შურისძიება თუ...?!(თავი I)
მურტალი რამ არის ცხოვრებაში. შურისძიება თუ ყველაფერი?! ყველაფერი თუ არაფერი?! თუმცა,უარაფროდ დარჩენილ ადამიანს. ადამიანს,რომელსაც ყველაფერი წაართვეს. მშობლები. ბავშვობა. ბედნიერება. ცხოვრება. სახელი. შურისძიების გარდა აღარაფერი დარჩენია და მაინც რა საშინელებაა შურისძიება გრძნობებით... *** -ნატალია ამაღლობელი. -დამიანე ერისთავი-ამაყად უწვდის მამაკაცი ხელს და მისი საზარლად ბოხი და ცივი ხმა უნებურად ხორკლავს ნატალიას კანს.. *** ცოტა უკან დავბრუნდეთ. სულ რაღაც ორი წელია ნატალია ბავშვთა სახლიდან გამოვიდა. ორი წელი დაუღალავად შრომობდა. იბრძვიდა. იხვეწებოდა. იცვლებოდა. საზოგადოებაში ხმაურიანად შემოსაბიჯებლად ემზადებოდა. შემოაბიჯა?! და მერე როგორ! მთელი წელი ნატალიაზე საუბრობდნენ. ამაღლობელების "დაწყევლილი" სახლი იყიდაო. უსუსრმა გოგომო. არაფრის ეშინიაო. რა მდიდარი ყოფილაო. ფულიანიო. იმასაც ამბობდნენ ერისთავების ვაჟი დამიანე მოსწონსო. არადა, ენა ექავებოდათ,თორე,ნამდვილი მიზეზი არც ერთმა და არც მეორემ იცოდნენ. მერე რომ გაიგეს ნატალია ამაღლობელმა იყიდაო ამაზე სულ გადაირივნენ, მოუსვენრად ცქმუტავდნენ,ყველა უსუსურ გოგონას ელოდნენ, მშობლების სიკვდილით განადგურებულს. მაგრამ მერე რომ ნახეეეს. ოჰ,არასდროს დამავიწყდება მათი სახეები. *** -მამი,შენ და დედა ხომ სულ ერთად იქნებით?! -რა კითხვებია,ნატატო,რა თქმა უნდა. დიდხანს ვიცხოვრებთ,მე, შენ,დედიკო და შენი პატარა ძამიკო,რომელიც სულ მალე დაიბადება. *** -გამარჯობათ,ქალბატონო მაია,ნატალია ამაღლობელი,თორნიკე ამაღლობელის ქალიშვილი!-ელეგანტური ქალბატონი,მეორე ელეგანტურ,ამავდროულად საშინლად დაბნეულ ქალს ხელს უწვდის დამათკენ საშინლად ცივი მზერით მომავალ მამაკაზე გადააქვს მზერა. *** ნატალია შურისძიებისთვის დაბრუნდა. ყველაფრისთვის სამაგიეროს გადახდა უნდა ერისთავებისთვის. იცის რომ ორი შვილი ჰყავთ. გოგონა და ბიჭი. ბიჭი სავარაუდოდ მასზე რამდენიმე წლით უფროსი უნდა იყოს,გოგონა-უმცროსი. ყველას ნელ-ნელა გასტეხს. გოგონას ბავშვობას წაართმევს. ცოლ-ქმარს სახელს და შვილს! მამაკაცს?!-მამაკაცისთვისაც მოიძებნება სასჯელი. სავარაუდოდ სიკვდილი. თუმცა მისთვის ამ ყველაფრის ფონზე სიკვდილი საუკეთესო სასჯელი იქნება. ***(12 წლის წინათ..) ზუსტად თორმეტი წლის წინათ ამაღლობელის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. თორნიკეს კომპანია გაკოტრდა. სახელი გაუტყდა. ხომ გაგიგიათ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო, ხოდა, სულით წმინდა ადამიანმა ვერ მოითმინა ხალხის დამცინავი და უსამართლოდ დასაცინად გამოშვერილი ხელები და შუბლში ტყვია დაიხალა. დიახალისი გადაირია. ვერ გადაიტანა ქმრის სიკვდილი და თავისი ხუთი თვის ბავშვიც თან გაიყოლა.ფეხმძიმედ იყო ანასტასია. დარჩა ობლად პატარა ნატალია,რომელიც ბავშვთა სახლს მიაბარეს და სახლიც,როგორც დაწყევლილ სახლად.. ბევრი რამ ისწავლა ნატალიამ. თექვსმეტ წლამდე ვერაფერს იგებდა, აი,მერე ჩამოუყალიბდა გონება და ფიქრები და ტვინში ერისთავები და შურისძიება ჩაენერგა. შირისძიების მეტი არაფერი ჰქონდა დარჩენილი, შურისძიება და თავისი ძველი მეგობარი-დემეტრე,რომელიც მზად იყო დახმარებისთვის. მანამ ყველაფერი მოაგროვა რაც შესაძლებელი იყო ერისთავებზე და საკუთარ ოჯახზე. გამოსვლის შემდეგ დაიხვეწა. ელიტას შეერია. ცნობილი ბიზნესმენები გაიცნო,მამისგან დარჩენილი ქონება ჩააბანდა და გაასმაგა. ახლა ქალბატონი ერისთავისწინ დგას და სავარაუდოდ დამიანე ერისთავს უმზერს,რომელიც საშინლად ცივი მზერით მოემართება მათკენ და გულში მისი(დამიანეს) სიკვდილის ათასნაირი გეგმებიდან ერთის ამორჩევას ცდილობს. თუმცა ძალებს იკრებს და ხარბად ისუნთქავს ჰაერს,რომ არ გატყდეს... მოგესალმებით,ჩემო თბილებო. მიყვარხართ და მიყვარხართ. სიყვარულით,ნინ(უცი)ა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.