შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება (სრულად)


8-03-2015, 22:52
ავტორი ნაცნობი
ნანახია 19 719

* * *
-რა ლამაზია ხო დე, თბილისი?! - ისეთი დაჰიპნოზებული გადმოჰყურებდა მანჩო ქალაქს და ისეთი თვალებით შესცქეროდა უკვე მეათასეჯერ ნანახ პეიზაჟს, რომ თავი ან ბრმა მეგონა, ან ლენჩი.
-ხო აი, ზედმეტად! - ტუჩები უკმაყოფილოდ დავაწაპუნე და დედაჩემის მწველ მზერასაც წავაწყდი.
-რა, არა? - ისეთი განცვიფრებული შემომცქეროდა, რომ მეგონა ჩემი სიტყვებით რაღაც მიუტევებელი ცოდვა ჩავიდინე.
-არა! - ჩემი პოზიცია არ დავთმე მე და სიცილით ჩამოვჯექი ჯერ კიდევ ნამიან ბალახზე გაფენილ, თბილ და ფუმფულა პლედზე. მანჩომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ჩემთან კამათს ისევ ხედით დატკბობა ამჯობინა. რატომ არასდროს ბეზრდებოდა მთაწმინდაზე ყოფნა და ხელის გულივით გადაშლილი ქალაქის ცქერა?! ვითომ რა იყო თბილისში ისეთი განსაკუთრებული, რაც მანჩოს ასე ანცვიფრებდა, ჩემში კი არანაირ ემოციას არ იწვევდა და ისეთი გაყინული მზერით მივჩერებოდი, ვითომც აქ არაფერი. ჩემი ქალაქი მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მის გასაოცარ სილამაზეს ვერ აღვიქვამდი, რატომღაც. ერთი ძალიან ჩვეულებრივი ქალაქი მეგონა ყოველთვის და იყო კიდეც.
-რა უცნაური თაობა მოდიხართ. - სულ თავის ქნევითა და უკმაყოფილოდ დაკვესებული თვალებით ჩამომისკუპდა გვერდით დგომისგან დაღლილი დედაჩემი.
-ვერ ვხვდები, რატო არ გბეზრდება? - ისე ვკითხე, მისთვის არც შემიხედავს.
-მე მიყვარს აქაურობა ლენკა!
-მეც მიყვარს დედა, მაგრამ არ შემიძლია კვირაში ერთხელ მაინც ამოვიდე აქ და ათასჯერ ნანახ პეიზაჟს კიდევ ერთხელ შევავლო თვალი. ეს სიყვარული არაა , ეს უკვე რაღაც ფანატიზმია. - ვიცოდი, ჩემს ამ გამოსვლას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ის ვილაპარაკე, რაც ენაზე მომადგა. მანჩოს არასდროს სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი და რატომღაც ჩვენი დიალოგი მუდმივად კამათით სრულდებოდა.
-ხო და ამიტომ გეუბნები, უცნაური თაობა მოდიხართ-მეთქი. - მტკიცედ განაცხადა და ხელები უკმაყოფილოდ დაიკრიფა. - შენ რომ ჩემს ასაკში იქნები ლენკა, თბილისზე მეტად ადგილი არ გეყვარება.
-ისე ლაპარაკობ, თითქოს დაბერდი!
-ეგ რა შუაშია ლენკა?! მე ყველა ქუჩასთქან რაღაც მაკავშირებს. ყველა ადგილი მიყვარს და თვალწინ მიდგას ის, რასაც შენს ასაკში ვაკეთებდი. თბილისმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და აქედან წასვლას ვერ გადავიტან,ალბათ.
-რატომღაც ჩემს ცხოვრებაში ვერ თამაშობს დიდ როლს. - სახე მომერყა მე.
-თბილისი უამრავ ისტორიას ქმნის, ლენკა.
-კარგი რა, დედა?! შენს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. არც ხალხი იყო ალბათ, ასეთ ბოღმიანი და გაბოროტებული. იმიტომაც გიყვარს ეს ქალაქი და ხალხიც. აბა მე მკითხე?! - რატომ ვბრაზდებოდი ასე, თავადაც არ ვიცოდი.
-ჩემს დროს რომ იყო ისეთი გაბოროტებული ხალხი, ახლა სადაა ნეტავ?! ყველა ვერც გეყვარება, ლენკა! შენ უკვე იპოვე ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ცხოვრება გიხარია და დანარჩენი აწი დაიწყება. - ჩემი ბავშვების ხსენებისას, უნებურად გამეღიმა.
-ოხ მანჩო, მანჩო.
-10 წლის შემდეგ, ან როცა იქნება, აქ რომ ამოხვალ და ხელის გულივით გადაშლილ თბილისს გადახედავ, შენზე ბედნიერი ადამიანი რომ არ იქნება, ამაში გარწმუნებ. - თავის პოზიციას არ თმობდა დედაჩემი. - აქ ყველაფერი სხვაგვარადაა ლენკა, რატომ არ გესმის?! და შენ გგონია, ლოს ანჟელესში რომ წახვალ ქალბატონო, იქ როგორი სიტუაცია დაგხვდება? იქ არ გრძნობენ ისე, როგორც აქ! იქ არ აფასებენ ისე, როგორც აქ! იქ არ უყვართ ისე, როგორც აქ! თბილისში გამძაფრებულია ლენკა, აფსოლიტურად ყველა შეგრძნება. სულ სხვა ფასეულობები გვაქვს ჩვენ,ადამიანო! აქ ყველას უყვარს დე, ადრე თუ გიან, მაინც უყვარდება და თან ისე, რომ საბოლოოდ აუცილებლად აფრენს! სიგიჟის ზღვარს აღწევს და ფეთქდება. - დაასკვნა დედაჩემმა.
-შენ აფეთქდი,დე? - გამეცინა და მარცხენა მხრიდან ავეწებე მანჩოს.
-მე სულ ცოტა დამაკლდა, მაგრამ შენ აუცილებლად აფეთქდები. - გაეცინა და შუბლზე მაკოცა.
-რა გიჟი ხარ , დე?!

* * *
მთელი დღე პუფში ვიყავი ჩასვენებული და არაფრის დიდებით არ ვიცვლიდი პოზიციას. არც საჭმლისთვის გამიკარებია პირი , ერთი წამითაც კი არ დამიტოვებია ოთახი.
-ნუნუკამ ამაწრიალა მთელი დღეა, რატომ არ ჭამ ქალბატონო?! - პუფი ჩემსკენ მოაჩოჩა სამსახურიდან ახლდა დაბრუნებულმა მანჩომ და გვერდით ჩამომიჯდა.
-არ მშია! - ვუთხარი და თავი გავატრიალე. არ მქონდა ახლა, მისი ახსნა-დარიგებების ნერვები.
-ეს რა პროტესტია?
-ხო მანჩო, პროტესტია!
-ახლავე წამოდი და მიირთვი ლენკა! - მოთმინების ფიალა აევსო დედაჩემს და სწრაფად წამოფრინდა ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა რის მიმართ ვაცხადებდი პროტესტს და რატომ, მაინც ცდილობდა თავისი გაეტანა. ჰო და, აბა მე ხომ არ ჩამოვრჩებოდი?!
-არ მშია-მეთქი! - თვალი თვალში გავუყარე. მანჩომ ღრმად ჩაისუნთქა, სიგარეტს მოუკიდა და სხვა გზა რომ არ დავუტოვე, ისევ პუფში ჩაჯდა, მშვიდად დალაპარაკება ამჯობინა.
ორ წუთიანი დუმილისა და ჩემი საგულდაგულოდ შეთვალიერების შემდეგ, როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-გინდა რომ წვენა დაგივარდეს? - თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ფანჯარას მიაშტერდა. მე არაფერი მითქვამს, ერთი დღის უჭმელობით რომ არ დამივარდებოდა, ეს მანაც კარგად იცოდა, ამიტომ ზედმეტი ლპარაკი საჭიროდ აღარ ჩავთვალე. - ლენკა, რა გჭირს? - ღმერთო, რატომ მეთამაშება?! ყველაზე კარგად იცოდა მანჩომ რა მჭირდა და რის მიღწევას ვცდილობდი. კვლავ არაფერი მითქვამს. - ლენკა მეთქი! - არ ნებდებოდა მანჩო და სადაცაა შემაჯღრევდა კიდეც. მეც ჯიუტად ვინარჩუნებდი დუმილს და ცოცხალი თავით არ ვიღებდი ხმას. - ლენკა, არ შემარყიო იცოდე! - მოთმინების ფიალა აევსო დედაჩემს.
-არ მინდა, რომ ჩვენთან იაროს! - როგორც იქნა სათქმელი ამოვღერღე და მანჩოს მზერა გავუსწორე. მიმიკაც კი არ შეცვლია და ოდნავი განცვიფრებაც კი არ გამოხატვია სახეზე. ხომ ვთქვი, მშვენივრად იცოდა რაც მაბრაზებდა ასე ძალიან. - და საერთოდ, ნუ შემიჭამეთ ტვინი ამ ლუკათი რა?!
-რას ბოდავ?! - კოპები შეკრა მანჩომ.
-აუ, კარგი რა დედა?! იდიოტს ვგავარ?! აი ვაფშე ვერ ვხვდები რატომ მოდის თითქმის ყოველ დღე ლუკა ჩვენთან რაა. - სარკასტულად ჩამეცინა.
-არ ხარ შენ ნორმალური იცი?! ადამიანს მოსწონხარ, ხო არ ეზიზღები? გინდა რო გამაგიჟო ხო? - გასაგიჟებელს არაფერს ვამბობდი, აშკარად.
-დედა, მოდი დამანებეთ რა თავი! არ მაინტერესებს ლუკას სათუთი გრძნობები, კაი?
-არა, შენ სულ გაგიჟებულხარ! - ხლი ხელს შემოჰკრა მანჩომ და ფეხზე წამოიჭრა. არ მესმოდა რა აკვირვებდა ასე ძალიან. ან რა იყო განსაცვიფრებელი იმაში, რომ არ მინდოდა ვიღაც ლუკასთან ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ მამაჩემის კომპანიონის ვაჟი გახლდათ და თურმე მოვწონდი. არც მიცნობდა და რანაირად?! სახელის ცოდნაც საკმარისია?! ვერ ვხვდები.
-დედა იცოდე, თუ კიდევ ერთხელ მოვა აქ ლუკა, მერე მხოლოდ უჭმელობით აღარ შემოვიფარგლები! - მივაძახე გასასვლელისკენ წასულ მანჩოს და მისი მწველი მზერაც დავიმსახურე.
ვითომ რა იყო ამაში ასეთი გაუგებარი?! ყველაზე მეტად ის ადამიანები მაღიზიანებენ, შეყვარებულებს თუ საქმროებს, მშობლები რომ ურჩევენ რაღაც მიზეზებისდა გათვალისწინებით. მე?! მე როგორ უნდა დამმართნოდა მსგავსი?! მანჩო არ იყო ასეთი და ზოგადად იცოდა ზღვარი, თუნდაც დედაშვილურ ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ დედების აზრით მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ და მათი ჭკუით ამის სრული უფლება აქვთ. დედაჩემი ხვდებოდა იმას, რომ მე მქონდა „ჩემი“ ცხოვრება და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს დამოუკიდევლად. რაც საჭირო იყო, იმას ყოველთვის ყველაზე პირველი გებულობდა, მაგრამ დაქალები არასდროს ვყოფილვართ. დედა-შვილური ურთიერთობა მართლაც სახარბიელო გვქონდა, მაგრამ დაქალობას ნინას მეტი ვერავინ მიწევდა და არც ვთვლიდი საჭიროდ, რომ დედაჩემს ჩემი დაქალის ფუნქციები შეეთავსებინა. მე მაინც მიმაჩნდა, რომ დედა ყოველთვის სხვა გადმოსახედიდან აფასებს შვილის ცხოვრებას და ვერასდროს შეხედავს იმ თვალით, რითაც ახლა შენ უყურებ ან თუნდაც შენი უახლოესი დაქალი. უფროსები ყოველთვის ბევრს ფიქრობენ და არ უყვართ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. ფიქრით კი ყოველთვის ყველაფერს ართულებენ. აი მე არ მინდოდა რთული ცხოვრება და ყალბი ურთიერთობები. ეს იყო და ეს.

* * *
დილის 7 საათზე ჩემმა დასაწვავმა მობილურმა გამაღვიძა. აღებას არ ვაპირებდი, მაგრამ აღარ გაჩერდა. ამაწრიალა ნინკამ. მგონი, ჯობდა არც ამეღო. გული გამიხეთქა ამ იდიოტმა გოგომ. სახლში მარტო ვარო, რაღაც ვერ ვარ კარგად და მალე გამოდი გეხვეწებიო. გიჟივით წამოვიჭერი ფეხზე და ლამის საცვლების ამარა გავვარდი სახლიდან.
ნინკასთან ასულს, ისეთი სანახაობა დამხვდა, მინდოდა იქვე მიმეჭყლიტა ჩემი დაფეთებისთვის და შაბათს, დილის 7 საათზე ყურმილის აფეთქებისთვის. რაღაც პრობლემები ჰქონდა ნინას გულზე, ძალიან პრიმიტიული, მაგრამ მაინც. ამიტომ ფაქტიურად განგაში ავტეხე და სულ კინწისკვრით გავიქეცი მასთან. ამით ისარგებლა და ძალიან მშვიდად და აუღელვებლად დამირღვია იდილია. აი, ტყუილიც ასეთი უნდა!
-შენ დებილი ხარ?-შევკივლე ბოლო ხმაზე და ჩემი გამოხტომა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ტელევიზორთან, ზედმეტად კომფორტულად „მოკალათებული“ ნინა გაუაზრებლად წამოხტა ადგილიდან.
-გაკლია გოგო შენ? -კითხვა ამჯერად მან შემომიბრუნა და გულზე ხელი მიიჭირა, თითქოს დამშვიდებას ცდილობსო.
-არ ხარ მგონი ნორმალური! -არ ვცხრებოდი მე.
-აი შენ რო ვინმეს არანორმალურობაზე ილაპარაკებ, თავი აქვს იმ ვიღაცას მოსაკლავი. - გადაიხარხარა ნინამ.
-სანამ თავად მოიკლავ, მანამდე მე გაგაფრთხობინებ სულს. - სარკასტულად გავუღიმე და პუფში ჩავესვენე.
-კაი ნუ სისინებ შენი ჭირიმე. აქ მოდი, რაღაცები უნდა გითხრა. - ხელი მის გვერდით მჯდომ სავარძელს დაარტყა რამდენჯერმე და მეც სწრაფად მივუსკუპდი გვერდით.
-აბა ქალბატონო, რა ხდება? - ახალი ამბების მოლოდინში, გავინაბე.
-შენ უბანში რას შვრები? - თვალები დააწვრილა ნინამ.
-რას უნდა ვშვრებოდე? - სრულიად მოულოდნელი კითხვისგან გაოგნებულმა, კოპები შევკარი და დავაშტერდი.
-კაი ხო, კანდელაკი! ვიცი რო გეზიზღება იოსებიძე, იოსებიძელები და ყველაფერი ასეთი. ახლა მომისმინე! მოკლედ, ვატო მომწონს მგონი! - ხელი ხელს შემოჰკრა ნინამ და პატარა ბავშვივით აუციმციმდა თვალები.
-რა?! - ვერაფერი ვერ გავიგე.
-ხო!
-რა ხო ნინა? ვინ არის ვატო? ან ჩემი უბანი რაღა შუაშია? - სრულ გაურკვევლობაში მყოფი, სულელივით ვაცეცებდი თვალებს. ენას თუ გადმოაგდებდა ჩემი დაქალი და იქედან ამომაკითხებდა რამეს, ეს უკეთესი საშუალება იქნებოდა აზრზე მოსასვლელად.
-აი ლენკა?! ლენჩი ხარ. - დაასკვნა.
-ნინა ნუ შემარყიე!
-იუპიტერიდან რო ჩამოფრინდები, გადმორეკე!
-ნინა!
-ხო კაი. ვატო გულბანზე გეუბნები. - ვინ არის ეს ვატო ასეთი, რომ ნინა ისე ლაპარაკობს, თითქოს კარგი მეგობრები ვიყოთ მე და გულბანი.
-ნინა ეგ გავიგე, მაგრამ ვინ არი?!
-იოსებიძელია ლენკა, გამოფხიზლდე იქნებ ოდესმე! არ ვიცი, აქამდე არ იჩითებოდა საერთოდ, პროსტა ეხლა მთელი თბილისი აალაპარაკა და მაგიტო მაინტერესებდა გადიოდი თუ არა იოსებიძეზე. - რაც ილაპარაკა, ნახევარი ვერ გავიგე და მაინცდა მაინც ვერც ის გავარკვიე ვინ გახლდათ გულბანი ვატო, მაგრამ ნინას რომ ვიღაც მოეწონა, ეს უკვე მეორე მესამე მსოფილიო ომის ტოლფასი იყო! თვალები ამიკიაფდა და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. ცოტა აკლდა ამ გოგოს, ყველას რაღაცას უწუნებდა. ამას ცალი ნესტო აქვს ოდნავ დიდი, ამის ყურის ბიბილო არ მომწონს რაღაც და ყველაფერი ასეთი.
-აუ ნინ, რა მაგარია?! - სულ ცოტა დამაკლდა და ხტუნვას დავიწყებდი, ალბათ.
-იცი რანაირია ლენკ?
ნუ, ნინას რომ მოეწონა და თანაც ასე ძალიან, დაახლებით წარმოვიდგინე როგორიც იქნებოდა. არადა, ნინას რომ ვინმესთვის ნაკლი არ მოეძებნა?! ეგეთი რაღაც არ მოხდებოდა. თან, ზედმეტად „ისეთი“ ტიპი იყო ნინკა, თავის თავსაც არ უტყდებოდა, რომ ვიღაც მოსწონდა, მითუმეტეს ბიჭი, რომელსაც არც კი იცნობდა.
* * *
-გულბანი რო ჩამოვიდა, გაიგეთ ხო?!
-აუ გულბნი პროსტა?! დედას უტირებს.
-აი სვანი?! მოუხაზავს.
-ვატო ისეთ ვიდზე დაბრუნებულა, რო დაერხაო რა თბილისსო!
-კაცური კაცია რა, გულბანი.
რატომღაც სურვილიც არ მიჩნდებოდა, რომ დამენახა. არც ფოტო მაინტერესებდა და ზოგადად, რატომღაც ძალიან მეკ*და ნინკას ვატო. ვერ გეტყვით, ჩემი ასეთი დამოკიდებუება რამ განაპირობა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო - სულ არ მაინტერესებდა!
სიმართლე რომ ვთქვა, გულბანი კი არა, ცოტა ხანში საკუთარი სახელიც დავავიწყდებოდა ამდენი სწავლისგან. პირველ კურსზე ვიყავი და იმდენს ვმეცადინეობდი, ავფეთქდი! მამაჩემს უნდოდა მის გზას გავყოლოდი და ბიზნეს „ვუმენობას“ მიპირებდა. მე რომ დავბერდები ვინმეს ხომ უნდა გადავაბარო კომპანიაო, წუწუნებდა. მეც, ასე თუ ისე მომწნოდა ეს საქმე და ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი.
* * *
ცოტა ხანს იქოთქოთა ნინამ, რამდენიმე თვე მარტო „ვატო“ ეკერა პირზე. რას შვრებოდა ვერ ვხვდებოდი და საერთოდ, მგონი თვითონაც არ იცოდა. მერე „ვატომანიამ“ გადაუარა და ცოტა დამშვიდდა. ბოლოს უკვე საგრძნობლად მოუკლო გულბანზე საუბარს და ნელ-ნელა მეც გადამავიწყდა. ფოტოც არ ჰქონდა ნინას, რომ როგორმე მენახა ვინ იყო ასეთი ეს ბიჭი, დაქალი რომ გადამირია.

* * *
დედაჩემმა „ლუკა ლუკას“ ყვირილით, თითქმის სიცოცხლე რომ გამიმწარა, მაშინ გადავწყვიტე საბოლოოდ, ნათლიაჩემთან ლოს ანჟელესში წასვლა. უნივერსიტეტიდან დათხოვილი ვიყავი და დრო მქონდა. თუმცა მთავარი ტალღა ჯერ კიდევ წინ იყო. როგორ გინდოდა ახლა, ეს ყველაფერი დედაჩემისთვის გეთქვა?!
განადგურებული სახით გავსვენდი სამზარეულოში და მანჩოს წინ ისე დავეპერტყე, მიხვდა რაღაც არასასიამოვნო თემაზე რომ ვიწყებდი საუბარს.
-ნათლიაჩემთან მივდივარ. - ვაჯახე პირდაპირ და ტუჩზე ვიკბინე. სახე მოერყა დედაჩემს. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, სიტყვებით ერ აღვწერ. სულ უჭირდა მანჩოს ჩემი გაშვება. უცხოეთში კი არა, ელემენტარულად სოფელში რომ ჩავიდოდი მარტო, იმაზეც ირეოდა და წუთში მილიონ ზარს უშვებდა.
-რას ქვია .. მიდიხარ? - საშინლად დაიბნა და წყლის დასალევად წამოდგა.
-უნდა წავიდე რა, მანჩო. არდადეგები მაქვს და ცოტას გავერთობით, აბა თქვენ არ გცალიათ და?!
-აქ ვერ ერთობი, ლენკა?!
-რა ლაპარაკია დედა? არდადეგებზე ნათლიასთან რო წავიდე, დაიქცევა ქვეყანა? თან, იმ შენი ლუკასგანაც დავისვენებ. - მხრები ავიჩეჩე მე.
-აი, ვიცოდი რომ მიზეზი ეს იქნებოდა!
-მიხვედრილი ხარ,დე. - თვალი ჩავუკარი.
-თავი ვინ გგონია?! - აენთო მანჩო - ის ბიჭი შენ კი არ შეგაკვდება ლენკა!
-ხო მანჩო, კარგსაც იზამს. - ასეთ სიმშვიდეს როგორ ვინარჩუნებდი, თავადაც მიკვირდა.
-როგორ იქცევი?! ლუკას გამო ქალაქიდან მიდიხარ?!
-გახსოვს დე, მაშინ რომ გითხარი, თუ კიდევ შემიჭამთ ტვინს ამ ბიჭით, მერე მხოლოდ უჭმელობით არ შემოვიფარგლები მეთქი. ჰო და, მივდივარ.
-რატომ არ გესმის ლენკა?! რატომ ვერ ხვდები, რომ ძალან კარგი ბიჭია ეს ლუკა და უბრალოდ მინდა დაახლოვდეთ. რქიანი გოგო ხარ და ნორმალური საუბარი არ გესმის! - ვიცოდი, რომ ლუკა ჩემი მშობლების მეთოდი იყო ჩემი თაყვანისმცემლებისგან დასაცავად, თუმცა მე სულაც არ ვიყავი მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი, პირიქით, ნესბისმიერ გოგოს სიამოვნებს ყვავილები და ყველაფერი ასეთი. აი ლუკა კი საშინლად მაღიზიანებდა და მაბეზრებდა თავს.
იმ დღეს,აყალმაყალისა და მანჩოს წივილ-კივილის, „ვალერიანკას“ და კაპლის მეშვეობით, როგორც იქნა დავიწყე ჩემოდნების ჩალაგება. მამაჩემი და ჩემი და-ძმა რომ არა, ალბათ ისევ თბილისში მომიწევდა დარჩენა, იმიტომ, რომ დედაჩემმა განგაში ატეხა და სრულ ისტერიკამდე მივიდა. მერე ნინკა გამიგიჟდა, რას ქვია ლოს ანჟელესიო და ის სულ გადამერია. მხოლოდ ოჯახი და მეგობრები მიქმნიდა პრობლემას, თორემ ვიზა და ყველაფერი ასეთი აღებული მქონდა.
ნორმალურად ვერაფრის ჩალაგება ვერ მოვახერხე, როდის ჩამეძინა არც ის მახსოვს, იმდენად გადამღალა მანჩოს პანიკებმა.

* * *
დამიჯერეთ, რეისის გადადებაზე საშინელი არაფერი არსებობს! საერთოდ არაფერი! რაღაცას რომ უცდი,ჩემოდანზე რომ ზიხარ და უცბად იგებ, რომ უამინდობის გამო ზუსტად 3დღით გადაიდება რეისი. უკვე იმდენად ხარ ლოდინით გადაღლილი, რომ ადგომა და სახლში წალასლასებაც კი გეზარება.მიუხედავად იმისა რომ იცი, დღეს ვერ გაფრინდები, შენ მაინც ზიხარ ჩემოდანზე და ჯიუტად ათვალიერებ ხალხს. გადაღლილი თვალები გელულება, მაგრამ ცოცხალი თავით არ დგები და არ ტოვებ აეროპორტს. ახლა როგორ გინდა უკან მიბრუნება?! ისედაც ძლივს გამოეთხოვე სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ყველაფერს! ახლა ისევ უკან უნდა მიბრუნდე და "ძლივს დათმობილი" ისევ უნდა ჩაიხუტო გულში, სამი დღის შემდეგ კი ხელახლა გამოემშვიდობები და ისევ აქ დაუბრუნდები! იმ ადგილას, სადაც გამუდმებით გეფიქრება. გეფიქრება ყველაფერზე. ფიქრი საერთოდ,ძალიან მაგარი და სასარგებლო რამაა. ყველას რომ შეეძლოს ფიქრი და ამის უნარი შესწევდეს, ალბათ მაკუნასნაირი გამოჩერჩეტებული გოგონებიც არ იარსებებდნენ და მეც დავისვენებდი.
ესღა მაკლდა.
ჯერ ხომ ძლივს გავაგებინე ჩემებს რომ რეისი გადაიდო და დავამშვიდე, რომ სახლში ვბრუნდებოდი და 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივად გავფრინდებოდი კანადაში. დიდი გაჭირვებით, ორი ჩემხელა ჩემოდანის ქაჩვით შევაღე სახლის კარი, მისაღებში "შევსვენდი" და ჰოი ბედნიერებავ,მაკუნა!
ჯერ არ წავსულვარ და უკვე ჩაუსახლდა ჩემებს, ჩერჩეტი!
* * *
-აი რეზიკომ?! „დილა მშვიდობისა“ რო არ დამახვედროს ყოველ დილით?! შეიძლება გავრეკო. ერთხელ ჩაეძინა და ისე გავბრაზდი, ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი. მერე ისეთები იჩალიჩა, ძაან გაუტყდებოდა რო არ შევრიგებოდი, თან ცანცარა ხო არ ვარ. - საღეჭი რეზინი გაწელა მაკუნამ და ჩამოყრილი, ქერა კულულები თითზე დაიხვია.
ღმერთო, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გამოჩერჩეტებული დაიბადო?! თან როგორ ამაყობს?! ხალხს თავი მოაბეზრა და ენას მაინც არ აჩერებს. სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა დედაჩემის ყველა დაქალის შვილი ასეთი ცალტვინა ყოფილიყო.აი, ახლაც! ვიჯექი ტელევიზორთან და ყველაზე უინტერესო გადაცემაც კი საინტერესოდ მეჩვენებოდა, ოღონდ მაკუნას ტლიკინის და აქ მყოფი საზოგადოების უზადოდ საინტერესო პოლემიკისთვის არ მესმინა.
-არა, რეზის პროსტა ისეთები აქვს გაკეთებული, რო დავიწყო, დღეს ვეღარც დავამთავრებ! - რატომ ვერ ხვდება ეს გოგო, რომ დროა იმ გრძელ ენას კბილები დააჭიროს?!
ვეტყოდი მერე რამეს და მანჩო ისე ბრაზდებოდა, მთელი თვე მის შემორიგებას ვუნდები ხოლმე. სულ მეუბნებოდა დედაჩემი, არც ისეთი უტვინოა შენ რომ გგონიაო, მაგრამ დღეს დაამტკიცა, რომ აშკარად უარესია!
ოჯახში მაინც არავინ ჰყავს ცოტა დაწყობილი? ასეც არ შეიძლება.
-თან, რეზიკოს ჩემზე მეტად უყვარს ზმანები,სულ ბრენდებშია! აი, საოცრად იცვამს. - სულ ცოტა მაკლდა და ჯლივს შენარჩუნებული სიმშვიდით მჯდომიც აფეთქდებოდი, მერე მანჩო კი არა, მამა ზეციერი ვეღარ გამაჩერებდა.
-ყველაზე კარგად მაინც ის მახსოვს, დედამისი რო გამაცნო, დედა დავუძახე და გაშრა ამხელა ქალი, თვალებიც კი აემღვრა. - მორჩა, ეს უკვე ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. არა, ხომ უნდა იფიქრო ადამიანმა, რომ სტუმრად ხარ ოჯახში და აქ შენი ცხოვრების გამომზიურება არავის იზიდავს. თან მეცინებოდა მის სიდებილეზე, თან ნერვები მეშლებოდა საშინლად. მწყობრიდან გამოსული წამოვიჭერი ფეხზე. ახლა მზად ვიყავი, დაუფიქრებლად გამონელანძღა ეს ცალტვინა გოგო, მაგრამ მანჩოს აბრიალებულ თვალებს რომ წავაწყდი, ცოტა შევყოყმანდი.
ისევ დუტის ჩაცმა და სახლის დატოება ვამჯობინე აქ ჩხუბს და აყალმაყალს.
აზრიც არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს.
თან,მაკუნა სულ ტიროდა. გვქონია შემთხვევები, როცა რაღაც ცოტა "მწარედ" მითქვამს და მასაც მაშინვე გადმოუყრია უმანკო "ნიანგის ცრემლები". ახლა არც მაკუნას ბღავილის თავი მქონდა და არც დედაჩემის, ამიტომ სწრაფად მოვიცვი დუტის ქურთული და კიბეები ჩავირბინე.
* * *
ახალ უბანს ვერაფრით შევეჩვიე. ვერ გავიჩემე ეს იოსებიძე და რა გავაკეთო. ყველაზე მკვდარი, ბნელი და ბინძური ქუჩა მეგონა, საერთოდ. რაღაც სკვერი ამოვიჩემე, ძალიან პატარა და საყვარელი. ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე იქაურობას, დაქალებთან ერთად. ძირითადად სულ მათთან ვიყავი, იმიტომ, რომ ახალ უბნელებთან დაახლოვება არც მიცდია. ეს სკვერი ერთადერთი ადგილი იტო ამ ქუჩაზე, საითაც გული მიმიწევდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ისედაც რთულად გადავიტანე, ვგიჟდებოდი ვერაზე და ჩემს ბავშვებზე, თუმცა მამაჩემის ახირებების თუ საჭიროებების გამო მომიწია იქაურობის დათმობა და ამ ამბავს მეც შეძლებისდაგვარად გაგებით მოვეკიდე. მიუედავად იმისა, რომ პირველ კურსზე ვიყავი და გართობისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა, მაინც ვგიჟდებოდი ჩემს გოგონებთან ერთად დროის გატარებაზე და ამას ასე თუ ისე ხშირადაც ვახერხებდი.
ჩემი ხუშტურებისა და უაზრო სიჯიუტის გამო, ცოცხალი თავით არ მინდოდა ახალ უბნელებთან დაახლოება. ვის რას ვუმტკიცებდი?! ვერ გეტყვით. არადა, მათგან მშვენიერი დამოკიდებულება მოდიოდა. ვიკასაც სულ ეხვეწებოდნენ, ლენკა გაგვაცანიო და ჩემს დასაც მეტი რა უნდოდა, დღე და ღამე ტვინს მიბურღავდა. სულ მეუბნებოდა, შენი თავი წარმოიდგინე მათ ადგილასო, როცა შენს უბანში გოგო გადმოდისო, საოცარი გარეგნობით და ძალიან მაგარი ვიდითო, ის არ გიმჩნევსო და მაგრად გიკიდებსო, ძაან გაგისწორდებაო?! ისე საცილოდ მიხსნიდა ხოლმე ამ ყველაფერს ვიკა, რომ ახლაც სულელივით მეცინება.
მივაბიჯებდი "ჩემად" შერაცხული სკვერისკენ და ჯერ კიდევ გასაოცარ წყვილზე,მაკუნაზე და რეზიზე მეფიქრებოდა. "ბრენდებიც" გამახსენდა და ისე გამეცინა, ვინმეს რომ დავენქახე, გიჟად შემრაცხავდა, აუცილებლად.
თითქმის ცარიელია დამხვდა აქაურობა. დეკემბერი დადგა და ქუჩებს ყინვის ბორკილებიც დაედოთ.მიუხედავად იმისა, რომ სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მაინც შეიმჩნეოდა აქაიქ მოსეირნე მეგობრები და წყვილები, თუმცა იშვიათად. მე მიყვარდა ზამთარი, თანაც დეკემბერი!.. ახალი წლის მოლოდინი, მითუმეტეს ლოს ანჟელესში, ნათლიაჩემთან ერთად. სწორედ იქითკენ მივექანებოდი იმ დილით, მაგრამ ვინ დამაცადა.
საშინლად მეზარებოდა ახლა იქ მარტო ჯდომა, მაგრამ ვერიდან ხომ არ ჩამოვათრევდი გოგონებს ამ სიცივეში, მეცოდებოდნენ. მეც არ მქონდა იქ ასვლის თავი. სახლში მისვლას და მაკუნას სიბრძნის ფრქვევას, ისევ აქ ჯდომა მერჩივნა.
სკამზე ჩამოვჯექი და ცალი ფეხი ზემოთ ავკეცე. მეორე სასაცილოდ გავაქან-გამოვაქანე.
მეორე კუთხეში, 3გოგონა იჯდა. ჩვენს მეტი არავინ იყო, თან ისინიც ხმამაღლა საუბრობდენ და ყველაფერი გარკვევით მესმოდა. სულაც არ მაინტერესებდა, მაგრამ რა მექნა, მესმოდა და ...
-აი მაგასთან ვაფშე რატო დადიოდი?! - აშკარად შოკში იყო ერთ-ერთი დაქალი. ისეთ გამომეტყველებას იღებდა და ისეთი მიმიკებით საუბრობდა, ჩემდა უნებურად გამეღიმა.
-აუ ხოო! ძაან ტეხავს, ჯოჯოხეთის მაშხალაა ტიპი! - საუბარში მეორე დაქალი ჩაერთო, რომელიც არანაკლება გაოცებული გახლდათ და იმაზე უფრო სასაცილო მიმიკებს იღებდა, ვიდრე წინა.
-აუ გოგო, ფულიანი როჟაა ძაან! - თავი გაიმართლა თავდასხმის ობიექტმა.
-ნუ, მაშინ ხოო ... - აშკარად მოლბნენ დაქალები.
იმხელა ზიზღი ჩამიდგა თვალებში, რომ საკუთარი თავის გამიკვირდა. სახე გამიფითრდა, ფერები გადამივიდა და ეს ყველაფერი მშვენივრად ვიგრძენი. ისეთი სახით ვიყურებოდი, ლამის ადგილზე დავწვი მოკისკისე გოგონები, რომლებიც მიღებულმა, დამაკმაყოფილებელმა პასუხა მეტად გაახალისა.
ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი ფილტევბი როგორმე დამეკმაყოფილებინა.
თან მეცინებოდა, თან მეტირებოდა. წამოვდექი და იქაურობა ისე დავტოვე, უკანაც არ მიმიხედავს. საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები, მსგავს დიალოგებზე ასე რომ ვრეაგირებდი.
ეს რა დღე მქონდა!
დილით ხომ აეროპორტში დამაგლიჯეს ნერვები, მერე ჩემს მისაღებში მოკალათებულმა მაკუნამ, მერე ამ გოგონებმა! სანამ ვინმე შემომეტყიპა, დრო ვიხელთე და სახლში წავედი. ღმერთო, რატომ არსებობენ ასეთები! ხალხს ფული თავზე უნდა დააყარო, იქნებ გაძღნენ, რამენაირად და მერე მაინც ეშველოთ, რამე. არა,იმ დღეს ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო, ან კიდევ მე ვიყავი ყველას მიმართ აგრესიულად განწყობილი.
* * *
ჩემს გამგზავრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. მეგონა მშვიდად, წყნარად წავიდოდი აეროპორტში და უდარდელად ჩავფრინდებოდი სასურველ ადგილას. ვინ დამაცადა?! მანჩომ ისევ გადაწყვიტა ჩემი გადარწმუნება ლოს ანჟელესთან და ლუკასთან დაკავშირებით, მეც არ დავუთმე და ისეთი ამბავი ავტეხეთ, კედლებმა ზანზარი დაიწყეს. გადამრია დედაჩემმა. ასეთი მართლა არ იყო, ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა და მგონი თვითონაც არ იცოდა. განგაში ამიტეხა. კინწისკვრით გამოვვარდი სახლიდან. ახლა ამერიკანო რომ არ დამელია, გავგიჟდებოდი ალბათ.
ჩემად შერაცხულ სკვერთან კაფე თუ რაღაც ასეთი იყო, ძალიან პატარა და კომფორტული. მუდმივად სავსე კი იყო, მაგრამ იმდენად მყუდრო გახლდათ, რომ მე და ნინას სულ არ გევშლებოდა ხელი. თითქმის ყოველდღე მოვდიოდით ამ ადგილას და ვსვამდით ამერიკანოს, რომელიც მუდმივად დადებითად მოქმედებდა ჩემს დაგლეჯილ ნერვებზე.
აქოშეინებულმა შევაბიჯე შიგნით და უკვე კარგად ნაცნობ მიმტანს მივაშურე. იმდენად გათიშული ვიდექი, რომ ვინმეს აუცილებლად უნდა “შევენჯღრიე“. ჩემი ამერიკანო რომ შემომაჩეჩეს ხელში, მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ ერთი ცარიელი სკამიც კი არ იდგა კაფეში. სულ გატენილი იყო, მაგრამ მაინც მყუდრო. გაშტერებული ვიდექი შუაგულში და ადგილს ვეძებდი. მხოლოდ ერთ, გასასვლელთან, შუშასთან მდგარ ორ კაციან მაგიდასთან იყო ერთი სკამი ცარიელი, მაგრამ იმ მაგიდასთან უკვე მოეკალათებინა ტიპს, რომლის მზერამაც სხეული ლამის დამიფერფლა. ისე მოურიდებლად მათვალიერებდა, რომ საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი. ძალაუნებურად იქცევდა ჩემს ყურადღებას. შუა დეკემბერში, მაშინ, როცა მე ფაქტიურად გუდაურის ტანსაცმლით ვმოძრაობდი ქუჩაში, ის ერთი თხელი პერანგის, მუქი ლურჯი ჯინსისა და კედების ამარა წამოჭიმულიყო. თან, მეცნობოდა საიდანღაც. მაგრამ სად უნდა მყოლოდა ნანახი, ან ამას რა დამავიწყებდა?! ყველაზე მეტად თვალში მისი არანორმალურად გარუჯული სხეული მხვდებოდა დეკემბრის შუა რიცხვებში.
მარცხენა, საათიანი ხელი მაგიდაზე ჩამოედო, მეორეში კი სიგარეტი გაერჭო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა კვამლი ამივიდოდა. გულში გემრიელად გამოვლანძღე და უარესად გაღიზიანებული გავემართე გასასვლელისკენ.
ის იყო კარი უნდა გამომეღო, რომ
-აქ თავისუფალია! - გაისმა ზედმეტად ბოხი და ამას დამატებული, ოდნავ ჩახლეჩილი, თუმცა რატომღაც მაინც სასიამოვნო ბარიტონი. კარს ხელი გავუშვი და ინსტიქტურად შევბრუნდი მისკენ.
-იყოს .. - კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვინ დამაცადა:)
-მოდი! - წამიერად უარესად მომეშლა ანერვები. რას მბრძანებლობდა ერთი?! ან მე ამის დრო მქონდა?! ოღონდ სადმე დავმჯდარიყავი და ჩემი ყავა დამელია,რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი და ნერვები დამემშვიდებინა. დაუფიქრებლად გავემართე იმ მაგიდისკენ და უცნობის წინ მოვკალათდი, ქურთუკი გავიხადე და წელში გავიმართე.
-რას აიღებ? - ქვემოდან ამომხედა და მისმა სითამამემ საკმაოდ გამაკვირვა.
-მაქვს უკვე, ამერიკანო. - ცოტა დავიბენი.
-ე, რა ამერიკანო?! - გაიკვირვა უცნობმა. მისი ძმაკაცური ტონი იმდენად მაბნევდა, რომ სადაცაა ყბა ჩამომივარდებოდა.
-რა იყო? - კოპები შევკარი მე.
-მოიცა, რა ამერიკანო, ახლა მე და შენ დავლევთ! - თვალი ჩამიკრა და მიმტანს გასძახა.
-რა?! - გადავირიე მე. ბიჭს მგონი პრველად ვხედავდი და ამხელა გამბედაობა საიდან?
-ხო. არ მითხრა, რო აქამდე არასდროს დაგილევია. - ნამუსზე ამაგდო უცნობმა.
-როგორ არ დამილევია! - მისმა მეთოდმა გაჭრა და მეც სწრაფად ავენთე.
-მაშინ, ახლა მაჩვენებ რა გოგო ხარ! - თავისას არ ეშვებოდა ჩემი პარტნიორი. მის სითამამეზე ძალიან მეცინებოდა და თან მინდოდა კედელზე მიმეჭყლითა ასეთი თავდაჯერებულობისთვის.
საათს დავხედე, 4ხდებოდა. ასეთ დროს მთვრალი რომ ავდგომოდი დედაჩემს სახლში, წარმომიდგენია რა რეაქცია ექნებოდა. ლოს ანჟელესი კი არა, ფანჯრიდანაც არ გამომაყოფნებდა ცხვირს. ან ვინ იყო საერთოდ ეს ბიჭი, ასე მარტივად რომ ამაგდო ნამუსზე.
-რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან გამომარკვია და ახალ ღერს მოუკიდა.
-ასეთ დროს სახლში მთვრალი რომ მივალ, აი იმაზე.
-ეგ დაიკიდე. - თვალი ჩამიკრა და ახლად მოტანილი სასმელი მაგიდაზე გადაანაწილა.
ღმერთო, იმდენი იყო, იმდენი, ეს რომ დამელია, მთვრალი კი არა ცოცხალი ვეღარ ავაღწევდი სახლამდე.
-შანსი არაა! - ხელები დავიკრიფე მე და სახეზე დაჟინებით დავაშტერდი.
-არის, არის. - გაეცინა ჩემს პარტნიორს და ცარიელი ჭიქები გაავსო.- ეს თბილისის იყოს, ხო? - ჭიქა პირტან მიიტანა და ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე გამოცალა. - დალიე, დალიე. - ახლა მე მიმანიშნა ჭიქისკენ და მეც აღარ დავაყოვნე. თვალის დახამხამებაში გამოვცალე და სახე დამემანჭა. რაღაც ისეთი იყო, აქამდე რომ არ გამესინჯა. მერე გამახსენდა, „თბილისის“ რომ დავლიე და კოპები შევკარი.
-მაინც რას ხედავთ ამ ქალაქში განსაკუთრებულს. - ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე.
-მეგობრებს, ოჯახს და მოგონებებს! - მტკიცედ განმიცხადა და ჭიქები ისევ გაავსო.
-მეც მყავს აქ ოჯახი და მეგობრები, თუმცა განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. - ჩემსას არ ვიშლიდი მე და თავს უკმაყოფილოდ ვაქნევდი.
-არაუშავს, მალე დაინახავ. - თქვა უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემს გასაგონად.
-რა?! - აზრზე ვერ მოვედი მე.
-მალე დაინახავ თქო. - გამიმეორა და გამიღიმა. მე მაინც ვერ ჩავწვდი შინაარსს, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ. უცნობმა მესამე ღერს მოუკიდა. როგორ ეწეოდა ასე სწრაფად, გიჟივით ვუყურებდი.
- გინდა რო მოკვდე?! - გაოგნებულმა ავხედე 7წუთში მოკიდებულ მესამე ღერს. ჩემს რეაქციაზე უცნობმა ისე გადაიხარხარა, ცოტაც და წიწაკის ფერს მიიღებდა სიცილისგან. ცოტა ვერ იყო მწყობრში.
-არ მოვკვდები. - ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა და ისე ხარხარებდა, რომ მეც გამეცინა. ერთმა ჭიქამ ცოტა გამათამამა და ცხვირთან სიგარეტის კოლოფზე წაწერილი „კლავს“ ავუფრიალე. - ხო აი, რა ს .. ლენჩი უნდა იყო,რო ეგ წააწერო! - უცენზურო სიტყვა მალევე შეცვალა და ისევ მე ამომხედა.
- ისინი არჩევნის საშუალებას გიტოვებენ. - მხრები ავიჩეჩე მე - კლავსო გეუბნებიან და დანარჩენი უკვე შენი გადასაწყვეტია. - უცნობს გაეცინა და ჭიქა ხელში აიღო.
-მაშინ ეს იმათი იყოს, „არჩევნის საშუალებას რომ ვგიტოვებენ“. - მეორე ჭიქაც გადავკარით და მე ისევ სასაცილოდ დამემანჭა სახე.
-შენ?! შენ რაში პოულობ შვებას? - ისე მკითხა, რომ ღვინისფერი ბაგეებიდან ღიმილი არ მოშორებია. ისე იღიმოდა, მეც მეღიმებოდა ძალაუნებურად.
-მე ამერიკანოში - მხრები ავიჩეჩე - ან კიდევ ნოშენის შოკოლადებში. - ნამდვილად არ მეგონა ორი ჭიქა ასე თუ მომეკიდებოდა. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ კაფეში ჩემთვის ზედმეტად სასიამოვნო მუსიკა ჩაირთო და ისე გავინაბე, სულ დამავიწყდა სად იყავი და რა მდგომარეობაში.
მე არაფერი მითქვამს. არც ჩემს პარტნიორს ამოუღია ხმა მანამ, სანამ მუსიკა არ დასრულდა. აი მერე, მერე კი „მე გადმოვცურვა ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ ... მე შენთან მოვალ, დავბრუუნდები ...“ ისე წაიმღერა ჩემმა პარტნიორმა, რომ ენა გადავყლაპე. მასაც ყვარებია, თურმე. გული გამითბა და რატომღაც მთელ სხეულში ჩამეღვარა სითბო. უბრალოდ გავუღიმე და მესამე ჭიქა ისე გადავკარი, სულაც არ გამხსენებია რომ რაღაც უნდა მეთქვა. უცნობს გაეცინა და მანაც გამოცალა მესამე ჭიქა.
-შენც გყვარებია მეფე. - ძალიან ჩუმად ჩავილაპარაკე და ხელები დავიკრიფე.
-ხო. გოიმებს უმღეროდა! - ჭიქები ისევ გაავსო.
მეოთხე ჭიქაზე, უკვე მწყობრში ვეღარ ვიყავი. „ორჭიქიანი“ ვყოფილვარ და არ ვიცოდი, ან რაღაც საოცრად მძიმეს ვსვამდი ასეთი მონდომებით. კაფეში ამერიკანოს დასალევად შემოვედი და აფსოლიტურად გალეშილს მიწევდა აქედან წასვლა.
-კარგი კომპანიონი ხარ, ხო იცი?! - რამ მათქმევინა, ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით მერამდენე ღერს ეწეოდა „ჩემი“ უცნობი. აფეთქდებოდა ალბათ, მალე.
-ვიცი. - განმიცხადა მან.
-თავმდაბლობა მესმის. - გამეცინა და მეექვსე ჭიქა მეთვითონ გავავსე.
რატომ არ მაჩერებდა, არ ვიცი. მას არაფერი ეტყობოდა, მე უკვე აზროვნება მიჭირდა.
-თბილისი ასე რატომ გიყვარს, მეტყვი?! - ძველ თემას რატომ დავუბრუნდი არ ვიცი, მაგამ ეს იყო ის საკითხი, რაც ასე მაწუხებდა. საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი და მეგონა, რომ მხოლოდ მე ვერ აღიქვამდი ამ ქალაქის სილამაზეს.
-არ ვიცი. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც აქ მირჩევნია! - საყვარლად გამიღიმა ჩემმა პარტნიორმა.
-მე კიდევ წასვლა მინდა.
-სად? - კოპები შეკრა უცნობმა.
-ყველგან, მაგრამ ამჯერად ლოს ანჟელესში.
-და აქაურობას რას ერჩი?
-ხალხს ვერჩი. - ისე მეძინებოდა, თვალები მელულებოდა უკვე. - სულ იბღვირებიან და ყველაფრით უკმაყოფილოები არიან. ამათი სიცილი მესამე მსოფლიო ომის ტოლფასია. - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და თვალები გადავატრიალე.
-შენ ჩემი ძმაკაცები უნდა გაგაცნო! - გაეცინა უცნობს.
-არა, მე მყავს ჩემი გოგოები, რომლებზეც ვგიჟდები, მაგრამ ნუ მასა მაინც ასეთია. - საუბრის თავი აღარ გამაჩნდა.
-აი შენ, მაგალითად სულ იღიმი! - სიგარეტი ჩაწვა ჩემმა პარტნიორმა და ცარიელი კოლოფი დაჭმუჭმა.
-შენ ისე ხარხარებ,რომ მერე მეც მეცინება. - ისევ სიცილი ამიტყდა.უკვე ვამჩნევდი, რომ ვეღარ ვიყავი მწყობრში.
ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ხან უაზროდ გვეცინებოდა, ხან კიდევ საკაცობრიოსაკითხებს ვუღრმავდებოდით.
-დაიღალე? - გამიღიმა. აშკარად გრძნობდა, რომ აზროვნების უნარი დავკარგე.
-ცოტა! - ცოცხალი თავით არ ვნებდებოდი მე. ვიცოდი, უნდა წავსულიყავი თორემ სადაცაა საწოლს გავიშლიდი მაგიდაზე, მაგრამ იმდენად გავერთე „ჩემს“ პრტნიორთან, რომ სულ არ მინდოდა აქედან წასვლა. ბევრი, საკმაოდ სასიამოვნო მსგავსება აღმოვაჩინე ჩვენს შორის.
-ესეთი ფერი სად მიიღე? - ახლაღა გამახსენდა ის კითხვა, ასე რომ მაწუხებდა.
-რიოში.
-ვაუ! - გაოცება ვერ დავმალე მე, მაგრამ გონებაში მაინც იდიოტად შევრაცხე. რიოში იყო ადამიანი და მაინც თბილისი ენატრებოდა, იდიოტია აბა რა.
-ასწორებს რიო. - ღრმად ჩაისუნთქა და ისევ მე მომიბრუნდა - წაგიყვან ბრაზილიაში, ხო გინდა? - ისევ ის ღიმილი აიკრა სახეზე, ასე რომ უხდებოდა. ეს სიმთვრალის ბრალი იყო თუ მართლა მპირდებოდა ვერ გეტყვით, მაგრამ რიო კი არა, ჩემს ბალიშთან ჩახუტების გარდა საერთოდ არსად არ მინდოდა.
-ხო, ოღონდ ახლა სახლში მინდა... - ამოვიკრუსუნე საცოდავად და სახე ხელის გულს დავადე.
-ხო, ახლა წაგიყვან, მაგრამ იცოდე რიო მაინც არ აგცდება. - ისევ თავისებურად გამიღიმა და წამოდგა. ღმერთო, ამ სიგრძე როგორ არის?! გულწრფელად გამიკვირდა მე, მაგრამ არ შევიმჩნია ისე ავიღე ქურთუკი და გასასვლელისკენ წავედი. სწორ ხაზზე სიარულის უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა, მაგრამ გონება რომ მეთიშებოდა,ამის მიხვედრას მარჩიელობა ნამდვილად არ სჭირდებოდა.
გარეთ გასულს, ცივმა ნიავმა რომ დამიბერა, ოდნავ გამოვფხიზლდი თითქოს და თვალები გამოვახილე. ჩემი პარტნიორისკენ მივბრუნდი და უსიტყვოდ მივაჩერდი. რას ველოდი არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, სულ არ მინდოდა აქედან წასვლა. არა, კი მინდოდა, მაგრამ ... მოკლედ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ჭკუა არ მომეკითხებოდა.
-ნასვამზე მაქნას ვერ ვმართავ ... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გავაწყვეტინე.
-რა ნასვამი, გალეწილი ხარ! - ავხარხარდი მე.
მასაც გაეცინა და სულ არაფერზე აგვიტყდა არანორმალური კისკისი.
ტაქსში ჩვსხედით.
მე მისამართიც არ მითქვამს, სულ არ გამხსენებია. ფაქტი ერთი იყო, სახლდამდე მშვიდობით ავაღწიე და მიუხედავად იმისა, რომ მისამართი არც მითქვამს, ჩემი კორპუსის წინ, ზუსტად ჩემს სადარბაზოსთან შემიჩერეს მანქანა. ამის დრო მქონდა?! ფეხზე ვეღარ ვიდექი.
მერე მართლა არაფერი მახსოვს. ავიდოდი ალბათ სახლში, მანჩო ქოქოლას დამაყრიდა და მიმეძინებოდა ჩაცმულ-დახურულს.

* * *
ერთი დღე იყო ჩემს გაფრენამდე დარჩენილი. ისე ვცქმუტავდი, ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი. მანჩოს სიმშვიდე მაკვირვებდა, საერთოდ არ რეაგირებდა. არა და, წინა ორი დღე ლამის სიცოცხლე გამიმწარა. ზუსად ეს იყო ჩემი დათრობის მიზეზი იმ გარუჯულ ტიპთან ერთად,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. სერიოზული არაფერი, მაგრამ ვიცოდი, ვეღარ ვნახავდი და გული მწყდებოდა. საკაცობრიო საკითხებზე ვისაუბრე და ბიჭისთვის სახელიც არ მიკითხავს. საბედნიეროდ, სიმთვრალის მიუხედავად, საერთოდ არაფერი დამვიწყებია და ყველა მოძრაობაც კი გარკვევით ჩამებეჭდა გონებაში. იმდენად თამამი და ცოტა გიჟი იყო ჩემი პარტნიორი, რომ უნებურად მეღიმებოდა მის გახსენებაზე.
ის 2დღე, სურპრიზებით სავსე იყო ჩემთვის. ნინკამ ვიღაც ტიპი გამაცნო თავისი „მეგობრის“ სტატუსით და ისე მიბრიალებდა თვალებს, რომ ყველაფერი ნათელი გახდა. ის ბიჭიც მშვენივრად ეკურკურებოდა ჩემს ნინას.

გაფრენილიყო რა, ის თვითმფრინავი. ამ ნერვების გლეჯვას ხომ ავცდებოდი?!
ზუსტად იმ საღამოს, ანუ ჩემი ჩემი გაფრენის წინა საღამოს, სახლში მაკუნა მოგვადგა, თანაც ზედმეტად არასახარბიელო მდგომარეობაში.
პიჟამოებით ხელში!
თვალებში დამიბნელდა, გაუაზრებლად გავხედე ოფიციალურად გალურჯებულ დას და სიმწრის სიცილი ამიტყდა.
არ შეიძლებოდა წვსულიყავი და მერე გადმოსახლებულიყო ეს ჩერჩეტი ჩვენთან?!
მისი მშობლები რომში წასულან, ქორწინების მე20 წლისთავის აღსანიშნავად და ქალბატონი მანჩოსთან დაუტოვებიათ, ვიკასთან ერთად არ მოიწყენსო.
-მაკუუუუუუ! - გაიწელა ვიკა.
-ხო ვიკ, ერთი კვირა თქვენთან რო ვრჩები გითხრათ ხო მანჩოოომ? - ზოგადად არასდროს, არავინ არ შემზიზღებია, მაგრამ აი ამ გოგოს მანერებიც კი მაღიზიანებდა და საკუთარი თავი მიკვირდა, სიამოვნებით ვარტყმევინებდი თავს კედელზე!
-რას შვრები? - თითქმის წამოვიკივლე მე.
-ხო ლენ, მეც ძაან გამიხარდა!
ცალტვინა, ჩვეულებრივი.
კი აი, მეც ძალიან გამიხარდა. სადაცაა მე9 ცაზე ავფრინდებიდა ვარსკვლავებს წავეთამაშები. ერთს მოგიწყვიტავ გინდა, მაკუ?!
იმ საღამოს, ვიკამ გადამარჩინა და მაკუნა უბანში ჩაიყვანა.
დიდად არც მას უნდოდა, მაგრამ ჩემი შემხედვარე, ასე ამჯობინა.
მე რათქმაუნდა სახლში დავრჩი. ასე მქონდა გადაწყვეტილი, რომ არასდროს არ გავიდოდი უბანში და არცერთ იოსებიძელს აღარ გამოველაპარაკებოდი. ავადმყოფებად შევრაცხე ყველა.
-ლენკა დე, ეს ტელეფონი ჩაურბენინე რა მაკუნას? - მუდარით სავსე მზერით გამომხედა სამზარეულოდან მანჩომ.
-აუ ამოვიდეს და წაიღოს, რა?!
-სტუმარია ლენკა, როგორ იქცევი! დროზე ჩაუტანე, დედამისი ურეკავს რომიდან.
მე არც გავტოკებულვარ,ტელევიზორის ყურება განვაგრძე იმ იმედით, რომ მანჩო იქ ჩასვას არ დამაძალებდა და რაიმე სხვა მეთოდს მიმართავდა. მაგალითად, ფანჯრიდან გადასძახებდა უბნელებთან კომფორტულად მოკალათებულ ცალტვინას.
-ლენკა, სწრაფად!
სხვა გზა არ დამიტოვა,თუმცა იქ ჩასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა,ამიტომ ფანჯარა გამოვაღე და მე9 სართულიდან ავყვირდი.ჯერ “მაკუნა მაკუნა“ ვიძახე, ერთხელ ლამის ცალტვინა წამომცდა და ჩემთვის ავფხუკუნდი.
-შენ მგონი ვერ ხარ დაწყობილი! - აენთო მანჩო.
მერე ვიკას ვუყვირე, მაგრამ ვერც მას გავაგონე. ნუთუ ასეთი რთულია, უბრალოდ თავი ამოსწიო და ამოიხედო!
-რას ღმუიხარ, ლენკა? აქამდე ათასჯერ ჩაუტანდი.
დავრწმუნდი, რომ მინდოდა მე ეს თუ არა, იქ ჩასვლა მაინც მომიწევდა.მობეზრებული გამომეტყველებით გამოვგლიჯე მანჩოს ტელეფონი და ლიფტს არც დავლოდებივარ, ისე დავეშვი კიბეებზე.
მესიკვდილებოდა ახლა იქ ჩასვლა,ესეც უსაზღვრო სიჯიუტის გამო!
ვის ვეჯიუტებოდი, თავადაც არ ვიცოდი.ან იოსებიძელებს რაღას ვერჩოდი?! რა მათი ბრალი იყო, მე თუ ვერიდან ძალით გადმომათრიეს?! ვის ვეჩხუბებოდი,ერთი?!
ამგვარ ფიქრებში გართული, მივადექი სკვერს, საიდანაც მუდმოვად მოდიოდა სიცილ-ხარხარის ხმა.
მათ გაკვირვებულ მზერებს თვალი ავარიდე, გონებაში ხამებად შევრაცხე თითოეული მათგანი და ვიკას „მიშველე“ თვალებით გავხედე.ამდენ თბილად ჩაცმულ ადამიანში, თვალში მომხვდა ერთი პერანგის ამარა მჯდომი ვაჟბატონი, საოცრად გარუჯული სხეულით. ერთი გოგონა კისერზე ეკიდებოდა, მეორე მაისურზე ექაჩებოდა, მესამე უკნიდან უფათურებდა ხელებს და აი ახლა კი საბოლოოდ შევიძულე იოსებიძე. არა, მაკლდა მე აშკარად!
ჩემი პარტნიორის დანახვისას, გულში სითბო ჩამეღვარა რატომღაც. მახარებდა ის ფაქტი, რომ სამუდამოდ არ დაიკარგებოდა და ის საღამოც ასე უკვალოდ არ გაქრებოდა, იმიტომ, რომ ძალიან აფრენდა ეს ჩემი უცნობი, მე კიდევ „შერეკილებთან“ ყოველთვის მიმარტივდებოდა ურთიერთობა. თან, იოსებიძეზე ერთი „ნაპარნიკი“ მაინც რომ მყავდა, ეს მახარებდა.
-მაკუნა, გირეკავენ! - მობეზრებული გამომეტყველებით გავუწოდე მობილური სიცილისგან აწითლებულ გოგონას.
-აუ ლენკ, მადლობა ძაან დიდი! - ისევ გაიწელა ცალტვინა.
თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და ვიკას კისკისიც დავიმსახურე.თავად უკან გაბრუნება დავაპირე,მაგრამ ვიკა ამ შემთხვევას არ გამაზავდა!
-ოპა! საით მადმუაზელ? - მკლავზე ხელი წამავლო და თავისკენ შემაბრუნა.
-ხელი გამიშვი,ვიკა - მოჩვენებითი სიმშვიდით ჩავილაპარაკე და დას მკვლელი მზერა ვსტყორცნე.
-ამას ვერ გავმაზავ, ბოდიში ლენკუ. - თვალი ჩამიკრა ვიკამ და უბნელებისკენ შეტრიალდა.
-ეს უზადოდ ელეგენტური, ქალური და პომპეზური ქალბატონი, ჩემი და, ლენკა კანდელაკი გახლავთ! - მე სახლის სპორტულებით ვიდექი ახლა მთელი იოსებიძისა და ცხვირამდე ასმული წითელ ტუჩსაცხიანი გოგონების წინ, თმა კოსად შემეკრა და ეს ფაქტი სულაც არ მანაღვლებდა, მაგრამ ახლა რომ მახსენდება ... - მინდა გითხრათ, რომ ჩემი თბილი დაიკო, მაკუნა აბაშიძის საუკეთესო დაქალია! - თამაშს არ წყვეტდა ვიკა და თავისივე სიტყვებზე სიცილით იხეოდა.
-გეყოფა,ვიკა! - შევუბღვირე და ჩემს მაჯაზე ჩაკიდებული ხელი გავაშვებინე.
-დამასრულებინე - ატკივებულ მუცელს ხელით იჭერდა უფროსი კანდელაკი.
ესღა გვაკლდა,კმაყოფილი გამომეტყველებით მობრუნდა უკან მობილურზე მოლაპარაკე მაკუნა და ყურმილი დაკიდა.
-ხო მართალი ვარ,მაკუ?! - ახლა მას მიუბრუნდა ვიკა.
-რა ვიკ? - ვერ მიხვდა ცალტვინა.
-ახლა იმას ვამბობდი, რომ შენ და ლენკა დაქალები ხართ, ბავშვობიდან. - მაკუნას თვალები გაუბრწყინდა და მონოლოგის წარმოსათქმელად მოემზადა.
-აა ხო! მე და ლენკა სულ პატარაობიდან ერთად მოვდივართ, ჩემი გოგოა, ერთი სიტყვით. - ჩემს მხარზე ჩამოდო მკლავი და გაიპრანჭა.
-დედა გოგო, ზუკაკომ არ გაგიგოს! - პირზე ხელი აიფარა ვიკამ და ახლა დავაფასე მისი მსახიობური ნიჭი.
მაკუნა შეკრთა და დაიბნა.
-გოგო არა, მენდობა!
აქ ვეღარ მოვითმინე და იმდენი ვიცინე, მთელი ცხოვრება რომ არ მიცინია, ალბათ. ჩაიკეცა უბანი. ეს ცალტვინაც იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვდებოდა რა აკისკისებდა ამ ხალხს, ისიც „ვითომ“ გულიანად იცინოდა.
სიცილ კისკისს რომ მოვრჩი და მაჯაზე ისევ ჩემი დის თითები რომ ვიგრძენი, ოდნავ დავეჯაჯგურე, რომ როგორმე თავი დამეხსნა “ამათგან“ და სახლში ავსულიყავი.
-ახლა მაინც გამიშვი, ვიკა - ძლივს გასაგონად გადავუჩურჩულე ჯერ კიდევ ჩაბჟირებამდე მისულ ვიკას.
როგორც იქნა დავაღწიე თავი იქაურობას და ჩემი დის ლანძღვა-გინებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გავექანე სადარბაზოსკენ. ლიფქი გამოვიძახე და კედელს მივეყრდენი. ის იყო, შიგნით ფეხი უნდა შემედგა, რომ ...
-დამელოდე! - გაისმა უკვე კარგად ნაცნობი, ბოხი და ოდნავ ხრინწიანი ბარიტონი. ლიფტში ისეთი სისწრაფით შემომივარდა ჩემი პარტნიორი, რომ ადგილზე შევხტი.
გვერდით ჩამომიდგა და მარცხენა მხრით კედელს მიეყრდნო. მე რა უნდა მეთქვა?! ამიტომაც არ ამომიღია ხმა. ერთხელ გავხედე უბრალოდ და მე10 ეს მივაჭირე.
-ასეთი უფრო ლამაზი ხარ! - ძლივს შესამჩნევად გამიღიმა.
-ასეთი როგორი? - დავინტერესდი მე და კოპები შევკარი,
-ასეთი, როგორიც ხარ.
-და როგორი ვარ? - ვერ ვხვდები რატომ დავინტერესდი ასე ამ წინადადების შინაარსით.
-უბრალო. - მოკლედ მომიჭრა და დაჟინებით დამაშტერდა.
მე არაფერი მითქვამს, უაზროდ ვდუმდი და იმით ვიიმედებდი თავს, რომ ლიფტი მალე გაჩერდებოდა და ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ დამჭირდებოდა. საშინელ „ვიდზე“ ვიყავი და ალბათ სწორედ ეს იგულისხმა უბრალოებაში. გაბურძგნული თავი და სახლის სპორტულები. გამიმართლა და დამიდგა ის ნანატრი მომენტიც. გაჩერდა ლიფტი და ისეთი სისწრაფით გამოვვარდი, მგონი თვალიც ვერ გამომაყოლა.
-იოსებიძელები არ ვიკბინებით ლენკა! და ჩამოდი უბანში ... - სიტყვა დამაწია ჩემმა პარტნიორმა და მეც აქოშინებულმა შევაბიჯე სახლში. რაღაც საოცრად პოზიტიურად მოქმედევდა ეს ადმიანი ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული გამომეტყველება და ქცევები ჰქონდა. ყველაზე მეტად ის მთრგუნავდა, რომ ასეთი თამამი საუბრები გვქონდა და მე მისი სახელიც არ ვიცოდი.

* * *
მეორე დილით, ანუ ჩემი გამგზავრების დღეს, უთენია რაღაც ზედმეტად ნაცნობმა და საყვარელმა ხმამ გამომაღვიძა, თუმცა ამჯერად რატომღაც არ მესიამოვნა. ნათლიაჩემის ტიტინი რომ გავიგონე, ტვინში სისხლი ჩამექცა. აი, რა იყო დედაჩემის სიმშვიდის მიზეზი! რა გამიგალიჩეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, გეგმები ჩამეშალა. ისე გავბრაზდი მანჩოზე, რომ ამ წამს ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი, ალბათ. საშინლად კი მენატრებოდა ნათლიაჩემი, მაგრამ ახლა არც მისი ნახვის თავი მქონდა და მითუმეტეს, არც მანჩოსი. ის ჩავიცვი, რაც ხელში მომხვდა. საბედნიეროდ ჩვენი მისაღები ისეთ ადგილას იყო, რომ გასასვლელთან სულ არ ჰქონდა კავშირი. შეუმჩნევლად გავიარე ჰოლი და სახლი დავტოვე. არ მინდოდა იქ ყოფნა! როგორ იქცეოდა დედაჩემი, ღმერთო! არანაირი გამართლება არ ჰქონდა მის საქციელებს, გადამიყვანა ჭკუიდან. ვიცოდი, რომ ლუკას გამო აკეთებდა ყველაფერს და სწორედ ამიტომ არ უნდოდა ჩემი გაშვება LA ში.
გარეთ რომ გავიჭერი და ჩემი სკვერისკენ გავეშურე, მაშინ მივხვდი რომ მციოდა, საშინლად. ისე თხლად ჩამეცვა, რომ აგვისტო გეგონებოდათ. ის ადგილები, რმელიც დახეულ ჯინსში მოსჩანდა, სულ გამლურჯებოდა და ცოტაც და კანკალია მიტყდებოდა.
სკამზე ჩამოვჯექი და ორივე ფეხი ზემოთ ავკეცე. ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, ჩემი „ამერიკანოც“ კი ვერ მიშველიდა. სახე ხელებში ჩავრგე და გავინაბე. მანჩოს რადიკალური შეცვლა რისთვის მიმწერე, არ ვიცოდი. ან ეს ლუკა როგორ მომეშორებინა თავიდან, ვერც იმას ვხვდებოდი. ხომ არ დავაშინებდი, არა?! მამაჩემის ძმაკაცის შვილი იყო, ბოლოსდა ბოლოს.
-რა ხასიათზე ხარ, ე?! - ამ სიტყვების გაგონებისას, თავი უსწრაფესად ავწიე ზემოთ და ჩემს პარტნიორს შევეფეთე, რომელიც როგორც ყოველთვის ერთი პერანგის ამარა გამოჭიმულიყო. თავისებურად მიღიმოდა, ერთი ხელი ჯიბეში ჩაეწყო, მეორეთი კი რაღათქმაუნდა ეწეოდა.
-მოკვდები თქო, ხო გითხარი?! - გამეცინა და ოდნავ ჩავიწიე, დაჯდომის საშუალება რომ მისცემოდა.
-რა ხასიათზე ხარ თქო, ლენკა?!
-ძაან მაგარზე. - სახე მომერყა მე.
-ის გაკრეჭილი ლენკა სად არი?! - ხელები გაშალა - აბა? აბა სად არი?
-ეგ მარტო მთვრალზეა. - ისევ ამომიტივტივდა გონებაში დედაჩემის ხრიკები და დავნაღვლიანდი.
-სულ მთვრალმა უნდა იარო. - მტკიცედ მომიჭრა და მეორე ღერს მოუკიდა.
-ხომ გეუბნები, მოკვდები თქო. - შეწუხებული გამომეტყველება მივიღე.
გვერდით მომიჯდა და ის ღერიც ჩაამთავრა. საერთოდ არაფერს ვამბობდი, ცოცხალი თავით არ ვეკითხებოდი სახელს და თქმას საჭიროდ არც ის თვლიდა.
სიგარეტი მოისტოლა და ფეხზე წამოიჭრა.
-წამო! - ხელი გამომიწოდა უცნობმა. ისეთი გაკვირვებული დავაშტერდი მის გამოწვდლ თითებს, რომ ჩემ შემხედვარეს, სიცილი აუტყდა. სავარაუდოდ ისევ მიიღებდა წიწაკის ფერს.
-სად?! - გადავირიე მე.
არაფერი უთქვამს, მაჯაში ჩამავლო ხელი და მსუბუქად წამომაყენა. იმდენად გაყინული ჰქონდა თითები, რომ შეხებისას უნებურად დამიარა ჟრუანტელმა. ისევ მომღიმარი გამომეტყველებით მიაბიჯებდა, გაურკვეველი მიმართულებით და მეც ძალიან დინჯად მივსდევდი უკან. რას ვაკეთებდი, ვის მივყვებოდი, სად, ეს ახლაც გაურკვევლად რჩება.
შავ დუტს მივუახლოვდით და ჩაჯექიო, მანიშნა. ხო, ჩავჯექი! აშკარად მოწეული მქონდა რაღაც. რას ვფიქრობდი საერთოდ, ვერ გეტყვით. არა, არაფერზე არ ვფიქრობდი. აბა, რომ მეფიქრა უცნობს ჩავუჯდებოდი მანქანაში?!
იმდენად თბილოდა შიგნით, რომ წამიერად მოვდუნდი. გონება გამეთიშა და ძილი ისე მომერია, სადაცაა ხვრინვას ამოვუშვებდი.
აზრზე მაშინ მოვედი, მანქანა რომ გაჩერდა და ჩემი პარტნიორი ულაპარაკოდ გადავიდა. ალბათ ეგონა მეძინა, არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს ისე დატოვა მანქანა. მაღაზიაში შევიდა, როგორც დავაფიქსირე. მე ჭკუ არ მომეკითხებოდა, ვერ ვიყავი მწყობრში. სად მივდიოდი, საერთოდ?! რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცუდს არაფერს იზამდა „ჩემი“ უცნობი და იმდენად ვენდობოდი, როგორც კარგა ხნის ნაცნობს.
ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიყვანა.
ჩემი პარტნიორი, უამრავი ბოთლით ხელში, თავის ადგილას მოკალათდა და ალკოჰოლური სასმელები უკან გადააწყო. სიცილი მიტყდა, ვერ ვჩერდებოდი. რა მიხვედრა უნდოდა, ისევ დასალევად მივყავდი სადღაც.
-ლოთი ვხდები, ოფიცალური! - სიცილით განვაცხადე და ფეხები „სიდენიაზე“ ავკეცე.
-ხო გიხარი,სულ მთვრალმა უნდა იარო მეთქი?!
აღარაფერი მითქვამს, ისევ გავინაბე და მოთმინებით დაველოდე როდის გაჩერდებოდა მანქანა და სად ამოვყოფდი თავს.
მთაწმინდაზე მიმიყვანა.
მიბნედილი გადავედი მანქანიდან და ცივმა ჰაერმა სწრაფად გამომაფხიზლა.
ტრიალ მინდორზე გავიშოტეთ და ვისკი მოვიდგით გვერდით.
ლაპარაკი საერთოდ არ მინდოდა, არც რაიმეს მოყოლას ვლამობდი, ამიტომ უსიტყვოდ მოვიყუდეთ ბოთლები. სახე ისე დამემანჭა, „იმ დღევანდელი“ მოგონება იყო.
-არა რა, მარტო ამ სახის გამო ღირს შენი დათრობა! - გადაიხარხარა ჩემმა პარტნიორმა და ორ მეტრიანი, გაშლილი ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა.
-რო გავლოთდები, ჩემებს პასუხს შენ გასცემ! - მოჩვენებითი სიბრაზით ჩავილაპარაკე და ბალახზე გავწექი.
დღეს უჩვეულოდ კარგი მეჩვენებოდა აქაურობა. მანჩოსთან ერთად რომ ვიჯექი, სულ წასვლა მინდოდა, ახლა კი რატომღაც განძრევის სურვილიც კი არ მიჩნდებოდა.
მგონი, მართლა გავლოთდი. ყოველგვარი სადღეგრძელოების, ზედმეტი ლაპარაკისა და ყველაფერი ასეთის გარეშე ვსვამდით ორივე. ჩემი დამანჭული სახის დანახვისას, სიცილი უტყდებოდა და მის ხარხარზე, მეც უნებურად მეცინებოდა. სრული ქაოსი ავტეხეთ მთაწმინდაზე. იმდენი ხანი ვიყავით ერთ მდგომარეობაში, რომ ჩამობნელდა კიდეც.
რაღაც, უჩვეულოდ ლაღად ვგრძნობდი თავს. ვიცოდი, რა თემაზეც არ უნდა წამომეწყო საუბარი, ისიც უპრობემოდ ამყვებოდა და საბოლოოდ, სიცილისგან მუცელ ატკივებული დავბრუნდებოდი უკან.
-კითხვა გიყვარს?! - ბალახზე წამოკოტრიალებულმა, გვერდიდან გავხედე ჩემს გვერდით ჩამომჯდარ პარტნიორს, რომელიც ოფიციალურად მიპირებდა გალოთებას.
-მიყვარს. - გამიღიმა და ბოთლი მოიყუდა.
მე წამოვჯექი. რატომღაც, ერთი ჩვეულებრივი, „ძველი ბიჭის“ შთაბეჭდილებას მიტოვებდა და არ მეგონა, სიღრმისეულად თუ შეძლებდა რაღაც კითხევზე პასუხის გაცემას,ამიტომ ჩემი ჭკუით მისი ჩაჭრა გადავწყვიტე.
-მწერალი? - დავინტერესდი მე.
-დოსტოევსკი.
-ოჰო - ამდენას ნამდვილად ათარ მოველოდი. რა ვიცი, მეგონა დეტექტივს მეტყოდა რომელიმეს, ანუ ისეთ ჟანრს, რომელიც ასე თუ ისე აინეტერსებთ ხოლმე ბიჭებს. ჩემი პარტნიორი „ოჰოს“ შინაარს ძალიან მარტივად ჩასწვდა და განმიმარტა.
-მე მეტაფორები მიყვარს!როცა ყველაფერი ზედაპირული არაა და ტვინის გაქანება სჭირდება. დოსტოევსკის წიგნები სავსეა ხვეულებით, კვანძებით, რომლებიც სადღაც იკვრება და ერთ ძალიან მაგარ და რაც მთავარია რეალურ მთლიანობას ქმნის. ჩვენ, ხალხს ყველაფერი „პოდნოსზე“ მირთმეული გვიყვარს ხოლმე და ალბათ ამიტომაც გვემძიმება დოსტოევსკი. არ ალამაზებს რეალობას და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით არ შესცქერის. წერს იმას, რასაც ხედავს და რასაც გრძნობს, და არა იმას, რასაც უნდა, რომ ხედავდეს. - ნუ, რა უნდა მეთქვა, გაუნათლებელი ადამიანის შთაბეჭდილებას არც არასდროს მიტოვებდა, პირიქით ზედმეტად საინტერესო დიალოგებიც კი გამოგვდიოდა, მაგრამ მაინც არ ველოდი თბილისელი „ფეხებზემკ.იდია“ ბიჭისგან - დოსტოევსკის.
-ხო და მაშინ დოსტოევსკისი იყოს! - ბოთლი მოვიყუდე და არაადამიანურად დავიმანჭე.
-ახლა შენი ჯერია, ოღონდ მწერალი არ მინდა, სხვა მითხარი რამე! - როგორც ჩანდა ვერც ჩემი პარტნიოტი გახლდათ სახარბიელო მდგომარეობაში. ალკოჰოლი სწრაფად მოეკიდა და თვალები აემღვრა. ნუ, რაღა სწრაფად, მთელი საღამო მთაწმინდაზე გავატარეთ.
-მე?! მე ცხოვრებით ვტკბები. - განვაცხადე! ასე რამ დამათრო, ღმერთო. - მიყვარს ჩემი მეგობრები და საერთოდ, ჩემი ცხოვრება...ვერ ვიტან გულგრილ ადამიანებს - უკვე ბოდვას ვიწყებ - საშინელებაა, როცა არც კარგი გაინტერესებს და არც ცუდი. უბრალოდ ფეხებზე გკიდია. - ამღვრეული თვალები ხელისგულებით მოვისრისე - გულახდილ საუბრებს არაფერი ჯობია. პირფერობა, თვალთმქცობა და ტყუილი მეზიზღება! ლაღ ურთიერთობებს რა ჯობს?! კიდევ, ბედნიერი მინდა ვიყო ცარიელი ჯიბეებით! ხო, კიდევ ზღვრა მიყვარს. სულ შემიძლია ვუყურო და არ მომბეზრდეს, შენ წარმოიდგინე ზამთარშიც კი.- ღმერთო, რატომ ველაპარაკებოდი კარგი ძმაკაცივით, გამარკვიეთ ვინმემ - კიდევ, ღამე მიყვარს ძალიან. გრილი, მთვარიანი ღამე, აივანი, მეგობრები და ამერიკანო. ფიქრი, ძალიან ბევრი ! ოღონდ - საჩვენებელი თითი ზემოთ ავწიე - პოზიტიური! პულივიზატორები მიყვარს კიდევ, საშინლად!
-მოიცა , მოიცა რა გიყვარს ? - შემაჩერა ჩემმა პარტნიორმა.
-პულივიზატორები ! მეზიზღება ცარიელი ადგილები, ამიტომ შემიძლია ყველგან პულივიზატორებით ვიარო და ის ვწერო, რაც მსიამოვნებს. ტატუები მიყვარს კიდევ, ძალიან და აუცილებლად გავიკეთებ! - დავასრულე მონოლოგი და ახლა მას მივუბრუნდი - ახლა შენ! - გავეცი ბრძანება და მოსასმენად მოვემზადე.
-მეც მიყვარს ზღვა, ოღონდ არ მამშვიდებს, პირიქით. აი, მე კარტი მამშვიდებს და შემიძლია მთელი დღე ვითამაშო. ვერ ვიტან წუწუნა ადამიანებს და მუდმივად ბედთან ჩივილს. ვგიჟდები შენნაირ გახსნილ გოგოებზე, მაგრამ აი შენნაირი მეტი რო არ შემხვედრია, ამას ვაღიარებ - ორივე ხელი ზემოთ ასწია - რო არ უნდა ვაკეთო, ისეთი რაღაცების კეთება მიზიდავს და პულივიზატორებზე არც მე ვამბობ უარს! - ამის თქმა იყო და ფეხზე წამოიჭრა ჩემი პარტნიორი. მეც გაუაზრებლად წამოვხტი და გვერდით ამოვუდექი. ცოტა წავბარბაცი, მაგრამ თავადაც არანაკლებ ბარბაცებდა, ამიტომ ყველგვარი დაძაბულობა მომეხსნა.
მანქანაში გაჭირვებით ჩავსხედით და ისედაც გაბრუებული, თბილმა ჰაერმა უარესად მომადუნა.
-აბა მთვრალი ვერ ვმართავო? - თვალები ძალით დავაკვესე მე.
- დღეს გამონაკლისს დავუშვებ.
ყველა ფანჯარა ჩამოსწია ჩემმა პარტნიორმა, ალბათ ცივი ჰაერი რომ შემხებოდა და არ ჩამძინებოდა, იმ მიზნით.
დავიძარით.
სულ არ ვღელავდი იმაზე, რომ გათიშული იჯდა საჭესთან. იკო იმის საშიშროებაც, რომ პირველივე ხეს შევასკდებოდით და ასე ტრაგიკულად დავლევდით ჯერ კიდევ ზედმეტად ახალგაზრდა სულებს. რატომგაც არ მეშინოდა და საოცრად პოზიტიურ ხასიათზე გახლდით.
მანჩოს დილანდელი ხრიკები სულ გადამავიწყდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, დედაჩემი კი არა საკუთარი სახელიც მალე დამავიწყდებოდა, სავარაუდოდ.
მუსიკები ჩართო ბოლო ხმაზე. ჩარკვიანი რომ ამღერდა, ამჯერად მე წამოვიჭერი ფეხზე, თავი ფანჯრიდან გადავყვი და ბოლო ხმაზე ავმღერდი. ავმღერდი თუ ავყმუვლდი ეს რა ვიცი, მაგრამ საშინლად რომ მსამოვნებდა ამ მანქანაში ჯდომა და ჩემი პარტნიორის ალკოჰოლნარევი სუნამოს სუნით , საკუთარი ფილტვების გაჟღენთვა, ეს ფაქტი იყო. საკმაოდ კარგად მართავდა მანქანას და მეც უფრო და უფრო ვიხსნებოდი.
არაფერზე არ ვფიქრობდი და ლოს ანჟელესში კი არა, არსად არ მინდოდა ახლა, ამ მანქანიაში ყოფნის გარდა! სიმღერა მაშინ შევწყვიტე, შავი „რაში“ რომ შეაჩერა და სწრაფად გადახტა მანქანიდან. მე თავი შემოვყავი, ჩემს ადგილს დავუბრუნდი და გაკვირვებულმა მოვათვალიერე გარემო. ვერაფრით გავარკვიე სად ვიმყოფებოდი, ამიტომ დავნებდი და ისევ ლოდინი ვამჯობინე. დიდხანს არ დამჭირვებია, რადგან მალევე დაბრუნდა ფერად-ფერადი პულივიზატორებით ხელდამშენებული უცნობი.
იმდენად გამიხარდა, გაუაზრებლად ავყვირდი. მას სიცილი აუტყდა და ფაქტიურად ავიკელით ყელაფერი.
მერე?! მერე შუა ღამემდე ვირბინეთ ვისკის ბოთლებითა და პულივიზატორებით, შუა იოსებიძეზე. ბოლო ხმაზე ვმღეროდით „მე გადმოვცურავ ზღვას“ და კიდევ უამრავ რამეს.
სულ არ მადარდებდა ჩემს ტელეფონზე ატეხილი განგაში და ყველაფერი ასეთი.
დეკემბრის შუა რიცხვებში, ალკოჰოლით გაჟღენთილი, ვერანაირ სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი და ერთი თხელი მაისურის ამარა ვმოძრაობდი. დუტი ჩემი პარტნიორის მანქანაში მქონდა დატოვებული და სულ არ მანაღვლებდა.
ვერ გეტყვით რისი ბრალი იყო, ალკოჰოლის, პულივიზატორების, თუ სულ ბოლოს სიცილ-კისკისის შემდეგ დალეული ამერიკანოსი, მაგრამ იმ გამის დასრულება არ მინდოდა! თუ დილით სატირლადაც მზად ვიყავი, რადგან ჩემი გეგმები ჩამეშალა, ახლა მგონი მიხაროდა კიდეც.
„ჩემი ლოთი პარტნიორი“ - აი, ეს რა მიზნით მივაწერე საკუთარი კორპუსის კედელს ღამის 4საათზე, ახლაც ვერ ვხვდები.
„A clean wall is a sad wall:(“
“Nature was here” - მიაწერა ბატისფეხურად ჩემმა პარტნიორმა, თანაც იმდენად ლამაზ შენობას, რომ ცოტა დამენანა კიდეც.
„Arts is not a crime“ - არც მე ჩამოვრჩი, მაგრამ რატომ გადავწყვიტე ყველა ასოს სხვადასხვა ფრად დაწერა, ამას ვერ გეტყვით.
“Drink and drive”
და ყველაფერი ასეთი!
ის ღამე განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ჩამრჩა გონებაში. ბოლომდე დალაგებული რომ ვერ იყო ჩემი პარტნიოტი, ამას მაშინ მივხვდი.
ეს იყო ყველაზე მხიარული, გულწრფელი და ლაღი ღამე ჩემს ცხოვრებაში. თვალთმაქცობის, პირფერობისა და ტყუილის გარეშე!
საერთოდ, ნასვამი ადამიანი ყველაზე გულწრფელია. ზუსტად ისეთია, როგორიც რეალურად არის და ამბობს იმას, რასაც რეალურად იფქრობს და გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს!
პირველი შთაბეჭდლება, რომ ის იყო ერთი თბილისელი ბიჭი, რომლისთვისაც არაფერი გახლდათ ღირებული და ყველაფერს ძალიან ზედაპიროლად ეკიდებოდა, თავზე ეხვეოდა ყველა და ამით საოცრად ამაყობდა, უკვალოდ გაქრა და ხელში შემრჩა ერთი შერეკილი ადამიანი, უზადოდ დიდი იუმორის გრძნობით, ხალისით, პოზიტივით და სიმთვრალეშიც კი „დასტოინი“ საქციელებით. ცოტა მიკვირდა კიდეც, ამ არანორმალურად დიდ იუმორს როგორ არასდროს ურევდა სიცანრცარეში და როგორ ახერხებდა მუდმივად დასტოინი ყოფილიყო.

სახლში რომ შევაბიჯე, ღამის 4 საათი ხდებოდა. სირბილისგან და სიმღერისგან დაღლილს, მოძრაობის თავიც აღარ მქონდა. შევაღე თუ არა კარი, მანჩოს ქოთქოთი მომესმა და რთული მისახვედრი არ იყო, ვის აყრიდა ქოქოლას. ლანძღვის ობიექტი მე ვიყავი, მაგრამ სულ არ მანაღვლებდა.
მისაღებისკენ გავექანე და სანამ რამის თქმას მოასწრებდნენ, მანამ წამოვიყვირე.
-ნათლია!!! - ანასკენ გავექანე და გაკვირებაც კი ვერ მოასწრო, ისე გადავემხე ზემოდან.
-ღმერთო, ლენკა!!! - ბოლო ხმაზე იკივლა მანჩომ და შუბლში ხელი შემოირტყა. დედაჩემისთვის არ მეცალა, გამწარებული ვუკოცნიდი ლოყებს , მონატრებულ ნათლიას.
-როგორ მომენატრე, ანა! ეგრე უნდა ხო დავიწყება? - მოჩნევებითი სიბრაზით ჩავილაპარაკე და დოინჯი დავიჭირე.
-ლენკა, რა მდგომარეობაში ხარ?!!! - ყვირილს არ წყვეტდა მანჩო და ცოტა ხანში შემანჯღრევდა კიდეც.
-ნათლი, აი ეხლა ისე ვარ, ვაფშე თუ მინდოდეს ლოს ანჟელესში. - თამამი განცხადება გავაკეთე და კუთხეში მჯდარ, ოფიცალურად ჩაბჟირებამდე მისულ დას გავხედე. ჯერ კიდევ ანას ვესაუბრებოდი და მანჩოს წამოძახილებს ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ლენკა, რა მდგომარეობაში ხარ მეთქი !!! - ისევ დაიყვირა მანჩომ, ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა და ხმა ჩაეხლიჩა. მე კიდევ ეს მინდოდა?! აწითლებამდე ავხარხარდი.
-დავლიე, დე!
-მართლა? ვერ ვამჩნევ, იცი? ორი დღეა ასე ხარ! და რა დღეში ხარ საერთოდ, კურტკა სად გაქვს?
-უი, მანქანაში დამრჩა - დანანებით ჩავილაპარაკე და ისევ ნათლიაჩემს მივუბრუნდი.
-ვის მანქანაში გოგო, ნუ გამაგიჟე! - მოთმინების ფიალა აევსო დედაჩემს და აზრზე მოსაყვანად, მსუბუქად შემანჯღრია.
-მანჩო მიყვარს ძალიანო, მანჩო ნატვრის თვალიაო! - ავმღერდი მე და ისევ ავხარხარდი. ღმერთო, რა მდგომარეობაში ვიყავი! არაუშავს, ერთხელ ყველა აფრენს. ნუ, ორჯერ .. ხო, კაი სამჯერ .. ნუ, ოთხჯერ .. კარგი, ვჩუმდები!
-ამდენი როგორ უნდა დალიო გოგო, თავმოყვარეობა სულ დაკარგე? - ლექციების კითხვა დაიწყო მანჩომ. რა თავმოყვარეოობა, კარგით რა. ცუდი რა გავაკეთე?! - სად არის კურტკა?! - თავისას აწვებოდა დედაჩემი.
-რა იყო დედა? ნუ გადაყევი იმ კურტკას რა! - კურტკა სულ არ აინტერესებდა, იმის გაგება უნდოდა, ვის მანქანაში დამრჩა.
-ვის მანქანაში დაგრჩა თქო, გეკითხები?!
-იმის. - თავი დავაქნიე და მანჩოს გაუგნებულ თვალებსაც წავაწყდი.
-ვის? - საუბარში მოხითხითე ვიკა ჩაერთო.
-უი, სახელი კი არ ვიცი?! - უკმაყოფილოდ დავაწკაპუნე ტუჩები და ასეც მთვრალზეც კი შევამჩნიე, როგორ გადაუვიდა დედაჩემს ფერები.
-შანსი არაა!!! - ხარხარებდა ვიკა და სულს ძლივს ითქვამდა.
ნათლიაჩემი ეტყობა ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე, გაფართოებული თვალებით მიყურებდა ჯერ მე, მერე მანჩოს, მერე ვიკას და ბოლოს ისევ მე.
-ცოტა დავიღალე და ცოტა მეძინება! - განვაცხადე მტკიცედ და ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მივაშურე ჩემს საძინებელს. არც არავის გავუჩერებივარ, რას დაეძებდნენ, მთავარი ის იყო, რომ ცოცხალმა მივაღწიე სახლში!

* * *
ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და თვალები წვალებით გავახილე. არც გავახელდი, ჩემი ოწი ელით უფროსი, სიველურის განსახიერება და რომ არ დამხტომოდა ბეჭებზე. თავი იმდენად მტკიოდა, თვალებში მიბნელდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ენით აღუწერელ შეგრძნებებზე. ყელა უჯრედი დავძაბე და გავიხსენე ჩემი გუჩინდელი ბედოვლათი საქციელები, თუმცა ისეთი ვერაფერი გავიხსენე, სასირცხვილოდ რომ მქონოდა საქმე. ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად ერთ წამში, ანუ მანამ, სანამ თვალებს გავახელდი და ჩემს ზურგზე კომფორტულად მოთავსებულ დას გვერდით გადავაგორებდი.
-ვიკა, ახლავე ადექი! ხო ხედავ ისედაც რა მდგომარეობაში ვარ?! - გაჭირვებით ამოვილუღლუღე და ძლივს გახელილი თვალები ისევ მიმელულა.
-ტანსაცმლიანად გძნივას, შე იდიოტო!
-ვიკა, შემეშვი - ისე მტკიოდა თავი, სულ ცოტაც და ტირილს დავიწყებდი, ალბათ.
-მაისურზე ყვითელი პულივიზატორი გაქვს მისხმული, ჩვენს კორპუსზე კი განჩნდა წარწერა „ჩემი ლოთი პარტნიორი“ ყვითლად! ხომ ვერ ამიხსნი გუშინ ღამით რას „ჩალიჩობდი“?
-ვიკა გეხვეწები, ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ანალგინი მომიტანე, რო ლაპარაკი შევძლო. აი ნაბეღლავსაც თუ ამომიცუნცულებ, მაშინ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. – „შევაბი“ ჩემი და.
ზუსტად 5 წუთშ, წამლითა და ნაბეღლავით ხელდამშვენებული გამომეცხადა ოთახში. საქმიანი ქალივით წამომეჭიმა წინ.
-შენ მგონი გაკლია! მთელი იოსებიძე მოხატული როა და უკვე მთელ თბილისს რო ამის ფოტოები უდევს, იცი? - აღფრთოვანებას გამოხატავდა თუ ბრაზდებოდა, ეს ვერ გავარკვიე - ახლა მთავარი! დილით მირეკავს ჩემი დაქალი და მიცხადებს, რომ თურმე ჩემი და ღამის 4 საათზე იოსებიძეზე ტასაობს, თან „მღერის“ და ყველაზე მთავარი ... ვატოსთან ერთად ! აი, მე უბრალოდ ვინმედოვნებ, რომ ტასომ სიბნელის გამო ვერ გაარჩია შენი პარტნიორი და უბრალოდ ვატოში აერია!!! - ისე ქოთქოთებდა ვიკა, რომ მანჩოს გავდა საშინლად.
-ვინ ვატო, რა ვატო? - გავიკვირვე მე.
-ვისთან ერთად იყავი გუშინ?
-არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე - ჩემი ტელეფონი ნახე, ფოტოები უნდა იყოს, მგონი. - ამის თქმა იყო და ვიკამ გიჟივით დაავლო ხელი ჩემს 5%ზე მყოფ მობილურს. ჯერ ფერები გადაუვიდა, მერე თვალები კეფაზე აუვიდა, მერე რაღაც გაურკვეველი ემოცია გამოხატა და ბოლოს, როგორც იქნა გამომხედა.
-არა?! მგონი მელანდება, ხო?! ეს რა არის ლენკა, გაფიცებ?! ხო არ მეღადავებით?! ვიღაც მაგრად დამცინის. ტიპი იმდენად სერიოზული და დასტოინია, რო ვუყურებ უხერხულად ვარ და ეს ნახეთ რა?! არა, ეს ქალბატონი დააფიქსირეთ?! - ხელებს იქნევდა ჩემი და და ოთახში ბოლთას სცემდა. მე სახე მომერყა.
- რას ამბობ ვიკა?! ყველაზე გიჟია საერთოდ. - ჩემს ნათქამში დარწმუნებულმა, თავი დავაქნიე და შეწუხებული სახით მოვსვი ნაბეღლავი.
-ლენკა მომისმინე, რაც ეგ თბილისში დაბრუნდა, იმის მერე მთელი თბილისი თვალებს ყვლიპავს. 3თვეა ვცდილობ კონტაქტში შევიდე და არ გამომდის, შენ მეღადავები?! ესენი ერთად წააწერეთ?!
-ხო, აბა მარტო გიჟი კი არ ვარ.
-გიჟი რო ხარ, ეგ კარგა ხნის წინ განაცნობიერე. ახლა უხსენი უბანს, რა არბენინებდა ჩემს დას გულბანთან ერთად მთელი ღამე. არა, მაინც რა გაუკეთე?!
-შენ მგონი ვერ ხარ ცოტა! ვის რა უნდა უხსნა? ვინ ეკითხებათ მე ვატოსთან ერთად ვირბენ თუ მალხაზისთან? აი ძაან გთხოვ მითხარი, რატო ამუქებთ ყველაფერს? და არც ისეთი საშიში ბიჭია, შენ რომ გგონია ვიკა , და საერთოდ, ნუ ბოდავ რაღაცეებს! - ჩემი დის გამოსვლით გაღიზიანებულმა ვიცვალე გვერდი და თავი ბალიშის ქვეშ შევყავი. კიდევ კარგა ხანს იქოთქოთა ვიკამ, მაგრამ ძილ-ბურანში მყოფს, თითქმის არაფერი გამიგონია.
* * *
იმ საღამოს ბუხართან ვისხედით მე,ვიკა,მანჩო,მაკუნა და ანა.
მაკუნა გაუჩერებლად ტიტინებდა და დანარჩენებიც ზედმეტად დაინტერესებულები შესცქეროდნენ. ერთი ისტყვაც არ გამიგონია, ისეთი დაშტერებული მივჩერებოდი ცეცხლს. ნინა სოფელში იყო წასული და ამიტომ მიწევდა ამ გოგოს ტლიკინის მოსმენა, თორემ გავიქცეოდი თავქუდმოგლეჯილი.
ფიქრებიდან ჩემმა ახმაურებულმა მობილურმა გამომიყვანა.
-უცხო ნომერია,ლენკ. - ხელში შემომაჩეჩა ჩემმა დამ. როგორც ჩანს უკვე მოესწრო შემოწმება.
მობილური გამოვგლიჯე და ყურთან მივიტანე.
-გისმენ?! - ისეთი ხმით ვთქვი,მეც შემეშინდა. ხმაზეც კი მეტყობოდა მაკუნას გავლენა.
-რა ხასიათზე ხარ ტო?! არა ხო ვამბობ სულ მთვრალმა უნდა იარო თქო. - მე სიცილი ამიტყდა ისტერიული. გამოვაშტერე ოჯახი. მაკუნასა და მისი სიბრძნეების გარემოცვაში, ჩემი პარტნიორის ზარი საოცრად მესიამოვნა.
-მალოთებ ოფიციალურად! - სიცილ-კისკისით წარმოვთქვი მე და ვიკას დაჭყეტილ თვალებს რომ წავაწყდი, უარესად ავხარხარდი.
-მე?! - ისე გაიკვირვა, თითქოს ბაბუაჩემი მათრობდა ორი ღამე.
-მოიცა, არა?!
-პულივიზატორები შემომრჩა და შენი კურტკა. ხო არ ჩამოხვიდოდი?
-ბოთლებით არ დამხვდე, კაი?! - გამეღიმა მე.
-პირობას ვდებ! - გაეცინა და გათიშა.
უაზროდ გაღიმებულმა დავკიდე ყურმილი და თვალებდაყვლეპილ საზოგადოებას მოვავლე მზერა.
-ჩადიხარ ლენკ? - სანამ ფეხზე ავდგებოდი, მანამდე მკითხა ვიკამ. რამ დააინტერესა ეს გოგო ასე.
-აჰა.
-ლენკა იცოდე არ დალიო! - ფეხზე წამოიჭრა დედაჩემი.
-კაი რა, დე მართლა ლოთი კი არ ვარ! - გამეცინა და აუჩქარებლად დავტოვე სახლი.
ჩემი კორპუსის წინ დამხვდა, მანქანაზე მიყუდებული, ჩემი კურტკით ხელში. საყვედურიც მიიღო, შენს სახელს ჩემი დისგან უნდა ვიღებდე თქო?! მაინტერესებდა ოდესმე თუ მკითხავდიო, გაეცინა. იმ დღეს გავიცანი გულბანის ძმაკაცები. ძალიან შემთხვევით.
სახლში ამოვდიოდი უკვე, ღრიანცელით რომ შემოცვივდნენ ბიჭები ჩემი კორპუსის ეზოში და სადარბაზოდან გამომაბრუნა ვატომ. ცოტა აკლდათ. ცოტა?! ისე ვსაუბრობდით, დიდი ხნის ძმაკაცები გეგონებოდით. ჩვენი შემხედვარე, გულბანს ისტერიული სიცილი უტყდებოდა. მოხატული კედლები არ გამორჩენიათ მხედველობიდან და შენც მაგრად გაკლიაო, კომპლიმენტებით შემამკეს. ასეთი საყვარლები?! თუ კიდევ არსებობდნენ არ მეგონა. სულ სხვა განზომიება იყო ეს 4 (ვატო,ნიკუშა,აკა,ოთო). ოთომ დამაეჭვა, ვიკაზე მეკურკურებოდა რაღაც ზედმეტად ბევრს!
* * *
ნინას დაბადების დღე იყო.
ისე გამომპრანჭა, ლამის ცუდად გავხდი. გრძელი, წინ მთლიანად დახურული და უკან სულ ამოღებული კაბა ჩამაცვა. საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არანორმალურად უკომპორტო! ძლივს ვადგამდი ფეხებს, სადმე ალეწვა არ ამცდებოდა. თან, რესტორანში კი არა, კლუბში იხდიდა და მაინც ვერ ვხვდებოდი კოჭებამდე კაბა რა საჭირო იყო. ან, კლუბში საერთოდ რატომ იყო კაბის აუცილებლობა?! ვერც ვიცეკვებდი ამხელა „მეშოკით“. თავად ნინა იყო რაღაც საოცრება! წითელი კაბით, აწეულიი თმით და ჩახატული თვალებით. მზერას ვერ მოაცილებდით, იმდენად ლამაზად იყო. თან, აშკარად ზედმეტად იპრანჭებოდა და ყველაფერს აქცევდა ყურადღებას. ნუ, არაფერი მიკითხავს, ისედაც დაძაბული იყო და სიტუაციის დამძიმება არ მინდოდა.
ნინამ აიჩემა, ერთად მივიდეთო. ძლივს გადავათქმევინე, იუბილარი ხარ და მარტო რომ მოხვალ უფრო ეფექტური იქნები თქო (ეს მე მოვიგონე, რატომ იქნებოდა ვითომ ეფექტური?!). ჩემი მიზანი ის იყო, რომ ის კაბით არ გამოვცხადებულიყავი კლუბში, ნინა კი ამის საშუალებას არ მომცემდა, ამიტომ მარტო მივიდოდი და უკან ხომ აღარ გამაბრუნებდა?!
ჯერ ჩემთან ამობრძანდა ჩაცმულ-დახურული. ახლა შენ უნდა გაგამზადოო, ატყდა. სულ წუწუნით ჩავიცვი ის კაბა. როცა დარწმუნდა ნინა,რომ კლუბში ნამდვილად ამ ფორმაში მივიდოდი, მერე წავიდა.
მე რათქმაუნდა გავიძრე კაბა. დახეული ჯინსი, შავი მაისური, სათვალე და მორჩა. ნინას რა რეაქცია ექნებოდა, ეს რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ამ ჩაცმა-გახდაში დამაგვიანდა. ამაწრიალა იუბილარმა. საცობებია თქო, ვიტყუებოდი და ზუსტად ნახევარი საათით გვიან მივედი.
რომ შევედი, ნინა უკვე ცეკვავდა. ნიკუშასთან ერთად, თანაც ძალიან ლამაზად და მიმზიდველად. ალბათ ზუსტად ამიტომ იპრანჭებოდა მთელი დღე. ისე, არ ვიცოდი ნიკუშას თუ იცნობდა.
ეს ოხერი მუსიკაც მაშინ დამთავრდა, მე რომ შევედი და ნინაც სწრაფად მობრუნდა უკან. ჩემი დანახვისას, ზუსტად თავისი კაბის ფერი მიიღო. თავს მარტყმევინებდა რამეზე, დიდი სიამოვნებით. ჩემსკენ გამოექანა და თავისი ჭკუით „გადამეხვია“. მკლავზე ისე მიბრწკინა, სახე დამემანჭა.
-ნუ ხარ ველური! - ჩავჩურჩულე მე და დაქალის მოშრება ვცადე.
-ველური კი არა, ხმა არ გამცე!
-ნინ, ხო გინდა რო შენს დაბადების დღეზე გავერთო?! ხო და დამაცადე რა?! რა მნიშვნელობა აქვს კაბით ვიქნები თუ ჯინსით. მთავარია ვიცეკვო!
-ხო,კარგი ... - ცოტა მოლბა ნინა.
მაჯაზე ჩამავლო ხელი და თავისი ადგილისკენ გამაქანა. თავის გვერდით შეუნახავს ადგილი. ამდენი ადამიანი სად შეკრიბა,ვერ გეტყვით. ზოგი თვალითაც არ მყავდა ნანახი, მაგრამ აი ჩემი ლოთი პარტნიორისა და მისი საძმაკაცოს დანახვამ ზედმეტად გამაკვირვა.
-ვატოს იცნობ ნინა?! - ყურში ჩავკივლე მე.
-ნტ, ნიკუშას მოყვნენ და ისე საყვარლად მომილოცეს, აზრზე არ ხარ! - ისეთი ბედნიერი იყო, ცოტაც და იტირებდა - პროსტა შეხედე როგორ უყურებენ გოგოები, რა ხამობაა, ამათ უნდა ჩამიშალონ დაბადების დღე?!
-ქუჩაში ვინც შეგხვდა ყველა აქ მოიყვანე ნინა?! - წარბები შევკარი მე.
-მინდოდა ბევრნი ვყოფილიყავით! - მტკიცედ განაცხადა და უკმაყოფილოდ დაიკრიფა ხელები.
ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა. ჯერ არ ვცეკვავდით, მივირთმევდით და ვსაუბრობდით. მერე რაღაც საოცრად მშვიდი მელოდია ჩაირთო და ჰოპ! ერთმანეთზე ჩაფსკვნილი ნინა და ნიკუშაც გამოჩნდნენ ჰორიზონტზე. არანორმალურად მომწონდა ეს ორი ერთად! საერთოდ, ნინა ძალიან გადაეკიდა ჩემი ლოთი პარტნიორის საძმაკაცოს.
ჩემი დაქალის ნარნარს მივშტერებოდი, ვიღაცამ ძალიან მაგრად რომ გამიწელა ლოყები. სწრაფად ავწიე თავი ზემოთ და მომღიმარ აკას შევეფეთე, ვატოსთან და სასტავთან ერთად იყო მოსული.
-ლენკუუუ! არ ვიცეკვოთ? - სასაცილოდ წამომეჭიმა წინ.
-კი აკა, ოღონდ რამე მხიარული ჩაირთოს,ამაზე დაგვეძინება. - ამის თქმა იყო და ისეთი მუსიკა ჩაირთო, ბარაბნების შემოწმებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მთელი კლუბი წამოიშალა. იმის მერე, მგონი არც დავმჯდარვარ. ძირს გაფენილი კაბებით გამოკვანწულ გოგონებს რომ ვუყურებდი, ძლივს რომ მოძრაობდნენ, მაშინ დავაფასე საკუთარი არჩევანი! ადგილზე დაჯდომის საშუალებას არ მაძლევდნენ ბიჭები, ბოლოს უკვე ფეხები მიბჟუოდა და ძალაგამოცლილი გავესვენე ვერანდაზე.
ორი წუთი არ იყო გასული, კლუბიდან გულბანი გამოსვენდა. ისეთ მაგარ ვიდზე იყო, შემაჟრჟოლა, მაგრამ რად გინდა, უკვე მოესწრო დალევა.
-ფეხზე რო ვეღარ დგახარ, არაუშავს? - შევუბღვირე მე და გვერდით ჩავიჩოჩე, დაჯდომის საშუალება რომ ჰქონოდა.
-ეგრეც არ ვარ! - თავი გააქნია. - შენ?! რატო არ სვამ?!
-იმიტო, რო არ მინდა გავლოთდე.
-მე ლოთი ვარ? - გაიკვირვა.
-კი ვატო, ლოთი ხარ! - გამეცინა მე.
-მერე, პარტნიორობა არ უნდა გამიწიო?!
-არა, დღეს თავს შევიკავებ.
-მაშინ წამო, ვიცეკვოთ.
-ოო, მეზარება - ავწუწუნდი და სახე სასაცილოდ დავმანჭე.
-არ გამაგონო! - ფეხზე წამოიჭრა და მაჯაზე ჩამავლო ხელი.
ჩემს სხულში დავლილ ჟრუანტელლს „ნი ვიჟუ“ ჩავურტყი და უკან ავედევნე.
ჩემდა საჭიროდ, მაინცდა მაინც ახლა გადიოდა საოცრად სევდიანი მუსიკა. მხოლოდ ნინა და ნიკუშა ცეკვავდნენ.
-ვატო, არ მინდა რა?! ხელს შევუშლით. - მოვიგონე უაზრო მიზეზი და მისი თბილი თითებიდან ხელის განთავისუფლებას შევეცადე.
-წამოდი! - ცენტრისკენ წამიყვანა.
-ვატო!.. - რაღაც არ მომწონდა ჩემს სხეულში არსებული შეგრძნებები და ერთი სული მქონდა, თავი როგორმე დამეხსნა.
წელზე შემომხვია ხელი და გულ-მკერდზე ისე ძლიერად ამიკრა, ცოტაც და გავიგუდებოდი,ალბათ. თითები თმაზე დამისვა და უარესად ამიკრო. სახე მის კისერში მქონდა ჩარგული ძალაუნებურად. ტუჩი შევახე სულ შემთხვევით. მე ხომ შევკრთი, მაგრამ მისი დაბუსუსებული კანი რომ ვიგრძენი, აქ სულ გადავირიე. ოღონდ ახლა ვერანდაზე გავსულიყავი და ყველაფერს დავთმობდი, ალბათ.
-ნუ ფართხალებ, ლენკა! - გასცა ბრძანება და სხეული მუსიკას ააყოლა. თავს ისე კომპორტულად ვგრძნობდი, ცოტაც და ჩამეძინებოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ვიბრძვოდი თავის დასახსნელად. - ლენკა მეთქი! - ტონი გაიმკაცრა და ხელი კისერში შემიცურა. დავიფერფლე! უარესად მოვდუნდი, ორივე ხელი კისერთან შემოვხვიე და სხვა გზა რომ არ მქონდა, სახე მის მხარზე ჩამოვდე. რა მაძინებდა ასეთ მომენტში, ვერ გეტყვით. თვალების გახელა მიჭირდა უკვე და მისი ძლიერი ხელები რომ არა, ზუსტად ვიცი, იატაკს ჩავეხუტებოდი.
-ვატო?! მეძინება. - ღმერთო, რატომ ვითიშებოდი ნელ-ნელა, გამაგებინეთ რა?! გულბანს გაეცინა, სველი კოცნა დამიტოვა საფეთქელთან და ისე მომხვია ხელები, თითქოს თოთო ბავშვი ვიყავი და მაძინებდა. იმ დღეს ისეთი „საშინელი“ შეგრძნებებით ვიყავი მოცული, რომ სიამოვნებისგან ალბათ გონებას დავკარგავდი. თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი, როგორც არასდროს.
მუსიკა რომ დასრულდა და აპლოდისმენტებმა რომ იქუხა, ხმამ გამომაფხიზლა, თორემ უკვე ლეიბს ვიშლიდი იატაკზე. კლუბში აღარ გავჩერებულვარ, ცივი ჰაერი მჭირდებოდა, თორემ მართლა ამოვუშვებდი ხვრინვას. ვლოცულობდი, რომ ვატო არ გამომყოლოდა და აზრზე მოსვლის საშუალება მომცემოდა. ვინ დამაცადა?:) არც დაფიქრებულა გულბანი, ისე გამომყვა უკან.
მოაჯირს დავეყრდენი და როგორც იქნა სუნთქვა დავირეგულირე. ძილით კი ისევ მეძინებოდა. უკნიდან მომეხვია ვატო და თავზე ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ მაკოცა. მერე, გვერდით ამომიდგა და სიგარტს მოუკიდა.
-რა იყო ახლა, ეს?! - გვერდიდან გავხედე, მისი გაბადრული გამომეტყველების დანახვისას, უნებურად გამეღიმა და თვალი ავარიდე.
-კარგი რა, ლენკა?! - ისევ მომიახლოვდა და მარცხენა მხრიდან ამიკრა. მხარზე ისევ ჩამოვდე თავი და ისევ მიმებლიტა თვალები. - წავიდეთ, გინდა?!
-ნტ. - გავეცი ზედმეტად მრავლის მთქმელი პასუხი და გავინაბე.
-ლენკა, ჩამოგეძინება ეგრე. - გაეცინა ვატოს და შუბლზე ხმაურიანად მაკოცა. წელში გავიმართე, თავი ავწიე და ჩემს ლოთ პარტნიორს მოვშორდი,ტკიპასავით რომ ვყავდი მარცხნიდან აკრული. დღეს ვერ იყავი მწყობრში, აშკარად. იმდენად საყვარელი მეჩვენებოდა ვატო, იმდენად სიმპატიური და ბუნებრივადაც საოცარი ადამიანი, რომ ცოტაც და კისერზე შემოვახტებოდი, ალბათ. კისერზე არ შემოვახტი, მაგრამ უკნიდან კი ავეკარი, ისევ.
-წამო. - მაჯაში ჩამავლო ხელი და მანქანისკენ წამიყვანა. ძალიან კი მინდოდა, მაგრამ ვერსად ვერ წავიდოდი ახლა. ნინა სიცოცხლის ბოლომდე არ მატაპიებდა, ალბათ. მანქანაში ჩავსხედით უბრალოდ. მე ცოტა გონება მოვიკრიბე და აზრზე მოვედი, გულბანმა ტრადიციულად მილიონი ღერი მოწია ორ წამში და მერე ორივე კმაყოფილი გამომეტყველებით შევბრუნდით კლუბში.
ნიკუშა იდგა დიჯეისთან, რაღაცას ეჩურჩულებოდა და ჩემი „დამდნარი“ დაქალიც გაბადრული გამომეტყველებით მისჩერებოდა. წარბაწეულმა გადავხედე ვატოს, „რას ჩალიჩობს“ - აი ამ გამომეტყველებით.
-ვატო ძმა, მოდი მალე!! - იღრიალა ნიკუშამ და გულბანიც თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს. ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და წინ ნიკუშა გამოიჭრა. - მოკლედ რა! ამას ვუძღვნით ვაფშე ყველაზე მაგარ გოგოებს და ნინა იცოდე,ჩემი სიცოცხლე ხარ! ლენკუ, აი შენ .. - მხედველობიდან არ გამომპარვია, როგორ გაკრა მხარი გულბანმა და ნიკუშამ „მოწვა“ - აი, თქნევ ორს, რა! - მე გამოვშტერდი, ნინა გვერდიდან მომეხუტა და უფრო გაიბადრა. ორი, ერთმანეთზე უფრო „შერეკილი“. ცირკს მოაწყობენ თქო, ვფიქრობდი. გიტარები დაიკავეს ხელში და კომფორტულად დააყენეს მიკროფონები. რა უნდა ემღერათ ახლა ამ გალეწილ ბიჭებს.
-ნინ, არ მითხრა რო ესენი სიმღერას აპირებენ! - სახეზე ხელები ავიფარე.
-ხო ლენ, ნახე რა საყვარლები არიან?!
ამის თქმა იყო და დაიწყეს!.. მე გადავირიე, ლამის ვიტირე, ამიფორიაქდა ყველაფერი, ადგილზე ვეღარ გავჩერდი. ვატოს საშინლად ბოხი და ხრინწიანი ხმა, სიმღერის დროს სულ სხვანაირი გახლდათ და საოცრად ეხამებოდა ნიკუშას სასიამოვნო ტემბრს. ეს იყო რაღაც სასწაული. გონება გამეთიშა ოფიციალურად!
მუსიკის დასრულება და ჯიდეისთან ნინას ავარდნა ერთი იყო. ყველაზე საყვარლები იყვნენ, საერთოდ. ისე ეხვეოდნენ ერთმანეთს, მთელი დღის განმავლობაში ემოციებით დატვირთულს, რომ არ მეტირა გავსკდებოდი, ალბათ და ცრემლებმაც იფეთქეს.
ეს იყო დღე, როცა ჩემი ლოთი პარტნიორის კიდევ ერთი, ზედმეტად სასიამოვნო ნიჭი აღმოვაჩინე!..
* * *
იოსებიძე მიყვარდებოდა და საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი აქაურობის შეძულება, მაგრამ ნელ-ნელა ამ ქუჩის თითოეული კუთხე-კუნჭული იკავებდა ადგილს ჩემს გონებაში. იმიტომ, რომ ერთ ადგილას ჩემი და ვატოს „წარწერებს“ შეამჩნევდით, ქვემოთ ჩემს სკვერს, იქით კიდევ წარწერებს, მოშორებით ჩვენს კაფეს. ყველა ნაწილთან მაკავშირებდა რაღაც და ვგრძნობდი, როგორ მიყვარდებოდა აქაურობა.
მიუხედავად ამისა, იოსებიძელებმა მაინც ვერ დაიმსახურეს ჩემი კეთილგანწყობა, თუმცა რათქმაუნდა მათ არაფერი დაუშავებიათ! ნინა სულ ჩვენთან იყო, დედამისი ეჩხუბებოდა ბარემ საცხოვრებლად გადადიო, მაგრამ მაგასაც მალე იზამდა,ალბათ.
მთელს დღეებს ერთად ვატარებდით მე, ნინა, ვატო და მთელი მისი სასტავი. რაღაც ისე ვიყავით, გაურკვევლად. ოდნავ რომ გამეკრა გულბანისთვის მხარი, მთელი სხეული მიბუსუსდებოდა. ზუსტად იმავე მდგომარეობაში იყო ისიც, მაგრამ სითბოს მხოლოდ ყელში კოცნით თუ გამოხატავდა. ერთად არ ვყოფილვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებოდით, ალბათ. მე ასეთი ურთიერთობა მომწონდა, გაურკვეველი და ზედმეტად სასიამოვნო. ამ მცირე ხანში ისე გავიცანი, უკეთესს ვერც ვინატრებდი. გარეგნობაზე რომ არაფერი ვთქვა, მისი საოცრად უცნაური ხასიათი ახდენდა ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას.
საბოლოოდ ისეთ ურთიერთობაში გადავედით, 1 დღე რომ ვერ მენახა, უკვე ათას სისულელეზე მეფიქრებოდა და ტირილამდე მივდიოდი.
* * *
დილის 7სააათზე ტვინი ამიდუღა ჩემმა აწრიალებულმა მობილურმა. ახლა აღებას ყველაფერი მერჩივნა, მაგრამ „ვატო“ რომ დავინახე, რამე ხომ არ მოხდა თქო გიჟივით დავსწვდი ტელეფონს თან, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი და საშინლად დავფეთდი.
-ვატო, ხო კარგად ხარ?! - მივაყარე ერთბაშად. ისეთი ხმით ვიკითხე, მე თვითონაც შემეშინდა.
-ლენკუ, მიდი ჩამო.
-გაგიჟდი ხო? 7საათია. - უკმაყოფილოდჩავილაპარაკე მე, მაგრამ უკვე ვდგებოდი და ჩაცმას ვიწყებდი.
-კაი ნუ მაწუწუნებ, მაინც მოგიწევს - სიცილით დამიკიდა ყურმილი. ზეპირად იცოდა ჩემი ხასიათი და სულ მეცინებოდა ამაზე.
5წუთში უკვე ქვემოთ ვიყავი და ვატოს შავი დუტისკენ მივექანებოდი. ღიმილით ჩავჯექი საყვარელ ადგილას და სასურველი სურნელით გაჟღენთილ „სიდენიაზე“ დავეხეთქე.
-ამ დროს რამ გაგაღვიძა,გაფიცებ?- გვერდიდან გავხედე და მისი არანორმალურად საყვარელი ღიმილი შემეფეთა.
-იცი რა?! წამო ტატუ გავიკეთოთ. - სიგარეტს მოუკიდა.
-რა? - გამოვშტერდი მე.
-ხო რა, ხო მითხარი ვგიჟდები ტატუზეო და უეჭველად გავიკეთებო?!
-ვატო, არც მომიფიქრებია .. რა მინდა .. - ავლუღლუღდი.
-ეგ დაიკიდე, იქ მოვიფიქრებთ. - ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, ისე დაქოქა მანქანა. რა გამოხტომა იყო ეს დილის 7 საათზე არ ვიცი, მაგრამ კი გამახარა და ..
ასეთ დროს არც-ერთი სალონი არ იქნებოდა ღია, ამიტომ ორი საათი უაზროდ ვისეირნეთ მანქანით და 9ზე სალონშიც შევცვივდით.
-იმედია არ გეშინია! - წარბები სასაცილოდ აათამაშა ვატომ.
-შენ მე ვინ გგონივარ?! - გამეცინა, ამაყად გავიმართე წელში და შიგნით შევედი.
ორი საათი ვათვალიერეთ კატალოგი, გულბანს რა ანაღვლებდა, მე უკვე მოფიქრებული მაქვსო, გაჰყვიროდა. მე უკმაყოფილო გამომეტყველებით ვშლიდი ფურცლებს და არაფერი არ მომწონდა. რაღაც ისეთი მინდოდა, რომ არასდროს მომბეზრდებოდა და მუდმივად ექნებოდა ჩემთვის რაღაც დატვირთვა.
ვატომ გამაგიჟა, ცოცხალი თავით არ მითხრა რა უნდა გაეკეთებინა.
-მაინც ვნახავ და, რა აზრი აქვს? - უკმატოფილოდ დავიკრიფე ხელები.
-ჯერ ვენ ნახავ! - თვალი ჩამიკრა.
მერე მე ავტყდი, შენ თუ არ მაჩვენებ არც მე დაგანახებ თქო და ოთახიდან „გავტენე“ გულბანი.
მენჯის ძვალზე ძალიან, ძალიან წვრილად წავიწერე 08. რა დატვირთვა ჰქონდა, ამას ცოტა ხანს გასაიდუმლოებულს დავტოვებ, მაგრამ ეს იყო ციფრები, რომლებიც მთელი ცხოვრება უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ჩემთვის. თან, ჩემს ზედმეტად გამოკვეთილ მენჯის ძვალს საოცრად მოუხდა და ისეთი მზერა დამასო ვჟბატონმა, რომელიც ტატუს მიკეთებდა, რომ ლამის ლანძღვა-გინებით გამოვიქეცი იქიდან.
ასე შემეტენა ტატუს ისტორია, დილის 7საათზე.

* * *
საშინლად დამქანცველი დღე მქონდა,მაშინ.
8საათი ხდებოდა უკვე, ამერიკანოს ვსვამდით მე და ვატო. ცოტა დავისვენე და გულბანთან ერთად, როგორც ყოველთვის პოზიტივით ავივსე. ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც მთელი თბილისი ჭორაობდა ვატოს სერიოზულობაზე. იმდენად სხვანაირი მეგონა, რომ რამდენჯერმე სერიოზულად მიჩხუბია ხალხთან ამ საკითხზე.
რაღაცას მიყვებოდა და მეც სიცილისგან ვიკეცებოდი, ვიღაც ოდნავ ხანში შესული, საკმაოდ სიმპატიური და მშვენივრად გამოწყობილი მამაკაცი რომ წამოგვადგა თავზე. გაკვირვებულებმა ავხედეთ ქვემოდან, მან უბრალოდ გამიღიმა და ხელში ფურცელი შემომაჩეჩა. „გაეცანით გოგონა“ - მხოლოდ ეს მითხრა და ხელები ზურგს უკან წაიღო. როგორც ჩანს, არსად აპირებდა წასვლას მანამ, სანამ მე ამ გაურკვეველ ფურცელს არ გავეცნობოდი, რომლის წაკითხვაც ვატოს უკვე მოესრო და კმაყოფილი ღიმილით შემომცქეროდა. როგორც გავიგე, რაღაც ფილმში მიწვევდნენ მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე სიტუაციაში და გაკვირვებულმა ავხედე მამაკცს.
-გოგონა, სახელი? - გამიღიმა მან.
-ლენკა.
-კარგი ლენკა, ჩვენ დიდი ხანია ვეძებთ შენი ტიპის გოგონას, ფილმისთვის. ახლა სულ შემთხვევით წაგაწყდი და გამიხარდა. უბრალოდ ქასთინგზე მოდი, კარგი?! - მე სახე მომერყა და უარესად დავიბენი. რა ფილმი, რის ფილმი?! ხმის ამოღებას არ ვაპირებდი და დაბნეული შევცქეროდი ჯერ მამაკაცს, შემდეგ ვატოს.
-მოვა! - ჩემს მაგივრად განუცხადა გულბანმა და ერთმანეთს კარგი ნაცნობებივით ჩამოართვეს ხელები. უცნობმა კიდევ ერთხელ, ძალიან სათნო ღიმილით შეგვათვალიერა ორივე და იქაურობას გასცილდა.
-სად მივალ, ვატო?! არსად არ ვაპირებ წასვლას! - უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და ამერიკანო მოვსვი.
-ლენკა, რამხელა შანსია ვერ ხვდები? - კოპები შეკრა გულბანმა.
-არ მინდა მსახიობობა .. - საცოდავად ავლუღლუღდი მე,თითქოს ვინმე მაძალებდა.
-ხო არ ღადაობ?! ამხელა შანსზე როგორ უნდა თქვა უარი?! ტიპი თვითონ მოგადგა და ძაან უნდა გაკლდეს რო არ მიხვიდე. ამიტომ, აუცილებლად მიხვალ. - ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ნათქვამში, რომ მეც წამიერად დამარწმუნა. მივალ აბა რას ვიზამ - თქო, გადავწყვიტე, ვატოს სამ საათიანი მოძღვრების შეეგად, რომ ეს იყო უდიდესი შანსი და ყველაფერი ასეთი.
* * *
მსახიობობა არ მინდა თქო, კი გავკიოდი, მაგრამ ქასთინგზე ისე ავნერვიულდი, ლამის უკან გავიქეცი. თეატრში დამიბარეს, რატომღაც. არავისთვის მითქვამს,გულბანის გარდა. ჩემი რიგი რომ მოვიდა ისეთი სახით გავხედე, შევეცოდე.
-ეგრე ნუ მიყურებ, თორე დაუფიქრებლად წაგიყვან აქედან! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-ვნერვიულობ ვატო .. - ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი და ფეხების ქნევას დავიწყებდი,მალე.
-კაი რა, რა განერვიულებს ლენკა? ამ გოგოებს შეხედე , შენ თავს ვფიცავარ თუ გჯობდეს რომელიმე! - ეს იყო ვატოსგან მოსმენილი პირელი კომპლიმენტი. არასდროს შეეძლო სითბოს გამოხატვა, მხოლოდ ყლში კოცნით შემოიფარგლებოდა ხოლმე და ეს გამოხტომა ისე მეუცნაურა, ხომ არ ვკვდები თქო, ვიფიქრე.
მოსაცდელიდან რომ გამიყვანეს, ლამის ტირილით გამოვეთხოვე გულბანს. უზარმაზარ დარბაზში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამი მომღიმარი ადამიანი დამხვდა. სცენაზე მხოლოდ მე ვიდექი, რაღაცები შემომაჩეჩეს ხელში და ტექსტი წამაკითხეს. რა ვთქვი, როგორ წავიკითხე და საერთოდ რა ჯანდაბა გავაკეთე, ეს საერთოდ არ მახსოვს. ასე მგონი არასდროს, არაფერზე მინერვიულია. კითხვა რომ დავამთავრე და იმ სამი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს რომ წავაწყდი, ცოტა მოვდუნდი.
ბოლო სიტყვაც წავიკითხე და სანამ თავს ავწევდი, მანამ გაისმა ტაშის ხმა. იმ სამს გავხედე, უკან იყურებოდა ყველა. თან, აი ისეთი ხმა იყო, მხოლოდ ერთი ადამიანი რომ უკრავს. აბა, ქასთინგზე ვის უნდა დაეკრა ტაში? მხოლოდ 4ნი ვიყავით, ჩემი ჩათვლით.
სულ ბოლოში, სკამზე ჩამომჯდარი გულბანი რომ დავლანდე და მასზე მიშტერებული „ჟიური“, მიუხედავად დაძაბულობისა, სიცილი ვერ შევიკავე და გულიანად ავხარხარდი. თავად ამ სამს რა აცინებდა არ ვიცი, მაგრამ ისინიც აგვყვნენ მე და ვატოს სიცილ-კისკისში. აქ ვინ შემოუშვა?! ან საერთოდ რანაირად შემოიპარა?!
-ყმაწვილო, აქეთ გამობრძანდით თუ შეიძლება?! - სცენისკენ მიუთითა ჟიურის წევრმა. ვატოს გაოგნებულ სახეს რომ ვკიდე თვალი, ხელახლა ავხარხარდი.
-რატო?! - გაიკვირვა.
-სინათლეზე მინდა შეგხედოთ. - თვალების ჟუჟუნი დაიწყო ახალგაზრდა გოგონამ, მეორე ჟიურის წევრმა. სკამზე ფეხებშემოწყობილი ვატო ყოყმანით წამოდგა და სცენისკენ გამოემართა.
-ქასთინგი დასრულებილია! - გასძახა კარებში გაჩხერილ დამხმარეს ჟიურის მესამე წევრმა.
-ორივენი, დამტკიცებულები ხართ როლებზე! - გამოვშტერდი.
-მოიცა მოიცა, მე არ მოვსულვარ ქასთინგზე და რანაირად?! - ხელები გაშალა თვალებგაფართოებულმა გულბანმა.
-ჰო მაგრამ .. - დაიბნა გოგონა. არ ეგონათ ალბათ, როლზე ვინმეს თუ შეეძლო უარის თქმა.
-ჰო მაგრამ კი არა, მე უარს ვამბობ. რა კინო, რის კინო?! - არ ცხრებოდა ვატო.
მე დამატკიცეს, ჩემმა ლოთმა პარტნიორმა უარი განაცხადა და პირდაღებული დატოვა ყველა.იქიდან გამოსული, სანამ ამერიკანოს დასალევად არ მიმასვენა გულბანმა, მანამ ვერ მოვედი აზრზე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიჯექი ვატოს პირდაპირ და იდიოტივით მეღიმებოდა.
* * *
სახლში ისეთი დაქანცული დავბრუნდი, რომ პირდაპირ ოთახში შევაჭერი. სულ არ მიმიქცევია ყურადღება მისაღებიდან გამოსულ ჟივილ-ხივილს და უცხო ხმებს. არც მანჩოს დაუძახია, ჰო და მეც ვისარგებლე ამით, ოთახში შევიკეტე და ღიღინ-ღიღინით ჩავესვენე პუფში.
10წუთიც არ იყო გასული, კარზე ვიღაცამ მომიკაკუნა. შემოდით-მეთქი, გავძახე და ლუკამ რომ შემოყო თავი, სულ თავ-ბედი ვიწყებლე. როგორ მეზარებოდა ახლა ეს ბიჭი! ნუ, ზრდილობიანად მომიკითხა და ჩემს გვერდით მჯდარ პუფში ჩახტა. მე ფილმს ვუყურებდი და ლუკამაც დაიწყო თავისი ჭკუით ყურება. იმდენად დავიძაბე,ლამის კანიდან ამოვხტი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ რატომ და ვის წინაშე, ეს თავადაც არ ვიცოდი.
მხსნელად, როგორც ყოველთვის ჩემი ლოთი პარტნიორი მომევლინა. “კარი გამიღე“ - მომივიდა ესემესი და ისეთი ბედნიერი წამოვხტი ადგილიდან, ლუკა შეკრთა.
კართან აყუდებულ ვატოს რომ ვკიდე თვალი, ულაპარაკოდ ჩავავლე მაჯაში ხელი და შიგნით შევიყვანე. არც ლუკა გამხსენები და არც არავინ, რამ გამომაშტერა ...
ფეხზე რომ წამოდგა და ვატოსკენ წამოვიდა, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს.
-ეს ლუკაა, ვატო - ვეცადე გამეღიმა - მამაჩემის ძმაკაცის შვილია, სტუმრად არიან ჩვენთან .. - ისე მივაყარე, აზრის გამოტანა მარტივი არ იქნებოდა. ვატოს გაეცინა, ლუკა კი უჩვეულოდ დასერიოზულდა. ზედმეტად დაყენებული სახით ჩამოართვა ხელი გულბანს და გვერდით ისე ამომიდგა,, თითქოს ჩემი მეუღლე ყოფილიყო და ვიღაცას ვაცნობდი. მე უხერხულად შევიშმუშმე და ოდნავ გვერდით გავიწიე.
-წამო ლენკა, მთაწმინდაზე ავდეთ. - ხელი გადამხვია გულბანმა და კარისკენ ისე წამიყვანა, რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია. მივხვდი, საშინლად არ უნდოდა ახლა ვინმესთან ჩხუბი და ამიტომ ჩვენი აქედან წასვლა ამჯობინა, ლუკას გამოხტომების ყურებას.
-ასეთ დროს რა გინდა ლენკა, მთაწმინდაზე? - სიტყვა დამაწია ლუკამ. ვატო ადგილს მიეყინა. ღრმად ჩაისუნთქა და მძიმე ნაბიჯებით შებრუნდა ლუკასკენ.
-თავი ხო არ მიარტყი რამეს?! - ძალიან რეალური და ადეკვატური კითხვა დაუსვა გულბანმა ფერგადასულ ლუკას. ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ჩემს მხარზე გადახვეული ხელი და მე უარესად დავიძაბე.
-წამო,ვატო .. - მაისურზე დავქაჩე, რომ მანამდე გამეყვანა აქედან, სანამ ლუკა იტყოდა რამეს.
- დააყენე! - დააბოლოვა გულბანმა და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. ლუკას პასუხს აღარ დავლოდებივართ, თუმცა მგონი ხმის ამოღებას არც აპირებდა. სახლი დავტოვეთ.
ვატოს მანქანაში რომ ჩავჯექი და თავი სამშვიდობოს დავიგულე, ხმოლოდ მერე დავფიქრდი იმაზე, თუ რა მოხდებოდა ლუკას რომ რაიმე ეთქვა. ახლა უარესად დავიძაბე და არათანაბარი სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.
გულბანმა სიგარეტს მოუკიდა და ძალიან მშვიდი გამომეტყველებით დაძრა მანქანა.
-ასეთ დროს რა მთაწმინდა აგიტყდა?! - გვერდიდან გავხედე. ლუკაზე გაბრაზებულმა, ვატოზე ვიყარე ჯავრი. ისე გადმომხედა გულბანმა, მივხვდი, თავი უნდა მიმეტრიალებინა, თორემ აუცილებლად ჩამცხრილავდა.
ამის თქმა იყო და მანქანა ისეთი სისწრაფით მოაბრუნა, ლამის თავით გავამტვრიე შუშა.
-გაგიჟდი ხო?! ლამის თავით გავერჭე შუშაში ვატო! - ისე შემეშინდა, ხმა ვეღარ დავიმორჩილე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. გულბანს არაფერი უთქვამს, ისევ ისეთი მშვიდი გამომეტყველებით გააგრძელა გზა, ოღონდ მთაწმინდის კი არა, ჩემი სახლის მიმართულებით. უკან ვბრუნდებოდით, აშკარად. - სად მიგყავარ?! - ვიკითხე ორ წუთიანი დუმილის შემდეგ.
-სახლში! - მოჩვენებითი სიმშვიდით მიპასუხა და სიგარეტი მოისროლა.
რა მიხვედრა უნდოდა იმას, რომ ჩემი გაუაზრებელი სიტყვების გამო მაბრუნებდა უკან, მე კი სულ არ მინდოდა სახლში დაბრუნება და მითუმეტეს, ვატოს აქ დატოვება!
-კარგი რა, ვატო.. არ მინდა სახლში!
-არა მიგიყვან, ლუკა გელოდება, ეტყობა!
-ხო არ გადაირიე?! - ისე გავბრაზდი, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა - ჯანმრთელი ხარ საერთოდ?! გამიჩერე მანქანა! - ამის თქმა იყო და ისე დაატორმუზა, შუშის განგრევა მონაგონი იქნებოდა. მე კარს ვეცი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. სამ საათიანი ჯაჯგურის შემდეგ, როგორც იქნა მივხვდი, დაკეტილი მანქანის წვალებას აზრი რომ არ ჰქონდა და ადგილზე მივესვენე. სრული გაურკვევლობა იყო იმ მომენტში. სრულიად უაზრო რაღაცამ გაგვაღიზიანა ორივე და ჯავრი ერთმანეთზე ვიყარეთ, ეს იყო და ეს.
-დიდხანს ვისხდეთ ასე, თუ გააღებ ოდესმე? - კარი გახსნა და გადავიდა. მე არ გავნძრეულვარ, საშინლად იმოქმედა ჩემზე ამ უაზრო კამათმა , მიუხედავად იმისა, რომ მე და ვატო ხშირად ვბუზღუნებდით რაღაცებზე. ხეს მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა. ისე მინდოდა იმ წამს ჩავხუტებოდი, რომ არაფერზე არ მიფიქრია და საერთოდ .. თუ გინდათ, რომ ვინმეს ჩაეხუტოთ, უბრალოდ პრინციპები ჯანდაბაი მოისროლეთ, ადექით და ჩაეხუტეთ! სწორედ ასე მოვიქეცი მეც, სწრაფად გადავხტი მანქანიდან და ისეთი სისწრაფით გავექანე ხეზე მიყუდებული ვატოსკენ, რომ გაკვირვებაც კი ვერ მოასწრო. რაც ძალი და ღონე მქონდა, ისე შემოვხვიე ხელები და სხეულზე ავეკარი. სიგარეტი სწრაფად მოისროლა და ისე მომიჭირა უზარმაზარი მკლავები, ლამის ძვლები ჩამიმტვრია.
-ეგეთ სისულელეებზე აღარ გაბრაზდე , ვატო! - გავეცი ბრძანება და ცხვირი მის კისერში ჩავრგე.
* * *
ლუკა ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორ უაზროდაც გამოჩნდა. რამდენჯერმე შევესწარი, როგორ აპტიჟებოდა მანჩო ჩვენთან,მაგრამ უშედეგო თხოვნის შემდეგ, სულ ბუზღუნით კიდებდა ყურმილს.
* * *
-ლენკა, წამო ზღვაზე?! - იმდენად სერიოზულად განმიცხადა გულბანმა, სიცილი ვერ შევიკავე.
-რა ზღვაზე ვატო, მარტია ჯერ. - გაკვირვებულმა გავხედე. მიმიკა არ შეცვლია.
-მერე რა?! - მხრები აიჩეჩა.
-ვატო, ხო კარგად ხარ? - თვალები დავაწვრილე მე.
-კაი ნუ მიყურებ ეგრე, წავიდეთ 1-2 დღე. - თავისას არ იშლიდა გულბანი.
-წავიდეთ!
სრულიად უდროო დროს, უადგილო ადგილას!
მე და ვატო გულბანი, მარტის დასაწყისში - ბათუმში.
მე რომ ვგიჟდებოდი ზღვაზე, ეს ახალი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ვატოც ისეთი გაბრწყინებული თვალებით დადიოდა სანაპიროზე, რომ ცოტა მიკვირდა. რა უნდა გვეკეთებინა ასეთ დროს ზღვაზე, ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა, რადგან სულ 2დღით ვიყავით და დიდი ხნითაც რომ დავრჩენილიყავით, არც ეს იქნებოდა პრობლემა. მე საათობით შემეძლო სანაპიროზე უაზროდ ჯდომა, მაგრამ ვატო არ მაცდიდა! სალაპარაკო არასდროს გველეოდა, ყველა თემაზე შეგვეძლო საუბარი გაუჩერებლად.
-შენ რო არ გიცნობდი, აი აზრზე არ ვარ მაშინ რას ვაკეთებდი! - საოცრად ბუნებრივად აღმომხდა სანაპიროზე მჯდომს. ვატოს გავხედე, დუმდა. რაღაც ზედმტად უჩვეულოდ და ცოტა ნაღვლიანად. მე ავღელდი, ორი წუთის წინ ასეთი თამამი განცხადება გავაკეთე და საპასუხოდ, გულბანის აწითლებული თვალები მივიღე. პულსაცია ამიჩქარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნუ, რადგან დუმილი ჩათვალა საჭიროდ, მაშინ ასე იყოს ..
მერე, სერიოზული არაფერი, 10წუთში ისევ მოვიდა ხასიათზე და ისევ მოჰყვა ჩემთვი საინტერესო საკითხებზე საუბარს.
იმ დღის ჩასულები ვიყავით ზღვაზე, დრო მშვენივრად გავატარეთ და საღამოს დაღლილ–დაქანცულები ჩავესვენეთ სავაძლებში. რაღაც ფილმი ჩავრთეტ, კომედია. ისე ვხარხარებდი, მუცელი ხელით მეჭირა. ვატოც მშვენიერ ხასიათზე იყო და ისიც გულიანად ხარხარებდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ გულბანის მობილურმა არ დაგვიფრთხო მყუდროება. ვატომ მობილურს დახედა, აირია, თვალები აემღვრა, ადგილზე ვეღარ გაჩერდა. ტელეფონს დაავლო ხელი და სალაპარკოდ მეორე ოთახში გავიდა. არა არასდროს იცოდა ხოლმე, მაგრამ ნუ, არ შევიმჩნიე. დაახლოებით 5წუთი ისაუბრა, მერე უკან შემობრუნდა. უარესად არეული და თვალებჩაწითლებული. დავიძაბე, ვიგრძენი როგორ გადამივიდა ფერები. ისევ სავარძელში ჩაჯდა და ფილმის ყურება განაგრძო. აღარ ეცინებოდა, აღარც მე ..
ფიქრებით სადღაც დაფრინავდა და ეს მხედველობიდან არ გამომპარვია.
–ხვალ დილით უნდა წავიდეთ, ლენკა.
–რატო? – მოჩვენებითი სიმშვიდით ვუპასუხე მე, მაგრამ მხოლოდ მე ვიცოდი რა ხდებოდა ახლა ჩემს გონებაში.
–დედაჩემი ჩამოვიდა კანადიდან და მაგრად გაუტყდა რო არ დავხვდი, რა. – გამიღიმა და ტელევიზორს მიუბრუნდა.
–კარგი, წავიდეთ.
ზღვის გეგმები ჩაგვეშალა, მაგრამ სერიოზული არაფერი .. თუ კი მხოლოდ ეს იყო გულბანის ჩაწითლებული თვალების მიზეზი და სხვა არაფერი. დაძაბულობა ვერ მოვიშორე, საშინლად ავფორიაქდი და აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. დასაძინებლად ადრე წავედი და ვატო მისაღებში დავტოვე. მიუხედავად ამისა, ძილი ერთი წამიტაც არ მომკარებია. საშინლად უცნაურად იქცეოდა გულბანი და მეც ჩემდა უნებურად ვნერვიულობდი. ღამის 4საათი იყო, ვატოს ოთახის კარის ხმა რომ გავიგონე. ამდენი ხანი რას უყურებდა მისაღებში, ვერ გეტყვით.
დილით, 8ზე წამოვდექი, მაგრამ ვატო უკვე მისაღებში იყო, თღანაც უარესად დანაღვლიანებული.
–ვატო, თუ იმაზე ნერვიულობ რო გეგმები ჩაგეშალა, ეგ დაიკიდე! – ვეცადე ხასიათზე მომეყვანა, მაგრამ უშედეგოდ. თბილისამდეც ისე ჩავედით, ხმა არ მოგვიღია. ნუ, მე კი ველაპარაკებოდი, მაგრამ მისი მშრალი პასუხების მოსმენისას, საუბრის სურვილი მეკარგებოდა და ვჩუმდებოდი.
იმ დრეს ნინკასთან დავრჩი. მანჩომ არც იცოდა ჩემი დაბრუნების ამბავი, ამიტომ აღარ გავართულე, სახლში არ მივედი და ნინასთან ავაჭერი. იმედი მქონდა, რომ ის მაინც მომიყვარდა ხასიათზე, მაგრამ უარესად გადამრია. თავ–პირი ჩამოსტიროდა, ცოტაც და ცრემლები გადმოსცვივდებოდა, ალბათ. ვატო ხომ ასეთი არეული დავტოვე, მაგრამ დაქალმა სულ გადამიყვანა ჭკუიდან. ღრუბლებში დაფრინავდა და ორ წუთში ერთხელ ემღვრეოდა თვალები. ცდილობდა არ შეემჩნია და გაუცერებლად მეტიკტიკებოდა, მაგრამ სრულიად უაზროდ და გაურკვევლად ..
–ნინა, რა გჭირს?! – ვიკითხე მაშინ, როცა ამდენი გაურკვევლობა აუტანელი გახდა.
–არაფერი ლენკ, რა უნდა მჭირდეს? – გაიკვირვა ნინკამ.
–რა გჭირს არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვერ ხარ!
მიხვდა ნინა, დამალვა არ გამოსდიოდა და გადავიღალეო, განმიცხადა. დასაძინებლადაც ადრე წავიდა. იმ ღამით არ მინდოდა სახლში მისვლა და მანჩოს დაფეთება, ამიტომ მაინც ნინასთან დავრჩი.
არც იმ ღამით მომკარებია ძილი, უფრო დავიბენი და დავიძაბე. ყველა ერთად რამ გადარია?!
დილით, ნინას გაღვიძებას არ დავლოდებივარ, ისე წამოვედი მისგან და სახლში ავედი. საშინლად გაურკვეველი და უაზრო იყო წინა დღე, ჯერ ვატო, მერე ნინა!.. ისე ავირიე, ცოტაც და ტირილამდეც მივიდოდი.
ამ ფიქრებში გართულმა შევაღე სახლის კარი და გავშეშდი. მისაღებში დაწყობილი, ჩემი სამი ჩემოდანი ..
–ეს .. რა არის? – დავუსვი ნამდვილად ადეკვატური შეკითხვა, ჩემზე მოშტერებულ მანჩოს.
–ანა ლოს ანჟელესში მიდის და ვიფიქრე ლენკასაც გავაყოლებ და სიურპრიზს გავუკეთებ თქო! – მე ყბა ჩამომივარდა.
–რას ქვია მაყოლებ? მარტია დედა .. უნივერსიტეტი ..
–უნივერსიტეტის საქმეები მე მოვაგვარე, მაშინ რომ არ გაგიშვი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. – აშკარად მომესმა.
–ჰო, მაგრამ მე არ მინდა წასვლა .. – თვალები ამემღვრა და ვიგრძენი, როგორ გადამივიდა ფერები.
–კარგი რა, ლენკა! წადი, დაისვენე და ჩამოდი მერე, არ დაგღალა ამ თბილისმა? – საუბარში ვიკა ჩაერთი. მე სახე მომერყა. ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო ნორმალური. ყველა ერთად როგორ გადაირია?!
–არ გინდა ჩემთან, ლენკა? – ტუჩები გადმოაბრუნა ნათლიაჩემმა.
–ანა .. მე .. ჩემი ნივთები დაუკითხავად რატომ ჩაალაგეთ?
–ხვალ დილით მიფრინავთ და მეგონა ვერ მოასწრებდი .. – ალუღლუღდა მანჩო.
–რამდენი ხნით მიშვებთ?!
–რამდენითაც გინდა! – თვალები გაუბრწყინდა დედაჩემს.
–მე საერთოდ არ მინდა ..
–ლენკა ღადაობ?! იშოპინგე მაინც და 1–2 კვირაში დაბრუნდი! – ხელები დაიკრიფა ჩემმა დამ. რამ გადარია ეს ხალხი, ვერ გეტყვით. არა და, კარგი იქნებოდა ლოს ანჟელესში, ანასთან ერთად. თუმცა არ მინდოდა , და რატომ, ეს მხოლოდ მე და თქვენ ვიცით!.
–ორი კვირა! – მტკიცედ განვახდადე მე. მანჩომ და ანამ ხელი ხელს შემოკრეს.
დღე იყო ასეთი მაგნიტური?! თუ რა ჯანდაბა ხდებოდა?!
ნინკას დავურეკე, მივფრინავ თქო და უწინდელივით კი არ აწუწუნდა, მგონი გაუხარდა კიდეც. აქ სულ გადავირიე! მერე ვატოს ვურეკე, არ აიღო. 3 საათი გაუჩერებლად ვრეკე, რეაქცია არ ჰქონია. ხომ უნდა მეთქვა, რომ მივდიოდი? მასთან ავირბინე, არავინ გააღო. გამოვშტერდი!
ნიკუშასთანაც ავედი. რაღაც ვერ იყო, ხასიათზე, ან უკვე მეჩვენებოდა.
–ნიკუშ, ვატო სადაა? – თვალები დავიწვრილე მე.
–არ ვიცი ლენკუ, სახლში არაა?!
–არა! მთელი დღე ვრეკავ და არ იღე..ბს..– სიტყვა შუაში გამიწყდა, მაგიდაზე გულბანის მობილურს რომ მოვკარი თვალი. ნელი ნებიჯებით გავემართე იქითკენ და ტელეფონი ხელში შევათამაშე.
–გუშინ დარჩა და არ გამოსულა წასაღებად!–მომახალა ნიკუშამ მანამ, სანამ რამეს ვეტყოდი.
–მერე, 300ზარი შემოვუშვი და აგეღო და გეთქვა?!
–რავი ტო, ვატოს ტელეფონი რა პონტში ამეღო. – სახე აერია ნიკუშას. მე გადავირიე, მობილური მაგიდაზე დავახეთქე და თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები.
იმ დღეს, გულბანი არ გამოჩენილა. მეორე დღეს მივფრინავდი და არ მინდოდა ასე უთქმელად წავსულიყავი. ნინას დავაბარე, სადმე თუ ნახავ უთხარი მეთქი. სულ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემი ოჯახის თავი არ მქონდა და თან, 1კვირით არაფერი დაშავდებოდა.
* * *
გავფრინდი ისე, რომ ვატოს მაინც ვერაფრით შევატყობინე ჩემი ადგილსამყოფელი.
ნომერი ავიღე, იქაური. მთელი 3დღე უშედეგოდ რეკვის შემდეგ შევეშვი. არ იღებდა და რა მექნა?! გავახსენდები ოდესმე და მომიკითხავს–მეთქი, ვიფიქრე.
მიუხედავად იმ ქალაქისა, სადაც მუდმივად ხმაური იყო და ამას ანას მცდელობებიც ემატებოდა, მე მაინც ვერაფერი მომიხერხეს. ჩამომტიროდა თავპირი, ყურადღება ვერაფერზე გადავიტანე.
ზუსტად 5დღე, სრულ აგონიაში გავატარე, უკვე გონზე ვეღარ ვიყავი. რას ვიფიქრებდი, ასე თუ შევეჩვეოდი ამ ბიჭს. თან, არც ვიცოდი როგორ იყო და ამაზე სულ ვგიჟდებოდი. ასეთ დროს, სულ ცუდზე ფიქრობს ადამიანი და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.
მე7 დღეს, სკვერიდან დაბრუნებულს, ანასთან სახლში ჩამოსკუპებული ნინა რომ დავლანდე, ტვინში სისხლი ჩამექცა. არ გამხარებია, გული ცუდს მიგრძნობდა! საერთოდ, ყველაფერი ისე გადაება ერთმანეთს, რომ კარგ საქმეზე ნამდვილად არ იქნებოდა. ქუთუთოები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ბარბაცით წავედი ნინასკენ. იმდენ რამეზე ვიფიქრე ერთ წამში, რომ ცოტაც და გონებას დავკარგავდიი.
–ლენკა! – წამოიყვირა ნინამ და გადამეხვია. მე არაფერი მითქვამს, პირიც კი არ გამიღია. საუბრის თავიც არ მქონდა. ნინა მომშორდა და უკან დაიწია. მე გონებადაბინდული დავესვენე სავარძელზე და გადაგლესილი, მიბლეტილი, კითხვის ნიშნებიანი თვალები მივაპყარი დაქალს, რომელიც ჩემზე უკეთეს დღეში აშკარად არ იყო.
–ლენკა მისმინე და ბოლომდე დამასრულებინე, კარგი?! არ ვიცი, სწორს ვაკეთებ თუ არა, შეიძლება ახლა აქ არ უნდა ვიყო და ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უნდა იცოდე! – ტვინში სისხლი ჩამექცა. ნინას პირი გაუშრა და წყალი მოსვა – თქვემ რომ ზღვიდან ჩამოხვედით და ჩემთან რომ დარჩი, იმ დღეს ვატო შენთან იყო მისული, მანჩოს ელაპარაკა – მორჩა, მე უკვე ჰაერის უკმარისობა დამეწყო – ნიკუშამ იმ პირობით მითხრა, რომ დავეხმარებოდი და შენთან არაფერი წამომცდებოდა, მაგრამ უნდა გითხრა, მხარში უნდა ამოუდგე, ასე ყველაფერს დაძლევთ! – გონება დამებინდა, აზროვნების უნარი დავკარგე – ანას ჯერ კიდევ ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვატოს თხოვნით და მანჩოს დახმარებით, ბილეთი გამოცვალეს და დედაშენმაც მაშინვე ჩაგილაგა ბარგი. ვატოს დედა კანადიდან არ დაბრუნებულა ლენკა, პირიქით, ვატოს მოუწია იქ წასვლა! მობილური ნიკუსასთან დატოვა, იქ ვერ მოვითმენ და ლენკას ხმის გაგონება მომინდებაო. აქ დატოვა ტელეფონი იმ იმედით, რომ ნიკუშა უპასუხებდა შენს ზარს, მაგრამ ნიკუშამ ვერ შეძლო შენი მოტყუება! ვატომ მანჩოს ყველაფერი უთხრა და სთხოვა, ცოტა ხნით მაინც გაეშვი ნათლიაშენთან. – საშინლად არეულად ლაპარაკობდა და დროებს აშკარად ურევდა ერთმანეთში.
–რა ყველაფერი ნინა? რა უთხრა? – ხმა ვეღარ დავიმორჩილე.
–გულბანი კანადაში მკურნალობს, ლენკა... ჯერ არ უნდა წასულიყო, მაგრამ სიტუაცია გაუარესდა და იმიტომ მოგიწიათ ზღვიდან დაბრუნება! – რა მკურნალობაო?! მომესმა ხო, აშკარად?! მორჩა, მე ლაპარაკის უნარიც დავკარგე. ის ზარი .. ვატოს ჩაწითლებული თვალები ..ნინას უხასიათობა.. ნიკუშას უაზრო საუბარი.. ჩემი ჩემოდნები .. გულბანის აორთელქბა .. ყველაფერი კადრებად წარმომიდგა გონებაში.
–რა ჭირს ... ნინა? – ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე მე.
–ქიმიას იკეთებს .. ლეიკემია .. – წარმოთქვა ორ წუთიანი დუმილის შემდეგ. ეს სამი სიტყვა, ოთახში განაჩენივით გაისმა და მაშინ ვიგრძენი, ჩემს მკერდში, მარცხენა მხარეს მოთავსებული ორგანოს არსებობა, რომელიც იმ წამს თითქოს მომგლიჯეს. სიტყვა „ლეიკემია“ ყველა უჯრედში, ყველა კუთხე კუნჭულში ჩამილაგდა და სრულიად არაადეკვატურად მოვიქეცი – გადავიხარხარე.
–მეღადავები ხო, ნინა? – სიცილს არ ვწყვეტდი მე. ნინა ხმამაღლა ატირდა. გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. არა, რა ლეიკემია?! სად ვატო და სად ლეიკემია?! – ნინა მეხუმრები? ნინა მითხარი რა, მეხუმრები ხო? რაღაცას მიჩალიჩებს, არა? – ნინა უარესად აქვითინდა.
ადგილს მივეყინე, ცივმა ოფლმა დამასხა.
–ლენკა, ჯერ კიდევ აქვთ იმედი! ვატო იმიტომ კი არ წასულა უთქმელად, რომ კვდება, არც იფიქრო! უნდა, რომ ისე გამოჯანმრთელდეს, შენ ვერაფერი გაიგო და მერე ისევ ისე განაგრძოთ ცხოვრება! იმედი ჯერ კიდევ დიდია, ბიჭები მხარში უდგანან ... ყველაფერი კარგად იქნება .. ბოდიში ლენკა, უბრალოდ .. უნდა გცოდნოდა ...– ზლუქუნებდა ნინა და უფრო და უფრო მეკვროდა. ვატო?! ადამიანი, რომელსაც მუდმივად შეეძლო ჩემი გაცინება, ადამიანი, რომელსაც ცოტა აკლდა, ყველაფერს წარმოუდგენელს აკეთებდა. რამდეჯერ მიფიქრია, რომ კარგია, როცა შენნაირი გადარეული გყავს გვერდით. გულბანი უფალმა გამომიგზავნა და ახლა .. ახლა უნდა წაერთვა?! არა, ღმერთი არ გამწირავდა, ასე არ დამტოვებდა. რა ლეიკემია?! არა, რა ლეიკემია?! ვატო?! ლეიკემია?! ქიმია?!
მაშინ მივხვდი, როგორ მყვარებია ვატო. ვიჯექი და მეუბნებოდნენ, რომ ბიჭი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, იკეთებდა ქიმიას იმიტომ, რომ ლეიკემია ჰქონდა. ეს ყველაფერი სიმართლეს ვერ შევუსაბამე, გამოვშტერდი.
არც–ერთი კოცნა, არც–ერთი თბილი სიტყვა, რაც შეიძლებოდა დამმახსოვრებოდა გულბანისგან. სრული გაურკვევლობა და ქაოსი ჩვენს ურთიერთობაში. ყველაზე ბედნიერი დღეები, ყველაზე უაზრო იდეები და ბოლოს, ლეიკემია?! ასე უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი?! ასე უაზროდ?! მის გვერდითაც არ უნდა ვყოფილიყავი?!
–უნდა ჩავიდეთ, ნინა! – მტკიცედ განვაცხადე და ფეხზე წამოვიჭერი.
–გაგიჟდი? ასეთი რომ ნახო, სულ გადაირევა.
–რას ქვია ასეთო რომ ვნახო, ნინა?! როგორიც არის, მე ისეთი მინდა! და რას მეუბნებით, რომ ვატო კანადაში იტანჯებოდეს და მე აქ ვიჯდე?!
–უარესად გახდება,ლენკა!
–უნდა ვნახო მეთქი, ნინა!
* * *
–ლენკა დამპირდი, რომ თუ რამე დაემართება, შენ ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას! – თვითმფრინავის ფანჯარაზე მიშტერებულმა ნინამ, ჩემსკენ მოაბრუნა თავი და ქუთუთებზე მომდგარი ცრემლი, თითებით ამოიშრო.
–გპირდები, რომ არაფერი არ მოუვა!
–და რომ მოუვიდეს, გთხოვ ლენკა, შენ აღარ დაგვიმატო ..
–არაფერი არ დაემართება მეთქი, ნინა! – გავღიზიანდი მე და მზერა ავარიდე.
რისი იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობდი გულბანის სიკვდილზე. არც წარმომედგინა საკუთარი თავი ვატოს გარეშე და არც მომიწევდა, იმიტომ, რომ უფალი ჩემთან იყო და ასე უაზროდ არ გამომაცლიდა ხელიდან ადამიანს, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა.
* * *
ისე ამაყად შევაბიჯე ვატოს პალატაში, რომ გეგონებოდათ ლეიკემიით დავადებულ ადამიანთან კი არა, უკვე კარგა ხნის გამოჯანმრთელებულ ბიჭთან მივიოდი. ისევ ისეთი იყო, ისეთი მომღიმარი, ლაღი, ოდნავ გადაღლილი თვალებით და მიმწყდარი ხმით. ხასიათი ისეთივე ჰქონდა და მაინც შეძლო ჩემი გაღიმება!
მე არ დამიწყია გამამხნევებელი სიტყვების წარმოქმნა, რომ კარგად იქნებოდა და ყველაფერი ასეთი.
ყოველ–დღე მივდიოდი მასთან და უამრავ რამეზე ველაპარაკებოდი. ვუყვებოდი ყველაფერს და მისი პალატიდან ისეთი სიცილ–კისკისის ხმა გამოდიოდა, ექიმები პირდაფჩენილები შემოგვცქეროდნენ.
არც–ერთს, წამითაც არ გაგვივლია გონებაშ ის, რომ შეიძლებოდა ამ ქვეყნიდან წასულიყო და მე მარტო დავეტოვებინე. არც კი ვუშვებდით ამას და ალბათ სწორედ ასეთმა შემართებამ გადაგვატანინა ჩემი და ვატოს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი.
და ვინ თქვა, რომ ლეიკემია არ ინკურნება?! მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი მისი სამეგობრო, ჩემი და ნინას ჩათვლით ხატებთან იყო დამხობილი. მაშინ , როცა წამით არ დაგვიკარგავს იმედი. რა იყო მიზეზი იმისა, რომ ვატოს ლაღ, პოზიტიურ ხასიათზე, ვერ იმოქმედა დაავადებამ. რა იყო მიზეზი იმისა, რომ ვერ დაგვამხო ლე ი კე მი ამ. არც–ერთი ცრემლი არ ჩამოგვგორებია სახეზე იმიტომ, რომ ყოველ წამს ვგრძნობდით უფალს.
აბა, უსამართლობა არ იქნებოდა, ვატოს რომ აქაურობა დაეტოვებინა და ჩვენ ყველა დავრჩენილიყავით?!
ვატო რომ აღარ ყოფილიყო?! სამყარო აღარ იქნებოდა.
გულბანის გარეშე?! აზრს დაკარგავდა ყველაფერი.
მაგრამ ვატო ი ყ ო !
ჩვენს გვერდით იყო და ოდნავაც არ ვგრძნობდით უმისობას. დილიდან საღამომდე , დღეებს პალატაში ვატარებდით, არც ერთხელ არ დაგვიწუწუნია და ბედთან არ გვიჩივლია. ვატომ ხომ მითხრა მაშინ, მთაწმინდაზე, ბედთან ჩივილს და წუწუნს ვერ ვიტანო. ერთხელაც არ მითქვამს საყვედური უფლისთვის. ღმერთი გასაჭირს რომ მოგივლენს, გაძლებასაც გაძლევს! აბა, ტკივილი თუ არ გამოიარე, ისე ბედნიერებას როგორ შეიგრძნობ?! თუ არ დაეცი, რა იცი ადგიმის ფასი როგორია?!
ვის სჭირდება დალაგებული ცხოვრება?! მითხარით, ვის?!
აქვს რაიმე აზრი?!
არანაირი.
არასდროს მინატრია მშვიდი, დაწყობილი სიცოცხლე. ბევრიც ვიტანჯე და ბევრჯერაც მეტკინა, მაგრამ უფალი?! ხომ იყო ჩემთან?!
რომელი ლეიკემია დაამარცხებდა ვატოს, როცა ყველანი მხარში ვედექით.
ვინ თქვა, რომ სასწაულები არ ხდება?!
ჰო, აი სულ იმ უვარგისმა ქიმიამ გადაარჩნა ხო, გულბანი?
ქიმიამ კი არა, უფალმა გადაგვირჩინა ვატო.
ყველაფერი ხდება,
და ეს სულაც არ ნიშნავდა სამყაროს დასასრულს!
სწორედ ამიტომ ვზივარ ახლა მთაწმინდაზე, ტრიალ მინდორზე გაფენილ პლედზე წამოგორებულვარ და მარჯვენა მხრიდან, ტკიპასავით ვეწებები გულბანს. და რა, დაგვამარცხა ლეიკემიამ?!
რა, დასრულდა ყველაფერი?!
შევცქერი ხედს,
ქალაქს,
რომელიც არაფრად მიმაჩრდა.
ახლა ვუყურებ და მეცინება.
სულელივით ვიღიმი, ვატოს ხელს ვეჭიდები და თვალები მემღვრევა.
ვგრძნობ, როგორ მიყვარს ეს ადგილი!
ვუყურებ და თვალწინ მიდგას ყველა ქუჩა,
ადგილები, სადაც გიჟივით მირბენია,
კედლები, რომლებიც მომიხატავს.
სკვერები, რომლებშიც დრო გამიტარებია
და
საერთოდ,
ქალაქი, რომელის ყველა კუთხე–კუნჭულთან რაღაც მაკავშირებს.
მაშინ, მანჩო რომ მეუბნებოდა, გულში დავცინოდი. ახლა კი ისეთი ბედნიერი ვარ, საკუთარ თავზე მეცინება.
აკეთე ის, რაც გიყვარს. იყავი მასთან, ვინც გიყვარს.
მოწყენილი ხარ? მოვა დრო და გაიღიმემ.
უბედური ხარ? მოვა დრო და .. გაბედნიერდები.
იმიტომ, რომ ისააკ ნიუტონის თანახმად, ქმედება იწვევს უკუქმედებას!
–რა ლამაზია ხო ვატო, თბილისი?
__________________________________________________
იმედია,მოგეწონათ. დამამატეთ ფბ ზე - keta maxaradze



№1  offline წევრი alisa

Yochag dzalian momewona <3 <3
--------------------
Me var Alisa, 16 wlis... <3 meshinia micvalebulebis :\ da siyvarulis.... werashi axalbeda..

 


№2  offline წევრი casas

Zaliaan magarii iyooo :-* bolos cota ufroo mets veloodi magraam arauushaavs :-( xo martla ras nishnavda lennkas tatuu an vatom ra tatu gaikeetaa???

 


№3  offline წევრი EiLuL♥

უუჰ რა იყოო ესს ? ორიი საათი ვკითხულობდი ,,,კაიი ხარ გოგუუ<3 ველიი შემდეგ ისტორიას ❤)))
--------------------
elene

 


№4  offline წევრი behappy

bravoo!!!!!!

 


№5  offline წევრი migro

ძალიაან ძალიააან და კიდევ ძალიანნ მომეწონაა love არაჩვეულებრივი ისტორია იყო! love ახალს ველოდები feel

 


№6  offline წევრი tamooo

vaimee es iyo ragac saocrebaa su gansxvavebulia vapsheee ar gaavs sxva istoriebs aii dzaan umagresiaa raa yochaag

 


№7  offline წევრი Tini Gadrani

Ai dzaankaiaa!! kochag !! velodebi axal istoriebs

 


№8  offline წევრი BvBArMy

ვაიმე ეს რა იყო? ძალიან მომეწონა აუ რა მაგარი იყო. მალე დადე სხვა ისტორია რა ^_^
--------------------
I Hate Everything About You

 


№9  offline წევრი Svvaaaniii

ქეთაა გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკს არ დავიწყებ მაგრამ, გეტყვი რომ მართლაცც არაჩვეულებრივი იყოო <3 გავგიჟდი და გადავირიე ისე მომეწონაა <3 ვატოზე და ლენკაზე მეკეტება ეგენი რომ, არ ყოფილიყვნნეენ არ იქნებოდა ეს ისტორია და შენ რომ არ ყოფილიყავიი ხო ვაბშეე <3 ამიტომაც ვგიჟდებიი შენზეე და ძაან ძაან მიყვარხარ<3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№10  offline წევრი MariBal

ვაიმე!! ეს რა სასწაული იყო,არა შენი ისტორიების კითხვის მერე სულ "ვაიმე რა მაგარია,რა სასწაულიას" ვიძახი,მაგრამ ახლა ამას ვერ ვამბობ ისე ვარ. ბრავო,სიტყვები არ მყოფნის. გაოგნებული ვარ ისეთი მაგარი იყო. საოცრება ხარ!!!!!!!

 


№11 სტუმარი winny_bbx

Ai shokshi var :o ubralod dzalian magariiko!! Sitkvebit ver gadmovcem azla ras vgrdznob!! <3 saghol!! Fb-ze dagamateb xd :3 yochagh! Bravisimo!! <3

 


№12  offline წევრი casas

დამიწერეეე რაა შეენიი ძვეელი ისტორიიის ლინკი რომეელიმეესიიიი love ვინმეემ თუ იციით დამილიინკეეეეთ

 


№13  offline წევრი coco girl

ძალიან მაგარი იყო!!! ერთი კითხვა გამიჩნდა: რა ამოისვირინგეს ლენკამ და ვატომ?! :) ძაააალიან მომეწონა <3 ამიტომ წავიდა ეს მოთხრობა რჩეულებში :) შენ კი წარმატებები!!!

 


№14 სტუმარი mariami

უბრალოდ არვიცი რა ვთქვა ... სასწაული ხარ !! ყველაზემაგარი ! <3333333

 


№15  offline წევრი Annee

არ ვიცი ეს რა იყო. რა გითხრა ეგეც არ ვიცი..სასწაული იყო და მეტი არაფერი.

 


№16 სტუმარი tinatin

ქეთა ძალიან მომწონს შენი სტილი... რამდენიმე დღის წინ წავიკითხე შენი " ნუ უსმენ ხალხს" და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა დიდხანს რომ მიგყვება. ეხლა ამის კითხვა რომ დავიწყე იგივე გრძნობა მქონდა.... ბოლოში შენი სახელი და გვარი რომ წავიკითხე მხოლოდ მერე მივხვდი რატომაც.... ძალიან დიდი მადლობა ამ შეგრძნებებისთვის.... აუცილებლად მოვძებნი თუ კიდევ დევს რამე ამ საიტზე შენი ავტორობით.... დიდი სიამოვნებით დაველოდები ახალსაც...... წარმატებები.....
P.S. facebook-ზეც ვცადე შენი მოძებნა, მაგრამ ბევრი ქეთა მახარაძეა ეტყობა ამქვეყნად: D

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძალიან მაგარი გოგო ხარ სასწაულად კარგი წერის სტილი გაქვს heart_eyes

 


№18 სტუმარი Ani

Umagresia... da shnc umagresi xaaar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent