ეგოისტი ..17..
დილით ისევ ტელეფონის ხმამ გააღვიძა. ,,ღმერთო ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება?“ გაიფიქრა ლიზიმ და იქვე ტუმბოზე დადებული ტელეფონი აიღო სენსორზე გადაუსვა თუ არა ხელი... –ლიზი, დროზე. შენრა გინდა კაბა არ მქონდეს? დროზე გამოგივლი და მზად დამხვდი–ბოლო ხმაზე გაკიოდა ნინი. –ნინი ჯერ მხოლოდ დილის რვა საათია, თან ერთი საათით უნიში უნდა მივიდე დეკანმა დამიბარა. –ლიზი მერე ჩემი კაბა?– ტირილამდე ცოტა აკლდა ნინის. –ნინ, დამშვიდდი ჩემო ლამაზო .წადი დაესწარი პირველ ლექციას ან ჩემს სიძესდაურეკე დამაწყნარებელი გაკვეთილი ჩაგიტაროს – ღიმილი შეეპრა ლიზის ხმაში. –ლიზი ჩაჩუა. მე ქორწილი მაქვს და მგონი დახეული ჯინსით მომიწევს წასვლა, შენ კიდე დამცინი, უკვე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა და ფიქრი.– ლიზი სანაძლეოს დადებდა რომ ახლა ნინოს ცრემლები ჩამოუორდა თვალიდან. –ნინ დამშვიდდი ჩემო ლამაზო, ეხლა მე მოვემზადები, გამოგივლი შენ მომზადებული დამხვდი, უნიში რომ არ მივიდე არ გამოვა, შნც წამომყვები, შევეცდები მალე მოვაგვარო. –და მანქანაში გელოდოო? –ნუ იბუტები, ხომ გითხარი მალე მოვაგვარებთქო? რომ არ მივიდე არ გამოვა. სამ საათამდე შენი ვარ, მერე ხუთზეე ვამთავრებ სტაჟირების კურსს და შენი ვარ, ფრანგლს გავაცდენ და საღამოს კიდე ჩვენ ბარში წავიდეთ განტვირთვა. –ანუ ხვალიდან მხოლოდ ჩემი ხაარ? –კი, მხოლოდ ჩათვლებზე წავალ და გამიშვებ იმედია და დღეში ორი საათი შესვენება მინდა. –რაამბავია ლიზი ორი საათი, მაგრამ თანახმა ვარ და მაგ ორი საათის გარდა ჩემი ხარ. –კარგი ახლა გაემზადე და გამოგივლი არ მალოდინო. –ლიზი –ხო ნინ –ლიზ, მიხარია რომ მყავს შენნაირი მეგობარი. –მეც მიხარია რომ მყავავხარ ჩემო ლამაზო. ტელეფონი რომ გათიშა, სასწრაფოდ სააბაზანოს მიაშურა, ამ ბოლო დროს რეკორდულ დროში ემზადება. ჯერ დიტო დაემუქრა და მისი გაკვეთილები ახსენდება, ახლა კიდე მისი გიჟი შეყვარებული. ლუკასთვის როდის მოიცლის ნინის ხელში არ იცის, მაგრამ რაც არ უნდა დაღლილი ან გვიანი იყოს მაინც შახსენებს თავს და მოინახულებს. ლიზიმ სწრაფად ჩაიცვა, ოთახიდან გასულს სასიამოვნო სურნელი მოეღუტუნა ცხვირში. ინგა გემრიელობებს აკეთებდა. –დეე, უგემრიელესი სუნებია, დილამშვიდობის. –დილამშვიდობის შეჭამ რამეს? –არა რა, ნინი მელოდება, კაბა უნდა შეუკვეთოს, ხვდები რა დღე მელოდება? და მგონი ქორწილამდე ნერვოზს ამკიდებს. –ლიზი, შენ რას შვები კაბაზე, საჩუქარზე? –რამეს ვიზამ ჯერ კიდევ დროა. –ხო როგორმე წინა დღით იყიდე. –კარგი რა ინგუშ, ნინიც მეყოფა–მერე მივიდა–ლოყაზე აკოცა–კარგი წავედი მე. –ჭკვიანად იყავი იცოდე. ამჯერად ლიფტს დაელოდა, მანქანას მიაშურა თუ არა ტელეფონი ამოიღო, ლუკა უკვე სამსახურში იქნებოდა, ამიტომ იფიქრა მესიჯს მივწერ და მოვიკითხავო. მოკლედ მიწერა დღვანდელი დღის გეგმა და მარშუტი, პასუხმაც არ დააყოვნა. ,,ახლა თათბირზე შევდივარ, მიყვარხარ და ჭკვიანად“ ,,მეც, გულს გუფრთხილდი“ მანქანა დაძრა და ნინის კორპუსისკენ გაემართა, ნინი უკვე ელოდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცოფებს ყრიდა. მერე იმაზე ყვიროდა... –საათი და ათი წუთია გელოდები და ამდენ ხანს რას აკეთებდი დეკანთანო? მერე ხან ატელიე არ მოეწონა, ხან დიზაინერი, ხან იქ შესული კლიენტი, ხან ის მონახაზი რაც შეუდგინეს. მანქანაში ბოლო ხმაზე ღრიალებდა. –ამათმა რა უნდა შემიკერონო. –ნინ, წამო თბილისი მოლში, გავიაროთ ვნახოთ რამე, თუ რამე მერე მონახაზი შევქმნათ, მერე კრგი მკერავი ვნახოთ და შევაკერინოთ. –ვაიმე ლიზი შენ რა მყავხარ, წავიდეთ მანდაც. ბევრი იარეს, ზევით ქვევით, მარჯვნივ მარცხნივ, წინ უკან. ბოლოს შვიდი კაბის ესკიზი შეაქმნევინა ნინიმ ლიზის. –ამ შვიდი კაბიდან ერთი უმშვენიერესი კაბა უნდა გამოვიდესო.ამის ზედა ნაწილს გამოვიყენებ, ამის წინას, ამის უკანას, ამ ნაწილს აქ ჩავაკერებთ ამას აქ– უხსნიდა ნინი მომღიმარ ლიზის. –ნინ, ზუსტად ვიცი ჩემს ქორწილზე ამდენს არ ვივლი და ამდენს რომ არ ვინერვიულებ ზუსტად ვიცი. –ვიცი რომარ ინერვიულებ და იცი რატომ? –რატომ? –იმიტომ რომ მე გეყოლები და იმაზე იფიქრე რომ მეჯვარე არ გეყოლება და ჯობია ამაზე იფიქრო, მოსაძებნი რომ გყავს. –ჯერ ერთი ისეთი ქორწილი მექნება სანერვიულო რომ არ გამიხდეს, რამეს ჩვეულებრივ ჩავიცმევ და რესტორანსაც არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ის ადამიანი იყოს ჩემს გვერდით ვინც მიყვარს და მნიშვნელობა არა აქვს დანარჩენს. –შენს ქორწილამდე დროა, მგონია რომ არც ისე დიდი, მაგრამ ჯერ ჩემია, და ლიზი მკერავი სად ვიპოვოთ? კარგი მკერავი! –მე მყავს, უფრო სწორად ინგას დაქალია და მაგრად კერავს ყველაფერს, ზუსტად ვიცი და არც ვინანებთ. ესკიზის შექმნის შემდეგ, მკერავს მიაშურეს, ქალბატონმა ნანიმ ისე დაამშვიდა ნინი და ისეთი გახარებული გამოვიდა ოთახიდან, თითქოს კაბა შეკერლი იყო უკვე. –ლიზ, წამო ახლა კაპუჩინო დავლიოთ, თან დიტოც მოვა და სამზე კი წადი. –კაი, წამო დაგტოვებ და წავალ. დიტოს შეხვდნენ, კაფუჩინო დალიეს და დაძაბულობა მოეხსნათ, უფრო დაღლილობა, ცოტა მოეშვნენ. –იცოდე დახეული ჯინსებით არ მოხვიდე ქორწილში მეჯვარედ თორე რესტორანში არ შემოგიშვებ და მაზლს არ გაგატან.–სიცილით დაემუქრა ნინი. –ნუ ნერვიულობ რამეს ჩავიცმევ კაბის მაგვარს, შენ ძმაკაცს და მაზლს თვალები ხომ უნდა დავაქაჩიო? –მერე საათს დახედა– მე უნდა წავიდე ორ საათში გამოგივლი და მოსაწვევები შევარჩიოთ. –კარგი გაგაცილებ წამო–უთხრა დიტომ. –და თქვენ ერთმანეთს მოგწყვიტოთ? თან მანქანით ვარ და გაცილება რად მინდა? ლიზი წყვილს დაემშვიდობა, საცობში მოყვა: –რა დროს საცობია ახლა ამ დროსო? სტაჟირების კურსებს გადიოდა, ერთ თვეში შესარჩევი ტური იყო, ნინის ქორწილიდან მესამე დღეს, ვინც ტესტირებას გაივლიდა და უმაღლეს შეფასებას მიიღებდა, სამსახურში აიყვანდნენ. ლიზისთვის ეს კი ძალიან კარგი შემოთავაზება იყო. მამის გარეშე უნდოდა ცხოვრების გზის გაკვლევა, არ უნდოდა მამიკოს გოგოს იარლიყი აეკრათ. ლექციამ ძალიან დაღალა, გათიშული გამოვიდა და ლუკას მესიჯები დახვდა. ,,shesveneba gadavde shens gamo, menatrebi chemo mwife shemodgomav” ,,axla albat leqciaze zixar da chems magivrad albat axla eg leqtori giyurebs” ,,isev leqciaze xaar? Moomeenatree” ,,lizi daisjebi icode chemi metodebit” ლიზი კითხულობდა და თან იცინოდა, დაძაბულობა და დაღლილობა სადღაც უკვალოდ როგორ ქრებოდა. მერე თავადაც დაუბრუნა პასუხი. ,,luk aq var, nu nerviulob da nu buzguneb, leqtori qalia, da chems garda aq 29 bavshvia, mec momenatre, gamacani sheni dasjis metodebi, winaagmdegi ar viqnebi” მაშინვე გაისმა ლიზის ტელეფონის ზარი. –ანუ მოგენატრე. –მგონი უფრო შენ..–ღიმილით უპასუხა ლიზიმ. –ხოო, როდის გნახავ? –ნინი როდესაც გამომიშვებს შენთან ვარ, მოვალ და გნახავ. –ახლა სად ხარ? –ლექცია დამიმთავრდა, ახლა გამოვედი ეზოდან და ჯარიმა შენზეა. –როგორც ყოველთვის, საღამოს გნახავ, ლიზაზო მიყვარხარ, ჩემო ლამაზო. –ჩემი გული ხარ შენ. –კარგი გავიქეცი თორე მომიმიგლიჯა მდივანმა კარი. –კარგი ჭკვიანად. გადატვირთული დღეები იყო, ბოლოს ლიზიმ ლამის უარი უთხრა ნინის, სხვა მეჯვარე მოძებნეო. კაბა, ყვავილი, ეკლესია, ბეჭდები, მოსაწვევები, მაგიდები, სუფრები, ლამის მზარეულთან მოითხოვა შეხვედრა, კერძებთან დაკავშირებით. რესტორნის მეპატრონემ: –ბევრი პატარძალი, გვინახავს მაგრამ შენსავით ,,გადარეული არაო“ ბიჭები დასცინოდნენ, მაგრამ ესმოდათ ნინისიც ეს ერთი დღე შენ გეკუთნის და როგორ გინდა ისეთი იყოს როგორც შენ გინდაო. დიტო ლიზიზე უარეს დღეში იყო, ნინის მუდმივ წუწუნს უსმენდა. ათი დღის შემდეგ ნინის კაბაზე მიდიოდნენ, ლიზის ჩათვლა ქონდა, უნიში იყო, ლუკა სამი დღე ნანახი არ ჰყავდა, ვერც ერთი ვერ ახერხებდა, ერთს რომ ქონდა დრო მეორე დაკავებული იყო, მეორე რომ იცლიდა პირველი იყო დაკავებული, ასე გავიდა სამი დღე. ტელეფონი არც ერთს არ გაუგდია ხელიდან, ლიზიმ ვეღარ მოითმინა და ლუკას სამსახურში მიაკითხა, მის მიერ ნაჩუქარი საშვი აჩვენა დაცვას, შენობაში შევიდა. დაცვამ ასწავლა მისი კაბინეტი, მესამე სართული, ლიფტიდან მარჯვნივ კარზე, ბანერია გაკრულიო. მისაღებში ლამაზი გოგო იჯდა, ოცდახუთი–ოცდაექვსი წლის, საკმოდ მომხიბვლელი. ლიზიმ პირველად იგრძნო, ის გრძნობა ,,ეჭვი“ რომ ჰქვია, ლუკას ენდობოდა, მისი ჯეროდა, ისიც იცის რომ ისეთს არაფერს გააკეთებს ლიზის ტკივილი რომ მიაყენოს, გულს არასოდეს არ ატკენს და არ მიცემს დაცემის უფლებს, მაგრამ ამ გოგოს არ ენდობა, გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნა, შიგნით კი ქარიშხალი დამძვინვარებდა, როგორ უნდოდა ახლა, სადმე შორს აქედაან ლუკასთან ერთად. სადაც მხლოდ ორნი იქნებოდნენ, ნეტა არ მოსულიყო და არ ენახა ეს გაშპაკლული და შპარელ აკრული გოგო. ღიმილი აიკრო სახესთან და მდივანთან მივიდა. –იცის რომ მოვიდოდი ბატონი ლუკა მელოდება.–უთხრა ლიზიმ და ღიმილს ძლივს იკავებდა. –ბატონო ლუკა აქ ქალბატონია, რომელსაც თქვენთან შეხვედრა უნდა, ამბობს რომ ელოდებით–უთხრა შპაკლის გოგომ, პასუხი მაშინვე გაისმა მიკროფონში. –შემოვიდეს. –მიბრძანდით–უთხრა გოგონამ და ბოტოქსით დაბერილი ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს. ლუკა საბუთებში იყო ,,ჩავარდნილი“, ნახაზები მაკეტები დიდ მაგიდაზე აქეთ იქეთ იყო მიყრილ მოყრილი, პერანგი გაეღეღა, ჰალსტუხი მოეშვა და ეტყობოდა და ეტყობოდა რომ რაღაც გადაუჭრელს ჩაკირკიტებდა. –ბატონო ლუკა შეიძლება?–სერიოზული ხმით კითხა ლიზიმ. –კი რა თქმა უნდა მობრძანდით, –ისე უთხრა თავი არ აუღია, მაგრამ მალე ასწია თავი და წამშილი ლიზის წინ გაჩნდა– ჩემი ლამაზი, ჩემი გოგო, როგორ მომენატრე–მთელ სახეს და ტუჩებს უკოცნიდა და ეჩურჩულებოდა–როგორ გამახარე ლიზაზო, ჩემი ელექ ხარ. –მეც მომენატრე–ნამოილუღლუღა ლიზიმ და ეცადა ლუკას კოცნში აყოლოდა, რაც უფრო და უფრო კარგად გამოდიოდა–ვერ მოვიცალეთ ეს სამი დღე, ერთი საათი მაქვს, ვეღარ მოვითმინე და აქ მოგაკითხე, იმედია არ მოგაცდინე. –შენთვის ყოველთვის მოვიცლი, დაგათვალიერებინო თუ ერთად ყოფნით დავტკბეთ?–უთხრა ლუკამ და ოთახს მოავლო თვალი–როგორ მოგწონს ჩემი კაბინეტი? –კაბინეტი კი მომწონს მაგრამ მისაღებს ცოტა შევცვლიდი–მაცდურდ გაუღიმა ლიზიმ და ახლა თავად გამოიცინა კოცნის ინიციატივა. ლუკამ იქვე მდივნისკენ წაიყვანა, თვითონ დაჯდა და მერე ლიზიც გვერდით მოისკუპა, ისე რომ ხელი არ გაუშვია, ხსეულზე ყავდა აკრული სასურველი. –მოიცა და ჩემს მისაღებს რას ერჩი? რა უნდა შეცვალო დარჩა რამე შესაცვლელი?–კითხა დაბნეულმა ლუკამ. –რას არა ვის.–თითქოს ჩურჩულით უთხრა ლიზიმ. –მოიცა შენ რა ეჭვიანობ?– სიცილს ძლივს იკავებდა ლუკა, ხმამაღლა ხარხარი რომ არ დაეწყო. –არა არ ვეჭვიანობ, არ მომწონს ის გოგო– დამორცხვით უთხრა ლიზიმ – და რამდენი ხანია რაც აქ მუშაობს? –სამ თვეზე მეტია, ნინა დეკრეტში გავიდა და გასაუბრებაზე ეს შეარჩიეს. –რამდენი ხანი უნდა იყოს ეს აქ? –ლიზი მეჩვენება თუ სერიოზულად უყურებ ამ საკითხს? ჩემი ეჭვიანი გოგო. ერთ კვირაში სახლში მიდის– შემდეგ კი სერიოზულად უთხრა, როცა ლიზის თვალებში სულ ახალი გრძნობები ამოიკითხა, სიყვარულის გარდა, შიში, იმედგაცრუება.– ლიზი მე შენ მიყვარხარ და ის გოგო არავინ არ არის, შენს თავს ნუ აყენებ შეურაცყოფას და გთხოვ ამის შემდეგ ჩემს სიყვარულში გთხოვ ეჭვიც კი აღარ შეიტანო, გავბრაზდები. –ხომ ვიცი, მაგრამ ის რომ დავინახე იქ–თავის მართლებასავითდაიწყო ლიზიმ– მასთან დიდ დროს ატარებ, მშურს მისი ამ მხრივ. –ჩემი ეგოისტი გოგო. –ლუკ, ნუ დამცინი, ეგოისტი ვარ როცა შენ გეხება. როცა ჩემს სიყვარულს ეხება. –კარგი არ გვინდა, ჩემო ეგოისტო, ისედაც ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, ახლა გაჩუმდი და მერე იეგოისტე– მერე ლიზის ტუჩებს დაწვდა– ჩემი გემრიელი შემოდგომა ხარ, აი რაღაც განსხვავებული გემო დაკრავს, განსხვავებული არომატი, ვერ ვხვდები, მოიცა უნდა დავადგინო – და ისევ დაწვდა ლიზის ტუჩებს– გემრიელი ხარ და თან კარგი მოსწავლეც. ლიზი კი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა სახე აწითლებული, ლუკა კი ვნებებ აშლილი. –ლიზ, როდის ამოვიდე შენებთაბ და დავილაპარაკოთ, ასე თინეიჯერებივით როდემდე უნდა ვიაროთ და როდემდე ვირბინოთ წინ და უკან? მინდა სახლში მეგულებოდე სულ ჩემად. –ლუკ, ჯერ ნინის ქორწილი ჩავამთავროთ, გაგიჟდება მაგ ამბავს რომ არ დაესწროს. მერე შენ იმუშავებ და მე სახლში გეჯდე არა? ტიპიუორი ქართველი მამაკაცი გახდე უნდა? –ჩემი ბუტია გოგო, არა არ მინდა ჩემს ხარჯზე ცხოვრობდეს ჩემი ცოლი– სიცილით თქვა ლუკამ– მას თავისი ხელფასი უნდა ქონდეს. კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს, ლუკა ძირითადად ლიზის ტუჩების დაგემოვნებით იყო დაკავებული, ნინის ქორწილის ამბებიც განიხილეს, ბოლოს ალერსი ნინის ზარმა შეაწყვეტინათ, ლიზის ყურმილის აღება და ნინის კივილი ერთი იყო. –ლიზი შენ ახლა სად უნდა იყო? –ნინი ახლა ლუკასთან ვარ სამსახურში. –მოიცა სად?–გაუკვირდა ნინის–მიდი სწრაფად გამოექეცი შენს რომეოს და მოცუნცულდი ჩემთან ჩემო ლამაზო ჯულიეტავ და მომიყვები ყველაფერს. –კარგი მოვდივარ– უთხრა ლიზიმ და გაუთიშა. ლუკამ ერთი მოძრაობით ლიზი კალთაში ჩაისვა და ისევ მის ბაგეებს დაეძგერა, უფრო მომთხოვნი გაუხდა ლუკას კოცნა, ლიზი რას გრძნობდა? რა უნდა ეგრძნო/ ფრთები ესხმებოდა, ლუკას კოცნის დროს, მაღლა ცაში მიიწევდა, ზღვას ხიდი ედებოდა ცას კიბე, ზღვაზე გადადიოდა, კიბეებს მიუყვებოდა ღრუბლებს ხელით ეხებოდა, მათ სიმსუბუქეს გრძნობდა, ლუკას ტუჩებით წყდებოდა ყოველდღიურობას, სამყარო მის გარშემო იწყებდა მოძრაობას. მხოლოდ ორნი რჩებოდნენ ,,ლიზი და ლუკა“ ორი სხეული ერთი სულით, მოწყდებოდა თუ არა ლუკას, წყდებოდა ყველაფერის კავშირი, ჰაერის უკმარისობა ჭირდა ლუკას გარეშე, უნდოდა ლუკას გვერდით, სულ მასთან, მხოლოდ ლუკა რომ იქნებოდა, მისი ლუკა, ეგოისტის ლუკა. ––––––––––––––––––––––––––– მაპატიეთ ვერ დავდე აქამდე ..... მაპატიეთ.... მაპატიეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.