შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მყინვარი


13-03-2015, 15:12
ავტორი annabelle
ნანახია 1 710

2 თავი
,,ოცნება''
თითქმის ყველა ადამიანს აქვს ოცნება... ნატვრა,რომელიც იცის არასდროს აუხდება,იმედი სულ ამოწურული აქვს მაგრამ მაინც ოცნებობს...ოცნებობს გამუდმებით, ყოველ წამს,როცა ამის საშუალება მიეცემა.ვცდილობთ ,,შევებრძოლოთ'' არმივცეთ მას უფლება შეგვიბყროს.მაგრამ არ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა.ძლიერად გვავლებს ხელს და მის მარწუხებში გვხვევს...
მეც მისი მორიგი მსხვერპლი აღმოვჩნდი. ჩემი ტვინი დაიბყრო და მთლიანად მის ,,კლანჭებში'' მოიქცია... ბავშვობიდან მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა. მხოლოდ ერთი,რომლის ასრულებაც შეუძლებლად მიმაჩნდა,მაგრამ არა იმიტომ,რომ ძალიან ძვირია ან უბრალოდ ფანტაზიაა. არა! მხოლოდ იმიტომ,რომ ვერასდროს ვიპოვიდი ისეთ ადამიანს ვინც დამეხმარებოდა მის ასრულებაში... მარტო კი ნამვდილად ვერ შევძლებდი მყინვარზე ასვლას არავინ ჩაიგდებდა თავს საბრთხეში ჩემი სულელური ნატვრის გამო.არამგონია ეს ოცნება კიდევ ვინმეს ჰქონდეს გარდა ერეკლესა,რომელიც მთელი ღამე მაგიდის გარშემო დამდევს და ჩემგან ბოდიშის მოსმენა სწადია ბევრჯერ ავსულვარ კლდეებზე მასთან ერთად. და ჩემი უმნიშვნელო ნივთიც დამიტოვებია იქ შიმბოლურად. მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მყინვარზე... მინდა ეს! მინდა იქაც დავტოვო ჩემი ტუჩსაცხი, ან ჯიბის სარკე ან იქნებ საცვალიც. რაც მომესურვება. თუ ეს როდესმე მოხდება მე უბედნიერესი ვიქნები და ოცნებასაც ახლიდან მოუწევს ბრძოლა ჩემი გონების ,,მოსანადირებლად''.
***
-ჰეიი! გაიღვიძე! უკვე 10 საათია!-როგორც კი დილით ეკეს ყვირილი მომესმა დაფეთებული წამოვვარდი საწოლიდან. თვალები მოვიფშვნიტე და დაბნეული დავაჩერდი. ისევ ჩემს გვერდით იწვა და ხმამაღლა ხითხითებდა
-შენი სახე... და თმა- სიტყვებს თავს ძვლივს უყრიდა.მე კი დაბღვერილი თვალს არ ვაშორებდი როგორ იკლაკნებოდა სიცილისგან საბნის ქვეშ/
-ჯანდაბა! შეწყვიტე ჩემი დაცინვა-ამოვიბუტბუტე და ვცადე თმა ხელით გადამევარცხნა მაგრამ,როცა მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი,გაბრაზებულმა საბანი წავართვი,ტანზე შემოვიხვიე და სააბაზანოში შევვარდი.
-ჰეიიი! დამიბრუნეეე!-თუმცა დაიყვირა ყურადღება მაინც არ მიმიქცევია.უბრაალოდ ყველაფერი გავიხადე და ცხელი შხაპის ქვეშ სრულ ნეტარებას მივეცი თავი...
საუზმე მან მოამზადა. ბავშვობაში არასდროს მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელი/ მგონი ახლაც არ შეუცვლია აზრი ჩემს ,,კულინარიულ ნიჭიზე''. არ შევწინააღმდეგებივარ როცა შემომთავაზა თვითონ მოემზადებინა.უბრალოდ სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი და ვაკვირდებოდი როგორ ჭრიდა ხახვს მოშუშული სოკოსთვის.როცა ვჭამეთ წასვლა გადაწყვიტა მაგრამ არ გავუშვი. არმინდოდა წასულიყო მიუხედავათ იმისა,რომ ნერვებს მიშლიდა. ფილმი ჩავრთეთ ,,ანაბელი''.თვითონ დივანზე მოკალათდა მე კი მის მუხლებზე.ვიცოდი არ უყვარდა საშინელებათა ჟანრის ფილმები მაგრამ მომწონდა რომ ეშინოდა,ყოველთვის მახალისებდა ეს/ ყველაზე დაძაბულ მომენტზე ცალ ხელს მაგრად მომიჭერდა წელზე მეორეზე კი ბრჩხილებს იკვნეტდა. ამ დროს ყოველთვის ძლიერი, ისე უმწეოდ გამოიყურებოდა.
-ჯანდაბა!-გააჟრჟოლა როცა მისი მობილური აწკრიალდა. აცახცახებული ხელით ჯიბიდან ამოიღო და არ დაუხედავს ისე უპასუხა.
-დიახ მე...მე ვარ-ამოილუღლუღა.ჩავიხითხითე მის ტონზე და თმაზე მოვეფერე დასამშვიდებლად.ძვლივს შესამჩნევად გამიღიმა მადლობის ნიშნად
-დიახ. კი. რათქმაუნდა...-იძახდა დიდხნიანი პაუზის შემდეგ-რა? რ.რასამბობთ? რამე ხუმრობაა?-თვალები გაუფართოვდა.დავიძაბე.
-დარწმუნებული ხართ? ჩემი განცხადება? ო ღმერთო...-ხელი პირზე აიფარა-კარგით... დიდი მადლობა.კარგად ბრძანდებოდეთ-ბუტბუტებდა და თან თვალებ გაშტერებული ერთ წერტილს მიჩერებოდა. მობილური გათიშა. ვიცდიდი სანამ რამეს იტყოდა,მაგრამ ისევ ისე იჯდა,უგრძნობლად,უემოციოდ
-რამოხდა აღარ იტყვი?-წამოვიძახე ინტერესით გაღიზიანებულმა და თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე.
-შენს მეზობლებს ძალიან შეაწუხებს რომ ვიკივლო?-მთელი სერიოზულობით თქვა და ქალივით დაიწივლა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent