შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვერდი-60.სიტყვა-მიყვარხარ (სრულად)


8-03-2015, 20:08
ავტორი tasusuna
ნანახია 10 091

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა ღამის 3 საათზე გეღვიძება,გახედავ სავსე
მთვარეს და შიში გიპყრობს. შიში შენი უინტერესო ცხოვრებისა და განვლილი უფერო დღეეების.გახედავ იქვე გადაშლილ წიგნს და სიბრაზე გიპყრობს.მიდიხარ და ხურავ,მაგრამ აზრი არ აქვს,ზეპირად იცი,თუ რომელ გვერდზე ხარ გაჩერებული.ისიც ზეპირად იცი რომელ სიტყვაზე,რომელ ასოზე,რომელ სასვენ ნიშანზე...
გაყურებ უმიზეზოდ სივრცეს და უაზროდ აჩერდები ლამპიონის შუქს.სიცარიელეა ქუჩაში,მხოლოდ ლამპიონები და აქა-იქ შემორჩენილი ფოთოლგაცვენილი ხე.
ფიქრობ,თუ ვის მიწერო,მაგრამ საკუთარ თავს კიცხავ ამის გამო,ვის სცხელა შენთვის ღამის 4 ის წუთებზე??
სწორედ რომ არავის და ეს გტკივა,ეს გიხშირებს გულისცემას.
ისევ წიგნს გახედავ,გაგეღიმება,ლამფას ანთებ და წამებში აგნებ მიტოვებულ გვერდს.
სწორედ ამ წუთებმა შემახსენეს თავი..ზუსტად იგივე თანმიმდევრობით განვიმეორე.გავხედე მთვარეს,შემეშინდა,დავხურე წიგნი,მაგრამ ზუსტად მახსოვდა:გვერდი 60,სიტყვა:მიყვარხარ, ,სასვენი ნიშანი:წერტილი.
ტელეფონს ვიღებ და უაზროდ დავჩერებივარ ეკრანს.აზრი არ აქვს-ხმაურით მომესმა ჩემი ხმა მკვდარ ოთახში-ლოგინზე მოვისროლე და სივრცეს გავხედე.
1,2,3,აჰა მეოთხე ფოთოლგაცვენილი ხე.
1,2 და მესამე გამაყრუებელი გასროლა მომესმა ქუჩიდან.შევკრთი,ფანჯარა გამოვაღე და ირგვლივ მიმოვიხედე...ჩემი ფანჯრის წინ შეიარაღებული 3 ადამიანი დავინახე,მათ ფეხებთან კი მკვდარი.
ინსტინქტით ფანჯარა სწრაფად მივხურე და ფარდა გადავწიე.თითქოს არ მინდოდა მკვლელობის მონაწილე გავმხდარიყავი.
ლოგინის კუთხეში მივიყუჟე,ტელეფონი ხელში ავიღე და ფანჯარას დავუწყე ყურება რაღაცის მოლოდინში და მანაც არ დაააყოვნა.
დაჟინებული კაკუნი მომესმა გარედან.ფანჯარასთან წამში გავჩნდი და ფარდა გადავწიე,მოულოდნელობისგან გავშრი,ფარდას მოვეჭიდე,ჩემს წინ ნიღბიანი პიროვნება იყო,რომელიც მთხოვდა ფანჯარა გამეღო..|
-გააღე და გეფიცები,არ ინანებ-შემომესმა დაგუდული,ჩუმი ხმა-გააღე თორე აზრი არ აქვს,შემოვამტვრევ.
აკანკალებული ხელებით ვწვდი ფანჯარას და გამოვაღე,კუთხეში შევტრიალდი და თვალცრემლიანმა ჩემს წიგნს დავუწყე ყურება.
-გვერდი:60.სიტყვა:მიყვარხარ.სასვენი ნიშანი:წერტილი.-უაზროდ გაისმა ჩემი ხმა ოთახში.
-რააა?-გაოცებული მზერა მომაბყრო შეარაღებულმა ადამიანმა,რომელსაც ამასობაში ფანჯარა მიეხურა და ჩემს ტელეფონში,რომელიც რაფაზე დამეტოვებინა,რაღაცას კრეფდა.
გავბრაზდი,ვინ ეკითხებოდა ჩემს ტელეფონში რომ დაძრომიალობდა???
-არარის თქვენი საქმე-გათამამებულმა შევძახე.
ნახევარი საათი ვუყურებდი,თუ როგორ დადიოდა აქეთ-იქით,მეც თანამგზავრივით უკან დავყვებოდი.
-უკან ნუ დამყვები და ერთ ადგილზე მოისვენე-დაიღრიალა უცნობმა..
-ხმას დაუწიე და მადლობა მომიხადე საერთოდ რომ შემოგიშვი მკვლელო.-ბოლო სიტყვები ჰაერში გაიყინაააა...
-რა მიწოდეე???-ხმა აუკანკალდა უცნობს,ბალოტისფერ თვალებში მრისხანება აესახაა.
მომნუსხაა,წამში მიმაჯაჭვა ადგილს.მაგრამ მაინც არ დავნებდი
-მკვლელი...დაგიმარცვლო?? მ კ ვ ლ ე ლ ი
-შენ რა იცი მკვლელი ვარ თუ არა??-მშვიდი,აუღელვებელი ტონი დაუბრუნდა
-ადამიანი,რომელიც ღამის 3 საათზე მიკაკუნებს ფანჯარაზე,თავზე ნიღაბი უკეთია,ხელში კიდევ იარაღი..არა ლოგიკურად მითხარი ერთი,რატომ არ უნდა ვიფიქრო,რომ მკვლელი ხარ??? პლუს ამას წუთით ადრე გასროლის,3 გასროლის ხმა გავიგე,ჩემი თვალით დავინახე 3 ადამიანი და ერთი მკვდარი-გავილექსე მეამიტი ბავშვივით
-არ გაგეღო მერე ფანჯარა-გამიღიმა უცნობმა
-სხვა გამოსავალი მქონდა??
-არა-მოკლედ მომიჭრა და ისევ ტელეფონს ჩახედა.
უტიფარი-ლანძღვა დავუწყე გონებაში-შემომივარდა აქ ამ შუაღამისას და დამირღვია ყურადღება,თან იარაღით.იარაღით.....იარ...
გული გამიჩერდა,ის საფრთხე გავაანალიზე,რაც შეიძლება დამმართნოდა.ნელნელა ვიგრძენი რომ გულის ცემა მისუსტდებოდა და იატაკზე დავეცი.
-ეს უკვე ბუნებრივი რეაქციააა-უცნობის ხმა შემომესმა ბოლოს და გონება დავკარგე.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.სააათს გავხედე,2 სრულდებოდა,გიჟივით წამოვვარდი ფეხზე,მაგრამ ისევ ლოგინს მივენარცხე.ორგვლივ მიმოვიხედე გაკვირვებულმა.ოთახი არ მეცნო,არ მეცნო საერთოდ ერთი ნივთიც კი,გარდა წიგნისა.შიშმა მომიცვა,გძNობას ისიც მიმძაფრებდაა,რომ ლოგინზე ვიყავი მიჯაჭვული.
კივილი დავიწყე,სად ვიყავი,რა ხდებოდა?აქ როდის მომიყვანეს??
მერე გუშინდელი ღამე ამომიტივტივდა გონებაში,გასროლა,3 ადამიანი და მკვდარი,შეიარაღებული პიროვნება და გონდაკარგული მე.
გაუგონარმა შიშმა მომიცვა.
კარების ხმა მომესმა,ოთახში ის ნიღბიანი უცნობი შემოვიდა,თვალებით ვიცანი.
-გამიშვი,ახლავე სახლში გამიშვი სისხლის მსმელო მკვლელოო-დავიღრიალე შეშინებულმა.
ის კი აუღელვებლად მომიახლოვდა,ხელებზე ბორკილები მომხსნა,მაგიდაზე რაღაც დამიდო და ოთახიდან გავიდა.
ლოგინიდან წამოვხტი და ფანჯარას ვეცი,მაგრამ ამაოდ,გისოსებით იყო დაბორკილი,კარებს მივვარდი,მაგრამ ისიც ჩაკეტილი დამხვდა.
შიშმა,სიძულვილმა ამიტანა.კარებზე დავიწყე ბრახუნი მაგრამ არავინ გამომხმაურებია.
-დამპლებოოოო-დავიკივლეე და თან კარებს წიხლებს ვურტყამდი-მკვლელებოოო!ძალა გამომეცალა,იქვე კარებთან ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა.ახლა რა გავაკეთო? სად ვარ ღმერთო დამეხმარეე-ხმამაღლა მოვყევი გოდებას-ღმერთო გთხოვ გადამარჩინე-პირჯვარი გადავისახე,ცრემლები მოვიწმინდე და მაგიდას მივუახლოვდი.
იქვე დადებულ საჭმელს ყურადღებაც არ მივაქციე,ჩემს წიგნს მოვკიდე ხელი და იმ გვერდიდან გავაგრძელე კითხვა,სადაც შევჩერდი.
გვერდი-60,სიტყვა:მიყვარხარ.სასვენი ნიშავი:წერტილი.
პარადოქსულად მომეჩვენა ჩემი საქციელი,წიგნი ისევ გვერდით მოვისროლე და ისევ კარებს დავუბრუნდი.
-გამიღეთ კარები ხალხო,ღმერთის არ გწამთ-ვედრებაზე გადავედი.
კარების ხმა გავიგონე,სასწრაფოდ გვერდით ჩავიიწიე და მის შემოსვლას დაველოდე.
შემოიმართა,კიდევ ერთელ მომნუსხა მისმა ბალოტისფერმა თვალებმა,მაგრამ ისევ დავბრუნდი რეალობაში.
-გთხოვთ გამიშვით,რას მოითხოვთ ჩემგან მითხარით გთხოვთ-ცრემლიანმა შევევედრე,თან თვალებს არ ვაცილებდი მის თვალებს.
-გაჩუმდი-გამყინავად დაიყვირა-ჩაიკმინდე ხმა და გამომყევი.
აუტანლად მეშინოდა,არვიცოდი სად მივყავდი,ან ასერთოდ რას მიპირებდა.
ვკანკალებდი მთელი სხეულით..ჩემდაუნებურად ვტიროდი.
დიდ ოთახში გამიყვანა,ირგვილივ რომ მოვიხედე,გაოცებული დავრჩი,საოცრად ლამაზი იყო იქაურობა.. მზერა მდივანზე შევაჩერე,სადაც 2 ადამიანი,ნიღბით,რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ.
ხმაურის გაგონებისას ჩვენკენ შემობრუნდნენ და გაოცბული,მკაცრი მზერა სტყორცნეს ჩემს გვერდით მდგომს.
-შენ ბიჭო ში* ხომ არ გაქ,რატომ გამოუშვი??-ხელი გამოიშვირა ჩემკენ შედარებით მაღალმა,სპორტულებში ჩაცმულმა უცნობმა
-ჩემი საქმის მე ვიცი,თქვენ არ გეხებათ-მოკლედ მოუჭრა და ხელმოკიდებული პირდაპირ გამიძღვა,სასადილო ოთახში აღმოვჩნდით.
-ჭამე-შემომირუნდა,მაგიდასთან დამსვა და წინ ბუტერბროტი დამიდო.თვითონაც წინ დამიჯდა.
-რა გქვია??-ჩვეული სითამამე დამიბრუნდა.
-ეგ შენი საქმე არ არის ანაბელ-უცნაურად წარმოთქვა ჩემი სახელი,შევამჩნიე,სახეზე ღიმილიც კი გაეპარა,მეც გამეღიმა ჩემდაუნებურად.
-ჩემი სახელი საიდან??-გაკვირვებულმა ვკითხე და სრულიად დამავიწყდა,რომ გატაცებული ვყავდი ბანდას.
-რავი,არ იყო რთული,ტელეფონში დღიურების წარმოება ცოტა არ იყოს ცუდი აზრია,თან ზედმეტად ბავშვური.-ცივად მომიგდო
-რააა???ჩემი ჩანაწერები წაიიკითხეე??-წამოვხტი სკამიდან და მას მივვარდი-როოგორ გაბედეე,ეს როგორ გააკეთეეე-ცრემლები წამომცვივდა დაა გამალებით დავუწყე მკერდზე მუჭების რტყმევა,მაგრამ მერე მივხვდი რომ ამაო იყო,იმის მაგივრად რომ მას ტკენოდა,დაშავებული მე დავრჩი.
მტკივნეულად წამოვიკვნესე და იქვე კუთხეში ჩამოვჯექი.ისევ მიმტყუნა ნერვებმა,ჩემი ჩვეული სითამამე და გაბედულობა დამეკარგა,ოოოხ როგორ მძულს ჩემი თავი.
-დალიე-ისევ გამყინავი ხმით მომიგო მან და ხელში დამამშვიდებელი შემომაჩეჩა.
-არ მჭირდება არაფერი-იქვე მივყარე აბები-გამიშვით აქედან,ან ის მაინც მითხარით აქ რატომ გყავართ.ან ვინ ხართ.საერთოდ მე რა შუაში ვარ??-ვედრების თვალებით შევხედე უცნობს.
-ბევრი რომ არ გეტლიკინა და ზედმეტი რაღაცები არ დაგენახა აქ არ იქნებოდი-მიპასუხა და ოთახიდან გავიდა-ჭამე,5 წუთში შემოვალ-გასვლისას მომაძაახა.
ძალაგამოცლილმა ოთახი მოვათვალიერე,თითოეულ კუნჭულს დავუწყე თვალიერება,მაგრამ ამაოდ,ყველა ჭუჭრუტანაც კი ამოგმანული იყო.ციხეესიმაგრეში ვყავდი გამომყვდეული.
-ტყუილად ეძებ გასასვლელს-ჩუმად წამომადგა თავზე უცნობი-ისეთ ადგილას ვართ,რომ მოახერხო და გარეთ გახვიდე,უახლოეს დასახლებულ პუნქტსაც კი ვერ მიაგნებ-სასტიკი,ბოროტული ღიმილით გამიღიმა და საჭმელზე გადაიტანა მზერა-კიდევ არ გიჭამია??თუარგშია შემიძლია გადავყარო-წარბაწეულმა შემომხედა.
არაფერი მითქვამს,მივედი,ხელში დაკავებული თეფში გამოვართვი და ჭამა დავიწყდე,ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა,ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი თავი და შევიშმუშნე.სიტუაციის განსამუხტავად ლაპარაკი დავიწყე.
-სახელს მეტყვი თუ მკვლელით მოგმართო??
-დემეტრე დამიძახე-ისევ მოკლედ მომიჭრა.
-აქ როდემდე უნდა ვიყო დემეტრე??-ხაზგასმით ვამბობდი მის სახელს,რატომარ ვიცი,უბრალოდ მისი გაღიზიანება მინდოდა.
-სანამსიტუაციას არ მოვაგვარებ
-იქ ოთახში რომ ბიჭები არიან,შენი ბანდის წევრები არიან,დანარჩენი მკვლელები??-ზიზღით გავხედე.
-რაც უფრო ნაკლებად იტყვი მაგ სიტყვას,მით უფრო კარგი იქნება შენთვის-გამიღიმა და ოთახი დატოვა.
ისევ შიშმა ამიტანა.
იმ დღეს ვწყევლიდი,საერთოდ რატომ ვინატრე რამის შეცვლა?? რატომ ვიყავი უკმაყოფილო უფერული,უბრალო დღეების??რატომ გამეღვიძა 3 სააათზე?? რატომ მაინცდამაინც გვერდი:60,სიტყვა:მიყვარხარ.სასვენი ნიშანი:წერტილი??
ოოხ ეს წიგნი უკვე ნერვებს მიშლიდა,მისი დაწვა,დახევა,განადგურება მომინდააა...ოთახში რომ ვყოფილიყავი ალბათ ასეც მოვიქცეოდი..
ჭამას მოვრჩი და იმ გზას გავყევი,საიდანაც აქ მოვხვდი.
ისევ ნაცნობ ოთახში ამოვყავი თავი,სააც უკვე 3 სილუეტი განიხილავდა თემას.კედელს ამოვეფარედა მათ დავუგდე ყური.
-ვაბშე რატომ წამოიყვანე ,ვერაფერს იტყვიდა,ვერც კი დაგვინახა წესიერად-განაგრძობდა საუბარს უკვე ნაცნობი,სპორტულებში გამოწყობილი ადამიანი.
-არვიცი ვატო,არვიცი შენ ძმობას ვფიცავარ,მხოლოდ ის ვიცი რომ ახლა აქაა და ვერსად ვერ წავა.-აჰაა,ესეიგი ვატო,კმაყოფილმა გავხედე მათ,თან ვფრთხილობდი ხმაური არ გამომეწვია.
-კაი რა დემე,კაი რაა,ეს გვაკლა?? ისედაც შარში ვართ და როდის აგვიყვანენ კაცმა არ იცის-განაგრძობდა უკვე მეორე,საშუალო ტანის ჯეელი.
-ალეკოო შემეშვიი-გამყინავად დაიყვირა მანდა სივრცეს გახედა-მეთვითონ მოვაგვარებ ყველაფერს.
ვერ გავუძელი და კარებს შემთხვევით თითი მოვკიდე,რამაც ხმაური გამოიწვია და 6 წყვილმა თვალმა მტრულად შემომხედა.სამმა ნიღბიანმა.
დემეტრე გამოეყო მათ რიგებს და ჩემკენ წამოვიდა,უთქმელად ხელი მომკიდა და ოთახში ამიყვანა,კარები ჩამიკეტა და წავიდა.
4 საათის ანმავლობაში უშედეგოდ ველოდი რომელიმეს გამოჩენას,ბოლოს იმდენად შემაწუხა იქ ყოფნამ,რომ ისევ კარებზე დავიწყე ბრახუნი.
-დემეტრე-მხოლოდ მის სახელს ვიძახდი-გამომიშვით ვინმემ 2 წუთით.
ნაბიჯების ხმა შემომესმა.მერე კარების ხმაც გავიგონე,ოღონდ იმედი გამიცრუვდა,დემეტრეს მაგივრად ალეკო დამხვდა...როგორც ყოველთვის,ნიღბით.
-რა იყო??-შედარებით რბილად მომმართა.
-ტუალეტი მინდა-დამნაშავესავით ჩავხარე თვალები.
-კარგი გამომყევი..
გავყევი,თან სახლს სათვალიერებდი.ძველი სტილის ავეჯით გაფორმებული სახლი იყო,კედლები სულ ხის ორნამენტებითა და ბუტაფორებით იყო გაწყობილი.
-აქ შედი-კარებისკენ მიმითითა ვატომ და თვითონ უკან გაბრუნდა.
კარები სასწრაფოდ შევაღე დაა არც გამიხედავს წინ ისე ვიგრძენი უცხო სუნი.
თვალები შიშით ავწიე და მის გაოცებულ მზერას წავაწყდი.
ბალოტისფერი თვალები მუქ მწვანედ მიმზერდა.
საოცარი კი ის იყო,რომ ნიღაბი არ ეკეთა და პირველად შევხედე მის სახეს.
გამეღიმა,რაღანცაირი სიმშვიდე ვიგრძენი.ის კი ისევ გაოცებული მიმზერდა.
მისი თვალები ხომ საოცარი იყო,სახე კიდევ ათასჯერ მომნუსხველი..
ვერ აღგიხწერთ,აქ უნდა იყოთ რომ შეიგრძნოთ.
-აქ რას აკეთებ??-გაოცებული,გაკვირვებულიხმით მომმართა და ნახევრად გაპარსული სახე მოიწმინდა ბეჭებზე გადაკიდებული პირსახოცით-მხოლოდ ახლა შევამჩნიე,რომ წელს ზევით შიშველი იყო,ტანს მხოლოდ წელზე შემოხვეული პირსახოცი უმალავდა.
-მე,მეე უბრალოდ -დაბნეულმა არვიცოდი სად გამეხედა,ან რა მეთქვა,ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი-მე უბრალოდ ტუალეტში მომინდა-დასჯილი ბავშვივით კუთხეში მივიბუზე და გავინაბე.ისევ მის სახეს დავუწყე კვლევა.ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო თავზე წელი შემოიტყა.
-ფუ ამის,ნიღაბი სადააა ბლიააად.-ხელების ცეცებას მოყვა მაგრამ რა აზრი ჰქონდა?? უკვე ზეპირად,ზედმიწევნით ვიცოდი მისი ყოველი ნაკვთი.
-ნუ გეშინია,ჩავთვლი თითქოს არ დამინახავხარ-გაუაზრებლად ვთქვი,ჩემს ნათქვამზე მეც გამეცინა,მასაც.საშინლად უხდებოდა სიცილი.
-გადი-წამში დაუბრუნდა ცივი კილო,მეც კუდამოძუებულმა დავტოვე საააბაზანო.
იქვე კედელთან ჩამოვჯექი და მისი სახე წარმომიდგა,მოცინარი,საოცრად რომ უხდებოდა ისეთი სახით წარმომიდგა.ემოციებისგან დაღლილს იქვე ჩამეძინა,მხოლოდ თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. დილით კი „ჩემს“ ოთახში გამეღვიძა.გამეღიმა,ბედნიერად გამეღიმა.
ოთახის კარებს მივუახლოვდი,რაღაც აი მეექვსე გრძნობით ვგრძნობდი რომ ღია დამხვდებოდა და არც შევმცდარვარ.კიდევ ერთხელ გამეღიმა.
კიბეეებს ჩავუყევი,სამყოფელს რომ მივუახლოვდი ხმა შემომესმა.ჩემი დემეტრე,ალეკო და ვაატო რაღაცაზე საუბრობდნენ.
უკაცრავად??? რა ვახსნე??? ჩემი?? ჰაჰ-ჩემც თავზე გამეცინა..
ადვილად შეამჩნიეს ჩემი შესვლა,ორნი ნიღბით იყო დემე კი უნიღბოდ.
-დილამშვიდობის-დარცხვენილმა ხმადაბლა მივესალმე იქ მყოფთ.
-გაგიმარჯოს-ყველას მაგივრად გამომეპასუხა დემეტრე-შეგიძლია რამე გაგვიკეთო საუზმედ?? პროდუქტები თითქმის გამოგველია,ბიჭები მიდიან ქალაქში დაა ჩამოწერე რა გვინდა
-უკაცრავად და ჩემს აქ ყოფნას როდემდე აპირებთ,მინდა შეგახსნოთ,რომ ოჯახი მყავს-გავბრაზდი
-რომელ ოჯახზე საუბრობ ანაბელ,რომ არ მოუკითხიხარ და საერთოდ რომ არ გირეკავენ??-მწარედ მომხვდა მისი სიტყვები გულზე,ჩემი ბრალი იყო,ოჯახი არ უნდა მეხსენებინა,ანდა რომელ ოჯახზე ვსაუბრობდი?? კატაზე,რომელიც ჩემიც არ იყო??? რა ამაზრზენიააა...
უთქმელად დავტოვე ოთახი და სამზარეულოში შევედი,ბარს დავეყრდენი და ავტირდი,იმ ტკივილმა ამატირა,რომელიც მთელი ცხოვრება ზურგზე მაწევს,უოჯახობას ამატირა..საშინელ მარტოოობასა და დიდ ტკივილს ვგრძნობდი ამ წამს და არავინ,არავინ არ მყავდა გვერდით,ვინც მანუგეშებდა..
-მაპატიე ანაბელ,უხეშად გამომივიდა-ბეჭებზე ხელის შეხება ვიგრძენი-მაპატიე ჩემი უხეშობა,დაუკვირვებლობა,მაპატიეეე
-დემეტრე,შენ არც კი იცი როგორ მტკივა,როგორ განვიცდი,როგორ მაკლია ყველაფერი ოჯახის,ის სითბო ერთგულება გვერდში დგომა მაკლია,რაც ოჯახში აქვთ ხოლმე დემეტრეე-შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე,სიბრალული,სირცხვილის გრძნობა ამოვიკითხე ის ბალოტისფერ თვალებში-შენ ეს ყველაფერი გქონდა დემეტრე,მე კი არაფერი არ მქონდა,საერთოდ არაფერი,მარტო ვიზრდები მთელი ცხოვრება,ჩემი თავის პატრონი ვარ და ეს იცი რა რთულია???იციიი??
არაფერი უთქვამს,ოთახიდან გავიდა და მოვალეობებთან დამტოვა. ბარისაკენ შევტრიალდი და კარტოფილის შეწვას შევუდექი.მალე სუფრაც გავაწყვე და ბიჭებს დავუძახე.
-შეგიიძლია ნიღაბი მოიხსნა-ჩემი გამოთვლით ვატოს მივუბრუნდი-აქედან მაინც არ მიშვებთ და კედელს ვერ დავუწყებ ლაპარაკს.
ვატოს ყოყმანი ვიგრძენი,უჩუმრად რომ დემეტრეს გადახედა ეგეც ვერ გამომაპარა.
მოიხსეს ნიღბები და გამეღიმა...არ მესმის ასეთი კარგი ხალხი მკვლელები რატომ არიან.
ჭამას შევუდექით,ისე უერხულად ვგრძნობდი თავს ლუკმას ვერ ვყლაპავდი,თან დემეტრეს დაჟინებული მზერა მაშინებდა.
სადილს როგორც კი მოვრჩით ბიჭები ადგნენ და წავიდნენ,მაგიდასთან მე და დემეტრე დაგვტოვეს.
-ასე რატომ მიყურებ??-ინტერესით შევუბრუნდი მას.
-ასე როგორ??(დემეტრე)
-აი ასე,დაჟინებით..
-სულაც არა,გეჩვენება რაღაცები-მხრები აიჩეჩა ვაჟბატონმა და ოთახი დატოვა.
რაღაც უნდა გამერკვია,ასეთ გაურკვევლობაში ყოფნას არ ვაპირებდი.ოთახი მივალაგე და სამყოფელში გავედი. მდივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მივუახლოვდი.
-რატომ მოკალით ის ვიღაც? რა დაგიშავათ??-ფრთხილად,არ მინდოდა ოთახში გამეფებული სიმყუდროვის დარღვევა,იქვე სავარძელში ჩამოვჯექი და მის მწვანე,ღია მწვანე თვალებს მზერა გავუსწორე.ხანდახან მაშინებდა კიდეც ჩემი ზედმეტად გაბედული ქმედებები.
მწყრალად გამომხედა.აი ისეთი მზერით,მხოლოდ მარლონ ბრანდოს რომ ახასიათებდა „ნათლიაში“.
-მარლონ ბრანდოს გევხარ ეგრე-ხმამაღლა წამომცდა და ჩემი თავით უკმაყოფილობ მწარედ ვიტკიცე ხელი ტუჩებზე.
-რაას??-თვალებგაფართოებულმა შემომხედა.
-დონ კორლეონეს..-ხმა ჩამწყდარმა ვუპასუხე.
-აჰაჰაჰაჰჰჰა-საშინელი,ლუციფერისებრი სიცილით ახარხარდა მკვლელი დემეტრე..სისხლის მოწოლა ვიგრძენი საფეთქლებზე,ეს უნამუსო მკვლელი დამცინოდა.
-საზიზღარი,ამაზრზენი მკვლელი ხარ-პირში მივახალე,მაგიდაზე დადებულ ლუდს ხელი მოვკიდე და ოთახში სრული სისწრაფით ავირბინე.
მთელი საათი იმ წამს ველოდი,როცა შემოვარდებოდა და ყელს გამომჭრიდა,ან შუბლში ტყვიას დამახლიდა.ამ შიშით გამოვცალე მთელი პივა და ფეხარეული,გათამამებული კიდეებს ჩავუყევი.
-მკვლელს გაუმარჯოსსსსს-სარკაზმით გაჯერებული ხმით დავუყვირე ბატონ დემეტრეს ოთახში შესვლისთანავე-რა იყოო ვერ გაბედე ჩემი მოკვლა??? გინდოდა არადაა ხოო??-იქვე მდგარ ვაზას ხელი მოვკიდე და ძირს დავახეთხე.ნამსხვრევები ირგვლივ მოიფანტა.-მკვლელოოო,სისხლის მსმელოო,რა უფლებით მოკალიი ღვთისგან ქმნილი არსება???უღმერთოოო.-მთელი ხმით გავკიოდი ოთახში,ის კი უბრალოდ მიყურებდა,მაკვირდებოდა...
-ნეტა გრძნობდე როგორ მძულხარ,როგორ მეზიზღება ეგ ბალოტისფერი თვალები,ხავსისფერი მზერა..გრძნოოობ დემეტრე?????-მისკენ მივდიოდი,მინის ნამსხვრევები ფეხებზე მესობოდააა,ვხედავდი აშკარა კვალს,სისხლის,მაგრამ არ მტკიოდა,
-ცხოვრება დამინგრიე,რა გინდა?? რატომ ვარ აქ??? გამიშვი,ოღონდ გამიშვიდა არაფერს ვიტყვი,გეფიცები ყველაზე წმინდას,არაფერს ვიტყვი არასდროს ოღონდ გამიშვი-მის წინ მუხლებზე დავვარდი მლოცველი ქალივით.
მომიახლოვდა და ამაყენა,სავარძელში ჩამსვა,არც არაფერი უთქვამს,ერთი შემხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
-უგულო ღორი ხარ-იმდენად არარეალური შედარება გავაკეთე იმწუთასვე ისტერიული სიცილი ამიტყდა,ტირილამდე ვიცინეე დააახლოებით ნახევარი საათი,დაახლოებით ნახევარი საათი მიცქერდა ჭაობისფერი თვალები გაკვირვებით,შეშინებული.
-მგონი გაგიჟდი..-ბოლოს ამოთქვა
-გავგიჟდი?? ახლა მიხვდი??-ისევ სიცილით მივუგე,თან ვგრძნობდი ალკოჰოლის გრადუსიც როგორ მოქმედებმა.ბარბაცით მივუახლოვდი.-შენ გამაგიჟე შენი უაზრო თვალებით,მკვლელოოო,აჰაჰაჰჰაჰა.
-ანაბელ მთვრალი ხარ..
-ანაბელს ნუ მეძახი შეე უგულო ღოროოო,დედოფალი ანაბელი ვარ შენთვის,შენ კიდევ ჩემი მხევალი ხარ,ჩემი მონა-გულის წასვლამდე ვიცინოდი,მუცელი ისე მტკიოდააა ხელებს სისხლის ჩაქცევამდე ვიჭერდიი.
-ანაბელ-გამაყრუებლად დაიგრგვინა მისმა ხმამ,ეგრევე გავჩუმდი.სისხლი ლამის გამეყინა ძარღვებში..-მორჩი სისულელეებს და წადიი
-აი გეფიცები,ეხლა კი მართლა გავხარ მარლონ ბრანდოს..-ისეთი ენთუზიაზმით წარმოვთქვი ეს სიტყვები ჩემი თავის გამიკვირდა,თან შემეშინდა,მგონი მართლა გავაფრინე..რაღაც სასწაულის მოლოდინში გავირინდე,მეგონა ახლა მომვარდებოდა და დამახრჩობდა,მაგრამ არა.. რკინის ნერვების პატრონმა უბრალოდ ხელი მომკიდა და „ჩემი“ ოთახისაკენ წამათრია.
ემოცებისგან დაღლილს წამებში ჩამეძინა..დილით,არა უფრო შუადღით გამეღვიძა.თავი საშინლად მტკიოდა,ყველაზე უფრო კი ფეხის გულები,რომელიც ბინტით მქონდა შეხვეული..ძალიან შემრცხვა,ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი,სირცხვილისგან საბანში შევიმალე მაგრამ რააზრი ჰქონდა??? -ღმერთო რა სირცხვილია-საბნის ქვეშ ჩუმათ წარმოვთქვი.-მეორ
ედ იმედია აღარ დალევ და ესეთ სცენებს აღარ მოაწყობ-წარმოთქვა ნაცნობმა
ხმამ.გველნაკბაენივით წამოვხტი ლოგინიდან.მის იქ ყოფნას არ მოველოდი.საბანი ტანზეშემოვიჩურთე და საწოლის კუთხეში მივიბუზე.-„ღმერთო აი ახლა გთხოვ მიწა გასკდეს და შიგ ჩამიტანოს რააა“-ჭერისკენ თვალები ავზიდე დააა ჩურჩული დავიწყეეე-ღმერთო აი ამ ერთხელ გადამარჩინე რააა....
რადგან ღმერთი არ მისრულებდა თხოვნას,არც მიწა გამსკდარა და არც დედამიწა დაქცეულა,საბნიდან თავი გამოვყავი და მის თვალებს შევაცქერდი,დარცხვენილი,შიშნარევი მზერით.
-ძალიან დიდი ბოდიში-ვგრძნობდი საცაა ვიტირებდი-უბრალოდ არვიცი რა დამემართა..
-ბოლო და უკანასკნელი იქნება შენი დალევა ამ სახლში-გამყინავად დაიგუგუნა მისმა ხმამ ოთახსი,ადგა,წიგნი,რომელიც ამ ხნის მანძილზე ხელში ეკავა გადაშვილი კომოდზე დატოვა და ოთახიდანგავიდა.
წამის მეასედში წამოვხტი ლოგინიდან და წიგნს მივვარდი.
-ღმერთო ოღონდ ის ფურცელი არ იყოს ღმერთო გთხოვ ოღონდ ის გვერდი არა რა..
როგორც წინა თხოვნა არ შემისრულა უფალმა,ეს თხოვნაც არად ჩააგდო.
ზუსტად ის ფურცელი
გვერდი-60.სიტყვა:სიყვარხარ.სასვენი ნიშანი:წერტილი.
იმედგაცრუებულმა,თან ნასიამოვნებმაა წიგნი დავხურეე,ჩავიცვი და საააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
საბედნიეროდ თავის მოსაწესრიგებელი საშუალებეი მოემარაგებინათ ბიჭებს,რასაც ნამდვილად არ ველოდი..მაგრამ..
კალენდარს ჩავუარე და ჩემი კივილი მთელ სახლს მოედო..ოღონდ ეს არა,ოღონდ ამ თვეში არა რა ღმერთო-კიდევ ერთხელ შევევედრე უფალს,მაგრამ როგორც წინა ორი სურვილი,ესეც გარდაუვალი აღმოჩნდა.
-ახლა რაღავქნა-ბოლთას მოვყევი შუა დერეფანში-ახლა რაგავაკეთო-შუბლზე ხელებშემოწყობილი მიპოვა დემეტრემ.
-რა იყო რა გაკივლებს,კიდევ სცენების მოწყობას აპირებ??-დამცინავად გადმომხედა
-არა,მე,უბრალოდ.. დღეეს...-ოოოხ ახლა მაინც ასკდეეეს ღმერთო მიწაა-მე უბრლალოდ...-თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი-ან როგორ მეთქვა,ან საერთოდ რა იცის ამხისთავიანმა თვიურის შესახებ.წამდაუწუმ კალენდარს ვუყურებდი და თითოეულ დღეს ვითვლიდი.
ალბათ ძალიან შეწუხებული სახე მქონდა,დემეტრეც შეშინებული მიყურებდა.
-რა იყო ფეხი გტკივა??
-არა მე უბრალოდ..-ოოოოხ ანაბეეელ თქვი შენ რა გითხარიი თქვი რა იყო კიარაფერი მოხდება-ვაგულიანებდი ჩემს თავს,თან კალენდაარს არ ვაშორებდი თვალს
-აჰააა-ღიმილი შეეპარა დემეტრეს-გასაებია.-ღიმილი სიცილში გადაეზარდა.
ოოოხ ეხლა არ გაწითლდეე ანაბელ,ეხლა არ გაწითლდე ოღონდ და მერე თუ გინდა მოკვდი-ჩემს თავს ვევედრებოდი,მაგრამ რად გინდა??? ყურები ისე მიხურდაა ღუმელში მეგონა თავი.
-ბიჭები არ მოსულად ჯერ,დავურეკავ თუ გინდა და ვეტყვი რომ აფთიაქში შეიარონ-გამომცდელად,ალმაცერად შემომხედა..
-არაა,არა გაგიჟდიი???-ლამის დავიწვი,გეფიცებით ახლა ისე ვხურდი თავისუფლად შეგეძლოდ ჩემს ხელის გულზე თოხლო კვერცხი შეგეწვათ.
-აბა რას იზამ??-ოხ ისევ ეს ჭინკები თვალებშ,ეგრე მაინც ნუ მიყურეებ,გონებაში ვლანძღავ დემეს-ვეტყვი არაა პრობლემა,რა იყო ნუ გცხვენიაა-ისევ გაეღიმა,უფრო გაეცინა.
-იქნებ მე წავიდე აფთიაქში,აქ სადმე არარის??-მთელი საუბრის მანძილზე დახრილი თვალები ახლა ავზიდე.
-არა-მოკლედ მომიჭრა და ტელეფონს დაწვდა,ადვილად ვიცანი ჩემი ტელეფონი,ნომერი აკრიბა და დაელოდა-ვატო მე ვარ,ბიჭო აფთიაქში შედი რა ჩემ თავს გაფიცებ,ანაბელს ქალური პრობლემები შეექმნა ხო აზრზე ხარ და უყიდე რა,ეცოდინებათ ექთნებს მანდ-სად წავსულიყავი არ ვიცოდი,დასჯილი ბავშვივით კედელს მივეყრდენი და დაველოდე როდის მორჩებოდა საუარს,თან ჩემს ტელეფონს არ ვაშორებდი თვალს...
როგორც კი გამორთო,შემომხედა,გვერდულად გამიღიმა და შებრუნებას აპირებდა.
-დემეტრე,შეიძლება რაღაც გთხოვო??
-რა იყო?-შემომიბრუნდა.
-გეფიცები,აი არავის,არავის არ დავურეკავ,არც მივწერ,პრობლემას არ შეგიქმნი,უბრალოდ ტელეფონი მათხოვე,თუნდაც 1 სააათით-ვედრებით შევხედე..ჩემი ტელეფონი მინდოდა,ჩემი პატარა დღიური.
დაფიქრდა,თან თვალს არ მაშორებმა,ვგრძნობდი მის მზერად,მაგრამ თავს მაინც ვერ ვწევდი ზევით..
მერე ტელეფონი მომცა და გავიდა.
ოხ როგორ მომნატრებიხარ-სულელივით ტელეფონს დავუწყე ლაპარაკი,თამ ვწერდი-უკვე 2 დღეა,არა 3 აქ ვარ,აი გამეღვიძა ღამის 3 საათზე და ყველაფრს შეცვლა ვისურვე,შეიცვალა კიდეც,მაგრამ უარესობისკენ,გამომწყვდეული,მოტაცებული,სადღაც არც კი ვიცი სად ვარ.. აქედან წასვლა მინდა,მაგრამ არვიცი ეს როდის იქნება-იქვე კკედელტან ჩამოვჯექი და წერა განვაგრძე-განა რა დამრჩენია იქ? არც არაფერი,სახლი,რომელიც დასანახადაც კი მძულს..სამსახური,რომელიც არასდროს არ მომწონდა...არვიცი სად ვარ,მაგრამ ის კი ვიცი,რომ ბალოტისფერი თვალების ელვარებას ვერსად,ვერასდროს ვერ გავექცევი..ის ვიცი,რომ მისი ყველაფერი მაოცებს..
-ბიჭები მოვიდნენ-ჩაახველა დემეტრემ დათან მომიახლოვდა-ქვევით ჩამოდი.
-ააა,ახლავეეე.-ჩანაწერი უცებ შევინახე და ტელეფონი დავუბრუნე,არ შემწინააღმდეგებიაა...კიდეეები ორივე უხმოდ,უთქმელად გავიარეთ..
ბიჭებს მივესალმე,პარკები კი სამზარეულოში გავიტანე,ყველაფერი ამოვაწყვე,ყვალა სახის პროდუქტი მოეტანათ,ყველაფერი რაც კი შეიძლება მოსურვებოდა ადამიანს...
აფთიაქის ემბლემიანი პარკი სასწრაფოდ ჯიბეებში შევჩურთე,ყველაფერი მივალაგე და ისევ ოთახში ავბრუნდი,მოვწესრიგდი,ტანსაცმელი,რომელიც ჩემი გატაცების დღესთან ერთან გამოაყოლეს,გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.მისაღებში იყვნენ და ტეელევიზორს უყურებდნენ. არაფერი მითქვამს ისე გავედი სამზარეულოში და ყავის მადუღარას დავუწყე ძებნა,არც ისე მალე,მაგრამ მაინც მივაგენი,გაზქურაზე შევდგი დაა ჭიქები გავამზადე.
არვიცოდი ვის რამდენნი კოვზი შაქარი უნდოდა,ამიტომ სტანდარტულად გავამზადე და სინზე დავაწყვე.
ღმერთს ვთხოვდი რომ გზაში არ წავქცეულიყავი და აიიი,ეს თხოვნა ნამდვილად შემისრულა,უვნებელი მივიტანეე ყავა საჟურნალე მაგიდასთან და ბიჭებს გადავხედე.მართალია გაოცების დამალვას ცდილობდნენ,მაგრამ აშკარა კმაყოფილება მაინც ამოვიკითხე მათ სახეებზე.
-Ⴋადლობა-რაღაცნაირი, ღიმილნარევი კილოთი მომმართა ვატომ, ისე გავწითლდი ალბათ ჭარხალს ვგავდი მაგრამ რა მექნა??
ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა,რამაც უფრო დამაკომპლქსა და სავარძელში ისე მოვიბუზე ჩემი თავი შემეცოდა.
-მოდი, რამე ვითამაშოდ-წამოხტა უცებ ფეხზე ალეკო-თუნდაც ჯოკერი
-ბაზარი არააა-დაეთანხმა უცებ ვატო და დემეტე.სამივემ მე შემომხედა.
-კარგით-მორცხვად დავხარე თავი და თამაშს შევუდექით.
-რამეზე ვითამაშოთ მუღამი რომ ჰქონდეს-არ ისვენებდა ბუნტისთავი
-მოდი პიცის დაცხობაზე იყოს-გავთამამდი მე - ვინც წააგებს ის აცხობს..
-ვა საღოლ ბელს-შემიმოკლა უცებ სახელი ვატომ-კაი ვინმე ხარ შენ ჩვენში რომ დარჩეს-გამიცინა
მეც რათქმაუნდა თავაწეულმა ვუპასუხე-არც კი მიცნობთ..
თამაში დავიწყეთ,აზარტში ისე შევედი ყველაფერი გადამავიწყდა,ისიც კი,რომ მოტაცებული ვიყავი,მკვლელ ბანდასთან ერთად.
-დემეტრე წააგე-როგორც კი შეკრებას მოვრჩი სიხარულისგან წამოვიყვირე-ძალიან კარგი,თან გვშია ყველასს.
-შეცდომაა ტოო,შენ როგორ გადამასწარი 2 ხიშტი გქონდააა-უკმაყოფილებას არ მალავდა ვაჟბატონი.
-როგორ და ჩვეულებრივად,გადააამოწმე თუ გინდა-გამარჯვებულის იერით მივაწოდე ფურცელი.
-ეეე არ გვინდა ახლა აქ ბავშვური გატრაკებები-მდივნიდან წამოიმართა ვატო-აცხობ და მორჩა..
დამჟავებული,უკმაყოფილო სახით შევიტანეთ დემეტრე სამზარეულოში,ყველაფერი,რაც პიცისთვის საჭირო იყო ბარზე დავუდევი.
-ცომიც მე უნდა მოვზილო ტოოო-გაკვირვებით გადმომხედა დემეტრემ
-რა თქმა უნდა (ალეკო)
-აუ შენ რა გენაღვლებაა-შეუღრინა ძმაკაცს..-ის მაინც მითხარით როგორ გავაკეთო აზრზე არ ვარ.
-ე.ი-ხელები ავიკაპიწე მე და თასი მივაწოდე-აიღე ფქვილი,აი ეგრე,ცოტა ჩაყარე ბევრი არ გინდა,აიღე ეხლა საფუარი,მაგდენი არ უნდა უნიჭოოო,მარილი ცოტა და შაქარიც,ხო კარგია,ახლა წყალი ჩააასხი და ნელნელა ზილე.-ზედმიწევნით გაიმეორე დემეტრემ ყველაფერი და ჯამში არც ისე ცუდი ცომი გამოუვიდა,თუ არ ჩავთვლით ზედმეტად ბევრ საფუარს.
-კაი ახლა დაჭერი ეგ ყველაფერი.და პროპორციულად მოაყარეე..მშვენიერია,კარგი გამოვიდა,ახლა გაზქურაში დეგდიიი.
-აუუ დავიტანჯეე ტოო ეს რა არის,აღარასოდეს გავაკეთებ რამეს-უკმაყოფილოდ შემოიტყა დოინჯი.
ჩვენი პიცაც მალე გამოცხვა,სხვათაშორის საკმაოდ გემრიელიც.შუა ჭამაში ვიყავი,როცა ზედმეტად უაზრო შეკითხვა დავსვი..
-ისე რა გვარების ხართ ბიჭებო??-არვიცი,ალბათ არ მოელოდნენ,ისეთი სახე მიიღეს იქვე ვინანე ჩემი ენაჭარტალობა.
-ჭანტურია-ღიმილით შემომხედა ვატომ.
-მაისურაძე-არც ალეკომ დამიმალა მისი გვარი-ისე არც შენი გვარი ვიცით ბელს-უცებ აიტაცა ჩემი ახალი სახელი ალეკომაც
-კილასონია-უცებ წამოვიძახე მე-დემეტრე შენ??
-ახვლედიანი-მძიმედ თქვა და ქვევიდან ამომხედა,არა რა ერთი დღე იქნება ეს მწვანე თვალები თავს მომაკვლევინებს..
-დემეტრე ახვლედიანი-ჩემკენ მომართული მზერა სივცეზე გადაიტნა.
-უფ კაი პიცა იყო-დაძაბული სიტუაცია შეძლებისდაგვარად განმუხტა ჭანტურიამ-აწი ხშირად ვითამაშოდ ხოლმეე
-აბა ბიჭოოო,მზარეული ძმაკაცი გვყპლია და არ გვცოდნია ამის დედა ვატირე-საუბარში მაისურაძეც ჩაერთოო.
-აქ დიდხანს დარჩენის პერსპექტივანაკლებად მხიბლავს-მწარედ გამეღიმა-იქნებ გადაწყვიტოთ ჩემი დაბრუნებაა-გადავხედე ბიჭებს.აშკარად წაუხდათ ხასიათი.
-ჯერ ვერსად ვერ გაგიშვებთ-ყველას მაგივად მიპასუხა ახვლედიანმა-როცა მაგის დრო მოვა აუცილებლად წახვალ..
ასე დამთავრდაა ეს დღე და დარჩენილმა კვირამაც უინტერესოდ განვლო.მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ჩემი გული გამალებით ცემდა მისი დანახვისას,ხოლო ჩემი ტელეფონი გამაყრუებლად დუმდა.ჩემს კატას საუბარი რომ შეძლებოდა,ალბათ დამირეკავდა..
მნიშვნელოვანი ალბათ ის მოხდა,რომ ალეკოს და ვატოს დავუახლოვდი,კიდევ უფრო უფერულ დღეს მიმხიარულებდნენ.
-ბელს,გღვიძავს??-უკვე ჩაუკეტავი კარები ჩუმად შემოაღო ალეკომ
-არა,შემოდი-თვალების ფშვნეტით წამოვიწიე ლოგინიდან და სააათს გავხედე,ღამის 2 საათი სრულდებოდა.
-გილოცავ 1 დეკემბერს
-მაგის სათქმელად გამაღვიძე-ცოტა გავბრაზდი და მწყრალად შევხედე.
-არა კაცო,დღეს დემჩოს დაბადების დღეა და წამო ოთახში შევუვარდეთ.
-რაა?-თავზარდაცემულმა უცებ წამოვხტი ლოგინიდან-რამდენის გახდა??
-26-ის-გაკვირვებულმა შემომხედა ალეკომ
-ჰაააა?-გაკვირვებისგან ეხლა ნაღდად დავაღე პირი-26?? მე უფრო ბებერი მეგონააა.
-არა შენზე 6 წლითააა უფროსი მეტით კი არა-გამომაჯავრააა
-მერე რამე ნამცხვარი ან რამე გვააქ??-ჩაფიქრებულმა გავხედე.
-აუ ხოოო,ეგ სულ დამავიწყდა-თავზე ხელი შემოირტყა ალეკომ.
-კაი დაიცა ჩადი ქვევით და ჩამოვალ,უცებ გავაკეთებ რამე ტკბილს.
-ოოოხ გენაცვალე რააა..-ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და გაკვირვებული დამტოვა ოთახში.
ზედმეტი სიახლოვე მაშინებდა კიდევ ბიჭების,არმინდოდა შევჩვეოდი მათ...
უცებ ჩავიცვი და სამზარეულოში ვდურთე თავი,საადაც ვატო დამხვდა.
-ბელს,რა გავაკეთოდ აბა??-წინსაფრიანმა შემომხედა,ერთი კი გამეცინა გემრიელად მაგრამ უცებ დავსერიოზულდ და პატარა,კექსის მაგვარი პეჩენიის მომზადება დავიწყე.
1 საათში უკვე დემეტრეს ოთახის კარებთან ვიყავით აყუდებულები.
-მიდი შენ შედიი რაა-ხელზე მსუბუქად მიჯიკა ვატო
-გაგიჟდი??? ვერ მიტანს-გულჩამწყდარმა შევეპასუხე
-ვერგიტანს არა კვახი კიდევ-არ შემეპუა ალეკო-მაგ მაგნაირი უხეში და ხეა თორე ისე გულიაქ ვარდივით
-ხო კაი დაიცა,ყველა ერთად შევიდეთ-მარტივად გადაჭრა პრობლემა ვატომ და სამივენი ოთახში დაუკაკუნებლად შევედით.
-რა ლამაზიიი დღეააააა-სიმღერა,მაგრამ უფრო ტვირილი დაიწყეს ბიჭებმა-რა ნათელი მზეააა-აქ უკვე შეიშმუშნა ახვლედიანი-იმიტომ რომ დღეს კუსის-რაოოო?ყურები ვცქვიტე უცებ-დაბადების დღეაააააა-ბოლო ნოტაზე გაწელებ ბიჭებმა და დაფეთებული დემეტრეც ლოგინიდან წამოხტა.
-გილოცავ კუუუს-გამოფხიზლებაც არ დაააცადაა ისე გადაეხვია ალეკო-მიყვარხააარ
-მადლობა ა-უკვეგამოფხიზლებულმა დემეტრემ ვატოც გადაკოცნა და ჩემკენ გამოიხედა.
-გილოცავ-უბრალოდ შემოვიფარგლე და კექსი,26 სანთელით გავუწოდე-ჩაააქრე და სურვილი ჩაიფიქრე.
როგორც კი სანთლები ჩაააქრო ვატომ ეგრევე გამოგვყარა ოთახიდან და ყველანი მისაღებში ჩაგვყარა.
-ვსვამთ ბოლომდე-ოთახში ჩასვლისთანავე სასმელები გამოალაგა სერვანდიდან
-კი ბატონო..
მეტი რა უნდოდათ??ან მე?? იმ ღამეს მართლაც ბევრი დავლიეთ..დილით კი ყველას მისაღებში გაგვეღვიძა.
-ვახ ჩემი თავიი-ვატოს კნავილმა გაგვაღვიძა ყველა
-ეს რა იყო ტოო-ნოხიდან თავი წამოყო ალეკომ.
-ახლა ლუდი გაასწორებდა მაგრა,ან ხინკალი-სავარძელიდან აღზევდა დემეტრე.
-ოღონდ ხინკლის გაკეთებას ნუმომთხოვთ და რაც გინდათ ის მითხარით-მაგიდიდან თავი ავწიე და უშნოდ მოქცეული ზედა გავისწორე..
-არა ბელს,ღადაობ? მაცივარში გვაქვს.(ვატო)
-ეგ გუშინწინ მოხარშეთ(ანაბელ)
-აუ არ ღადაობ??(ალეკო)
-მაქ ეხლა ღადაობის თავი??-გვერდულად გავხედე ბიჭებს.
-აუ აბა გავიდეთ ქალაქში და სახინკლეში დავჯდეთ-წამოაყრანტალა ალეკომ და წამში ჩაიგდო ენა.
-სულ გამოსირდი(დემეტრე)
-რატო ტოო,სადაც აქამდე ვერ გვიპოვნეს,ვერც ეხლა გვიპოვნიან რააა,თანაც ხო თქვი ანაბელის გარდა არავს შევუმჩნევივართო???-მწყრალად გამოეპასუხა ალეკო
-რა მნიშვნელობა აქ,მაინც საშიშია,ჯერ არ ცამცხრალა სიტუაცია,ისევ იძიებენ გიგაურის საქმეს.
-გაგიიი თქვენ მოკალითთ?????-ახლაღა ამომიტივტივდა რამდენიმე დღის წინ მოსმენილი ინფორმაცია,რომ მთავარი პროკურორის შვილი,გაგი გიგაური ჩაცხრილული იპოვეს-თქვენ ხვდებით მაინც რომ ვახტანგ გიგაური არასოდეს შეწყვეტს ძიებას??-სასოწარკვეთილმა გადავხედე ბიჭებს-დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ-ცრემლმორეულმა გაადავხედე დემეტრეს,მის ჭაობისფერ თვალებში უიმედობა ამოვიკითხე..
-ეს როგორ გააკეთეთ აა??-უკვე მტირალმა ბოლთის ცემას მოვყევი-გიგ გიგაურის მოკვლა რამ გაიძულათ ააა?-არ ვცხრებოდი-ვაიმე რომ გიპოვონ და დაგიჭირონ???
-დამშვიდდ,აქ ვერ მოგვაგნებენ,თან უკვე გითხარი,არავის დავუნახივართ შენს გარდა-ცივად გადმომხედა დემეტრემ.
-რატომ მოკალითთ??
-მიქარა,სერიოზულად მიქარა-თავჩაქინდრული გამომეპასუხა მაისურაძე
-რამე რომ აღმოაჩინონ???
-ააბეეელ,გაჩუმდი-გამყინავად დაიყვირა დემეტრემ.-ნუ ართულებ ყველაფერს.-შედარებით თბილად მომიგო.
უხმოდ გავატარეთ ის დღე,მთელი საღამო არ მომცილებია გიგაურზე ფიქრი,ვახტანგი არ შეწყვეტტა მისი შვილის მკვლელის ძიებას.. სანამ არ იპოვიდა არ მოეშვეოდა საქმეს,ეს ყველაზე უკეთ მე მესმოდა..მთელ პროკურატურას ფეხზე დააყენებდა და მაინც იპოვიდა.ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული,როგორც ჩემს პიროვნებაში.
უკვე კარგა გვიანი იყო როცა „ჩემი“ ოთახი მივატოვე და მისაღებში ჩავედი.იქ მხოლოდ დემეტრე დამხვდა,რომელიც ჩემს ტელეფონში რაღაცას კითხულობდა.გული შემიქანდა,ის დღე გამახსენდა ბოლო ჩანაწერი რომ გავაკეთე და გეფიცებით,წამში მის უკან აღმოვჩნდი.
ზუსტად იმ სიტყვებთან იყო ჩსული,სადაც მის თვალებს ვახსენებდი,მის ბალოტისფერ,მოელვარე თვალებს.
ანარეკლში მის მოღიმარ სახეს წავაწყდი და ამან ცოტა დამამშვიდა.
-ხომ გთხოვე,რომ არ წაგეკითხა??-გულნატკენმა სიჩუმე დავარღვიე,ელდანაცემმა უცებ დააბლოკა ტელეფონი და ჯიბეში სწრაფლ ჩაიდო.
-მაპატიე-სირცხვილი წამში გაუქრა და ალმაცერად,ისე მე რომ მადუმებდა,შემომხედა.
ოოოოოხ როგორ ვერ ვიტან მოცინარ ჭირკებს შენს თვალებში დემეტრე ახვლედიანო,ჩემთვის,ჩუმად გავიიფიქრე.
-ასეთ მნიშვნელობას რატომ ანიჭებ იმ გვერდს??-სასხვათაშორისოდ მკითხა.
-რომელ გვერდს???-დაბნეულმა არ ვიცოდი რა მექნა
-აი გვერდი-60,სიტყვა:მიყვარხარ.სასვენი ნიშანი-წერტილი.
-არვიცი-საიდუმლოში მხელილმა თვალები წყლით ამევსო.
-ჩემი თვალები თუ ესე გაბნევს,აწი ხშირად შემოგხედავ ხოლმე-მისთვის შეუფერებელი,მოულოდნელი სიტყვები მითხრა...
გაკვირვებულმა ავხედე,ის კი ისევ ეშმაკურად მიღიმოდა.ასეთი ეშმაკური ღიმილით გაცისკროვნებულმა ნელნელა დაფარა ჩვენშორის მანძილი და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია..
რა ვიგრძენი??? ჟრუანტელმა ისე დამიარა მისი ხელები რომარა ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი.
-ანაბელ,იცი როგორ გიხდება ვარდისფრად შეფაკლული ლოყები?იმდენად ბუნებრივი ხარ შენი შეხებისაც კი მეშინია..
-არგინდა დემეტრე-ხმაწასულმა,ვნებისგან გაჟღენთილმა ცრემლით სავსე თვალებით ავხედე მას.ასე ახლოს დანახული მისი თვალები კიდევ უფრო წაააგავდა ხავსით დაფარულ მიდამოს.მის მზერაში უმისამართოდ დაკარგულმა შევიგრძენი თბილი ტუჩების შეხება ღიმილის კუთხეში,შემდეგ კი ვაგებზე.
ჟღუანტელი ვერ დავიმორჩილე,გეფიცებით,გულის წასვლას ნამდვილად წამები მაკლდა რომ არა მისი ვნებისგან სავსე ტუჩები.წამიერი იყო ამბორი,მაგრამ ტაიფუნი მოახდინა ჩემში.
-დაბადების დღეს გილოცავ ანაბელ-ტუჩებს მოცილებულმა კისერზე გადაინაცვლა.სწორედ მაშინ ჩამოკრა 12 ჯერ საათმა ისარი და მაშნ გამახსენდა რომ 2 დეკემბერს ჩემი დაბადების დღე იყო.
-მინდა სულ ესეთი დაბნეული,თბილი,სიყვარულით სავსე თვალებით გხედავდე
-მოვკვდი??-შოკირებულს მართლა მკვდარი მეგონა თავი.
-მე ლამის სიყვარული აგიხსენი შენ კიდევ სადღაც ღრუბლებში დაფრინავ.აქ ვართ ანაბელ აააქ-ხელები სახის წინ ამიფრიალა.
-უგულო ღორი ხარ-მისთვის მრავალჯერ ნათქვამი და აკრძალული სიტყვები წამომცდა.ჩემდათავად ვტკიცე მწარედ ხელი ტუჩებზე და სიმწრისგან კვნესა აღმომხდა.
-აი ეგრე გეკუთვნის-სიცილიდ შემომხედა.-მადლობა მაინც მითხარი ბელს
-მადლობა-გაბრუებულმა მეტის თქმა ვერ მოვახერხე და გული წამივიდა.სმენას მისი ყრუ ჩაცინება მიწვდა მხოლოდ და ბურუსში წავედი.
დილით გაღვიძებულს ყუთი დამხვდა საწოლთან,ლამაზად შეფუთნილი..გაუაზრებლად მივედი გავხსენი და ბლოკნოტი დამხვდა,ლამაზი სადაც მხოლოდ 1 წინადადება ეწერა..
-„გვერდი 60,სიტყვა:მიყვარხარ,სასვენი ნიშანი წერტილი“
-დემეტრე,ჩემო დემეტრე-ბლოკნოტი ჩავიხუტე და ოთახში დავიწყე ტრიალი-ჩემი მკაცრი ახვლედიანი...
მერე გუშინდელი ღამე ამომიტივტივდა გონებაში და ადგილს მიველურსმე..
მისი ის კოცნა გამახსენდა,თხემიდან ტერფამდე რომ შემძრა.ის სიტყვები გამახსენდა გულის წასვლამდე რომ მითხრა,ის ჩუმი ჩაცინბაც გამახსენდა და იმ წამს შეჩერდა მსოფლიო..
აი ახლა,როცა იატაკს მიყინული სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს,მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი და ეს დემეტრე იყო,სამყაროს ცენტრად გამიხდა ამ წამს.. ისე შემიყვარდა ჩემ თავსაც კი ვერ ვცნობდი.როგორ გადმოვცე ემოცია,როცა სიტყვებითაც კი ვე ვამობ თუ როგორ გამანადგურა მისმა სიყვარულმა..
როგორ შემიყვარდა ყველაზე უგრძნობს??როგორ შემიყვარდა ყველაზე სიყვარულის უნახავს??
როგორ ვიგრძენი სიყვარული,როცა ეს გრძნობა არც კი ვიცოდი როგორი იყო?
მარტოოობაში გაზრდილმა ეს როგორ მოვახერხე??
სარკისწინ ვუყურებდი ჩემს თავს და მხოლოდ სიგიჟეს მისულ თვალებს ვხედავდი.
-მე,რომელსაც არასდროს მიგრძვნია არავითარი სითბო,რომელიც ვიზრდებოდი სრულიად უცხო გარემოში,სრულიად გულგაყინულ ხალხში,სრულიად მარტო,როგორ როგორ შემიყვადა ვინმე ამიხსნის??
გიჟის მზერა მალე ბედნიერის მზერამ ჩააანაცვლაა.პარადოქსული მდგომარეობა მალე დავტოვე და ღმერთამდე შეყვარებულმა ოთახი დავტოვე,ბლოკნოტით ხელში.
-ბელს დაბადების დღეს გილოცავ-მისაღებში გაცისკროვნებული სახით ვატო დამხვდა,მოვიდა და გადამეხვია-მინდა სულ ბედნიერი იყო..
-ბეეეეელსსსსს-მისი ომახიანი,ძლიერი ტონალობის ღმით დაიყვირა ოთახის ბოლოდან ალეკომ,მოვიდა და ისით თბილად გაადამეხვია-გილოცავ,აი მაგრად შემიყვარდი რაა.
-მადლობა ბიჭებო-დაბნეულობისაგან ვიგრძენი გავწითლდი კიდეც.
-კიდევ ერთხელ გილოცავ ანაბელ-უკნიდან მისი ბოხი ხმა შემომესმა,თავჩაღუნულს გამეღიმა,ბედნიერებისგან და სიმორცხვისგან.უკნიდან მისიი მკლავების შეხება ვიგრძენი,ჟრუანტელი ჭკუიდან გადამიყვანდა თუ ესე გააგრძელებმა.ვნებამორეულმა ხელები მის ხელებს შევახე,რაღაცნაირი სითბო,ჟინი ჩამეღვარა სხეულში,სიყვარულის წამლეკავი მოძალება ვიგრძენი ძარღვებში.
-ვნებების მორევი ხარ-ჩუმად,მხოლოდ ჩემგსაგონად ჩამჩურჩულა ყურში-ერთი დღე იქნება დავაშრობ კიდეც მაქ მორევს..
-უკაცრავად დააა-რეალობაში დამაბრნა უცებ მაისურაძის ჩახველებამ..
სასწრაფოდ მოვიშორე მისი ხელები და წამოჭარხლებულმა გვერდით გავიწიე.
-დავლიოთ???-ვატოს ხმამ ისევ დამაბრნა რეალობას,დემეტრეს ეშმაკური ღიმილისგან მოხიბლული.
-არავითარი დალევა-სიმკაცრე დაუბრუნდა ახვლედიანს.
-ოოო,აბა რა ვქნათ??-ყურები ჩამოყარა 2 მეტრიანმა ახმახმა.
-არაფერი-თვალს არ მაცილებდა დემეტრე და ეს უფრო მაბნევდა..
-ოოო რა უჟმური ხარ-მუჭი რბილად გაკრა ალეკომ დემეს.
-სულაც არაა-გაბრაზებულმა გავაპროტესტე,რასაც ბიჭების სიცილი მოყვა.
-ვიღაცებს მგონი ერთმანეთი შეუყვარდააააათ-მრავლისმეტყველად გადახედეს ორმა კუდიანმა ერთმანეთს და ოთახიდან გაილურსნენ.
დაღიმებული დემეტრე ნელა მომიახლოვდა.
-ნეტა გრძნობდე როგორ მიხარია როცა გიყურებ-სითბოთი გაჟღენთილი ხმით მითქრა.
-როდის მოახერხე ჩემი შეყვარება??-ისევ უაზრო კითხვით ვცადე დამუხტული სხეულის გაშოშმინება.
-იმ პირველი გამოხედვისთანავე,შენი ფანჯარის ზღურბლთან რომ დაგინახე..
სწორედ შენმა მზერამ გადამაწყვეტნა შენი წამოყვანა,თორემ გეფიცები,აზრადაცკი არ მომსვლია რომ გამეტაცებინე..უბრალოდ იმ წამს,როცა შენი მზერა დავიჭირეე,გადავწყვიტე რომ წამომეყვანე და მომეწყვიტე ამ უაზრო სამყაროს.
-კარგადაც მოქცეულხარ-ისევ ვცადე ემოციების დამორჩილება,მაგრამ ამაოდ,მისი ასე ახლოს ყოფნა ცეცხლს მიკიდებდა.მწვავდა.
-იცი რა სასიამოვნოე ესეთს რომ გიყურებ??(დემეტრე)
-ესეთს როგორს??
-დაბნეულსა და ვნებისგან დაშანთულს.-ვნებიანად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ისევ მომწყვიტა რეალობას,ისევ ჩუმად მომპარა კოცნა...ისევ გაუფრთხილებლად,მოუმზადებლად
ვგრძნობდი ეხლა რომ არ გაჩერებულიყო გული გამისკდებოდა,კოლიბრზე უფრო სწრაფად მიცემდა ყველა წმიდას გეფიცებით.
-დემეტრე-ვნებისგან არეულს მისი სახელი ჩუმად აღმომხდა-ისევ შევწუხდებიი..
ღიმილით მოწყდა ბაგეებს,წამიერად მომეალესა და გვერდით გადგა.
-არ ვუარყობ,ყველა ქალის ალერსს მირჩევნია შენი უბრალო შეხებაც კიი.(დემე)
-მე არ ვიცი როგორია სხვა კაცის შეხება,ალერსი...-ისევ წამოვაყრანტალე სისულელე,რასაც მისი სიცილი მოყვა.
-გეტყობა-უცებ დასერიოზულდა-ჩემს გამოხედვაზეც კი ენთები,შეხებაზე არაფერს ვამბობ.
-შენ რატომ არ გემართება ესე???
-მე უბრალოდ შენზეკარგად ვაკონტროლებ გრძნობებს..
-უგულო ღორი ხარ-უკვე სიცილით მივუგე.
-მაგას მიყვარხარ-ად ჩავთვლი..-ეშმაკურად დამხედა.
-მიყვარხარ-პირველად ჩემს ცხოვრებაში ვთქვი ეს სიტყვა-მიყვარხარ-უფრო გაბედულად წარმოვთქვი.
_____
ეს და კიდევ 29 დღე მის სიყვარულში გავატარე.
ისე შემიყვარდა,მინდოდა ყველა სიტყვაში მეთქვა,მაგრამ ვერ ვამბობდი...
მისით ვიყავი მოცული და ეს სრულიად მაბედნიერებდა.
31 გათენდა.
პირველად ვხვდებოდი ამ დღეს ასეთი სიხარულით.
დილიდანვე ამაღლებული განწობით შევუდექი სამზადისს.
მართალია ტრადიციული სუფრა ვერ გამოვიდა,მაგრამ უკვე საღამოს 11 სააათზე მშვენიერი სუფრა გავაწყვე.ბიჭებს მაგიდასთან მოვუხმე და ბედნიერმა პირველი ჭიქა ავზიდე.
-სანამ ახალი წელი შემოვიდოდეს,მინდა გითხრათ,რომ ერთადერთი რაც მაბადია ამქვეყნად თქვენ ხართ და კატა,რომელსაც აბლათ უკვე აღარც ვახსოვარ..იმ დღეს,როცა პირველად შევხედე უნიღბოდ თქვენ სახეებს,პირველი რაც გავიფიქრე,ის იყო,თუ როგორ იყვით თქვენ მკვლელები-ჩუმად,მაგრამ გასაგონად ვთქვი-არ მინდა ვიცოდე,და არც არასდროს შეგეკითხებით,თუ რატომ და რისთვის ჩაიდინეთ ეს,უბრალოდ მინდა იცოდეთ,რომ თქვენ ის ხართ ჩემთვის,რაც არასდროს მქონია..ოჯახი-ბოლო სიტყვებზე ხმა ჩამიწყდა,მაგრამ ბოლო ენერგიიით განვაგრძე-ოჯახი,რომლისგანაც სიყვარულსა და სითბოს ვიღებ.მინდა მადლობა მოგიხადოთ,მადლობა,რომ მომიტაცეთ,დამატყვევეთ,აქ გამომკეტეთ,საუკეთესო 2 თვე მაჩუქეთ..მადლობა,რომ ის სითბო შემაგრძნობინეთ,რაც არასდროს მიმიღია.
თქვენ ხართ ჩემი ოჯახი,პატარა ოჯახი და ამისთვის დიდი მადლობა..-სულმოუთქმელად გამოვცალე ბოკალი და სკამს დავუბრუნდი.
ზუსტან ახლა ჩამოკრა 12 მა.
-2015 გილოცავთ-საზეიმო ხმით გამოაცხადა დემეტრემ და წელზე შემოხვეული ხელით უფრო მჭიდროდ მიმიკრა.
ღამის 4 სააათამდე ვსამდით და ათასი ისტორიებით გამოჭედილი,რომელსაც ბიჭები მიყვებოდნენ,დავთვერი.
ყველა დასაძინებლად გავისტუმრე და სუფრას მხოლოდ მედა დემეტრე შემოვრჩით.
-ბელს,იცი რა ბედნიერი ახალი წელი მაქვს ახლა??-სიყვარულით სავსე თვალებით გადმომხედა.
-ვიცი-მთვრალისთვის დამახასიათებელი კილოთი მივუგე და მხარზე ჩამოვადე თავუ.ელექტრო დენივით დამიარა ვნებამ ძარღვებში,შევიშმუშნე და მის მკლავს მოვცილდი.
-გახოვს?? შეგპირდი მაგ ვნების მორევს დაგიცლი თქო...-რაღაცნაირი,ვერ გეტყვით როგორი ხმით მითქვრა.
-მახსოვსს-მეამიტი ბავშვივით ავწიე თავი მაღლა და წარბაწეულმა შევხედე.
-ხოდა სანამ მაგ ვნებას წაულეკიხარ და შენგან მხოლოდ სახელი დარჩენილიყოს,მანამდე...
მანამდე და მერე მახსოვს ის,რომ წუთებში ექსტაზის სრული დოზით გაბრუებული მართლა ღრუბლებს ვეთამაშებოდი.ოღონდ ეს ღრუბლებზე მეტად დემეტრეს სიყვარულით დაღვენთილი ჟინი იყო.
დილით,უკვე პირველ იანვარს მისმა კოცნავ და ალერსმა გამაღვიძა.
-დილა მშვიდობისა პატარავ-ურცხვად მომეალერსა შიშველ გულმკერდზე.
სირცხვილისგან სახე საბანში ჩავმალე..
-ერთხელ უკვე გითხარი და ახლაც გიმეორებ,ყველაზე მეტად მაგ შეფაკლულ ღაწვებზე ვგიჟდები.-ნაზად მომაშორა საბანი და ტუჩებზე დამაცხრა.
ეს არ ყოფილა ნაზი ამბორი,უკვე მისაკუთრებულის ვნებიანი კოცნა იყო..
-რა ტკბილი ხარ ნეტა იცოდე(ალექსანდრე)
-მცხვენიაა-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-რისი??-წარბშეკრული ზევიდან მომექცა და მკერდზე მაკოცა.
-ამ ყველაფრის-უკვე ავტირდი.
-მე შენი უმანკოება შემენანა მხოლოდ,თუმცა ესეც არ მანაღვლებს..ჩემი ქალი ხარ..
ქალის წდებაზე უფრო შემრცხვა და ტირილსაც მოვუმატე.
-ჭირვეული დედოფალი ხარ,მეკიდევ შენი მონა-სიცილით გამახსენდა ერთდროს ნათქვამი ცემი სიტყვები.
-მიყვარხარ(ანაბელ)
-ჩემი ანაბელი ხალ.ბელს-დაიხარა და სამუდამოდ ამხადა სირცხვილის ფარდა.
შუადღემდე ვტკბებოდი მისი სიყვარულით,მისი მოფერებით..
მერე საშინელი ხმა მოგვესმა ქვევიდან.შიში აესავა ახვლედიანის მკაცრ ნაკვთებს.შიშმა მომიცვა მეც.არ გასულაა წუთი და ბიჭების ყვირილი მიწვდა ჩვენს სმენას.მერე რამდენიმე ადამიანის ფეხისხმაც გაისმა და ბოლოს კარები შემოამტვრიეს.
რამდენიმე სამართალდამცველი გიჟივით მიაწყდა გახევებულ დემეტრეს და ხელბორკილები დააადეს. ემოციებს ვერ გამოვხატავდი.
ადრენალინის უზომო მოზღვავება ვიგრძენი.სულის გამყინავიიი ხმა აღმომხდა,დემეტრეს მივვარდი და მის გაციებულ,გაშეშებულ სხეულს მთელი ძალით მივეყინე.
-გაუუშვიით-მთელი ხმით ვუყვიროდი რაზმს,-გააუშვით-მივვადი და იმ ბინძურ ხელზე ვუკბინე პოლიციელს,რომლითაც შებოჭილი ყავდა დემეტრე-გაუშვით ღორებოო-სულის შემხუთავი გოდება ისმოდა ოთახში.
გონზემოსულმა რაზმმა ცივად მომაშორა დემეტრეს და ოთახიდან გაიყვანეს.ფეხდაფეხ გავყევი,ყვირილით,მოთქმით,მაგრამ არაფერი ჭრიდა.
მისაღებში ჩასულს საზარელი სანახაობა დამხვდა...3 ბიჭი მუხლებზე დამდგარი,თავჩაღუნულნი იდგნენ იატაკზე..
-თქვენ ბრალი გედებათ გაგი გიგაურის მკვლელობაში,თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა გამოყენებული იქნება თქვენ საწინააღმდეგოდ.
ოთახს შეეყინა პროკურორის სიტყვები..მაინც გამოგვიჭირეს...ვთქვიი,თენგიზ გიგაური მისი შვილის მკვლელობას არავინ დაანებებსთქოო-გულში ვამბობდი ხმამაღლა სათქმელ სიტყვებს და თან თვალს არ ვაშორებდი დემეტრეს-ახლა რა მეშველება ვინმე ამიხსნის??
მონაზონივით მუხლებზე დაჩოქილი მივვარდი შებოჭილ დემეტრეს.მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე.
ის სიყვარული,რომელიც დილით ამოვიკითხე,გამქრალიყო.დანისლული თვალებით მიმზერდა..საშინელი,არაფრის მთქმელი,გამყინავი,შემაძრწუნებელი მზერა ჰქონდა...
-მიყვარხარ-წამიერად ვაკოცე...
-თავს გაუფრთხილდი ანაბელ-სითბოშეპარული ხმით მომაძხა უკკვე კარებში გასულმა..
ოთახი მალე დაცარიელდა,გამაყრუებელმა სიჩუმემ დაისადგურა..სიმშვიდეს მხოლოდ ჩემი ჩუმი მოთქმა არღვევდა..არვიცირა ძალამ,რა მხნეობამ მიბიძგა გასასვლელისკენ.იქვე დადებულ ჩემს ტელეფონს ხელი მოვკიდე და გარეთ პირველად გავედი ამდენხნიანი ტყვეობის შემდეგ.
ადგილი არ მეცნო,ვერ მივხვდი სად ვიყავი,არც ტყე იყო ირგვლივ,არც მთები,არც სახლები.მხოლოდ გადათოვლილი მდელო იყო...
მუხლამდე თოვლში ძლივს მივიკვლევდი გზას,მაგრამ შევძელი და მაინც გავედი გზადკეცილზე..უშედეგოდ ვცდილობდი მანქანა გამეჩერებინა...მოკლე კაბასა და ქურთუკში გამოწყობილი,გაყინული მივუყვებოდი ასფალტს..მანქანის მუხრუჭის ხმა შემომესმა,იმედმოცემული მივბრუდი უკან და ჩემკენ მომავალ პიროვნებას მუდარის თვალებით შევხედე..
-თბილისისკენ ხომ არ მიდიხართ??(ანაბელ)
-ზუსტად რომ თბილისში მივდივარ-გაკვირვებულმა შემომხედა შუახნის მამაკაცმა..-მანქანაშ ჩაჯექით..
-ხომ ვერ მეტყვით ახლა სად დვართ??-სალონის სითბო საშინლად მესიამოვნა...
-ახლა ქუთაისში ვართ,თქვენ ნუთუ არ იცით სად იმყოფებოდით??-გაკვირვებულმა შემომხედა და მანქანის სვლა შეანელა.
-არა,რა თქმა უნდა ვიცი-არ შევიმჩნიე დაბნეულობა-უბრალოდ ხომ გესმით,ახალი წლები....
ოოოხ როგორ მიჭირდა თვალთმაქცობა...
მხოლოდ ის მინდოდა თბილისში რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი და მალე მეპოვნა მათი ვინმე ნაცნობი...ბოლომდე უნდა მებრძოლა,ბოლო ამოსუნთქვამდე რომ მალე გამომეყვანა...|
თბილისში შესვლისთანავეე აღელვება დამეტყო.მოუსვენრად ვწრიალებდი სავარძელში...შფოთვა ადვილად შემატყო ჩემმა თანამგზავრმა.
-იცით,მგონი რაღაცას მალავთ-შეფარვით გადმომხედა-თუ რამით შემიძლია დახმარება..
-არა,თქვენ ვერ დამეხმარებით-ცრემლიანმა შევხედე-3 ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი დაიჭირეს-რაღაცნაირი ნდობა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ,მეც სულიერად დაღლილმა მთლიაანად მოვუყევი ყველაფერი.ყველა წვრილმანი...
ისიც კი
გვერდი-60.სიტყვა-მიყვარხარ.სასვენი ნიშანი-წერტილი..
ნახევარი საათი გაკვირვებული,მტკივნეული მზერით მიყურებდა..გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა..
-წარმოუდგენელია..საკმაოდ მძიმე დანაშაულია.თან შეიძლება საქმე თავის სასარგებლოდ შემოიტრიალოდ სამმართველომ და შენი მოტაცებისთვიაც დადონ ბრალი,მაგრამ ეგ ნაკლებშესაძლებელია,ყველაზე მეტად იმის მეშინია,შენც არ გამოგიყვანონ თანამზრახველად...
-თქვენ გაგეგებათ ეს სფერო??-იმედიანად შევხედე
-რა თქმა უნდა-სივრცეს გახედა-ადვოკატი ვარ..
-ადვოკატი??-გაოცებისგან და თან სიხარულისგან პირი დავაღე-მითხარით რამე იმედი არის??? რამით შემიძლია დავეხმარო ჩემს ბიჭებს??
-მუხლი საკმაოდ მძიმეა,არვიცი,რამდენად მცირე სასჯელს შეუფარდებენ,მინიმუმ 8 მაქსიმუმ 14 წელი...
8 წელი,,საშინლად დამიმძიმდა გულ... 8 წელი უნდა გაეტარებინათ ციხეში...
-არააა.არაააა-საშნლად გამყინავად წამოვიყვირე-შეუძლებელია,რადაც არ უნდა დამიჯდეს ციხიდან უნდა გამოვიყვანო ყველაა..
-რამდენი წლის ხარ??
-20 გავხდი 2 ში-ნაღვლიანად გავხედე,ჩემი დაბადების დღის მოგონებებლი ამეშალა..
-არვიცი რა გითხრა,რით დაგამშვიდო,საკმაოდ მძიმე ანაშაულია,თან გიგაური???გამოწურავენ,რომც დაამტკიცონ რომ დამნაშავენი არ არიან,მაინც გამოკეტავს ციხეში,ციხეში კი არა მთელი სასჯელი კრიტში ეყოლება დამრწმუნებული ვარ,ვახტანგი ნამდვილი ძაღლია,მისთის ადამიანური არაფერი არსებობს,არაფერი ჭრის მასზე,არც ფული,არც იარაღი.მითუმეტეს მის შვილზეა საუბარი...
-კარგად იცნობთ ვახტანგს??-სუნთქვა შეკრული ვუყურებდი მას,ბოლო იმედიც კი გადამეწურა.
-კი,მომიწია რამდენიმე საქმეზე მასთან დაჯახება,მაგრამ ამაოდ,მთელი სასამართლო მაგას უკავია,დამეთანხმები,დამოუკიდებელი სასამართლო დღესდღეობით უტოპიას წარმოადგენს საქართველოოში...
-რაღაც შანსი უნდა არსებობდეს..-ბოლო ხავსს მოვეჭიდე მე.
-არანაირი,დამერწმუნეთ არანაირი შანსი არ არის.თუმცა მაინც შევეცდები რაღაცას-თბილი მზერით გამომხედა მან.
-თქვეენ??-გაოცება ვერ დავმალე
-დიახ,გამიტაცა ამ საქმემ,თან უკვე დროა გიგაური მოსვას ვინმემ ადგილზე,იმასაც კი არ ვითვალისწინებ,რომ მისი შვილი ნამდვილად იმსახურებდა სიკვდილს,გაწამებული ყავდა უბნები,რომლებსაც მეთვალყურეობდა.
აღელვებულმა არ ვიცოდი რა მეთქვა,რა მექნა,ემოციებისან იმდენად ვიყავი დაცლილი,სიხარულიც კი ვერ გამოვხატე.
-უკვე შევედით თბილისში,სახლშიმიგიყვან და 2 საათში გამოგივლი,წავიდეთ სამმართველოში და გავიგოთ ზუსტად რა უნდათ,მანამდე გადავრეკავ და მათ ოფიციალურ ადვოკატად დავინიშნები-იმედიანად გადმომხედა და სლა განაგრძო.
-არვიცი რა გითხრათ-ცრემლებს გასაქანი მივეცი-გეფიცებით,ბოლო კაპიკამდე ავანაზღაურებ ყველაფერს,უბრალოდ დამეხმარეთ,გამომაყვანინეთ ისინი ციხიდან..
-ანაზღაურება არ მინდა-საქარე მინას თვალმოუშორებლად გადმომილაპარაკა-ამას პირად საქმედ ჩავთვლი,მხოლოდ იმიტომ,რომ გიგაური გაქრეს.-წარმოუდგენელი ზიზღით წარმოთქვა მან.
სახლამდე ხმა აღარ ამომიღია,ნაცნობ გარემოში როგორც კი შევაბიჯე,ეგრევე ამეშალა გრძნობები,ის დღე გამახსენდა,ის ღამე.ფიქრის დრო არ იყო,ბინა გავაღე და საააბაზანოსაკენ ავიღე გეზი,უცებ მოვწესრიგდი და ოთახში გავედი,ამან უფრო დამამძიმაა,იმ კადრებმა გაიელვა გონებაში...იმ ღამის კადრებმა..
ადვილად მივაგენი ტანსაცმელს,ჩავიცვი,თმა გავიშრე და სამზარეულოში გავედი,საჭმელს ვერ შევჭამდი,არც მქონდა რამე,უბრალოდ ყავა დავადგი და გავირინდეე ადვოკატის მოსვლაში,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი.
მალე სიგნალი შემომესმა და თავმოწყვეტიტ ჩავეშვი კიბეებზე.სადარბაზოსთან ცოტა შევანელე დაბიჯები..
-მზად ხარ?? დღეს დიდი ბრძოლა გველის-მანქანაში ჩაჯდომისთანავეე მითხრა
-რა თქმა უნდა.
-გივი დამიძახე,გივი თოფურია.
-გივი თოფურია?-გაოცებისგან პირი დავაღე,ადვილად ამომიტივტივდა გონებაში საქართველოში ცნობილი ადვოკატი,რომელიც ექსცენტრიულობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა,წამით იმედი უფრო გამიმძაფრდა,მაგრამ გამახსენდა რა,რომ საქმე გიგაირს ეხებოდა,ეგრევე მოვიღუშე.
-პირველ რიგში იზოლატორში მივალთ,შემდეგ კი აუცილებელია,რომ მათ ოჯახებს დავუკავშირდეთ..-სწრაფად დაიწყო ლაპარაკი,თან მანქანას მართავდა.-არვიცი დღეს რამდენად მომცემენ მათი ნახვის საშუალებას,მაგრამ ეს უნდა მოვახერხო,საქმეში გიგაური,რაც იმას ნიშნავს,რომ როცა მას მოუნდება,მაშინ შემეძლება მისი ნახვა,შეიძლება სასამართლომდეც კი ვერ შევხვდეთ მათ.ხოლო თუ ამის საშუალება მომეცა,შევეცდები შეგახვედრო მათ.
-მადლობა ბატონო გივი-თავჩახრილმა ვუპასუხე.
-არანაირი ბატონო-გამიღიმა მან-მოვედით,ეხლა მე გადავალ,შენ კი აქ დამელოდე,მალე გამოვალ.
საშინლად გაიწელა ის 10 წუთი,რაც გივიმ შენობაში გაატარა,წამდაუწუმ ვცუკავდი და იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა,რომ სასამართლომდე მათ ვერ ვნახავდი..
უკვე წამებს ვითვლლიდი,როცა მანქანიისკენ მომავალი თოფურია დავინახე,ეგრევე გადმოვედი და მისკენ გავიქეცი.
-მოკლედ,ვითაება ასეთია,იმ ნაბიჭვარს სასამართლო პროცესი დაუჩქარებია,1 კვირაშია,არვიცი რამნდენად შევძლებ მტკიცებულებების შეგროვებას,მაგრამ რადაც არ უნდა დამიჯდეს,ეს უნდა მოვახერხო,ამას ისიც ემატება,რაც ჩვენთვისაც კარგია,რომ დანაშაულს არ აღიარებენ და ჩვენებას ხელს არ აწერენ.ოფიციალური მხარით დღესვე მაქ მათთან შეხვედრის უფლება,მაგრამ არვიცი ამის ნებას მომცემენ თუარა,ამას 5 წუთსი გავიგებ,დამირეკავენ.ახლა კი გთხოვ დამშვიდდე,როგორც კი დამირეკავენ,ურთულესი საქმე გვაქ წინ,მათი ოჯახები.რამე ინფორმაცია არ გაქ მათზე??
-არანაირი-თავი ჩავქინდრე
-კარგი ბაზაში გადავრეკავ და გავარკვევ-ორ წუთში კი დაბრუნდა და მითხრა-ესეიგი გარკვეული ინფორმაცა მივიღე,ვიცი სადაც ცხორობენ,სახელები გვარები,ყველაფერი,უბრალოდ არვიცი რამდენად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში,იციან თუ არა მათ შესახებ.-ლაპარაკი დამთავრებული არ ქონდა,რომ ტელეფონის ხმა გაისმა,შიშმა მომიცვა,მაგრამ შევხედე თუარა მის სახეს,დავმშვიდდი,კმაყოფილი მიმზერდა,მალე მორჩა საუბარს და შემომიბრუნდა.
-არვიცი ვახტანგს რა აქ ჩაფიქრებული,მაგრამ გაგახარებ და გეტვი,რომ ნება დამრთეს მათთან შესვლის,ნახევარ სააათში,არვიცი ამით რისი ჩვენება უნდა ვახტანგს-შუბლი მოისრისა გივიმ.
ნახევარი სააათი საუკუნესავით გაიწელა,ნერვიულობისგან არ ვიცოდი რა მექნა,ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი,მაგრამ კანკალს ვერ ვაჩერებდი...ბოლოს როგორც იქნა გავიდა ნახევარი სააათი და იმედიანი მზერით გავაცილე იზოლატორისაკენ მიმავალი თოფურია..
არვიცი დაღლილობამ,თუ უძილობავ იმოქმედა ჩემზე,მაგრამ არ გამკიცხოთ,სავარძელზე ჩამეძინა...რამდენიმე ხნის შემდეგ კი მზრუნველი ხელის შეხება ვიგრძენ სახეზე.
-გაიღვიძე ანაბელ,უკვე დავბრუნდი-თბილად მიმზერდა ბატონი გივი.
დენდარტყმულივით წამოვიწიე,ცრემლიანი თვალები მივაბყრე მას,
-რამდენინხანი გავიდა??რა მოხდა?? ესაურეთ??ნახეთ?-კითხვების კორიანტეი დავაყარე მას.
-ზუსტად 3 სააათი ვიყავი შიგნით-საათზე დახედა მან და საუბარი განაგრძო-შევხვდი კიდეც მათ,მაგრამ დასამშვიდებელს ვერაფერს გეყვი,როგორც აქამდეე შევნიშნე,საქმე საკმაოდ მძიმეა,არანაიირი აპელაცია,არანაირი გირაო.არც შიდაპატიმრობა...ვახტანგი საკმაოდ კარგად მომზადებულა.
-როგორარის??-მუდარის თვალებით შევხედე
-კარგადაა-გაღიმებულმა გამომხედა და ძრავა ჩართო-თავს გაუფრთხილდიო გადმოგცა.
-ეხლა სად მივდივართ??
-პირველ რიგში დემეტრეს მშობლებთან,შემდეგ კი ვატოსა და ალეკოს მშობლებთან.
მთელი გზა უხმოდ ვიჯექი,მეშინოოდა შეხვედრის,მისი მშობლების,რა უნდა მეთქვა,ვინ ვარ?? რას წარმოვადგენ???
სულ მალე მივედით და ჩემმა გულმაც ძგერა შეწყვიტა,მანქანა დიდ სადარბაზოსთან გაჩერდა.ორივე უთქმელად გადმოვედით და მეორე სართულამდე სუნთქვა შეკრული ავედი.
კარი ზარის დარეკვისთანავე გაიღო,ზღურბლზე შუა ხნის,მომხიბლელი ქალი იდგა,რომელიც გაკვირვებული,შეშინებული გვიცქერდა.
-გამარჯობათ ქალბატონო მერი-საქახალდეში ჩაიხედა გივიმ-გივი თოფურია,ადვოკატი.ხლი გაუწოდა მან.მერიმაც დაუყოვნებლივ ცამოართვა და სახლლში შეგვიპატიჟა.ირგვლივ მოვიხედე,სახლლი ზუსტად ისე იყო მოწყობილი,როგორც ქუთაისში..გულში დიდი ტკივილი ვიგრძენი,იქვე მდივანზე ჩამოვჯექი და გავირინდე.
-ალბათ მოგეხსენებათ თქვენი შვილის ამბავი ქალბატონო მერი-საუბარი დაიწყო ადვოკატმა-ის ეხლა ჭანტურია ვატოსა და მაისურაძე ალექსანდრესთან ერთად იმყოფება იზოლატორში,საქმე საკმაოდ მძიმეა,მათ ბრალი ედებათ გიგა გიგაურის მკვლელობაში,პირდაპირ გეტყვით,მინიმუმ 8 წელი შეიძლება მიუსაჯონ მათ-ადვილად შევატყვე ქალის სახეზე მმხდარი ცვლილება,სადააცააა გული წაუვიდოდა,მაგრამ მხნეობას ინარჩუნებდა.-მე მათ ადვოკატად ოფიციალურად დავინიშნე რამდენიმე საათი წინ,მოვახერხე მათთან შეხვედრაც,მაგრამ ხელჩასაჭიიდი ვერაფერი მითხრეს,მათ ართლა ჩაიდინეს მკვლელობა,მაგრამ ჩემი მოთხოვნით არ აღიარებენ მათ,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში,პირდაპირ მოაწერენ სასიკვდილო განაჩენს ხელს,რდგან მათი ციხეში გაშვება დაუშვებლად მიმაჩნია,ვახტანგი მათ წამითაც კიარ აცოცხლებს როგორც კი საკანში მოხვდებიან-საუბარი დააამთავრდა გიგამ და მერის გახედა-მე მაინტერესებს რა მიზეზით მოხდა ამათ შორის შეტაკება-მკაცრად გახედა ქალს.
-ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო-მძიმედ დაიყწო მან საუბარი-საქმე ვახტანგსა და ჩემი მეუღლის,გიორგის შეტაკებით დასრულდა,ბოლოს კი ვახტანნგმა იმსხვერპლა ის და ამის შემდეგ ჩაიდო გულში დემეტრემ გიგაურის მიმართ სიძულვილი-ქალს ისტერიული ტირილი აუვარდა,არვიცოდი რა მომემოქმედებინა,სავარძლიდან წამოვდექი და იქვე მდგარი ჩაიდნიდან წყალი ჩამოვასხი და მივუტანე,მადლიერი თვალებით შემომხედა,სული მოითქვა და განაგრძო-ვერ გეტყვით რა მიზნით მოხდააა დავა მათ შორის,მაგრამ ისიცი ბავშვობიდანვე ასე მოდიოდნენ,ჩემთვის ცნობილია,რომ გიორგი და ვახტანგი კლასელები იყვნენ,შემდეგ მათი გზები გაიყო და განგებამ ისინი 7 წლის წინ გადაყარა ერთმანეთს,არვიცი რა მოხდა მაგრამ უკვე 5 წელია ქვრივი ვარ,21 წლის იყო მაშინ დემეტრე მამამისის გარდაცვალებბის ამბავმა რომ მოახწია ჩვენამდე.-თვალზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა ქალმა და გადმოგვხედა-3 თვის წინ კი ვგებულობ გიგის გარდაცვალებას,შემდეგ კი ჩემი შვილი უჩინაარდება,მხოლოდ რამდენიმე კვირაში მიკავშირდება,და მეუბნება,რომ შური იძია და არიცოდა რამდენი ხანი მოუწევდა მალვა,მას შემდეგ კვირაში ერთხელ მიკავშირდებოდა და მესაუბრებოდა,არვიცი ვისი ტელეფონიდან მაგრამ ნომერი მახსოვს-ქალმა ზედმიწევნით გაიმეორა ჩემი ნომერი-დღეს კი მისი დაკავების ამბავს ვგებულობ,მითხარით რა ვქნა??რა მოვიმოქმედო???-კითხვით აღსავსე ცრემლიანი მზერა მოგვაპყრო მან.
ჩვენ კი მონუსხული შევცქეროდის ქალბატონ მერის,მისი ნაამბობი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის,შურისძიება,მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა გონებაში..
-იქნებ იმ ნომერს დავუკავშირდეთ??-უცებ განაგრძო მან ლაპარაკი და ნომერი აკრიბა,როცა ოთახში მობილურის ხმა გაისმა შეკრთა და გაოცებულმა შემომხედა,როდესაც ტელეფონი ამოვიღე და გავთიშე.
-თქვეენ?? ეს როგორ??-ბორძიკით მომიბრუნდა ის.არ ვიცოდი რა მეთქვა.ისევ გივიმ დამიხსნა
-ანაბელი მათთან ერთად იმყოფებოდა,მან შემთხვევით დაინახა თუ როგორ მოკლეს ზემოთ ხსენებული პიროვნება და შესაბამისად,დემეტრემ ის გაიტაცა..-რავლის მეტყველი მზერა გაცვალეს ერთმანეთში გივიმ და მერიმ და ორივემ ჩემზე შეაჩერეს მზერა,შერცხვენილმა თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა..მოვიბუზე,გული საშინლად მომეკუმშა...
თავზე ქალის ნაზი ხელის შეხება ვიგრძენი,მალე მკლავები შემომხვია და თავი ამაწევინა-ნუ,ნუ იტირებ ანაბელ,ჩვენ აუცილებლად დავიხსნით მათ ციხიდა,თუარადა ციხეს 2 კარი აქვს
1 კვირა მალე გავიდა,ეს ერთი კვირა ძალიან დაძაბული აღმოჩდა თითოეული ჩვენგანისათვის,საქმეში აქტიურად ვატოსა და ალეკოს მშობლებიც ჩაერთო,დადგა ის დღეც,ას გამალებით რომ ველოდებოდით.სასამართლოს სკამებზე იმედიანი გრძნობით დავჯექით,ყველას გვჯეროდა,რომ გავიმარჯვებდით...
გვერდით გახედვაც კი არ მინდოდა,მხოლოდ პატარა რკინის გალიას ვუყურებდი,რომელსიც მალე ბიჭები უნდა შეეყვანათ.
წამებს ვითვლიდი,1004 წამზე ბიჭები დარბაზში შემოიყვანეს.
რა ვიგრძენი? ვერ გეყვით... მისმა მუქმა მწვანე მზერად ადგილს მიმალურსმა,მეტყველების უნარი წამართვა,მისმა ცივმა მზერამ წამშ გამიქრო ყველა იმედი,ძალაგამოცლილი სკამზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე...ისევ ვიგრძენი მზრუნველი ხელის შეხება..
სასამართლო დიდხანს არ გაგრძელებულა,როგრც მოსალოდნელი იყო,მოსამართლემ ყველა ჩვენი სამხილი ბათილად ცნო,1 სააათში კი ის ხმა გაისმა,რომელიც ყველაზე მეად მაშინებდა.
-მსჯავდებულებს მიესაჯათ 9 წლიანი პატიმროობა,აქედან 5 წელს მოოიხდიან მკაცრი წესების მქონდე ციხეში,დარჩენილ 4 კი გამოსასწორებელ კოლონიაში,განაჩენი არ ექვემდებარება აპელაციას..
ნუთუ კიდევ მეკითხებით რა ვიგრძენი?? ჩემთვის იმ წუთას დამთავრდაცხოვრება,იმწუთასმე გააყრუა საშინელმა გოდებამ სასამართლოს სისხლიანი კედლები,იანვრის სირ=ცივეს საშინლად შეერწყაა ცივი მოთქმა.თავაუწევლად ვიგრძენი გიგაურის კმაყოფილი მზედა,თვალაუხელლად შემაძრწუნა ბიჭების მზერამ..
მერე რამოხდა??? მერე ბიჭები გაიყვანეს,ვერ შევხედე,იციით?? ვერ ავბედე თვალებში ჩამეხედა,მინდოდა,მთელი სხეულით მინდოდა ბოლო წუთს მასთან მივსულიყავი,დაცვაა გამერღვია და მოვხვეოდი,მთელი ტკივილით გაჟღენთილი ვნება დამეცხრო,მაგრამ თავი შევიკავე,,, შემეშინდა მისი ცივი მზერის,მისი ცივი სახისა და გაციებული გრძნობების....
_____________________________________________________________________________________
ისევ ინტერესდებით ალბათ ჩემით, თქვენც გაინტერესებთ რა მოხდა შემდეგ..
მოგიყვებით,არ დაგიმალავთ,თქვენც გაიგონებდით ალბათ განაჩენის გამოტანიდან 1 კვირის შემდეგ გაქცევის ამბავს,მეც გამაოგნა,კი არ გამაოგნა სულით ხორცამდე შემძრა.ყოველ წამს მქონდა იმედი,რომ მოვიდოდა,აა ახლა გამოჩნდებოდა,შემოაღებდა ოთახის კარებს და ჩამეხუტებოდა,მაგრამ არა.
მთელი საქართველო გაშმაგებით ეძებდა 3 მსჯავდებულს,მაგრამ ამაოდ..
დღესაც,უკვე 1 წლის შემდეგაც კი ვერ მოხერხდა მათი მოძებნა,კვალსაც კი ვერსად მიაგნეს...
იცით დღეს რა რიცხვია????? 2 იანვარი,იცით რომელი დღე??ბიჭები რომ წაიყვანეს,რომ დააპატიმრეს,9 წელი რომ მიუსაჯეს,მაგრამ მაინც გაიქცნენ,იმ ბიჭების დაკავების დღეა..
კიდევ იცით რა დღეა?? ჩემი პატარა გიორგი რომ ჩაისახა...8 თვეში რომ გაჩნდა და ეხლა რომ სძინავს..
ჩემმა გიომ სრულიად შემიცვალა ცხოვრება,გეფიცებით,ყველა წმინდანს გეფიცებით,ცხოვრების აზრი დავკარგე,საყრდენი გამომეცალა,იმ მოგონებებს მივეჯაჭვე სრულიად... დაკავებდან 1 კვირის მანძილზე უძილოდ გავატარე,,ყველა დღეს,,ყველა წამს,ყველაა ფიქრს ვიზეპირებდი,წამიდან წამამდე ვიხსენებდი ყველა მომხდარ მომენტს,გეფიცებით,პატარა გიოს გეფიცებით, ეს 1 კვირა ჩემთვის ჯოჯოხეთზე მეტი მწველი იყო...
მოგონებები არ მაძინებდა,ტკივილი არ მასვენებდა,ტოველიახალი დღის გათენება ტკივილით სავსე იყო ჩემთვის..1 კვირა ლოგინზე მიჯაჭვულმა გავატარე,ყოველდღე მოდიოდა ჩემთან გივი და მერი.
მერე რა მოხდა??? მერე მათი გაპარვის ამბავი გავიგე და გონზე მოსულს საავადმყოფოში გავახილე თვალები,თეთრმა გარემომ შემაშინა,ერთი გაფიქრება გავიფიქრე,ალბათ მოვკვდითქო,გამეხარდა კიდეც,მაგრამ არა,ეს სიხარულიც წამიერი გამოდგა,რადგანნ გონებას გივის ხმა მიწვდა.
-ანაბელ,კარგად ხარ?-თბილმა ხელებმა იქვე გამყინა-2 დღე უგონოდ იყავი,გესმის ჩემი??
-კი-ძალაგამოცლიილმა ჩავილაპარაკე.
-ანაბელ,გახსოვს რამე???-ეშვი შეეპარა ხმაში
-ბიჭები სად არიან?? იპოვესს??-წამსვე გამეხსნა გულზე ჭრილობა..ცრემლებმა დამფარეს.
-არა,ანაბელ,გთხოვ არ იტირო,შენთვის ტირილიარ შეიძლებაა-ოთახში მერის ხმა გაისმა-შენ შვილს უნდა გაუფრთხილდეე.
ჩემ შვილს?? წამში შეეყინა თეთრ კედელს ცისარტყელას ფერებში შეფერილი სიტყვები. ტკივილს უფრო დიდი ტკივილი დაემატა,ჩემი შვილიი-ცრემთან ერთად ამოვაყოლე ხორხს ბგერები,გრძნობით მივიტანე ხელები მუცელთან-მამაშენი ვერ სეეესწრება შენს გაჩენას პატარავ-მთელი ტკივილით აღმომხდა-მაგრამ არაუშავს,შენ ყველაზე არაამქვეყნიური გრძნობის ნაყოფი ხარ პატარავ-ცრემლები მახრჩობდნენ... ოთახში მყოფნიც ტიროდნენ..მერე ისეთ თვალთ დამიბნელდა და დანარჩენი 8 თვეც ასე ლოგინად გავატარე.მერე ყურს მისი ტირილი მიწვდა და თითქოს ხელთავიდან ვიშვი,ძალაგამოცლილ გავიწვდინე ხელები ექიმისაკენ,რომელმაც მომტირალი ბიჭი მკერდზე მიმასვენა.
-გიოო,ჩემო პატარა გიო-წამში შევურჩიე სახელი დაა აშკარა მსგავსებან დემესტანთან შემაძრწუნა,პატარავ ბალოტისფერი,მამისებრი მზერა მომაბყრო და გამიღიმა.
მისმერე მივეჯაჭვეე მის თვალებს,მამის მსგავსი თითეული ნაკვთი ცხადად მახსენებდა ყველა ტკივილსა თუ სიხარულს..
და აი ახლაც,როცა ამ ყველაფერს გიყვებით,მის მწვანე,უძირო თვალებს ვუყურებ და მის მშვიდ სუნთქვას ვისმენ...ჩემი გიო,რომ განახათ,მერწმუნეთ,მონუსხულს დაგტოვებთ,უკვე 5 თვისაა და ნელნელა ვაჩვევ ყველაფერს,გივისა და მერი მზრუნველობას არ გვაკლებენ,მათი დიდი მადლიერი ვარ,რო შემეძლება,ბოლომდე დავუბრუნებ ყველა ამაგს...
___________________________________________________________________________
თქვენთან საუბრიდან,დიდი ხნის შემეგ შუა ღამით,კარებზე კაკუნმა გამაღვიძა,შემეშინდა,სანამ კარს გავაღებდი ბავშვს დავხედე,რომელსაც მშვიდად ეძინადა ამან მხნეობა მომმატა.ხელის კანკალით გადავატრიალე საკეტი და დანახულმა იქვე გამაქვავა.
-დაბადების დღეს გილოცავ ბელს-ნაცნობი ხმის გაგონებისას ადვილად დავუბრუნდი რეალობას და ზღურბლზე მდგარ ვატოს მწარედ შემოვეხვიე,გული გამალებით მიცემდა,იმასაც ვერ ვიაზრებდი,რომ ვატოს ვეხუტებოდი,მანამ შემომხვია ხელები და სულის მოთქმა მაცაადა. რამდენიმე წამის შემდეგ თავი გაინთავისუფლა ჩემი მკლავებიდან და სახლში შემოსვლა მთხოვა.
-კარგი რა ბელს,გავიყინე,შემომიშვი სახლში.-ღიმილით შემოიხსნა ჩემი ხელები წელიან და კარები მიხურა.
-აბა ბელს,მომიყევი როგორ ხარ???-მდივანზე მოკალათდა და თბილად შემომხედა.
-ცოცხალიაა??მხოლოდ ეს მითხარი,ცოცხალია???-ტირილით ვუთხარი.
-ანაბელ-ხმა დაუსერიოზულდა ვატოს-თუ არ დამშვიდდები და არ მომიყვები როგორ ხარ,ვერაფერს გეტყვი..
რამდენიმე წუთი დამწირდა აზრზე მოსასვლელად,შემდეგ კი ვატოს გავხედე,მანაც თავი დამიკრა და განაგრძო
-გაქცევის გეგმა ციხეში შესვლისთანავე დავაწყვეთ,იმდღესვე ვაპირებდით გამოსვლას,მაგრამ პრობლემები შეგვექმნა,დემეტრეე კარცერში ჩასვეს და 1 კვირის შემდეგ გამოიყვანეს,გაქცევა გაგვიჭირა,მაგრამ მოვახერხეთ დაგამოვედით,დიდ რისკზე წავედით,წამები წყვეტდა ყველაფერს.ნაბიჯებში ვასწრებდით უკან დადევნებულ მდევარს,მაგრამ გავასწარით და რამდენიმე სააათში უკვეე საზგვარგარეთ ვიყავით,უკან მვოტოვეთ პოლიცია და მშვიდად განვვაგრძეთ გზა პორტუგალიამდე.
-პორტიგალია????-ხმა ჩამიწყდა-ასე შორს?????
-ხო,სხვა გამოსავალი არ გვქონდა,თან იქ ნაცნობები გვყავდა და შესაბამისად,თავის გატანაც არ გაგვიჭირდებოდა.
-ის როგორაა???-მისი სახელი ვერ წარმოვთქვი,შემეშინდა.
-სწორედ მან მთხოვა შენთან ჩამოსვლა,თან პატარა საქმე მქონდა,პორტუგალიაში მიმყავხარ.
-როდის??-ხმაჩამწყდარმაა მკლავებში ვწვდი
-ხვალვე..
ის ღამე ყველაზე მშვიდად მეძინა,ვატო არსად გავუშვი,უკვე შემეშინდა რომ უჩემოდ წავიდოდა,მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა და დილით როგორც კი მზე ამოვიდა,პატარას ტირილმა გამაღვიძა.
უცებ მოვცილდი ვატოს და ოთახისკენ გავიქეცი,ჩემ გიოს უკვე გაეღვიძებინა და მე მეძებდა,აკვნიდან ამოვიყვანე და ხელებში რწევა დავუწყე.
-ჩემო პატარა,მალე მამას ვნახავთ ჩემო სიცოცხლე,მალე მის მკლავებში აღმოჩნდები ჩემო გიო-ბავშვთან ალერსით გართულს ვატო გადამავიწყდა,რომელიც ოთახში შემოსულიყო და გაფართოებული თვალებით მიცქერდა.
გონს რომ მოვედი მივუახლოვდი და გავუწოდე.
-გაიცანი,შენი და ალეკოს ნათლული გიორგი-გაღიმებულმა ბავში მკლავებში ჩავუწვინე და სამზარეულოში გავედ მისთვის საჭმელის გასაკეთებლად.ვატოც ფეხდაფეხ მომყვებოდა,თან თვალს არ აშორებდა გიოს.
-გადაირევა დემეტრე-გაცისკროვნებულმა შემომხედა-როგორ გავს მამამისს..
-გეფიცები მაგის თავს ვატო,მაგან გამაძლებინა ეს ყველაფერი,თორე აქამდე მკვდარი ვიქნებოდი-ტკივილით ვუთხარი.
-ეს სრულიად ცვლის გეგმებს,-ხმა გაუმკაცრდა ვატოს.
უცებ შემიკუმშა გული ტკივილმა,ის იარა,რომელიც გიომ მომიშუსა,კვლავინდებურად გამეხსნა და იქიდან თქრიალით წამოვიდა სისხლი.
-არა ვატო,ასე ნუ გამწირავ,ასე ნუ მომექცევი,გთხოვ,ყველაზე წმინდას გაფიცებ წავიდეთ,ახლავე წავიდეთ,გეხვეწები ვატო-გულის წასვლას წამები მიკლდა-ეს წელიწად ნახევარი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო,გთხოვ ერთხელ მაინც,ერთხელ მაიცნ მამყოფე ბედნიერი...
-ბელს,გთხოვ,ნუ ტირი-ცალი ხელით ცრემლები მომწმინდა-მე ხომ არ მითქვამს არ წაგიყვანთქო,უბრალოდ რამდენიმე დღით გადაიდო წასლა,ბავშვის საბუთებია მოსაგვარებელი.
ამან ცოტა დამამშვიდა,მთელი გონებით საბუთების მოგვარებაზე გადავერთე.გივის დახმარებით 3 დღეში უკვე ყველაფერი მზად მქონდა და როცა გამოვფხიზლდი,უკვე პორტუგალიიის აეროპორტში ვიყავი და ბარგს ველოდებოდი,ვატოს კი ხელში ჩემი ბიჭი ეკავა.
მანამ,სანამ ჩემ ყურს მისი დაგუდული ხმა მოწვდებოდა,თვალმა შევამჩნიე მისი
კონტურები ამდენ ხალხში,რა ვქენი?? ის რაც მრავალჯერ გინახავთ დადგმულ სცენარებში,მოვწყდი ადგილს და ჩამხრჩვალი ხმით გავიკვლიე გზა,დიდი მანძილი მრჩებოდა,გული ვერ უძლებდააა,ყელში მაზიდებდა დააა პირის დაღების მეშინოდააა რომ არ ამომვარდნოდა,უხლმო გმინვვით ვანგრევდი ხალხის დერეფანს და გული გამიჩერდა,როცააა ისიც ჩემკენ წამოსული შევნიშნე,როცაა უმოკლესი მანძილი დარჩა ჩვენ შორის დააა ყველაზე მძაფრად აღმომხდა მისი სახელი.
იცი როგორ ჩავეკარი გულში??არც ისე,როგორც ვიტნი ჰიუსტონი მის პირად მცველს,ამავე სახელწოდების მქონე ფილმიდან,არც ისე,როგორც მონატრებული ქეი ჩაეხუტა მაიკლს,არც ისე,როგორც შეძრული რომეო მიეკრა ყინულივით ცივ ჯულიეტას,არა,არა ვერანაირი კინო თუ სიტყვე ვერ გადმოცემს ემოციას.ვერანაირი ტკვია ვერ განგმირავ გულს ისე,როგორც მისმა სითბომ განმიგმირა.
ვერ ვიჯერებ,არ ძალმიძს დავიჯერო ეს ყველაფერი,სიზმარი მგონია,სიზმარი ყველაზე ტკბილი,ყველაზე ტკბილ ტკბილეულზე ტკბილი..
-ბელს,ბელს,არ მჯერა-სახეს მიკოცნიდა ჩემი დემეტრე
ტირილით დავუსველე მხარი,რომელზეც ვეყრდნობოდი,მთელი აეროპორტი ჩვენ გვიურებდა,ყველა თბილი,საშინლად თბილი მზერიდ გვაცილებდადა ტაშს გვიკრავდა,ზეიმობდნენ ჩვენს დიდ სიყვარულს.
მერე იცით რა მოხდა??? უცებ მომწყდა მე დაა ვატოსაკენ წავიდა,რომელსაც ხელში მტირალი ახვლედიანი ეწვიდა და უშედეგოდ ცდილობდა ჩემთვის ხმა მოეწვდინა.
მერე მისკენ მიმავალი დემეტრე დაინაახა და გაღიმებულმა უთქრა.
-პირობა ავასრულე,ანაბელი ჩამოგიყვანე,თან იცი ვინ ჩამოვიყვანე?? შენი შვილი,შენი ბიჭი,შენი გიორგი..-თან ხელებში ჩაუწვინა უკვე დამშვიდებულიგიო.
დემეტრეეს ემოციას ვერ აღგიხწერთ,უბრალოდ ეფერებოდა,ეფერებოდა და თან მე მიყურებდა,ყველაზე თბილი,ყველაზე სიყვარულით აღსასვე თვალებით,იმ ჭაობისფერი,ბალოტისმაგვარი მზერით,ასე რომ მენატრებოდა.
იმ ღამეს თავიდან შემიყვარდა,დილით კი მისმა სითბომ გამაღვიძა.თვალების გახელვისთანავე მიმიკრა და ხელში ჩემთვის ყველაზე ნაცნობი წიგნი დაიჭირა.
-გვერდი:60,სიტყვა:მიყვარხარ.სასვენი ნიშანი:უსასრულობა.
__________________________________________________________
დასასრული
ჰეი,როგორ ხართ??
მე მტერს რო არ გაეხარდება ისე (აქ გაიცინეთ)
ახლა ადგებით და შემეკითხებით,ასე მალე რატომ განვითარდა მოვლენებიო,მაგრამ თავს გავიმართლებ და გეტყვით,რომ ეს მხოლოდ იმისთვის დავწერე,რომ ჩემნაირმა უღმერთოებმა სიყვარულის იწამოთ.
შეილება ცოტა წარმოუდგენელიცაა,რომ ეს რეალურად მოხდეს,მაგრამ ხანდახან სასწაულებიც ხდება,ხომ იცით..
მათ,ვითაც უკვე წაკითხული გაქვთ,მინდა მადლობა მოგიხადოთ გვერდში დგომისთვის.
შეცდომებისთვის ბოდიშით.
ანასტასია



№1  offline წევრი Annee

ვაიმე რა მაგარი იყოო. როგორი სიამოვნება განვიცადე ამის კითხვისას ნეტა შენ იცოდე. ძალიან ძალიან მაგარი ხარ... ისტორია კიდევ უფრო მაგარი. ^_^ რავი სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციას... love საოცრება იყო

 


№2  offline წევრი yvavi

გამეღიმა, ვიტირე და ისევ გამეღიმა.
აი როგორი უნდა იყოს ისტორია ^.^
ძალიან კარგი ხარ <3

 


№3  offline წევრი ♛ Елена ♛

ძალიან კარგი მოთხრობააა 4love.ge_ზე რაც წამიკითხავს ყველაზე მაგარიაა... და ვაფასებ შენს ფანტაზიას... ცოტა შეცდომები გქონდა მაგრამ უმნიშვნელო.... პირველი მოთხრობა წავიკითხე ასე გულდასმით და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა... გამიხარდება თუ კიდევ დაწერ ასეთ საინტერესო მოთხრობას
winked

 


№4 სტუმარი nini

აუუ რა მაგრი იყოოო :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჩემი საყვარლები heart_eyes

 


№6  offline მოდერი ენემი

საოცრებაა უბრალოდ ვერ ავღწერ იმას რაც ვგრძენი <3 ძალია მაგარი ხარ

 


№7  offline წევრი Kaxcha

ეს სიყვები რაიმე წიგნიდანააა??აუ მითხარი რა❤❤

 


№8  offline წევრი khatia khatia

საკალულობა იყო❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline წევრი khatia khatia

გვერდი- 60. სიტყვა-მიყვარხარ. სასვენი ნიშანი -წერტილი და შემდგომში უსასრულობა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10 სტუმარი ეკა 5

ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი და საყვარელი ისტორია იყოოოოოო ❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თეო

პატარა იყო მაგრამ საყვარელიიი

 


№12 სტუმარი ნანამია

არა მარტო სასწაულები ხდება...❤️❤️❤️ შენ ხარ სასწაული გოგო, მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent