომელიც მთელი არსებით უყვარს. მან მთელი სანათესაოს მაგივრობა გაგიწია. და როგორ უხდი ამაგს ერთი დაშვებული შეცდომის გამო ამდენი ტირილი და ასეთი უიმედობა? არ გაქვს უფლება გული ატკინო მას, "ვიღაც" თეკლეს გამო. ამ ქვეყნად ბევრს არ იცნობ, მაგრამ მათ ვისაც იცნობ მთელი დ ნამდვილი სიყვარულით უყვარხარ, მათ შორის მეც. დაფიქრდი გიყვარს თუ არა ნინი. იქნებ გატაცებაა, ან ამდენ ხნის შემდეგ რომ სიყვარული არ გეწვია გგონია, რომ ის 'ის' არის. თუ ნინი შენი ცხოვრებიდან წავა იპოვე ისეთი ვინ შენს მიტოვებას არასდროს გადაწყვეტს. ისეთი ვისაც მართლა ეყვარები და არა ორი და სამი დღით. მე მასაც დაველაპარაკები. თუ მითხრა, რომ აღარ უყვარხარ ცარიელ მესიჯს გამოგიგზავნი. თუ მეტყვის რომ უყვარხარ ღიმილის "სმაილს". დაფიქრდი და მიხვდები, რომ ბედნიერებისათვის უამრავი მიზეზი გაქვს.
-უძალიანესად მიყვარხარ, რადგან ზუსტად გესმის ჩემი. მესიჯს ველოდები.
როგორ მინდოდა ეს სიტყვები სულ სხვა კონტექსტში ეთქვა. ეთქვა, რომ ვუყვარვარ. მაგრამ არა. ვიცი, რომ ნინის არ უყვარს. ცარიელი მესიჯი გავუგზავნო?სისულელე, რომ ჩაიდინოს თავს არ ვაპატიებ. გავუგზავნე მესიჯი ღიმილის "სმაილით". საპასუხოდ კი მივიღე ეს :"მიყვარხარ!". ნეტა მართლა ვუყვარდე.


______________________


და აი, კარზე მოგვადგა სკოლაც. ბოლო ერთ კვირაში ოთხი წიგნი წავიკითხე, რომლის ანალიზიც კი ჩავწერე. გავიმეორე გასული მასალადა მომზადებული შევხვდი 16 სექტემბერს. დავუბრუნდი ჩემ ჩვეულ ფორმას. აგარკაზე "მეორე მე" ვიყავი რომელიც არც თუ ისე საინტერესოა, მაგრამ საყვარელიააა. გავხდი ტელეფონზე დამოკიდებული ადამიანი. სულ მის ზარს ველოდებოდი ხოლმე. და მირეკავდა კიდეც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი სხვა საზრუნავი გამიჩნდა. მზადება დღესასწაულისათვის. ნინის დაბადების დღე ჰქონდა. მის დაბადების დღეზე ძალიან დიდ წვეულებას ვაწყობთ ხოლმე. და შეაბამისად საჩუქრებიც საკმაოდ ბევრი "შემოსდრის" ხოლმეე. წელს კი გადავწყვიტეთ სადმე რომანტიულ გარემოში დავლოდებოდით მის დაბადებას. ძალიან მალე ყველაფერი უკვე მზად იყო. მაგრამ დაგვრჩა მთავარი საზრუნავი კაბაა.
მე და ნინიმ მთელი ქალაქი შემოვიარეთ და ჩვენი მოსაწონი ვერაფერი ვიპოვეთ. ბოლოს ისე ცუდად გავხდით, რომ საერთოდ დაბადებს დღე კიარა ტანსაცმლის დანახვა აღარ გვინდოდა. ბოლოს როგორც იქნა მივადექით ერთ მაღაზიას და რადგან სხვა გამოსვალი აღარ იყო დავიწყეთ არჩევან. ნინის და ჩემი მთავარი საერთო არის ის, რომ საოცრად გვიყვარს შავი ფერი. რადგან იუბილარი იყო ეს ფერი მას დავუთმე. იყიდა შავი, სწორი ნაჭრისგან შეკერილი, დაშვებული კაბა, უკან ამოჭრილი ზურგით და "ქუსლიანები". მე კი თეთრი გიპიურში გაწყობილი, მოკლე კაბა, რომელიც "ზაგარზე მაკვდებოდა". რათქმაუნდა თავისი "ქუსლიანებით". ამდენი ბოდიალის შემდეგ სახლში მისულები პირდაპირ საწოლზე დავებერტყეთ. ნინი მალევე წავიდა სახლში და დაძინება გადავწყვიტე. მაგრამ ჰოიი საოცრებავ, ტელეფონი აწკრიალდაა. როგორ მინდოდა კედელზე შემეთხლიშა. მაგრამ სახელის წაკითხვაზე გამოვცოცხლდი.
-როგორ ხარ?
-ძალიან დაღლილი. როგორ მოხდა, რომ გაგახსენდი. ნინი არ გპასუხობს?
-არა, რა შუაშია. მომენატრე და დაგირეკე.
-მართლა?
-ხო.
ძალიან მომეწონა პასუხი.
-რატომ ხარ ესე ძაან დაღლილი?
-ხვალ ნინის დაბადების დღეა და ვემზადებით.
-მართლა? ჩემთვის არ უთქვამს.
-ჩამოხვალ?
-რავიცი ვნახოთ. თან დაპატიჟებულიც კი არ ვარ.
-როგორც ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოგიტოვა, დაგირეკავს ცოტა ხანში.
-ვნახოთ, არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი. თან შეიძლება აინტერესებს გახსოვს თუ არა მისი დაბადებისდღე და თუ მიულოცავ.
-იცი რა კარგი მეგობარი ხარ?
-რაიყო?
-გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გამოსავალს პოულობ, რომ ჩვენი ურთიერთობა გადაარჩინო. დღეს შენნაირები ბევრნი აღარ არიან.
-კომპლიმენტად მივიღო? უბრალოდ, რომ არ გიყვარდეს არც კი შევეცდებოდი. არ მინდა, რომ ცალკ-ცალკე იყოთ.
-ანუ ნინის ვუყვარვარ თუ არა ზუსტად არ იცი?!-მკითხა სავარაუდოდ ღიმილიანი სახით.-კარგი ეხლა დაიძინე და ხვალ თქვენ იცით. სიყვარულის სადღეგრძელოს, რომ დალევთ შენ დაქალს მთელი გულით შეყვარება უსურვე.
-რაღაც ძალიან ცუდად ლაპარაკობ.
-შენ რა მართლა გგონია, რომ არ ვიცოდი ხვალ, რომ მისი დაბადების დღე იყო? უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ ორიდან რომელი მეტყოდით სიმართლეს. იმას კიდე, რომ დავურეკე კინოში ვარ და მერე გადმოგირეკავო.
ყველა მცდელობა ერთად ყოფილიყვნენ წყალშ ჩამეყარა.
-მხოლოდ ძილი ნებისა მისურვე და დაიძინე.
-ძილი ნებისა-ვუთხარი და შევეცადე ამ ორ სიტყვაში მთელი სული და გული ჩამედო.
-ძილი ნებისა პატარა.
ამ "პატარას" რა ჯადოსნური ძალა აქვს. რაღა დამაძინებდა ამის შემდეგ მე უბედურსსს



_________________________

ბავშვებო ეს საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა... მომავალ თავში კი ისტორიას ვასრულებ!!



№1 სტუმარი tiko

კაია მომეწომა დასასრული ძალიან მაინტერესებს ^_^

 


№2  offline წევრი tankli tunkli

ვაიიმე რა საყვარელია ლილე და ერეკლეეე :* :* მაგარი გოგო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent