შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმილი, ვით სამარე... (10 ნაწილი)


12-03-2015, 00:00
ავტორი მეამეა
ნანახია 1 873

რთული დღის შემდეგ ღამემაც რთულად ჩაიარა, ვილმამ მთელს ღამეს ვერ შეძლო თვალის მოხუჭვა, სულ თათა და ზურა ბიძია ელანდებოდა, დედას წარსული. ეს რა უბედურებები გადაუტანია დედას, მე კი დიდხანს ვერ მოვინელებ თათას დობას, რა სისულელეა, რატომ გადაკვეთა ამ წარსულის გზებმა დღეს ერთმანეთი, არ შეიძლებოდა, რომ არ მენახა არცერთი მათგანი?! ღმერთო ეს რატომ დაუშვი, არ ვარ საკმარისად ძლიერი, ეხლა როგორ უნდა ვიყო, ვერ მივიღებ მათ და ვერ შევხედავ ძველი თვალით. ასეთ ფიქრებში გამთენისას ჩაეძინა, თუმცა მაღვიძარამ არ აცადა ძილი, სასწავლებელში იყო წასასვლელი, ლექციებს კი ვერ გააცდენდა, ისედაც ბევრი გაცდენა ჰქონდა და მალე კი გამოცდები ეწყება. ძლივს შეძლო ვილმამ თავის გამოფხიზლება, საღამურის ამარა ვანაში შევიდა და ტირილსგან დასიებული თვალები ცივი წყლით მოიბანა, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, სარკეში ჩაიხედა, ისევ ტირილსთვის დამანჭა სახე და ხელი აიფარა, თუმცა ისევ გონს მოეგო, კბილები გაიხეხა, ჩაიცვა და გასწია სასწავლებელში. ეს ავტობუსიც მის ჯინაზე აგვიანებს დღეს მაინცდამაინც და შედეგად ლექციაზეც დააგვიანდა, თუმცა არც ჰქონია შესვლის სურვილი, დერეფნის ბოლოში დადო კიბეზე თავისი ფორმატები, ღონე მიხდილი ზედ ჩამოჯდა, ჩარგო სახე ხელებში და ისევ ტირილი აუვარდა. ვერც კი იგრძნო ვიღაც როგორ მიუახლოვდა და მაგრად ჩაიკრა გულში.

* * რა გჭირს სულელო?

-- სიკვდილი მინდა!

* * რა მოხდა, ნუ მაშინებ!

-- რა და... ხელი გამიშვი ეხლავე, მემგონი არ გელაპარაკები მე შენ.

* * რა დაგიშავე ადამიანო არ მეტყვი? ვერ ხედავ შენს ჩრდილად ვიქეცი, მართლა მიყვარხარ ვილმა, რას გავს ეს შენი გამოხტომები?!

-- ჩემთან რომ უნდა ამოსულიყავი, წინა ღამე თათასთან გაატარე და კიდევ მეკითხები რა დააშავე?! არა ლუკა, სულ არაფერი არ დაგიშავებია, მე მაპატიე! და ეხლა წადი აქედან, თავი დამანებე გაიგეე!! (და ისევ ატირდა)

* * ვილმა რა სისულელეებს ამბობ, რა თათასთან და შენ თათას საიდან იცნობ?

-- ადრე ხომ გითხარი მეგობარი მყავს თათა, უბნელი და კლასელია ჩემი, ხოდა მან მითხრა.

* * მოვკლავ მაგ იდიოტს!! მაგ ღამეს მართლა ერთად ვიყავით, მაგრამ საავადმყოფოში, ჩემი ძმაკაცი დაჭრეს და მთელი სამეგობრო თავზე ვედექით, თათაც იქ იყო, სულ ეს იყო.

ვილმას გაუკვირდა თუ რაში ჭირდებოდა თათას ასეთი ტყუილი ეთქვა მისთვის, დაძაბა გონება და უცებ გაახსენდა დედის ნათქვამი როდესაც ლუკა ჰყავდა სახლში სტუმრად, თათა ასე მალე რათ წავიდაო? აშკარა გახდა, რომ მან დაინახა ლუკასთან ერთად და მორიგი ინტრიგები სწორედ შურის გამო ჩახლართა.

-- მივხვდი ლუკა რაშია საქმე. მეტი აღარ შემიძლია, რა ჯანდაბები ხდება ჩემს თავს, ეს რა უბედურებაა. წამოდი გარეთ გავიდეთ, დღეს არ მაქვს ლექციების განწყობა.

გარეთ კი ვილმამ ლუკას ყველაფერი მოუყვა თუ როგორ წაართვა თათამ დიტო და ეხლა ლუკას წართმევას უპირებს. ისიც უთხრა მისი ნახევარდა რომ არის. ლუკამ ჩაიხუტა და ანუგეშა.

* * დამშვიდდი ჩემო პატარა, აღარავის მივცემ შენი წყენინების უფლებას, იმასაც მივხვდი დიტოს ჩემს საეჭვიანოდ რომ ხვდებოდი და მემგონი მოგიწევს ბოდიში მოუხადო ვილმა, არ იქცეოდი სწორად.

-- ვიცი ლუკა, ძალიან ვიყავი თავგზააბნეული, თათამ ისე დამაჯერებლად მითხრა, რომ შეურიგდი, ფაქტებიც დაემთხვა და გამებრაზა შენზე. დიტოს ეხლავე დავურეკავ და გამოვასწორებ შეცდომას.

ქუჩის ტელეფონიდან დიტოსთან დარეკა, საბედნიეროდ ისიც სახლში დახვდა და სასწავლებელთან შეხვედრა სთხოვა, სანამ დიტო დანიშნულების ადგილზე მივიდოდა, ვილმამ მოიოხა გული ლუკასთან საუბრით, შემდეგ კი დიტო გამოარკვიეს რეალობაში, ვილმამ მოუბოდიშა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

ბედნიერებისგან ბრწყინავდა ვილმა, რომ რაღაც მაინც დალაგდა მის არეულ ცხოვრებაში. თათასაც სთხოვა ნუღარ ნახავდა ხოლმე მას, სრული იგნორი გაუკეთა. დრო გადიოდა და ვილმას ცხოვრება უფრო და უფრო სახალისო და ბედნიერი ხდებოდა, დედაც კმაყოფილი იყო თავისი ერთადერთი იმედით. ეს ორი თვეც გავიდა, გამოცდებმა წარმატებით ჩაიარეს. თიკაც ბედნიერი იყო შეყვარებულებთან ერთად და მეტიც, ვილმას მეჯვარე უნდა ყოფილიყო, როდესაც იქორწინებდა ლუკასთან მომავალ შემოდგომას, გვრიტებმა ასე დაგეგმეს, ლუკას მშობლებმა გაიცნეს ვილმა და კმაყოფილნი იყვნენ მომავალი სარძლოთი.

არდადეგებიც დაიწყო, სამხატვრო აკადემიის ხატვის ფაკულტეტის კურსელებმა კი ერთხმად ექსკურსიაზე წასვლა გადაწყვიტეს. ვილმაც გულმოდგინედ მოემზადა ამ არაჩვეულებრივი დღისთვის, დილა ხალისით დაიწყო, საღამურის ამარა, როგორც ეს სჩვევია, გაემართა სამზარეულოსკენ, გზად დივანზე მოკალათებულ დედას შუბლზე აკოცა და გაუღიმა.

* * ვილმა, დღეს განსაკუთრებულად აფორიქებული ვარ შვილო, ასე შორ გზაზე არასოდეს გამიშვიხარ და ვნერვიულობ.

-- დამშვიდდი დედა, ყოველ წელს დადის ხალხი ექსკურსიაზე, ამაში ცუდი არაფერია, ბუნებაში განვიტვირთებით, ფოტოაპარატი მიმაქვს, დავბეჭდი სურათებს და განახებ რა საოცარ დროს გავატარებთ, თან ლუკაც ჩემთან იქნება ხომ გახსოვს?

* * კი მახსოვს, მაგრამ...

-- არავითარი მაგრამ, უბრალოდ დღეს ისვენებ დედიკო და ფიქრობ როგორ გაატარო მთელი დღე უჩემოდ, დაისვენე, გამოიძინე, სადილზე არ იდარდო, არ მეშიება რომ დავბრუნდები.

სამზარეულოში გავიდა, ორი ფინჯანი ყავა გააკეთა და დაუბრუნდა დედას, გვერდით მოუსკუპდა და ცოტახანს ისაუბრეს, შემდეგ კი ჩაიცვა ვილმამ ჯინსის შარვალი, კეტები, მაისური, ქურთუკიც აიღო, მოიკიდა ზურგჩანთა საჭირო ნივთებთან ერთად და სახლიდან გასული დედას კოცნით დაემშვიდობა.

---- ალო?!

* * გამარჯობათ ქალბატონო ქეთი, ლუკა ვარ, ვილმა სახლშია?

---- ლუკა შვილო, ვილმა რა ხანია გამოვიდა სახლიდან, წესით უკვე მანდ უნდა ყოფილიყო.

* * რას ამბობთ, ნახევარი საათია დათქმულ დროს გადაცდა და ველოდებით, ყველა აქაა უკვე მის გარდა, კარგით, მოვიცდით ცოტახანს კიდევ.

---- რას ამბობ ლუკა, ის დიდი ხანია გამოვიდა სახლიდან, დღეს რაღაც აფორიქებული ვიყავი ისედაც, ეხლავე მანდ მოვალ მეც.

ვილმა მაინც არ გამოჩნდა, მთელი დღე უშედეგოდ დაეძებდნენ, თუმცა ამაოდ, თითქოს ცამ ჩაყლაპა იგი. ლუკა და ქეთიმ კი თეთრად გაათიეს ღამე.


* * * * * * * * * * * * * * * * * *

-- რა არა ადამიანი ხარ, ამით რის დამტკიცებას ცდილობ არ მესმის.

* * ის დავამტკიცე, რომ ჩემი ხარ მხოლოდ, ვეცადე და ვერ დაგივიწყე და იმ ვიღაც ლუკასთან რომ გხედავ, სულ ჭკუიდან გადავდივარ თუ როგორ გეხება, გიტაცებს ხელში, გეხუტება, შენ მხოლოდ ჩემი ხარ და დღეიდან აღარავინ გამაგონო, გასაგებია?!

-- როგორ შემაშინე, ჰა ჰა ჰა ჰააა. საცოდავო. ნეტა რა მიყვარდა შენი, ავადმყოფი ხარ დიტო, ავადმყოფი. ნეტავ იცი საერთოდ რა გინდა?

* * ვიცი და ამაღამ ავისრულებ.

-- ხომ არ გაგიჟდი, რეებს ბოდიალობ, არ მიყვარხრა და შენი ვერ ვიქნები, თავს ნუ მაძულებ დიტო, გამიშვი აქედან, ისედაც მოგვძებნიან და რომ გვიპოვნიან, მერე იცოდე სანანებლად გაიხდი თავს და არ გირჩევ.

* * ხახახახაააა, ვინანებ?! როგორ ვინანებ რა საინტერესოა? დაგავიწყდა მამაჩემი დიდი კაცი რომ არის და ჩემთვის კი შეუძლებელი არაფერი? შეეგუე ვილმა იმ აზრს რომ ჩემი ცოლი ხარ უკვე. რატომ არ გესმის, რომ მართლა მიყვარხარ, ჰოო, შევცდი, რომ მაპატიე რა მოხდება, არ ვიცი რა ვნახე შენში, მაგრამ მართლა მიყვარხარ, ვერ ამოგიგდე თავიდან.

-- ვერ გიტაააან!!

და მუშტების რტყმით მივარდა დიტოს, იმდენად მსუბუქ მუშტებს ურტყამდა, რომ დიტოს სასაცილოდ არ ეყო, მოიმწყვდია ვილმა მკლავებში და მის სიახლოვეზე სუნთქვა გაუხშირდა, ცისფერი თვალები აემღვრა და გულმა გამალებით უწყო ძგერა, ვილმა ცდილობდა მის მოშორებას, თუმცა უშედეგოდ, ძალიან მალე კი მაისურისა და ბიუსტჰალტერის გარეშე დარჩა და ხელებით იფარავდა შიშველ მკერდს. ასეთი უსუსური კი უფრო სასურველი გახდა დიტოსთვის, ბუმბულივით აიტაცა ხელში, საწოლზე დააწვინა, დაუბლოკა ხელები და სიყვარულის მორევში ჩაიძირა, ხარბად კოცნიდა ყელსა და ტუჩებზე, თითქოს ვინმე მოსდევდა, მყის დაისაკუთრა ვილმას მთელი სხეული და მისი ქალწულობაც წარსულს მიაბარა. ვილმა მიხვდა, რომ სამუდამოდ დაკარგა ლუკა და ღონე მიხდილი გაითიშა.

ორი საათის შემდეგ გონს მოვიდა, ძლივს გაახილა თვალები და მოავლო არემარეს, გააცნობიერა სადაც იყო, არადა როგორ უნდოდა მწარე სიზმარი ყოფილიყო, როგორ... ამ დროს დიტო შემოვიდა ოთახში, მის დანახვაზე ვილმამ საბანი მოკუჭა ხელით და სახეზე აიფარა.

* * ნუ ფრთხვები საყვარელო, არაფერს დაგიშავებ.

-- მეტი რაღა უნდა დამიშავო, ცხოველი ხარ.

* * არ დავუშვებდი მას გაყოლოდი ცოლად ვილმა, პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ქალი შემიყვარდა. მართლა მიყვარხარ და შეეგუე გთხოვ.

-- რა ადვილია არა!!! შეეგუე... შენ შეეგუე უჩემობას?!! გეკითხები!

* * დამშვიდდი გეხვეწები.

-- დამარეკინე დედასთან, ალბათ როგორ ნერვიულობს.

* * იმ პირობით, თუ სისულელეებს არ ჩაიდენ და ზედმეტებს არ წამოროშავ.

-- განა აქვსღა აზრი რამის წამოროშვას?

დიტომ ტელეფონზე ვილმას სახლის ნომერი აკრიფა და ყურმილი მიაწოდა.

-- დედა...

* * ვილმა შვილო, სად ხარ, რა მოხდა?!

-- დედა, მე... (და ატირდა)

* * რა ხდება ვილმა, სად ხარ!

-- დედა მე თბილისში არ ვარ.

ძლივს ამოისლუკუნა ვილმამ, ეცადა ზედმეტი არაფერი ეთქვა. ლუკა იმ დროს ქეთისთან იყო, წუხანდელს აქეთ არ მიუტოვებია, გამოსტაცა ქეთის ყურმილი.

---- ჩემო პატარა, როგორ ხარ.

ვილმას ლუკას ხმის გაგონებაზე უფრო აეტირა.

-- ლუკა, დიტომ მომიტაცა, არ ვიცი სად ვარ.

---- დამშვიდდი პატარავ, მოგძებნი ვილმა, არ იდარდო, მოითმინე.

-- არა ლუკა, აზრი არ აქვს, ტყუილად არ მეძებო, მაპატიე, მაგრამ ვრჩები, მიყვარხარ...

ყურმილი დიტომ გამოსტაცა.

* * მომისმინე ძმაკუშ, დაივიწყე დღეიდან ვილმა თუ როგორ იყო რომ მითხარი ამას წინათ? ხოდა ეხლა მე გეტყვი, დაივიწყე ვილმას არსებობა, უკვე ჩემი მეუღლეა, შენადა არ მოგვილოცავ? (მიუგო ირონიული ტონით)

---- , თითი არ ახლო, თორემ მწარედ განანებ.

* * თითი არ ვახლო? ის უკვე ჩემია ლუკა, წუხელ ყველაფერი მოხდა. (ყურმილი კვლავ ვილმამ გამოსტაცა)

-- წადი ლუკა, მიხედე შენს ცხოვრებას, დამივიწყე.

---- ჩემო პატარა, მაგაზე არ იდარდო, მე მაინც მიყვარხარ.

ამის გაგონებაზე ვილმას გული ამოუჯდა და ტირილით დაკიდა ყურმილი.

ვილმა შეეცადა თავი ხელში აეყვანა, მომხდარს ვეღარ შეცვლიდა, არ წავიდოდა დიტოსგან, ვერ დაიმახინჯებდა ცხოვრებას და დედის წარსულს ცოტა სხვა რაკურსით და იგივე შინაარსით ვერ გაიმეორებდა, ვერ ივლიდა ნამუსახდილი მიტოვებული ქალივით მარტო, ვერც ლუკას შეხედავდა თვალებში. ამიტომ შეეგუა მის ცოლობას და თაფლობის ერთი თვე ქალაქგარეთ გაატარა დიტოსთან ერთად. დიტო კარგად ექცეოდა, როგორც იტყვიან ხოლმე ცივ ნიავს არ აკარებდა, ანებივრებდა საჩუქრებით, მოულოდნელი სიურპრიზებით, აქამდე არნახული ადგილები ანახა, ცნობილი მხატვრების მუზეუმები და გაახალისა ვილმა. ამ ერთმა თვემაც განვლო და დაბრუნდნენ თბილისში.

ყველა აღტაცებით შეხვდა ვილმას, ასეთი ლამაზი ჯერ არ ენახათ, დარდისგან გამხდარიყო და ლამაზი, ტანზე მოტმასნული კაბა მისი სხეულის სილუეტს გამომწვევად აჩენდა, თმა შეეჭრა და მაკიაჟიც მსუბუქად ესვა, დიტო შეძლებული ოჯახიდან იყო და შესაბამისად არაფერს აკლებდა ვილმას.

-- დედიკო როგორ მომენატრე და თვალაცრემლებულ დედას გადაეხვია ვილმა.

თიკა და სხვა მეგობრებიც მისულიყვნენ დასხვედრად, იცოდა ლუკა არ მივიდოდა, მაგარამ ვილმა მაინც ეძებდა მას თვალებით.

* * ვილმა არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა შენი ამბები, მაპატიე ემოციებს ვერ გამოვხატავ, არ გეწყინოს.

-- ეგ არაფერი, მეც შენსავით ვარ და უარესად... თიკუშ, ლუკა როგორ არის?

* * რა გითხრა ვილმა, მოწყენილი იყო ბოლოს რომ ვნახე, გამომემშვიდობა და თქვა მივდივარ თქვენი ცხოვრებიდანო. მოდი ნუღარ გაიხსენებ, ასე უკეთესი იქნება შენთვისაც და მისთვისაც, მე ის გამიკვირდა რატომ დარჩი დიტოსთან.

-- თიკა, ძალადობით მიაღწია დიტომ შედეგს და რა უნდა მექნა? ეხლა 2003 წელია, მენტალიტეტი კი უპირველეს ყოვლისა, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, ვინ გამიგებდა რომ მოტაცებული უკან მხოლოდ იმიტომ მოვბრუნდი, სხვა მიყვარდა? ხალხს მიეცემოდა საჭორავო და საშვილიშვილო ლაქას ვეღარ ჩამოვირეცხდი.

* * დამშვიდდი, მე ხომ დეტალები არ ვიცოდი, არ მინდოდა შენი აფორიაქება. და გადაეხვია მეგობარს.



პ.ს. ვიცი დავაგვიანე და მომიტევეთ. უცებ განვავითარე მოვლენები და თან უფრო გავზარდე თავი. ველი თქვენს კომენტარებს :*



№1  offline მოდერი ლილიანა

ჩემი ჭკვიანი და ყოჩაღი გოგო,შემებრალა ვილმა.ისეთი სიტუაციაა ვერ ვვარაუდობ როგორ დამთავრდება
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

ლილიანა
ჩემი ჭკვიანი და ყოჩაღი გოგო,შემებრალა ვილმა.ისეთი სიტუაციაა ვერ ვვარაუდობ როგორ დამთავრდება

ჩემო ერთგულო :* 2 თავში დავამთავრებ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent