მწვანეთვალებას გადაყვარება რთულია
ჩემი დილა აჟიტირებით დაიწყო, დილიდანვე ვიცოდი,რომ დღეს ჩემი პირველი სტუმრობა იყო უნივერსიტეტში თან მეშინოდა თან მიხაროდა. ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა ამიტომ გამოვფხიზლდი და დღეს მშვიდობიანად შევეგებე. ავდექი და შევედი აბაზანაში, წყალს გავატანე ყველა ის დარდი და შიში , რომელიც უნივერსიტეტს ეხებოდა, აბაზანიდან სრულიად დამშვიდებული გამოვედი... ჩაცმა ჩემი ყველაზე დიდი „ტკივილი“ იყო. რადგან შემეძლო ვმდგარიყავი კარადის წინ ორი საათი და მეფიქრა იმაზე, თუ რა ჩამეცვა. საბედნიეროდ დედაჩემის დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გავითვალისწინე მისი აზრი, რომ ჩამეცვა ნორმალური გოგოსავით. დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა რა იყო გოგო ბიჭი რომ მდომოდა გეტყოდიო, შენც კოპიო შენი ძმა ხარო. ისე სულ დამავიწყდა მე ვერ ნია შედანია 18 წლის, მაღალი, გამხდარი, ღია წაბლისფერი სწორი წელამდე თმით, ჭაობისფერი თვალებით, პატარა სწორი ცხვირით და მოწითალო საშუალო ზომის ტუჩებით, მყავს დედა, მამა და ძმა, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსია, სულ მაკონტროლებს , რის გამოც ჩხუბი მოსდით ხოლმე დედას და მამას ლუკასთან ჩემ ძმასთან. დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი 23 წელია ერთად არიან და სულ მინდოდა მათნაირი ოჯახი მქონოდა ოდესმე. ახლა ამას მოვრჩეტ და გადავიდეთ რეალობაში. სკამზე დაკიდებული ნაზი თეთრი ყვავილებიანი მოკლე სარაფანი ჩავიცვი, ღია ნაცრისფერი ჟაკეტი მოვცივი და ფეხზე თეთრი კედები ჩავიცვი. თმა როგორც ყოველთვის გავიშალე და ჩემი ოთახიდან გავედი. დედა უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდა, მამა კი წასასვლელად მიდიოდა. დედამ როცა დამინახა, თვალები გაუფართოვდა: -ასე არ ჯობია შვილო დაემსგავსე გოგოს ძლივს. -კარგი რა დედა, ისედაც გოგო ვიყავი უბრალოდ ხომ მიცნობ არა? ეს ძალიან გადაპრანჭვები არ მიყვარს. ისე დღესაც შენი ხათრით ჩავიცვი ეს კაბა, ვიცი როგორც გიყვარს, რადგან შენი და მამას გაცნობის დღეს გეცვა. -კი დედა, მაგრამ მე მაგ დღეს მაღალქუსლიანი მეცვა, შენ კიდევ, ეგ კედები გაცვია? -კი, დედუნ ხომ იცი მის გარეშე ვერ ვძლებ. -კარგი, კარგი, შენთან კამათს აზრი არ აქვს. მიდი ჭამე და წადი უნივერსიტეტში, პირველი დღეა და არ მინდა დააგვიანო. -კარგი დე ნახვამდის და, რომ მივალ მოგიყვები ყველაფერს. უი დედიკუსა მე მარი გამომივლის და ერთად წავალთ, ხო იცი ისიც ჩემს უნივერსიტეტშია. ვჩამე, გავემზადე და ველოდებოდი მარის როდის მომაკითხავდა. არადა ყოველთვის პუნქტუალური იყო, დღეს კი მთელი 5 წუთით დააგვიანა, რომ მოვიდა ცოტა მოვიბუზე, მაგრამ მარი ჩემი მეორე მე იყო. 12 წელია ვიცნობ და 12 წელია გადაბმული დაქალები ვართ. -ვაუ ჩემი გოგო, რა ლამაზი ხარ! ყოჩაღ ნინოს კარგად უმუშავია, ალბად გუშინ მთელი დღე გეუბნებოდა, ხომ რო ეს კაბა ჩაგეცვა? მაოცებ.... გაოცებას ვერ მალავდა მარი, რადგანაც პირველად მხედავდა ასე ჩაცმულს. -კი, ყველაფერი მისი დამსახურებაა, გავუღიმე და მანქანაში ჩაუხტი. -აბა, გოგო დღეს პირველი დღე გვაქ ხო იცი უნივერსიტეტში თავი არ უნდა შევირცხვინოთ. -არა მარო რა თავის შერცხვენაზეა ლაპარაკი.- დავიწყე სიცილით. და ასე სიცილ-კისკისში შევედით აუდიტორიაში. ისეთი მხიარული სახით შევედით ყველამ ჩვენ შემოგვხედა, ჩვენც არ დავბნეულვართ, მოვძებნეთ ორი ცარიელი მერხი და დაველოდეთ ლექციის დაწყებას. ძლივს შემოვიდა ლექტორი და რაღაც უაზრო გაცნობითი ლექცია იყო. ყველა გავიცანი, ძალიან კარგი და თბილი ბავშვები აღმოჩნდენ. ერთთან მითუმეტეს მე და მარომ საერთო ენა გამოვნახეთ, ანასტასიასთან. საოცრად კეთილი და საყვარელი გოგო იყო. ამ დამღლელი დღის შემდეგ ჩვენ ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ აღგვეღნიშნა ჩვენი გაცნობა და წავულიყავით კლუბში. ჩვენც დავთანხმდით. და ძლივს მოვიდა 9 საათი დაურეკე მაროს და უთხარი რომ ერთად წავსულიყავით. მაროც დამთანხმდა. არ დამთანხმდებოდა და მაგისი აჯობებდა. ჩავიცვი ნაცრისფერი ჯინსი თეთრი კედები და თეთრი მაისური წარწერით je t’aim. თმა ავიწიე და დაველოდე მაროს. მარო როგორც ყოველთვის მალე მოვიდა თავისი რაშით. და მეც ჩაუხტი მანქანაში. ძლივს მივაღწიეთ კლუბამდე და იქ დაგვხვდნენ ჩვენი ჯგუფელებიც. ჩვენც მალევე შევედით. ნუ, არც ერთი ვყოფილვართ კომუნისტები და ამიტომ ჩვენც დავიწყეთ გართობა. მე და მარო დიდი სასმლის მოყვარულები ვართ ამიტომ თავს არ ვიკავებდით და ვსვავდით. უცბად გადავწყვიტეთ რომ გვეცეკვა და უცებ ბრახხ.. ვიღაცას შევასკდი. ------------------------------------------------------------------------------ პ.ს პირველი ისტორიაა. იმედია ღირს გაგრძელება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.