შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 1


13-03-2015, 13:05
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 3 476

თვალები ძლივს გავახილე, დიდის ამბით დავამთქნარე, დაბუჟებული სხეულის წამოწევა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ვიღაცას ჩემს ისედაც დამძიმებულ ფეხებზე თავისი გაცილებით მძიმე ფეხი ჰქონდა გადადებული. უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე და გადავბრუნდი, ჯობდა ეს არ მექნა, პირდაპირ შევეწებე უცნობს. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რომ ორივენი თავიდან ბოლომდე შიშვლები ვიყავით. მახსოვს როგორ მაგრად მომინდა ბოლო ხმაზე მეკივლა, მაგრამ, როგორც კი პირი გავაღე დე პირველი მკივანა ბგერები გადმოიღვარა ჩემი ბაგედან, ვიღაცამ ხელი მატაკა სახეში და დარეტიანებული გადამაგდო საწოლიდან. გავცეცხლდი, მსგავსი რამ ადრე არ გაუბედავთ წამოვხტი ის იყო უნდა მეღრიალა რომ საწოლზე წამომჯდარ, პატარა ბავშვივით გაბუტულ მამაკაცს შევეჩეხე. შავი წარბები შეეჭმუხნა და ისეთი სახით მიყურებდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
-რა გაღრიალებს ? -ცივი რეპლიკით გამიქრო მასზე პირველი წარმოდგენა პატარა ბავშვს რომ შევადარე.
-აქ რა მინდა ?
-ლოგიკური კითხვაა -ირონიულად შენიშნა შავთმიანმა უცნობმა და დამცინავი მზერით ამათვალიერა.
-ხომ არ დავტრიალდე? -საშინლად არ მესიამოვნა მისი მზერის ჩემს შიშველ სხეულზე ხეტიალი.
-არა, საჭირო არ არის, გუშინაც საკმარისზე მეტად იტრიალე, ახლა ჩაიცვი და წადი მეც მაგვიანდება- მხოლოდ ეს მითხრა იქვე მიგდებული ჯინსი ამოიცვა და ოთახიდან გავიდა. გაოგნებული დავრჩი. თითქოს არაფერი მომხდარიყოს! მექანიკურად საათს ავხედე და თავი დავწყევლე! ჯანდაბა დამაგვიანდა, თან ამ იდიოტის გამო. დღეს გასაუბრებაზე მივდიოდი მდივნის "როლი" უნდა მეკისრებინა სათამაშოების ქარხანაში. ალბათ დამცინებთ, ამის გარდა სხვა სამუშაო ვერ ნახეო ? ჰო ვერვნახე.. პირველად სააგენტოში რომ მითხრეს პირი დავაღე. დღემდე ჩემს თავს იმ საწყალ ბიჭს ვადარებდი ფილმიდან "თოჯინები იცინიან" მსგავს ქარხანაში რომ მოუწია მუშაობა, თან მის გარდა იქ ყველა გოგო იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მსგავსი იდიოტური სამსახური მექნებოდა. სწრაფად გადავიცვი მოკლე სახელოებიანი ზედა და დაგლეჯილი ჯინსები ამოვიცვი. თმა დაუვარცხნელად შევიკარი, ტყავის ქურთუკი მოვიცვი, კარები სწრაფად გავაღე და დიდი სისწრაფის გამო მივაჯახუნე. ჩემდა სამწუხაროდ, ისევ იმ შავგვრემან იდიოტს შევეჯახე
-რას დარბიხარ წესიერად იარე!
-მაგვიანდება! თერთმეტს ხუთი აკლია მე კიდე გასაუბრებაზე თერთმეტზე უნდა ვიყო
- სულ არ დროზე გაეთრიე აქედან
-რომ არ მაგვიანდებოდეს გაგცემდი საკადრის პასუხს განებივრებულო იდიოტო! -ვუღრიალე და გავიქეცი, ვიცი არუნდა მეთქვა ღრიალით გამომეკიდა "ვინ არი გოგო განებივრებული იდიოტი" რამდენიმე უწმაწური სიტყვაც წამოსცდა. საბედნიეროდ, სახლიდან გავასწარი და სადარბაზოს კიბეები ჩავირბინე, უკვე აღარ მომსდევდა, მაგრამ შიშით მაინც გავრბოდი. ბოლოს ტაქსი გავაჩერე და რამდენიმე წუთში უკანა სავარძელზე მჯდარს სულ არ მენაღვლებოდა განებივრებული იდიოტი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ყველაზე საშინელი სამსახური მექნებოდა მთელს მსოფლიოში...




კაია გავაგრძელო ?



№1  offline წევრი BuTTi

Uuuf ra kargi iyoooo

 


№2 სტუმარი vika

gaagrdzele vnaxot aba ra iqneba...me dzalian daamaintefesa

 


№3  offline წევრი F E N I X

vnaxot aba damaintriga dzalian, gaagrdzele.
--------------------
გრძნობების მკვლელი...

 


№4 სტუმარი mari

გააგრძელე ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent