-ეს ომია? -სულაც არა ეს ჩემი ხასიათია - 5
გამარჯობა <3 მადლობა ვინც გამოხატავთ თქვენს აზრს <3 მგონი პატარა თავი არ უნდა იყოს <3 თვითონ შეაფასეთ გთხოვთ ნუ გეზარებათ გამაკრიტიკეთ დაწერეთ თქვენი აზრი მოგწონთ თუ არ მოგწონთ სულ ორი წუთის საქმეა და ორი წუთისაც არა <3 ნუ დაიზარებთ <3 რომ ჩავედი ნიკასთან მივედი მას არაფერი უკითხავს უბრალოდ მაგრად ჩავეხუტე და უსიტყვოდ მიხვდა რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს დავსხედით და ვლაპარაკობდით უამრავ რაღაცაზე ვისაუბრეთ. -ბექა- ანას ვურეკავდი მაგრამ მობილური გათიშული ქონდა სამსახურიდან სასწაფოდ წამოვედი და სახლში მივედი იქ კი მაგიდაზე დაყრილი ფოტოები დავინახე ერთი კარგად შევიგინე და ანას მშობლებთან დავრეკე მაგრამ მათ მითხრეს რომ ის წავიდა მეტი არაფერი უთქვიათ ახლა ალბათ აეროპორტშიაო მე სასწრაფოდ ავიღე მანქანის გასაღები და აეროპორტში წავედი ყველაზე დიდი სიჩქარით მივდიოდი მივედი და დავინახე როგორ აფრინდა თვითმფრინავი მივედი და ვიკითხე მისი სახელით ადგილი თუ იყო აღებული და სად მიფრინავდა ის თვითმფრინავი მაგრამ როგორც კი ეს ვიკითხე მითხრეს რომ ვერ მეტყოდნენ ამას მე ერთ-ერთს ფული მივეცი ჩუმად და ვუთხარი ეთქვა მანაც მითხრა რომ ლონდონში მიფრინავდა ის თვითმფრინავი მაგრამ ამას რა აზრი ჰქონდა სად მეძებნა სად? სახლში წამოვედი და დივანზე დავჯექი როგორ მენატრებოდა რა სისულელე გავაკეთე რა სისულელე გავაკეთე მას როგორ ვუღალატე მე ხომ ის ასე ძალიან მიყვარს არა რა ბექა სულელი ხარ იდიოტი ხარ დეგენერატი ვერ ვიტან ჩემს თავს მე ის დავკარგე მე ის დავკარგე ასეთი ნაზი და მშვენიერი არსება დავკარგე 888 -აუ ნიკა მეძინება -წამო და რომელი ოთახიც მოგეწონება იქ დაიძინე -კაი წამო - მე და ნიკა ავედით მაღლა და ოთახი ავარჩიე მისი ოთახის გვერდით იყო მერე კი დავწექი ნიკა გავიდა ოთახიდან მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს უბრალოდ საწოლზე ვიჯექი ფეხები მოკეცილი მქონდა და ვფიქრობდი ყველაფერზე ნიკას ვეტყვი რომ ორსულად ვარ მაგრამ არ ვეტყვი რომ მიღალატა ამას ვერ ვეტყვი მოკლედ გათენდა მე ავდექი ვიბანავე ჩავიცვი მუქი ლურჯი კაბა ტანზე მომდგარი ფეხზე კი მაღალ ქუსლიანები თმები გავიშალე დავივარცხნე ჩემი საყვარელი სუნამო დავისხი ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი სამზარეულოში ნიკა ცეზარს აკეთებდა -ვუაიმე ჩემი საყვარელი ძმა ცეზარზე ვგიჟდები -ვიცი და მაგიტომაც ვაკეთებ აი უკვე დავამთავრე - მან მაგიდაზე დადგა დიდი სალათის ჯამი კიდევ ორი თეფში ჩანგალი და წვენის ჭიქები ფორთოხლის წვენი დამისხა და თვითონაც დაისხა შემდეგ კი კარგად მოთავსდა სკამზე მეც დავჯექი -ნიკა რაღაც მინდა გითხრა -ხო გისმენ -ორსულად ვარ - ვთქვი და თავი დავხარე -ვაიმეე მართლააა აუუ რა მაგარია დიშვილი მეყოლება - ის ადგა და ჩამეხუტა -ხო მაგარია -ანა ვიცი მე რაც მოხდა -კი მაგრამ -ხო იცი რომ ყოველთვის ყველაფერი ვიცი? ვიცი რაც მოხდა ფოტოები რომ ნახე ბექა ჩემი ძმაკაცია მან დამირეკა და ყველაფერი მითხრა ვიცი რას გრძნობ ეხლა გიყვარს? -ყველაზე მეტად -ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა -თვალებში ცრემლი ჩაგვდიდგა ორივეს -მაგრამ ცხოვრება გრძელდება მომისმინე ეხლა მთავარია რომ არ ინერვიულო და ხო კიდევ ერთი მე ვფიქრობ მან ბავშვის შესახებ უნდა გაიგოს იცი?! როდესაც ის დაიბადება გაიზრდება და გკითხავს სადაა მამამისი რას უპასუხებ? იცი იქნებ შერიგდეთ? მართალია მან გიღალატა მაგრამ მისთვის ოჯახი უკვე ყველაფერია თანაც... -მე აღარ დავამთავრებინე მას -იცი მან როდის მიღალატა? ჩვენი ქორწინების დღეს სანამ იქ მოვიდოდა ქონდა მას დრო მთელი დღე დრო არ დაუკარგავს ტყუილად -ხო მაგრამ ეს ხომ ფიქტიურო ქორწინება იყო მაინც -ნიკა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ შევთანხმდით ქორწინებიდან ერთი დღით ადრე რომ ღალატით არ ვუღალატებდით ერთმანეთს მეცხომ შემიძლია ეხლა ავდგე და წავიდე სხვასთან? - ის ჩუმად იყო ხმას არ იღებდა -კარგი მოდი ვჭამოთ და მერე წავიდეთ კომპანიაში მეც მინდა რომ დაგეხმაროთ აბა უსაქმოდ ხომ არ ვიქნები? - ვუთხარი და სალათი თეფშზე დავიდე -ანა ვფიქრობ რომ მაინც უნდა იცოდეს მან ბავშვზე -ამას მე გადავწყვეტ ნიკა გთხოვ რა -კარგი - მერე სამივემ გემრიელად ვისაუზმეთ და კომპანიაში წავედით ხო სამივემ ჩემს მუცელში პაწაწუნა არსება ცხოვრობდა კომპანიაში რომ მივედი ნიკამ ჩემი თავი ყველას გააცნო განსაკუთრებით ერთი გოგო მომეწონა ძალიან ნიკას მდივანი იყო ნინი ერქვა მე ნიკამ მე ნიკამ მაჩვენა ჩემი კაბინეტი მეც დავჯექი და ფიქრი დავიწყე ხატვაზე ვგიჟდებოდი ამიტომ ავიღე დიდი ფურცელი ბევრი ფანქრები ფლომასტერები და საღებავები და ხატვა დავიწყე ვხატავდი გოგოს მაღალს და გამხდარს შემდეგ კი მას ძალიან ლამაზი სამოსი შევურჩიე ასეთი კიდევ რამოდენიმე დავხატე იმ ნახატებში გადმოვცემდი ჩემს ტკივილს მათ სამოსს რაღაც განსაკუთრებულ ფერებს ვძენდი რაღაც სხვანაირ სტილს ვხატავდი არა იმ კაბებს რომელსაც სხვები ქმნიან არა მე სულ სხვა სტილი შევქმენი დიდი ხანი ვხატავდი შუადღით ნიკამ შემომიღო კარები -ან წამო მე შენ და ნინიმ რამე შევჭამოთ თორე გახმა კუჭი -აუ არ მინდა არ მშია შენ და ნინი წადით -რას ხატავ? -ნწ ნწ ნწ საღამოს ნახავ -აუ კაი რა მაჩვენე გთხოვ -არა არა არა წადი ეხლა -არა შენ გარეშე არ წავალ მითუმეტეს ხომ იცი ეხლა ერთი აღარ ხარ შენს მუცელში პაწაწინა ბიძიას სიხარულია ამიტომ წამოხვალ და შეჭამ -ხო მოვდივარ - მე ფუნჯი დავდე მაგიდაზე და ნიკასთან ერთად ჩავედი დაბლა ნინი უკვე იქ იყო და გველოდებოდა -სად წავიდეთ? - ვთქვი მე როცა უკვე მანქანაში ვისხედით სამივე -მე ხაჭაპური მინდა ვთქვი ქართულად და გავიცინე -ხაჩაფური? - გაიმეორა ნინიმ ქართულად -ხო - ვუპასუხე ინგლისურად ნუ სულ ინგლისურად ვლაპარაკობდი რათქმაუნდა იქ ქართული მარტო ნიკამ იცოდა და სახლში ველაპარაკებოდი მხოლოდ ინგლისურად ან კიდევ ერთად რომ ვიყავით ხოლმე ნიკამ აუხსნა და გაუღიმა ნინი კარგი გოგო იყო თან ნიკას მოსწონდა მეც მომეწონა ამიტომ მას მხარი ავუბი ერთად წავედით ქართულ რესტორანში და კუთხეში დავსხედით მე თავი შუშის დიდ ფანჯარას მივადე და გარეთ ვიყურებოდი -ბიჭო ნინის როგორ არ გაასინჯე ხაჭაპური ან ქართული კერძები ჰა? უნამუსო შენ არ გეპატიება ეგ - ვუთახრი უკვე მაშინ როცა შევჭამეთ ყველაფერი და ნინი აღფრთოვანებული იყო ქართული საჭმელებით -რავი ტო - ეს თქვა და გაიცინა მერე ნინის ხელი გადახვია და აკოცა -კარგი წყვილი ხართ ცოლობა როდის უნდა სთხოვო? - ვკითხე ნიკას ქართულად -მალე - მანაც ქართულად მიპასუხა და ნინის თმებზე მოეფერა -შენ არ ხარ შეყვარებული? - მკითხა ნინიმ მე თავი დავხარე ცრემლების დასამალად მერე კი გავიღიმე და ვუთხარი -თავდავიწყებით (ქართულად) მერე კი ინგლისურად მას რომ გაეგო ვთქვი -არა - და ისევ გავიღიმე -ცუდია -ხო ცუდია... - კიდევ ბევრს რაღაცაზე ვისაუბრეთ მერე კი კომპანიაში დავბრუნდით მე ხატვა გავაგრძელე საღამომდე მხოლოდ სამი ნახატი მოვასწარი მე ნიკასთან შევედი უკვე გვიან საღამოს კაბინეტში და ჩემი ნახატები შევუტანე -არ არსებობს - თქვა ნიკამ და ჩემკენ გამოიქცა მაგრად ჩამეხუტა და ხელებს აღარ მიშვებდა -ნიკაა გავიჭყლიტე - ვთქვი და მისი მკლავებიდან თავი დავიძვრინე -ეს შენ.. შენ დახატე? -კი მე დავხატე -გაოგნებული ვარ შენ შენ შენ ახალი სტილი შექმენი რაღაც ძალიან მაგარი -ჩვენ მოვიგებთ -რას? -ორ წელიწადში საუკეთესო კომპანია ამ საქმეში პირველ ადგილს მოიპოვებს მოკლედ რაღაც განსხვავებული უნდა შექმნან და ჩვენება და მთელი ამბები იქნება ეს ნებისმიერი კომპანიისთვის უდიდესი მიღწევა იქნება დიდი ხანი ვფიქრობდით მე და ნინი რა უნდა შეგვექმნა ასეთი ბევრი რამ ვცადეთ მაგრამ ეს რაღაც საოცრება ხარ ანა -მთავარია ეს ყველაფერი კარგად შეკერონ რომ მართლაც ასეთი მაგარი გამოვიდეს -ხო -გავაგრძელებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მოვიგოთ -ხო წამო სახლში წავიდეთ უკვე გვიანია -ხო თან მშია -კაი კაი წამო - მითხრა ღიმილით და გამოვედითკაბინეტიდან ნინი უკვე წასული იყო ჩვენ სახლში წავედით ასე დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა რომ ავდექი ჩავიცვი და ნიკას ოთახში გავედი -ნიკაა - ვაღვიძებდი პატარა ბავშვივით მას -რა იყო ანა ცუდად ხარ? - მალევე წამოდგა -აუუ არა ნაყინი მინდა -რაა? -აუუ ნაყინი მინდააა ნაყინი მინდააა -კაი კაი მოიცადე ეხლავე ავდგები და წავალ ნაყინს მოგიტან -არა მეც მინდა წამოსვლა -კაი ეხლავე - ის ადგა ჩაიცვა და მანქანის გასაღები აიღო ჩვენ წავედით უამრავი ადგილი მოვიარეთ მაგრამ არსად იყო მერე რაღაც სანაყინე ვნახეთ ოცდაოთხ საათიანი იყო რომ შევედით და უამრავნაირი ნაყინი დავინახე თვალები გამიბრწყინდა -ოხ ანა რა ბავშვი ხარ - მითხრა ნიკამ სიცილით მე კიდევ მის ნათქვამზე გავიბუტე და ხელები გადავაჯვარედინე ვიდექი გაბუტული -კაი რა არ გამებუტო კაი ბოდიში - ლოყაზე მაკოცა ჩამეხუტა მეც ეგრევე გავიცინე -რისი ნაყინი გინდა? -რისი და შოკოლადის კიდე მარწყვის და კიდე კივის აუუ კიდე მინდა ბანანის და კიდევ ააამმმმ... მეტი არაფერი -მე მინდა შოკოლადის - უთხრა ნიკამ და დაველოდეთ რომ მოგვცეს 5 ყუთი ნაყინი მერე წამოვედით სახლში და დივანზე კარგად მოვკალათდით თან ტელევიზორი ჩავრთეთ და მურთფილმს ვუყურებდით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.