შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ უსმენ ხალხს (სრულად)


6-03-2015, 22:41
ავტორი ნაცნობი
ნანახია 10 810

***
– მეტი აღარ შეგვიძლია – მძიმედ ამოვისუნთქე და კიდურებაკანკალებული ჩამოვჯექი დარასელიას საწოლთან. ქუთუთოები იმდენად მქონდა დამძიმებული, თვალების გახელა მიჭირდა და საათ ნახევარში ერთხელ ვაფახურებდი გადაღლილ წამწამებს. – მართლა აღარ შეგვიძლია.
– ბოლო იყო – ტკივილისგან დაქანცული მზერა მომაპყრო თორნიკემ და ოდნავ გამიღიმა.
– და შენ გჯერა მაგის, დარასელია? – საუბარში დიანა ჩაერთო და აწიტლებული თვალები წვალებით დაჭყიტა.
– წადით რა, ვერ გიყურებთ ესეთებს – უჭირდა ლაპარაკი თორნიკეს. მესმოდა რა მძიმედ სუნთქავდა და როგორ აყოლებდა თითოეულ სიტყვას, მთელ ენერგიას, რომ წინადადება როგორმე დაესრულებინა.
– თქვენ რო ოდნავ მაინც გეცოდებოდეთ, ესე არ მოიქცეოდით – სახეზე ხელები აიფარა ლელიმ და ჩუმად აქვითინდა.
ბიჭები ვერ საუბრობდნენ, ამდენი დატვირთვა მათთვის არ შეიძლებოდა.
ჩვენს ყოველ სიტყვაზე საგრძნობლად იძაბებოდნენ და უარესად ეჭიმებოდათ, ისედაც ბოღმისგან დაბერილი ძარღვები.
გოგონებს თვალით ვანიშნე, რომ ამდგარიყვნენ და ისინიც უსიტყვოდ წამოიშალნენ.
ხუთივეს შუბლზე ვაკოცე და პალატის კარი უხმაუროდ გავიხურე.
ტაქსში ისე ჩავსხედით, ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
– სევასტოპოლზე – ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და მობილური ამოვიღე, რომ არ ჩამძინებოდა.
7დღე თვალი არ მოგვიხუჭავს. ლაპარაკის კი არა, თვალების გახელის ძალაც არ მქონდა.
– უბნებს შორის დაპირისპირება, უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება! – ამოიოხრა ლელიმ.
– ეს ამბავი ასე არ დამთავრდება – გვერდიდან გავხედე და თვალები ჩემდაუნებურად მიმელულა.
– მე მეტს ვეღარ გავუძლებ, ჩემი ცხოვრება მაქვს, გადავრიე ოჯახი, სკოლის დამთავრება მაინც მაცადონ, არარ შემიძლია! – ცოფებს ყრიდა დიანა და ხელებს უაზროდ იქნევდა.
მეცინებოდა მის აფსურდულ საუბარზე. თვითონაც კარგად იცოდა, მათზე ძვირფასი არავინ რომ არ ჰყავდა და სულ ტყუილად იმუქრებოდა.
მშვენივრად ვაფიქსირებდი, როგორ ეცინებოდა ტაქსის მძღოლს ჩვენს საუბარზე. მერე მძიმედ ამოისუნთქა და „ესეც გაივლისო“ – ჩაილაპარაკა. მისი სიტყვები გოგონებს არ გაუგონიათ, მხოლოდ ჩემს ყურთასმენას მოსწვდა და მეც მიმწყდარი ხმით ამოვილუღლუღე – „იმედი გვაქვს“. გაეღიმა დაქსისტს და სარკეში შევამჩნიე, როგორ დამიქნია თავი.
– რა თქვი ქეთი? – დაინტერესებული მზერა მომაპყრო ლელიმ.
– არაფერი. – ვუთხარი და თავი შუშას მივადე.
– აუ პროსტა, იცით რაზე ვბრაზდები? ვერა – ორთაჭალა მაინც იყოს, ან აი ვერა – სამგორი, ვერა – სანზონა, ვერა – გლდანი. საბურთალო? ღადაობთ? რა საბურთალო? ამათ გონიათ, რო ყველას კისტებს მოაჭრიან და მორჩება? მერადენედ, თორე კი. პროსტა მითხარით, მერამდენედ? ვერა–საბურთალოს გადაკიდება ისტორიას არ ახსოვს. აფრენენ ესენი. ასეთი იოლი გონიათ ერთი ამბების დატრიალება? ბოლო იყოო, გვაწყნარებენ. არადა დანარჩენები არ შეარჩენენ ამ ამბავს საბურთალოელებს, ჰოდა ხვალ დანარჩენები დაგვხვდებიან ღუდუშაურში გაფენილები. იქამდე არ მოისვენებენ, სანამ ვინმე არ მოკვდება!
– გაჩუმდი ლელი! – ისე უყვირა დიანამ, რომ მეც შევკრთი და ტაქსის მძღოლიც.
– საიდან ამხელა ენერგია? – ჩამეცინა და ძველ პოზიციას დავუბრუნდი.
– შენ კიდე, დაელაპარაკე რა შენ ძმას! – შემომიბღვირა დიანამ.
– ვერ ხარ? რაც ჩემი ძმაა ჩემთვის, ისინ არიან დანარჩენებიც! გგონია რამით წინ ვაყენებ? ვაფშე არაფრით. არა მოიცა, რა ვუთხრა? დაჩი, შენ იყავი კარგად და დანარჩენებს კისერიც უტეხიათ თქო? თუ რას მოითხოვთ?
– აფრენ შენ ცოტა, იცი? – აწითლებული თვალები მომანათა ლელიმ და თითების მტვრევას მოჰყვა.
– ცოტა? – თვალები გადაატრიალა დიანამ და ლოყები სიცილით გამიწელა.
როგორც იქნა ავაღწიეთ სევასტოპოლზე.
ლელის და დიანას დავემშვიდობე და სახლში „შევსვენდი“.
– რა ხდება, ქეთი? – თბილი მზერა მომაპყრო დედაჩემმა და გულში ჩამიკრა.
– არ ვიცი დე, არ ვიცი – ემოციებს გადმოფრქვევის საშუალება მივეცი და ცრემლებად დავიღვარე. – გონს მოვიდნენ, მაგრამ რა აზრი აქვს? ხვალ მაინც იგივე მოხდება. – ვქვითინებდი და უფრო და უფრო ვეკვროდი ნანის.
– არაფერია. ღმერთია თქვენთან,დედი – თავზე ხელს მისვამდა და ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე. – გეშინია?
– არ მეშინია – ღრმად ამოვისუნთქე და დედაჩემს მოვშორდი. შევამჩნიე, როგორ შეაცბუნა ჩემმა სიტყვებმა, ზურგი მაქცია, თავი გააქნია და სამზარეულოსკენ გაემართა.
არარაფერი მითქვამს,
დივანზე პირქვე დავემხვე და ვეცადე მოზღვავებული ემოციები როგორმე საკუთარ ტავში ჩამეხშო.
ჯიბიდან წვალებით ამოვაძვრინე მობილური და ჩემს ძმას დავურეკე.
– დაჩი, სად ხარ?
–მალე მოვალ. – მოკლედ მომიჭრა. კარგად ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს „მალე მოვალ“.
– სად ხარ მეთქი, დაჩი?
– ნუ ყვირი ქეთი, მოვალ! – ტონს აუწია და ხმის ამორება აღარ დამაცადა, ისე დამიკიდა ყურმილი.
მე არც გავნძრეულვარ, გახევებული ვიჯექი და ველოდბეოდი როდის გავიდოდა ეს „მალე“.
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, მალევე შემოგლიჯა კარი დაჩიმ.
მისკენ არც გამიხედავს, ისევ იგივე პოზაში ვიჯექი და კედელს მივშტერებოდი.
– ქეთ ... – მე არაფერი მიპასუხია, ცოცხალი თავით არ ვცვლიდი პოზიციას. გვერდით მომიჯდა და ღრმად ამოისუნთქა. მერე ნერვიულად მოისვა თავზე ხელი და ისევ მე მომაშტერდა.
– ქეთი ... – ისევ არაფერი მითქვამს. – აუ ქეთი ... – პასუხი არც ახლა გამიცია. – ქეთი გელაპარაკები! – ტონს აუწია და მეც უბრალოდ შევხედე. ორ მეტრიანი ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და გულზე მიმიხუტა.
– ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. – თავზე მაკოცა.
– და ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა. – ჩავილაპარაკე მიმწყდარი ხმით და სახე ავარიდე.
– ვრისკავთ.
– რის ფასად?
– არაფრის.
– რატო გგონიათ, რო ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დატრიალდება?!
– ჩვენ არაფერი არ გვგონია ქეთი ... არაფერი არ გვგონია.
– უბრალოდ რისკავთ, ხო? – ირონიულად ჩამეცინა და ძმის უზარმაზარი მკლავებიდან თავი დავიხსენი.
– ვინც რისკავს, მხოლოდ ის სვამს შამპანურს. – გამიღიმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა.
– გაკლია, იცი?
– ვიცი.

––––––
ამხელა ნერვიულობის მიუხედავად, მეორე დილით ჩვეულებრივად ავდექი და სკოლაში წავედი.
ასეთი დაძაბული ცხოვრება კი მქონდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, სულ რაღაც ჩვდმეტი წლის ვიყავი. სკოლაში ვსწავლობდი და საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ვცდილობდი ნორმალური თინეიჯერივით მეცხოვრა , თუმცა არასდროს გამომდიოდა.
17 წლის კი ვიყავი, მაგრამ იმდენი მქონდა გადატანილი, რომ უკვე აღარაფრის მეშინოდა.
საერთოდ არაფრის.
ფეხიც არ მქონდა სკოლაში შედგმული,
100წყვილი თვალი რომ ვიგრძენი ჩემზე მოშტერებული.
არ წყდებოდა ჩურჩული და მითქმა–მოთქმა.
ხალხს ოღონდ სალაპარაკო მიეცი და მერე რაღას გააჩუმებ.
მთელი ცხოვრება, ვერელი „სასტავის“ საკითხებს განიხილავდნენ.
თუ ვინმეს რამე მოუვიდოდა, მაშინ საერთოდ აჟიტირდებოდნენ ხოლმე და ასე ირთობდნენ თავებს.
ვერა–საბურთალოს დაპირისპირებამ, ხომ საერთოდ გადარია მთელი თბილისი.
– ყიფიანი – დამიყვირა დერეფნის ბოლოდან კისრისტეხვით გამოქცეულმა ნატაშკამ. პასუხი არ გამიცია, გზა ისე გავაგრძელე, თითქოს არც არაფერი გამიგონია. – ქეთი ... – ჩემთან მოირბინა და გადამეხვია. – დაჩი ხო კარგადაა?
– აუ ნატაშკა, არ მაქვს რა შენი თავი – ხელი ავუქნიე, ჩემს ძმაზე ტავდავიწყებით შეყვარებულ ნატას და გვერდი ავუარე.
გამიკვირდა, რომ არ გამომეკიდა და თავ–პირი არ დამამტვრია.
კლასში მძიმედ შევაბიჯე, აპოკალიფსის მოლოდინში და იმედები არ გამიცრუვეს.
30 ბავშვი მეცა და ერთბაშად მომაყარეს კითხვები.
არაფერი მითქვამს, როგორღაც დავიძვრინე თავი და ჩემს ადგილას დავჯექი.
გაკვეთილებზე ისეთი გათიშული ვიჯექი, რომ რამდენჯერმე მოუწიათ ჩემი „შენჯღრევა“.
ისე გაიწელა 6გაკვეთილი, როგორც არასდროს.
ბოლოს ისეთი დაქანცული გამოვედი, ცოტაც და წავიქცეოდი.
იქვე ჩამოვჯექი და ლელის დავუწყე ლოდინი.
როგორც ყოველთვის ბოლო გამოვიდა.
რატომ არ ვიძვროდით, ვერ გეტყვით.
ფიქრებიდან ჩემს ფეხებთან ჩაცუცქულმა, უსაყვარლესმა პატარამ გამომარკვია.
შეძლო და ერთი კვირის განმავლობაში, პირველად გამაცინა.
პატარა ბიჭი ისე ებღაუჭებოდა ჩემს მაისურს, რომ გემრიელად გადავიხარხარე და ხელში ავიტაცე.
ჩვენი სკოლის წინ, ეს 3–4 წლის უსაყვარლესი პატარა რას აკეთებდამ არ ვიცი.
იმდენი ვეთამაშე, ძალღონე გამომაცალა.
ლელიც იჯდა და უაზროდ გვიღიმოდა.
ბავშვი მეკვროდა და დროდადრო თმაზე მქაჩავდა.
– ჩემს ძმას წავიყვან, შენის ნებართვით – ახლა ყველაზე ნაკლებად ერეკლე გურჩიანის ნახვას ვისურვებდი. გული ისე ამიჩქარდა, ორასს გადააჭარბა. წამერად შევბრუნდი მისკენ და ფერები გადამივიდა. გაუაზრებლად გავხედე ლელის და მისი აშლილი სახის დანახვისას, უფრო მეტად ავრელდი. ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ისეთი ამაზრზენი ღიმილი მიეკერებინა პირზე გურჩიანს, ცოტაც და გული ამერეოდა.
ეს მე, მხოლოდ მე მქონდა მისი დანახვისას გულისრევის შეგრძნება, თორემ სკოლის ეზოსთვის რომ მოგევლოთ თვალი, ადამიანს ვერ დაინახავდით, ერეკლეს რომ არ მიშტერებოდა.
ბავშვი ძირს დავსვი და ისევ ჯინსზე ჩამებღაუჭა.
აღარ გამცინებია.
რა გამაცინებდა, ერეკლე გურჩიანის წინ ავსვეტებულიყავი.
მანაც კარგად იცოდა ჩემი ვინაობა და ისე მოურიდებლად, ისე საშინლად მიღიმოდა, ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა თვალებში უსაზღვრო ზიზღი.
ერეკლემ ძმას ხელი ჩაჰკიდა და გამშორდა.
გაფითრებული და გაყინული ჩამოვუჯექი გვერდით დაქალს.
– მკვლელი – კბილებს შორის გამოსცრა ლელის.
– ამას აქ რა უნდოდა?! ღმერთო, როგორ მეზიზღება!
– ვიღაცის დასაბრედად ამოვიდა, ალბათ. ფსიხოპატია! არ ეტყობა სიცილზე?
– იცი რა მიკვირს? საიდან ამხელა გამბედაობა, რო ვერაზე საერთოდ ამოდის?! – სახე დამემანჭა.
– გიჟი თავისუფალია. დოლიძელი ნაბი*ვარი! – იმხელა ზიზღს აყოლებდა ლელი თითოეულ სიტყვას, რომ მეც კი მიკვირდა.
ისე, რა იყო გასაკვირი.
გურჩიანის და მისი ბანდის დამსახურებით იწვნენ ახლა ჩვენი ახმახი ბიჭები ღუდუშაურში.
მათიანებიც გვარიანად დაზარალდნენ, მაგრამ მე ჩემებს ვერ ვინელებდი.
– არადა, იცის დაჩის და რო ხარ! ტიპი რა დონის ნაბი*ვარია? – ემოციებს ვერ თოკავდა ლელი და ფერები გადასდიოდა. – სულ იღიმის! გიჟია, ფსიხოპატი!
– კაი ლელუ, ნუ ყვირი, მთელი სკოლა ჩვენ გვიყურებს.
ძლივს წამოვაყენე ემოციებისგან დაცლილი დაქალი და სევასტოპოლს გავუყევით.


* * * * * *
სახლში მისულს, ისეთი საოცარი სანახაობა დამხვდა, მერჩივნა საერთოდ არ მიმედგა ფეხი.
დივანზე ჩამოსკუპებული ნინის დანახვისას, ინფაქტი მივიღე. ცოტა დამაკლდა, შუაზე რომ არ გამეწიწკნა. გიჟივით შევვარდი შიგნით და თავზე დავადექი.
– აქ რას აკეთებ ნინი? ვინ შემოგიშვა? – ემოციებს ვერ ვთოკავდი და დაფეთებულ ნინის წრეებს ვარტყამდი.
– უიმე რა იყო, დაჩისთან ვარ.
– ვისთან ხარ? – თვალები გამიფართოვდა და გაოცება ვერ დავმალე.
– ჩენს ძმასთან ქეთუშ, რა დაგემართა? ზემოთაა, ჩამოვა და წავალთ. – ტუჩემი მომუწა ნინიმ და ხელები გადააჯვარედინა.
ხმის ამოღება ვეღარ მოვასწარი, ჰორიზონტზე ჩემი ძმა და მეგობრები გამოჩნდნენ.
ჩემი დანახვისას,სახე ყველას ერთდროულად აეშალა, არ მელოდნენ.
– მეღადავებით ხო? – სახეზე ცინიკური ღიმილი ავიკარი. – ექვსი ერთზე? ჯიგრები ხართ – თვალი ჩავუკარი ბიჭებს და ანერვიულებული გავემართე სამზარეულოსკენ.
– შეურაცხყოფას ნუ მაყენებ ქეთი! – წამომიხტა აქამდე ჩუმად მჯდარი ნინი.
– შენს თავს შენთვითონ აყენებ შეურაცხყოფას ნინიკო, ძალიანაც რო მოვინდომო, ამაზე მეტად ნამდვილად ვეღარ შეურაცგყოფ. – ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ყველას ზურგი ვაქციე.
ბიჭებს არაფერი უთქვამთ, ნინის დაუძახეს და სახლი უხმაუროდ დატოვეს.
ნინი ახვლედიანი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გახლდათ.
ვდაქალობდით მე, ლელი, დიანა და ნინი.
მერე ნინიმ გზიდან გადაუხვია, საერთოდ გადაირია და ჭკუაზე ვეღარ მოვიყვანეთ.
მერე დავშორდით, სხვა გზა აღარ დაგვიტოვა.
ყოველგვარი მხატვრული ხერხების გარეშე რომ გითხრათ, გაბოზდა.
იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემს ძმასთან დადიოდა!
––––––
ინგლისურზე დავიწყე მომზადება.
საბურთალოზე, დოლიძეზე.
დაჩისთვის რათქმაუნდა არაფერი მითქვამს, ნანი კი სულ შიში–ფეთებით მიშვებდა და წუთში ასჯერ მირეკავდა.
ვიცი, იფიქრებთ რამ გააგიჟა ეს გოგოო.
მართლაც, რამ გამაგიჟა?
უბრალოდ არ მინდოდა რამის შემშინებოდა, არ მინდოდა ვერაზე გამოვკეტილიყავი და ფეხი არსად გამედგა. არ მინდოდა ისეთი ცხოვრება, როცა მე ვიღაცის შიში უნდა მქონოდა. მინდოდა დამეძლია ეს მდგომარეობა და ყველგან თავისუფლად მეარა. არ მინდოდა ვიღაც ნაბნ**ვრების გამო ქუჩაში მოძრაობა შემშინებოდა და ავკანკალებულიყავი.
სწორედ ამიტომ ავირჩიე დოლიძე, უბრალოდ მინდოდა გადამელახა ის მღელვარება, რომელსაც ჩემდაუნებურად ვგრძნიბდი საბურთალოს ქუჩებში სიარულისას.
არ შემეძლო,ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ვინმესთვის შემეწირა, ისედაც ბევრი გადავიტანე მამაჩემის კარიერის გამო.
დეკემბრის დასაწყისი იყო და მოგეხსენებათ, ძალიან ადრე ღამდებოდა.
ამიტომ,იყო ისეთი დღეებიც, როცა სიბნელეში მიწევდა დოლიძეზე გზის გაკვლევა.
ინგლისურიდან გამოვედი და მშვიდად დავუყევი დაღმართს.
არავინ მოძრაობდა ქუჩაში, ბნელდებოდა და ისეთი სიმშვიდე იყო, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.
– ქეთი! – დამიძახა საშინლად არასასიამოვნო ხმის ტემბრმა და მეც ინსტიქტურად შევბრუნდი მისკენ.
ტიპი იდგა, ხეზე იყო მიყუდებული და ფეხები გადაეჯვარედინებინა.
ხელში რაღაცას ატრიალებდა და ისე დაჟინებით მაშტერდებოდა,გეგონებოდათ ყველა ნაკვთის დაწვრილებით შესწავლას ცდილობდო.
– ნუ, როგორი უშიშარი გოგო ყავს დაჩის – ცინიზმი სახეზე ამაფარა და ჩემსკენ დაიძრა.
მე არ გავნძრეულვარ, ხომ არ გავიქცეოდი.
ვიდექი და მშვიდად შევცქეროდი ჩემსკენ მომავალს.
ისე მომიახლოვდა უცნობი, რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
გინდ დაიჯერეთ,გინდ არა, არც–ერთი პროცენტით არ შემშინებია და არც მიფიქრია გაქცევაზე, ან რაიმე მსგავსზე.
– ახლა რამე რომ დაგიშავო, ჩემთან რო წაგიყვანო, ან პირდაპირ რო გესროლო,არც მერე შეგეშინდება? – ძალიან მშვიდად მესაუბრებოდა და გარშემო მივლიდა.
ხელი ჩემს ყელს წაატანა და ისეთი სისწრაფით მოვაშორებინე, შეკრთა.
– ისე, რა ლამაზი ყოფილხარ ქეთათო – ღმერთო, რა ხმა ჰქონდა! ისეთი საშინელი, რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა და გულს მირევდა.
– ამას იმიტო აკეთებ,რო დაჩის ვუთხრა ხო? – გამეცინა და მზერა ავარიდე.
– ან უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. – ყურთან ძალიან ახლოს მიჩურჩულა და საფეთქელთან მაკოცა.
– რა სიამოვნებით შეგაფურთხებდი, რომ იცოდე – აუღელვებლად ვესაუბრებოდი და საფეთქელს ხელით ვიწმენდდი.
იმხელა ზიზღს დაებუდებინა ჩემს ორგანიზმში, მე თვითონაც მიკვირდა საკუთარი თავის.
კიდევ დიდხანს გააგრძელებდა უაზრო ლაპარაკს, საკმაოდ ბოხი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა რომ არა.
– მოშორდი – იღრიალა კილომეტრიდან და უცნობი,ჩემს გვერდით რომ ასვეტებულიყო, მოშორებით დადგა. წამიერად მომცილდა და თვალებით ვიღაცას დაუწყო ძებნა. მერე, არ ვიცი რა შეამჩნია, იმიტომ, რომ მე არაფერი დამინახავს. ადგილს მოსწყდა და თვალი ვერ გავაყოლე, ისეთი სისწრაფით შევარდა სადარბაზოში.
მე არ გავნძრეულვარ.
ლამპიონის შუქზე კარგად გავარჩიე გურჩიანის აყლაყი სხეული და ტაომ დამაყარა, გამცრა.
მთელი ღამე რომ მდგარიყო ის ტიპი ჩემთან, ალბათ ასე არ შემეშინდებოდა. ერეკლესი კი შეხედვაც მზარავდა.
ნელი, მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა და ცხვირწინ დამეყუდა.
კარგა ხანს არაფერი უთქვამს, ზემოდან მათვალიერებდა.
მეც გაშეშებული ვიდექიდა თვალს არ ვაცილებდი.
– რა გინდა? – სუჩუმე მე დავარღვიე. საიდან ამხელა გამბედაობა? ვერ გეტყვით. უბრალოდ იმდენი ხანი დუმდა, რომ ახლა აუცილებლად უნდა ამომეღო ხმა.
გურჩიანს გაეცინა და თავზე ნერვიულად მოისვა ხელი.
– ქეთი,ქეთი – ირონიული ჩაცინებები ყელში ამომიყვანა.
– ქეთი მქვია 17წელია. – ჩემი სახელი იმდენჯერ გაიმეორა, რომ ეს უნდა მეთქვა. – ნუ ცდილობ ერეკლე, დაჩი მაინც ვერაფერს გაიგებს. – კარგად ვხვდებოდი, ამას რისთვისაც აკეთებდა. უნდოდა ყველაფერი დაჩისთვის მომეყოლა და მერე ისევ ხელახლა ამტყდარიყო ომი და აყალმაყალი.
– მე არაფერს არ ვცდილობ ქეთი – ხმა იმდენად გაუმკაცრდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა ჩემი სიტყვები არც ერთი წამით არ მინანია. – წადი – მითხრა ორ წუთიანი დუმილის შემდეგ და ზურგი მაქცია. მე არ გავნძრეულვარ. – წადი, ქეთი – კიდევ ერთხელ გამიმეორა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ღრმად ჩავისუნთქე, ზურგი ვაქციე გურჩიანს და წამოსვლა დავაპირე,კიდევ ერთხელ რომ გამაჩერა.
ხელი მკლავში ჩამავლო და თავისკენ ძლიერად მიმაბრუნა.
სახეზე დამაშტერდა გურჩიანი და მეც კიდევ ერთხელ დამასხა ცივმა ოფლმა.
ვიცოდი, ყველაფერზე იყო წამსვლელი და ღმერთმა იცის, ახლა რისი გაკეთება შეეძლო.
– და მაინც რატომ არ გეშინია არაფრის? – წარმოთქვა ჩამწყდარი, მაგრამ ისევ ისეთი მკაცრი ხმით და დაჟინებით დამაშტერდა სახეზე. ეს ყველაზე მოულოდნელი და ჩამჭრელი შეკითხვა იყო, რაც კი ოდესმე დაუსვამთ ჩემთვის. ამ კითხვაზე, პასუხი თავადაც არ მქონდა.
არ ვიცოდი, რატომ არ მეშინოდა,
არც ის ვიცოდი, როგორ ვბედავდი ამდენს.
არაფერი არ ვიცოდი.
უბრალოდ ვრისკავდი,
ვრისკავდი არაფრის გულისთვის.
ალბათ, არც ელოდა ერეკლე პასუხს. ორი წუთი ასე მიყურა, მერე ხელი გამიშვა და დინჯად აუყვა დოლიძის აღმართს.


ჩემი და გურჩიანის ჩეხვედრის შესახებ, რათქმაუნდა არავისთვის არაფერი მითქვამს.
არც ლელისთან და დიანასთან დამცდენია სიტყვა.
ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა,
თან ისეთი არაფერი მომხდარა, განგაში რომ ამეტეხა.

–––––––
სკოლიდან ისეთი განერვიულებული გამოვედი, ცოფებს ვყრიდი.
თვალი ეზოს მოვავლე და ჩემი ძებნის ობიექტი რომ აღმოვაჩინე, სასწრაფოდ გავექანე ლელისკენ.
– რა გჭირს ქეთ? რა სახით ხარ – შეიშმუშნა ლელი.
– რო ვსუნთქავ, მასწავლებლებს ისიც აღიზიანებთ!
– კაი დაიკიდე რა, მამაშენის პონტში ტეხავენ ეგეთ ამბებს. არ გკიდია?
– არა! – უღონოდ ჩამოვჯექი ქვაზე და სახე ხელებში ჩავრგე.
თმაზე მოქაჩვამ მომიყვანა გონს და რეტდასხმულივით ავწიე თავი.
ერეკლეს ძმის დანახვამ, თან ხასიათზე მომიყვანა და თან დამანაღვლიანა.
არ ვიცოდი რა უნდა მექნა,
ბავშვები იმდენად მიყვარდა, ვერ ვითმენდი რომ არ მოვფერებოდი და არ მეკოცა.
ხელს კი ის ფაქტი მიშლიდა, რომ ერეკლე გურჩიანის ძმა იყო ეს პატარა საყვარელი ბიჭი!
ლელის გავხედე და თვალები ისე დამიბრიალა,შემეშინდა.
ყურადღება არ მიმიქცევია,ბავშვი ხელში ავიტაცე და თამაში დავუწყე.
– რა გქვია შენ? – ვკითხე თბილად და მსუქანი ლოყები გემრიელად დავუკოცნე.
– გაბლიელი – ძლივს ამოილუღლუღა პატარამ და ლოყაზე მაკოცა.
იდილია რათქმაუნდა ერეკლეს გამანადგურებელმა ხმამ დაგვირღვია და მეც ინსტიქტურად შევბრუნდი მისკენ.
– ორი წუთი გყავდეს, მოვალ – ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და სადღაც წავიდა.
ორ წუთში ნამდვილად არ მოსულა, კარგა ხანს მალოდინა და უკვე დაცარიელებულ ეზოში დაახლოებით 20წუთის შემდეგ შემოაბიჯა.
ბავშვი აიყვანა.
– ქეთი,კაგათ – აწიკვინდა გაბრიელი. ისეთი საყვარელი ვინმე იყო,გაოცებას ვერ ვმალავდი. კიდევ ერთხელ მივუახლოვდი ერეკლეს მკლავებში მოკალათებულ პატარას და ლოყები ავუწითლე. – გიკვალვალ? – ამოიბლუყუნა გაბრიელმა და მეც გემრიელად გადავიხარხარე.
– ძალიან – გავუღიმე პატარას და ლელისკენ გავემართე, აპოკალიფსის მოლოდინში.
ერეკლემაც ზურგი გვაქცია და ულაპარაკოდ დატოვა იქაურობა.
– შენ გოგო გაკლია? – გაოცებული თვალები მომაპყრო, ცოტაც და ალბათ შემომარტყამდა.
– კარგი რა ლელი, ბავშვმა რა დააშავა? – მხრები ავიჩეჩე.
– ბავშვმა ის დააშავა, რო ერეკლე გურჩიანის ძმაა! შენ ვერ ხვდები რა შეიძლება შენს საქციელს მოჰყვეს.
– რა უნდა მოჰყვეს ლელი? ნუ ამბობ რა სისულელეებს.
– დაჩი გაიგებს.
– აუ მოდი რა, ყელში ამომივიდა დაჩის და დანარჩენების უაზრო გამოხტომები. ერეკლეს არაფერი უთქვამს ჩემთვის და არც მე ამომიღია ხმა, ბავშვს ვეთამაშე უბრალოდ! შემჭამეს, რა – განერვიულებულმა დავტოვე სკოლის ეზო და ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი სევასტოპოლს.
– ძაან მოუხშირა მაგან ვერაზე სიარულს. – არ ცხრებოდა ლელი.
– არ გკიდია?
– არ ქეთი, იმიტო რო ვიცი კიდე ერთი ამბები ატყდება და მე მაგას ვეღარ გადავიტან!
----
ახალი წელი მოდიოდა და ახმაურდა თბილისი.
მოირთო ქუჩები და ხალხიც ცოტა გახალისდა.
მიყვარს ახალი წელი.
ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
მგონია,რომ ყოველ ახალ წელს,ახალ ცხოვრებას ვიწყებ და მაქვს შანსი, საკუთარი თავი უკეთესობისკენ შევცვალო, იმიტომ,რომ ჩემი ბედი ჩემს ხელშია.
თორმეტ საათს პატარა ბავშვივით ვუცდიდი.
ჩემი და,ანკაც ჩამოვიდა მოსკოვიდან და ისეთი ამბავი გვახარა, სიხარულისგან ავტირდი.
აღარ აპირებდა რუსეთში დაბრუნებას და სწავლას აქ გააგრძელებდა.
ტრადიციულად, ჩემი და დაჩის მეგობრები, ჩვენთან შეიკრიბნენ.
ეს იყო ყოველი წლის საუკეთესო დასაწყისი.
მოვიდა ეს ნანატრი 12საათიც და ერთმანეთს საჩუქრები დავურიგეთ.
შამპანურები გავხსენით, მაშხალები გავუშვით, ასაფეთქებლები ავაფეთქეთ.
ავიკელით სევასტოპოლი.
პირველის ხუთი წუთი იყო, ზარი რომ გაისმა და მეც საოცარი სისწრაფით მივირბინე კართან სტუმრის შემოსაპატიჟებლად.
სტუმარი არა, მაგრამ საყვარლად შეფუთული ყუთი კი შემოვიტანე შიგნით.
ოთახის შუაგულში დავდე და ზემოდან დავაშტერდი.
– ვისთანაა? – იკითხა აჟიტირებულმა დიანამ.
– ლოგიკურად ჩემთან ვერ იქნება, ანკას ჩამოსვლის ამბავი არამგონია ვინმემ იცოდეს, ანუ ქეთი,შენია. – აზრიანი წინადადება წარმოთქვა დაჩიმ და ყველას გაგვეცინა.
– გახსენი ეხლა, დიდხანს უნდა იდგე ასე? – ცქმუტავდა ანკა.
ჩავიმუხლე, ყუთს თავი ავხადე და გავშეშდი.
პატარა, ნაცრისფერ ლეკვს ეძინა.
ისე საყვარლად იწვა, წამიერად ავიტაცე ხელში.
იმაზე არ მიფიქრია, ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო, ლეკვთან თამაშით ვიყავი გართული.
– ვისგანაა? – ტაში შემოკრა ლელიმ.
– თაყვანისმცემლები ცოტა ყავს თუ რა – მკლავზე მიჩქმიტა ჩემმა დამ და თვალი ჩამიკრა.
– მოიცადეთ, რა ძაღლია? – ლეკვს თავზე ეფერებოდა დედაჩემი.
– პიტბული – წამოიძახა ყველამ ერთად და მერე ისე დადუმდნენ, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. – პიტბული – კიდევ ერთხელ,თავისთვის გაიმეორა დარასელიამ.
– პიტბულის ლეკვს რატო გჩუქნიან? – სიჩუმე ანკამ დაარღვია. – ზოგადად გოგონებს პატარა კოკერსპანიელებს ჩუქნიან ხოლმე, ლაბრადორებს, იორკშიკ ტერიერებს, პუდელებს, რა ვიცი ... პიტბული? გაიზრდება და გადაჭამს ყველას, ყველაზე საშიში ძაღლია საერთოდ – ემოციებს ვერ თოკავდა ჩემი და და ხელებს იქნევდა. ძაღლი დივანზე დავსვი და მე ისევ ყუთთან ჩავიმუხლე. ძალიან პატარა ბარათი ამოვაძვრინე და დაინტერესებული ჩავაშტერდი.
ცივმა ოფლმა დამასხა, თავბრუ დამეხვა, ცოტაც და ჩავიკეცებოდი.
„დოლიძეზე ამის გარეშე აღარ ამოხვიდე.“
ბიჭებს უკვე მოესწროთ ბარათის წაკითხვა და ისეთი სახეებით მიყურებდნენ, ლამის სახლიდან გავიქეცი.
– არ არი ეს .. ქეთი? – ხმა უწყდებოდა დაჩის.
– არ ვიცი ... – ძლივს ამოვილუღლუღე და დივანზე მივესვენე.
– აბა მე ვიცი? – ტონს აუწია.
– ნუ ყვირი! ვიღაცამ რაღაც მაჩუქა, პასუხი მე უნდა ვაგო? – ავყვირდი.
– რა გაყვირებს გოგო, შენ ცუდად ხო არ ხარ? საჩუქარზე არ მაქვს ლაპარაკი! ბარათში დოლიძე რატოა ნახსენები? რა შუაშია დოლიძე? გამაგებინე!
– არაფერ შუაში არაა დაჩი!- დამალვას აზრი არარ ჰქონდა - უბრალოდ დოლიძეზე დავდივარ მასწავლებელთან, მთელმა თბილისმა იცის თქვენი და საბურთალოს ამბები, ალბათ ვინმემ შემამჩნია დოლიძეზე და ეს ძაღლი გამომიგზავნა! – ტუჩზე ვიკბინე ბიჭების რეაქციის მოლოდინში.
– სად დავდივარო მასწავლებელთანო? – აბლუყუნდა დარასელია და დიანას მიაშტერდა.
– რა დოლიძეზე ქეთი? მეღადავები? – ხმა უწყდებოდა დაჩის და აქეთ–იქეთ დადიოდა.
– არ გეღადავები დაჩი! ჰო, დოლიძეზე დავდივარ მასწავლებელთან. არაფერი არ მითხრა! აზრი არ აქვს, მაინც არ შევწყვეტ იქ სიარულს.
არ მინდა ვინმესი მეშინოდეს დაჩი, რატო არ გესმის? არ მინდა ქუჩაში შებოჭილი დავდიოდე, მინდა თავისუფლად ვმოძრაობდე და არ ვკანკალებდე. დავიღალე! არ მინდა ვიმალებოდე და ვერაზე ვიყო გამოკეტილი მარტო იმიტო,რო თქვენ პრობლემები გაქვთ! არაფერს დამიშავებენ, ამდენი ხანია იქ დავდივარ და არაფერი მომხდარა! პანიკებს ნუ ატეხავ და იცოდე, რო დოლიძეზე მაინც ვივლი. – ლაპარაკი დავასრულე თუ არა, ძაღლი ხელში ავიტაცე და მეორე სართულზე ავირბინე. ბიჭებს ხმის ამოღება არ ვაცადე, თუმცა დაჩი ისეთი გაოგნებული მიყურებდა, ისედაც ვერ შეძლებდა ლაპარაკს.
დიანა და ლელი გამომეკიდნენ,
ოთახის კარი შევგლიჯე და საწოლზე პიქვე დავესვენე.
გოგონებმა კარი გადაკეტეს და ულაპარაკოდ ჩასხდნენ პუფებში.
კარგად ხვდებოდნენ, ახლა ხმის ამოღებას და უაზრო კითხვებს აზრი არ ჰქონდა.
დამაცადეს,როდის მოვიდოდი გონს და თვითონ დავიწყებდი ლაპარაკს.
10წუთის შემდეგ, საწოლზე წამოვჯექი და ბავშვებს გავხედე.
– ახლა მაინც თქვი სიმართლე ქეთი, ვინსგანაა? და რატომ მაინცდა მაინც პიტბული? – ძალიან ფრთხილად მკითხა დიანამ, რომ არ ავფეთქებულიყავი და ჩემი რეაქციის მოლოდინში, ტუჩზე იკბინა.
– ერეკლესგან. – ვთქვი ურეაქციოდ და მზერა ავარიდე. ლელი გადაფითრდა, მეგონა გონებას დაკარგავდა. დიანა აზრზე ვერ მოვიდა.
– ლელი რა ფერი გადევს? ვინ ერეკლე? – უაზროდ სვამდა კითხვებს და თვალებს აქეთ–იქეთ აცეცებდა.
– ერეკლე გურჩიანზე ამბობს – ამოილუღლუღა ლელიმ.
ახლა დიანას გადაუვიდა ფერები, ღრმად ამოისუნთქა და სახე ხელებში ჩარგო.
– რატომ მაინცდამაინც პიტბული? – ამოიკნავლა ლელიმ და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
გოგონებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
ფერები გადასდიოდათ და ენაჩავარდნილები ისხდნენ.
კარგა ხანს ვერ იღებდნენ ხმას.
– ბიჭებთან არ წამოგცდეთ. – ამოვიოხრე და საწოლზე გადავწექი.
– ესეც შენი ბედნიერი ახალი წელი. – ბურტყუნებდა ლელი და ცრემლებს იწმენდდა.
– ვერაფერი გავიგე. – თვალებს ისრესდა დიანა – ვერ გავიგე. ერეკლე რო გიყენებდნეს, პირიქით, რამეს დაგიშავებდა და მერე ისევ ყველაფერი ხელახლა დაიწყებოდა. ეს კიდევ პიტბულს გჩუქნის,რო დაგიცვას. მოსწონხარ? დავიჯერო რო გურჩიანს ვინმე მოსწონს? და მერე ვინ? მოსისხლე მტრის და? აზრზე ვერ მოვდივარ.
– ღმერთმა დაგვიფაროს! ჯობია რამეში იყენებდეს, ვიდრე მოსწონდეს. შეაკვდება ვერა–საბურთალო ერთმანეთს. დოლიძეზე აღარ უნდა იარო ქეთი – გადაჭრით მითხრა ლელიმ და თავი გააქნია.
* * * * * * *
დაჩიმ ისტერიკები ამიტეხა დოლიძეზე სიარულის გამო.
რათქმაუნდა არც მე დავაკელი და სახლი გადავდგით.
– რამხელა ხმაზე ყვირით?! იცით სად ისმის თქვენი ხმა?! ხო არ გადაირიეთ?! – სახლის კარი ფერწასულმა ანკამ შემოგლიჯა და ჩემსა და დაჩის შუაში ჩადგა. ჩვენ ყვირილს არ ვწყვეტდით და ანკასაც მოთმინების ფიალა ევსებოდა. – გაჩუმდით!!! – იმხელა ხმაზე იბღავლა, წამიერად დავდუმდით ორივე. – ღრიალით აპირებთ პრობლემის მოგვარებას?! ხო არ გაგიჟდით თქვენ?! თქვენი ყვირილი ცხოვრებაში არ გამიგონია და ახლა ერთბაშად გადაირიეთ?! სირცხვილი არ იცით?! დაჩი მომისმინე! შენ ვერ შეძლებ მთელი ცხოვრება დაიცვა ქეთი. შენ უბრალოდ ვერ შეძლებ ... ვერც იმას დააძალებ, რომ სევასტოპოლს არ გასცდეს. 17წლისაა და ხელს ვერ ჩაჰკიდებ და თვითონ ვერ ატარებ ყველგან. არაფერს დაუშავებენ! და თუ დაუშავებენ, საკუთარ თავს დააბრალებს. მთელი ცხოვრება ვერ გამოიკეტება ვერაზე. ადრე თუ გვიან ორივეს მოგიწევთ ზუსტად ამ მდგომარეობის გადალახვა და რაც უდრო ადრე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი. არც ისეთი პატარაა დაჩი, შენ რომ გგონია. შეიძლება ახლა დაიცვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერა ... მიეცი დამოუკიდებლობის საშუალება და დააცადე აკეთოს ის, რასაც თავად თვლის საჭიროდ. ხელს ვერავინ დააკარებს, და თუ დააკარებს, მაშინ უკანასკნელი ადამიანი იქნება მთელ დედამიწაზე! – ხმა აღარ ამოუღია დაჩის, გიჟივით გავარდა სახლიდან და კარი ისეთი ძალით მიიჯახუნა, სახლი თავზე დაგვამხო. მე ძალღონე გამოცლილი ჩამოვჯექი დივანზე და სახე ხელებში ჩავრგე.
– რატომ არ გეშინია არაფრის, ადამიანო? – მომეხვია და თავზე ძალიან,ძალიან ბევრჯერ მაკოცა. ამ კითხვაზე, ისევ არ მქონდა პასუხი. ვცდილობდი სიტყვები შემეკოწიწებინა და რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი.
* * * * * *
დაჩისა და დანარჩენების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მე ჩემსას არ ვიშლიდი. იმდენად ღრმად შევტოპე, უკან ვეღარ გამოვდიოდი. საკუთარ პრინციპებს ვერ ვღალატობდი და სიტყვები უკან ვერ მიმქონდა. არ ვიცოდი ჩემს სიჯიუტეს რა მოჰყვებოდა და გაფიქრებაც კი არ მინდოდა. ვიცოდი, ყოველ წამს შეიძლებოდა რაიმე მომსვლოდა დოლიძეზე, ამ ჩაბნელებულ, ხულიგნებით სავსე ქუჩაზე. მითუმეტეს ღამით და მითუმეტეს ზამთარში.
ჩემი ჩაკი ისე მალე წამოიზარდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.
ძაღლი რომ მაჩუქეს, 5–6თვის უკვე იქნებოდა, ალბათ ამხელა იმიტომ მომიყვანა, რომ უფრო მალე განვითარებოდა დაცვის ინსტიქტები.
ახლა უკვე მასთან ერთად დავდიოდი ყველგან და სანერვიულო არავის არაფერი ჰქონდა.
დაჩიც ცოტა დამშვიდდა და მოლბა.
ჩაკზე ავი, არ ვიცი, ალბათ დედამიწაზე არც–ერთი ძაღლი არ დაბადებულა.
პირზე თუ არ ავაფარებდი, ისე ვერსად ვერ დამყავდა.
ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისთანაც უსაზღვრო სითბოს იჩენდა და მთელს სახეს მილოკავდა. სხვას ვერავის იტანდა. სახლში სტუმარი თუ მოგვივიდოდა, იქ მთავრდებოდა ყველაფერი.
* * * * * * *
დოლიძეზე მოვდიოდით მე და ჩაკი,
რვა ხდებოდა და უკვე კარგად დაბნელებულიყო.
ყურსასმენები მეკეთა და არაფერი მესმოდა.
თან ღარაცას ვღიღინებდი.
ჩაკი ადგილზე შედგა, გამიკვირდა, ჩავიმუხლე და ყურსასმენი მოვიშორე.
ერთი ამბავი იყო დოლიძეზე და მე არაფერი მესმოდა!
ჩაკს პირზე არაფერბული ჰქონდა და ვერ ყეფდა, უაზროდ ღმუოდა და ვერ გეტყვით, რას ცდილობდა.
ღრიალი, წივილი, კივილი, ტირილი, მოთქმა, სირენების ხმა, ყველაფერი ერთად ისმოდა, ამას ძაღლის ღმული ემატებოდა და ლამის გადავირიე!
ხმა საიდან მოდიოდა,იმასაც ვერ ვარჩევდი.
ვეცადე ჩაკი დამემშვიდებინა და როგორმე ამ საზიზღარ ქუჩას მოვშორებოდი!
გზაჯვარედინზე ვიდექით.
ერთი მხრიდან პოლიციის მანქანა მოდიოდა, მეორე მხრიდან ბიჭები გამორბოდნენ.
მერე ყველა ერთად მოსწყდა თვალს და სიმშვიდემ დაისადგურა.
ეს „სიმშვიდე“ ორი წუთიც არ გაგრძელებულა.
მარცხენა მხრიდან ისეთი სისწრაფით გამოვარდა გურჩიანი, თვალიც ვერ გავაყოლე.
პოლიციის მანქანებს გაურბოდა, მაგრამ არასწორ მხარეს შუხვია. მე გზაჯვარედინზე ვიდექი და ყველაფერს ნათლად ვხედავდი, ის ვერ არჩევდა სად იდგა პოლიცია და სად არა ...
იმდენად შორს იყო უკვე ერეკლე, რომ მის სხულს ძლივსღა ვარჩევდი.
კიდევ ცოტაც და პირდაპირ პოლიციას შეუვარდებოდა ფეხებში.
ძაღლს ხელი გავუშვი.
– ჩაკ გამომყევი – ვიყვირე ბოლო ხმაზე და გავიქეცი. ძაღლიც მე ამედევნა.
არ მეგონა ასეთი სისწრაფით თუ შემეძლო სირბილი.
თვალს მიეფარა გურჩიანი, მე არ გავჩერებულვარ.
არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი,
არ ვიცი რატომ ვეხმარებოდი,
მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც გული მკარნახობდა.
იმ ადგილას მივირბინე, სადაც წესით ერეკლე უნდა მდგარიყო, მაგრამ იქ არ დამხვდა.
გარემოს თვალი მოვავლე, ვერსად შევამჩნიე.
გული ისე მიცემდა, ცოტაც და ამომივარდებოდა, მეტს მართლა ვეღარ შევძლებდი.
ღრმად დავიწყე სუნთქვა, რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი.
ვეღარც ჩაკი დავინახე და ლამის ინფაქტი მივიღე.
არ მეგონა,მისი „ღმუილის“ მოსმენა ასე ოდესმე თუ გამახარებდა.
გამწარებული გავიქეცი იქით, საიდანაც ძაღლის ხმა მოდიოდა და ჩაკთან ერთად გურჩიანიც შევამჩნიე. გარბოდა ერეკლე, ისევ გარბოდა და ისევ არასწორ მხარეს.
ისეთი ხმაური იყო, ალბათ არ ესმოდა ჩემი მიმწყდარი ხმა და მისი სახელის ძახილი.
ისევ გავიქეცი, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გავიქეცი, ოღონდ კორპუსის მეორე მხრიდან, იქიდან არა, საიდანაც გურჩიანი გარბოდა.
ისევ გავრისკე, არ ვიცოდი ეს გზა მიმიყვანდა თუ არა იმ ადგილამდე და შეიძლებოდა საერთოდ დამკარგვოდა მხედველობიდან.
გავიქეცი ...
კორპუსს შემოვურბინე, ჩაკიც მომსდევდა, ერთი წამითაც არ გაჩერებულა, არც ის და არც მე.
სასწაულად გამიმართლა,
ზუსტად იმ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
მორბენალი ქეთი ყიფიანის დანახვისას, გურჩიანს თვალები კეფაზე აუციდა, მაგრამ ამის დრო არ იყო. აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო ისე ვკარი ხელი, ისე შეახტა ზედ ჩაკი და ისე შევაგდეთ მეორე შესახვევში.
კედელს ავეკარი და თვალები დავხუჭე, ცოტაც და გული ამომივარდებოდა.
საერთოდ არაფერს არ ვგრძნობდი იმ წამს და ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი.
ერეკლე ისეთ ადგილას ეგდო, ძალიანაც რომ მოენდომებინა პოლიციას, ვერაფრით ვერ შეამჩნევდა.
მე ისევ იგივე პოზაში ვიდექი და თვალებს ცოცხალი თავით არ ვახელდი.
ჩემს ფეხებთან იყო ენა გადმოგდებული ჩაკიც, რომელსაც მოეხერხებინა და პირზე ასაფარებელი როგორღაც მოეძრო. არ ერჩოდა ერეკლეს, წყნარად იდგა და ფეხს არ იცვლიდა.
გონს რომ მოვიდა გურჩიანი, მე ისევ კედელთან ვიყავი ჩაკეცილი,
თავი მუხლებზე მედო და ხელებიც უღონოდ მქონდა ჩამოყრილი.
ჩაკს თავი ჩემს ფეხებზე მოედო და ალბათ ცდილობდა დავემშვიდებინე.
– ქეთი ... – ფრთხილად მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა გურჩიანი. – ქეთი ... – კიდევ ერთხელ გამიმეორა, მე თავის აწევას არ ვაპირებდი. – კარგად ხარ? – უშედეგოდ მისვამდა კითხვებს ერეკლე. – შემომხედე რა ქეთი – ხმაში მუდარა შეეპარა. – ქეთი შემომხედე – ხმას აუწია და მეც ქვემოდან ავხედე.
– ფერი არ გადევს – უფრო მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. – სიცხე გაქვს – შუბლზე გაყინული ხელი შემახო და დასკვნა გამოიტანა.
– არ მაქვს სიცხე ... შენ ... ხარ გაყინული – ძლივს ამოვილუღლუღე და თვალი თვალში გავუყარე. ხელი გამიშვა და გვერდით მომიჯდა. ფეხები გადააჯვარედინა, ზურგით კედელს მიეყდრო. ღრმად სუნთქავდა, იმხელა პაუზებს აკეთებდა, მეგონა გაიგუდებოდა.
სახე ისე მოულოდნელად ჩარგო ჩემს კისერში, რომ ჟრუანტელმა დამიარა, იგრძნო და გეცინა. მის გახურებულ ტუჩებს, ჩემს ისედაც გახურებულ კანზე ვგრძნობდი და სადაცაა ავფეთქდებოდი. მერე გასწორდა და მკერდზე მიმიხუტა.
– დაცარიელდება დოლიძე და წაგიყვან. – თავზე გაუჩერებლად მისვამდა ხელს.
სახე მის მკერდზე მქონდა მიდებული, ერეკლეს სურნელი ამეკრო მთელს სხეულზე.
ასე წამიერად სად გაქრა ის ზიზღი, რომელსაც გურჩიანის მიმართ ვგრძნობდი.
რატომ აღარ მაქვს გულისრევის შეგრძნება მისი დანახვისას,
რატომ აღარ მეჩვენება მისი ღიმილი ამაზრზენად და რატომ აღარ ვამსგავსებ მის თვალებს მკვლელისას?
ქვემოდან ავხედე და თვალებს კიდევ ერთხელ, ყურადღებით დავაკვირდი.
გაეცინა.
– რატო იგდებ თავს საფრთხეში, ქეთი?! – კარგად იცოდა, ამ კითხვაზე პასუხს რომ ვერ მიიღებდა და მზერა ამარიდა. მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე, ცოტა დავმშვიდდი და გავსწორდი. ამ ადგილს კარგა ხანს ვერ მოვშორდებოდით და კიდევ დიდხანს მომიწევდა ასე ჯდომა. დავწყნარდი და ფიქრის უნარი დამიბრუნდა.
ეს რომ დაჩის გაეგო, საერთოდ ეს რომ ვინმეს გაეგო!
რა ჯანდაბას ვაკეთებდი?!
არ მაინტერესებდა იმ წამს არც ჩემი ძმა და არც მათი უაზრო საქმის გარჩევები!
– რატო არ ჩერდები, ერეკლე? – ისე ვკითხე, მისთვის არც შემიხედავს. ჩაეცინა.
– მე რაღა გამაჩერებს.
– იმდენად შორს შეტოპე, უკან ვეღარ გამოდიხარ.
– და ვერც ვერასდროს გამოვალ.
– გამოხვალ. – უცბად გავხედე გურჩიანს. ისე შეკრთა, თითქოს რაღაც საშინელება გაიგონაო.
არაფერი უთქვამს, ჩაკს დაუძახა.
– რატო არ გერჩის?
– ჩემი იყო. იმ დღეს მივხვდი, რო აშკარად შენ უფრო გჭირდებოდა. – გამიღიმა და თმა ყურზე გადამიწია.
მეტი აღარაფერი გვითქვამს.
2საათი კიდევ მოგვიწია ასე ჯდომა.
12ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი.
ოთახში ულაპარაკოდ ავედი და ლოგინზე წამოსკუპებული ლელისა და დიანას დანახვისას, ლამის უკან გავიქეცი.
– რა იყო რა დაფეთებული ხარ – ახარხარდა დიანა და დაჯექიო, ხელით მანიშნა.
არ ვიცოდი, უნდა მომეყოლა თუ არა.
მეშინოდა, რომ ბიჭებს ეტყოდნენ და არ ვიცი, მერე რა მოხდებოდა.
გავბედე და ვუთხარი.
ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი და მათ რეაქცია მოთმინებით დაველოდე.
–გიყვარს. – ამოიოხრა ლელიმ და სახეზე ხელები აიფარა.
–არ გეშინია? ქეთი რატო არ გეშინია გამაგებინე?! ხო იცი, რო დაჩი გაიგებს, ხო იცი, რო ბიჭებიც გაიგებენ და ღმერთმა იცის, მერე რა მოხდება!
– არ მიყვარს – გაჭირვებით ამოვილუღლუღე და სახე გავატრიალე.
– არა ღადაობ? არ გიყვარს და პროსტა გადაარჩინე ხო?
– არ ვიცი რატო გადავარჩინე, არ მიყვარს, არ უნდა მიყვარდეს, ვერ მეყვარება, სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, არ უნდა მიყვარდეს ... – რა სისულელეებს ვლაპარაკობდი, მე თვითონაც არ მესმოდა.
გოგონები ხმას არ იღებდნენ, სახე ხელებში ჩაერგოთ და ვინ იცის, რაზე ფიქრობდნენ.
10წუთი მაინც გავატარეთ ასე გაურკვევლად,
მერე ორივე ერთდროულად წამოდგა და აქეთ–იქიდან მომისხდნენ, ძალიან მაგრად ჩამეხუტნენ და ცრემლები წამოსცვივდათ.
– შენთან ვართ ... ხო ძაან კარგად იცი, კარგი რომ არაფერი მოხდება, არ გაწყნარებთ, ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ არ იქნება და ეს შენ ყველაზე კარგად იცი. შენთან ვართ ქეთ ... ვიყავით, ვართ და ვიქნებით.
საშინელებაა, როცა რაღაც ჩარჩოებს, რაღაც საზღვრებს სცდები და
გიყვარდება ის, ვინც არც–ერთ შემთხვევაში არ უნდა შეგყვარებოდა.
აი ასე, უბრალოდ ა რ უნდა შეგყვარებოდა.
თან გიყვარდება როგორ სიტუაციაში?
როცა თვითონაც არ იცი, მისი შეყვარება როდის მოასწარი.
საშინელებაა, როცა არ გინდა ამ გრძნობას სახელი დაარქვა, სხვებსაც ატყუებ და თავსაც იყუებ. შენ ყველაზე კარგად იცი, რა შეიძლება მოყვეს ამ „სიყვარულს“.
არ გინდა გიყვარდეს, გინდა ყველაფერი დაივიწყო, ძირფესვიანად გააქრო შენში დაბუდებული ეს გრძნობა, მაგრამ არ გამოგდის, იმიტომ, რომ გულს უბრალოდ ვერ უბრძანებ.
* * * * * * *
სულ რაღაც 3თვის დაბრუნებული იყო ჩემი და თბილისში,
ვთხოვდებიო, რომ გამოგვიცხადა.
დაჩიმ მიკრო ინფაქტი მიიღო, მე აზრზე ვერ მოვედი.
ძველ შეყვარებულს დავუბრუნდიო, განაცხადა და იქ სულ გადავირიეთ.
მოგვწონდა ანკას საქციელი, თუ არა, ეს სხვა საქმე იყო.
24წლის გახლდათ და დამოუკიდებლად შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა, საქორწილო სამზადისს შევუდექით.
დაჩის ძალით დაათრევდნენ ლელი და დიანა საყიდლებზე.
მე ჩემს სტიქიაში ვიყავი, გამწარებული ვემზადებოდი და ჩემი ძმის დევნის თავი არ მქონდა.
ისეთი კაბა ვიყიდე, თვალს ვერ მოსწყვეტდით.
მოვიდა ის ნანატრი დღეც, ასე რომ ვემზადებოდით ყველანი.
მე ჩემს ძმასთან და გოგონებთან ჩამტენეს მანქანაში, გზადაგზა ვწუწუნებდი, კაბას ნუ მიჭმუჭნით–მეთქი და გემრიელ მუჯლუგუნებსაც მითავაზებდნენ ხოლმე ბავშვები.
ანკა ისეთი ლამაზი იყო, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
რესტორნამდეც მივაღწიეთ და ყველა გიჟივით შეცვივდა შიგნით.
მე აქაც არ მომასვენეს, ეზოში ძველი ნაცნობი გადამეყარა და სამი საათი რაღაცებს მიყვებოდა. კარგად ვხედავდი, როგორ გამოდიოდნენ და შედიოდნენ ლელი და დიანა.
აღელვებულები ჩანდნენ, სახეზე ფერი არ ედოთ.
– დამთავრდა ქეთი ქორწილი – იყვირა ლელიმ და გაუჩერებელი მოლაპარაკე დამიფრთხო.
როგორც იქნა დამემშვიდობა და მეც ზემოთ ავედი.
– დაგვერხა – გადმომიჩურჩულა დიანამ და ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა. – ერეკლეა იქ.
რეტდასხმული და ფერწასული შევედი რესტორანში.
დაჩი და ერეკლე ...
ერთად, რესტორანში,
ჩემი დის ქორწილში.
ზუსტად ვიცოდი, ანკას ეს დღე ჩაშხამდებოდა.
არა, თან უბრალოდ დაპატიჟებული კი არ იყო გურჩიანი, მეჯვარე გახლდათ, სიძის.
მაგიდამდე ისე მივედი, ვეცადე ერეკლეს თვალში არ მოვხვედროდი.
თუმცა ვერაფერი გამოვაპარე.
გამომხედავდა ხოლმე, თვალს ჩამიკრავდა და მერე ისევ ძველ პოზიციას უბრუნდებოდა.
დაჩი ისეთი თვალებით უყურებდა, ერთი ჭიქაც რომ დაელია, მივარდებოდა და ალბათ იქვე მიახრჩობდა. მერე არც ის დააკლებდა და ჩემი ერთადერთი დის ქორწილი ფატალური შედეგით დასრულდებოდა.
ლელი და დიანა ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ,
ასეთი დაძაბულები არასდროს ვყოფილვართ.
– დაჩი, იმედია აქ ერთ ამბავს არ ატეხავ, ანკას არ ჩააშხამო, არასდროს გაპატიებს! – გადავუჩურჩულე ჩემს ძმას, რომელსაც ძარღვები ბოღმისაგან ისე ჰქონდა დაბერილი, ცოტაც და დაუსკდებოდა. ხელზე ხელი მოვუჭირე, რომ როგორმე დამემშვიდებინა.
– გამოდი რა ქეთ,ერთი წუთით – ხელი ჩამკიდა დიანამ და გარეთ გამიყვანა.
– რო დაგვერხა, აცნობიერებთ? – ბოლთას სცემდა ლელი და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
– უნდა დავლიო – ღრმად ამოვისუნთქე და მოაჯირს დავეყრდენი. – ამ ყველაფერს ფხიზელი ვერ ვუყურებ!
– პროსტა არც გაბედო! შენი ერთი დაუფიქრებელი ქცევა და ჩათვალე, რო ჩავიწვით –დამტუქსა დიანამ და თვალები ისე დამიბრიალა, შემეშინდა.
რესტორანში ულაპარაკოდ შევბრუნდით და ადგილებს დავუბრუნდი.
ერეკლე არ იჯდა თავის მაგიდასთან,
არც დაჩი ჩანდა ჰორიზონტზე.
ისე დავიძაბე, ცოტაც და ავფეთქდებოდი.
– მე ხო არ მეძებ? – მოშიშვლებულ ზურგზე შეხება ვიგრძენი და შემაჟრჟოლა.
წამიერად წამოვხტი ფეხზე და ვეცადე რაც შეიძლება შეუმჩნევლად მეთქვა.
– წადი , ერეკლე
_ გიხდება კაბა _ ჩემი ნათქვამი არც შეიმჩნია.
_ ერეკლე შემეშვი!
– ვიცეკვოთ – ხელი ჩამკიდა.
– გამიშვი ხელი, გაკლია? – არც მისმენდა გურჩიანი, რესტორნის ცენტრისკენ გამიყვანა და მუსიკაც ჩაირთო. როგორ ვნატრობდი, ოღონდ ახლა არ მოსულიყო დაჩი. მხოლოდ ლელის და დიანას ვუყურებდი, სახეები აშლილი ჰქონდათ, ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ.
სხეულზე მთლიანად ვყავდი აკრული ერეკლეს, წინააღმდეგობის გაწევას აზრიც არ ჰქონდა, სიატუაციას უფრო დავამძიმებდი.
– გული როგორ გიცემს. – ყურთან ძალიან ახლოს მიჩურჩულა და უფრო ძლიერად მიმიკრა.
– არ მინდა ანკას ეს დღე ჩაშხამდეს. – ძლივს ამოვილუღლუღე.
– ნუ იძაბები,ქეთი – თვალებს უაზროდ ვაცეცებდი და დაჩის ვეძებდი.
ახლა ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა,
ვერც წინააღმდეგობას გავუწევდი, უარესი მოხდებოდა.
უფალს ვევედრებოდი, რომ ახლა არ შემოსულიყო ჩემი ძმა.
ორ წუთიანი მუსიკა, საუკუნედ მომეჩვენა.
როგორც იქნა დასრულდა,
დასრულდა და გურჩიანმა საფეთქელთან ძალიან, ძალიან, ძალიან ფრთხილად მაკოცა.
მგონი ხალხს არც შეუმჩნევია,
გამიღიმა და ჩემს ადგილას დამაბრუნა.
ის იყო, უნდა დავმჯრადრიყავი, რომ რესტორანში დაჩი შემოვიდა.
ისევ ჩემთან იდგა ერეკლე, ჩემი ძმა არ დაუნახავს, ისე დაუბრუნდა თავის ადგილს.
იმაში გამიმართლა, რომ ეს ცეკვა დაჩის არ უნახავს, მაგრამ ხომ გაიგებდა.
აუცილებლად გაიგებდა, და გაიგო კიდეც.
არც გურჩიანი და არც ჩემი ძმა, არ დამთვრალან.
სწორედ ამან გადაგვატანინა ქორწილი მშვიდობით.
საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და ისე დავიშალეთ, რომ აყალმაყალი არ მომხდარა.
სახლში შევაბიჯეთ და ..
– ქეთი, ერთი წუთით. – გამაჩერა დაჩიმ. დედას სთხოვა,ოთახი დაეტოვებინა.
– არ გინდა, დღევანდელი ამიხსნა?
– რა უნდა აგიხსნა? – ისეთი სახე მივიღე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
– რა ცირკს მიწყობ? იქ რომ არაფერი ვთქვი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გავიგე. – მომიახლოვდა და ზემოდან დამაშტერდა.
– კარგი რა დაჩი, არ მოგბეზრდა? ისტერიკები ამეტეხა და ქაჯობა დამეწყო? ადამიანმა ცეკვა შემომთავაზა და ყველა ჩვენ მოგვაშტერდა. ამდენ ხალხში რა გამეკეთებინა?
– ადამიანი არ არი ეგ,ქეთი! – იმხელა ხმაზე იყვირა, შევკრთი.
– ნუ აჭარბებ! თქვენს შორის რაღაც უაზრო დაპირისპირებებს მე არ უნდა შევეწირო და არც ვინმე სხვა. თქვენი საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთ და მე ნუღარ გამრევთ, დავიღალე!
– შენ ვერ ხვდები ქეთი! შენ ვერაფერს ვერ ხვდები! ჩემს გასამწარებლად აკეთებს ამას, ყველაფერს ჩემს გამო აკეთებს!!
– მივდივარ დაჩი, მეძინება – მის რეაქციას არ დავლოდებივარ, სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევვარდი, საღამურები გადავიცვი და საწოლში შევწექი.
„როგორ გიყურებდა ერეკლე, ეხლაც ჟრუანტელი მივლის ტანში. მაინც ვერ ვიჯერებ, რო შეიძლება მაგ არაადამიანს გრძნობები გააჩნდეს ვინმეს მიმართ.ისე ვაღიარებ, ყველაზე სიმპატიურია. ყველა მკვლელი სიმპატიური რატოა?(( “ – დიანას მესიჯი მომივიდა და გულიანად გადავიხარხარე.
„რა დასკვნებით ხარ დიკო? ეხლა მეძინება, გამოდით რა დილით, გკოცნი“ – გავუგზავნე და მობილური გავთიშე.
ძალიან კი ვეცადე, მაგრამ ვერც–ერთი წამით ვერ მოვხუჭე თვალი.
იცით, ალბათ ყველას ცხოვრებში დგება მომენტი, როცა ღამით, წვები და ყველაფერს ერთად განიხილავ.
ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხარ საკუთარ თავში და სადღაც, ორ სამყაროს შორის გაჭედილხარ.
მერე შენს თავზე გეცინება და ხვდები, რომ გაკლია.
იცით, ჩვნე ყველას გვაკლია, ცოტა.
ზოგჯერ ისეთ რამეს გავაკეთებთ, რომ თვითონაც ვერ მოვდივართ აზრზე.
იმ ხალხთან ვიჭერთ ურთიერთობებს, ვინც დასანახად გვეზიზღებოდა და უბრალოდ ყველაფერი იცველება.
ვერ ხვდები, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
გრძნობ რაღაც გაურკვეველს, რაღაც ენით აღუწერელს და უბრალოდ ბედნიერი ხარ.

* * * * * *
დედაჩემი და დაჩი ბაკურიანში წავიდნენ, ორი კვირით.
დედიდაჩემი გახდა ცუდად.
მარტო ნანი მიდიოდა, მაგრამ დაჩიმ ბიჭები გაიყოლა,
ჩვენ ცალკე ვიქნებით და ვიგულავებთო.
მე თბილისში დავრჩი.
სახლში ჩემი გოგოები დავიტოვე,მარტო რა გამაჩერებდა.
– 2კვირა მარტო ვართ და არ დავიმხოთ სევასტოპოლი? – წარბები აათამაშა დიანამ.
– მოიცადეთ, ჯერ მე მაქვს კითხვები თქვენთან – ლელის გავხედე და თვალი ჩავუკარი. – ლელუ რას შვებით შენ და დარასელია?
– არაფერს. – მოკლედ მომიჭრა და მზერა ამარიდა.
– რასქვია არაფერს – შევუბღვირე და ყავა მოვსვი.
– აუ თორნიკესას რას გაიგებთ, აკცლია ცოტა მაგ ბიჭს – საუბარში დიანა ჩაერთო.
– ჩვენ ყველას გვაკლია,ცოტა – თვალი ჩავუკარი და ისევ ლელის მივუბრუნდი.
– არ ვიცი რა ქეთი, ვერაფერი ვერ გავიგე. ისეთი ჩამოუყალიბებელი სასტავი ვართ რო არაფერი არ გვეშველება. – თმას ნერვიულად იხვევდა თითზე ლელი.
– კაი რატო? ძაანაც ჩამოყალიბებულები ვართ. – უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი.
– კი ქეთ, შენ განსაკუთრებით ჩამოყალიბებული ხარ ბავშვობიდან ხო იცი? – გადაიხარხარა დიანამ.
– თუ არ გაკლია, ეგეც ნაკლია ხალხო! – დამაიმედებლად წარმოვთქვი ჩემი საყვარელი ფრაზა
– თავს იმხნევებს ქეთუშა. – მიბრწკინა ლელიმ.
– კარგით ხო! აბა რა დავიმხოთო რას ვამბობდით? – კმაყოფილი სახით გავხედე გოგოებს.
– აქ რო მოვაწყოთ რამე?
– სახლში? – წარბები შევკარი.
– ხო რა – თავისას არ იშლიდა დიანა.
– არა ღადაობ? ჩაკი მყავს სახლში ხოარ დაგავიწყდა?! – უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
– ეს ჩაკი სულ პრობლემა რატოა!
– პრობლემა იქნება ეხლა რო გამოვუშვებ – თვალი ჩავუკარი ლელის.
– კაი ვსო, ჩუმად ვარ! – ხელი ამიქნია და ყავა მოსვა.
– თბილისში დარჩა ვინმე? თუ ყველა დაჩის გაყვა?
– არა ყველა არ წასულა. პაპუნა დარჩა, სპიკოც აქაა, გელაშვილიც და მახარაძეც.
– ხოდა კლუბში წავიდეთ ერთად.
– აუ არა რა, იმათთან ერთად ნორმალურად ვერაფერს ვერ გავაკეთებ. არ გახსოვს ბოლოს რო ვიყავით რა დღეში ჩაგვაგდეს? – უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
– უიმე კარგით ხო! მარტო წავიდეთ მაშინ.
– ეგრე მოსულა – გავუღიმე დიანას.
– ოღონდ დღეს არა, თავი მისკდება – საცოდავი თვალები მოგვაპყრო ლელიმ.
– აუ ვინ ხართ თქვენ!! ხვალ წავიდეთ.
უკვე გვიანი იყო, საძინებელში ავედით.
ორ საწოლიან ლოგინზე სამნი ჩავეტენეთ და დაიწყეს მუჯლუგუნების რტყმა.
– გაკლიათ თქვენ? მეძინება! – ავყვირდი.
– აუ ლელი ფეხი გაწიე თორე ისე ჩაგარტყამ, აზრზე ვერ მოხვალ – ჯუჯღუნებდა დიანა.
– აბა დიკო რო ჩაეტენე რა გეგონა? – არ ჩამორჩა ლელი.
ღამის ცხოვრება ყოველთვის ძალიან გვიყვარდა,
საღამოობით კლუბში სიარული ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩვენთვის.
უბრალოდ ვერთობოდით, ვცეკვავდით და უკან ვბრუნდებოდით.
„სახლურად“ დავდიოდით ხოლმე, ყოველგვარი გამოპრანჭვების გარეშე.
არც ახლა ვუღალატეთ ტრადიციას და კლუბში ჯინსებით წავბლაყუნდით.
– აუ ხალხს თავი ქორწილში ხოარ გონია?
– არ გკიდია? როგორ იცეკვებენ ამსიგრძე კაბებით, მაგასაც ვნახავთ.
ყველაფერი ძალიან მშვენივრად მიდიოდა.
ვერთობოდით, ვცეკვავდით და ცოტას ვსვამდით.
– გოგოებოოო – ნაცნობი ხმის გაგონებისას, წამიერად შევდექი და ყოფილ „დაქალს“ დავაშტერდი.
– ნინჩოოოო – გაიწელა დიანა. – გულაობ?
– მე სულ ვგულაობ – ტუჩზე იკბინა და თმა თითზე დაიხვია. ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა, ბარბაცებდა და საშინლად ამაზრზენად გამოიყურებოდა.
– ასე როგორ დათვერი ნინი – შევიშმუშნე და მზერა ავარიდე.
– დავლიე ქეთუშ, ვინც სვამს, ის თვრება – გადაიხარხარა.
– მარტო ხარ? – თვალებში ჩავაშტერდი. ყველაფრის მიუხედავად, მიჭირდა ოდესღაც „მეგობრის“ ამ მდგომარეობაში დატოვება.
– არა გოგო, მე მარტო როგორ ვიქნები – საღეჭი რეზინი გაწელა და ლამის გული ამერია.
– მიდი მაშინ იმასთან, ვისთან ერთადაც ხარ, თორე ფეხზე ძლივს დგახარ. – ხელი შევაშველე, რომ არ წაქცეულიყო.
– მე ვისთანაც ვარ, იმას მაგრად ვკიდივარ – ლაპარაკი უჭირდა და თვალები ელულებოდა. – მე საერთოდ ყველას ვკიდივარ და ყველა მიყენებს.
– კაი დამეყრდენი გარეთ გაგიყვან. – ხელი მოვკიდე ნინის და ვერანდაზე „გავასვენე“.
სკამზე დავსვი და წყალი მოვუტანე, რომ ცოტათი მაინც მოსულიყო გონს.
– კარგი გოგო ხარ შენ, ქეთუნა – თვალს არ მაცილებდა.
– დალიე რა წყალი,ნინი – ხელით ჭიქისკენ მივანიშნე.
– შენ არ გკიდივარ ხო ქეთი? – არ წყვეტდა უაზრო ლაპარაკს.
– დალიე,ცოტა გონს მოგიყვანს. პაპუნას დავურეკავ და გაგიყვანს სახლში. – მობილური ამოვაძვრინე ჯიბიდან და გვერდით გავედი, მუსიკის ხმას რომ არ შეეშალა ხელი. ის იყო, მობილური ყურთან უნდა მიმეტანა, რომ ...
– რამდენი ხანია გეძებ, აქ რა გინდა ნინი? – ერეკლე!!! ერეკლესა და ნინის კლუბში ერთად ყოფნაში გასაკვირი არაფერი იყო, მთელ თბილისთან დადიოდა ნინი, მაგრამ მაინც რაღაც ჩამწყდა გულში და საშინლად უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. არ მინდოდა შემემჩნია, ამიტომ ისე მოვიქეცი, თითქოს არც არაფერი გამიგონია. პაპუნას გადავურეკე, 10წუთში მანდ ვიქნებიო, მითხრა და მეც ნინისკენ გავემართე.
– ქეთი, აქ რა გინდა – სახე წაეშალა გურჩიანს.
– კლუბში ვარ, რა უნდა მინდოდეს – გავუღიმე და ნინის მივუბრუნდი. – 10წუთში მოგაკითხავს. – მეტი აღარაფერი მითქვამს, ისე შევბრუნდი კლუბში, არც შემიხედავს გურჩიანისთვის. ბარმენთან მივირბინე და კოქტეილი გავაკეთებინე.
– რა როჟით ხარ, რა იყო – მიბრწკინა ლელიმ.
– ერეკლეა აქ, ნინისთან ერთად.
– კაიიიიიი? – ცეკვა შეწყვიტა და გაფართოებული თვალებით დამაშტერდა. – ვიღაც ჰორმონებს ვერ აშოშმინებს!! – სახე აერია ლელის.
კლუბიდან შევამჩნიე, როგორ ჩაისვა პაპუნამ ნინი და როგორ შემობრუნდა ერეკლე შიგნით.
მე გავედი,
ჰაერი უნდა ჩამეყლაპა,თორემ სადაცაა გავიგუდებოდი.
მოაჯირს დავეყრდენი და თმა ნერვიულად გადავიყარე უკან.
ორი წუთიც არ იყო გასული,
ძალიან ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, ალკოჰოლის სუნს რომ შერეოდა.
ჩემს გვერდით ადგილი სიგარეტგარჭობილმა გურჩიანმა დაიკავა.
არც გამიხედავს მისთვის.
კარგა ხანს ვიდექით ასე გაშეშებულები,
ის ეწეოდა,
მე უბრალოდ რაღაცას მივშტერებოდი და ღმერთმა იცის, რაზე ვფიქრობდი.
მერე მოვბრუნდი, შიგნით შებრუნება დავაპირე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
ისეთი ძალით მიმაბრუნა ერეკლემ თავისკენ, ლამის ავყირავდი.
გონზე ვერ მოვედი, ისე სწრაფად მომეხვია და სახე ჩემს თმაში ჩარგო.
ხელები უღონოდ ჩამოვყარე ქვემოთ და გული ისე ამიჩქარდა, მეგონა გონებას დავკარგავდი.
ახლა არაფერი არ მინდოდა, საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც, არარეალურსა და რეალურს შორის გავიჭედე.
ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი, ერეკლეს სუნამოს სუნი იყო და მისგან წამოსული უდიდესი სითბო, მთელ სხეულს რომ მიწვავდა.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს აპირებდა ასე დგომას, მაგრამ ისევ მე ვეცადე მოვშორებულიყავი და გურჩიანიც ოდნავ გვერდით გადგა.
– ერეკლე? – ქვემოდან ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი.
– ჰო – გამიღიმა.
– სხვისი ნალოკი ჩუპაჩუპსი, ძაან გემრიელია? – ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ვკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მიღრღნიდა გულს და მაწუხებდა. დიდი ხანი მტავჯავდა ეს კითხვა და უბრალოდ არ ვიცოდი, ვის შეიძლებოდა მოეცა პასუხი. რათქმაუნდა სხვის ნალოკ ჩუპაჩუპსში, ნინი ვიგულისხმე, რომელიც მთელ თბილისს ფეხქვეშ ჰყავდა გაგდებული.
მშვენივრად შევამჩნიე, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა და ზურგი მაქცია.
ნასვამი იყო და ემოციები გაორმაგებული ჰქონდა.
მე ისევ იმავე პოზაში ვიდექი.
ხელებჩამოყრილი და ღონეგამოცლილი.
არ ვაპირებდი კლუბში შებრუნებას, მანამ, სანამ რამეს არ მეტყოდა.
მძიმედ შემობრუნდა გურჩიანი ჩემსკენ,
მარცხენა მაჯაზე ორივე ხელი ჩამავლო, იმდენად ძლიერად მომიჭირა, ლამის სისხლი ჩამექცა.
– მეტკინა!! – სახე დამემანჭა და გაოგნებული მივაშტერდი.
ოდნავ შემიშმა,
ჩემი მარცხენა ხელი სახესთან მიიტანა, თითებზე ძალიან, ძალიან ნაზად მაკოცა და თვალები დახუჭა.
იმხელა სიამოვნება ვიგრძენი, ცოტაც და ჩავიკეცებოდი.
კარგა ხანს ჰქონდა ჩემი თითები ტუჩებთან მიტანილი,
კიდევ დიდხანს იქნებოდა ამ მდგომარეობაში, კლუბიდან ლელი რომ არ გამოვარდნილიყო.
– ქეთ ... – ჩემი და ერეკლეს დანახვისას, სიტყვა პირზე შეეყინა და ისე გაიღიმა, ტუჩის კუთხეები ყურებთან აიტანა. ხელი გამიშვა გურჩიანმა და მეც ანერვიულებული გავემართე თვალებგაფართოებული დაქალისკენ, ისე ვიყავი აღელვებული, სიარული მიჭირდა და ფაქტიურად ვბარბაცებდი. ხელი ჩავკიდე ლელის და ისევ ერეკლე ....
– ქეთი – გამაჩერა სუსხიანმა ხმამ, მეც და ლელიც ადგილზე შევდექით,თუმცა უკან არ შევბრუნებულვარ – გულისამრევია. – დაასრულა წინადადება და კიბეები ჩაირბინა.
საოცრად ნასიამოვნები შევვარდი კლუბში და ცხვირწინ დოინჯშემორტყმული დაქალები ამესვეტნენ.
----------
მთელი თბილისი ალაპარაკდა ერეკლე გურჩიანისა და ქეთი ყიფიანის არარსებულ ურთიერთობაზე.
დაჩის სიმშვიდე მაკვირვებდა, ვერ ვხვდებოდი რატომ არ მოქმედებდა მასზე ათასგვარი სისულელე. ისეთი რაღაცები მესმოდა, ცუდად ვხდებოდი. ჩემს ძმას რეაქცია არ ჰქონდა.
ლელი და დიანა მამშვიდებდნენ, ალბათ გურჩიანთან გაარკვიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ დაჩისა და ერეკლეს საქმის „გარკვევა“ ასე ჩუმად არ ჩავივლიდა და თბილისს ეს არ გამორჩებოდა.
დავიჯერო არ ესმოდა? დავიჯერო ჭორები მის ყურამდე ვერ აღწევდა?
კლუბის ინციდენტის შემდეგ, ერეკლე არცერთხელ არ მინახავს.
აი ასე, უბრალოდ თვალიც არ მომიკრავს.
არ ვიცი, სპეციალურად მარიდებდა თავს თუ უბრალოდ მიწამ ჩაყლაპა.
ფაქტი ის იყო, რომ 2კვირაზე მეტი გავიდა ისე, რომ არც გამოჩენილა გურჩიანი.
დოლიძეზე ჩვეულებრივად დავდიოდი,
მაგრამ არც იქ არ ჩანდა.
საერთოდ არსად არ ჩანდა.
ბოღმა ყელში მაწვებოდა და სადაცაა დავიხრჩობოდი.
ბოლოს უკვე ავნერვიულდი, მეგონა მართლა მიწამ ჩაყლაპა.

ცხრა ხდებოდა,
ინგლისურიდან გამოვედი და მშვიდად დავადექი დოლიძის აღმართს.
უკვე იმედიც აღარ მქონდა, რომ გურჩიანი სადმე შემთხვევით მაინც გადამეყრებოდა.
სიმშვიდე ერეკლეს ხარხარმა დამირღვია და მეც ინსტიქტურად გავიხედე გზის მეორე მხარეს.
ძმაკაცებთან ერთად იყო და რაღაცაზე ისე იცინოდა, ცოტაც და ჩაიკეცებოდა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და კიდურები ამიკანკალდა.
მსგავსი პირველად დამემართა,
თავი დავიწყევლე, რა ჯანადაბა გჭირს თქო, ჩავილაპარაკე ჩემთვის და თავი მობეზრებულმა გავაქნიე.
მზერას ვერ ვარიდებდი მოხარხარე ერეკლეს და ისე დაჟინებით ვაშტერდებოდი, ლამის დავწვი.
მერე შევამჩნიე, როგორ გაკრა ძკამაცმა მხარი და გურჩიანმაც წამიერად მოიხედა ჩემსკენ.
დასერიოზულდა.
მე სახე ავარიდე.
მერე ვეღარ მოვითმინე და კიდევ ერთხელ გავხედე.
ისევ მიყურებდა, მერე კარგი ძმაკაცივით ხელი ამიწია და ხარხარი განაგრძო.
ამ ძმაკაცურმა მოსალმებამ, ტვინი სულ ამირია. ფეხს უფრო ავუჩქარე და გურჩიანი უკან ჩამოვიტოვე.
სახლში როგორ მივედი არ მახსოვს. ისე მქონდა ნერვები, ცოტაც და რაღაცას დავლეწავდი.
შიგნით შევვარდი და გულამოსკვნილი ავტირდი.
ასეთები არ მჩვეოდა,
პირიქით, მეზიზღებოდა დეპრესიაში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გოგონები.
ალბათ რამდნეიმე თვის წინ რომ გეთქვათ, ასეთი რამ დაგემართებაო, კარგად გადავიხარხარებდი.
თავი სიზმარში მეგონა,
როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მე დამმართნოდა.
ეს მკვლელი რატო შემიყვარდა? ან საერთოდ როდის მოვასწარი გურჩიანის შეყვარება?
ასეთ გაურკვევლობაში, ალბათ არასდროს არავინ არ ჩავარდნილა.
კიდევ კარგი დაჩი ლექტორს რაჭაში ყავდა წაყვანილი, კურსელებთან ერთასდ. ნანი კიდევ მორიგე იყო, თორემ ასეთ დღეში ვინმეს რომ დავენახე, ალბათ თავს არ ვიცოცხლებდი.
1საათიანი ტირილის შემდეგ, როგორც იქნა თავი დავიწყნარე,
ყავა მოვიდუღე და თვალებდასიებული ჩამოვჯექი ფანჯრის რაფაზე.
12ხდებოდა, კარზე ზარი რომ დარეკეს.
ლელი და დიანა გაუფრთხილებლად არ მოვიდოდნენ,
დაჩი 1დღის წასული იყო რაჭაში,
დედაჩემი კი ღამის სმენაში იყო და შანსი არ იყო იქიდან გამოეშვათ.
ასეთ მდგომარეობაში კარს ნამდვილად ვერ გავაღებდი. თვალები კატასტროფულად მქონდა დასიებული და ჩაწითლებული.
ადგილიდან წამოვიზლაზნე,
სხვა გზა არ მქონდა, უნდა გამეღო, მომწონდა მე ეს თუ არა.
კარი გამოვაღე და იქ ნანახმა სცენამ, საერთოდ მომიღო ბოლო.
ერეკლე „იდგა“, კედელს მიყუდებოდა და ფეხები გადაეჯვარედინებინა. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა და მხრით ეყრდნობოდა, ძირს რომ არ გაშხლართულიყო.
3საათში ასე დათრობა როგორ მოასწრო,ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა და თვალები ელულებოდა.
ნაცნობი სურნელი, ალკოჰოლის სუნს ერეოდა,
ერეკლე კი ისევ ისე მიღიმოდა, როგორც იცოდა ხოლმე.
ღმერთს მადლობა გადავუხადე, დაჩი და დედაჩემი რომ არ იყვნენ სახლში, თორემ აქ რა მოხდებოდა, ალბათ რთული წარმოსადგენი არ უნდა ყოფილიყო.
მერე ისიც ვიფიქრე, იმისთვის ხომ არ მოვიდა, რომ ჩემს ძმას ენახა და მერე ერთი–ამბავი ატეხილიყო მეთქი, მაგრამ არამგონია ასეთ მდგომარეობაში ფიქრის თავი ქონოდა.
– მთვრალი ხარ ერეკლე? – დავსვი სრულიად უაზრო შეკითხვა და მერე საკუთარ თავზე გავბრაზდი. უბრალოდ გურჩიანი ხმის ამოღებას არ აპირებდა და ასე როდემდე უნდა ვმდგარიყავით, მე კი არ ვიცოდი, სხვა რა უნდა მეთქვა.
– ცოტა – ისედაც ჩახლეჩილი ხმა, უარესად ჩახლეჩოდა. ძალა მოიკრიბა და წელში გაიმართა, ჯიბიდან წვალებით ამოაძვრინა სიგარეტი და ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა, ცოტაც და აუცილებლად გაიგუდებოდა.
– შემოდი – გვერდით გავიწიე და გურჩიანს ადგილი გავუნთავისუფლე, თუმცა არც გატოკებულა.
– არა, არ შემოვალ. – ღრმად ამოისუნთქა და თვალი თვალში გამიყარა. გამიკვირდა, ასე გამართულად რომ შეძლო ლაპარაკი. – პროსტა, ეხლა რო არ მოვსულიყავი ... – წინადადება შუაში გაწყვიტა და თავზე გადმომემხო. ხელები ისე ძლიერად მომხვია, ლამის გამგუდა. თავზე ძალიან, ძალიან ბევრჯერ მაკოცა და ბოლოს როგორც იქნა ცოტა გვერდით გადგა.
– წავედი. – თვალი ჩამიკრა, ზურგი მაქცია და მე გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად გაშორდა იქაურობას.
აზრზე ვერ მოვედი,
დავრჩი ასე პირდაღებული.
ვერც ხმის ამოღება მოვასწარი,
ისე, რა უნდა მეთქვა, ასეთ გალეწილს მაინც ვერაფერს გავაგებინებდი.
კარგა ხანს ვიდექი კართან გაშტერებული.
ერეკლე გურჩიანის ყოველი გამოჩენა, უფრო და უფრო მაბნევდა.
ისე იქცეოდა, რაღაც ეჭვებს უდაოდ მიჩენდა.
მერე ისე გაქრებოდა, უკანაც არ მოიხედავდა. მერე ისევ მოდიოდა და ისევ თავგზას მირევდა.
ასეთ გაურკვევლომას, მგონი ჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყო.
ან, თუ მოდიოდა, მერე სადღა ქრებოდა.
ტვინი გამეხვრიტა გურჩიანზე ფიქრით.
მერე ის გამახსენდა, დაჩი რომ აქ ყოფილიყო რა მოხდებოდა და ჟრუანტელმა დამიარა.
ოდესმე ხომ გაიგებდა ამ ყველაფერს?
აი, მერე რა მოხდებოდა?
არ ვიცოდი და წარმოდგენაც არ მინდოდა.
მტკიოდა ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი! მეზიზღებოდა საკუთარი თავი იმისთვის, რასაც ჩემს ძმასა და მეგობრებს ვუკეთებდი.
არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მე დამმართნოდა, ზოგჯერ უბრალოდ სიზმარში მეგონა თავი.
ფიქრებში გართულს, როდის და რანაირად ჩამეძინა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ უთენია უცხო ნომერმა გამომაღვიძა.
აღებას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენჯერ დარეკა, ვინმე ხომ არ იბრიდება–მეთქი ვიფიქრე.
– ქეთი – ერეკლე!!! მისი ხმის გაგონებისას, პულსაციამ 220ს მიაღწია. ჩემთვის არასდროს დაურეკავს და რამე რომ არ მოხდა–თქო, ლამის ინფაქტი მივიღე. ზუსტად ერთ წამში, იმდენი რამ ვიფიქრე, ლამის ავფეთქდი.
– ერეკლე?!
– ჩამოდი რა სევასტოპოლის დასაწყისში.
– მშვიდობაა? – ხმა გამებზარა.
– გელოდები.
წამში გადავიცვი ტანსაცმელი და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი.
სანამ სევასტოპოლის დასაწყისსში ჩავიდოდი,
საერთოდ არაფერზე არ მიფიქრია.
ყველაფერი ერთად მაწვებოდა თავში და ტვინში სისხლი მექცეოდა.
როგორც იქნა შევამჩნიე ერეკლეს კია და ხმის ამოუღებლად ჩავჯექი შიგნით.
ფანჯარაში იყურებოდა, ჩემსკენ არც შემოუხედავს.
დაინტერესებული მზერა მივაპყარი.
ისე ვნერვიულოპბდი, ლამის გული ამომივარდა. დროზე რომ არ ეთქვა სათქმელი, ალბათ ცოცხალი ვეღარ გადავრჩებოდი.
როგორც იქნა ჩემსკენ მოიხედა და ცალყბად, თავისებურად გამიღიმა.
– ბოდიში მინდა რო მოგიხადო. – ღრმად ამოისუნთქა და თავი გაატრიალა.
– რისთვის? – გაოცება ვერ დავმალე.
– ყველაფრისთვის. სკოლის წინ რო გნახე პირველად, იმისთვის. დოლიძეზე შეხვედრისთვის, ჩაკისთვის, იმისთვის, რო ჩემ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე. იმ ცეკვისთვის, მერე კლუბისთვის და გუშინდელისთვის. – საოცრად ღელავდა, სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამდა და ჩქარ–ჩქარა სუნთქავდა. თვალები ნელ–ნელა უწითლდებოდა – საერთოდ ყველაფრისთვის. ვიცი, ეხლა ყველაზე ბანძი ტიპი გგონივარ მთელ თბილისში. პროსტა ვერა რა, ვერ ჩაგითრევ ამ საგიჟეთში ქეთი, მაგას ვერ ვიზამ, ისედაც ღრმად შევტოპე. – მეგონა მომესმა.სიტყვებით შეუძლებელია ალბათ იმის აღწერა, რაც მე იმ წამს ვიგრძენი. ორმაგად შევიძულე საკუთარი თავი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. უბრალოდ ასე დებილივით მივჩერებოდი სახეაშლილ გურჩიანს და გულში ჩემს თავს დავცინოდი.
– გეშინია ერეკლე? – შეკრთა, გამომხედა, მერე ღრმად ამოისუნთქა და მზერა ისევ ამარიდა. – გეშინია. – ჩემთვის ჩავილაპარაკე, ისე, რომ გურჩიანსაც გაეგო. მისთვის მზერა არ მომიშორებია. უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, ახლა რა უნდა გამეკეთებინა, ან რა უნდა მეთქვა.
– არ მინდა რო შარში გაგხვიო. ისედაც ზედმეტი გავაკეთე. ეს არი ქეთი ჩემი ცხოვრება, ეს საგიჟეთია გესმის? ეს იყო, არის და იქნება. იმიტო, რო მე ვეღარაფერს შევცვლი. ისიც ხო იცი, რო აქ კიდე ერთი ამბები ატყდება, მერე შუაში შენ მოყვები და ყველაზე მეტად შენ გეტკინება. იმიტო, რო მე ესეთი დავიბადე ქეთი!
– შენნაირებად არ იბადებიან ერეკლე, შანნაირები ხდებიან.
– არაფერი არ შეიცვლება.
– იმიტო, რო არ გინდა. იმიტო, რო არ ცდილობ. შენ უბრალოდ გაკმაყოფილებს შენი ცხოვრება და არ გინდა რამე შეცვალო. – ემოციები ვერ მოვთოკე და ავყვირდი.
– ქეთი ესაა ჩემი ცხოვრება! ომია და ამ ომში ვერ გაგრევ. ვერ გავრისკავ ... მე კიდე ყოველთვის მაგრად ვიქნები, როცა ვიცი რო გიყვარვარ – გურჩიანმაც აუწია ტონს და სახე უარესად აერია. მე თვალები ამემღვრა და მზერა ავარიდე.
– ვინც რისკავს, მხოლოდ ის სვამს შამპანიურს. – ვუთხარი ორ წუთიანი დუმილის შემდეგ და არ ვიცი თავი როგორ შევიკავე, რომ არ მეტირა. მოვახერხე და ის მოუთოკავი ემოციები შემში ჩავახშე. – შენ გეშინია.
– მე იმის მეშინია, რო შენ გეტკინება! ჩემს გამო ქეთი! – ემოციებს ვეღარ იმორჩილებდა ერეკლე, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა, საჭეზე უმისამართოდ აცეცებდა თლილ თითებს და დროდადრო ხელს უჭერდა, გონება სულ რომ არ გათიშვოდა და თავს როგორმე მორეოდა. მე კარგა ხანს ხმა არ ამომიღია, ვცდილობდი ძალა მომეკრიბა და რაღაც მაინც მეთქვა. კიდურები მიკანკალებდა და თვალზე ბინდი მეკვრებოდა.
– იცი რა ერეკლე?! შეგიყვარდება! შეგიყვარდება და გარისკავ. ყველაფერს გადაახტები, საკუთარ თავსაც გასცდები იმ ერთის გულისთვის. მთელ სამყაროს ფეხზე დაიკიდებ და შენსას გაიტან, იმიტო რო გეყვარება. გეყვარება და ვერ დათმობ. – სახეაშლილ გურჩიანს ზურგი ვაქციე და მანქანის კარი გამოვაღე. – ბედნიერებას გისურვებ ერეკლე. – გადასვლა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად ჩამავლო ხელი მკლავში და ძლიერად შემაბრუნა თავისკენ.
– და მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
– იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია! – გამცრა, ჟრუანტელმა დამიარა. ვიპოვე ის სიტყვები, რასაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვეძებ. ახლა მივხვდი რას ნიშნავდა ჩემი საყვარელი წიგნის ერთ–ერთო ცნობილი ფრაზა, რომლის აზრიც აქამდე არ მესმოდა.
ხელი გამიშვა გურჩიანმა და მეც მანქანიდან გადავედი.
გაჭედა ერეკლემ, ემოციები ვეღარ მოთოკა და საჭეს ისე ძლიერად დაარტა ხელი, რომ მოეტეხა, არ გამიკვირდებოდა.
არ გავუჩერებივარ, აღარაფერი უთქვასმს.
მე არ მეგონა სახლამდე ცოცხალი თუ ავაღწევდი.
მერე გადავიფიქრე და ლელისთან ავაჭერი. მისი სახლი უფრო ახლოს იყო, მე კიდევ ვგრძნობდი, წნევა მივარდებოდა.
არ მახსოვს როგორ ავედი ლელისთან.
იცით, ალბათ ჩემი ბრალი იყო ის, რაც ხდებოდა.
მე უნდა მეფიქრა, რომ ვიყვარებდი ადამიანს, რომელთან ერთადაც ვერასდროს ვიქნებოდი.
ადამიანს, რომლის ცხოვრებაც ომი იყო.
ხელჩართული ბრძლოლა გადარჩენისთვის.
მაგრამ თვითონაც ვერ მივხვდი, როდის და რანაირად შემიყვარდა მკვლელი.
კარგად ვიცოდი, მას რამდენი უარყოფითი თვისება ჰქონდა და ისიც ვიცოდი, ერთად რომც ვყოფილიყავით, ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი.
მაგრამ მე არ მინდოდა იდეალური,
არ შემეძლო ასეთ ხალხთან ურთიერთობა.
მე უბრალოდ ერეკლე მინდოდა,
ადამიანი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ მიყვარდა.
იქნებ სწორედ ესაა სიყვარული, როცა არ იცი რა იპოვე მასში ასეთი განსაკუთრებული.
ვერ ვუგებდი ერეკლეს, ვერც ერთი წამით ვერ გავიაზრე მისი გადაწყვეტილების აზრი.
ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დაგეთმო ვინმე, თუ მართლა გიყვარდა.
ლელიმ კი აი ასეთი პასუხი გამცა.
– შენ ვერ ხვდები ქეთი. ომია მათი ცხოვრება. ვერ ხედავ? ვის, როდის, რა მოუვა, თვითონაც არ იციან. მე არ ვიცი როგორ აგიხსნა, უბრალოდ ერთს გეტყვი, რომ ამ დღის შემდეგ, უბრალოდ უსაზღვრო პატივს ვცემ ერეკლე გურჩიანს. მთელი სამეგობრო რომ ამომიხოცოს, მაინც ვიგრძნობ მის მიმართ ოდნავ სიმპათიას, იმიტომ რომ საკუთარ თავს გადაახტა და დათმო ყველაზე ძვირფასი, ისევ და ისევ შენთვის. არ შეუძლია გიყუროს როგორ გტკივა და მითუმეტეს მის გამო. ხომ იცი, აქ ისევ ატყდება ერთი ამბები და შენ მოგიწევს არჩევანი გააკეთო, ისევ შენ გაიჭყლიტები შუაში. გურჩიანმა ეს თავიდან აგაცილა. დაგტოვა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, თვითონ კი აგერიდა. არადა ხომ ვიცი, როგორ გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის თქმა, ამ გადაწყვეტილების მიღება.
შენ არ გესმის როგორ უნდა დათმო მაშინ, როცა გიყვარს. ის კი ერევა საკუთარ თავს და შეუძლია გიყუროს შორიდან, იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი უზარმაზარ ტკივილს აგარიდებს. არ ვიცი ქეთი, გესმის შენ ეს თუ არა, მაგრამ მე დღეიდან, უდიდეს პატივს ვცემ ერეკლე გურჩიანს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან გაგვიკეთა და რასაც აწი გაგვიკეთებს.

–––––
როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, ისე მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან ერეკლე გურჩიანი.
დამთავრდა ჩვენი ისტორია,
ან უბრალოდ არც დაწყებულა.
არ ვიცი როგორ ახერხებდა იმას, რომ ერთხელაც არ მომხვედრია თვალში.
მე ცოცხალ–მკვდარი დავდიოდი.
არავის თავი არ მქონდა, ვეღარც ვჩხუბობდი.
აღარაფერს ვგრძნობდი.
დაჩი გადავრიე,
ნანი ჭკუიდან გადავიყვანე.
ანკა საერთოდ ცოცხალს დამტიროდა.
ორად ორი ადამიანი, რომლებიც ხვდებოდნენ რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემი გოგოები იყვნენ, წამითაც რომ არ მცილდებოდნენ.
ჩაკი იყო ერთადერთი, რაც დამრჩა ერეკლესგან.
ეს იყო ის, რაც გამუდმებით მახსენებდა გურჩიანს და მოსვენებას არ მაძლევდა.
იმ დღის შემდეგ, მგონი ღიმილი რა იყო, დამავიწყდა.
მე ვერ გეტყვით, ერეკლეს გულში რა ხდებოდა, მაგრამ მე რომ ცოცხლად მოვკვდი, ეს ფაქტი იყო.
დამთავრდა ჩვენი ისტორია, რომელიც არც დაწყებულა, მაგრამ თბილისი არ გაჩუმებულა.
ხალხი არ ჩერდებოდა, ერთი წამითაც არ დადუმებულა ქალაქი.
მე აღარსად დავდიოდი, ვეღარსად მხედავდნენ.
ეს კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას და ყველაფერს უარესობისკენ უბიძგებდა.
ერეკლემ ხომ მითხრა, მე ყოველთვის მაგრად ვიქნები, როცა ვიცი, რო გიყვარვარო. ხოდა, ალბათ ძალიან ბედნიერი იყო გურჩიანი, ალბათ ძალიან ლაღად და უდარდელად მოძრაოლბდა ქუჩებში, ალბათ არაფერი აწუხებდა.
იმიტომ, რომ მე მიყვარდა.
მიყვარდა და მერე როგორ? ალბათ ასე, არასდროს, არსად, არავის არავინ არ ჰყვარებია.
ამაზე უარესი, ჩემს ცხოვრებაში რაღა უნდა მოხდეს მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ მოხდა ...
ხელახლა დაიწყო ის დაპირისპირება, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო კიდეც.
საფრთხეში იყო ჩემი ძმის და მეგობრების სიცოცხლე.
ქუჩა–ქუჩა დავეძებდით ერთმანეთს.
ყოველ წამს შეიძლებოდა, ვიღაც მომკვდარიყო.
საბედნიეროდ არავინ მომკვდარა, მაგრამ ყოველდღე ახალი პაციენტი მიჰყავდათ საავადმყოფოში, დანით მიყენებული ჭრილობებით.
პოლიცია ბალზე იჯდა და ტყემალს ჭამდა.
ვერ გეტყვით, ეს ბიჭები როგორ ახერხებდნენ ყველაფრის ასე შეუმყნევლად გაკეთებას.
ყოველდღე უფრო და უფრო ვნადგურდებოდი მეც. ადამიანს აღარ ვგავდი, ხალხი ვერ მცნობდა. ისე დავიკელი, ქარი რომ ამოვარდნილიყო, აუცილებლად წამიღებდა.
საავადმყოფოში ვაღამებდი და ვათენებდი.
ჩემი მეგობრების გვერდით ვიწექი და უბრალოდ სიკვდილს ვნატრობდი.
ის სიცოცხლით სავსე, მხიარული და ბედნიერი ქეთი ყიფიანი, ისე უკვალოდ გაქრა, თითქოს არც ყოფილაო.
თითქოს ეს ჩემი ისტორია არ იყო, ვიღაცას ვიღაცაში ავერიე ...
მერე იყო ის „მკვლელობა“, რომელსაც ლელი შეესწრო და რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა როგორც მას, ისე მე, ისე დაჩის და ისე დანარჩენებს.
„9ხდებოდა,
სევასტოპოლის დასაწყისში ვიდექი მე, ლელი არეშიძე. გულის გამაწვრილებელი ღრიალი რომ გავიგონე და მეც რათქმაუნდა იქით გავექანე, საიდანაც ხმა მოდიოდა. არაფერზე მიფიქრია, უბრალოდ გავიქეცი. ვიცოდი, მე ვერავის გადავარჩენდი და ვერაფერს შევძლებდი,უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო. ავდექი და გავიქეცი.
სასურველ ადგილას, ცოტა უდროო დროს აღმოვჩნდი.
ჩემი ბიჭები და საბურთალოელები.
ისევ ის ისტორიული დაპირისპირება, თბილისი რომ შეძრა და აატრიალა.
ჭირისუფალი ხდებოდა მთელი ქალაქი.
მერე არ ვიცი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბუჩქებში ჩავიმალე.
ვერ გეტყვით, ახმელა გამბედაობა საიდან მქონდა, ამ ყველაფრითვის რომ მეცქირა.
მეყურებინა როგორ მოკვდებოდა ან მოკლავდა ჩემი მეგობარი!
იმიტომაც არ მახსოვს არაფერი.
თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და სამყაროს გამოვეთიშე. ისეთი ხმაური იყო, ბარაბნები მისკდებოდა. კარგა ხანს ვიჯექი ასე თვალდახუჭული, გათიშული ...
გადაღლილი წამწამები მაშინ დავაშორე ერთმანეთს, ხმაური წამიერად რომ მიწყდა და ისეთმა სიწყნარებ დაისადგურა სევასტოპოლზე, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით.
მეგონა დამთავრდა ყველაფერი,
ან მოკლეს, ან მოკვდნენ.
თვალები გავახილე და ისეთი რამ დავინახე, ალბათ ცხოვრებაში რომ არ დამავიწყდება.
ერეკლეს, დაჩის კისერზე ჰქონდა თითები შემობჯენილი და ისეთი ძალით უჭერდა, რომ ყიფიანი ხმას ვეღარ იღებდა. მეორე ხელში დანა ეჭირა ერეკლეს, ისე ახლოს ჰქონდა დაჩის მუცელთან მიტანილი, რომ მხოლოდ ერთი მოძრაობა იქნებოდა საჭირო მის მოსაკლავად.
იდგა ერეკლე, გახევებული იდგა და სუნთქვა უჭირდა.
გვერძე, უღონოდ მიყრილი ბიჭები თვალებმინაბულები შესცქეროდნენ და უბრალოდ რაღაცას ელოდნენ.
მე იქ მოვკვდი.
გონება დამებიდა.
ვიცოდი, ახლა, წამებში, მოკვდებოდა ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა.
მოკვდებოდა დაჩი და მე ასე, გაუნძრევლად ვიდგებოდი კიდევ დიდხანს,
ან უბრალოდ მეც მას გადავყვებოდი.
მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობა და მორჩებოდა ყველაფერი.
ისევ ისე იდგა ერეკლე,
ერთი ხელი კისერზე მოეჭირა, მეორე კი დანაზე ჩაებღუჯა.
დაჩიც ელოდა,
სიკვდილს ელოდა და დასასრულს ყველაფრისას.
ამ ტანჯვის, ომის დასასრულს.
არ იძვროდა ერეკლე.
არ ვიცი რას უცდიდა, ან რა უშლიდა ხელს იმ ადამიანის განადგურებაში, ვინც ალბათ ყველაზე მეტად ეზიზღებოდა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა. ისევ იგივე პოზაში იდგა ერეკლე.
თვალები საშინლად ჩაწითლებოდა, საკუთარ თავს არ გავდა.
სახე ისეთ დღეში ჰქონდა, ვერც იცნობდით.
– მიდი შეჩ*მა!!!!! – დაუღრიალა გურჩიანს, კუთხეში მიგდებულმა ძმაკაცმა.
რეაქცია არ ჰქონია ერეკლეს.
დავიღალე, ამდენი მართლა აღარ შემეძლო, ცოტაც და ისინი კი არა, მე უფრო ადრე გავაფრთხობდი სულს.
კარგად დავინახე, როგორ შეუშვა გურჩიანმა დაჩის კისერზე მოჭერილი ხელი და როგორ ჩამოუშვა ქვემოთ უღონოდ.
ყიფიანი არ განძრეულა. ალბათ ერეკლეს საქციელით გაკვირვებულმა, ფეხი ვერ მოიცვალა.
ახლა შეეძლო დაჩის, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოებრუნებინა და იქვე მოეკლა გურჩიანი.
მაგრამ არ განძრეულა.
არც – ერთი და არც– მეორე.
ყიფიანის მესმის, ვერ გაიმეტა, იმიტომ რომ ერეკლემ დაინდო.
მაგრამ გურჩიანს? გურჩიანს რამ შეუშალა ხელი?
დანა გააგდო.
დანა გააგდო და ბარბაცით დაიხია უკან.
თვალებს უმისამართოდ აცეცებდა აქეთ–იქეთ და უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.
ერეკლეს ძმაკაცები, კუთხეში რომ იყვნენ მიყრილები და ასე ბედნიერად რომ უცდიდნენ დაჩის სიკვდილს, ხმა ვერ ამოიღეს. ვერც უბიძგეს გურჩიანს და ვერც შეაჩერეს.
აფექტში იყვნენ ისინიც და მეც.
არ ვიცი, რა გადაუტრიალდა ერეკლეს თავში.
მისთვის არაფერი არ იყო ყიფიანის სიკვდილი.
წესით ისე უნდა გაეყარა დანა, რომ ხელიც არ უნდა აკანკალებოდა.
არადა აუკანკალდა. აუკანკალდა და მერე როგორ? ისე, რომ დანა ძირს დააგდო.
მერე გავითიშე,
მერე უბრალოდ აღარაფერი მახსოვს.
ფიქრებიდან ისევ და ისევ ღრიალმა გამომიყვანა.
ახლა უკვე ერეკლე გურჩიანის განწირულმა ღრიალმა.
მერე მხოლოდ ის დავინახე, როგორ გააგდო ხელიდან თევზაძემ სისხლიანი დანა.
აი, ახლა კი ნამდვილად მოვკვდი.
მერე ... მერე მართლა აღარაფერი მახსოვს.
ალბათ გურჩიანს რომ მოეკლა ჩემი დაჩი, იმას უფრო იოლად გადავიტანდი ვიდრე იმ ფაქტს, რომ ჩემიანმა, ჩემმა ძმაკაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა ის, ვინც ყიფიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
იქნებ ასე ბედნიერად დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ არა ...
თევზაძემ ზურგში ჩაარტყა დანა გურჩიანს.
ისე მოულოდნელად, რომ რეაგირება ვერავინ ვერ მოასწრო. თორემ ამას ხომ არ დაუშვებდნენ.
ბრძოლის ველს ჰგავდა იქაურობა.
არა, კიარ გჰავდა ... იყო!
ბრძოლის ველი იყო, სადაც წესით ერთმანეთი არ უნდა დაენოთ.
სადაც უბრალოდ ყველანაირი გრძნობა უნდა გაგეთიშა და გებრძოლა.
ბრძოლა – გადარჩენისთვის.
მაგრამ გურჩიანმა ვერ გათიშა.
მან ვერაფერი მოუხერხა იმ უდიდეს გრძნობას, შენს მიმართ რომ გააჩნდა,ქეთი.
მისთვის არაფერს წარმოადგენდა დაჩი და უბრალოდ შეეძლო, თვალის დახამხამებაში აგენადგურებინა.
მაგრამ შენ ვერ გადაგახტა,
შენ საკუთარ თავზე წინ დაგაყენა.
ბოლო მომენტში თქვა უარი ამ დედანატირებ ცხოვრებაზე და დანა გააგდო.
იცოდა, რამხელა ტკივილს მოგაყენებდა შენი ძმის სიკვდილი და ვერ გაგიმეტა.
ვერ გაგიმეტა და ვერც გარისკა!
ხომ ხედავ,
ერეკლეს რომ გაერისკა და დანა ჩაერტყა დაჩისთვის, ის მართლაც დალევდა შამპანურს.
იმიტომ რომ ის გადარჩებოდა, ყიფიანი კი – ვერა.
მაგრამ დაჩი გადარჩა, მას კი დანა ჩაარჭეს.
ხომ ხედავ, მართალია „ვინც რისკავს, ის სვამს შამპანიურს“.
მაგრამ რომელ შამპანიურზეა ლაპარაკი, რომელ გამარჯვებაზეა ლაპარაკი იქ, სადაც სიყვარულია.
იქ, სადაც არაფერს აქვს აზრი.
იქ, სადაც უბრალოდ შენ – შენ არ ხარ.
იქ, სადაც შენ არ ფიქრობ საკუთარ თავზე.
იქ, სადაც შენი თავი, შენი გამარჯვება, შენი დიდება ფეხებზე გკიდია და ფიქრობ იმ ერთზე.
ამდენი უარყოფითის მიუხედავად, სიყვარული შეეძლო გურჩიანს.
შეეძლო და ბოლომდე დაიცვა ის წმინდა გრძნობა, ქეთის მიმართ რომ გრძნობდა.
ხედავ? შეეშინდა.
შეეშინდა იმის, რომ შენ გატკენდა,ქეთი.
სწორედ ესაა სიყვარული,
საოცრად უშიშარი, საოცრად მამაცი ხარ და შეგიძლია ყველას და ყველაფერს გადაახტე,
მაგრამ როცა საქმე იმ „ერთს“ ეხება, შენ ყველაზე უძლური ხდები და უბრალოდ ნებდები.
უშვებ, იმიტომ რომ ბედნიერი იყოს.
უშვებ, მაგრამ ვერ თმობ.
ვერც ერეკლემ დათმო ქეთი,
რომ დაეთმო, მაშინ დაჩის მოკლავდა.
არც დაფიქრდებოდა ისე მოკლავდა და დაასრულებდა ყველაფერს.
სირენების ხმა რომ გავიგე, მეგონა უკვე გვიანი იყო.
მეგონა ყველაფერი დასრულდა.
მეგონა გაქრა ერეკლე გურჩიანი.
მტკიოდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.
ერეკლეს გამო მტკიოდა,ქეთის გამო, დაჩის გამო...
თევზაძის გამოც მტკიოდა, ასეთი არაკაცი რომ ყოდილა, თურმე ....
მე იქ მოვკვდი, საკუთარმა ძმაკაცმა, გურჩიანს დანა რომ ჩაარტყა ზურგში.
საკაცეზე დააწვინეს ერეკლე და შიგნით შესვეს.
მაშინ მოვედი გონს.მეც წამიერად გამოვვარდი ბუჩქებიდან და შევხტი შიგნით.
მარტო ვერ დავტოვე.
მეგონა მოკვდა, მაგრამ უფლის გარეშე ხომ არაფერი ხდება დედამიწაზე ...
ერეკლემ ხომ დაინდო დაჩი,
ჰოდა უფალმაც დაინდო ერეკლე.
განა რა არის სიყვარული? სიყვარული უფალია.
თავად ღმერთია სიყვარული.
ერეკლეს კი უყვარდა. მან შეძლო და შეიყვარა. შეიყვარა ისეთი სიყვარულით, არსად, არასდროს, არავის – არავინ რომ არ ჰყვარებია.
უფალმა დაინდო ერეკლე.“

მერე იყო ...
მერე იყო N13 პალატასთან აყუდებული მთელი ვერა–საბურთალო.
მერე იყო იმ ნაგავი აპარატის, გულისგამაწვრილებელი წრიპინი.
მერე იყო ის ნელი პულსაცია,მთელ თბილისს რომ უხარებდა გულს.
მერე იყო სიტყვები – „კომიდან გამოვიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“.
მერე იყო ბედნიერი სახეები,
დაჩის სხეულზე აკრული, სიხარულისგან ატირებული ქეთი ყიფიანი.
მერე იყო N13 პალატის შეღებული კარი და ისევ ძველებური, ცალყბა ღიმილი.
მერე იყო ჩამორთმეული ხელები და ძმური ჩახუტება.
მადლიერება ...
დაჩი ყიფიანის სახეზე ჩამოგორებული პირველი ცრემლი.
და მერე...
20 წლის შემდეგ ...
იყო ის სიყვარული,
გაურკვევლად რომ შეეტენა ორ პიროვნებას და საუკუნეებს რომ გაუძლო.
აი ის სიყვარული ...
აი ის ...
__________________________________________________________
მოკლედ ახლა რა ხდება!!!
ე.ი, ვინაიდან და რადგანაც მე გახლავართ საშინლად უთავბოლო გოგო და ჩემმა მუზებმა მორალურად გამანადგურეს, გადაწყვეტილი მქონდა რომ ამ საიტზე და მითუმეტეს ჩემს ძველ ნიკზე Nutsa777 ვეღარ დავბრუნდებოდი, იმიტომ, რომ საოცრად მაწუხებდა ჩემი დაუსრულებელი ისტორიები. მერე,ჩემმა ნინემ შემომთავაზა ასეთი რაღაც,რომ ეს იქნება ჩემი ახალი ნიკი და ჩემს ისტორიებს ელოდეთ მხოლოდ "სრულად", რადგან აღარ მინდა მუზები გამექცნენ და მერე ყველაზე უპასუხისმგებლო გეგონოთ. ახლაც წერის პროცესშია ახალი ისტორია,რომელიც "სრულად" აიტვირთება.
ხო,ვინც არ იცით, ფბ ზე მომძებნეთ ასე - Keta Maxaradze.
სიყვარულით, ქეთა.
და მადლობა ნინეს <3 :D



№1  offline ადმინი შამანი

"ჩემმა ნინემო",ესიამოვნა გულს!.. ♥
ხო,ნინემ არაფრისო,გადმოგცა..♥
აბაა სულ წარმატებები და ბევრი ისტორიები ამ ნიკზე!..♥
უყვარხარ ნინეს..♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი BvBArMy

ვაიმე რა კარგია, რომ დაბრუნდი. მალე დადე ახალი ისტორია რა. love
--------------------
I Hate Everything About You

 


№3  offline წევრი damnashave

კარგია ერეკლე რომარ მოკალი :* ძაიან კარგი იყო. მალე დადე ახალი ისტორია love love

 


№4  offline წევრი tamooo

magariaa dzaliaan

 


№5  offline წევრი MariBal

ყველაზე მაგარი გოგო ხარ ქეთა თუ ნუცა( არ ვიცი რა გქვია).
ეს ადრე წავიკითხე,თავებით რომ დებდი მაშინ ველოდებოდი.
ხილიანი და ცხოვრება სრულად წავიკითხე,რომ ვნახე ყველა თავი გქონდა დამატებული.
გადამწყვეტ წუთსაც ვკითხულობდი.
აი შენზე მაგარი აქ ვინმე თუ არის არ ვიცი,მართლა.
შენი წერის სტილზე ვგიჟდები,ვაფრენ! ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები. უნიჭიერესი ხარ, საოცრება <3

 


№6  offline წევრი Marrusia

აუუ აი არ ვიცი რა გითხრაა..ვაბშე მაგარი გოგო ხარ..და თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც დღემდე და ჩემი ტკივილი გადმოეცი ამ მოთხრობით წარმატებებს გისუურვებ!!! love love

 


№7  offline წევრი Annee

უმაგრესი ემოციები დამიტოვა ამ ისტორიამ, რომელიც ალბათ კარგა ხანს გამყვება: *:*

 


№8 სტუმარი Guest მონიკა

ჰოდა ველოდები შემდეგ მოთხრობას..ძალიან მომეწონა , არ იყო ერთფეროვნული , ყველაფერი იყო , სიყვარულიც , სიძულვილიც , ცრემლიც სიხარულიც , ტკივილიც და ბედნიერი დასასრულიც

 


№9 სტუმარი Ani

Dzalian magari gogo xar.. umagresi istoria aris, imedia kidev vnaxav shens istoriebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent