შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" დასასრული


7-03-2015, 17:59
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 224

მოვიდა ეს სანატრელი დაბადების დღეც. მიხედავად იმისა, რომ შეყვარებული ყავს ბიჭებისგან საკმაოდ ბევრი საჩუქარი მიიღო. ჩემი საჩუქარი კი მინდოდა განსხვავებული და ამასთან საინტერესო ყოფილიყო. ნინის არ უყვარს სამკაულები და ძვირფასი საჩუქრები. ამიტომ სულ, რომ ოქროებში ამომევლო ყვეფაერს უკან გამომატანდა. ვაჩუქე მაისური აინშტაინის გამოსახულებით და სარკე. სარკე იმიტომ, რომ მინდა წელს მაინც შეძლოს საკუთარი თავის დანახვა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რა უნდა ამ ცხოვრებიდა. ხო, აი აინშტაინი მხოლოდ მე და ნინიმ ვიცით.
მეგონა რატი უფრო რომანტიული იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ სუნამო აჩუქა(როგორც იქნა გაიგეს, რომ საჩუქარი ფასიის მიხედივით არ განისაზღვრებაა). აგრეთვე ბათუმის ბილეთები იყიდეს და ორი დღე ბათუმში დაისვენებენ.
შევედი ბარში. ჩვეულებრივი დაბადების დღე იყო. ყველა თავისთვის ცეკვავდა და ლაპარაკობდა. ნინი და რატი ჩახუტებულებულები ისხდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. მე კი მარტო ვიჯექი და ლოთივით მარტო ვსვავდი. თავიდან ერთი დავლიე, მერე მეორე, მესამე, მეოთხე და უკვე კარგად ვიყავი. ყველაფერი ტრიალებდა. გავედი აივანზე სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.
-იცი ბევრს როდის სვამენ?-მითხრა ვიღაცამ და გაკვირვებული მოვტრიალდი.
-ერეკლეეე?- მთვრალი ვიყავი, მაგრამ მისი სახის გარჩევას რა უნდოდა.
-პირველი, მაშინ როდესაც "უსწორდებათ" და მეორე, მაშინ როდესაც ძალიან ტკივათ. შენ როგორ მდგომარეობაში ხარ?
-აბა, არ ჩამოვდივარო?-შევეცადე კითხვისთვის თავი ამერიდებინა. არადა როგორ გამიხარდა მისი დანახვა.
-კითხვაზე მიპასუხე.
-სიმართლე?
-განა ყოველთვის სიმართლეს არ მეუბნები?
-ყოველთვის არა. ზოგჯერ სხვების და საკუთარი თავის მოტყუებაც კი მიწევს. სიმართლე კი ახლა ის არის, რომ უფრო მეტად მტკივა ვიდრე "მისწორდება".
-კარგი და რატომ გტკივა?
-ვერ გეტყვი-ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა.
-რატომ?-მკითხა ისე, რომ არც კი შემოუხედავს.
-ვერ გეტყვი და მორჩა-ვუთხარი აკანკალებული ხმით.
ხელი მომკიდა და ბარში შემიყვანა. სცენაზე ავიდა, ხელი ჩემზე ჰქონდა მოკიდებული და მიკროფონი აიღო.
-მოგესალმებით ყველას! ალბათ გაინტერესებთ ვინ ვარ. ამ დარბაზში მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობ. პირველ რიგში, ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მთელი გულით მიულოცოს დაბადების დღე იუბილარს. ნინი გილოცავ, ჩემო საყვარელო. განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ გეტყვი. უბრალოდ გისურვებ ის ოცნებები, რაც ღამით მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას დაგისახავს აგხდენოდეს. და რატის ვუსურვებ ეს შენი ბოლო გაჩერება იყოს-ნინის გაეღიმა და ერეკლეს კოცნა გამოუგზავნა(როგორც ჩანს ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა)-მეორე რიგში კი ვარ ადამიანი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული. ცხოვრებაში პირველად ვიპოვე ადამიანი, რომელმაც გამიგო, მიმიღო, შემიყვარა, მასწავლა, გამაბედნიერა და ეს ყველაფერი სულ რაღაც 25 დღეში მოახერხა. ადამიანი, რომლემაც დაძლია ყოველგვარი შიში, რომელმაც გაბედა და გადადგანაბიჯი და ამით გვანახა თუ როგორი მამაცია. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემს გვერდით დგას ეს ადამიანი (არავისკენ არ იყურება). ადამიანი, რომელიც ყოველგვარი ადამიანური გრძნობებითაა სავსე. შეიძლება ბევრს არ გესიამოვნოთ და მითხრათ რა დროს სიყვარულია ნინის დაბადების დღეზე ვართო. სიყვარული მინდა გითხრათ ყველგან და ყოველთვისაა. ახლა კი როგორი ორიგინალურიცაა ისე ორიგინალურად მინდა ვუთხრა თუ როგორ მიყვარს. -და ჩაირთო სიმღერა რომლითაც დაიწყო ყველაფერი. სცემიდან ჩამოდის, მოდის ჩემსკენ, ჩემს ხელს იჭერს და იწყებს:


"მოღუშულა მთვარე, ჩაფიქრებულა ღამე
და პატარა ვარსკვლავები ჩამოკიდულან ცაზე
მე დღეს მინათებს ციდან მოსული სხივი
მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თუ მე ვლოფილვარ გიჟიი
მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა
ნატვრის ხესთან, რომ ჩავიფიქრეე
და ნელნელა ოცნებაც ახდა
და დღეს შენ ჩემი ხარ შეენ
შენ ხარ გოგონა ლამაზი თვალებით,
რომელსაც ვუმღერ ამ გიტარებით შენ
გიმღერი შენ!
ხელში ავყავარ და მკოცნის! ეს ყველაფერი ისე აირია ერთმანეთში, რომ ემოციებით გავიჟღენთე და უცებ ვერც კი მიხვდი ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ ცხადი. უცებ დარბაზი დაინგრა, ყველა ჩვენ გვიკრავდა ტაშს და აღმოჩნდა, რომ ვიდექით შუა დარბაზში და ერთმანეთს ვკოცნიდით(ეს ვიდეოებიდან ვიცი). თანდათან მუსიკა ტემპში შედის და ჩვენც ცეკვას ვიწყებთ (Time of my Life). ისეთი გახარებული, გაოგნებული და ემოციებით ახსავსე ვიყავი, რომ ყველაფრის უნარი დავკარგე. ასე რომანტიულად, ასე საჯაროდ ჯერ სიყვარული არავის აუხსნა. თან ვინ ამიხსნა? ადამიანი, რომელის სამყაროს მირჩევნიაა და ამდენი ხნის განმავლობაში მასზე მხოლოდ ვოცნებობდი.მოკლედ, კიდევ ერთხელ მივხდი, რომ ერთ წუთში სამყაროც კი თავდაყირა დადგება. უკვე სხვებიც შემოგვიერთდნენ ცეკვაში. ნინი მოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა. ასე სამივე, ერთმანეთზე ჩახუტებულები ვცეკვავდით და სამყარო ჩვენი გვეგონა.
გავედით აივანზე
-მართლა გიყვარვარ?-კიდე ვერ ვიჯერებდი.
-ხვალ იმის შეყვარებაც კი შეიძლება, რაც დღეს ზედაპირულად მოგწონს.ეს შენი სიტყვებია ლიი. რაც გაგიცანი მას შემდეგ ვხვდებოდი, რომ შენ სხვებს არ გავდი. თბილი და ტკბილი ხარ პატარა. დედამ კი ის დამანახა, რომ შენ ასე ახლოს მყავდი და შენნაირს კიდე სხვის ორგანიზმში ვეძებდი.
-თავიდანვე ხვდებოდი რომ უძალიანესად მიყვარდი?
-მინდა გითხრა, რომ კარგი მსახიობი ხარ.
-აჰაჰჰაჰა, მე კი ძალიან ცუდად ვიყავი. ნინი ბოლო დროს მაგიტო გექცეოდა ცუდად, რომ არ უნდოდა ერთად ყოფილიყავით.
-შენთვის პირველია ხომ?
-ხო.
-ჩემთვისაც...
-ანუ?
-ანუ ნინი მხოლოდ გატაცება იყო.
-და დავიჯერო სხა არავინ გყოლია?
-განსხვავებული მარტო შენ არ ხარ.-მითხრა და მაკოცა.
ის ვიპოვე ვისაც ვეძებდი. და იცით ეს რამხელა სიამოვნებაა. აღარასდროს გავუშვებ და ყოველდღე გავუმეორებ, რომ მიყვარს.
სახლში გვიან დავბრუნდით, თუმცა დედას და მამას საერთოდ ყველაფერი მოვიყევი. დაწყებული აგარკიდან დამთავრებული დღევანდელი დღით. მათაც ბევრ კითხვაზე იპოვეს პასუხი და რაც მთავარია მიზეზი ჩემი შეცვლის. ძალიან ბევრი იცინეს ჩემს გაბუტებებზე. რა უცნაურია ცხოვრება ჯერ კიდევ გუშინ მასზე ვოცნებობდი დღეს კი ჩემია.
ცხოვრებაში ყველა პოულობს თავის მეორე მეს. ზოგი პოულობს და კარგავს. ზოგი ვერც ხვდება, რომ ის "ის"არის. ზოგი კი ინარჩუნებს. მეც ვიპოვე ჩემი "მეორე მე", რომლეიც სხვებს არ ჰგავს. და სწორედ ეგ მომწონს მაში. აქამდე მეგონა, რომ მეორე მე ჩემი სხვანაირი სახე იყო, დღეს კი მივხვდი, რომ მეორე მე არის პიროვნება რომელიც დგას შენს გვერდით და გავსებს, რომ იყო მთლიანი. როგორ მიყვარს ერეკლეე!!! მოდი ასე დავამთავრებ: მე უკვე ვიპოვე ჩემი მეორე მე!!!

მეორე მე!
მეორე მე!


როგორც ხედავთ ისინი ერთად არიან! ყველას გისურვებთ იმ სიყვარულით შეგაყვაროთ ღმერთმა, როგორადაც ერეკლეს და ნინის უყვართ ერთმანეთი. ნუ დაიფასებთ თავს(პირველი თუ უნდა თვითონ მომწეროს და ესეთები) სადაც სიყვარულია იქ მსგავსი რამ არ ხდება...
ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ისტორიას კითხულობდით! განსაკუთრებით თიკოს, მარიამს, ნინის და თაკოს! შეახამეთ ისტორია რა მოგეწონათ და რა არა <3 <3



№1 სტუმარი tiko

ვა კაი იყო ყოჩაღ ნათი ჩემი ჭკვიანი...ბოლო განსაკუთრებულად მომეწონა wink

 


№2  offline წევრი BusaMariami

პირველ რიგში მადლობა შენ ასეთი სიყვარულით სავსე ისტორიისთვის love ძაააალიან გამიხარდა ბოლოს ერთად რომ დარჩნენ ლილე და ერეკლე love ველოდები შენს "მუზას" და ახალ ისტორიას <3 request აიი მე როგორც ვახასიათებ ხოლმე "ღუნღულა" ისტორიებს ველოდები lol მე თურმეე ანგელოზი შემიყვარდააა (ჩემი საყვარელი სიმღერააა) love აბაა წარმატებები და მიყვარხარ love
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

tiko
ვა კაი იყო ყოჩაღ ნათი ჩემი ჭკვიანი...ბოლო განსაკუთრებულად მომეწონა wink

BusaMariami
პირველ რიგში მადლობა შენ ასეთი სიყვარულით სავსე ისტორიისთვის love ძაააალიან გამიხარდა ბოლოს ერთად რომ დარჩნენ ლილე და ერეკლე love ველოდები შენს "მუზას" და ახალ ისტორიას <3 request აიი მე როგორც ვახასიათებ ხოლმე "ღუნღულა" ისტორიებს ველოდები lol მე თურმეე ანგელოზი შემიყვარდააა (ჩემი საყვარელი სიმღერააა) love აბაა წარმატებები და მიყვარხარ love

ორივეს უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ კითხულობდით ჩემს მოთხრობას!

 


№4  offline წევრი ნინი-21

ყველაფერი იყო იდიალური, ემოციაც, წყენაც, ტკივილიც, რომანტიკაც. love ძალიან მომწონდა ეს ისტორია. ველოდები შენს ახალ ისტორიას ნათი, აბა შენ იცი წარმატებები ! ♥

 


№5  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთიანად. ძალიან მაგარი ხარ :*:*:*:* დასასრული საოცარი ქონდა. <3

 


№6  offline წევრი CooLPlaYeR

ნინი-21
ყველაფერი იყო იდიალური, ემოციაც, წყენაც, ტკივილიც, რომანტიკაც. love ძალიან მომწონდა ეს ისტორია. ველოდები შენს ახალ ისტორიას ნათი, აბა შენ იცი წარმატებები ! ♥

Annee
ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთიანად. ძალიან მაგარი ხარ :*:*:*:* დასასრული საოცარი ქონდა. <3

უღრმესი მადლობაა <3

 


№7 სტუმარი tako_tako

ვუიამეე ჩემო საყვარელო რა მაგარი გოგო ხარ!!! როგორი ორიგინალური ისტორია იყო და საერთოდ ყველაფერი მომეწონაა!!! გთხოვ არ დაიგვიანო და ახალი ისტორია შემოგვთავაზეეეე love love

 


№8  offline წევრი CooLPlaYeR

tako_tako
ვუიამეე ჩემო საყვარელო რა მაგარი გოგო ხარ!!! როგორი ორიგინალური ისტორია იყო და საერთოდ ყველაფერი მომეწონაა!!! გთხოვ არ დაიგვიანო და ახალი ისტორია შემოგვთავაზეეეე love love

არა მგონია კიდე რამე ისტორია დავდო.. მაგრამ ვნახოთ <3 ჩანახატებით "გაგანებივრებთ"

 


№9  offline წევრი tankli tunkli

აუუუ რა კარგია ერთად რო დარჩნენნ... ახალი ისტორია დდადე რაა <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent