სიყვარული გიჟის ენაზე PART III
მთელი სხეული მტკიოდა, სრულიად დავნებდი, მისი კონტროლის ქვეშ ვიყავი, ყველაფერი მათქმევინა, რისი თქმაც არ მინდოდა, კივილით და კვნესით დავასრულეთ ღამე, ორივე დაღლილები დავეყარეთ გვერდიგვერდ. იმწამსვე ჩაგვეძინა. იმ ღამეს პირველად ვნახე სიზმარი. დაბურულ ტყეში ვიყავი, ვიღაც მომზდევდა, მე გავრბოდი, ჩემთვის ეს ხეები და ეს ადგილი ნაცნობი იყო, ვიცოდი სად დავმალულიყავი, როდესაც დემეტრე გამოჩნდა, მხარში ჩამავლო ხელი და ტყიდან გათრევას ცდილობდა, მე რატომღაც გავუძალიანდი, არ მინდოდა წასვლა და გამომეღვიძა. წამოვჯექი, ისევ დილის 8 საათი იყო. საკუთარ თავზე გავბრაზდი, ჩვევებს რომ ვერ ვამარცხებდი და სააბაზანო ოთახში შევედი, სარკის წინ გავშეშდი, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ამ დროს დემეტრემ დააკაკუნა კარებზე. - ცხოველი ხარ... - შენ მეუბნები მაგას? ამაზე კარგი სექსი ცხოვრებაში არ მქონია, პატარავ. - ნუ იცი ეს მოფერებითი სახელების შერქმევა, ანუკა მქვია. დემეტრეს გაეცინა და საშხაპეში შევიდა, ცხელი წყალი მოუშვა და ხელი გამომიწოდა, მეც დავთანხმდი მასთან ერთად ბანაობას. ოთახში ვიჯექით ორივე, ჩუმად, ვიმშრალებდით სხეულებს და ხანდახან თვალსაც ვაპარებდი მისკენ. ის სულ მე მიყურებდა. - ოდესმე ვინმე შეგცოდებია? - არა. დემემ უცნაურად გამომხედა, შიშველ ტანზე გადაისვა თეთრი პირსახოცი და მხრებზე ჩამოიკიდა. - შენი თავი? - მე? საცოდავი არ ვარ, ვინც საცოდავია თავის სისუსტეს დააბრალოს. ჩემი უკმეხი და უხეში პასუხები უფრო და უფრო აოცებდა ახალგაზრდა დემეტრეს. თან რაღაცაზე ეღიმებოდა. - ჩაიცვი გაგასეირნებ მანქანით, ა ნ უ კ ა. ჩემი სახელი დამარცვლით წარმოთქვა და მეც ჩაცმა დავიწყე, სხვა საქმე არ მქონდა, ვუთხარი საჭმელად წავეყვანე, ისიც დამემორჩილა და რაღაც დრაივში გაიარა, ძალიან გემრიელი ბურგერები ვჭამეთ და ცოტაც ვისაუბრეთ. დემეტრე მარტო ცხოვრობდა, არ ჰყავდა მშობლები და 26 წლის იყო, ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის დირექტორი იყო, ცოლს გაშორებული, შვილი არ ჰყავს. ცოლს თამილა ერქვა, რა საინტერესო სახელია... თამილას და დემეტრეს გაშორების მიზეზი ქალბატონის უშვილობა იყო, არც აყვანაზე იყო თანახმა. ასეთ ურთიერთობებს საერთოდ ვერ ვიგებდი, ან შვილი რატომ უნდოდა ყველა ქალს? ან ერთი კაცის გამო თავს რატომ იტანჯავდნენ? გასაკვირი იყო, ადამიანების სისუსტე, ყველა სფეროში ვერკვეოდი, ყველფრის სწავლა შემეძლო, გარდა სოციალური ურთიერთობებისა, ყველაზე კომპლექსური და ამავე დროს მარტივი ასახსნელია ადამიანთა სურვილები. უბრალოდ მე სამყაროს, სულ სხვანაირად ვუყურებდი. სხვა ჯიშის ადამიანი ვიყავი. - შენზე მომიყევი რამე. მე მხრები ავიჩეჩე და ჩემი განვილი ცხოვრების შესახებ მოკლე ისტორია მოვყევი. - დედამ ანა დამარქვა, მშობიარობას გადაყვა, მამას ვაფშე არ ვაინტერესებდი, სრულიად უფუნქციო იყო ჩემს ცხოვრებაში, მასთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ აქეთ ვეხმარებოდი ნასვამს საწოლთან მიჩოჩებაში . და-ძმა არ მყოლია, კიდევ კარგი. 11 წლის ვიყავი, როდესაც მეზობლის ბიჭმა ცხვირი გამიტეხა, მე კი თავში ჩავარტყი აგური, რის გამოც დაელამდა, ამის შემდეგ ფსიქოლოგ-ფსიქიატრები არ მომკლებია, ხან რას ვაშავებდი ხან რას. აღმოჩნდა რომ თანაგრძნობის უნარი მაქვს დაქვეითებული, მაგრამ სხვა სოციოპატებისგან განსხვავებით გამაჩნია რაციონალური აზროვნების უნარი და კარგად მესმის როდის არის საჭირო გამოჩენა საბაზისო ემოციების. დემეტრეს ჩემი მონაყოლი დოსიეთ მოეჩვენა, ფაქტების მოყოლას, შენს საუკეთესო მეგობარზე ან საყვარელ ადამიანზე მიამბეო. მე მეგობრები არ მყავდა, არც არავის ვუყვარდი, არც მე მყვარებია. - საგიჟეთში მყავს ერთი ორი, მათი ყურებით ვერთობი, ყველაზე მეტი სიმართლე ჩემზე შენ იცი, დემეტრე. სიგარეტს მოუკიდა და და უცნაურად გამომხედა. მუხლზე დამადო ხელი. ცოტა ხანი სიჩუმეში ვიჯექით, მეფერებოდა, ამ დროს მინაზე ერთი წვეთი დაეცა. წვიმას იწყებდა. დემეტრე ჩემს სახეს თვალს არ აცილებს, მე კი წვიმის შხეფებს გაშტერებული ვუყურებდი, 2 წელია არ შევხებივარ წვიმას, მანქანის კარები გავაღე და დემეტრეც გადმომყვა. - ჩავჯდეთ ანუკა, წვიმს. - მერე რა? - დავსველდებით! - მერე? - გავცივდებით! - და მოკვდები? - არა მაგრამ.. დემეტრეს პირდაპირ კისერზე მოვხვიე სველი ხელები და ტუჩებს დავეწაფე, დიდი ხანი ვკოცნიდი. წვიმამ უმატა და წვეთებიც მძიმდებოდა, დემეტრე კი უაზროდ მიღიმოდა, მის თეთრ კბილებს აჩენდა და მეც ჩემდაუნებურად გამეღიმა, ბედნიერი ვიყავი. ამ დროს დემეტრეს ღიმილი სახიდან წაეშალა, მე თვალები მეხუჭებოდა და მის ხელებში დავკარგე გონება. სიზმარი ისევ ვნახე, ახლა დემეტრეს ვხედავდი, როგორ მეძებდა ტყეში, მე კი მის წინ ვიდექი, მაგრამ ვერ მამჩნევდა, მისი სახელი მინდოდა მეყვირა, მაგრამ არ ესმოდა. - გააიიღვიძაა გიჟუუაა... ნაცნობი ხმა დამტრიალებდა თავს, ირაკლის ბავშვური ხითხითი ნერვებს მიშლიდა და ის იყო უნდა სილა გამეწნა მისთვის, როდსაც თვალი გავახილე, ისევ იმ დამპალ პალატაში ვიყავი, უბრალოდ ახლა დაბმული არ ვყავდი, მხეცივით. ნელა წამოვჯექი. - წვიმიანი ხარ!! იყვირა ნიტამ და მაშინვე თეთრი ფეხსაცმელები მომაწოდა, ისე რომ ჩვენი ხელები ერთმანეთს არ შეხებულიყო. - რაო იმპოტენტმა ზურაბმა, დაენ**აო პაციენტ ზეროს? სალომემ სარკასტული სიცილით შემოაღო კარები. საავადმყოფოში პაციენტ ზეროს ბევრი მეძახდა, ზურაბისთვის, ანუ ჩვენი ფსიქიატრისთვის ყველაზე საძაგელი ვიყავი, ვერ მიტანდა, ჩემი დამორჩილება რახან ვერ შეძლო. მე თავზე ხელი გადავისვი და შევეცადე გამეხსენებინა რა მოხდა. უცებ ამოტივივდა დემეტრეს სახე ჩემს გონებაში. სალომე მოვიდა და სიგარეტი პირდაპირ სახეშო მომაბოლა, საწოლზე დაჯდომა დააპირა, როდესაც ნიტამ კივილი დაიწყო, სიგარეტის კვამლის დანახვაზე ხომ საერთოდ შეიშალა, ქეთა შემოვიდა ოთახში. ირაკლი განერვიულდა და ბავშვურად მოიკეცა ოთხად და ტირილი დაიწყო, სალომე ისტერიულად იცინოდა, ნიტა კი კიოდა. მოვედი მე და დავაბრუნე ყრუ კედლებს შორის ქაოსი. ასეთი ვარ, არაფერი ეშველება ჩემს გავლენას სხვა ადამიანებზე. ერთი საწყალი მედდა, ქეთა, აწყნარებდა ობსესურ ნიტას, პიტერპენ ირაკლის, ანორექსიით და სწერვობით დაავადებულ სალომეს. მე უბრალოდ ჩუმად ვუყურებდი ფანჯარაში დანამულ ცემენტს. მივხვდი, რომ თავისუფლებას კიდევ დიდი ხანი ვერ მივაღწევდი, დემეტრეს კი ჩემი მოძებნა გვარის გარეშე გაუჭირდება... - ბატონი ზურაბი გელოდება ოთახში. ღიმილით მითხრა ქეთამ. - ჩემი ნახვა არ უნდა ზურაბს? სალომემ თავი გამოყო კარებიდან. - ზურაბს გამხდარი გოგოები მოწონს გასიებულო. ნიტას კომენტარი სალომეს გულზე მოხვდა და კარიც გაიჯახუნა. მე კი ნელი ნაბიჯებით შევედი ჩვენი ფსიქიატრის ოთახში - თავი როგორ გაქვს? - რა ზურა? - თავი, ანუკა. გაქცევა რომ სცადე ისე ძლიერად დაეცი, სამი დღეა ძილ-ბურანში ხარ. სახეზე შემახმა ირონიული ღიმილი, ვერაფერს ვამბობდი... ანუ საავადმყოფოს ტერიტორიას არ გავცდენილვარ?? არც დემეტრე არსებობდა, რეალურად?! - ზურა თუ მატყუებ პირდაპირ ყ*ერებით ჩამოგკიდებ ამ კაბინეტში. სიტყვის დასრულება არ ვაცადე ისე გამოვარდი გარეთ. უკან ვიღაც გამომყვა, ყელში მწარე სითხის შესვლა ვიგრძენი, ნაცნობი ბინდი ჩამოწვა... ისევ დამაწყნარებელი გამიკეთეს.. იმედია მოგეწონებათ, ველი კომენტარებს და ლაიქებს და შეარებს და კაროჩე :)))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.