შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,ანუ მოახლე [1]


10-03-2015, 21:11
ავტორი ნაცნობი
ნანახია 3 450

* * *
-მე?! მე იქ რა მინდა?! ხო არ გადაირიენ ესენი?! - საბოლოოდ გავიბრძოლე და ამდენი ქოთქოთისგან ძალაგამოცლილი, სავარძელზე დავესვენე. გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გავისვი და სპეციალურად ჩემთვის მოტანილი წყალი მოვსვი. იმდენად გადავიღალე ამდენი წივილ-კივილისგან, რომ ძალაუნებურად მიმებლიტა ჩაწითლებული ქუთუთოები.
-კარგი დედა, იზამ რამეს .. - თავისი ჭკუით დამამშვიდა დეას დედამ. მარიკას მეთოდები ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა, მაგრამ ეს ის გამონაკლისი იყო, როცა ვერაფერი მომიხერხა. არაფერი არ მიშველიდა ახლა. იმ სიტუაციაში ვიყავი,რომ საკუთარი თავი უნდა გამომეგლოვა, სხვა მგონი მართლა აღარაფერი დამრჩენოდა!
-რას ვიზამ მარიკა დეიდა, რას? - ამოვიკნავლე ძალაგამოცლილმა ისე, რომ თვალები არც გამიხელია. ქალი არ წყვეტდა ჩემს თმაში თითების ხლართვას და მეც უფრო და უფრო მელულებოდა გადაღლილი თვალები.
-მაგაზე მანამ უნდა გეფიქრა, ანანო! - ჩემს დატუქსვას აგრძელებდა დეა და ისედაც ბეწვზე დაკიდებულ ნერვებს, უფრო და უდრო მაგლეჯდა. სულ ასე იცოდა, ასეთ მომენტებში ჩემი დამშვიდების მაგივრად, პირიქით, ოფრო მაღიზიანებდა და ბოლოს სრულ ისტერიკამდე მივყავდი.
-კარგი დეა, თავისი გასაჭირიც ეყოფა ბავშვს! - შეუბღვირა მარიკამ შვილს და როგორც ჩანს ჩვენი მარტო დატოვება ამჯობინა. სულ თავისა და ხელების ქნევით დატოვა ოთახი.
დეა ჩემს მხარეს გადმოსკუპდა, სახე ხელებში ჩარგო და ისევ ამოიგმინა.
-რა ვქნა, დეა? - დავსვი სრულიად ადეკვატური შეკითხვა და გადაგლესილი თვალები იმ იმედით გავახილე, რომ დაქალი რაიმე დამაიმედებს მეტყოდა.
-არ ვიცი! - თავი გააქნია და მზერა ფანჯარას გაუშტერა - ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა არ ვიცი. - ესეც ჩემი ბოლო იმედი.
-დამერხა! - საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე და ფეხზე წამოვიჭერი - არა, რაღაც უნდა მოვიფიქრო! - მშვენივრად ვიცოდი, ამ სიტუაციიდან გამოსავალს რომ ვერ მოვძებნიდი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაწვებოდი ჩემსას.
-ერთი წამით, დაჯექი ადამიანო და დაწვრილებით მომიყევი! - ბრძანება გასცა დეამ და სავარძელს რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის გული. მე, რაღაც ზმუილის მაგვარი ხმა ამოვუშვი და დაქალთან მივესვენე.
-იმ დღეს, საქმიან შეხვედრაზე BEGGIN რომ ჩავურთე ხალხს და მთვარის სონატა რომ გამოვურთე, ის ვერ მოინელა მამაჩემმა! - ტუჩზე ვიკბინე მე.
-ღმერთო, რა უნამუსო ხარ ანანო! მაგას როგორ ამბობ? რაც გიამ გითმინა შენ, ვერავინ ვერ მოითმენს საკუთარი შვილისგან ამდენს. ყოველგვარ საზღვრებს გასცდი სიხარულიძე. ხომ იცი რა მნიშვნელოვანიც იყო გიასთვის ის წვეულება თუ საქმიანი შეხვედრა, შენ კიდევ როგორ მოიქეცი?! და საერთოდაც ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ! - გაცოფდა დეა და ღაწვები სასაცილოდ აუწითლდა. როცა ბრაზდებოდა, სულ ასე იცოდა ხოლმე. მე სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ამით უარესად ვაღიზიანებდი.
-მერე მაგის გამო, დამლაგებლად უნდა გამამწესოს?! - საკუთარ პოზიციას არ ვთმობდი მე მიუხედავად იმისა, რომ დამლაგებლობის კი არა, უარესის ღირსი ვიყავი. თან, ამაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავდი, უბრალოდ მე ამ მომენტში ნამდვილად არ ვსაჭიროებდი დამლაგებლად მუშაობას, თანაც შუა ზაფხულში, მაშინ, როცა ჩემი გეგმები მქონდა და დაქალებთან ერთად ვაპირებდი დროის გატარებას.
-რამენაირად ხომ უნდა მოგიყვანოს აზრზე, ანანო? - ხელები დაიკრიფა დეამ.
-მივხვდი, გავიგე, რომ ცუდად მოვიქეცი! ახლა რა ვქნა, თავი ჩამოვიხრჩო?
-ახლა არა, მაგრამ მალე ნამდვილად გაგიხდება თავი ჩამოსახრჩობი! - დამაიმედა ქალბატონმა - და რაო რას ამბობს, ვისთან უნდა იმუშავოო?
-არ ვიცი ზუსტად. არდადეგები გაქვს და იმით ვისარგებლებ , რომ გეგმებს ჩაგიშლიო. თუ ხალხს არ გადარევ, უნივერსიტეტი რომ დაგეწყება მერე ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას, თუ არა და ისევ იქ იმუშავებ ლექციების მერეო. - მამაჩემის სიტყვით გამოსვლა გამახსენდა და სახეზე ხელები ავიფარე. დარხეული მქონდა, ოფიციალურად.
-ძალიანაც კარგი!
-დეა! - შევკივლე მე და გაოცებულმა ავხედე ქვემოდან.
-ხო კარგი, ვჩუმდები. - ხელები სასაცილოდ ასწია ზემოთ - და პრემიერ მინისტრის უმცროსი ქალიშვილი დამლაგებლად რომ იმუშავებს, ამას სკანდალები რომ მოყვება, ამაზე არაფერს ამბობს? რას იფიქრებს ხალხი, რა ძუნწია ეს კაციო, ხო იტყვიან? - დეას ეგონა გამოსავალი ვიპოვეო და თვალები ისე გაუბრწყინდა, სიმწრით გამეცინა.
-რა სკანდალები დეა, ვინ რა იცის მე ვინ ვარ?! არც-ერთ შოუში არ წავყოლილვარ, არც-ერთ წვეულებაზე, ნუ, იმ ერთის გარდა, რომელსაც სავალალო შედეგი მოჰყვა. - ქუთუთოები ერთმანეთს დავაჭირე და თვალწინ ის სცენა წარმომიდგა, BEGGIN რომ ჩავრთე გაბრყინებული თვალებით. - არავინ არ იცის ჩემი ვინაობა უახლოესი მეგობრების და ნათესავების გარდა. ამიტომ, ეგ პრობლემა არ იქნება გიასთვის! თან, ეს ოჯახი, ვისთანაც მამუშავებს უცხოეთიდან ახალი ჩამოსულები ყოფილან, იქ რაღაც ბიზნესი ჰქონიათ და ახლა საქართველოში მოუნდომებიათ ფესვების გადგმა თუ რაღაც - გიას სიტყვების ციტირება გავაკეთე და გამეცინა - ხო და, იმათ მითუმეტეს არ ეცოდინებათ ვინ ვარ და რა ჯანდაბას მოვითხოვ!
-ყველაზე ცუდი იცი რა იქნება ანანო? ძაან კუდაბზიკა ხალხი რომ დაგხვეს იქ. იცოდე, რაც არ უნდა გითხრან, სიტყვა არ შეუბრუნო, თორემ გამოგაგდებენ და მერე მთელი წელი სხვაგან მოგიწევს მუშაობა! არ გირჩევნია, ახლა 3თვე მოიშორო ეს ხალხი და მერე ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება?
-ნუ მთარსავ დეა!
-მე უბრალოდ მინდა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს წინასწარ შეეგუო. - მხრები აიჩეჩა დეამ.
-ვერ მოვითმენ - სახეზე ხელები ავიფარე და ტუჩები სატირლად დავბრიცე.
-ანანო იცოდე, სიტყვა არ შეუბრუნო და ხალხი არ გამოლანძღო! - გამაფრთხილებლად დამინქნია დეამ საჩვენებელი თითი. ნუ, თეორიულად ვიცოდი, რომ მომთმენი და ერთი შეხედვით ზედმეტად სევდიანი, საცოდავი გამომეტყველების გოგონა უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად! საშინლად მეზიზღებოდა ამპარტავანი, კუდაბზიკა საზოგადობა და ვლოცულობდი, რომ ის ოჯახი ასეთი არ ყოფილიყო, თორემ ვერ მოვითმენდი, მამაჩემი უარესად დამსჯიდა და მერე მთელი წელი მომიწევდა დამლაგებლად მუშაობა. იმიტომ კი არა, რომ მეთაკილებოდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ზუსტად ვიცოდი, დალაგების მაგივრად ყველაფერს ავურევდი და თეფშების რეცხვის მაგივრად, ხელში შემომატყდებოდა ყველაფერი.
საშინლად მემძიმებოდა 3თვე უცხო ოჯახში ცხოვრება, იქ, სადაც სულ სხვა ვინმე ჰგონიხარ ხალხს და ამ დროს სულ სხვა ხარ. მაშინ , როცა მათ 25წლის გოგონად უნდა გავცნობოდი, მე სულ რაღაც 18ის გახლდით და დამლაგებლობა იმიტომ მიწევდა, რომ ოჯახი გავაგიჟე! სერიოზული არაფერი, დალაგება არ გამიჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს მასწავლიდნენ მაინც, თან, სხვა დამხმარეებიც თუ იქნებოდნენ ალბათ კარგადაც შევეწყობოდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი იმედი!
მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული გეგმები ჩამეშალა და ოჯახთან სერიოზული კომფლიქტი მომივიდა, ოდნავაც არ ვადანაშაულებდი მამაჩემს. ნუ, რაც სიმართლეა, სიმართლეა! დამნაშავე თავად ვიყავი და როგორმე ხომ უნდა მეგო არა, პასუხი?! სახლში ჩაკეტვა და ყველაფერი ასეთი ჩემზე და ჩემს სამეგობროზე არასდროს მოქმედებდა, პირიქით, უარესადაც ვიქცეოდით ხოლმე, ამიტომ მამაჩემმა აი ასეთ, ზედმეტად საინტერესო მეთოდს მიმართა და მოახლედ გამამწესა.

* * *
თავისუფლების ბოლო დღე დეაკოსთან ერთად, ფილმების ყურებაში გავლიე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ივნისი იყო, მაინც საშინლად ცხელოდა თბილისში და გარეთ გასვლას აზრიც კი არ ჰქონდა, ვიღვრებოდით ოფლად. ამიტომ, დილიდან ჩემთან გამობრძანდა ქალბატონი. კლასელები გახლდით მე და დეა, ბავშვოვიდან ერთად მოვდიოდით. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მიძლებდა და რომელსაც ვუძლებდი. იმდენი რამ გვქონდა ერთად გადატანილი, რომ აწი ძალიანაც რომ გვდომოდა, ერთმანეთს ვეღარ მოვიშორებდით. ყველას მერჩივნა ეს იდიოტი გოგო:)
-ანანო, ნერვიულობ? - ფიქრებიდან დეას ტიტინა ხმამ გამომიყვანა და ჩემდა უნებურად გამეღიმა.
-არა! - მტკიცედ განვუცხადე და ისევ ფილმს მივუბრუნდი. არაო?! არა კი არა, ვკვდებოდი ნერვიულობისგან. დეამ ეს მშვენივრად იცოდა და ზუსტად ამიტომ ჩაეღიმა ჩემი პასუხის მოსმენის შემდეგ. ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი თეთრ ფორმაში, წინსაფრით და „აბადოკით“. - დეა, ხო მოხვალ ხოლმე? - საცოდავი თვალები მივაპყარი და გულში კიდევ ერთხელ გამოვიტირე საკუთარი ბედ-იღბალი.
-აბა რას ვიზამ ანანო, რა კითხვებით ხარ? კაი ნუ ნერვიულობ რა, ერთადერთი რაც უნდა გახსოვდეს, სიტყვა არ შეუბრუნო, ესაა და ეს! - კიდევ ერთხელ წამიკითხა ლექცია დეამ, მერე გამაფრთხილა, რომ არ უნდა მენერვიულა, თორემ შემამჩნევდნენ და ჩემი ვინაობა რომ გაერკვიათ, უარესად დაგვერხეოდა მეც და მამაჩემსაც, ამიტომ ჯობდა ისევ ეს ოჯახი ამეტანა 3თვე.
ისე ვამბობდი , 3თვე თქო, თითქოს ძალიან ცოტა ყოფილიყოს!

* * *
დილით, ფიქრისგან გადაღლილი თავი ბალიშს ძლივს დავაშორე. მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. ვხედავდი, თუ როგორ მირტყამდა ოჯახის უფროსი, მე კი ცრემლებს ვღვრიდი და ხმასაც ვერ ვიღებდი იმიტომ, რომ გამომაგდებდნენ და გია გადამერეოდა. თავ-პირი ისე ჩამომტიროდა, სარკეში რომ ჩავიხედე, შევკრთი. მორჩა! მიილია ჩემი 18წლიანი თავისუფლება და დაიწყო - 3თვიანი პატიმრობა. არა, აშკარად ვამუქებდი! ამ საკითხს ისე ვუდგებოდი, თითქოს მართლა ციხეში მივყავდი ვინმეს. ვის არ უმუშავია, დამხმარედ?! ეს ყველაფერი ტრაგედიად რატო მეჩვენებოდა, არ ვიცი. ჩემს შეურაცხყოფას კიდევ მე კი არა, გია არ შეარჩენდა არავის, ამიტომაც სულაც არ იყო ეს ყველაფერი ასეთი სანერვიულო. 1საათიანი ძლაწვნისა და წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე ჩაცმა და ქვედა სართულზე "ჩავესვენე".
-რას აკეთებ ამდენ ხანს, ანანო? - შემომიბღვირა დედაჩემმა და თვალებით გაშლილი მაგიდისკენ მიმითითა. სულ არ მქონდა ახლა ჭამის მადა. ნერვიულობისგან სადაცაა გული ამერეოდა.
-არ მშია. - მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი და დედაჩემს მივუახლოვდი - ვის მივყავარ?
-მძღოლი წაგიყვანს, გელოდება უკვე. - განმიცხადა მაკომ და ჩაის მიუბრუნდა.
მე აღარაფერი მითქმავს, სახლი დავტოვე და გურამს ჩავიხტი მანქანაში.თავი საქარე მინას მივადე და გავინაბე. რატომღაც, ცუდზე აღარ ვფიქრობდი. პირიქით, მთელი შემართებით მივემართებოდი სამუშაოს პირნათლად შესასრულებლად. ფიქრებში გართულმა, ვერც შევამჩნიე ისე მივადექით 3სართულიან შენობას, აგურისფრად შეღებილს და საკმაოდ ელეგანტურად გაფორმებულს.
-იმედია, მთელი სახლის დალაგება მე არ მომიწევს. - საცოდავი თვალებით გავხედე მძღოლს და ზმუილისმაგვარი ხმა ამოვუშვი. გურამს გაეცინა და თანაგრძნობის ნიშნად , თავზე გადამისვა ხელი. - ხო ყველაფერი კარგად იქნება, გურამ?
-კი, ანანო! ახლა მიდი, გადახტი. - კიდევ ერთხელ გამიღიმა და მანქანის კარები გახსნა. განწირული სახით დავტოვე მანქანა და გარემო მოვათვალიერე. იმხელა გალავანი ჰქონდა სახლს, რომ მხოლოდ მესამე სართულს ვამჩნევდი, ისიც ძლივს. ეს ციხე-გალავანი რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი. მე რაში მანაღვლებდა, საკუთარ მოვალეობას შევასრულებდი და იმედია მალე და თან მშვიდობით დავტოვებდი აქაურობას, ისე, რომ არც მე დავრჩებოდი ნაცემი და არც ისინი.
გალავანი ღია დამხვდა, მაგრამ კარი იმსიმძიმე იყო, ძლივს შევაღე. წვალებითა და კრუსუნით შევედი ეზოში და თეთრ, მოკლე ბორმებში გამოწყობილ მოფუსფუსე გოგონებს შევავლე მზერა, რომლებიც სავარაუდოდ ჩემი „კოლეგები“ უნდა ყოფილიყვნენ. სულ არ მაინტერესებდა როგორი ეზო ჰქონდა სახლს, ერთი სული მქონდა, უბრალოდ შიგნით შევსულიყავი და ეს კოშმარი მალე დასრულებულიყო. თუმცა, მაინც მომხვდა თვალში საოცრად მოვლილი ყვავილები, უზარმაზარი აუზი და ყველაფერი ასეთი.სულ მინდოდა ეზოში ყვავილები მქონოდა, მაგრამ მაკოს ალერგია ჰქონდა და ჩემი "ედემის ბაღი" ოცნებად დამრჩა.
-უკაცრავად?! - შევკივლე ბოლო ხმაზე. გოგონები ისე დაფრთხნენ, რომ მათი სხეულის მოძრაობაზე, მეც კი შევხტი. მერე,ერთ-ერთი ჩემსკენ გამოემართა და წინ დამეყუდა.
-გისმენთ! - სათნო ღიმილი გადაიკრა ბაგეებზე და თვალი თვალში გამიყარა. რას მისმენს , ვერ გავიგე?! ალბათ არ იცოდნენ, ახალი დამხმარე რომ უნდა შეჰმატებოდა მათ რიცხვს. ჯერ ისედაც იმდენნი იყვნენ, ერთ სახლს ამდენი გოგონა რაში სჭირდებოდა, ვერ მივხვდი. -ვინ გნებავთ? - კითვის ნიშნებიანი, ლურჯი თვალები მომაპყრო გოგონამ.
-მე .. დამლაგებლად გამომგზავნეს. - მხრები ავიჩეჩე მე და ტუჩზე ვიკბინე. გამოგგზავნეს კი არა, მოხვედი ანანო! მოხ ვე დი! საკუთარ თავს დავუმარცვლე გონებაში და გოგონას რეაქციას დავაკვირდი. თვალებგაფართოებულმა ამათვალიერ–ჩამათვალიერა და მზერა ჩემს თვალებზე შეაჩერა.
-გამოგგზავნეს? - არანაკლებ დაიბნა ისიც და კიდევ ერთხელ შემისწავლა. დაახლოებით 25–26წლის იქნებოდა, მეტის არა.
-მოვედი! მეგონა იცოდით ... - ისევ ავლუღლუღდი მე. მგონი, ჯობდა აქ მოსვლამდე ტექსი მომემზადებინა. ღმერთო, ნეტავ კიდევ რამდენჯერ მომიწევდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ლუღლუღი.
-კი, ვიცოდით. ოჯახის უფროსმა გვითხრა, რომ მოხვიდოდი, მაგრამ .. დარწმუნებული ხარ რომ შენ .. კარგი, არაფერი. - წინადადება სწრაფად გაწყვიტა და ღმილით ამომიდგა გვერდით. ვითომ რა გაუკვირდა, მაინც და მაინც ძონძებით ხომ არ მივიდოდი, არა? მნახეს მეც, კონკია. თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე და გოგონას გავყევი.
-მე მაგდა ვარ .. ნებისმიერ წამს შეგიძლია მომმართო, თუ დახმარება დაგჭირდება. - ისეთი საყვარელი ღმილი ჰქონდა ამ გოგოს, რომ საოცრად დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა და მეც წამიერად დამმუხტა პოზიტიური ენერგიით.
სახლში შემიყვანა მაგდამ და თითოეული კუთხე–კუნჭული დამათვალიერებინა. მე მხოლოდ ის ოთახები დავიმახსოვრე, რომელთა დალაგებაც მე მეხებოდა. მაინც მომეჩვენა, რომ საოცრად უაზროდ იყო სახლი განლაგებული. რატომღაც საავადმყოფოს შთაბეჭდილებას მიტოვებდა. რაღაც ჰოლში შედიოდით და იქ იყო ჩაწყობილი, დაახლოებით 6კარი. ეს მხოლოდ პირველ სართულზე. ნუ, მე პირველი მეხებოდა, ამიტომ დანარჩენების დამახსოვრებით თავი არ ავიტკივე. არასდროს მიზიდავდა მსგავსი ტიპის სახლები, ყოველთვის პატარა და მყუდრო მერჩივნა, თუმცა მყუდროებით არც ჩემი შუშაბანდებიანი სახლი გამოირჩეოდა, დიდიან. თუმცა, აუცილებლად ვაპირებდი "ჩემებური" ბინის ყიდვად უახლოეს მომავალში.
ბოლოს, მაგდამ ჩემი ოთახიც მიჩვენა. იმდენად უაზრო ადგილას იყო, დავაკვირდი, სხვებში რომ არ ამრეოდა და არ შემშლოდა. ბოლოს, ყველაფერი რომ დამათვალიერებინა, თავის ოთახში შემიყვანა, რომელიც ძალიან საყვარლად იყო მოწყობილი.
-შენს ნივთებს როდის მოიტან?
-ხვალ.
-მაშ კარგი, არ გინდა ამ ოჯახის წევრებზეც მოგიყვე რამე? - ისევ გამიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ, მაგრამ მაინც ვამჯობინე, მისთვის მომესმინა. ვინ იცის, რაში გამომადგებოდა. თან, ხომ უნდა მცოდნოდა ჩემი "ბატონების" ვინაობა.
-მომიყევი. - მეც გავუღიმე და ფეხები სკამზე ავკეცე.
-ოჯახის უფროსი, ბატონი ზურაბ ნაკაშიძე საოცრად სათნო პიროვნებაა, ძალიან კარგად გვექცევა და სულ გვიღიმის. იშვიათად ბრაზდება და არასდროს არ ყვირის. მისი მეუღლე, ქალბატონი მაია ძალიან ლამაზი შესახედაობისაა, თუმცა ზედმეტად ფიცხია და თითქმის ყველაფერზე ბრაზობს. განსაკუთრებით კი მათ ვაჟთან, ბატონ ალექსანდრესთან უჭირთ ურთიერთობა. ცოტა უცნაირი ბიჭია, მაგრამ რომ შეხედავ დადნები! - ოპა, ჩვენი მაგდა შეყვარებულია - ახლახანს ჩამოვიდნენ უცხოეთიდან და ალქესანდრეს საკუთარი სახლის რემონტი ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ აქ ცხოვრობს დროებით. მასთან გოგონა მოდის ხოლმე, ზურაბს და მაიას საშინლად აღიზიანებთ და არ უნდათ, რომ ალექსანდრე მასთან ურთიერთობდეს, მაგრამ ის არავის უსმენს! საშინლად უკმეხი გოგოა, თავი ვინ გონია ვერ გეტყვი, გვაღიზიანებს და ყველა სიტყვაზე გვამცირებს, ჩვენ კი ალექსანდრეს შიშით ვერაფერს ვეუბნებით! - აი ასე, ჩემს აქ ყოფნას აზრიც მიეცა. - ლიკა ჰქვია, მუდმივად წითელი პომადით და მოკლე კაბებით დადის, ლამაზია, მაგრამ რად გინდა, ამპარტავანი და უკმეხი, ეცადე თვალში არ გაეჩხირო.
-რატო? - გავიკვირვე მე და მაგდას დაინტერესებული მზერა მივაპყარი.
-ანანო, საკუთარ თავს შეხედე, რა გოგო ხარ! ის კი ვერ იტანს , როცა ყველაფერი მის გარშემო არ ტრიალებს. ლიკას გონია, რომ სამყარო მის ხელშია და შენ წარმოიდგინე, უბრალო მოახლეებზეც კი ეჭვიანობს, მე კიდევ შენნაირი არავინ შემხვედრია, დამიჯერე, სანამ არ გაგაგდებს, არ მოისვენებს. მე მაინც ვერ ვხვდები რას აკეთებს ბატონი ალექსანდრე ამ გოგოსთან. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია მაგდამ და რაღაცაზე ჩაფიქრდა. - კარგი, შენი სამუშაო დღე ხვალიდან დაიწყება, დღეს კი შეგიძლია მოეწყო და სახლი კიდევ ერთხელ დაათვალიერო. - ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე წამოფრინდა ადგილიან და ოთახი ჩქანი ნაბიჯებით დატოვა. ოჰო, ჩვენი მაგდა აშკარად შეყვარებულია. რამდენჯერაც დაიწყო ალექსანდრეზე საუბარი, ღაწვები აუწითლდა და აღელდა. ესეც ასე. ოჯახის წევრებზეც შევიტყვე ინფორმაცია. მაგდას საუბრიდან გამომდინარე , არც ისეთი ცუდები უნდა იყვნენ, როგორებსაც მოველოდი.

* * *
ჩემი ნივთები იმ დღეს არ მოუტანიათ, ამოსაწყობი და დასალაგებელი ნამდვილად არაფერი მქონდა. ფორმაც კი არ მოუციათ ჩემთვის, რადგან სამუშაო დღე ხვალიდან დაიწყებოდა. ბუსავით ხომ არ ვიჯდებოდი მაგდას ოთახში, ამიტომ ეზოს დათვალიერება გადავწყვიტე. სწრაფად დავტოვე ოთახი და კიბეებს დავადექი. ის იყო ბოლო კიბე უნდა ჩამევლო, რომ ძლიერი შეჯახება ვიგრძენი. სხეული ერთიანად მომერყა და იატაკს ჩავეხუტე. ესეც ჩემი წარმატებული პირველი დღე. გულში გვარიანად გამოვლანძღე გია ჩემი წვალებისთვის და წითელკაბიან გოგონას ავხედე, რომელიც ისე წამომდგომოდა თავზე იატაკზე გაშხლართულს,რომ მთელ სხეულს მიმზეურებდა. ტუჩსაცხი ცხვირამდე ჰქონდა ასმული და ფეხებსაც 17სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი უმშვენებდა. ეს ყველაფერი ერთად, იმდენად საოცარ ნაზავს ქმინდა, რომ სიცილი ძლივს შევიკავე, თუმცა ამის დრო ნამდვილად არ მქონდა, ფეხზე წამოვიჭერი და სასაყვედუროდ მოვემზადე.
-წინ არ უნდა იყურები? ლამის თავი გამიხეთქე! - ვუთხარი მანამ, სანამ თავად მოასწრებდა წითლად შეღებილი პირის გაღებას.
-ბატონოო?! - გაიწელა სავარაუდოდ ლიკა და საღეჭი რეზინი თითზე დაიხვია. ცოტაც და გული ამერეოდა. - ვინ ხარ? - ამის თქმა იყო და მხარში ძლიერად ჩამავლო ხელი მაგდამ. მე სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ აღარ მაცადა.
-ეს ანანოა, ჩვენი ახალი დამხმარე. - მიახალა და მზერა აარიდა. ლიკას არაფერი უთქვამს, თვალებგაფართოებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მზერა სახეზე შეაჩერა. ისე მიყურებდა, გეგონებოდათ უცხო პლანეტელი დაინახაო.
-მერე, მოახლემ არ იცის, ბევრი რომ არ უნდა იტლიკინოს? - წარმოთქვა ორ წუთიანი დუმილის შემდეგ.
-ყბას თუ არ გამარტყამ, კარგს იზამ! - კბილებს შორის გამომცრა მისი ყბის მოძრაობით გაღიზიანებულს. დაკვესებული თვალები კეფაზე აიტანა ლიკამ და კიდევ ერთხელ, დაკვირვებით შემათვალიერა.
-აქ რა ხდება? - გაისმა ზედმეტად ბოხი,ოდნავ ხრინწიანი ბარიტონი და მზერა ჩვენსკენ მომავალ, 2მეტრიან ახმახზე გადავიტანე. მშვენივრად ვიგრძენი, როგორ მოუჭრა მაგდამ ხელი ჩემს მაისურს. არა ხომ ვთქვი, შეყვარებულია-მეთქი. ზედმეტად კარგად ეცვა "ბატონ" ალექსანდრეს და საერთოდ, იმაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წარმომედგინა. მშვენიერი გამოვნება ჰქონია ჩვენს მაგდუნას.
-უკაცრავად ბატონო ალექსანდრე. - თავი დახარა მაგდამ. რა ბოდიშებს იხდიდა ეს გოგო?! რა ჰქონდა საბოდიშო?! გაკვირვებულმა დავხედე აწითლებულ გოგონას და მერე ისევ ალექსანდრეზე გადავიტანე მზერა.
-საან,შენ გეძებდი. ახალი მოსამსახურე გყოლიათ. - საღეჭი რეზინი გაბერა ლიკამ და ლამის სახეზე შემომახეთქა.
-ფუუ! - აღმომხდა ძალაუნებურად და სახე სასაცილოდ დამემანჭა.
-შენ ხარ დამხმარე? - დაწვრილებული თვალებით გამომხედა „ბატონმა“ ალექსანდრემ და თავიდან-ფეხებამდე შემისწავლა. ნუ, რა იყო იმაში ასეთი გასაკვირი და დაუჯერებელი, რომ დიახ, მე გახლდით დამხმარე. მშვენივრად შევამჩნიე, როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე და ვნებისგან ამღვრეული თვალები მომანათა. აჰა, ესეც თქვენი ბატონი ნაკაშიძე. მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და ყურადღების გადასატანად ისევ ლოყებაფაკლულ "კოლეგას" დავხედე.
-დიახ, ახალი დამხმარეა, ანანო სიხარულიძე. - ისევ მაგდამ გასცა პასუხი ჩემს მაგივრად და თავი დახარა. ლაპარაკს არ მაცდიდა, მგონი ეშინოდა ისევ რაიმე არ მეთქვა ცუდად. რას მალავდა ეს გოგო სახეს ყოველ წუთში, შეჭმას უპირებდა ვინმე?
-ანუ ანანო .. - კიდევ ერთხელ ამათვალიერა. არა, შეიძლება ადამიანი თავიდან ფეხებამდე შეისწავლო? თანაც, დაკვესებული თვალებითა და ტუჩების ლოკვით.
-რა არ მოგწონთ, ბატონო ალექსანდრე? - თვალები დავიწვრილე. მაგდამ ისე მომქაჩა მაისურზე, ლამის ჩამომახია. ნუ, მაინც როგორი მორცხვი იყო ეს გოგო! ვითომ რას ვამბობდი ახლა, ასეთ საგანგაშოს?! აბა, ტუჩებს რომ ილოკავდა „ბატონი“ ალექსანდრე, რა ეგონა?!
-შენ! შენ არ მოსწონხარ! - წარბები ზემოთ აზიდა ლიკამ და თმა თითზე დაიხვია.
-ხო?! მე კიდევ, რატომღაც პირიქით მგონია. - თვალი ჩავუკარი ლიკას და მისი მწველი მზერაც დავიმსახურე. აბა, რა ეტყობოდა ახლა ამ ბიჭს იმის, რომ არ მოვწონდი? პირიქით, მოიკვნიტა ტუჩები.
-უკაცრავად, ჩვენ წავალთ. - ხელი ჩამავლო მაგდამ და „ბატონ“ ალექსანდეს ხმის ამოღებაც არ აცადა, ისე გამათრია იქიდან. მე, საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილი ავედევნე უკან და მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, თურმე როგორ დამერხა! ახლაღა გამახსენდა დეაკოსა და ჩემი ოჯახის დარიგებები, რომ არავისთვის არ უნდა შემებრუნებინა სიტყვა და ყველაფერი ასეთი.
-ანანო! გაგიჟდი? - სახლის უკან დამაყენა მაგდამ და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, დრო იხელთა ჩემთვის ლექციების ჩასატარებლად. - შენ არ იცი ლიკას რამხელა პრივილეგია აქვს აქ. ალექსანდრეს ჩვენ ყველა მოახლე სულ ფეხებზე ვკი*ივართ, ნუ, მგონი ლიკაც კიდია, მაგრამ ჩვენ უფრო, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლია აქედან მოგვისროლოს! შენ კიდევ მარტო ლიკას კი არა, ალექსანდრესაც ელტილიკე. ასე მეორედ აღარ მოიქცე ანანო, თორემ შენი აქ ყოფნა დიდხანს ვერ გასტანს. - გამოსვლა დაასრულა მაგდამ და ღრმად ამოისუნთქა - ისე, რა გიჟი ხარ! - სიცილი აუტყდა და მარჯვენა მხრიდან მომეწება - რომ მეხვეწო, ცხოვრებაში ასეთ რამეს ვერ გავბედავ .. - სიცილს არ წყვეტდა და ჩახუტებული მივყავდი იქვე მოწყობილი, ჩემთვის საოცრებო, ულამაზესი ბაღისკენ.
________________________________________________________
არსად არ წავსულვარ ხალხოოო:) <3 იმედია მოგეწონებათ და კიდევ, იმედია ემოციებს გამიზიარებთ! <3 <3 <3



№1  offline წევრი kurt cobain

ამას რას ვხედავ. წავიკითხო წავედიი ❤

 


№2  offline წევრი Mkitxveli

მომწონს უკვეეე ))

 


№3  offline წევრი Mariami_MariamOo

Vaime ra kargi wasakitxia ^^

 


№4  offline წევრი BvBArMy

ძალიან მომეწონა, მალეე გააგრძელე რა
--------------------
I Hate Everything About You

 


№5  offline წევრი MariBal

ვაიმე ძააან მომეწონაა!! <3
ლიკაზე ვიცინე ბევრი, მისი სახით სასაცილო მომენტები არ აგვცდება ალბათ :დ
ანანო მომეწონა მაგრად, ჩემი თავი იმდენ რამეში მივამსგავსე :დ

 


№6  offline წევრი Unnamed

Momewona da male dade raa :D

 


№7  offline წევრი behappy

vaimeeee!!!!! ra magari gogo xar iciiiii??? gadavirie :***

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent