შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი არაფრისთვის , ანგელოზიც წავიდა (სრულად)


7-03-2015, 00:18
ავტორი NA NO
ნანახია 3 612

გათენდა მორიგი დილა და ისევ იმაზე ფიქრობ, თუ როგორ ასიამოვნო საკუთარ თავს სხვისი უბედურების ფასად, ძალიან რთულია, როდესაც მარტოობის სავანეში ხარ და ირგვლივ არავინ გყავს,ვისაც ეყვარები,ვინც რჩევას მოგცემს,ვისაც თუნდაც გაუბრაზდები ან ვინც გაგამხნევებს ცხოვრების რთულ ეტაპზე,ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს კრიტიკას იწყებთ?!ნუთუ შეილება გამკიცხოთ, როცა ასე ვიტანჯები?!როცა არავინ მყავს ვინც ეცდება სწორ გზაზე დამაყენოს,მაგრამ ჩემს ცხოვრებას ეს გზა შეეფერება.ჩემი ისტორია შეიძლება ზოგისთვის მტკივნეული,ზოგისთვის სასაცილო იყოს,მაგრამ მე მაინც გიამბოთ ჩემი ბედკრული ცხოვრების შესახებ...
დავიბადე შენიღბულ სამყაროში,ჩემი ოჯახი ერთი შეხედვით ბედნიერი და მხიარული იყო,არავინ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა,დედაჩემი მშობიარობისას დაიღუპა...მამაჩემს დიდი დრო არ დასჭირვებია მის დასავიწყებლად,სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ცხოვრების ახალი თანამგზავრი იპოვა,როცა ისევ უდარდელად განაგრძობდა ცხოვრებას ახალ ოჯახთან ერთად ჩემს მიმართ გრძნობები გაუნელდა,მისთვის თითქოს აღარაფერს წარმოვადგენდი,ალბათ ტვირთი ვიყავი მისთვის,მისი შვილები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მათ ბედნიერებაზე მეტად ფიქრობდა... რაც შეეხება ჩემს დედინაცვალს ის, როგორც ყოველთვის ცხვირაწეული დადიოდა და მუდამ იმას მახსენებდა რომ უსარგებლო ნივთი ვიყავი რომელსაც არავითვის არ მოქონდა ბედნიერება და სწორედ ამიტომ დაიღუპა დედაჩემი....
ამ ყოველივეს ატანა ყოველდღიურად ძნელი ხდებოდა,ვხვდებოდი რომ ხალხის მიმართ მძაფრი დამოკიდებულება მიღვივდებოდა ,რაც ნამდვილად არ მომწონდა, თუმცა ეს შხამი, რომელსაც ჩემს მიმართ ანთხევდნენ წვეთ–წვეთად ეცემოდა ჩემს სულს და ზიზღს იწვევდა და ბოლოს მიღებდა...
როდესაც 16 წელს მივაღწიე ამ ,,ბედნიერ" გარემოში ცხოვრებით,ვეღარ გავუძელი ამდენ დამცირებას და სახლიდან წავედი, მეგონა ,რომ მამა შემაჩერებდა, თუმცა ამაოდ.–მე ხომ მას ცოლი მოვუკალი...
არ ვიცოდი სად წავსულიყავი თუმცა ვიცოდი ,რომ აქ ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა ,ამიტომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი,ჩემი დანაზოგი როცა გამომელია და ჩემი,, განათლებით" ,როდესაც ვერაფერი ვნახე იძულებელი გავხდი მეზრუნა თავის გასატანად, მებრძოლა, ბრძოლაში კი ამჟამად მათხოვრობას ვთვლიდი.,თუმცა მრცხვენოდა...მაგრამ სად უნდა მეშოვა სამსახური, როცა არ მქონდა განათლება?ეხლა ვხვდებოდი , თუ რას გრძნობენ ადამიანები, როცა ქუჩაში ძინავდათ...მეც ვგრძნობდი,.... ეხლა დამცირებას და ზიზღს, თუმცა მესმოდა მათიც,მათ რა იცოდნენ ჩემს შესახებ...
ორი წელი ისე გავიდა რომ ჩემი სახლი და თავშესაფარი ქუჩა იყო,შეიძლება ითქვას ცხოვრების ბედკრულ,ვიწრო და ეკალბარდებით სავსე გზას გადავუხვიე...ისეთი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, რომელიც ადრე ჩემში ზიზღს იწვევდა და სამარცხვინოდ მიმაჩნდა...ვმეგობრობდი ,,ჩემნაირებთან" და ერთად ვპოულობდით რეალობიდან გაგცევის საუკეთესო გზებს,ნარკოტიკებითა და სასმელით,მაგრამ ამით ხომ წამით ვივიწყებდით სამყაროს.....ესეც შვება იყო ჩემი არეული გონებისთვის...
აქ გავიცანი გოგო რომელიც თავიდან უცნაურად მომეჩვენა,ფაქტიურად არ საუბრიბდა,მაგრამ რო შეგეხედათ მისთვის მაშინვე დაგატყვევებდათ მისი გარეგნობა და მომხიბლავობა,მაინტერესებდა, თუ რატო იყო აქ,,მაგრამ თავს მარიდებდა.
ერთხელ დავინახე რომ ტიროდა და მეც დიალოგის წარმართვის შანსი მომეცა, .....

–ყოველთვის მინდოდა შენი გაცნობა მაგრამ,ამის საშუალებას არასდროს მაძლევდი,ახლა ,როდესაც ვხედავ, რომ რაღაც გაწუხებს სურვილი მაქ დაგეხმარო, მაგრამ მეშინია, რომ ამის უფლებას არ მომცემ................იქნებ მითხრა მარტო რატომ ხარ?
ნინი თვალმოუშორებელი მიშტერებოდა მის წინ მიმავალ რბოს...–რისთვის უნდა იყოს ჩემი ისტორია შენთვის საინტერესო,..ცოტახნის შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა ,,,,,,,,–,თუმცა კარგი მოგიყვები თუ როგორ მოვხვდი ამ ,,ზღაპრულ" ქვეყანაში.
რვა წლის წინ ჩემი მშობლები ხანძრის დროს დაიღუპნენ.მე კი არავინ გამაჩნდა ,ამიტომ ბავშვთა სახლში წამიყვანეს,მაგრამ როდესაც 18 წლის ისე გავხდი ,რომ არავინ მიშვილა ბავშვთა სახლიდან წამოსვლა მომიხდა,არ ვიცოდი რა გზას უნდა დავსდგომოდი,მაგრამ ვიცოდი იმ დღიდან ჩემი თავისთვის უნდა მიმეხედა და ბრძოლა უნდა დამეწყო ცხოვრებას თუ არ შეებრძოლები ის გაგრიყავს და დაიღუპები, ამიტომ გადარჩენისთვის ბრძოლაა საჭირო,ამ სირთულის გამო დავეხეტები ქუჩაში და ვმღერივარ, რომ პურის ფული გამოვიმუშავო.განათლების მაღალი დონის არ ქონის გამო სამსახურში არავინ მიმიღო და ახლა შენ წინ ვდგავარ ამ ძონძებში გახვეული...ხალხისაგან კი სიძულვილის მეტს არაფერს ვგრძნობ,თუმცა ჩვენი ბუნება ასეთია,ეჭვის თვაალით უყურებენ მათ ვინც თვალში არ მოსდით.ტუმცა რა მოსაწონია ჩემნაირი ?
–ნუთუ არ შეიძლება ბავშვთა სახლს მიმართო?
–...ვის ჭირდება ნიკა ჩემი დაბრუნება იქ? მათ უგზოუკვლოდ გამომისტუმრეს, მაგრამ, მაინც მადლობელი ვარ მათი.
როდესაც ნინის ისტორია გავიგე მაშინღა მივხვდი მისი სევდის მიზეზს,ალბათ ენატრებოდა მისი ბავშვობა ,როცა ბედნიერი იყო მშობლებთან ერთად,გააჩნდა ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე,ახლა კი წუთისოფლის სირთულეებს მარტომ უნდა გაუმკლავდეს.
რამდენიმე დღის სემდეგ მე და ნინიმ ნანატრი სამსახური ვიშოვეთ და ჩვენი ურთიერთობაც უფრო გაღვივდა,ჩემს ძველ მეგობრებს არ მოსწონდა მასთან ასეთი ურთიერთობა რომ მქონდა და არც ის მოსწონდათ, რომ მათთან ერთად არ ვქურდობდი.
ვხვდებოდი რომ ნინის მეტსვერავის ვამჩნევდი ,ჩემს ცხოვრებას რაღაც მიეცა,ვგრძნობდი რომ ის უნდა დამეცვა და გავპრთხილებოდი.იმედი გამჩნდა რომ მარტო არ ვიქნებოდი და მეყოლებოდა ვიღაც ვისი იმედიც მექნებოდა,ვხედავდი რომ ისიც ხალისდებოდა სიცოცლე უყვარდებოდა .ერთი სეხედვით დაგვავიწყდა სად ვცხოვრობდით და რა გვჭირდა.
13 მარტი...! ჩემი დაბადების დღე იყო და დედაჩემის გარდაცვალების დღე,ძალიან მინდოდა ცუდი არაფერი მომხდარიყო და ტკივილი არ განმახლებოდა.
ნინიმ სასეიროდ წასვლა შემომთავაზა და წავედით,მართლაც მშვენიერი ამინდი იყო ნორჩი ბალახის სურნელი ყველგან იგრძნობოდა,ბუნება იღვიძებდა ,ნინის გავუმხილე რომ ძალიან მომწონდა და ის ჩემი ცხოვრების აზრი იყო...
როდესაც უკან ვბრუნდებოდით ნინიმ ,რაღაც დაინახა მაღაზიის ვიტრინაში და გაიქცა,ვერ მოვასწარი იმის დანახვა თუ როგორ დაჯახა მას მანქანა, ჩემს წინ მისი უსულო სხეული იყო,ამ საბედისწერო დღეს ისევ დავკარგე საყვარელი ადამიანი და ჩემი ცხოვრების აზრი ...მის სახეს ღიმილი ეფინა ,გაფითრებული და გაშოტილი იწვა ჩემი ანგელოზი ცივ მიწაზე და წვიმის წვეთები ეცემოდნენ მის სხეულს...
არ ვიცოდი რა მექნა ეს ყველაფერი არარეალურს გავდა.შევყურებდი მას და არ მჯეროდა რომ ის აღარ იყო.რისთვის უნდა მეცოცხლა ახლა? გმერთმა მარტოობისთვის გამწირა აღარავინ დამიტოვა გარდა ჩემი დაწყევლილი თავისა, რომელიც ახლა მოსიარულე გვამივით დაძრწის აქეთ იქეთ,რომელიც დაიღალა ბრძოლით და იმ გზის ძებნით რომელიც ბედნიერება აპოვნინებს,..მე ვერ ვიპოვე ადგილი სადაც თავს დავიმკვიდრებდი....
ახლა ვზივარ ისევ მარტო ოღონდ უკვე ჭაღარა შერეული..ხალხის თვალებში კიდევ ზიზღია, თუმცა ზიზღს ბოლო არ აქვს,ერთი გამვლელი გაჩერდა და მითხრა , აფერისტი ხარ და სახლში წადი მაგ გზიით ფულს ნუ შოულობო.– გეკითხებით სად წავიდე?სახლში??? სად მაქვს სახლი?მე ხომ არაფერს არ ვიგონებ?!...შეიძლება ჩემი დაჩაჩანაკებული სხეული ზიზღს იწვევს,,თუმცა არავის არაფერს უშავებს გდია მისთვის ქუჩის კუთხეში და ძალით არავის არაფერს სთხოვს.
მართალია არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია რომელსაც აქვს ოჯახი და რაღაც მინიმუმი თავის სარჩენად,მაგრამ მაინც მათხოვრობს და თვალთმაქცობს ,ამის გამო რეალურად არაფრის მქონეთ აკრიტიკებს და ჯაბნის საზოგადოება , ბრბოს აზრი ხომ ყოველთვის ჭესმარიტია და სხვებმაც უნდა გაიზიარონ,ხშირ შემთხვევაში მათი ჭეშმარიტება უფსკრულისკენ აგდებს პერსონას და ღუპავს მას ..,,.ჭეშმარიტება" კი ამ დროს ზეიმობს განაჩნის აღსრულებით...
მაგრამ არსად ჩანს ადამიანის ადამიანობით ადამიანობა...
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



№1 სტუმარი megrel-svani

სამწუხარო რეალობააა recourse

 


№2  offline წევრი NA NO

ძაან დიდი მადლობა, რომ კითხულოობთ love წინა ისტორიაას რაც შეეხება, მალე დავდებ , უბრალოოდ სხვა მუზა მეწვია და ეს დავდეე... winked( სააააალიიიი იმედია გაგახსენდააა ეს ისტორიაააა) love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent