შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმათზე მეტად ვაფრენ,ვისაც აცვია გიჟის ხალათი (Part 1)


13-03-2015, 19:43
ავტორი Tamo Khudzhadze
ნანახია 2 079

იცი(თ) რას მივხვდი?! ^
არაფერს ისეთს არ უნდა მიეჩვიო, რასაც მომავალში "ვერ გაკეთების" საშიშროება აწმყოშივე აქვს შექმნილი. რაც მომავალში, როცა გაკეთება მოგინდება შენს პირად "მინდაზე" აღარ იქნება დამოკიდებული.
ტეხავს მიჩვეულის გადაჩვევა როცა რაღაც მომენტში არც გინდა, რადგან რეალურად ეს ზიანს არ გაყენებს^^
უცნაურია ყველაფერი.
უცნაურია, რომ მიჩვევაც გვიჭირს თავიდან და მერე გადაჩვევ'ა ხომ საერთოდ^...
უცნაური ვარ მე(ც). სადღაც. თუმც'ა მაინც უფრო მეტად შევიგრძნობ საკუთარ თავს, როგორც ინდივიდს და არა როგორც განყენებული ცნების რიგით წევრს ანუ როგორც "ადამიანს"


სახელი_თუ ვინმეს გავაბრაზებ_ეკატერინე,თუ ვინმეს არ ვუჯერებ_ეკა,თუ ვინმე რამეს მთხოვს_ეკუნა და მხოლოდ "ჩემი სასტავისთვის" _კატო,კატუსა,კაწია,სიკრიჭია და რავიცი რაც ენაზე მოადგებათ ყველაფერი.
გვარი_ცუხიშვილი.
ასაკი_21 წლის.
ოჯახი_დედა ხათუნა ვაშაკიძე და ჩემი ოჯახის წევრი ჩემი "დონ ჰასკინიო" მისტერ ჩარლი.ხო რაც შეეხება მამას არც ვიცი ვინ არის და არც არასოდეს გამჩენია სურვილი ამის გაგების.
პროფესია_მხატვარი,ფოტოგრაფი.
გარეგნობა_ეს ნამდვილად გამომარჩევს ყველასგან!"ნოლზე გადაპარსული" თავი,მუქი მწვანე თვალები,ძალიან სუსტი(ზედმეტადაც კი) ტანი,პატარა ცხვირი(მაგრამ არა ე.წ. კურნოსა).
ჩემი "სასტავი"_თაკო ვაშაკიძე,ნიკუშა კაპანაძე,ელიზბარ გოგავა.
მიყვარს_ხატვა,შავი Marlboro,ჩემი გიტარა და უშაქრო ყავა.


ჩემი ტკბილი,თბილი სიზმრებიდან ჩემმა ტელეფონის ხმამ გამომიყვანა და დამაბრუნა რეალობაში.თვალებგაუხლად ვეცადე მომეძებნა ლოგინის "რომელიღაც" კუთხეში "ჩაკარგული" ტელეფონი.როგორც იქნა ხელში მომხვდა ცივი საგანი და არც დამიხედავს ისე ავიღე.
_კაწია რავა ხარ ?
_კაწიას მოგცემ მე შენ ვაშაკიძე!
_კაი რა კაწიუს რა ტალღაზე ხარ დილიდან?
_ეხლა ხო ხარ ღირსი ტაფა გირახუნო თავში და მერე ხორხი გამოგიღო?
_კაი ნუ ხარ ეგეთი სადისტი.
_თაკო სადაც გნახავ დაგბრიდავ!
_მაგ უაზრო ლანძღვას გირჩევნია აწიო ტრ**ი და "გამოქუსქუსდე" ჩემთან მაიამ პიცა დააცხო და უშენოდ არ მაჭმევს,ერთი მაას ჭამს ნორმალურადო.
_ოო კაი რაა დილით ხომ იცი რომ არ ვჭამ?
_რა დილით აბა ნახე რომელი საათია.
_ოო მეზარება თვალების გახელა..რომელია?
_სამი საათია.
ამის გაგონებაზე ჩარლი გამახსენდა ამდენ ხანს მშიერი რომ იყო..მაგრამ მერე გონებაში მალევე ამომიტივტივდა,რომ ელიზბარმა წაიყვანა.კიდე კარგი თორემ გამოვიგლოვებდი ჩემ ჰასკინიოს.
_მიდი გამოდი დროზე.
_ხო კაი მოვდივარ უფფ...
მოკლე შორტი და გრძელი ორი ზომით დიდი მაისური ჩავიცვი,ფეხზე კი მაღალყელიანი კედები ამოვიცვი.
სანამ სახლიდან გავიდოდი როგორც ყოველთვის ეხლაც უშაქრო მაგარი ყავა დავლიე და თან სიგარეტს მოვუკიდე..


სიგარეტი,"ნაუშნიკები"(ყურსასმენებს არ ვარ მიჩვეული, ესე ევეძახი) და ტელეფონი ავიღე და სახლიდან გავედი.რადგანაც კაუსტროფია(დახურული სივრცის შიში) მჭირს რვა სართული ფეხით ჩავირბინე და ფეხით დავადექი გზას თაკოს სახლამდე.15წუთში უკვე კარებზე რიტმულად "ვაბრახუნებდი".კარები როგორც ყოველთვის ეხლაც მაიამ გამიღო.
_ვახ ჩემი გოგოც მოსულა.
_ზდაროვა მაი!
_სად ხარ აქამდე ლამის შეგიჭამა დაქალმა პიცა.
_ოჰჰ მოდი ქალბატონო?
გამომძახა სამზარეულოდან თაკომ.მეც სამზარეულოსკენ დავიძარი და სკამზე მჯდომ თაკოს გავხედე.
_მოდი რაა დროზე თორე დღეს კი არ მაჭამა მაიამ კატოსთან ერთად ჭამეო.არადაა შენი ამბავი რომ ვიცი შეჭამ ერთ ნაჭერ პიცას და მორჩა.
_ოოო რა გაილექსე სულ არ შევჭამ.
_კაიაა მე მეტი შემხვდება.
_ხოდა ტრ**ი რომ გაგისივდება მე არ მეწუწუნო.
_ენამწარევ!
_რას ვიზამთ სიმართლე ყოველთვს მწარეა.
ვუთახრი და ენა გამოყავი.
_კაით ნუ რა გაჩხუბებთ ჭამეთ თორემ გაცივდება.
როგორც ყოველთვის ეხლაც "გაგვაშველა" მაიამ.
თაკოც ეგრევე დაშოშმინდა და ყველაზე დიდი ნაჭერი გადმოიდო წინ.მე როგორც ყოველთვის ეხლა ყველაზე პატარა შევარჩიე და "არასასურველი ინგრედიენტების ამოწყოა დავიწყე".
_ეგ რა პიცა დარჩა.
გადმომხედა უკმაყოფილო სახით თაკომ.
_ეგ რაა პიცაა..მაშინ დაიკავე სოკო,მაიონეზი და პური ხელში და ჭამე მერე.
_ოო რა შენი საქმეა ჭამე რაა..
ოთახში მაია შემოვიდა.
_კაი კონიაკი მაქვს და თითო_თითო ჭიქა ხომ არ ჩაგვერტყა ჰაა დასათრობად კი არა პროსტა ხასიათზე მოგიყვანთ რაა.
აი ამიტომ მიყვარს მე ეს ქალი.
_ბეზ ბაზარ მაი..
ხოდა დაიწყო აქ "შარაფი".
გადავკარი ერთი_კარგად ვარ!
გადავკარი ორი_ძაან კარგად ვარ!
გადავკარი სამი_მაგრადა ვარ!
გადავკარი ოთხი_და ჰაეეე...მერე ემოციებს უკვე ვეღარ ვიკავებ და მთელი წერეთლის გამზირი ჩემი მგონია.



№1  offline წევრი Khaleesi

კარგია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent