შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰამლეტი(3)


13-03-2015, 15:14
ავტორი kurt cobain
ნანახია 1 794

დიტოს გაქრობას დავუსევდიანებივარ,არც მომწონდა და მითუმეტეს არც მიყვარდა.
თიკუნას ვეუბნებოდი დამავიწყდათქო.
მას ვატყუებდი თუ თავს ვიტყუებდი არ ვიცი.
ფაქტი ერთი იყო,ყოველ ღამე,3 საათზე,მაშინ როცა ყველაზე საშინელი მომენტი მიდგებოდა,მარისთან ერთად დიტო მახსენდებოდა.
საკუთარ თავს ვებრძოდი.
და ბოლოს მივაღწიე.
საძილე წამლები დავიწყე?უცებ ვიძინებდი და მასზე არ ვფიქრობდი.
შედეგი ორი თვის შემდეგ მივიღე.
დიტო აღარ მახსოვდა!
თუმცა არ მოგატყუებთ,ყველა ბიჭს მასთან ვაიგივებდი.
ვცდილობდი თვალებში დაბუდებული ისეთივე ამოუცნობი სხივი აღმომეჩინა.
მაგრამ არა!
ის ერთადერთი ყოფილა და ისეთს ვერ ვიპოვიდი.
ამიტომ შევეშვი.
ხელი მის დავიწყებას იკამ შეუწყო.
ირაკლი თიკუნას მეზობელი იყო, ახალი გადმოსული იყო წყალი,რომ დამრჩა და ჩაუვიდა.
სალანძღავად ამოვარდა მაგრამ ორი მზეთუნახავი რომ დაინახა დაშტერდა.
ჰოდა,მეგობრებად ჩამოვყალიბდით.
ცანცარა ტიპი იყო,არ მიყვარდა ზედმეტად ცანცარები.
ერთ დღეს ისევ გავისეირნეთ.
მოდულის შენობას ჩავუარეთ და ტროტუარს დავუყევით.
-თეკო, მეფეში რა მოგწონს?
-მეფეში?
ჩავიცინე.
-მე მეფე არ მომწონს.
გაოცებული მიყურებს.
-მეფე არ მომწონს,მიყვარს.
მეფეში მეფე მიყვარს,მისი სიგიჟე მიყვარს.
მისი სული მიყვარს თითოეულს რომ გადმოგვცა.
მეფეში ზღვა მიყვარს,იმ ერთისთვის რომ გადაცურა,მეფეში 5 წუთი მიყვარს.
მეფის სიყვარული მიყვარს, მისი საქართველო მიყვარს.
მეფე ჩემთვის ის თემაა,რომელზეც საუბარი არასოდეს მომბეზრდება და იმედია მეც ოდესმე ვიპოვი ისეთ სიყვარულს,მეფესა და ქეთათოს რომ აკავშირებდათ.
ირაკლიმ ერთხანს მიყურა,როგორ ვლაპარაკობდი მეფეზე გამალებით,ხელების ქნევით.
მერე როცა დავმშვიდდი წინ დამიდგა,წამის მეათედებში შემომხვია ხელი და გულზე ამიკრა.
-მიყვარხარ ისე,როგორც არავის არავინ ყვარებია.
თავბრუ დამესხა.
არ მოველოდი ასე პირდაპირ.
ნელა მოვიშორე და სახლის გზას დავადექი.
უცებვე ამომიდგა გვერდით და შემომხედა.
გამაჩერა.
გავჩერდი.
ხელის ზურგი ჩამომისვა ლოყაზე.
"დიტო",გავიფიქრე და ხელი უხეშად ჩამოვაგდებინე.
-დრო მჭირდება.
მივუგდე ორიოდე სიტყვა და წამოვედი.
ვერ გეტყვიტ რისთვის მჭირდებოდა დრო.
დარწმუნებული ვიყავი არ მომწონდა.
ვიცოდი,რომ მივწონდი,მაგრამ ასე პირდაპირ,მოულოდნელად თუ შევეჩეხებოდი ან ფაქტს არ მეგონა.
სახლში გამოწურული ლიმონივით მივფართხალდი.
დედას ვაკოცე და ოთახში შევედი.
მშვიდი ღამე იყო.
მანქანების ხმაური დიდად არ აღწევდა.
მომინდა სამეგრელოში,ჩემი ოთახის დიდ რაფაზე ჩამოვსკუპებულიყავი.
ფანჯრის რაფას ვეყრდნობოდი და ვიყურებოდი სადღაც,შორს,უსასრულობისკენ.


***
-თეკოო ჩამოდი მივდივართ.
-ჰო დე ახლავეე,ბოლო მაისურიც და მორჩა.
არადა ჯერ კიდევ ვიწექი.
-ამას ჩავდებ და მოვდ...
დავიძახე და დედაჩემმა კარები შემოხია.
-მოდიხარ ხო? ამას ჩადებ ხო? გოგო და ასეთი ზარმაცი ჯერ არ მინახავს. ადექი დროზე!
ენაჩავარდნილი,თვალებგადმოკარკლული ვუსმენდი დედაჩემს.
რა დებილი ვარ,კიდევ ვწევარ როცა ზუგდიდში მივდივარ.

***
ჩემი წასვლის ამბავი მხოლოდ თიკუნამ იცოდა.
ისიც ჩამოვიდოდა,3 დღეში.
ოცნება რეალობად მექცა,ფანჯრის რაფაზე ვარ ჩამომჯდარი,ფეხები ნიკაპთან მიდევს,გავყურებ მთვარეს,ვარსკვლავებს,ჭრიჭინების ხმა ისმის.
სრული იდილიაა.
იმდენად მშვიდი ღამე იყო,რაღაც უცნაური ვიგრძენი.
თითქოს ცხოვრება შემძულდა,ან ძალიან შემიყვარდა.
არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო,ჯერ კიდევ უცნობი და გამოუთქმელი.
და ამ სამი დღის მანძილზე,წამი არ გასულა დიტოზე არ მეფიქრა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემში.
თითქოს ის მხიარული ბუნება დავკარგე.
საკუთარ თავთან ბევრი ბრძოლის შემდეგ კი საშინლად რთული აღმოჩბდა მეღიარებინა,რომ მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული დიტო ლაგვილავაზე.
მაგრამ მაინც სულ სხვა გადაწყვეტილება მივიღე,მაშინ მეგონა კარგი ვქენი.
ირაკლის დავთანხმდი,რომ მე მისი შეყვარებული ვიქნებოდი.
იმის იმედად,რომ იქნებ ურთიერთობაში შემყვარებოდა ის და დამევიწყებინა დიტო.
პარადოქსია!
იმას რასაც ვერასოდეს დაივიწყებ,წარსული არ უნდა დაარქვა.

***
თიკუნას ჩამოსვლის შემდეგ,თითქოს ისევ გავხალისდი.
ბავშვებთან გავდიოდით,ბავშვურად ვერთობოდით,თუმცა დიდი ხნით ვერა.
მხოლოდ ერთი კვირით ვიყავით ჩამოსულები.
ორშაბათს ჩამოვედით და კვირა საღამოს ვბრუნდებოდით და ჩვენც ვცდილობდით როგორმე დრო არ გაგვეფანტა უაზროდ.
მაგრამ დრო ვერ შევაჩერეთ.
თბილისში ვბრუნდებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent