შემზარავი მარტოობა (სრულად)
,,დაეცი?-უნდა წამოდგე! დამარცხდი?-უნდა იბრძოლო! მოკვდი?-მკვდარმაც უნდა იცოცხლო!" *** მოსიარულე მკვდარს დამსგავსებოდა ლიზა.მისი შემხედვარე ადამიანს სიცოცხლის სურვილი გაუქრებოდა.წარმოგენა შეეცვლებოდა ვარდისფერი სათვალიდან შემყურესაც ცხოვრებაზე. ლიზა ერთ ადგილს იყო მიშტერებული ,განვლილ ცხოვრებას იხსენებდა.ჯერ სულ 21 წლის არი,თუმცა არ დავიწყებია ბედისწერას რომ მძიმე დაღი დაესვა მისთვის.უმალ შეატყობდი რამხელა სევდას იტევდა დიდრონი შავი თვალები,თუმცაღა ერთი ნათელი წერტილის აღმოჩენაც არ გაგიჭირდებოდათ დაღვრემილ გამოხედვაში.. ,,თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვაღორს შორის ამოეთქილი პაწაწინა ყვავილები ბედნიერებისა"..თუმცა ამაზე მოგვიანებით.. *** მზის სხივები აკიაფებულიყვნენ და ლიზას სხეულზე კეკლუცობდნენ.სასცილოდ მწოლიარე ლიზა უდარდელად ფშინავდა,სიმყუდროვეს მხოლოდ მაღვიძარის წკრიალი არღვევდა,ალბათ,უკვე მეათედ რეკავდა ზარს,ვითომ ესეც მიჩვეული ყოფილიყო ქალბატონის,ვინ იცის კიდევ მერამდენე დაგვიანებულ გამოღვიძებას.თითქოს რამის თქმა შეეძლოს,ცალი წარბი აეწია მაღვიძარას და მომლოდინე ისრებით შეჰყურებდა შეუტოკავ ლამაზმანს.ლიზა კი აგრძელებდა ძილით ნებივრობას,აი,უკვე მეთერთმეტე ზარზე ინება მისმა აღმატებულებამ ძილთან გამოთხოვება და თვალები მოისრისა,ერთი მაღვიძარას გახედა და იმხელა შეიყვირა გეგონებოდა პირველად დაემართა მსგავსი რამ. -,,ოო,ჯანდაბა ლიზა რა,როდისღა უნდა მიეჩვიო ახალ რეჟიმს'' ?-ეკითხებოდა საკუთარ თავს, ,,ჰმ, ძაან ახალია" - დააყოლა ირონია თავისივე ნათქვამს და თავი სასაცილოდ გააქნია.15 წუთში გაჩერებასთან იყო.როცა უნდა მაშინ სწაფზე სწრაფია.უნივერსიტეტის შემდეგ მაღაზიებში გაიარა,მეორე დღეს კურსელის დაბადების დღეზე მიდიოდა და მომზადება ხომ სჭირდებოდა.სახლში დაღლილი დაბრუნდა,შხაპი მიიღო და დასაძინებლად გაემართა.ერთი გაფიქრება იფიქრა მამას გემრიელ ვახშამს დავახვედრებო,თუმცა უმალ გადაიფიქრა ,,არც დღეს მოვა სახლშიო" და მეტი რა უნდოდა,მალევე გადაეშვა ძილის სამყაროში. შუადღის 2ზე გაეღვიძა,თავში მოიშინა,რაღას მოვასწრებ მომზადებასო,არადა 7მდე უამრავი დრო იყო.დიდად მოხარული არც იყო იქ წასვლით,რა გაუძლებდა იმათ ,,ძერსკ" სასტავს -,,ძერსკი და სვეცკი რო ვერ განუსხვავებიათ ერთმანეთისგან"- წამოიბურტყუნა და თავსისივე ნათქვამზე გაეცინა.თუმცაღა რომ არ მისულიყო,არ გამოელეოდათ სალაპარაკო ქალბატონმა არ გვიკადრაო.იძულებული იყო წასულიყო და აეტანა მათი გამოხტომები.ზლაზვნით მივიდა საშხაპემდე,მოწესრიგდა,შავი ტანზე მომდგარი კაბა გადაიცვა,რომელიც მკვეთრად გამოყოფდა მის უნაკლო ტანს,მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა,თუმცა მე თუ მკითხავთ სულ არ სჭირდებოდა ამ გოგოს არაფრის წათხიპვნა,ისედაც ულამაზესი იყო.შავი დიდრონი თვალები,გრძელი წამწამები,კურნოსა ცხვირი,შევსებული ტუჩები,წაბლისფერი თმა.ვერც ერთ ნაკვთს დაუწუნებდი მეტიჩარა ქალბატონს.წითელ მაღლებზე შედგა და სახლი დატოვა.კლუბში ყველანი მისული დახვდა,ყალბი ღიმილი გადაიკრა სახეზე და ყველას მიესალმა.ნუცას დაბადების დღე მიულოცა,საჩუქარი გადასცა და შეუერთდა მოქეიფეთა ჯგუფს.ერთ უცნობს მოჰკრა თვალი,თუმცაღა,არა,საიდანღაც ახსოვდა,მაგრამ ვერაფრით იხსენებს საიდან.თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ორმეტრიანი,ცისფერთვალება ყმაწვილი დაა -,,ოღონდ ეს არა" გაიფიქრა და ტანში უასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა.უცებ გაახსენდა თიკას (თავისი დაქალი) დაბადების დღე,კლუბში იყვნენ,ლიზამ ცხოვრებაში პირველად მოინდომა დალევა და გამოფხიზლებისთანავე ინანა და დაიფიცა რომ აღარასდროს დალევდა გონის დაკარგვამდე.ღმერთო მისი სახელიც კი არ იცის. ,,კარგად კი კოცნიდი პირველივე შემხვედრს"-გუნებაში უწყრებოდა საკუთარ თავს. ,,ოღონდ მას არ ვახსოვდე"-შესთხოვდა უფალს.. უცნობის ბოხმა ბარიტონმა გამოარკვია ფიქრებიდან,უცებ შეცბა,არ ელოდა,მასთან ერთად ცეკვა შესთავაზა ლიზას.,,ღმერთო,აქ საიდან გაჩნდა,მაშინც ასე გამომიწვია საცეკვაოდ,თუმცაღა საკმაოდ ნასვამი იყო"-თავს იმშვიდებდა ლიზა.დაბნეული წამოდგა და ბარბაცით გაჰყვა ყმაწვილს,ხალხს შეერია წყვილი და ტანი მელოდიას ააყოლეს.უცნობმა ტუჩები ყურთან მიუტანა ლიზას : -ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა,თუმცა ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ დაწყებული. უცებ დასცხა,გააცივა,ისევ დასცხა,ააკანკალა -,,ღმერთო,ვახსოვარ,რას იფიქრებს ახლა ჩემზე,პირველივე შემხვედრს რომ ეხვევი კისერზე"??-უწყრებოდა საკუთარ თავს. ,,გავაგრძელოთ დაწყებულიო,ამას ვინ ვგონივარ" რა იცის ამ უნამუსომ პირველი კოცნა რომ მოპარა ქალბატონს.ძლივს მოიკრიბა ძალა პასუხი რომ დაებრუნებინა. -მე ლიზა და დაწყებულის გაგრძელებაზე შეიგიძლია იოცნებო - თვალი ჩაუკრა და სწრაფად გამოეცალა ვაჟბატონს.ნუცას რაღაცები ებოდიალა და სწრაფადვე დატოვა კლუბი.სახლში მისულს არც ფიქრის თავი ჰქონდა და არც სურვილი.საკმაოდ დიდხანს უწევდა იმაზე ფიქრი ,თუ რა მოუტანა სიმთვრალემ,ერთ-ორ წვეთსაც გადმოაგორებდა ხოლმე,თუმცა მალევე მიავიწყდა.ამიტომაც ზედმეტად ნერვებს არ იშლიდა დღევანდელისთვის,გადამავიწყდებაო.მალევე ჩაეძინა.მთელი ღამე დაჟინებულ მზერას გრძნობდა,მაგრამ ძილს თავს ვერ ართმევდა,მაინც სიზმარს მიაწერდა და სასაცილოდ ბურცავდა ტუჩებს,ბოლოს ფხუკუნის ხმა რომ მოესმა ინება შეფხიზლება და რას ხედავს, ბატონი უცნობი დაჟინებით უმზერს ქალბატონ მეტიჩარას და სიცილით იგუდება.მალევე მოეგო გონს და ამან ისტერიკება გამართა მტრისას,ლამის ფანჯრიდან მოისროლა ეს ორმეტრიანი ახმახი,მაგრამ განა რამე?! თავს ტყუილად იღლიდა,ძვრაც ვერ უქნა.უცნობმდა ლიზა მკლავებში მოიქცია,შუბლზე აკოცა და უხმოდ დატოვა ოთახი.-,,ყველა გადარეული მე როგორ უნდა გადამეყაროს"-ამოიოხრა და საწოლზე გაიშხლართა. თითქმის ყველა ღამე აღვიძებდა ლიზას უცნობის მწველი მზერა.თითქოს ღამის აჩრდილად იქცა ეს ვაჟბატონი.ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ლიზას.ღმერთო,როგორ მოსწონდა და იზიდავდა ეს თავნება ვაჟბატონი.თვეების განმავლობაში,უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.რაღაც მომენტში ეუცნაურებოდა ლიზას ეს ყველაფერი,თუმცა ძალიან მოსწონდა მიშოს იდუმალება..ჰო ,მიშო!ბატონი უცნობი აღარ იყო უცნობი ლიზისთვის.პირველად მაშინ უთხრა სახელი პაემანი რომ დაუნიშნა რომანტიულ გარემოში.საკმაოდ მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა.ხშირად უმეორებდა მიშო ლიზას რო თავდავიწყებით უყვარდა,თუმცა ლიზას არც ერთხელ ჰქონდა იგივე ნათქვამი.განა არ უყვარდა?? სიგიჟემდე ,უბრალოდ ამას ქმედებებით ამტკიცებდა და არა გაუფასურებული სიტყვებით.მის ყოველ გამოხედვაზე გრძნობდა მიშო თუ როგორ უყვარდა ლიზას და ეს მისთვის მთავარი იყო.მაინც როგორ მოახერხეს ერთმანეთის ასე შეყვარება ?თვალებით!შეეძლოთ ერთმანეთისთვის უაზრო,უსასრულოდ ეყურებინათ თვალებში. გაინტერესებთ მერე რა მოხდა ხო?მოდით არ ჩამოვრჩეთ ლიზას თვალგადავლებულ განვლილ ცხოვრებას..ხოო, მერე ის იყო რომ მიშომ აიჩემა წყნეთის აგარკზე წავიდეთ,ჩვენ ორნი,გავერთობით და თან დავისვენებთო..ულამაზესი და ბედნიერებით სავსე დღეები აჩუქეს ერთმანეთს,დაუვიწყარი! -ჩემი ხარ,ჩემი ცხოვრების აზრი!მაინც როდის მოასწარი ასე თავი შეგეყვარებინა ჩემთვის პატარა ქალბაატონო?!-სულმოუთქმელად ამოთქვა ბგერები მიშომ -მაბედნიერებ!-მოკლედ,მაგრამ მრავლისმეტყველად გასცა პასუხი ლიზამ. თბილად,ტკბილად,ბედნიერად და ერთმანეთის ფერებით დაღლილებმა გალიეს ორი თვე.ბოლო რამდენიმე დღე ვერ სცნობდა მიშო მეტიჩარა ქალბატონს.სულ იწვა,ეძინებოდა,შიოდა,სიარული ეზარებოდა,არსად გადიოდა.რამდენჯერმე გულიც აერია.გადაღლილობას აბრალებდა,თუმცა ვერ ხვდებოდა რისგან დაიღალა.ეს ყველაფერი ერთი თვე რომ გაგრძელდა თიკამ ვეღარ მოითმინა,ორსულობის ტეტსი იყიდა და ლიზას აუტანა.მკაცრად მოსთხოვა გაეკეთებინა და აბაზანისკენ გააბრძანა.ლიზას კი ეცინებოდა,იმაში დარწმუნებული,რომ მისი დაქალი ცდებოდა.იფიქრა გავითამაშებ ,ვითომ მართლა ორსულად ვარო,რეაქცია აინტერესებდა.თუმცაღა 5 წუთის შემდეგ მისივე რეაქციამ შეაშინა.ტესტს დახედა და მოსასულიერებელი გახდა.მაინც ეჭვი შეიტანა და გადაწყვიტა გინეკოლოგთან წასულიყო.ოხ,როგორ უყვარს ადამიანებს თავის მოტყუება მოსალოდნელი საფრთხის წინ რომ დგებიან.თითქოს ბოლო იმედს ებღაუჭებაო,მაგრამ ეს იმედიც მაშინვე ჩაქვრა ექიმმა სიხარულით რომ განუცხადა,გილოცავ მომავალო დედიკოო!არ იცოდა უნდა გახარებოდა თუ არა!ჯერ ვერ იაზრებდა მომავალ ბედნიერებას,რასაც მისი პაწაწინა მოუტანდა.მიშოს რომ უთხრა,რეაქციამ დააბნია და გააოცა.გონს კარის გაჯახუნებამ მოიყვანა.იატაკზე დავარდა და ცხარე ცრემლები გადმოყარა,მუცელზე ხელებს იჭერდა,თითქოს ვინმე ცდილობდა მის წართმევას,.. -,,დე,ჩემო პაწაწინა,ნუ გეშინია,მამიკოს უბრალოდ შეეშინდა,არაუშავს დე,მალე დაბრუნდება"-თვითონაც არ სჯეროდა მისი სიტყვების,თითქოს ამით ჯერ არ დაბადებული ბავშვის დამშვიდებას ცდილობდა.რამდენიმე დღის შემდეგ მიშო გამოჩნდა თხოვნით, -,,მოიშორეო,ხელს შეგვიშისო,ჯერ ადრეაო,კაი რა რა გჭირსო"- მშვიდად ისმენდა ლიზა ამყველაფერს და სიმწრისგან ეცინებოდა,ეცინებოდა მის წინ მდგომს ასეთ უბადრუკ და ლაჩარს რომ ხედავდა,ეცოდებოდა მიშო,რადგან ის ვერარსდროს ნახავდა ბავშვს,ვერ გაიგებდა მის პირველ სიტყვას,ვერ დაინახავდა პირველ ნაბიჯებს,ყველაზე ბედნიერ წუთებს გამოტოვებდა,რაც კი შეიძლება ადამიანს ღმერთმა უბოძოს. ლიზამ პასუხების გარეშე მიაბრძანა მიშო სახლიდან და მიაძახა საკუთარ თავს როგორმე მივხედავო... კარი გახურა და იქვე ჩაიკეცა,ცრემლებად იღვრებოდა,და ამაზე უარესად ეშლებოდა ნერვები,ამით ხომ მის პაწუას ვნებდა.სასწრაფოს უნდა მოეფიქრებინდა რამე ,მართალია ლიზას მამა ნახევარჯერ სახლში არ იმყოფებოდა,მაგრამ როგორც კი შვილის ამბავს გაიგებდა მაშინვე მოისვრიდა გარეთ. ,,ცოტაც უნდა გავძლოთ დე.არ მეგონა ასეთი სუსტი მამა თუ გეყოლებოდა ,დე,მაპატიე რა,ჩვენ ყველაფერს ერთად გადავიტანთ!თუმცა საერთოდ არ ვნანობ არაფერს.შენ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი ხარ!მე არასდროს არ მითქვამს მისთვის რომ მიყვარს,მაგრამ შენით ვამტკიცებ,ჩემს მისდამისიყვარულს.მე მას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ვაჩუქე ,დე ,შენი წყალობით,არაუშვას დე,მან უბრალოდ ვერ გაიაზრა იმდენად დიდი ბედნიერება ხარ ჩვენთვის"!-სლუკუნებდა ლიზა და ნაზად ეფერებოდა მუცელს. *** ლიზა ერთ ადგილს იყო მიშტერებული და განვლილ ცხოვრებას იხსენებდა.ყველაზე მეტად ენატრებოდა ბავშვობა,ერთ დროს ბედნიერება რომ სუფევდა მის ოჯახში.როგორ ენატრებოდა მოფუსფუსე დედა,მზრუნველად რომ გადაუსმევდა ხელს ძილის წნ,სიყვარულით სითბოთ რომ ანებივრებდა.როგორ ძლიერად ენატრებოდა ახლა მისი თბილი მზერა.ერთადერთ ადამიანად ეგულებოდა ვინც ლიზას გაუგებდა.როგორ დაამშვიდებდა მასთან საუბარი,თუმცაა.... ახსენდებოდა მშობლებთან ერთად გატარებული ბედნიერი დღეები.როგორ სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს,როგორ უხაროდათ ერთად ყოფნა,თუმცა,მაინც რა საშინელი სიტყვა ,,თუმცა" -ყველაფრის ამოტრიალება შეუძლია.ტკივილიც გაახსენდა განვლილიდან,დედის წასვლით მოყენებული ტკივილი.სასაფლაოზე გატარებული დღეებიც გაახსენდა და დაგუბებულ ცრემლებს საშუალება მისცა ერთდროულად დაძვრილიყვნენ ადგილადნ.მამის სიყვარულისგან ჩამქვრალი თვალებიც კარგად ახსოვს,უფრო მეტად ვერ ივიწყებს იმას ვიღაც რო გაიჩინა და დღე და ღამის გატარება მასთან რომ ურჩევნია,ვიდრე ლიზასთან.იხსენებდა და უკვირდა ,როგორ გაუძლო ყველაფერს სრულიად მარტომ,დამოუკიდებლად.და,აი, გაიხსენა მიშოც,ყველაფრისდა მიუხედავად ,როგორი სითბოთ იხსენებდა მასთან გატარებულ ყოველ წუთს,როგორ უცნაურად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და უფრო მეტად უცნაურად წავიდა მისი ცხოვრებიდან.და მაინც ყველაფერ კარგს მიშოს უკავშირებდა,მან ხომ პატარა აჩუქა ლიზას,ცხოვრების აზრი.. როცა ლიზას მამამ გაიგო მისი ორსულობის ამბავი,როგორც მოსალოდნელი იყო სახლიდან მიაბძანა- თვალად არ დამენახო,შემარცხვენელოო !. არც გაკვირვებია ლიზას ,,მოიშორა ზედმეტი ტვირთიო". ვერაფერზე ფიქრობდა,ისიც არ იცოდა ღამე სად გაეთია ,ვისთანმისლიყო..თიკა?? თიკამც ისევე მიატოვა ,როგორც მიშომ და მამამ. როგორ არის ლიზა დღეს?რას საქმიანობს,რა და როგორ გადაიტანა?? ახლავე მოგახსენებთ.. ლიზამ ბინა იქირავა,სამსახურის ძებნა დაიწყო.რამდენიმე დღეში ორი სამსახური ჰქონდა,ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტი იყო ,მეორეში დამლაგებელი და მონაცვლეობით მუშაობდა,წესიერად ჭამასაც ვერ ახერხებდა.საშინელი წვალების შედეგად ცოტა წელში გასწორდა,ცოტახანში ხაზის მენეჯერი გახდა,მართალია უჭირდა უკვე დიდი მუცლით მუშაობის გაგრძელება,თუმცა არ ეშვებოდა.პატარასთვის ყველაფერი მზად ჰქონდა უკვე.ერთ დღესაც მუშაობისას ყრუ ტკივილი იგრძნო მუცლის არეში,შემდეგ უფრო იმატა,კიდე,კიდე და დაიბადა პატარა მიშო..ჰო,არ ცდებით!მიშ!მამის ასლი იყო პატარა კაცი.ჰო,მართლა ამდენი ხნის მანძილზე მიშო არ გაუკარებია,არც მამა და არც თიკა.თუმცაღა,ყველაზე მეტად მიშო და თიკა ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას.საკუთარი თავის იმედი ჰქონდა მხოლოდ,სიამაყეც არ აძლევდა იმის საშუალება რომ რომელიმეს შეხმიანებოდა.პატარა მიშოს ეფერებოდა და უბედნიერესი იყო რომ მასში დედის ინსინქტი დაიბადა.ხელში ეჭირა და ხვდებოდა რომ ყველაფერს შეძლებდა,მხოლოდ მისთვის იცოცხლებდა.. რას შვებოდა მიშო? მიშომ ყოველთვის ყველა ნაბიჯი იცოდა ლიზასი,ყოველ ღამე ტკბებოდა მათი ცქერით,როგორც მაშინ იცოდა ხოლმე,თუმცა ახლა ზედმეტ სიფრთხილეს იჩენდა,ლიზა რო ვერაფერს მიმხვდარიყო.ისიც იცოდა რამხელა შეცდომა დაუშვა ხელი რომ კრა მათ.არა მაინც როგორ მოექცა ამხელა კაცი დედის გავლენის ქვეშ? ,,მაგისთანა რძალს როგორ შემოვუშვებ სახლშიო" .. ჰმ,მეცინება,თუმცა მე ვინ რას მეკითხება..ჰომ,ისიც იცოდა მიშომ რომ ბავშვის ნახვის უფლება მაინც ჰქონდა და ამ უფლებას ვერავინ წაართმევდა,მაგრამ როცა საქმე ლიზასთან გვაქვს იქნებ წაართვას კიდეც ეს უფლება,ვინ იცის... *** -დე,მშია-სასაცილოდ აბუზა ცხვირი მიშომ -ჰო დე, ახლავე-გააგრძელა ფუსფუსი ლიზამ 6 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მიშო დაიბადა.ლიზა ყოველ განსაცდელს უმტკივნეულოდ იტანდა.დღეს ის წარმატებული ქალია,აქვს საკუთარი ბიზნესი,სახლი,მანქანა.ყველაფერი ნულიდან დაიწყო მიშოსთან ერთად და ეამაყება რომ ეს მან შეძლო,სრულიად მარტომ.ჰმ,განა მართლა სრულიად მარტომ შეძლო ეს ყველაფერი?არა მას კი ეგონა რომ მისით მიაღწი ამწვერვალს,თუმცა არა ! ყველა გასაუბრებაზე მიშოს წაშველებული სიტყვა ეხმარებოდა,ხელფასიც სხვებთან შედარებით მაღალი ჰქონდა,ამას იმით უხსნიდნენ ლიზას რომ ზედმეტად პასუხისმგებლიანად მუშაობდა.ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა იმდენად მარტივი გახდა მისთვის უკვირდა კიდეც,რას წარმოიდგენდა ამაში მიშოს ხელი თუ ერია.მიშოც იმდენაც სუფთად აკეთებდა ყყველაფერს,მისი კვალი არსად ჩანდა.რადგან ლიზამ ჯიუტად გადაწყვიტა არცერთს გაკარებოდა მიშო,მანაც გადაწყვიტა ჩუმად,მათთვის შეუმჩნევლად ედევნებინა თვალი და შორიდან მაინც დახმრებოდა მათ.ლიზას სიამაყემ კი იმდენი გააკეთა რომ დიდი მიშოს სამუდამოდ დააკარგვინა პატარა მიშოც და საკუთარი თავიც.თუმცა პატარა მიშოსთან ყოველთვის სიყვარულით მოიხსენიებდა მამიკოს და მთელს მის გულს დებდა ამ სიყვარულში.გულსაც იოხებდა ვერ ნათქვამი სიტყვების გამო.შვილის სახელითაც ამტკიცებდა მიშოსადმი დღემდე ვერ გამქრალ სიყვარულს,თუმცაა....(ოხ,როგორ ვერ ვიტან ამ სიტვას).თუმცა,სიამაყეს ზურგს ვერ აქცევდა და მოჩვენებითი ბედნიერებით აგრძელებდა სიცოცხლეს.იქნებ სიმართლე რომ იცოდეს,რომ მიშოს დახმარებით მიაღწია ყველაფერს,რამე შიეცვალოს,მაგრამ არა!მიშოსაც არ შეუქმნია ოჯახი,ჰმ,თუმცა მას ხომ უკვე ყავს ოჯახი,რომლის ცქერითაც შორიდან ტკბება.მაინც დღემდე ნანობს და სიავით მოიხსენიებს იმ დღეს მათზეე რომ უარი განაცხადა !.. *** სიამაყე და სინანული! ზედმეტი სიამაყე,ყოველთვის ავია მოამასწავებელი,არასდროს გვაძლევს იმის უფლებას რომ ბედნიერები ვიყოთ!აი,სინანული კი ყოველთვის დაგვიანებულია ! *** დასასრული როგორც ჩანს უმეტესობას ,,ჰეფი ენდები" მოსწონს,თუმცა მაპატიეთ ამ შემთხვევაში არ მინდოდა რამე შემეცვალლა,რადგან ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძვნებული :** მადლობა ყველას რომ უბრალოდ კითხულობთ :** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.