შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (1)


13-03-2015, 17:38
ავტორი nia_93
ნანახია 5 170

-კაი ცოტ,მერე დაგირეკავ, გავიქეცი ეხლა. ჩამოფრინდა უკვე რეისი-დაემშვიდობა შეყვარებულს და გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი.ტელეფონში რაღაცას ეძებდა ისე მიდიოდა, რომ ვერც შეამჩნია ვიღაცას მთელი ძალით რომ შეასკდა და ტელეფონი ძირს დაუვარდა

-უკაცრავად, ჩემი ბრალია- გაისმა მამაკაცის ხმა და ორივე ერთდროულად დაიხარა ტელეფონის ასაღებად

-პირიქით, ჩემი ბრალია, ეს მე არ ვიყურებოდი წინ-გაამართლა უცნობი ელენემ ისე რომ მისთვის არც შეუხედავს. ის იყო ტელეფონი უნდა აეღო რომ მამაკაცის ხელი მის ხელს მოხვდა და ელენემ საოცრად თლილი თითები შეამჩნია
,,რა მაგარი თითები აქვს, მე რომ მომწონს ისეთი’’-გაიფიქრა გონებაში და სწორედ ამ დროს იკადრა და ახედა მამაკაცს
,,რა სიმპათიურია’’-კვლავ გაიფიქრა და ოდნავ გაუღიმა
,,შენ სხვა მამაკაცებს ნუ უყურებ’’-გამოეპასუხა გონება
,,თვალებს ვერ დავიბრმავებ სიმპათიური მამაკაცის დანახვისას, თანაც მხოლოდ აღვნიშნე რომ სიმპათიურია და მეტი არაფერი’’-გონებაში ომი ქონდა გაჩაღებული ელენეს

-ინებეთ-მამაკაცმა ელენეს ტელეფონი მიაწოდა და მანაც გაუღიმა

-მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში-უთხრა ელენემ და გზა განაგრძო.
მამაკაცი ღიმილით უყურებდა მიმავალ ელენეს. მერე კი თვითონაც შებრუნდა და აეროპორტის გასასვლელისენ გავიდა.

-ვაიმე, არ მჯერა რომ ჩამოხვედი-სიხარულისგან გაჰკიოდა ელენე და ლამის მთელი აეროპორტი მას უყურებდა,რომელიც მონატრებულ ბიძაშვილს ეხუტებოდა.
ნანოს ოჯახი უკვე 11 წელია რაც ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში რამდენჯერმე იყო ნანო ჩამოსული საქართველოში. ბოლოს 3 წლის წინ ჩამოვიდა. მის მერე კი ეხლა დაბრუნდა, როცა სწავლას მორჩა.

-რომ იცოდე როგორ მომენატრე . მეც არ მჯერა რომ ჩამოვედი-ისე მაგრა ეხუტებოდა ნანო ელენეს, რომ ლამის ნეკნები ჩაუმტვრია

-ჩემები გელოდებიან ერთი სული აქვთ როდის გნახავენ-უთხრა ელენემ,როცა ბარგი მანქანაში ჩადეს და თვითონაც მოკალათდნენ მანქანაში

-სიგიჟემდე მენატრებოდით მართლა-სიყვარულნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნანომ

-რამდენი ხნით ჩამოხვედი?

-ჯერჯერობით უვაოდ ვარ ჩამოსული. სწავლას მოვრჩი და აწი ვნახოთ რა იქნება. იქნებ აქ ვიშოვო სამსახური და საერთოდ აქ დავრჩე

-ამაზე მეტად არაფერი გამახარებს შენ თუ აქ დარჩები ნან-გაუღიმა ელენემ

-მეც მინდა და ვნახოთ რა გამოვა. ისადა შენ და შენი რომეო რას შვებით?_ეშმაკურად გაუღიმა ნანომ

-მე და ჩემი რომეო ძალიან მაგრა ვართ. რომ იცოდე როგორ მიყვარს-ბედნიერმა უპასუხა ელენემ-მის გარეშე დიდი ხანი ვერ ვძლებ. უი, კაი გამახსენე უნდა დავურეკო-გაუცინა და ცოტნეს ნომერი აკრიფა.

სახლში მისულებს ჟივილ-ხივილით შეეგებნენ ნანოს. ყველა მათი ახლობელი ელენესთან იყო ნანოს დასახვედრად მისული. ნანო ძალიან ბედნიერი იყო ახლობლების გარემოცვაში და მიხვდა თუ როგორ აკლდნენ ისინი.
საოცრად კარგი საღამო გამოუვიდათ. გვიან დაღლილები ელენეს საწოლზე გაიშხლართნენ

-ცოტნე როდის უნდა გამაცნო?-კითხა ნანომ

-ხვალვე გაგაცნობ. აი ნახავ როგორ მოგეწონება.

***

მეორე დღეს ელენემ ნანოს ცოტნე გააცნო.

-ცოტ, ეს არის ჩემი ნანო. ნანო ეს არის ჩემი ცოტნე-სიცილით გააცნო ერთმანეთს

-სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

ელენე ცოტნეს გვერდით იჯდა და თავი მის მხარზე ქონდა მიდებული და ბედნიერი იღიმოდა.
მართლაც რომ საოცარი გრძნობა აკაბშირებდა ელენეს ცოტნეს მიმართ. ის არის მისი პირველი სიყვარული. თითქმის 4 წელია რაც ერთად არიან. უნივერსიტეტში მეორე კურსზე იყო ელენე ერთმანეთი რომ გაიცნეს და მთელი სტუდენტობის პერიოდი ერთად აქვთ გატარებული. მართლაც რომ საუკეთესო შეყვარებულობის წლები ქონდათ და აქვთ

-მომენატრე ელ-ყურში ჩუმად უჩურჩულა ცოტნემ

-მე ისედაც სულ მენატრები-ელენემაც ჩუმად უჩურჩულა და ყელზე აკოცა

-მე ხომ არ გავიდე?-სიცილით უთხრა ნანომ
-არა, ხელს არ გვიშლი-გაუღიმა ცოტნემ-უი ხო,მართლა ჩემი ბავშვობის მეგობარი დიმა ხომ იცი?-ელენეს მიუბრუნდა.

-კი როგორ არ ვიცი, თქვენი ბავშვობის ფოტოებიც მაქვს ნანახი-გაეცინა ელენეს

-ხოდა ეგ ჩამოვიდა გუშინ ამერიკიდან და უნდა გაგაცნო

-მართლა? წარმომიდგენია როგორი გახარებული ხარ

-ძალიან. 5 წელი არ მყავდა ნანახი და ეს მართლაც რომ დიდი დროა. ეხლა აქ მოვა და გაგაცნობ-უთხრა და ეხლა ცოტნემ აკოცა ელენეს ყელზე. ელენეს დაბურძგლა. სულ ასე ემართება,როცა ცოტნე ეხება.
ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ. ხან რაზე ილაპარაკეს და ხან რაზე. ამასობაში მათ მაგიდას ელენესთვის უკვე ნაცნობი სახე მიუახლოვდა. ცოტნე ფეხზე წამოდგა და ახალმოსულს გადაეხვია. ელენემ გაოცებულმა შეხედა

-ელენე, ნანო გაიცანით ჩემი ძმა და საუკეთესო მეგობარი დიმა დადიანი-მხარზე ხელი გადახვია დიმას და ღიმილით წარუდგინა მათ. ელენე სასიამოვნოდ გაკვირვებული უყურებდა დიმას. დიმასაც ეღიმებოდა

-მე და ელენე უკვე შევხვდით ერთმანეთს გუშინ აეროპორტში-ღიმილით უთხრა ცოტნეს დიმამ

-რა სასიამოვნო დამთხვევაა- წამოდგა ელენე და დიმას მიესალმა-სასიამოვნოა შენი გაცნობა დიმა. შენზე გადმოცემით უამრავი რამ ვიცი

-ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა ელენე-გაუღიმა დიმამ და თვალი ჩაუკრა ელენეს.

ძალიან მომენატრა სიახლის დადება და დავბრუნდი მეგობრებო ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ თქვენს აზრს.



№1  offline წევრი EiLuL♥

მმმ... კარგიაა :3 მომწონს დადიანი კარგი გვარია ,,,ელენე ხომ გადასარევი სახელი,,ისტორიაც რომ ძალიან კარგი ჩანს ^.^ იმედია წერას არ შეწყვეტ,,რადგან ცოტა ნახვები გაქვს ... უმეტესობა ასე იქცევა -.- ველიი მომდევნო თავს,,მოცულობას თუ შეძლებ ცოტა გაზარდე ❤)))
--------------------
elene

 


№2  offline წევრი deamedo

როგორ გამიხარდააა თქვენი დაბრუნება ქალბატონოოოოოოო wink love
მიყვარს შენი ისტორიები
რა დამაინტრიგებელი სათაური აქვს winked
წარმატებებიიი და ველოდები თორმეტს love

 


№3 სტუმარი esaachemikomentari:DDD

aucota gaurkvevladgiceria cotakiara kargad ver gavige elenes ukvars cotne tu nanochamovida veraperiver gavige an dima da nano shexvdnen tu dima da elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent