შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამით (სრულად)


7-03-2015, 00:06
ავტორი Annee
ნანახია 9 318

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ჩემი შეყვარებული და მეგობარი ერთად გამოვიჭირე. მე და ცოტნე ცოტა ხანში ქორწილსაც ვგეგმავდით, თუმცა დიდი გამოცნობაც არ სჭირდება იმ ფაქტს რომ აღარ შედგა. მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ამ ამბის შემდეგ დეპრესია მქონდა. ოღონდ განა იმიტომ რომ ცოტნემ მიღალატა, ნუ რა საკვირველია ესეც იყო მიზეზი, მაგრამ მთავარი უფრო ის იყო, რომ გავაცნობიერე არ შემძლებია ადამიანების ამოცნობა. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, რომ იმ კაცთან მოვინდომე ურთიერთობის გაბმა და ცხოვრების მეგზურად არჩევა, ვისაც ასე მოქცევა შეეძლო. მეგობარზე აღარაფერს ვამბობ. მე და სალომე კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით და ახლო ურთიერთობაც გვქონდა. მეტ-ნაკლებად ვენდობოდი მას. ბოლოს დროს ძაან რომ გაახშირა ჩემთან ვიზიტი მაგის მიზეზსაც ვერ მივხვდი, მეგონა ალბათ უხარია ჩემი ბედნიერება და გვერდში მიდგას-მეთქი, მაგრამ თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი... მიკვირს ამდენად ბრმა როგორ ვიყავი და ვერ ვამჩნევდი რა ხდებოდა ჩემ თვალწინ.(მათ ურთიერთობას ვგულისხმობ), მაგრამ სიყვარული ბრმააო იძახიან. ალბათ ჩემი დაქალი თათია, რომელიც მართლა ნამდვილი დაქალია, მუდამ გვერდში მედგა და მამშვიდებდა. ალბათ თქვენც ცოტათი მიანც მიხვდებით, რომ დამშვიდება არ შემეძლო. ამ ამბავმა დამანახა ვინ იყო ჩემ გვერდზე და მართლა ვაინტერესებდი. ხომ იცით ,,ზოგი ჭირი მარგებელია''. ყოველი წუთი შემზიზღდა, რომლებიც სალომესთან და ცოტნესთან ერთად გავატარე. ყველა იმ ნათელ და ბედნიერ დღეებს დიდი შავი ხაზი გადავუსვი. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ძალისხმევა დამჭირდა ამისთვის. ერთი პერიოდი ფსიქოლოგთანაც დავდიოდი, რადგან თავს ვეღარ ვერეოდი და შემეშინდა... ჩემი თავის შემეშინდა. მეშინოდა რომ ცხელ გულზე რაიმე საშინელი გადაწყვეტილება არ მიმეღო. სხვათაშორის ამის შიში მარტო მე არ მქონდა და ის ფსიქოლოგიც რომელიც ზევით მოვიხსენიე, თათიას რემოკენდირებული იყო. თავიდან სასტიკ უარზე ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს გადავაბიჯე და სწორედ ქალბატონი ლიანას (ფსიქოლოგი) დამსახურებაა რომ განცდილმა უბედურებამ სუიციდამდე არ მიმიყვანა, რომელიც ერთხელ კიდევაც ვცადე უფრო სწორად მოვინდომე რომ მეცადა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ჩემი უფრო დიდი სისუსტე იქნებოდა და თათიას და ნიკოს (ჩემი მეგობარი) დახმარებით გადავრჩი. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება ისიც იფიქროს განა რა მოხდა ისეთი, რომ ასე განმეცადა, მაგრამ მხოლოდ ისინი გამიგებენ ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა. მართლა ძალიან რთულია ორი ახლობელი ადამიანის დაკარგვა. ასევე რთულია როცა ოცნების კოშკებს აგებ და უცებ თავზე გენგრევა. ბევრი იმასაც იფიქრებს რას ამყარებდი იმედებსო, მაგრამ როცა იპოვე ცხოვრების მეგზური, როცა გგონია რომ შენს გარშემო ისეთი ხალხია რომელსაც ენდობი, გიყვარს ან უყვარხარ, გაფასებს და შენ წილ ბედნიერებას შენთან ერთად იზიარებს, რატომაც არა. ის მაინტერესებს როცა ასე იქცეოდნენ სინდისი არ აწუხებდათ? თუმცა ვითომ სინდისი ჰქონდათ? არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი.
ისე ისიც მართალი ყოფილა რომ დიდ ბედნიერებას დიდი უბედურება მოსდევსო. თუმცა იცით რა იყო ყველაზე გასაკვირი? არც ცოტნეს და არც სალომეს არ უცდია რამის ახსნა. ალბათ ასახსნელიც არაფერი იყო და თავიც არ შეიწუხეს. მაგრამ დავიჯერო ბოდიშის ღირსიც არ ვიყავი? ვიცი რომ არცერთს არ ვაპატიებდი, მაგრამ მათ მაინც ხომ უნდა ეცადათ? ბოლოსდაბოლოს მერე იტყოდნენ მე სინდისი სუფთა მაქვს და ბოდიში მოვუხადეო. (თუმცა სინდისი რამდენად სუფთა ექნებოდათ ეს კიდევ საკითხავია) არცერთი ზარი არ შემოსულა არც ცოტნესგან და არ სალომესგან.სხვა ყველაფერი ხომ ზედმეტია. ბევრი რამ გამიგია შემოსული ზარებისგან აფეთქებულ ტელეფონზე, მაგრამ ხომ გეუბნებით მსგავსი არაფერი ყოფილა. მერე მივხვდი რომ საერთოდ არ ვაინტერესებდი და ეს იყო და ეს. არ უნდა ეკითხათ მაინც თავიანთმა საქციელმა რა გამოიწვია? მაგრამ მშვენივრად იცოდნენ ყველაფერი და ალბათ ასეც ჰქონდათ გეგმაში.
იმ დღესაც თათიასთან ერთად ვიყავი კლუბში. ყველაფერს ასე თუ ისე ჩავლილი ჰქონდა და თითქმის ორი წელიც იყო გასული იმ ამბის მერე. მეც ოდნავი ხალისი დაბრუნებოდა და გაცნობიერებული მქონდა რომ ამ ტკივილს თავისი დადებითი მხარეებიც ქონდა, რადგან დროულად ავხადე ნიღაბი, ვიდრე ჩემს საბედისწერო შეცდომას დავუშვებდი. (ალბათ მიხვდით რომ ოჯახის შექმნას ვგულისხმობდი ცოტნესთან).
ნიკო არ გახლდათ ჩვენთან ერთად რაღაც, ,საქმეზე'' იყო. მეც მშვენივრად ვერთობოდი: ვცეკვავდი, ვსვავდი და ვმხიარულობდი. თათიაც იმავეს აკეთებდა, მაგრამ ხასიათი მოგვიშხამა ორმა ადამიანის დანახვამ. ალბათ მიხვდით რომ ეს ორი ცოტნე და სალომე იყო. ერთად მოვიდნენ ხელჩაკიდებულები. მე რასაკვირველია გამახსენდა ძველი ამბავი და სისხლმა თავში ამასხა. ვერ აგიღწერთ რა დამემართა. მიახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ? ამ ორის გამო მე რა დღეები გამოვიარე და სიკვდილს თვალებშიც ჩავხედე. როგორ მძულდნდნ ეს ორნი. თურმე როგორ გამნელებია სიყვარული მათდამი. ეტყობა როგორ მალეც შემიძლია შევიყვარო, ისე მალე შემიძლია მათი დავიწყება. ერთადერთი ზიზღს ვგრძნობდი მათ მიმართ. თათიამ როგორც კი შეამჩნია ეს ორი და ჩემი რეაქცია მაშინვე მკითხა რას ვაპირებდი.
- ალბათ წავალ თათო სანამ შემამჩნიეს.
- და რა იცი იქნებ შემჩნეული ყავხარ უკვე და შენს გასაბრაზდბლად დადგმული სპექტაკლია? გინდა დაანახო რომ სუსტი ხარ? ახლა პირიქით დროა შენი სიძლიერე აჩვენო და დაუმტკიცო რომ ისინი შენთვის არაფერს წარმოადგენენ. ამ ეტაპზე ფეხი არ მოიცვალო აქედან. გაიგე ქეთა ? -თათია როგორც ყოველთვის ახლაც მირჩევდა როგორ მოვქცეულიყავი და მინდა გითხრათ რომ რჩევების მიცემაში ბადალი არ ჰყავს.
- მართალი ხარ როგორც ყოველთვის. ჯერ არ წავალ და შენი რჩევისამებრ მოვიქცევი და პირიქით აქეთ ვაჩვენებ ვინ დაკარგეს. - ამაყად ჩავილაპარაკე და თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე ცენტრისაკენ, სადაც ხალხში შევერიე და ცეკვა დავიწყე. შიგადაშიგ გავაპარებდი თვალს მათკენ მაინტერესებდა მხედავდნენ თუ ვერა. ერთხელაც ასეთ მცდელობაზე ჩემი და ცოტნეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ, თუმცა მე თვალი არ ამირიდებია. მეტიც, ამაყი მზერა მივაპყარი მას მანამდე, სანამ თვალები არ ჩახარა.ბოლოს მაინც წავედი მათკენ:
- ამათ ვის ვხედავ როგორ ბრძანდებით? -მათი გაკვირვებული სახეების დანახვისას კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მივიღე და შურისძიების წყურვილით კიდევ უფრო აღვივსე.
- ქეთა? შენ... აქ... - დაიბნა სალომე
- ხო სალომე აქ ვარ როგორც მხედავ. ნუთუ არ გაგიხარდა ძველი მეგობრის ნახვა? თუმცა ალბათ იმდენად დაკავებული ხარ მეგობრებისათვის შეყვარებულების აწაპვნით, რომ ალბათ აღარც გახსოვარ. - ხელით ცოტნეს პიჯაკს შევეხე და გავუსწორე.
- არ არის საჭირო ქეთა . -საუბარში ჩაერთო ცოტნე. - ისედაც ნანობს სალომე.
- ოჰო მართლა სალო? -მზერა სალომესკენ მივმართე, მერე ისევ ცოტნეს მივუბრუნდი
- შენ ცოტნე? შენ არა?? იცი სალომესთვის ერთი კარგი ხერხის სწავლებას ვაპირებ. თანამედროვე გამოგონებაა სახელათ ტელეფონი, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდებიან და ატყობინებენ ხოლმე რაღაცეებს. შეეძლო სხვა თუ არაფერი დაერეკა და თავისი ,,სინანული'' გაეზიარებინა ჩემთვის. მაგრამ მგონი ეს ჩემგან არ გესწავლებათ. ასე არ არის სალო?
- იცი მე ვნანობ, მაპატიე რომ შემეძლოს...
- რომ შეგეძლოს რა სალო? ყველაფერს შეცვლიდი? რაღაც არამგონია. გამოასწორებდი? ეგეც მეეჭვება.
- ბოდიში ქეთა...
- აქამდე სად იყავი სალომე? დავიჯერო მართლა ასეთი შეურაცხმყოფელი იყო შენთვის რომ მოსულიყავი ჩემთან და უბრალოდ გეკითხა როგორ ვიყავი? არ მჭირდებოდა შენი ბოდიში ორი წლის წინ და არც ახლა მჭირდება, მაგრამ დავიჯერო მოკითხვის ღირსიც კი არ გავხდი არცერთისგან? -ახლა უკვე ცოტნესკენაც გავიხედე.
- არ მინდოდა ასე გამოსულიყო. ვიცი დამნაშავე ვარ. -ლუღლუღებდა სალომე.
- ნუ ღელავ სალომე, პირიქით აქეთ მადლობელი უნდა ვიყო, რომ მასწავლეთ ერთგულებისა და ნდობის დაფასება. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. კარგი საღამოს გატარებას გისურვებთ.
ეს ვთქვი და კმაყოფილმა დავტოვე იქაურება. ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ სალომემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ცოტნეს არაფერი დასცდენია. თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს. მაინც გამარჯვებულად ვგრძნობდი თავს.
- ქეთა მშვიდობაა? რამე ცუდი ხო არ გითხრა? იქნებ დაგვერეკა ნიკოსთვის? მაშინდელივით ცემს.
- დაიცა რა მაშინდელივით? -თვალები შუბლზე ამივიდა.
- შენი ბრალია ქეთა წამომცდა. ნიკომ კი მთხოვა არ უთხრაო, მაგრამ ახლა დამალვას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები. ნიკომ თქვენი ამბის მერე ცოტნე კინაღამ მოკლა... - ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა. კი ვხვდებოდი რაღაცას ნიკოს დასახიჩრებული ხელების ნახვისას, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თუ ცოტნეს უკავშირდებოდა - ახლა კი თქვი ქეთა რამე ცუდი გითხრეს?
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა, აქეთ აქვთ სანერვიულო მაგათ. ახლა უნდა წავიდე შენ დარჩი თუ გინდა და დაელოდე ლუკას(თათიას შეყვარებული) ის წაგიყვანს. მე კარგ ხასიათზე ვარ და გავისეირნებ ცოტას.
- კარგი როგორც გინდა მარა ნიკომ თუ გაიგო იცოდე მოგკლავს.
- ხოდა შენც არაფერი უთხრა. - ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. კარგა ხანი ვსეირნობდი თბილისის ქუჩებში.
ღამის თორმეტი საათი იყო ხიდთან რომ დავდექი და ღამის თბილისსა და მტკვარს დავხედე. წამით მდინარის ჩხრიალის გარდა არაფერი მესმოდა. მომეჩვენა თითქოს რაღაცას მისტიროდა და გლოვობდა, მაგრამ მაინც მომავლის იმედი ჰქონდა და მიდიოდა სადღაც შორს იმის იმედით რომ გაუმართლებდა და ბედნიერებას იპოვიდა. ჩქარობდა მდინარე... ეჩქარებოდა ბედნიერებისაკენ...
მტკვარმა გამახსენა ჩემი და ცოტნეს ამბები. ძაან ემოციური რომ ვარ ეგ უკვე იცით და ახლაც ჩემდა უნებურად რამდენიმე ობოლი ცრემლი დამეცა ლოყაზე. რატომ ვიტირე გაინტერესებთ ? მართალია გამარჯვებულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთაც კი იცით, რომ ადამიანს შურისძიებით გამოწვეული ბედნიერება დიდხანს არ ჰყვება ხოლმე. აქამდე ხმაც კი არ გამიცია სალომესა და ცოტნესთვის, მაგრამ მათი ბედნიერი სახეები რომ დავინახე კლუბში უნებურად შურისძიების სურვილით აღვივსე. მინდოდა დამენახა მათთვის რამდენად უღირსნი იყვნენ ჩემს თვალში. ეს ხომ ფაქტიურად შურისძიებაა? ან იქნებ უარესიცაა? მითუმეტეს არ ვაპატიე სალომეს და ჩადენილსაც არ ვნანობ. ანდაც რატომ უნდა მოვინანიო? სადარდებელი ისევ მომეცა. წამიერად მახსენდებოდა ყველა ბედნიერი წამი რაც მათთან მქონდა გატარებული. ვცდილობდი უკუმეგდო ფიქრები, მაგრამ ძალა არ შემწევდა. თავისთავად მოდიოდა. თან ეს მტკვრის დინება და შუაღამე... შეუძლებელია ასეთ დროს რაღაცაზე (ვიღაცაზე) ფიქრმა არ გაგიტაცოს. ჩვენს უთქმელად გვიახლოვდებიან ფიქრები და სანამ თვითონ არ მოისურვებენ იქამდე არ დაგვანებებენ თავს.
გული მწყდებოდა რომ ასე აირია ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ორი წლის წინ. თუმცა რომ ვუკვირდები ასეთი ყოფა უმჯობესია ჩემთვის და ალბათ თითოეული ადამიანისთვის. არაფერია იმაზე საშინელი როცა ტყუილში ცხოვრება გიწევს. მთავარია დროულად მოვეგოთ გონს. მე ვფიქრობ რომ ჩემ შემთხვევაში დროული იყო.
ობლად შერჩენილი ცრემლი ლოყაზე ხელით მოვიწმინდე როცა უკან მამაკაცის ბოხი ხმა გავიგე.
- თქვენ რა ტირით?- მივბრუნდი და მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი დავინახე. შავი თვალები ქონდა და უცნაურად გაკვირვებული სახე. კარგად ვერ გავარჩე მისი სახე, რადგან ბნელოდა. მისი კითხვისთვის არ გამიცია პასუხი ისე შემოვბრუნდი და ისევ დავხედე მტკვარს.
- ტირილი სამარცხვინო არ არის -ამჯერად უცნობი გვერდზე მედგა.
- მე არ მრცხვენია ჩემი ცრემლების. -ამჯერად პასუხი გავეცი უცნობს, თუმცა ისე რომ არც კი შემიხედავს.
- განა ვის გამო ტირით? ვინ შეძლო თქვენი წყენინება?
-არ ვაპირებ უცნობებთან ჩემი პირადი ურთიერთობის განხილვას.
- კარგით როგორც გენებოთ, მაგრამ მე ვიცი თქვენ რაც დაგეხმარებათ.- ახლაღა შევხედე გაკვირვებულმა. მის ნაკვთებს ლამპიონების შუქზე უკეთესად მოვავლე თვალი და ძალიან მესიმპატიურა, თუმცა შევეცადე არ შემემჩნია, როგორ გამომივიდა ვერ გეტყვით - ცუდს ნუ იფიქრებთ, მხოლოდ დასალევად გეპატიჟებით.
გავიფიქრე ეტყობა ლოთიათქო, მაგრამ თქმით მაგას როგორ ვიტყოდი, მითუმეტეს მტკვარი აქვე იყო და..
- რა ვიცი რომ მანიაკი არ ბრძანდებით?
-მართალი ხართ არ იცით...
- იცით რაა? დავლევ თქვენთან ერთად. წესით არ უნდა გენდობოდეთ, მაგრამ მანიაკს ნამდვილად არ გავხართ. -უეცრად მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე. დაუჯერებელია ხომ სულ 5 წუთის გაცნობილთან ერთად დასალევად წასვლა, მაგრამ დაიჯერეთ! ასე უბრალოდ ავდექი და თანხმობა განვუცხადე. ალბათ ასე იმიტომ მოვიქეცი რომ მსურდა რაღაც შემეცვალა ცხოვრებაში. დღეს დიდი სიახლეების დღე იყო და მეც ვაპირებდი ასე გაგრძელებას, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. მერე არ ვიცი. ვნახოთ.
- მაშინ პირველ რიგში ჩემთან დროის გატარებას თუ აპირებ თქვენობითი ფორმა აღარ გვინდა შევთანხმდით? -გაიბადრა უცნობი.
- როგორც თქვენ.. უფროსწორად შენ იტყვი - გავუღიმე და მუჭით შერჩენილი ცრემლები მოვიწმინდე.
საათს დავხედე. “შუაღამეა“ გავიფიქრე და უცნობთან ერთად ერთ-ერთ ბარს მივაშურე.
მაგიდასთან დავსხედით და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი შევუკვეთეთ. მე უკვე კარგად ვხედავდი უცნობის სახეს და ნელ- ნელა ვიხიბლებოდი მისით.
- მარტო ვსვამთ? -ვიკითხე სასმელების დანახვისას. უცნობმა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- აბა რითი დაიწყებ ? -ბოხი ხმით მკითხა უცნობმა.
- ვისკით. -უცნობმა ჩემი პასუხი შეიცხადა
- კარგი იყოს ვისკი. - გამიღმა და თვალი ჩამიკრა. მის ამ ჟესტზე ოდნავ გამეღიმა, თუმცა ღიმილის ხასიათზე მაინც არ ვიყავი.
- მაინც რატომ გადაწყვიტე ჩემთან ერთად დალევა ? - პირდაპირ ვაჯახე კითხვა. ეტყობა ვისკმა გამათამამა. უცნობმა ჭიქა არაყი გადაკრა და ისე მიპასუხა:
- მომეწონე. - ასემა პირდაპირმა პასუხმა დამაბნია.
- ვინც მოგეწონება ხოლმე ყველას სასმელზე ეპატიჟები ?
- არა, მაგრამ შენ სხვანაირი ხარ.
- სხვანაირი როგორი? _ჩავეძიე.
- სხვანაირი კარგი. - გამიღიმა და ისევ თვალი ჩამიკრა. -შენ?
- რა მე ?
- შენ არ მოგეწონე? - ისევ ბრინჯივით დავიბენი.
- არვიცი
- რატო მიწუნებ რამეს? - წარბები სასაცილოდ აათამაშა, რაზედაც სიცილი ვერ შევიკავე.
- რა თავდაჯერებული ხარ .
- არ მაქვს მიზეზი თუ? - აი შემომხედე - ფეხზე წამოდგა. რაზეც კიდევ ერთხელ გავიცინე. მანაც გაიცინა
- კარგად გამოგდის ჩემი გამხიარულება.
- ხო ვცდილობ...
- მადლობა. - გავუღიმე
- აბა დაისხავ თუ დაგისხა? -უცებ შეცვალა თემა.
- დავისხამ. - კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალეთ.
- უცნაურია - მე დავიწყე ლაპარაკი - ადამიანთან ერთად შუაღამეს სასმელს ვსვამ, რომლის სახელიც არ ვიცი - გავიცინე
- თუ სახელის გაგება გაინტერესებდა პირდაპირ ამდენი შესავალი რა საჭირო იყო.
- შენ გრადუსმა გაგათამამა თუ სულ ასეთი ხარ?
- ცოტ-ცოტა ორივე.
- ეგ როგორ გავიგო?
- როგორც გითხარი ისე. - მე ჩავფიქრდი
- რაზე ფიქრობ?
- შენზე. _თამამად ვუთხარი
- ოჰო. რას ფიქრობ ჩემზე?
- გიჟი და ალბათ ლოთი ხარ - ვუთხარი როცა კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
- შენც არანაკლებ ლოთი ხარ. თავიდანვე ვიკსით დაიწყე
- აბა შამპანურით დამეწყო? -ვთქვი და არაყი გადავკარი
- მერე იტყვის ლოთი არ ვარო - გაიცინა და თვითონაც გამოცალა ჭიქა
- ამ ერთხელ მეპატიება. -მეც ავყევი სიცილში - რომელი საათია? -ვიკითხე
- სამის 15 წუთია.
- ჯანდაბა. - ჩანთაში ტელეფონს დავუწყე ძებნა
- რა ხდება?
- არ გამიფრთხილებია თათია. ვინ იცის როგორ ნერვიულობს. - ტელეფონი ამოვიღე და თათიასგან 12 გამოტოვებული ზარი რომ ვნახე მინი ინფაქტი მივიღე. მაშინვე დავურეკე. თათიამ იმხელა ხმაზე მიწივლა სად ხარო, რომ ტელეფონი ყურისგან მოშორებით დავიჭირე. ჩემს ამ ქცევაზე გაეღიმა უცნობს და მანიშნა ვინ არისო? მეც ტუჩების მოძრაობით ვუთხარო დაქალია-მეთქი. მანიშნა ტელეფონი მომაწოდეო და მეც გულუბრყვილოდ მივაწოდე.
უცნობმა თავისი ბოხი ხმით დაიწყო ლაპარაკი თათიასთან:
- უკაცრავად იცნობთ ამ ნომრის მფლობელს? მტკვარმა გამორიყა და ცოტა ხნის წინ და სამაშველო ჯგუფმა ეს წუთია იპოვა.
- რააააააააააა? -იმხელა ხმაზე იყვირა თათიამ მეც გავიგე და სასაცილოდ ვიფარებდი სახეზე ხელს რომ არ გამეცინა ხმამაღლა. უცნობიც სერიოზულ სახეს ძლივს ინარჩუნებდა.
- გინდა თქვათ რომ ქეთამ თავი მოიკლა? -ყვიროდა თათია და ტიროდა.
- არ ვიცით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. იმედია ამის გარკვევაში თქვენ დაგვეხმარებით.
თათია რომ წარმოვიდგინე ასეთ მდგომარეობაში ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი და უცნობს ვანიშნე ტელეფონი ჩემთვის მოეცა.
- ღმერთო საწყალი ქეთა. ყველაფერი ცოტნეს და სალომეს ბრალია. - ყურმილის მეორე მხრიდან ტიროდა თათია, მეც ძაან შემეცოდა და ხმა ამოვიღე.
- თათია..
- ქეთა? ? -გაოგნებული ხმით ჩაილაპარაკა. - ცოცხალი ხარ?
- კი ცოცხალი ვარ თათია.
- ანუ მომატყუე? -ხმაში გაბრაზება დაეტყო
- ხომ არ გეწყინება?
- ქეთა ნორმალური ხარ ? რა მტკვარი , რა თვითმკვლელობა. ლამის მეც გადმოვხტი მტკვარში. ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ?? არ შეგეცოდე მაინც? - კიდე აპირებდა მე მგონი ტირილს
- კაი დაწყნარდი რა თათ. უბრალოდ გეხუმრე
- ასეთი ხუმრობა შეიძლება? ან ბიჭი ვინ იყო ვინც მელაპარაკა?
- სიმართლე გითხრა წარმოდგენაც არ მაქვს ვინაა, არადა ახლა მასთან ერთად ვსვამ. - უცნობს შევხედე მან კი გამიღიმა.
- რას შვრებიიიიიიიი?
- ვსვამ და მგონი უკვე დავთვერი კიდეც.
- ღმერთო ჩემო საკმარისია სიახლეები დღეისთვის. არ ხარ შენ ნორმალური
- ხო ვიცი ვიცი. შენ ის მითხარი ნიკოსთვის რამე ხომ არ გითქვამს?
- არა. მაგრამ ვაპირებდი. კიდე კარგი დარეკე. ღმერთო ქეთა როგორ გამიკეთე ეს? არ შეგეცოდე? იცი როგორ ვინერვიულე? ?
- კაი დაწყნარდი ახლა. უნდა გაგითიშო. კარგად. - ტელეფონი გავთიშე, ჩანთაში ჩავდე და უცნობს შევხედე. თავიდან ერთმანეთს ჩუმად ვუყურებდით და მერე ერთდროულად აგვიტყდა სიცილით. ამასობაში ჭიქები შეავსო უცნობმა
- მოდი დაქალებს და ძმაკაცებს გაუმარჯოს.
- გაუმარჯოს. - ავეყევი მეც და კიდევ ერთი ჭიქა ჩავცალეთ ერთად.
- მაგარი დაქალი გყავს ქეთა.
- გაგიგია ჩემი სახლი - სიცილით ვუთხარი - მე რომ შენი არ ვიცი?
- რა საჭიროა იცოდე?
- მაშინ შენთვის რა საჭიროა ჩემი სახელის ცოდნა?
- საჭიროა.
- ჩემთვისაც.
- სულ ასეთი ჯიუტი ხარ?
- თითქმის. მაინც არ მეტყვი შენს სახელს ? - თუჩები სასაცილოდ დავბრიცე. უცნობმაც ვერ შეიკავა სიცილი.
- ბავშვი ხარ.
- არ ვარ ბავშვი - ცოტათი გავბრაზდი
- კარგი მაშინ ხანდახან ხარ ბავშვი - კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალეთ ერთად.
- ერეკლე -ისევ თვითონ გააგრძელა
- მაინც გაჭრა ჩემმა სიჯიუტემ .
- როგორც ჩანს.
- მარტინზე რას იტყვი? - შემეკითხა უცნობი.
- კარგი. იყოს მარტინი. -მალე უცნობი მარტინის ბოთლით ხელში დაბრუნდა.
- ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია. -გულწრფელად ვაღიარე როცა უკვე მარტინით სავსე ჭიქა გამოვცალეთ.
- რა დაგიმალო და არც მე. - გამიღიმა ‘’უცნობ-ნაცნობმა’’
- რატომ არ მეკითხები რატო ვტიროდი რომ მნახე? - სერიოზული სახით შევხედე
- იმიტომ რომ არ მინდა განწყობა გაგიფუჭო. სიცილი უფრო გიხდება.
- კარგი ბიჭი ხარ ერეკლე.
- ანუ მოგწონვარ? -
- ეგ არ მითქვამს. - დავეჭყანე
- მაგრამ იგულისხმე. -თვალი ჩამიკრა
- არა
- კი
- არა.
- კაი ახლა გამოტყდი.
- მაშინ შეიძლება.
- ჯერ ეგეც საკმარისია. - კიდევ დაასხა სასმელი და თქვა: - მე და შენ გაგვიმარჯოს.
- გაგვიმარჯოს. - ღიმილით ვუპასუხე და უკვე მერამდენე ჭიქა გამოვცალეთ ერთად რომ სათვალავი ამერია.
- რამდენი წლის ხარ ქეთა ?
- 23
- არადა მე უფრო დიდი მეგონე. - გაიკრიჭა ‘’უცნობ-ნაცნობი’’ მე კი დავუბღვირე.
- შენ რამდენის ხარ?
- 28
- არადა მე უფრო დიდი მეგონე . - ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით, რაზეც გულიანად გაიცინა.
- სახლში არავინ გელოდება ქეთა? - როცა დასერიოზულდა მკითხა
- მარტო თათია. აი ის რომ ელაპარაკე და ინფაქტი რომ დამართე. -გავიღმე - ერთად ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობენ. 20 წლის ვიყავი რომ წამოვედი მათგან. განა იმიტომ რომ არ მიყვარდა, მომბეზრდნენ ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ მინდოდა დამოუკიდებლობას შევჩვეოდი და ჩემითაც მიმეღწია რამეს. ბოლოსდაბოლოს როდემდე გვეყოლებიან გვერდში. ახლა ვმუშაობ იურისტად, თათია მსახიობია. ბინის ქირას ვინაწილებთ. თავიდან ორივეს გაგვიჭრდა მშობლების გარეშე, მარა მერე მივეჩვიეთ და ახლაც ყოველ უქმეებზე ვსტუმრობ ხოლმე მათ. - ღიმილით დავამთავრე ჩემი თავგადასავლის მოყოლა.
- საღოლ გოგოებო თქვენ!
- ხო ხანდახან ჩვენი ძმაკაცი ნიკო გვამოწმებს ხოლმე. მოკლედ ჩვენი ხშირი სტუმარია. ახლა არ იცის პირველივე შემხვედრთან ერთად რომ ვზივარ და ვსვამ, თორემ კარგი დღე არ დამადგებოდა.
- უნდა ვიეჭვიანო?
- უნდა იეჭვიანო?! - კითხვა შევუბრუნე ერეკლეს, მაგრამ მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- რომელი საათია? -მკითხა
- 4-ის ნახევარია.
- კარგი ახლა მაშინ რამე ვჭამოთ და მერე თუ გინდა ნარიყალაზე ავიდეთ და მზის ამოსვლა ვნახოთ.
- ნარიყალაზე როგორღა ავიდეთ? ტაქსები იქნებიან რო?
- კი შენ ნუ ღელავ. -თვალი ჩამიკრა და შეკვეთის მისაცემად ადგა.
ხუთამდე ვიყავით ბარში. ჩვენი საუბარიც ათას რამეს გადასწვდა. თავისზე ბევრს არაფერს ამბობდა. მარტო ის მითხრა რომ ერთი და ყავს თითქმის ჩემხელა 22 წლის. 2 დღეში კი ლონდონში აპირებს წასვლას საქმეზე. თავი გაიგიჟა და არ მითხრა სად მუშაობდა. ისე კი დავეჭვდი მართლა მანიაკი იქნება და იმიტომ არ მიმხელს-მეთქი, მაგრამ უმალვე უკუვაგდე ფიქრები. ‘’თუ რამის დაშავება უნდოდა აქამდეც იზავდა’’ გავიფიქრე.
5 ხდებოდა რომ ტაქსით ნარიყალისკენ რომ დავიძარით. სულ სიცილ-კისკისით მივედით დანიშნულების პუნქტამდე. მერედა მე ისეთი სიცილი მაქვს სულ რომ არ გეცინებოდეს, მაინც გაგეცინება.
სადღაც ჩამოვჯექით და ცას ვუცქერდით. ხანდახან მზერას ერთმანეთისკენაც გავაპარებდით და ჩუმად ჩავიღიმებდით.
- პირველად ვუყურებ მზის ამოსვლას. მითუმეტეს კაცის გვერდით. რამდენჯერაც დავაპირე იმდენჯერ მკვდარივით ჩამეძინა.
- ანუ პირველი ვიქნები ვისთან ერთადაც მზის ამოსვლას უყურებ არა? - კმაყოფილმა ჩაიღმა ერეკლემ
- ასე გამოდის.
- რა იფიქრე ჩემზე პირველად რომ დამინახე?
- არა რა შენ ამ სასმელმა ძაან გაგათამამა. - სიცილით ვუთხარი.
- როგორც ჩანს არამარტო მე . - ოდნავი ღიმილით მიპასუხა.
- მაგარი ლოთი იქნება ამდენ ფულს თუ სასმელებში ხარჯავს-მეთქი. მაგრამ სულ-სულ პირველად შეშლილი მანიაკი მეგონე. თანაც საშინლად სიმპატიური მანიაკი- ტუჩი მოვიკვნიტე და გადავიკისკისე
- ანუ საბოლოოდ აღიარებ რომ სიმპატიური ვარ?
- რაც კარგი გაქვს ვერ დაგიკარგავ . - ისევ სიცილით ვუპასუხე
- და ცუდი რა მაქვს? - გაკვირვებულმა შემომხედა
- აფრენ! - სერიოზულად ვუთხარი, მაგრამ ბოლომდე ვერ შევინარჩუნე ჩემი სერიოზულობა და ხმამაღლა გადავიკისკისე. ჩვენი ‘’სიმპატიური უცნობ-ნაცნობი მანიაკიც ‘’ ამყვა.
ბოლოს ერთად ვუყურეთ მზის ამოსვლას. თავიდან სტაფილოსფრად განათდა და თითქოს შუქმა გაჭრა ცა. შემდეგ ნელ-ნელა გაწითლდა და ბოლოს უშვლებელი ბურთის მსგავსი მზეც ამოვიდა. თვალისმომჭრელი სანახაობა იყო. ბურთმა ნელ-ნელა მაღლა აიწია. სიბნელე სინათლემ შეცვალა და
განათდა...
ჩემი ტელეფონიც რამდენჯერმე დავაჩხაკუნე და აისი აღვბეჭდე.
თვალმოუშორებლად ვუყურებდი და ვტკბებოდი ხედით. ნელ-ნელა ლამპიონების შუქი გადაფარა მზის სინათლემ.
- ახლა ეს რომ არ გავაკეთო მერე ალბათ ვინანებ. - ვნება გარეული ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და თავისი ბაგეები ჩემსას შეახო. არ მოგატყუებთ, რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, მაგრამ ასეთი გრძნობით მართლა პირველი იყო. არ ვაბუქებ ! იმ მომენტში ჩემში მზეზე მეტი სიმხურვალე იყო. გრძნობებმა სადღაც გამაქროლეს. იმ წუთში ოკეანის ფსკერზე აღმოვჩნდი ან სხვა გალაქტიკაში. თუმცა რა გრძნობები ღმერთო ჩემო! მე ხომ სულ რამდენიმე საათია რაც ვიცნობ. როგორც კი ეს გავიფიქრე მაშნვე მოვშორდი და ერთ ნაბიჯი უკან გადავდგი.
- შემიძლია დავიფიცო რომ შენც იმავე იგრძენი რაც მე - თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა.
- ბევრი დავლიეთ. - ყველაფერი სასმელს დავაბრალე, თუმცა მგონი სულ მთლად არ იყო ალკოჰოლი დამნაშავე.
- ისედაც იცი რომ სასმელი არაფერ შუაშია.- კარგი ხანი არაფერი მიპასუხია, თუმცა ბოლოს მაინც ვთქვი
- სახლში უნდა წავიდე.
- ერთად წავიდეთ
- კარგი. - შეწინააღმდეგებას და ჯიუტობას აზრი აღარ ჰქონდა. ვინ იცის იქნებ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაც კი ყოფილიყო...
ტაქსში ჩავჯექით. მძღოლს მისამართი ვუკარნახე.
- ლონდონში როდის მიდიხარ?
- ორ დღეში.
- ...
- ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს? - სევდიანი თვალებით შემომხედა ერეკლემ
- არ ვიცი
- 2 კვირაში ჩამოვალ
- მერე რა იქნება?
- არ ვიცი
- კიდევ შევხვდებით?
- ალბათ
- მომენატრები ეკე. - სევდიანი თვალებით შევხედე
- კარგად ჟღერს ეკე. - ღიმილით გადმომხედა. - შენი ტელეფონი მომაწოდე.
- რათ გინდა?
- მომაწოდე და ნახავ. -მეც გავუწოდე. წინა კამერა ჩართო
- გაიღმე ! 3...2...1. ფოტო გადაღებულია. ამის მერე როცა მოგენატრები ჩვენს ფოტოს დახედე ხოლმე. - მე გამეღიმა და სურათს შევხედე. ორივე საყვარლები ვიყავით- დაიცა კიდევ ერთი და მერე ჩემი ტელეფონითაც. - ისევ გაისმა ერეკლეს ხმა და დაახლოებით 10 სურათი გადაიღო ჯერ ჩემი და მერე თავისი ტელეფონით. ზოგში ვიჭყანებოდით, ზოგში ვიცინოდით და ა.შ.
ტაქსმა ჩემი სახლის წინ გააჩერა.
- მადლობა ეკე
- რისთვის? - გაიკვირვა
- დღევანდელი დღისთვის
- არაფრის - ისე გაიღიმა მე რომ მიყვარს. აი რაღაც სასწაულად.
მანქანიდან გადავედი, მაგრამ უკნიდან ჩემი სახელი დაიძახეს და შემოვბრუნდი. ერეკლე იყო. ტაქსიდან გადმოვიდა და ჩამეხუტა ძალიან ძალიან ძალიან მაგრად!
- ორ კვირაში - დაიწყო ერეკლემ - ისევ შუაღამეს... ისევ იმავე ადგილას... მოხვალ? -თვალებში ჩამხედა.
- მოვალ! - ტაქსისკენ წავიდა, მაგრამ გავაჩერე.
- ეკე! - შემობრუნდა. - ახლა ეს რომ არ გავაკეთო მერე ვიცი რომ ვინანებ. -თავისივე სიტყვები დავაციტირე. მიხვდა რასაც ვაპირებდი და გაიღმა. მეც აღარ დავაყოვნე, ახლოს მივედი და მოწყვეტით ვაკოცე. რომ მოვშორდი ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
- ორ კვირაში შევხვდებით ეკე! - ვუთხარი და სახლისაკენ წავედი.



********************************************
არ ვიცი როგორი გამოვიდა. ვეცადე ცოტათი მაინც სხვანაირი ყოფილიყო. თავიდან სულ არ ვაპირებდი გამოქვეყნებას, მაგრამ მერე გადავიფიქრე. იმედი მაქვს მოგეწონებათ. გამიხარდება თუ თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ. ძალიან მიყვარხართ უკლებლივ ყველა :*



№1  offline წევრი mbella

მომეწონა, პატარა და ლამაზი ისტორია იყოო :**

 


№2  offline წევრი EiLuL♥

მოკლე,,კონკრეტული,,აზრი კარგად და გარკვევით ჩამოყალიბებული <3 კარგი იყო ^.^))
--------------------
elene

 


№3  offline წევრი Annee

დიდი მადლობა: *:*:*

 


№4  offline წევრი lellu

Kargi iyo zalian

 


№5  offline წევრი Annee

lellu
Kargi iyo zalian

მიხარია თუ მოგეწონა: * ^_^

 


№6  offline წევრი il13

dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian magaria (ar vawarbeb ^_^)

 


№7  offline წევრი - Queen )))

dzalian lamazi da tbili istoria iyo gagrdzele ra <3 <3 <3

 


№8  offline წევრი Annee

il13
dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian magaria (ar vawarbeb ^_^)

დიდი მადლობა ირინე love

- Queen )))
dzalian lamazi da tbili istoria iyo gagrdzele ra <3 <3 <3


დიდი მადლობა . არამგონია გავაგრძელო, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. გამორიცხული არაფერია :*

 


№9  offline წევრი Anuuc^.^

რაღაცნაირი თბილი და კარგი იყო
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№10  offline წევრი Annee

ani❤
რაღაცნაირი თბილი და კარგი იყო

დიდი დიდი მადლობა :*:* ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები.

 


№11 სტუმარი maariaamii

Eee daan sayvareli istoriaa momewonaa

 


№12  offline წევრი Annee

maariaamii
Eee daan sayvareli istoriaa momewonaa

მადლობაა <3 <3

 


№13  offline მოდერი Kira

ვაიმე რა კარგი იყო.. ძალიან მომეწონა მართლა, პატარა და რაღაცნაირად საყვარელი love აუცილებლად გააგრძელე წერა, წარმატებები wink love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№14  offline წევრი Annee

Kira
ვაიმე რა კარგი იყო.. ძალიან მომეწონა მართლა, პატარა და რაღაცნაირად საყვარელი love აუცილებლად გააგრძელე წერა, წარმატებები wink love


ამოვისუნთქე :დდ იმედია მართლა მასე ფიქრობ და ხათრის გამო არ დაწერე :დდ
როგორც არ უნდა იყოს ძალიან გამახარე ^_^

 


№15 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საყვარელი ისტორია იყოო,წარმატებები თქვენ და იმედია გააგრძელებთ წერას ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent