შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ბოროტი პრიციპები (2 თავი )


11-03-2015, 22:38
ავტორი lika-kika
ნანახია 1 760

დღეები სწრაფად გარბოდა, არანაირი ცვლილება ბექას არ ქონია, მაგრამ მდგომარება რომ არ გაუარესებია ჩემთვის ეგ უკვე კარგს ნიშნავდა. აი ვალებს კი ქონდა სწრაფი წინსვლა, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე, რომ ბექას მკურნალობის ხარჯები დამეფარა , საამისოდ ბინა ჩავდე და ვინ იცის, როგორ გდავიხადე პირველი თვის პროცენტი. კორსიზი და ვალიუმი დავიმეგობრე. ერად ვართ სულ, ლხინი სადაა და გაჭირვებაში გვერდში მიდგანან კაი ძმებივით. ამდენი ფიქრის და ნერვიულობისაგან უძილობა დამეწყო, მერე მთელი დღე გამოფიტული დავდივარ. საჭმელსაც არ ვჭამ კარგად, ზოგჯერ ბიუჯეტს ვუფრთხილდები,ზოგჯერ კაპიკი არ მაქვს, აი ზოგჯერ ვჭამ და მაგიტომაც ვარ ასეთ დღეში. სწავლა მივატოვე, მესამე კურსზე ვიყავი, იურიდულზე ვსწავლობდი,,, როგორ მომწონდა, მაგრამ ცხოვრება როდი გვანებივრებს იმით, რაც მოგწონს?! სხვა გზა არ მქონდა მუშაობა უნდა დამეწყო, ნათესავებმა სამსახური მიშოვეს და მეც დავიწყე მუშაობა ძიძად. 2 ტყუპს ვუვლი. ანკა და თიკა ქვია ტყუპებს. 1წლის და 5 თვის არიან. პატარა მრგავლი წერტილები! ისეთი საყვარლები არიან შესლანსვა მოგინდებათ! მესამე შვლიც ყავთ ნიკა, მაგრამ ის ბაღში დადის. დილით 8 საათზე უკვე ბავშვებთან ვარ. თენგომ, ბავშვების მამამ 9 საათამდე ნიკას ბაღში წაყვანა უნდა მოასწროს. ქალბატონი ლალი გამოპრანჭვითაა დაკაებული და მეც 8-ზე მანდ უნდა ვიყო, რომ ტყუპებს მივხედო. სახლის დალაგებაც ჩემს მოვალეობაში შედის, საჭმლის კეთება დიდიებისთვისაც და პატარებისთვისაც. ბავშვები რომ იძინებენ მაშინ ვალაგებ. 8 საათზე ვამთავრებ სამსახურს. ქალბატონი ლალი კი მოდის 6-ზე სახლში, მაგრამ დღლილი ვარო და ისვენებს. ნიკა ძალიან ცელქი ბავშვია, 6 ნახევარზე უკვე სახლშია და მერე 8 ამდე ისიც ჩემთანაა. პატარებს აწვალებს და ატირებს, ხან რას დასვრის ძალით,ხან რას. მონას მეძახის და მიდი დროზე ხვეტეო მეუბნება .თავიდან წყნარად ვუხსნიდი რომ მონა არ ვარ, აღმზრდელი ვარ პატარების და საერთოდაც ასე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ არც კი მისმენდა, რომ ვერ გავაგებინე წავეჩხუბე იმან კიდე მშობლებთან ისე დამაბეზღა და თან მცემაო დაუმატა! გავგიჟდი... ლალი აპირებდა ჩემთან ჩხუბს, თენგომ რომ გააჩერა, ვიცი რაც არის ნიკა და ბოდიშს გიხდითო. ლალი კიდე ცხვირაბზუებული მიმზერდა. ნიკას მოვლა ჩემს მოვალეობაში არ შედის , მაგრამ არ მშორდება და რა ვქნა? 800 ლარი მაქვს ხელფასი, რაც ძალიან მჭირდება ამმდგომარეობაში მყოფს და მეც ვუძლებ ასეთ ყოფას. ტყუპები ძალიან საყვარელი ბაშვები არიან, აი ნიკა კიდევ ნამდვილი დედაა! ჩემზე დიდი, დიდი 7 წლით იყოს დიდი ლალიკო და „ქალბატონოთი მომართეო!“ არ მჭირდებოდეს ფული, ვანახებდი ქალბატონს! თენგო ძალიან კარკი კაცია. ყოველთვის თბილად მქცევა, ქალბატონი კიდევ ყველაფერს მიწუნებს.
სამსახურიდან ეგრევე ბექასთან მივდივარ და 12_ამდე იქ ვრჩები, მერე სახლში და ასეთი ყოველდღურობით ვხოვრობ. მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებ,ისიც 3 საათის მერე. მანამ ცოლ_ქმარი ისვენებს და იძინებს. დიმას იშვიათად ვნახულობ, როცა ვანახულობ მაშინ კიდევ საყვედურებით მავსებს,სად მეკარგებიო.
დღეს ისევ გამომიყვანა ექიმმა და ისევ მითხრა რატო ტანჯავთ, სჯობს გამოვრთოდო, აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა ზღვარს გადასული კომაო, მაგრამ მე ისე დავუყვირე გალახული ბაშვივით დახარა თავი, ხმის ამოღებლად დამტოვა და წავიდა.
სახლში მისულს, დედა და მამა დამხვდა მომტირალი, უცებ მივარდი რა დაგემართადთქო, კაი ხანს ჩუმად ისხდნენ და მერე დედამ თქვა...
_ჩვნენ მივიღეთ გადაწყვეტილება ბექას ხვალ გავუთიშავთ აპარატსო. _კინაღამ გული გამისკდა! ექიმისაგან ძლივს მოვისმინე ეს და ეხლა ჩემი მშობლები მეუბნებიან ამ ყვეაფერს?!
_თქვენ სულ გაგიჟდით? ეს შენ მითხარი დედა? დედა ეს შენ აგღმოხდა? როგორ დედა? როგორ იმეტებ შვილს? როგორ შეგიძლია დედა? ან მამა შენ, შენ როგორ დათანხმდი? ღმერთის არ გწამთ ხალხო? როგორ კლავთ ბექას? საკუთარ შვილს ვინ იმეტებს ასე?! სულ რომ ქუჩაში აღმოვჩნდეთ ბექას მაინც არ გამოვრთავ იმ აპარატიდან გაიგეთ?_ბოლომაზე ვუყვიროდი მშობლებს რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ და თავჩაღუნული მისმენდნენ. კარების მაგრად მივუჯახუნე მშობლებს და ჩემი ოთახისაკენ გავეშურე.ასე ნერვებ მოშლლი ვეგდე საწოლზე და ვლანძრავდი ვერაგულ ბოროტ და დაუნდობელ ცხოვრებას !
_როგორ მძულს ეს სიღარიბე!!!! +დავიყვირე მაგრად და იქვე მდგარი პატარა მაგიდა გადავიყირავე,მერე ისევ საწოლზე დავეხეთქე დაავტირდი, ვიტირე მანამ სანამ ბლო ცრემიცარ გადმოვღვარე, განა ასეთი რა დავაშავეთ?ასე რომ გაგვიმეტა ცხოვრებამ?! ბავშობაში მახსოვს მე და ბექა კონცერტებს ვმართავდით, უფრო სწორედ ბექაიყო ყველაფრის ორგანიზატორი . მე ვცეკვადი დალექსს ვკითხულობდი, მერე ფულს გვაძლევდნენ მეზობლები ამ წარმოდგენაში და მე და ბექა ამ ფულს ვინახავდით რომ დედასათვის მიგვეცა მაშინ, როცა შაქარი და პური არ გვექნებოდა,სხვები კიდევ ამ ხურდებით კანფეტებს ყიდულობდნენ და ჩვენს თვალწინ გემრიელად ილუკმებოდნენ.ერთი ორჯერ გატეხვაც შემოგვთავაზეს მაგრამ ვიუარეთ არ გვინდა წეღან ვჭამეთო, ესწეღან ალბად 3 ან 4 თვის წინ იყო...
ჩემი მეზობელი ნათია ბალეტძე დადიოდა მე კიდევ იმდენად მინდოდა სახლში სულ ამაზე ვლაპარაკობდი მაგრამ ვინ მისმენდა? არავინ! მერე ბექა ჯართს აბარებდა და ასე ჩუმად მატარებდა 2 თვე.მერე ვეღარ შეძლო იმდენის ჩაბარება და გამომაგდეს, მე ძალიან განვიცადე დავტიროდი. ბექა მამშვიდებდა აღავლებულს, ცოტა მოიცადე, გავიზრდები, ვიმუშავებ და გატარებ უფრომაგარ ბალეტზე შენს სიოცხლეს გეფიცებიო. მეც მჯეროდა და სულმოუთქმენლად ველოდი ბექას გაზრდას.
მთელი ღამე ასე ფიქრში გავატარე. მახსენდებოდა ბედნიერი ჩემი ძმა და ეხლანდელი ბექა, რომელსაც არაფერი მსგავსება არ ქონდა ძველ ბექასთან. მერე ისე მოვიდა 7 საათი ვერც გავიგე. გავემზადე და ჩემს ტყუპებთან წავედი.ეს ბავშვები ნამდვილი ანტი დეპრესანტები იყვნენ.ისე ვხალისობდი მათთან მავიწყდებოდა ჩემი საცოდავი ცხოვრება ცოტათი მაინც. ჩემი მეგობარი ბალუც ჩემი ანტი დეპრესანტია!!! ძალიან ძლიერი თან, რო არა ბალუ არ ვიცი მართლა! ჩემს ნომერს რომ პასუხობს პირდაპირ მეუბნება „ჰე, აბა შენთნ გამოვიდე და იქ იწუწუნებ თუ აქ მოგისმინოოო.“ ძალიან მეხმარება და გვერში მიდგას. დღეს ლალიკომ დილიდანვე მომიშალა ნერვები ხან ეს დამიწუნა ხან ის, „ასე ნუ აჭმევ, ნუ ეფერები გატუტუცდება, ფარდები კარგად არ გაგიუთოებია, ეს ტენგოს პერანგიც არ გაგიუთოებია? რო დაიძინებს მერე გააკეთე ოლივე, ასე არ გააკეთო! ვაიმე ეს ვის ხელში ვტოვებ ბავშვებს. „ ეს ბოლო პიკი იყო!!! _ლალიკო აბა მისმინე? შენ ვინ გგონივარ?იცი საერთოდ რატომ ვმუშაობ? ჩემს მოვალეობაში მარტო ბავშვების მოვლა შედის წესით! თქვენი სარეცხი თქვენ გაირეცხეთ და გაიუთავეთ! საეთოდაც არ მადარდებს თქენი ჭამა და კიდევ ფარდა! 800 ლარს სხვაგანაც მომცემენ ასეთ საქმეში! შენ ერთი უმადური და ბოროტი ქალი ხარ! მიკვირს ასეთი შვილები საიდან ან თენგომ როგორ მოგიყვანა ცოლად?! ცოტაც და არავის დაჭირდები. საეღთოდაც არავინ გაგიძლებს შენ! წავედი მე და მიხედე ამ ანგელოზებივით ბავშვებს და კარგად მოიჭირე ნიღაბი, არ ჩამოგივარდეს და ბავშვები არ შეაშინო. -პირდაღებული მიყურებდა ლალი და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ჩემი ბასასოები დავკოცნე და კარი მოვიხურე. ჩემს საფიქრალს ახალი საფიქრალი დაემატა, მარამ,არაუშავს ვიპოვი მალე სხვა და ბევრადუკეთესსსამსახრს სადაც ადამიანებს ასე ძაღლურად არ ექცევიან და შრომას უფასებენ, ვაიმედებდი თავს. ბოლოსდაბოლოს ეს ოხერი გამოცდილებაც ხო შევიძინე ყველას ეს რომ უნდა! საავადმყოფიოში ისე მივედი ვერც გავიგე...ბექასოთახთან მისულსკიდევუცხხალხი დამხვდა,კარები შევაღე და რას ვხედავ? ბექას ადგილზე ვიღაც გოგოა... ისტერიკა დამეწყო, კივილ-წივილი ავტეხე, ექთანს ვეჯაჯგურებოდი სად არის და რა უქენით ჩემს ძმასთქო, ის კიდევ სულ ერთდაიმავეს გაიძახოდა „მე არაფერი ვიცი, მარტო ის, რომ პაციენტი აპარატიდან გამორთესო...“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent