სულელი მე
ზანტად გავახილე თვალები და საათს შევხედე 10ის ნახევარი იყო , მეორე მხარეს გადავბრუნდი თუ არა ეგრევე საბანი ფეხების ქნევით გადავიძრე და წამოვხტი , 10-ზე გამოცდა მაქ ,მე კიდე აქ ვგორაობ, რატო არ დარეკა მაღვიძარამ?, ამის კვლევის დრო არ მაქ და ეგრევე სამზარეულოში გავრბივარ , სახლში არავინაა , მამა ადრიანად წასულა, როგორც ყოველთვის, პირველი რა საჭმელიც მომხვდა ვიტენი და თან ვცდილობ ცალ ფეხზე ჯინსის შარვალი ამოვიცვა , ბევრი ბორძიკის შემდეგ წარმატებით ვასრულებ და მალევე ზედაში ვყოფ თავს , ჩანთას ვტაცებ ხელს და გავრბივარ სახლიდან , მერე ისევ უკან ვბრუნდები ჩემი პარტყუნა „ ჩუსტებს“ ვიძრობ, დაკეტებს ვიცმევ და ისევ გავრბივარ, პირველივე ტაქს ვუხტები და უნივერსიტეტის მისამართს ვეუბნები , ჩემდა საბედნიეროდ აქოშინებული ზუსტად ვასწრებ მისვლას, მხვდება შეწუხებული დაქალი -სად ხარ აქამდე, მე მეგონა მოკვდი- მეუბნება ეკა, მაღალი და ცისფერთვალება დაქალი -რა მამკლავდა- ვუღიმი პატარა ბავშვივით და მეორე დაქალს ვეძებ- სალომე სადღაა? -ეგეც არ მოსულა , მივწერე მაგრამ არ მპასუხობს , შენც ქალბატონო მობილური რისთვის გაქვს? -აუ რავი 10-ის ნახევარზე გამეღვიძა გიჟივით გამოვარდი არც დამიხედავს - უცბად რაღაც მახსენდება და ჯიბეებს ვისინჯავ- ჯანდავა სახლში დამრჩა- შეწუხებული სახით შევჩივლე ეკას ის კიდე დამცინის და მეც ვუბღვერ - ისე რა ცოტა ხალხია- აღნიშნა და იქურობას თვალი გადაავლო - ხო რავი , ნაღდად დღეს გავქ ხო? -კიი- ასე ვდგავართ კარგა ხანს მერე ეკას ტელეფონი რეკავს - გვაღირსა გამოჩენა - თქვა და ტელეფონს უპასუხა თუ არა ეგრევე ჩაძახა -სად ხარ აქამდე? გავსკდი ადამიანო არ მოდიხარ? -ყური მობილურს მეორე მხრიდან მივადე და ეკას ძაან „გამართული“ მობილურის წყალობით ნაწყვეტები გავიგე, რაღაც ასეთი იყო , სად უნდა მოვიდე ხაშიაო? - გამოცდა გავქ შე გამოჭუკებულო- შეამკო ეკამ, მეორე მხრიდან ჯერ ხარხარი , მერე ღრმად ჩასუნთქვა და თუ არ ვცდები დღეს არ გვაქ გამოცდა შტერებო - რას ამბობ?- თვალები გადმოკარკლად ეკამ, სხვა დროს ამაზე კარგად დავცინებდი ,მაგრამ ეხლა მეც ეგეთ მდგომარეობაში ვიყავი -რა და მეილზე რო მოვიდა მესიჯი ისა და ეს გამოცდა მომავალ ოთხშაბთს გადაოდოო,მეილი ამოწმეთ ხალხოო -მაგარია - ნერვებ მოშლილმა ხელები ჰაერში ავაქნიე , ჩემ უაზრდო დარღვეულ ძილზე ვჯავრობდი -სალომემ გვაჯობა ჭკუით გოგო , ჩაინიშნე -ხითხითით წამკრა ხელი ეკამ -ნუ ხარ შენ დამპალი- ვითომ შევუბღვირე და მეცგამეცინა -კაი და ეხლა რა ვქნათ? - საკმაოდ ჭკვიანური კითხვა დასვა -რავი ჯერ ამ ჩვენნაირებს ვუთხრათ და მერე ეზოში გავიდეთ, შემდეგ ლექციას დავესწროთ ხო? -ხო აბა ტყუილად ხო არ მოვედი , ეე 2 საათიანი შუალედი გამოგვდის, წამო წამო ვიზავთ რამეს- მკლავზე ხელი წამავლო და წამიყვანა სადაც უნდოდა, ეზოში თავისუფალი სკამი მოვძებნეთ და დავეგდეთ, ზუსტადაც დაგდომა ქვია ჩვენ სკამზე დაჯდომას, დავჯექით და ეკამ წინა დღის სამსახურის ამბების ამბების მოყოლა დაიწყო , შუა ლაპარაკში სახე შეეცვალა, მაკა მოდისო მიჩურჩულა, -გოგონებო როგორ ხართ?- წარმოთქვა ვითომ აი ძაან ძერსკულად და თავისნაირ დაქალებს გადახედა - შენი ჭირიმე რა არ მაქ შენი თავი- ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი ეკას უარესი დაემართა, მხარი გავკარი და ვანიშნე ცოტახანი ეცადა, მაინტერესებდა ეხლა რას მოიფიქრებდა -კარგად მაკუნა შეენ ?- მეც იგივე ინტონაციით ვკითხე როგორც თვითონ -გენეალურად, მარიამ საყვარელო იცი პარიზში რო ვიყავი აი უმაგრესი კაბა ვნახე ,სუ ბოლო მოდის ვიფიქრე გოგოებსაც წავუღებ მადლიათქო მაგრამ მერე გადავიფიქრე შენი სტილის გოგოს კაბებს როგორ ვაკადრებ - მისმა დაქალებმა ამაზე ჭიხვინი დაიწყეს, ღმერთო ჩემო ამხელა გოგოა ,გარეგნულადაც კარგია და ისეთ ხალხში ტრიალებს გაოგნებული ვრჩები ყოველ ჯერზე ესეთ იდიოტურ ღადაობებს საიდან იფიქრებს ხოლმე , დიახ პირველად არაა როცა ვითომ ჩემ დამცირებას ცდილობს , კიდე კარგი რო შესანიშნავი ნერვების პატრონივარ და საერთოდაც აღარ მაინტერესებს რას იტყვის - იმედი გამიცრუე უკეთეს ველოდი- ჩვეულებრივი სახით ვუთხარი , ამაზე დაიბნა ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი , რაღაცის თქმას აპირებდა როცა ეკას ნერვებმა უმტყუნა - დავიღალე რაა , აბა აუდი აქედან მარიკუნა - მკვლელის სახით მისჩერებოდა თან, ისეთით რო მეც კი შემეშინდა -მეც რას ვკარგავ დროს გოიმებთან- ჩაიბუტბუტა და ბაბუაჩემის თქმის არ იყოს სუ კურტუმოს ქნევით წავიდნენ - ვაიმე რა ვაიმეე- შეშინებულმა ეკას გავხედე, მეც რამე არ დამაწიოს იმაზე გამწარებულმათქო -რა იყო -როგორ მინდა შუაზე გავგლიჯო აზრზე არ ხარ -გამისკდა გული ! დაანებე თავი რა თავისიც ეყოფა - შენ რა არაფერზე გიტოკდება ნერვი , ისე არ გეგონოს მის მხარეს ვარ მარა ცოტა სხვა სტილზე თუ ჩაიცვავ კაი იქნება - ჯერ ერთი არაფერზე არა უაზრობებზე არ ვიტოკებ და მეორე არ დაიწყო რა თავიდან - აი დამიჯერე რა რო გამოიპრანჭო შენზე მაგარი ვინმე თუ იყოს , მეოთხე კურსზე გადადიხარ უკვე - მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ სტილში და რა ვქნა - კაი როგორც გინდა , მე უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი , არახარ შენ დასაკარგი - მხრები აიჩეჩა ,მეც სიცილით მოვეხვიე , კარგად ვხვდები რატომაც მეუბნება ხოლმე ამას , ნერვები ეშლება როცა მაკას მსგავსებს დაცინვის საბაბს ვაძლევ , მაგრამ რა ვქნა არ შემძლია ეს გამოპრანჭვა და ნაირნაირ ტანსაცმელში ფულის ხარჯვა რადგან ეს ყველაფერი ერთ ადამიანს, კერძოდ დედაჩემს უკავშირდება . სუ თავიდან მომიწევს დავიწყო კარგად რო ავხსნა მამაჩემი შე ძლებული კაცი იყო , თავისი ბიზნესი ქონდა და მშვენივრად ვცხოვრობდით , დედაჩემს და ჩვენ ანუ მე და ჩემ ტყუპ დას ხელის გულზე გვატარებდა , ყველა სურვილს გვისრულებდა , მასაც რა უნდოდა მეტი მთელი დღეები დადიოდა შოპინგებზე , ხანდახან ჩვენც წაგვიყვანდა , გვატარებდა თან დაუმთავრებლად , რაც ჩემი დისგან განსხვავებით საშინლად მეზარებოდა და მღლიდა. მერე იყო რო მამა გაკოტრდა , მთელი ქონება დაკარგა , მთელი ვითომ კარგი მეგობრები დაიკარგნენ , დავრჩით ასე ცარიელზე, უფულოები ვის რაში ვჭირდებოდით, მოკლედ სარჩენად უბრალო მუშად დაიწყო მუშაობა, პარტნიორმა , რომლის გამოც ეს ყველაფერი მოხდა , ყველაფერთან ერთად სახელიც შეულახა და ძლიერ კომპანიებში ვეღარ იწყებდა მუშაობას, უსახსრობის გამო დედასაც უწევდა მუშაობა , წარმოგიდგენიათ , ქალი ფულში იხრჩობოდა და ჰოპ უცებ მუშაობა დაჭირდა ამისთვის, ვერ გაუძლო იწუწუნა იწუწუნა და წავიდა , დაგვტოვა ,ყველაზე ცუდი ამაში კი ის არის რო მე ეს ყველაფერი მაშინ ჩემი თვალით დავინახე და გავიგე,ღამე წყალზე ავდექი და სამზარეულოში ჩავედი, დავინახე კარში ჩემოდნების გროვა , ერთი ნივთი არ დაუტოვებია, დავინახე მამაჩემის გადაფითრებული სახე და აკანკალებული ხელი , გავიგონე დედის სიტყვები, როგორ ამცირებდა ისედაც განადგურებულ მამაჩემს : დიახ ფულის გამო გამოგყევი , რომელიც აღარ გაგაჩნია, მუშაობა ლუკმისთვის არ შემიძლია მეტს ვიმსახურებ. ხო კიდე ვიღაც შეძლებულის საყვარლობაზეც იყო საუბარი , მერე მამაჩემის ბრაზისგან დაძარღვული კისერი და მოქნეული ხელი რომელიც მანამდე გააჩერა და მომუშტა სანამ დედაჩემს შეეხებოდა , ამისმერე მისი არაადამიანურ ხმაზე „გაეთრიე სანამ თავს ვიკავებ“ის ღრიალი და დედაჩემის ტუფლების კაკუნის ხმა, დიდხანს დადიოდა ამის შემდეგ წინდაუკან , ის აასეთი ქამდე არასდროს მინახავს , ადრე სუ იღიმოდა ,ზედმეტად ხმამაღალი მისგან არ მახსოვდა . სამზარეულოდან გამოსულმა რომ დამინახა გაშრა არ იცოდა რა ეთქვა , მე კიდე ავბღავლდი და მისკენ გავიქეცი , 6 წლის ბავშვის შესაბამისი ტანის გამო მხოლოდ ფეხებზე შემოხვევა მოვასწარი სანამ ჩემ წინ ჩაიმუხლებოდა და თვითონ ჩამეხუტებოდა , თან ბურტყუნებდა შენ ეს არ უნდა გენახაო, თმებზე მეფერებოდა და მამშვიდებდა დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნებაო , რო წამოდგა მაშინ დამიარა შიშმა რომ მასაც შეეძლო ჩვენ მივეტოვებინეთ და უფრო ვუმატე ტირილს , ისიც შიშს მიმიხვდა , ხელში ამიყვანა და დამპირდა რომ რაც არ უნდა იყოს არასოდეს მიმატოვებდა . ქეთასთვის ეს არ გვითქვამს მაშინ, მხოლოდ წლების მერე გაიგო .დიდხანს იბრძოდა მამა რო ორივე მასთან დავეტოვებინეთ სასამართლოს მაგრამ არა , ერთ-ერთი , ანუ ქეთა დედის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა ,რომელიც თავის საყვარელთან ესპანეთსი გადაბარგდა , მახსოვს როგორ ვბღაოდით ორივე როცა ერთმანეთს გვაცილებდნენ, ადრე თუ სულ ერთად ვიყავით ახლა როდის ვნახავდი არ ვიცოდი ,დედა იმ დღიდან შევიძულე , ხოლო მამა , ჩემთვის ყველაფერი გახდა , პატარა ვიყავი მაგრამ იმდენს ვხვდებოდი რო ძალიან უჭირდა ჯერ ამხელა ქონების დაკარგვა და შემდეგ ეს , დღე დაღამ მუშაობდა , ცდილობდა ისევ ფეხზე დამდგარიყო და მოახერხა კიდეც , მართალია ისე არა როგორც ძველად და ისევ გვიანობამდე უწევს მუშაობა , ხშირად უთქვამს შენ და შენი და რომ არა იმ ყველაფრის მერე ვერ მოვახერხებდიო . მოკლედ რო ვთქვათ ის ჩემი გმირი იყო , სულ კუდში დავყვებოდი , ყველაფერში მას ვბაძავდი სიარულის მანერიდან , ჭამით დამთავრებული , ჯერ ამაზე იცინოდა მერე რო წამოვიზარდე უკვე მიკრძალავდა , გოგოსავით უნდა იაროო და რო ვეკითხებოდი მაინც როგორთქო , ვიღაც ქალს დამანახებდა და აი ისეო მეტყოდა ,ერთად ჩავუჯდებოდით როცსა დრო ქონდა ხოლმე კალათბურთს და სხვა სპორტს ,ცოტა რო წამოვიზარდე პივის დალევის უფლება მომცა დიდი მუდარის შემდეგ და სუ წავედი ხელიდან , დავდექი ნამდვილი ქალაბიჭა ,მოკლე თმებით , ბიჭის ქცევებით და ბიჭური ტანსაცმლით, ნუ ეს თავიდან უსახსრობის გამო იყო სამწუხაროდ მამას ერთადერთ ნამდვილ მეგობარს ბიჭი ყავდა , ასე იყო თუ ისე ვამაყობდი როგორიც ვიყავი , ვიძახდი ქალები შტერები არიან მათთნაირი არ გავხდებითქო , ხშირად შემინიშნავს მამას სახეზე სევდა ამის გამო და მერე ვცდილობდი მის გამხიარულებას რა იყო მამიკოს ბიჭი არ გინდათქოთი , ისიც მაშინვე მიცინოდა . ამ ყველაზე ბავშვობაში უფრო დამცინოდნენ, მწარედ მიტირია კიდეც ,მაგრამ არაფრის დიდებით არ ვთმობდი , ახლა კი სულაც არ აინტერესბთ, თმები ყველაზე მოდურად მაქ მგონი და ეს მხოლოდ მაკასნაირებს თუ ადარდებს მე მაგრად რო , დავდივარ ასე სპორტულში ხშირად სახლიდან მამაჩემის ზედითაც გამოვტანტალებულვარ , რაც შეეხება ქეთას , ის ჩემგან განსხვავებულია ,თავიდან მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობდი საზღვარგარეთ ყოფნის გამო ეხლა კი ინტერნეტი და მისი ჯანი! , ყოველ დღე ვჭორაობთ , მე ,ქეთა , ეკა და სალომე ერთი კამანდა ვართ , შესანიშნავი ოთხეული ! დედაზე რო ვუთხარი გამწარდა დიდხანს არ ელაპარაკებოდა ,მერე შეურიქდა , თუ ეგრეა მეც კარგად გამოვიყენებ მაგათო და ვართ ასე . - რა იყო შენც ხო არ მოგწონს?- ეკას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან - ჰა ? -რა ჰა ? - რა რა ჰა? - რა ჰათქო- - ჰა? -ჰა არა ვინ? - ვინ ? - გაოცებულმა ვკითხე -აი ის ტიპი მაკა რო ეტმასნება , მოგწონს? -არა -აბა რას მიშტერებიხარ ? - ვის? -ვაიმეეე! ღმერთო გაძლება მომეცი , აი იმას- ხელით მანიშნა იქვე მჯდარი სასტავიდან ერთ-ერთზე რომელზეც მაკა იყო აწებებული , დავაკვირდი კარგად და - მეცნობა ხო იცი - ხოო?, რავი სიმპატიური და მდიდარი ოჯახის შვილია , მეეჭვება-თვალი ჩამიკრა - გეტყოდი რაღაცას- სიცილით ვუპასუხე -არა მართლა მეცნობა ,შენ საიდან იცი ვინაა - მაკუნა- ტუჩები დაპრუწა და წამწამები სასაცილოდ ააფახულა - მდიდარი თუა ,არ გამიკვირდება- უფრო მივაშტერდი - საიდან მახსოვს?- ახლა მანაც გამომხედა შემთხვევით, რო დამინახა მივშტერებოდი გამიღიმა დათვალი ჩამიკრა , უყურე ამას , ბაბნიკია ვიღაცაა. არ მიყვარს ესეთი ტიპები მარა თვალი მაინც არ მომიშორებია , ვგრძნობდი მაკა რა თვალებითაც მიყურებდა მაგრამ ეგეც არ მაინტერესებდა , ვერ ვიტან რაღაცას ან ვინმეს რო ვერ ვიხსეებ და მთელი ყურადღება ახლა ამ ტიპის გახსენებაზე მაქ მიმართული . ბოლოს ისიც დაახლოებით ჩემნაირად მიყურებდა მერე ადგა, ისე რო მაკამ კინაღამ ზღართანი გაადინა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩვენკენ , ცოტა არ იყოს დავიძაბე ალბათ ახლა დამიწყებს ასე ნუ მომაშტერდიო ან რა იყო პატარავმოგეწონე და ა.შ, როგორც იციან ,მარა არა შევცდი , სულ არ მოველოდი ისეთი რაღაც გააკეთა , კაი ნაცნობივით გამეკრიჭა და - ბიჭუნა შენ ხარ?- ო მკითხა დადააამ როგორც იქნა დავძლიე სიზარმაცე და დაგიბრუნდით ახალი ისტორიით , დიდი მადლობა რო წაიკითხეთ : და აბა როგორია? ღირს გაგრძელება ? კომენტარები ნუ დაიშურებთ მომაყარეთ გამიხარდება სათაურზე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.