შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეკლესია მაცოცხლებელი ძალა!(3)


8-03-2015, 18:08
ავტორი anabeli
ნანახია 1 739

სახლში მალე მივედი. გამიხარდა მამა სამსახურში რომ იყო წასული. არმინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე. თმა ჯერ კიდევ სველი მქონდა. არც ახსნა განმარტებების თავი მქონდა, თანაც წამლებით გამჭ....ტდა. გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ ვიპოვე. სახლში შევედი თუ არა აბაზანაში შევვარდი. ცხელი შხაპი მივიღე. შავი გრძელი კაბა, ასეთივე ფერის მაისური და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, შარფიც ავიღე, თმა შევიშრე და წასასვლელად მზად ვიყავი. გადავწყვიტე ეკლესიაში ჩავსულიყავი. ეკლესია ზუსტად ჩემი სახლის წინ იყო. მეც უმეტეს დროს იქ ვიყავი მართალია სხვა ეკლესიებშიც დავდიოდი მაგრამ რატომღაც ეს ეკლესია სულ სხვა იყო. ჩემი ფანჯრიდან მთლიანი ეკლესია ხელის გულივით ჩანს მეც ფანჯრის რაფაზე ვჯდები, ეკლესიისკენ ვიხედები და უამრავ რამეზე ვფიქრობ. ეკლესიის ხსენებაც კი გამშვიდებს ადამიანს! ღვთისმშობლის ხატის წინ დავიჩოქე და ლოცვა დავიწყე. დედაჩემის სულისთვის ვილოცე. უფალს ვთხოვდი რომ ძალა მოეცა ჩემთვის რადგან ცხოვრების სიმკაცრის და იმედგაცრუებების მიუხედავად სიყვარული და სიკეთე არ გამქრალიყო ჩემი გულიდან! .უფალს პატიება ვთხოვე ჩემი და სხვისი ცოდვებისთვისაც. წამოვდექი და ცრწმლები მოვიწმინდე, თითქოს უფრო თავისუფალი გავხდი.მამაოსკენ გავიწიე, მის გვერდით ანდრე დავინახე და გავშეშდი. არ ვიცოდი რა მექნა. მაშინვე ის გავიფიქრე, რომ ვტიროდი ხომ არ დამინახა მეთქი. არასდროს მინდოდა რომ ვინმეს ჩემი ცრემლები დაენახა. მე ცრემლებს მაშინ ვაძლევდი გზას როდესაც მარტო ვიყავი და არავის შეეძლო დაენახა ჩემი სისუსტე. გარდა უფლისა, მთვარის შუქისა და მოკაშკაშე ვარსკვლავებისა. ანდრეს და ელიზაბედის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.ანდრე ელიზაბედის ზღვასავით ლურჯ თვალებში ჩაიძირა და მისკენ გაიწია.
-გამარჯობა ელიზაბედ როგორ ხარ?
-კარგად ანდრე შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად პრინცესა.
-არვიცოდი აქ თუ დადიოდი, აქამდე არ შემიმჩნევიხარ რაღაც.
-ჯობია გარეთ გავიდეთ, თავისუფლად ვილაპარაკებთ.
-მართალი ხარ ანდრე.
ტაძრიდან გამოვედით, პირჯვარი გადავიწერეთ და ეკლესიის უკანა ეზოში გავედით.
-თქვენს შემდეგ მადამ.
სკამზე მიმითითა ანდრემ.
-მადამ? კისკისით წარმოვთქვი და ისევ ანდრეს მივუბრუნდი
-ძალიან გამიხარდა რომ გნახე, თანაც ეკლესიაში.
-მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ელიზაბედ.
ანდრეს შავი თვალები სიყვარულისგან ისე უბრწყინავდა რომ ელიზაბედი მათში ძალიან ღია თაფლისფერ თვალებს ხედავდა.
-ელიზაბედ
დაიწყო ანდრემ და ერთ წერტილს თვალს არ აშორებდა.
-გისმენ ანდრე.
-რაღაც მინდა რომ გაჩუქო, დროს ვარჩევდი რომ შენთვის გადმომეცა და აი ეს დროც დადგა, ალბათ ამაზე უკეთეს დროს ვერც ვინატრებდი.
ანდრე წამოდგა, მეც მას მივბაძე. მის პირდაპირ ვიდექი და მოითმენლად ველოდი ანდრეს. ანდრემ ჯიბიდან ვერცხლის ძეწკვი ამოიღო, ღვთისმშობლის მედალიონით. გაოცებული ვუყურებდი ანდრეს. ესეთ საჩუქარს არ ველოდი. გავიღიმე. ანდრეს მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე. ზურგით დავუდექი და თმა ავიწიე რადგან მედალიონი თავად გაეკეთებინა ჩემთვის. გამიკეთა თუ არა თმას ხელი გავუშვი და ანდრესკენ შევბრუნდი. არ ვიცოდი მადლობა როგორ გადამეხადა.
-ძალიან დიდი მადლობა ანდრე. ძალიან გამახარე. გპირდები არასოდეს მოვიხსნი! .
კვლავ ვაკოცე ანდრეს მან კი ხელები მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-მიხარია თუ მოგეწონა ელიზაბედ.
-კი, ძალიან მომეწონა ანდრე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ანდრემ ნაზად გამიღიმა.
-არაფრის ძვირფასო.
ცივმა ნიავმა დაუბერა და შემაცივა.
-ცოტა აცივდა ანდრე. ხომარ წავსულიყავით?
-კარგი წავიდეთ ანგელოზო. არ მინდა ავად გამიხდე.
-ჰაჰა ეგ გამორიცხულია ანდრე.მე ხომ მთავარი ექიმის ბატონი ნილსონის ქალიშვილი ვარ.
ხუმრობით მაგრამ ნიშნის მოგებით ვუპასუხე ანდრეს. ანდრემ წარბები შეკრა და თითქოს ვერ გაიგონაო.
-ვინა? რაო რა თქვი? რაღაც ვერ გავიგე.
-ნუ იცინი თორემ ხომ იცი სიცილს რაც მოსდევს?
-მუცლის თკივილი ხომ?
უკმაყოფილობისგან თავი გავაქნიე.
-კარგი ანდრე, რა გემართება, ნუ სულელობ!
-კარგი, კარგი ელიზაბედ ჩუმად ვარ.
ანდრემ თითი მიიტანა ტუჩებთან და სიცილი ვერ დავმალე.
-ჩემთან ავიდეთ სპაგეტზე დაგპატიჟებ.
-კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ერთი პირობით.
-რა პირობით ანდრე?
დაინტერესებულმა ვკითხე.მან კი ისევ გაიცინა.
-თუ დამპირდები რომ არ მომწამლავ წამოვალ. ..
თვითონ იცინოდა მეკიდევ წამიხდა ხასიათი.
-კარგი რა ანდრე, კარგი რა, სულ როგორ შეიძლება რომ ჯამბაზობდე?
ანდრემ ნიკაპზე მომკიდა ხელი თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
-ღიმილი რომ ესე ძალიან არ გიხდებოდეს დამერწმუნე რომ არ ვიხუმრებდი, თანაც ესე სულელურად.
და კვლავ გაიღიმა. მეც მას მივბაძე და თითქოს ინტერესით ვკითხე.
-ანუ დასკვნა ასეთი გამოდის. მე ლამაზი შენ კი სულელი.
კვლავ ნიშნის მოგებით ვუპასუხე.
-გმადლობ ძვირფასო ეს რა ტკბილი ენა გქონიათ.
-აბა რა ანდრე მე ხომ ესეთი საყვარელი ვარ.
-ხო რათქმაუნდა ელიზაბედ.
კარები გავაღე და ანდრე შინ შევიპატიჟე. ანდრე ხშირად გვსტუმრობა და ყურადღებას მაქცევდა. მამაჩემი და მამამისი ერთი პროფესიით იყვნენ დაკავებულნი ოღონდ მამაჩემისგან განსხვავებით ბატონი მარქსი გიჟების კლინიკაში მუშაობდა. ანდრემ მანტო გაიხადა და შესასვლელთან მდგარ კარადაში დაკიდა. ანდრემ კვლავ მოავლო თვალი სახლს, რომელიც ნათელი ფერებით იყო შეღებილი. კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი ეკიდა.მისაღებში მუქი რუხი კუთხის მდივანი იდგა თავისი სავარძლებით. სახლი გახსნილი იყო კუხნა ცალკე კარით არ იყო გამოყოფილი. ელიზაბედის და მამის ოთახი ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს იყო. ორივეს თავისი აივანი ქონდა. ელიზაბედის მხარეს სააბაზანო ოყო ხოლო მამამისის მხარეს ოთხკუთხედი მაგიდა იდგა ექვსი სკამით შემორტყმული.ელიზაბედმა თმა მაღლა აიწია და ბენდენა შემოიხვია. ანდრე მდივანზე მოკალათდა და მის წინ მდგარ ჟურნალების მაგიდას დაუწყო თვალიერება. ელიზაბედმა სამზარეულოს კუთხისკენ წავიდა.
-კაპუჩინო გირჩევნია თუ ჩვეულებრივი?
-კაპუჩინო იყოს.
-კარგი ეხლავე.
რამდენი ტურისტული რუკები და ინფორმაციებია სადმე მიემგზავრებით?
სევდანარევი ხმით კითხა ანდრემ.
-აჰ არა ანდრე, ისე უბრალოდ დევს მანდ, ხომ იცი მამას ძალიან უყვარდა მოგზაურობები და თუ სადმე მისცემენ ბლუკლეტებს სახლში მოაქვს ხოლმე.
-ხშირად დადიოდით სამოგზაუროდ.
-ხო მაგრამ ყველაფერი ბოლო მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა. სევდიანად თქვა ელიზაბედმა
თანაც შემდეგ მთავარ ექიმად დანიშნეს და ვერსად ვეღარ ვახერხებთ წასვლას.
-ხო მართლა ელიზაბედ, იცი რომ ძალიან გიხდება ეგ ბენდენა?
-ჰმ. ..მადლობა ანდრე. ..აბა მე სანამ ვფუსფუსებ მომიყევი რა ხდება შენსკენ?
-რავი აბა ისეთი არაფერი. 22ში ქორწილში ვარ, ორი მოსაწვევი მაქვს და ვიფიქრე წამომყვებოდი. ...
-22-მდე ერთი კვირაა, არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, დიდი სიამოვნებით ანდრე, თანაც გართობა არ მაწყენდა.
-ძალიან კარგი, მეც სწორედ ეგ მინდა. წარმოიდგინე როგორ გასკდებიან შურით გვერდიგვერდ რომ დაგვინახავენ
ანდრე მიყურებდა თუ როგორ ვფუსფუსებდი.
-ნეტა ასე რამ გაგაგიჟა? !
ანდრე წამოდგა და დახლთან მოვიდა
-როგორ თუ რამ ელიზაბედ? წარმოიდგინე, გვერდს ანგელოზი მიმშვენებს, როგორ არ აღვფრთოვანდე?
-ჰაჰა მართალი ხარ ისე ანდრე. მე ხომ ესეთი საყვარელი ვარ. ..თუმცა შენც ძალიან საყვარელი ხარ, იმედია შენს თავს არ მომტაცებენ ქორწილში.
მე ავხარხარდი ანდრემ კი გაიბუტასავეთ.
-სხვათაშორის მაგაზე მე უნდა ვუდარდო ქალბატონო ელიზაბედ. ხო მართლა იცოდე მოკლე კაბა არ ჩაიცვა და ვინმეზე ცხვირპირი არ შემალამაზებინო კარგი?
ანდრე მზრუნველობით ლაპარაკობდა მე კი სიცილისგან ისევ ვერ შევიკავე თავი.
-ნუთუ მართლა? ეხლა არ მითხრა რომ ესეთ საყვარელ ბიჭს მუშტების ქნევაც შეგიძლია?
-შენ თუ ვინმე შეგაწუხებს რათქმაუნდა შემიძლია!
-როგორც ჩანს ძალიან საყვარელი ვყოფილვარ. აი ჩვენს სიცილში სპაგეტიც მომზადდა.
სუფრა სწრაფად გავშალე. მაცივრიდან საწებელი, ანანასისს წვენიც გამოვიღე და სუფრასთან დავჯექით. მე და ანდრე პირისპირ ვიჯექით. ანდრეს კვლავ იუმორი მოეძალა. -იცოდე თუ მოვკვდი თქვი რომ მე მოვამზადე კარგი?
-კარგი ანდრე თუ მასე მოხდება აუცილებლად შევასრულებ შენს უკანასკნელ სურვილს და ვიტყვი რომ კერძი შენ მოამზადე. მანამ კი შეგიძლია მიირთვა და საერთოდ შეგერგოს!
ანდრე იცინოდა მე კი ნერვები მეშლებოდა.
-კარგი ელიზაბედ ხომ ხედავ ვხუმრობ არა?! გაიცინე შენც!
-ესეც თუ ხუმრობაა ანდრე და კარგი იუმორის გრძნობა გქონია და ამ დრომდე ვერ შემიტყვია .
-კარგი, მოდი შენს საყვარელ რაფაელოს ამოგიტან და გამიღიმე კარგი?
ისევ ვერ შევიკავე თავი და გამეღიმა
-ჰმ რა სულელი ხარ ანდრე.
-ვიცი.
საკმაოდ სერიოზულად თქვა ანდრემ. ჩანგალი თეფშზე დავდე და სიცილს ვუმატე. ანდრემაც ამყვა. ტელეფონის ხმა გაისმა და გამიკვირდა რადგან ჩემი მეგობარი კაროლინა აქეთ არ იყო და შესაბამისად არავის ველოდებოდი.მობილურს ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ჰეი გოგონი კარს ხომვერგამიღებდით? მომენატრე ძალიან.
-ღმერთო ჩემო კარლ როგორ გამახარე, მალე ამოდი გელოდები.
კაროლინას ხმის გაგონება ძალიან გამიხარდა, როგორ მომენატრა ჩემი გოჭი. ანდრემ მაგიდიდან წამოდგა.
-ვინ არის ელიზაბედ?
-კაროლინა ადრე, ნუთუ არ გახსოვს? ჩემი საუკეთესო მეგობარი
-ა უმაგრესად რო ხატავს მასზე ამბობ ხომ?
-კი ანდრე მასზე ვამბობ. აი ისიც.
კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი ნაჩქარევად გავღე ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ჩემს საყვარელ მეგობარს. ვერ ვიჯერებდი ჩემ წინ იდგა ორივე ისეთი გახარებულები ვიყავით რომ სიხარულისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. ერთმანეთს ჩავეხუტეთ, პირისპირ ვიყავით და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ყველა გრძნობამ ერთად მოიყარა თავი: მონატრებამ, სიყვარულმა, ერთმანეთის ნახვისგან გამოწვეულმა სიხარულმა. ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. კაროლინა თითქმის ერთი თვე ბებიამისის ავადმყოფობის გამო მასთან იყო და უვლიდა. ეს დრო ჩვენთვის ძალიან ბევრი იყო იმისთვის რომ ერთმანეთი გიჟივით მოგვნატრებოდა!



№1  offline წევრი Tako_Latibashvili

Dasasruls velodebi rom daviwyo kitxvaa :-D <3 <3
sataurma damainteresaa
watebebii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent