შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰამლეტი. (1)


10-03-2015, 17:52
ავტორი kurt cobain
ნანახია 1 686

შუა ტრასაზე მიქროდა ჩემი შავი X5.
მოძრაობა გადატვირთული იყო,ბევრი ჩამოვიტოვე.
სასწაფოს მანქანას გავუსწარი.
120...
130...
140..
150'.
160.....
მწვანე სატვირთოს ავუვლი გვერდს და მერე დავუკლებ სიჩქარეს-გავიფიქრე.
ფიქრი დასრულებული არ მქონდა მწვანე სატვირთის დავეჯახე.....
ბურანიდან ძახილმა გამომიყვანა.
-როდემდე თეკო, გეკითხები? არაა,არც კი მისმენ. წააგე ვერ ხედავ? მომისმინე. გადაგიყოლებს ეგ X5 და მწვანე სატვირთო თეკო. როდემდე მიიღებ ფიზიკაში 2 ებს? შენ გეკითხები თეკლა სიხარულიძე.
-ანუშკი,ჩაი დამალევინე რაა. ორები,სამები,ხუთები და ათები მერე გავარჩიოთ რა.
დედაჩემი ქოთ-ქოთით წავიდა სამზარეულოში.
არ ბეზრდება ამ დედაჩემს ფიზიკის ორიანებზე ჩხუბი?
ან ამ ფიზიკას სულ ორების წერა?
აი მე,რომ ვიყო განათლების მინისტრი,ფიზიკას სულ ამოვიღებდი,მაინც არავის უყვარს და არავინ სწავლობს.
რა საჭიროა?
ზედმეტი თავის,გულისა და ტვინის ტკივილია.
-გადამრევს ეს ბავშვი. ადექი გოგო აფრინდა ჩაიდანი.
ისევ დედაჩემი.
ო,ღმერთო რა დავაშავე.


****
-სიხარულიძე,დაფასთან.
-აზრი მას?
-გამოდი,რომ გეუბნები.
-ოოოო,კარგით რა. როდემდე ვიტანჯოთ მას ორივემ? არ მოგბეზრდათ? მე კიი.
-დედაა,რაა რო მესმის. გაეთრიე კლასიდან. ახლავეე!!
მე კარისკენ წავედი.
-ჩანთიანააად!!
"უუხ„ ჩავისისინე,ჩანთას ხელი ვტაცე და კიბეებზე დავეშვი.
სკოლის უკან წავედი.
გვერდით თეატრი გვიდგას.
იქიდან ძველ რეკვიზიტეს ყრიან ხოლმე,პარიკებს,მარაოებს და ა.შ.
საწყალი პარიკი ეგდო.
ჰამლეტის იყო.
მეც მეტი რა მინდოდა.
და დავიწყე:
-შენ მამაჩემი არა ხარ!! განვედ სატანავ.
როლებში შევიჭერი და არარსებულ სატანას ვესაუბრებოდი.
-ყოჩაააღ!!
ტაშის ხმა.
ვიღაც მისმენდააა?
ჩემი სიკვდილი.
სირცხვილი და თავის მოჭრა-შევიცხადე ბებიაჩემივით გულში და შევტრიალდი.
ხალხოო,რომ მცოდნოდა "ვიღაც„ ასეთი სიმპატიური იქნებოდა სულ არ შევტრიალდებოდი.
შევტრიალდი და ყბა გამექცა.
ძლივს დავიჭირე გაქცეული ყბა,მწარე ღიმილი ავიფარე (არადა დავდნი) და სანამ მოვიფიქრე რა მეპასუხა,ბიჭი ჩემ წინ გაჩნდა,პარიკი ამაძრო და თვითონ დაიხურა.
სიცილი ამიტყდა.
-გიხდება სიცილი.
ხელის ზურგი ფაფუკ ლოყაზე ჩამომისვა.
გამლვშტერდი,მეგობრებო.
გამოვშტერდი!
თვალებს სწრაფად ვაფახურებდი, საცრისოდენა გამიხდა თაფლისფერი თვალები.
ისევ იცინის ეს!
გამომაშტერა და უხარია ამ.. ამ.. ამ ვირიშვილს.
გავმწარდი.
არა, ეს ის სიტყვა არაა რაც ჩემს მდგომარეობას აღწერს.
სისხლი ტვინში ჩამექცა.
ეს ვიღაც ხეპრე,ჯერ თავს მაწონებს,მერე დამცინის,მერე მადებილებს და ბოლოოს ისევ დამცინის.
ვინაა ამის დასაცინი?
ჩემში გურულმა და მეგრელმა ბებიებმა გაიღვიძეს და მისი მოკვლის გეგმები დავსახე.
სანამ მე ვფიქრობდი ამ ვირიშვილმა ტელეფონი ამართვა ჯიბიდან,თავი შევიქე რომ ბლოკი არ მეყენა,ხოდა ნომერი ჩაუწერია ამ სიმპატიურ ვირს და წავიდა.
ეს ყველაფერი მერე გავაანალიზე,როცა ტელეფონი მეორე ჯიბეში აღმოვაჩინე.
ნომერი კი სამი კვირის შემდეგ, როცა კონტაქტების საძიებელში ვიკას ვეძებდი.
"ვი" ჩავწერე და თვალში მომხვდა "ვირიშვილი".
გავოცდი. ყბა ისევ გამექცა.
გვიან მივხვდი ვინც იყო,მაშინ როცა დავურეკე და მისი ხმა გავიგე.
-ოოჰ,ინება ჰამლეტმა დარეკვა?
კიდევ რაღაცას ამბობდა,როცა გავუთიშე.
"ვირიშვილი მართლა. რა დღეშია ეს თავხედი ვირიშ..
მოიცა.. ვაიმე დედა. გული. საიდან გაიგო ვირიშვილობით რომ დავამშვენე? ჩემი სიკვდილი,ხმამაღლა ვთქვი? "
საკუთარი "უსაქციელობა" გამოვიგლოვე და გადავწყვიტე სრულიად სამართლიანად მიკერებული იარლიყისთვის ბოდიშიი მომეხადა.
სკოლაში წასასვლელად მოვემზადე დილით
-ყურსსმენები აქაა,მეორეც აქაა,პულვიზატორიც აქაა,გუაში აქაა,წებო აქაა,ეს რა ჯანდაბაა? „მათემატიკის სახლემძღვანელო მე-10 კლასი. „ ეს რა ჩემ ფეხებად მინდა.
ყოველდღიური დიალოგი გავიმეორე ჩემს ჩანთასთან,ორივე ყურზე კარგად შემოვიდე თეთრი,Sony ს ნაუშნიკები და სკოლისაკენ ნაბიჯით იარ.
(სანამ თეკულა სკოლაში მიდის,მოკლედ გაგაცნობთ.
ესაა ყველაზე მხიარული ადამიანი. ცოტას გარეგნობაზეც გეტყვით. მოკლედ,არის 1.77,58 კილო,აქვს წელამდე წაბლისფერი სქელი თმები,თაფლისფერი თვალები,რომელიც ხანდახან მწვანეში გადადის,ცხვირი აქვს სწორი და ლამაზი,ტუჩები აქვს პატარა მაგრამ საყვარელი. მოკლედ ურიგო გოგო არაა. კიდევ ვერ იტანს შარვალს,უყვარს ნირვანა,მეფე და ზოგადად როკი. თვითონაც მღერის,უკრავს გიტარაზე,ფანდურზე,პიანინოზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დრამზე. ჰყავს დედა,უმამოდაა გაზრდილი. სინამდვილეში ჰქვია თეო,მაგრამ ბავშვობიდან ეძახიან თეკლას,შემდეგ უკვე პირადობაშიც თეკლა ჩააწერინა. თაყვანისმცემლები ბევრი არ ჰყავს,მაგრამ არ აინტერესებს. შეყვარებული ერჰხელ ჰყავდა,თედო ერქვა ,მაგრამ მერე დაშორდნენ და ახლა ჩვეულებრივი,ნორმალური ურთიერთობა აქვს. სხვათაშორის ყოფილების კვალობაზე ერთმანეთს კარგად უგებენ და ნეგობრობენ,უყვებიან ეთრმანეთს სიახლეებს და ა.შ. და კიდევ მთავარი საკმაოდ გულჩვილია,ყველაფერზე ტირის და ძალიან მოსიყვარულეა. გიჟდება ბავშვებზე.
ხუმრობს ყველაფერზე,რელიგიის გარდა.
მოკლედ იდეალური გოგოა რა.)
სკოლაში უცებვე მივედი.
მთელი დღე ვეძებდი ვირიშვილს,მაგრამ არ შემხვედრია.
ბოლო გაკვეთილი იყო,ქიმიის კაბინეტში შევედით.
ქიმიის ცდები მიყვარს,სულ ვაფეთქებ რაღცებს,(ხუმრობით) და ამიტომ პირველი გავრბოდი.
თავი ოლიმპიურ თამაშებზე მეგონა.
ის იყო კარი უნდა შემეღო,რომ მიწაზე გავგორდი. მარტო მიწაზე,რომ გავგორებულიყავი რა მიჭირდა.
რომ წავიქეცი ვიღაცას ფეხზე მოვეჭიდე,ის ვიღაცა წაბორძიკდა და ბრახ!
მე დამეცა. სიმძიმეს ვეღარ გავუძელი და კიბეებისკენ გადავგორდი. ხოდა ბუხ! დავგორდით.
ჩახუტებულები მივგორავდით და ამ დროს ცხვირში შემიღიტინა ნაცნობმა სურნელმა.
"Dark Night" გავიფიქრე და ბოლო საფეხურსაც დავკარი თავი.
მერე კი დამიბნელდა.
გაასწორა!



№1  offline წევრი salomee

Ra sayvareliaaaaaaa

 


№2  offline წევრი Anna)))

Ragac saintereso chans ^^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი kurt cobain

მადლობა ბავშვებო ❤ ღამით დავდებ ახალს.)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent