ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 11)
სად გადის ზღვარი,რეალურსა და არარეალურს,ბედნიერებასა და უბედურებას შორის? ან არსებობ კი ასეთი გამყოფი ხაზი?! ეს საორჭოფოა მაგრამ არსებობს ბედნიერება და უბედურება,ცვალებადობა კი თავისთავად ხდება,მაგალითად,ხარ ბედნიერი და მალე გააცნობიერებ რომ რაღაც შეიცვაალა,მერე იწყებ ფიქრს იმ მიზეზზე რამაც ეს განაპირობა,ფიქრობ რა იქნებოდა რომ ეს არ მომხდარიყო,ან საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენილიყავი...მაგრამ ეს ცხოვრებაა და არა ბანალური ტელე სერიალი სადაც ყველაფერი ასე იოლია,სადაც ყოველთვის იცი რა მოხდება.ეს უბრალოდ ბედისწერაა და არასდროს იცი რას გიმზადებს მომავალში. * * * რა მოხდებოდა მეც საჭირო დროს საჭირო ადგილას ვყოფილიყავი და როცა სანდრო ავარიაში მოყვა მის გვერდითვყოფილიყავი?!ან უკეთეს შემთხვევაში,არ დაელია,არ გადაეჭარბებინა სიჩქარისთვის,ან ის ბოძი იქ არ მდგარიყო?! სისულელეა იმაზე ფიქრი რა შეიძლებოდა მომხდარიყო,რადგან ეს უკვე მოხდა,თეთრ პალატაში,თეთრ საწოლზე იწვა გაფითრებული ჩემი პირველი სიყვარული და სიკვდილს ებრძოდა.ატირებული ნელა მივუახოლოვდი საწოლს და დანისლული თვალებით დავაჩერდი სხეულს რომელსაც სიცოცხლის არაფერი შერჩენოდა,თლილი თხელი თითები კიდე3ვ უფრო დათხელებოდა,დახუჭული თვალების მიუხედავად მაინც ვამჩნევდი სილურჯეებს თვალის უპეებზე,ის თითქოს ისეთივე იყო როგორც ადრე,მაგრამ რაღაც შეცვლილიყო.ფრთხილად გადავუსვი ხელზე ხელი და გრძნობამორეულმა ამოვილუღლუღე -მე შენ მიყვარხარ... * * * მერე კი ახალი ეტაპი დაემატა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას,დღეები სანდროსთან და პალატაში,უკვე აღარანაირ იმედს არ გვაძლევდა ექიმები,თითქმის ორი თვე იყო გასული მას შემდეგ რაც ის კომაში იყო,მაგრამ ერთი წამითაც არ დამიკარგავს იმედი,იმედი რომ იგი ისევ დაგვიბრუნდებოდა,არ ვიცოდი რა იქნებოდა შემდეგ მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო... ჩვეულებისამებრ სანდროს პალატაში ვიყავი,ფანჯარას გავყურებდი და გული სევდით უფრო და უფრო მევსებოდა,მინდოდა მივსულიყავი,მისთვის სახეში ძლიერად დამერტყა და მეყვირა რომ აღარ მომწონდა ეს თამაში და მინდოდა შეეწყვიტა ეს! მაგრამ ვიცოდი რომ ეს სულაც არ იყო თამაში და გული ათას ნაწილად მემსხვრეოდა -მე ვამაყობ შენით!-ფიქრებიდან ქალის სასიამოვნო ხმამ გამომიყვანა,ჩემს უკან მერი იდგა,ქალი რომელმაც სიცოცხლე აჩუქა სანდროს და რომელსაც ალბათ ვერასდროს გავიცნობდი რომ არა ეს ფაქტი,ნელა შევბრუნდი ქალისკენ და ოდნავ გავუღიმე -მერი დეიდა კიდევ აქა ხარ?შინ წადი დაისვენე,მასთან მე დავრჩები -სახლში რა გამაჩერებს როცა ვიცი შემი შვილი როგორ იტანჯება,რატომ უნდა გადაეტანა ამდენი რამ? მას ხომ არაფერი დაუშავებია?!-სინანულით ჩაილაპარაკა ქალმა,სკამზე ჩამოჯდა და ცრემლები მოიწმინდა -შენ ის გიყვარს?-ცრემლიანი თვალები შემომანათა,რამდენიმე წამში კი სევდიანად დაამატა-რა სულელი ვარ რათქმაუნდა გიყვარს!აბა სხვა ვინ გააკეთებდა იმას რასაც შენ?ვინ იქნებოდა დღედაღამ მის გვერდით,შენ არცერთი წამით დაგიკარგავს იმედი თითები ერთმანეთში გადავხლართე,ქალის სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და გადამაწყვეტინა გულრწფელი ვყოფილიყავი -იცით მე,მე უბრალოდ ბევრი შეცდომა დავუშვი,თავიდან მეგონა რომ ეს შეცდომა მისი შეყვარება იყო,მაგრამ ახლა ვაცნობიერებ რომ ყველაზე დიდი შეცდომა მხოლოდ ისაა რომ მე ფარ-ხმალი დავყარე,მე ვიბრძოდი მისთვის,ჩემებურად,განსხვავებულად,არ ვუწევდი წინააღმდეგობას,არ ვცდილობდი მის გაღიზიანებას რადგან მეშინოდა მისი დაკარგვის...მერე კი მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა,არც ისე ძლიერი ვყოფილვარ როგორიც მეგონა,მე დავნებდი ვეღარ გავუძელი მის გულგრილობას და ბედს დავმორჩილდი,ახლა კი ვდგავარ აქ და ვნანობ...ეს ერთადერთია რაც ახლა შემიძლია,ახლა ასე უმწეო ვდგავარ მის პალატაში,მის გვერდით და სასწაულს ველი,სისულელა ალბათ,მაგრამ მე მჯერა რომ ის დაბრუნდება-მწარედ ჩავიცინე და გაშლილი ხელით ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე,ქელი სევდიანი თვალებით მომჩერებოდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა,ალბათ არ უნდოდა ხელი შეეშალა ჩემი გრძნობების გამოხატვაში -ელენეზე ყველაფერი იცი არა?-ელენეს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა,არ ველოდი საუბარი ასე თუ წარიმართებოდა,არაფერი მითქვამს მხოლოდ მორჩილად დავუქნიე თავი -სანდრო ძალიან კარგი ბავშვი იყო,მიუხედავად სიცელქისა უზომოდ თბილი და ყურადღებიანი,ყოველთვის ზრუნავდა ჩვენსზე მითუმეტეს მას შემდეგ რაც დათო გარაიცვალა,მამის სიკვდილმა მძიმე დაღი დაასვა მის ფსიქიკას,მაგრამ მიუხედავად ამისა აძლიერებდა ის ფაქტი რომ მე მის გვერდიტ ვიყავი...მე და ელენე...ის და ელენე განუყრელები იყვნენ,მეგობრები,შეყვარებულები რაც გინდა ის უწოდე მაგრამ ისინი ერთმანეთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდნენ,მისი სიკვდილი ნამდვილად დიდი ტკივილი იყო ჩვენთვის,ეს დიდი ტრამვა აღმოჩნდა სანდროსთვის,ისინი ხომ ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, პატარამ,რვა წლისამ დაკარგა მამა,მერე კი ელენე,ის შეიცვალა,ძალიან შეცვალა ამ ფაქტმა,მხოლოდ და მხოლოდ შურისძიება ანაღვლებდა,ვემუდარებოდი რომ თავიდან ამოეგდო ეს ბოროტი აზრები მაგრამ ამაოდ.შენ ნამდვილი საჩუქარი ხარ ვიკა! შენ დააბრუნე ის სწორ გზაზე,შენ დაუბრუნე რწმენა,სიყვარული,ყველა გრძნობა რაც წლების წინ უარყო,მას შენ უყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენ -ვიცი-წავიჩურჩულე ემოციებით სავსემ და ღრმად ამოვიოხრე,თითქოს ამ ოხვრას ჩემი დარდებიც ამოვაყოლე... * * * დღეები დღეებს მისდევდა,წამები წამს,მე კი ეროვნული გამოცდების გამო ერთი კვირა არ მენახა სანდრო,მტკიოდა უმისობა,მაგრამ ვცდილობდი მღელვარებას ჩემთვის ხელი არ შეეშალა,მიუხედავად იმისა რომ მისვლას ვერ ვახერხებდი მერის თითქმის ყოველ დღე ველაპარაკებოდი ტელეფონით,ახალი კი არაფერი იყო. ბოლო დღეები ძალიან ავფორიაქდი რადგან ვერც ქალს ვუკავშირდებოდი და ვერც საავადმყოფოში მისვლას ვახერხებდი,მღელვარება პიკს აღწევდა,ყველაზე საშინელ სურათს ვხატავდი გონებაში.როგორც კი ბოლო გამოცდას მოვრჩი,გეზი მაშინვე იქეთკენ ავიღე სადაც სანდრო მეგულებოდა,კიბეები სწრაფად ავირბინე და კარები ლამის შევგლიჯე. ნანახმა შემზარა,ერთი ამოვიგმიდე და მოწყვეტით დავეშვი იატაკზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.