შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობას შერწყმული ფანტაზია! (თავი1)


7-03-2015, 00:15
ავტორი ანამარია
ნანახია 3 003

გამარჯობათ! მე მოგიყვებით ერთ ამბავს სადაც არის ბევრი რამ ჩვეულებრივი ცხოვრებიდან ბევრი კი მხოლოდ ილუზიით შექმნილი! მოკლედ ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა რომლის მსგავსები ალბათ გადაშენდნენ  მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთები! გოგონა რომელიც სულიერად წმინდა და ფიზიკურად შეუდარებელი იყო! (ნუ რათქმაუნდა გემოვნებაზე არ დაობენ, ეს უბრალოდ ჩემი აზრი და ფანტაზიაა) გოგონა იყო ცისფერი თვალებით, ოქროსფერი თმით, რომელიც საკმაოდ გრძელი ქონდა სულ სწორი, ბოლოში კი დაკულულებული, სათუთი თეთრი კანით, წითელი ტუჩებით, პატარა მის სახეზე მომჯდარი ცხვირით და ისეთი სახის ნაკვთებით თვალს რომ ვერ მოსწყვეტდით! არ იყო ძალიან სუსტი მაგრამ არც მსუქანი! მოკლედ მშვენიერი ტანი ქონდა! ეს გარეგნობა! რაც შეეხება თვისებებს იყო ადამიანი პოზიტივი! სულ იღიმოდოდა თანაც ძალიან უხდებოდა ეს ღიმილი, თვალები სულ უბრწყინავდა ხოლმე და ლოყა ისე საყვარლად ეჭყლიტებოდა... იყო გულწრფელი, კეთილი, საოცრად მორწმუნე, მოსიყვარულე, კომუნიკაბელური, ყველაფერზე თავის შეხედულება ქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ იტანდა როცა ადამიანს ჭორავდნენ ან მისიი გემოვნების ან ხასიათის გამოო.... დანარჩენ თვისებებს მაშინ გაეცნობით როცა მასზე ისტორიებს წაიკითხავთ, რათქმაუნდა თუ დაგაინტერესებთ!


-მამიტო.. მამიიტოოო- გაემართა ანამარია ხელებგაშლილი საყვარელი მამიკოსაკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა მოანტრებულ მამიკოს რომელიც მთელ სამყაროს ერჩივნა!
-მამიკოს ფერია! როგორ მომენატრებია ჩემი პატარა გოგო! რაოო მა ვინმემ ხომ არ გაგაბრაზა? ხო იცი ყველას მოვკლავ ვინც მამიკოს გოგოს გააბრაზებს!
-მამიტო, მამიტო იჩი ჩემი ბაგელი გიოლგი დაბადებისდღეზე დავპატიზე და ასე მითხრა დიდი დიდი დათუცა უნა გაცუქოო!
-მამიკოს პატარა გოგო მალეე დიდი გოგო გახდება! მამიკომ რა უნდა აჩუქოს თავის მალე უკვე 4 წლის პრინცესას?
-ბერი, ბერი სოკოლადები.......

ანამარია დედა-ირმა იყო ულამაზესი ქალი 24 წლის ბზინავი ყავისფერი თვალებით, სუსტი, გრძელი შავი თმით...
მამა-თენგო უსიმმპატიურესი იყო.. სულ გაღაც 26 წლის მწვანე თვალბით, დიდი ტუჩებით, 2 გადაღებული თმით და ცოტათი მოშვებული წვერით!
ანამარიას ყოველთვის ათამამებდნენ ისეთები ეცვა ჯერ რო არავის ცმია, ისეთი სათამაშოები ქონდა ჯერ რომ არავის ქონია... მისი ბაბუა ცნობილი ბიზნესმენი იყო, მამაც საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბიზნესის განხრით, დედა მოდელიი იყო..

დადგა 14 სექტემბერი..
უამრავ ცნობილ ადამიანს მოკრავდით თვალს უზარმაზარ, გემოვნებით მორთულ სახლში რომლრბიც ანამარიას დაბადებისდღე აღნიშნავდნენ!
კარებზე ზარია.... ანამარია მოუთმენლად ელოდება გიორგის (მასზე მეთად დიდ დათუნია)
უცებ შემოდი გიორგის დედა და მამა (ოჯახის ახლო მეგობრები) და უკან დათუნიით დაფარული პატარა გიორგი მოყვებოდა..
გიორგის მწვანე თვალებით, ქერა მოგრძო თმებით და ოქროსფერი (კაშკაშა თაფლისფერი) თვალებით, საოცრად თბილი ბავშვია.
ანამარია სიხარულით გაიქცა გიორგისკენ და უზარმაზარ დათუნიას ისე თბილად ჩაეხუტა, რომ ეტყობოდა უკვე უყვარდა (მართალია დიდი სათამაშოები არ აკლდა, მაგრამ გიორგის ნაჩუქარი არცერთი არ იყო.. ) წვეულებაზე უამრავი ბავშვები იყვნენ მათ შორის ლუკაც რომელიც ანამარიას სულ ამწარებდა, როდესააც ლუკა კოლას სვამდა მივიდა ანამარიასთან რომელიც გიორგითა და დათუნიით იყო გართული. „სრულიად შემთხვევით“ ანამარიას დათუნიას კოკაკოლა გადაეხა რასაც მისი ცრემლებიც მოყვა! ლუკა შეწუხებული სახით უხდიდა ბოდიშებს, გიორგიმ კი კარგად შეამჩნია ლუკას განზრახ გადასხმა და მხოლოდ ზიზღით შეხედა.

და მოვიდა სკოლის პირველი დღეც...
ყიფიანების ოჯახში ყველა ფახაფუცით ემზადებოდა, პატარა ანამრია უკვე 5 წლის გახდა და სკოლაში წასვლის პირველი დღეც მოვიდა.
გიორგი უკვე 3 კლასში იყო, მეტად ბეჯითი, გონებაგახსნილი, მხიარული, კარგი მკითხველი და აქტიური ბავშვია.
ლუკა 2 კლასშია არც ის ჩამოუვარდებოდა კარგად სწავლაში..
ყველა სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. ანამარიას და ლუკა მეგობრები არიან, აი ანამარია და გიორგი კი ისეთი საყვარლები არიან, ყოველთვის გაგეღიმებათ მათ „სერიოზულ საუბრებზე“.
პირველ დღესვე ყველა მასწავლეელს და მოსწავლეს ძალიან შეუყვარდა ანამარია. მასაც ყველა უყვარდა, მალე ფავორითი მოსწავლეც გახდა კლასში (რათქმაუნდა სწავლის მხრივ) და მართლაც რომ საამაყო გოგო იზედებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent