შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (1)


12-03-2015, 00:20
ავტორი nefertiti
ნანახია 1 983

-ანა ექიმო,ერთი პატარა პრობლემა გვაქვს... თავი შემოყო კაბინეტში მედდამ და წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა
-მოვდივარ თეა,რა ხდება? მაგიდიდან სასწრაფოდ ადგა ქალი და თეას უკან მიყვა
-იცით თქვენი პაციენტი კარდიოგრამის გადაღებაზე უარს ამბობს. დაღლილმა ჩაიქნია ხელი მედდამ და პალატაში შეიყვანა სადაც 25-26 წლის ახალგაზრდა ბიჭი წარბშეკრული იჯდა და ორივე ხელით ჩაფრენოდა მაისურის ბოლოებს
-გამარჯობა მაქსიმე,მე შენი მკურნალი ექიმი ანა მაჩაბელი ვარ. რაიმე პრობლემაა? გაუღიმა ბიჭს და ანკეტას სწრაფად გადაავლო თვალი.ლოყაზე ღრმა ნაჭრილობევს სწრაფად შეავლო თვალი და მზერა აარიდა,წამსვე მიხვდა რატომ იყო ასე ჩაფრენილი მაისურის ბოლოებს.
-მაისურს არ იხდის... დაღლილმა ჩაილაპარაკა მედდამ და მოძრავ მაგიდას ხელებით დაეყრდნო
-მაისურს არ გავიხდი! მტრულად გახედა ბიჭმა ორივე მედდას
-კარგი,დაგვტოვეთ,თავად მივხედავ... მისმინე მაქსიმე,ჩემი ათწლიანი გამოცდილებიდან გეუბნები ბევრი რამ მინახავს-მათ შორის მხარში ჩანგალ გარჭობილი ქალიც. არამგონია შენი სხეული ისეთი საშინელება იყოს რომ გამიკვირდეს. თუ კარდიოგრამას არ გადაიღებ ვერ დავადგენთ გულის მუშაობის ხარვეზებს და აქ მოგიწევს ყურყუტი-თანაც უაზროდ.
-კარგით... ჭირვეულად ჩაიბურტყუნა ბიჭმა და მაისური გადაიძრო. სახის მსგავსად ღრმა ჭრილობები მარჯვენა ხელის მთელ სიგრძეზე გასდევდა მაქსიმეს,ემჩნეოდა ნაიარევები დიდი ხნის წინანდელი უნდა ყოფილიყო.
-სულ ეს არის? გაეცინა ანას. მე როგორც მინიმუმ საშინელ გამონაყრს ან პირველი ხარისხის დამწვრობას ველოდებოდი
-კარგია რომ არ გეცოდებით. გაეღიმა მაქსიმეს,აი ის ორი კი ნამდვილად შეშფოთდა...
-პირადად ვიზრუნებ რომ „ის ორი“ თქვენს საქმეს აღარ გაეკაროს ოღონდ ამიერიდან აღარ იჭირვეულოთ,შევთანხმდით?
-კარგით... გაეცინა მაქსიმეს და ანას უყოყმანოდ ჩამოართვა ხელი
იმ დღისით მორიგე არ იყო ამიტომ შვიდი საათისთვის უკვე სახლში იყო და მისი „ისტერიჩკა“ დაქალის მორიგ ისტერიკას უსმენდა
-შენ,შენ საერთოდ არ გადარდებს ეს არა? ტირილით კი არა ღრიალით კითხა მაშომ და ცხვირი ხმამაღლა მოიწმინდა
-მაშკა ყოველ დღე საშუალოდ 3 ადამიანი მაკვდება ხელში და შენ გინდა ვიტირო შენი მორიგი ნამდვილი სიყვარულის დაკარგვის გამო? ნამდვილი სიყვარული არის ერთი შენ კიდევ უკვე ასმეერთედ კარგავ ამ „გრძნობას“
-შენ მე საერთოდ არ გიყვარვარ! ქსუტუნს აგრძელებდა მაშკა და მუჭებით იწმენდდა ღვარად ჩამოდენილ ცრემლს
-ღმერთო გაძლება მომეცი! ჩაიდუდღუნა ანამ და ტელეფონს მოჩვენებითი ინტერესით დახედა. მაშკა უნდა გავიქცე,საავადმყოფოდან რეკავენ. დღეს ალბათ არ მოვალ მაგრამ შენ შეგიძლია აქ დარჩე და პეტრე გამოიგლოვო კარგი?
-პაატა! ღრიალით შეუსწორა მაშომ და ტირილისგან აწითლებული სახე მაგიდის ცივ ზედაპირს დაადო.
რა თქმა უნდა მოიტყუა,არანაირი ზარი არ ყოფილა კლინიკიდან და ვერც იქნებოდა იმიტომ რომ თუ მორიგე არ არის არასდროს აწუხებენ. შეიძლება ძალიან ცუდად იქცევა და მასზე უარესი მეგობარი არ არსებობს მაგრამ იცის რომ მაშო ორ კვირაში იპოვის ახალ ნამდვილ სიყვარულს და არ ღელავს. სახლი დიდი ხანია მისთვის სითბოსთან და სიმშვიდესთან აღარ ასოცირდება. სამაგიეროდ ყველაზე მშვიდად თავს საავადმყოფოში გრძნობს,დაწესებულებაში სადაც არასდროს არ არის სიმშვიდე.
შესვლისთანავე მაქსიმე მოინახულა,რომელიც ტელევიზორით ირთობდა თავს
-ექთანმა მითხრა რომ დღეს მორიგე არ იყავით. გაკვირვებულმა შეათვალიერა პალატაში შესული ექიმი თეთრი ხალათის გარეშე
-არც ვარ. მოგწონს ნინო? კითხა ღიმილით და თვითონაც ტელევიზორს შეაცქერდა
-წინა ორს ჯობს. თუ ჩემს გამო მოხვედით,მე კარგად ვარ... მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ტელევიზორის პულტი ხელებში შეათამაშა
-არა,უბრალოდ სახლში ვერ გავჩერდი. შენ არაფერ შუაში ხარ. გაუღიმა ბიჭს და დაფაზე მონიშნულ საბოლოო მონაცემებს მაიც ყურადღებით გადაავლო თვალი
-თქვენი მეუღლე ამას როგორ ეგუება? სრულიად ბუნებრივად კითხა ბიჭმა მაგრამ ტონი მაშინვე შეცვალა როგორც კი ანას შეშფოთებულ მზერას გადააწყდა
-მაპატიეთ,უბრალოდ საქორწინო ბეჭედი გიკეთიათ და... უკაცრავად თუ თქვენს პირადში შემოვიჭერი... სწრაფად მიაყარა მაქსიმემ
-სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია,ხვალ დილით 11 საათზე შენი ოპერაციაა დანიშნული ხომ გახსოვს? შენს ძმას უკვე შვატყობინეთ და დილით აქ იქნება. თუ რამე დაგჭირდება ნინოს უთხარი და შემატყობინებს... სწრაფად მიაყარა ანამ და პალატა ჩქარი ნაბიჯით დატოვა
თითქმის მთელ ღამეს არ სძინებია მაქსიმეს სიტყვებზედ დაფიქრდა და ისე ცხადად იგრძნო მარტოობა უნებურად დაიწყო ტირილი. ამაზე ცუდი გრძნობა რა უნდა იყოს როცა სახლში არავინ გელოდება,როცა არავინ გყავს ვიზეც ზრუნვას შეძლებდი,ადამიანი რომლითაც შენს არსებობას გაამართლებდი.
დილით ოპერაციამდე ნახევარი საათით ადრე დაამთავრა დილის შემოვლა და მაქსიმეს პალატაში შევიდა სადაც ექთნის გარდა კიდევ ორი კაცი იჯდა,ერთი სავარაუდოდ მაქსიმეს ძმა მეორე კი...
ქალბატონო ანა,გახსოვართ?ღიმილით წამოდგა კაცი ფეხზე და შუბლშეჭმუხნულ ექიმს გაუცინა
-ლექსო,ლექსო ბარამიძე! უცებ აღტაცებულმა შეჰყვირა ანამ და კაცს ენერგიულად ჩამოართვა ხელი. შენს თავს რა დამავიწყებს,მიხარია ასე ჯანმრთელს რომ გხედავ
-როგორც ხედავთ ახალი გული მომიხდა.
-რამდენი წელი გავიდა? ღიმილით იკითხა და ნინოს კორონოგრაფიის პასუხები გამოართვა
-4. მალე 5 გახდება
-ყოჩაღ მე. გაეცინა ანას და რეზულტატი ისევ მედდას გაუწოდა. ნინო მაქსიმე ოპერაციისთვის მოამზადე,ნახევარ საათში ვიწყებთ
-შენ რა იცნობ? როგორც კი ექთანმა პალატა დატოვა მაშინვე თვალები დაუქაჩა მაქსიმემ
-ჰო,ამან გადამინერგა გული. სერიოზული სპეციალისტია. სკამზე ჩამოჯდა ლექსო და ეშმაკურად მოცინარ ბიჭს თვითონაც გაუღიმა
-შვილები ყავს? ჩუმად კითხა მაქსიმემ და პასუხის მოლოდინში დაიძაბა
-წესით არ უნდა ყავდეს. ჩურჩულითვე უპასუხა ლექსომ
-ეგ როგორ?
-ქვრივია. მხრები აიჩეჩა კაცმა და იმ წამს შემოსული ნინოს დავალებით პალატა დატოვა.




-----------------
გამარჯობათ! არ ვიცი ამ ისტორიით რა გამოვა,უბრალოდ თავში იდეა მომივიდა და დაწერა ვცადე. თქვენი შეფასება გადამწყვეტ მნიშვნლბას ახდენს ჩემს "მუზაზე" ასე რომ ისევ და ისევ თქვენს შეფასებებს ველი. ჰო,სათაურს რაც შეეხება,მარტივი და ბანალურია. მეგონა რომ ასეთი სათაურით იქნბოდა რამე მაგრამ გუგლმა ნამდვილად არ ამომიგდო,ასე რომ იმედია არავის საავტორო უფლება არ დამირღვევია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent