შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ, დარჩი ჩემთან. (1)


11-03-2015, 18:48
ავტორი Birdy
ნანახია 2 193

– გისმენთ
– ლიზი ხარ? – მომესმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა.
– კი, ლიზი ვარ. თქვენ რომელი ხართ?
– მე ლევანი ვარ, მარიამის მეგობარი. მარიამმა ზედმეტად ბევრი დალია და როგორც ვატყობ სახლში წამოსვლასაც არ აპირებს ჯერ, არა და ვფიქრობ საკმარისია მისთვის.
– ალბათ გინდათ ჩემს დაქალს მოვაკითხო და წამოვიყვანო ხო? – მაშინვე მივხვდი რის თქმასაც აპირებდა, მარიამისგან 5 წელია მიჩვეულივარ ესეთ სიტუაციაში ჩაგდებას.
– როგორი ჭკვიანი გოგო ხარ – ირონიულად აღნიშნა მამაკაცმა – რამდენ ხანში შეგიძლია მოხვიდე?
– სად ხართ?
– მისამართს გამოგიგზავნი და მალე მოდი, კარგი?
– კარგი.

ალბათ ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, შეტყობინება რომ მომივიდა. ღამის 2 საათი იყო დაწყებული. – ღმერთო ლიზი როგორ დამღალე – ჩავიბურტყუნე ჩემთვის, კედები ჩავიცვი, ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავედი. საშინლად ბნელოდა, თბილისის ქუჩები ამ დროს ისეთი ცარიელია. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ესეთი თბილისი უფრო მიყვარს. ცარიელი, წყნარი და ბნელი. ღამის თბილისი. ტაქსი მალევე გავაჩერე და დანიშნულების ადგილზე მივედი. ჩქარი ნაბიჯებით ავიარე კიბეები და ზარი დავრეკე. კარი შავგრემანმა, საკმაოდ ნასვამმა ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო.

– შენ ალბათ ლიზი ხარ ხო? – ურეაქციოთ ამათვალიერა უცნობმა.
– მარიამი სადარის?
შიგნით შევიდა და მანიშნა რომ გავყოლოდი.
– ბევრი დალია?
– ლიზიიიიი – გავიგონე ჩემი დაქალის ხმა. მისი დანახვა ამაზე მეტად არასდროს შემზარებია. საშინელ მდგომარებოაში იყო.
– ადექი, უნდა წავიდეთ. – წყნარი ხმით ვუთხარი და მისი წამოყენება ვცადე.
– მაგრამ მე შენთან ყოფნას, ლევანისთან ყოფნა მირჩევნია. – სიცილით მითხრა მარიამმა და ჩემი ხელი მოიშორა. შევამჩნიე როგორი დაძაბული იდგა მამაკაცი. მივხვდი რომ მისთვის ეს სიტუაცია არც თუ ისე სასიამოვნო იყო.
– ამისთვის სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდი. – გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე, მარიამი წამოვაყენე და კარებისკენ ბანცალით ძლივს წავიყვანე.
– ჩაგაყვანიო? – ვალის მოხდის მიზნით მკითხა ლევანმა.
– არა, მადლობა. მეთვითონ მოვერევი. – უცნობს დავემშვიდობე და ლიფტი გამოვიძახე.

მარიამი სახლში მივიყვანე, დავაწვინე და სანამ არ ჩაეძინა გვერდიდან არ მოვშორდი. ცოტა ხნით გაბრუებული ვიჯექი საწოლზე. მინდოდა აზრები დამელაგებინა და მარიამის საქციელისთვის გასასამართლებელი საბუთი მომეძებნა მაგრამ ვერ ვიპოვე, მისი ქცევები ბოლო პერიოდში ზღვარს ცილდებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. ისევ ის ნომერი იყო, ალბათ მარიამის ამბავი აინტერესებდა.

– გისმენ ლევან – ვუპასუხე და მზერა ლიზის მივაპყარი.
– ქვემოთ ჩამოდი. მარიამს რაღაც დარჩა და მოვუტანე.
პასუხს არც კი დაელოდა, ისე გამითიშა ტელეფონი. ცოტა ხნით ასე ვიჯექი გაოცებული. მალევე მოვედი გონს, ზანტად ავწიე ტანი და ოთახი ჩუმი ნაბიჯებით დავტოვე. ქვემოთ ჩასულმა ირგვლივ მიმოვიხედე, ლევანი იქვე იდგა თავის მანქანაზე მიყრდნობილი და ინტერესით დასცქეროდა თავის ხელს. ჩქარი ნაბიჯებით წავედი მისკენ, როცა დამინახა გაეღიმა და გასწორდა.
– ამდენი ხანი რატომ მალოდინე – ისევ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
– მეტი სწრაფად ვერ დავდივარ. – უხერხულად შევიშმუშნე.
– აი აიღე – ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო – მარიამს დარჩა და რომ არ მომეტანა, ვიცი გულს გამომიღებდა.
– დამცინი ხო? – გაბრაზება ვეღარ დავმალე. – ამის გამო ჩამომიყვანე ამ შუა ღამეს?
– მე შემიძლია სხვა რამეც შემოგთავაზო – მალევე წინ ამესვეტა ლევანი. – მარიამს უკვე ძინავს. წამოდი ჩემთან და დილით გამოგიყვან. – ლოყაზე ორი თითით ნაზად მომეფერა, ერთი ხელი კი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
– მომეცი კოლოფი, სახლში უნდა დავბრუნდე. – ხელები მკერდზე მივადე და უკან გავწიე. წინააღმდეგობის გაწევაზე უფრო მჭიდროდ მიმიზიდა მისკენ.
– ვიცი რომ გინდა, რატომ მეწინააღმდეგები – ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და საკოცნელად გამოიწია.
– გამიშვი თორემ ვიყვირებ – ზიზღით სავსე მზერა მივაპყარი ლევანს. – ჯანდაბა. გამიშვი! – ცოტა ხმამაღლა წამოვიძახე და მისი მკლავებიდან განთავისუფლება ვცადე.
– კარგი, დამშვიდდი. – ხელები გამიშვა ლევანმა და კოლოფი მომაწოდა – აიღე და ადი სახლში. – ისევ პირვანდელ მდგომარებოას დაუბრუნდა. ჩემს წინ ისევ ცივი გამომეტყველების ლევანი გაჩნდა. ხმა არ ამომიღია, კოლოფი გამოვართვი და ბინაში ისე შემოვედი უკან აღარ გამიხედავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent