დარჩი ჩემთან... (თავი პირველი)
მოგესალმებით, მე ანუკი მესხი ვარ, 16წლის. მყავს 13წლის და ელენე მესხი. მამა გარდამეცვალა 5წლის რომ ვიყავი, ავარიით, მის მერე დედა გვზრდის. დავდივარ სკოლაში და როგორც ყველა გოგოს, მეც მყავს საუკეთესო ‘დაქალი’ ნუცა ცინცაძე. 2წელია მიყვარს ჩემი სკოლელი 17წლის გიგა დანელია. გიგა ძალიან სიმპატიური და საყვარელია, სკოლაში თითქმის ყველა გოგო მასთან ერთად ყოფნაზე ოცნებობს, გიგას კი არ აინტერესებს არავინ, სულ ძმაკაცებთან ერთადაა, სიმართლე რომ გითხრად კარგად არ სწავლობს, ფულიანი მამა ყავს და არ ენაღვლება სწავლა. გიგას დედა ნატო დანელია ინგლისურის მასწავლებელია და მოსწავლეებს ამზადებს. დედაჩემი სამშენებლო კომპანიაში მუშაობს და იმდენი შესაძლებლობა არ აქვს რომ მე და ელენე კერძო მასწავლებლებთან მოგვამზადოს. ლილე მესხი ბებიაჩემია, იგი გერმანიაში ცხოვრობს, მუშაობს და თვეში 2-ჯერ ფულსაც კი გვიგზავნის. როდესაც მე გავიგე გიგას დედის შესახებ, ძალიან მომინდა მასთან მომზადება, წარმოვიდგინე რომ გიგას სახლში ვივლიდი და ვნახავდი როგორ ცხოვრობს, როგორი სახლი აქვს. მაგრამ ისიც გავიგე რომ ქალბატონი ნატო ძალიან ძვირად ამზადებდა ბავშვებს და მე ვერ შევძლებდი მასთან სიარულს. ყოველ დღე სკოლაში მივდიოდი, და ვნახულობდი გიგას, როდესაც მას დავინახავდი გული მიჩქარდებოდა, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი მაგრამ არ შემეძლო.... ასე გადიოდა თვეები. ერთხელაც გადავწყვიტე რომ ჩუმად მემუშავა და ჩემი ხელფასით მევლო გიგას დედასთან. კომპიუტერში ვაკანსიები ვნახე, და ერთერთ რესტორანში მიმტანობა ვარჩიე, გასაუბრებაზე როდესაც მივედი მითხრეს რომ ჯერ ძალიან პატარა ვიყავი მანდ სამუშაოდ, საშინელ ხასიათზე წამოვედი იქიდან. 1კვირა ვათვალიერებდი ვაკანსიებს მაგრამ უშედეგოდ. ნუცა სულ მეუბნეოდა რომ არ გამომივიდოდა მაგრამ მე სულ ვპასუხობდი რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი სიყვარულის გამო. ერთ დღესაც სკოლაში როდესაც მივდიოდი სულ ჩემთხვევით ვიპოვე 10ლარი, ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ არავინ იყო, ავიღე ეს 10ლარი და წავედი სკოლაში, სკოლაში რომ მივედი ნუცა უკვე მისული იყო -ნუცაა, დღეს ქუჩაში 10ლარი ვიპოვე -მართლა? აუ წამო შატალოზე -არა, უნდა შევაგროვო და გიგას დედასთან დავიწყო სიარული -ხუმრობ? ჯერ მარტო 10ლარი გაქ, 260ლარი როგორ უნდა შეაგროვო? -რამეს მოვახერხებ, მთავარია გიგას სახლში ვიარო -კაი ხოო, მაინც ვერ ხვდები რომ არ გამოგივა, ჯობია უთხრა დედაშენს იქნებ შეძლოს და გადაგიხადოს. -არა, ვიცი რო ვერ შეძლებს, და ტყუილად უნდა გავანერვიულო -კაი ხო, ნახე მოდის უკან გავიხედე, და გიგა მოდიოდა თავის ძმაკაცებთან ერთად, ისე ჩამიარა ზედაც არ შემომხედა. მაგრამ უკვე მიჩვეული ვიყავი მისგან ესეთ საქციელს. გავიდა 3თვე, და როგორც იქნა შევაგროვე 260ლარი, დედასთვის არაფერი მითქვმს ისე დავურეკე გიგას დედას. -გამარჯობა ქალბატონო ნატო. -გისმენთ -მე ანუკი მესხი ვარ, 16წლის, თქვენთან ვაპირებ მომზადებას -იცი ასე ტელეფონით, ვერ შევთანხმდებით, პარასკევს გცალია? -რომელ საათზე? -4საათზე -დიახ მცალია. -მაშინ ჩემს სახლში მოდი და აქ ვილაპარაკოთ, მისამართი იცი? -არა -ყაზბეგის ქუჩა, ნომერი 44 -მადლობთ, პარასკევს 4საათზე მოვალ. -კარგი გელოდები. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, და ერთი სული მქონდა პარასკევი როდის მოვიდოდა. აი დადგა ყველაზე ბედნიერი დღეც, ჩემს ცხოვრებაში.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.