შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შორს მჭვრეტელი მე


13-03-2015, 22:10
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 807

მე მოვკალი ჩემი მეგობარი მაიკლი, მაგრამ რამდენად იყო მკვლელობა ეს, თქვენ გადაწყვიტეთ. განზრახ არ ჩამირტყამს მისთვის ნაჯახი თავში. არ ყოფილა განზრახული მისი ტვინის ნაწილების დასხმა ჩემს ფეხზე. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მე ჩემს ისტორიას გიამბობთ უკუღმა, რადგან ინტერესი იპოვოთ მასში.

კვირა
ძვირფასო დედა ჩემო, ცხოვრება გართულდა მომხდარის გამო. ძალიან ვნანობ, ძალიან. ზუსტად ამ დროს, 1 კვირის წინ, მოვკალი ჩემი მეგობარი მაიკლი. ვიცი ქვეყნად მხოლოდ შენ ხარ ვისაც ამ ყველაფრის სჯერა. ვიცი, ისევ გიყვარვარ. მართალია ჩემმა გაჩენამ არაფერი გარგუნა კარგი მეტიც, უბედურად გაქციე. ახლა ჩემი დაფიქრებული საქციელი, ერთ დიდ უბედურებას შეგმატებს რომელიც ტვირთად დაგაწვება თუმცა არ იდარდო, შენი განცდა უბედურების, უკანასკნელია. სამყაროში მცხოვრებმა, ერთმა არსებამ მითხრას რომ აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს და მე თავს არ მოვიკლავ. ჩემო ძვირფასო, ძალიან მიყვარხარ, პატივს გცემ. დამიჯერე, ისე მიყვარხარ, არ ჰყვარებია ქვეყნად არცერთ შვილს დედა. გთხოვ, ნუ მოიწყენ და ნუ გაბრაზდები ჩემი თვითმკვლელობის გამო. მომავალში არ დამელაპარაკო ლოცვის გარეშე, რადგან ლოცვა თუ შემაგნებინებს და გამაგონებს შენს ბგერებს. საყვარელო დედა, ნუ იღელვებ, ტკივილის გარეშე მოვკვდები. მარად გავყვები მდინარის წყნარ დინებას. რათა მიწაში არ მჭამონ მატლებმა და გველებმა, არ ვიყო სიბნელეში და ჩემს მაღლა, ღამით არ დაწრწოდნენ მიცვალებულთა ტანჯული სულები, რომელთა ვერ დაიმკვიდრეს თავი ვერც ჯოჯოხეთში და ვერც სამოთხეში. მიუხედავად იმისა, რომ შენ არასდროს დამივიწყებ, მაინც გეტყვი რომ დამივიწყო და გახსოვდეს, რა კარგია ცხოვრება როდესაც ჩემნაირი შემარცხვენელი შვილი არ გყავს. გემშვიდობები !
შენი შვილი, სეთი.


შაბათი
დილიდან ვნერვიულობდი, რადგან მოსამართლის წინაშე მეორედ უნდა წავრდგენილიყავი. მოსამართლის მკაცრი ბგერების სმენა ისე არ მადარდებდა, როგორც მაიკლის მშობლების სიმკაცრე. იმედს არ ვკარგავდი რომ ისინი ფიზიკურად არ გამისწორდებოდნენ. რას წარმოვიდგენდი ოდესმე,თუ ჩემი საუკეთესო მეგობრის მშობლების ხილვა, შემაძრწუნებდა. გამუდმებით ვეუბნები - მაიკლი ძალით არ მომიკლავს, შემომაკვდა - მეთქი თუმცა ვის სჯერა ჩემი ? არავის. ფეხზე მდგომი მუხლების კანკალმა ამიტანა, მოსამართლის მკაცრი ბგერები რომ მომესმა. - თქვენ ამბობთ რომ მსხვერპლი, მაიკლ ბრაუნი განზრახ არ მოგიკლავთ ? - აზრებ არეულმა ვუპასუხე: - არა, განზრახ არ მომიკლავს - მეთქი. ამაო იყო ჩემი მტკიცება. ჩემი მტკიცება, ხალხში ჩემდამი სიძულვილს ზრდიდა. სასამართლოში ამაყად მჯდარ, მოსამართლესაც შევძულებოდი. თითქმის ყვიროდა რომ მითხრა: - შენ მოგესაჯა 20 წელიო. - მისმა გადაწყვეტილებამ მამცნო, რომ დარჩენილი ცხოვრება შიშიი და დეპრესიაში უნდა გამეტარებინა. მინდოდა მაგიდაზე ავსულიყავი და მთელ ხმაზე ბრაუნების ოჯახისათვის მეყვირა - ბრაუნებო ! თქვენ შვილი დაკარგეთ, წინა კვირას, კვირა დღეს, იქნებ მიპასუხოდ აქ რა ჯანდაბა გინდათ და რატომ არ მიაგებთ პატივს მაიკლის სულს, მიპასუხეთ უგულოებო და უსულოებო რატომ ხართ დაკავებულნი ჩემი გამწარებით ? – ეს წარმოვიდგინე კიდეც, მესიამოვნა. ჩემმა ადვოკატმა თხოვნით და მუდარით გადააწყვეტინა მოსამართლეს, რომ ერთი დღე სახლში უნდა გამეტარებინა, რადგან ბავშვი ვიყავი და ჯოჯოხეთში მივდიოდი, რადგან დავმშვიდობებოდი დედას და სხვას. სახლში ყოფნის საღამო ხანს უნდა მეხსნა გულითა და სულით დედაჩემისთვის, თუ როგორ მიყვარს რადგანაც ზურგი მაქცია სულიერმა ყველამ, დედაჩემის გარდა. ვარჩიე დრო მუსიკის მოსმენააში გამეტარებინა. ვუსმენდი მოცარტს და ბეთჰოვენს, ამავდროულად ვფიქრობდი მათზე, განა ჩემზე უარეს დღეში არ იყვნენ ? განა სიგიჟით შეწუხებულებს ტირილი არ მოურთავთ ? განა სიმფონიების შექმნისას მათ გულში მხოლოდ ლოცვა არ იყო ? გახარებული ვიქნებოდი დედაჩემს ტირილში, თავის ოთახში კი არა ჩემთან გაეტარებინა ჩემი დარჩენილი დრო. გადავწყვიტე თავი მოვიკლა, ვერ გადამიწყვეტია რით, ალბათ თავს დავიხრჩობ ტყეში, მდინარეში, რომ გავყვე მარად მკვდარ თევზებს. ხვალ ჩემი მოძრაობის ბოლო დღეა. ხვალ მე მოგზაურობაში მივდივარ, მდინარეს უნდა გავყვე. ეს დღე, მუსიკის მოსმენით დავლიე.
( mozart – lacrimosa )

პარასკევი
დღეს დილით ჩემი ოჯახის ტრადიცია დაიმხსხვრა, მე დედაჩემის ტკბილ კოცნას კი არ გავუღვიძებივარ, კარის შემომტვრევის ხმამ წამომახტუნა. გაღიზიანებული მაიკლის მამა გახლდათ კარის შემომმტვრევი. პატარა გოგონასავით საწოლის ქვეშ დავიმალე. ვიგინდარა, მთელს ხმაზე უყვიროდა დედაჩემს
- სად არის შენი შვილიო ? – გაგიჟებული აქეთ - იქით დარბოდა და ყველგან მეძებდა. ყვიროდა, სატანა ხდებოდა. - როგორ მომიკალით ჩემი შვილიო ? - ბავშვივითკანკალმა ამიტანა. ალბათ შეწუხდა რომელიმე მეზობელი მისი ყვირილითა და გინებით და პოლიციას გამოუძახა. პოლიციამ სულ ძალით გაათრია მაიკლის მამა ჩემი სახლიდან. ყველაფერი რომ დაწყნარდა და სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ მაშინ გამოვძვერი ლოგინის ქვეშიდან. გასასვლელ კარებთან, ძირს მჯდომ, მტირალ დედაჩემს მივუახლოვდი და მის გვერძე ჩამოვჯექი მტირალი. წარბი გაუტეხია იმ ცხოვრელს. მის სახეზე სისხლის დენა, ღვთის მშობლის ხატს მაგონებდა. დედაჩემს გადავეხვიე, მისი სისხლით მთლიანად დავისვარე, ჩუმად ჩავჩურჩულე: - ნუ გეშინია დედაჩემო, არ შეშინდე. - განა ფურთხის გარდა, ვარ რამის ღირსი ? განა ხალხის ასეთი ქცევა, სიკვდილზე მეტს არ მავნებს ? განა რომელიმე ძალადობაზე სასტიკია ? დედის სახის ყურება რომელიც სისხლიანია. ფურთხის ღირსადაც არ ვთვლი თავს. რამე უნდა გამეკეთებინა რომ თავი ცოტა უკეთ მეგრძნო, არ გავგიჟებულიყავი. ვერ გეტყვით ბრძენი იყო თუ პოეტი ის, ვისი სიტყვებიც მომაგონდა: - ჩვენ დიდებული იდეები, ქუჩაში სეირნობისას გვებადება. - ღამე იყო ქუჩაში რომ გავედი. გარეთ გასვლისას სიურპრიზი დამხვდა და ისევ და ისევ თქვენ მოგანდობთ გადაწყვეტას იმის, თუ რამდენად იყო სიურპრიზი იგი. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას, რომელშიც ჩემს ნაცნობებს მეზობლებსა თუ მეგობრებს მოეყარათ თავი. და ვარ ფურთხის ღირსი და არაფერი მითქვამს მათვის ზედ რომ მაფურთხებდნენ. ზოგსაც ნამუსი შერჩენოდა და ჩემს წინ აფურთხებდნენ. საკუთარ თავებს აძლევდნენ ჩემთვის ფურთხების უფლებას, მე კი ჩემს თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ამეკრძალა მათვის ეს საქციელი. მესმოდა შეძახილები:
- როგორ მოკალი შენი საუკეთესო მეგობარიო ? - რომ მეთქვა სიმართლე, ნუთუ აზრი ჰქონდა ? დღეს იყო დღე, უცნაური უცნაურთაგან, დღეს იყო დღე, როდესაც პირველად გავიფიქრე საკუთარი . ეს საძულველი დღე მუსიკის მოსმენაში დავასრულე. ეჰ, ღმერთო, მოცარტი უფრო საძულველს ხდის ყველაფერს და მე ის მაგიჟებს. გამაგიჟეს, მეძინება !
( mozart – lacrimosa )

ხუთშაბათი
დღეს ჩემი პირველი სასამართლოა. სასამართლოს დარბაზში არასდროს არ ვყოფილვარ, იქაური გარემო მხოლოდ ფილმებიდან ვიცი. როდესაც მაიკლს შემთხვევით ნაჯახი ჩავარტყი და მოვკალი, ამის გამგონი დედაჩემი მდუმარებას მიეცა, ვინაიდან ვერ ხედავდა ჩემს სსაშველს. ნეტავი არ მექნია ნაჯახი აქეთ - იქით უაზროდ, ახლა ხომ არ იქნებოდა ის, რაც არის, უბედურება. დედაჩემის შემყურს დუმილმა მეც შემიპყრო, ხომ უთქვამს ერთს: - მდუმარებით შემოსილს, ფიქრები ყვირიანო. - ჩემი დუმილი, სიგიჟეს გავდა. სასამართლოს დარბაზი ისეთივე დამთრგუნველი აღმოჩნდა, როგორიც ფილმებშია. იქ შექმნილი ოფიციალურობა ბადებდა სიმკაცრეს, შესაბამისად ძლიერ ავნერვიულდი. სასამართლოს მარცხენა ნაწილში ჩემი მომხრეები ისხდნენ, დედაჩემი და ჩემი ადვოკატი. სასამართლოს მარჯვენა ნაწილში კი ჩემი მოწინააღმდეგენი. მარჯვენა მხარეს სკამები გავსებული იყო და ფხზე მდგარნიც შეინიშნებოდა 1 – 2. მარჯვენა მხრიდან ზიზღს შევიგრძნობდი, იმხელა ზიზღს, გეფიცებით არცერთ სერიულ მკვლელს არ განიცდია. მოკალი უამრავი, გენიოსი ხარ. მოკალი 1 ადამიანი, ცივსისხლიანი მკვლელი ხარ, დაუნდობელი, უგულო. ჩემი შეყვარებულიც კი მარჯვენა მხარეს იჯდა, ჩემს მოწინააღმდეგედ. ბოლოს მოსამართლემ, მკაცრი ხმით, ხმამაღლა განაცხადა:
- სასამართლო 2 დღით გადაიდოო. - უკმაყოფილო ბრბო კი ყვირილითა და ზიზღით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. აჯანყდნენ. ყველა ჩემსკენ და დედაჩემისკენ გამოიწია. ქაოსი ატყდა, დაცვა გადამეფარა. ამან ვერავინ ვერ შეაჩერა და სკამების სროლა დაგვიწყეს. ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან. ნაცემა ჩემმა ადვოკატმა დედაჩემს განუცხადა: – მაპატიეთ, მე ვეღარ დაგიცავთ, აზრი არ აქვს არაფერსო. – სახლში მისვლიდან ნახევარი საათი გავიდოდა საძინებელში რომ შევედი, იქ კი დედაჩემი თავს იკლავდა, რომ დამეგვიანა, ობოლი დავრჩებოდი. საღამო მუსიკის მოსმენით დავასრულე. ვგიჟდები !
( Mozart – lacrimosa )



ოთხშაბათი

თვალის გახელიდან ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, ნეტავი რა მოხდებ სასამართლოში ? ჩემი შეყვარებული, ჩემს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. წერილები მომდის ჩემი მეგობრებისგან: – როგორ მოკალი მაიკლი ? ჩვენ აუცილებლად მოგკლავთო. - ყველას უყვარდა მაიკლი, მის მოკვლას ვინ მაპატიებს ? ღმერთიც კი არ შემინდობს ამას. ნეტავი ყველამ შეიგნოს ის, რომ ეს განზრახ არ ჩამიდენია, თუმცა ვინ იცის, განა ამის მცოდნეები შემინდობდნენ ? ვხვდები, ყველას ვძულვარ, არ მწყინს, ჩემს თავსაც კი ვერ ვიტან და სხვას რა პასუხი უნდა მოვთხოვო ? დაცარიელებულ ქუჩებს მივუყვებოდი დღეს. შემთხვევით, ჩემს შეყვარებულს წავაწყდი. ნუგეშის ცემას ველოდი მისგან მაგრამ რაღაც აუხსნელი მოხდა და სახეში შემაფურთხა. მითხრა: – დამპალი მკვლელი ხარო. – სახლში ასული არ ვიყავი კარზე ბრახუნი რომ გავიგე, ჩემი მეგობრები იყვნენ, კარი არ გამიღია, რომ გამეღო ცემაში სულს ამომხდიდნენ. დირექტორისთვის ცნობილი რომ გახდა მაიკლის გარდაცვალება მაშინვე სკოლიდან გამრიცხა. სკოლაში მისვლას არც ვაპირებდი. მე ხომ გამასამართლებენ უახლოეს მომავალში. თურმე მეგობრები ანგელოზები არ ყოფილან, ისინი ყოველთვის დემონები იყვნენ. დღე მუსიკის მოსმენაში დავლიე.
( Mozart – lacrimosa )

სამშაბათი

ახლა შუა დღეა, შუა დღეს ყველაზე ლამაზია ტყე, თითქოს ამ დროს მზის სხივები ხეებს ერწყმის და სრულყოფილს ხდის გარშემო ყველაფერს. ტყეში ვარ და სახლში არასდროს დავბრუნდები, იცით მე შოკირებული ვარ, მაიკლის მშობლებში ისეთი ზიზღი დავინახე წუხელ, რომ ტყიდან დაბრუნებულს დარწმუნებული ვარ თავს მომკვეთენ ყველაზე კარგ შემთხვევაში. სულ მარტო ვარ, ტყეში ცხოვრება გამირთულდება, არ ვიცი ბევრი რამ ელემენტარული ცეცხლს ვერ ვანთებ. საჭმელი არ მაქვს, ნადირობა ყველაზე რთული რამაა.
ვერაფერს გავხდი, მშია.
საღამო ხანი იყო როდესაც მუსიკამ შთამაგონა რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და ყველაფრისათვის წინააღმდეგობა უნდა გამეწია. ყველაფერი მოცარტის ბრალია, მკვდარიც კი შთაგვაგონებს. დღე, მუსიკის მოსმენით დავასრულე.
( Mozart – lacrimosa )

ორშაბათი
ღმერთო ჩემო, ეს რა მოხდა, ვერ ვიჯერებ რომ მაიკლი მოვკალი. სავადმყოფოში ვარ, მთელი გულითა და სულით ვლოცულობ იმაზე, რომ მაიკლი არ მოკვდეს. თითქოს უფლის ნუგეშის ცემას ვგრძნობ, მაგრამ რათ მინდა ნუგეშის ცემა ? ვყვირივარ: – არ მოკვდე მაიკლ, არ მოკვდე. – კედლებს მუშტებს ვურტყავ. მაიკლის მშობლები თავს დამტრიალებენ და ყოველ ჩემს ნახვაზე მომაძახებენ. – თუ მაიკლი არ გადარჩა, იცოდე შენც მის ბედს გაიზიარებო. – პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს, გამომძიებელი ისე აგდებულად მელაპარაკა მივხვდი, მინიმუმ ოცდახუთი წელი ციხეში უნდა გამეტარებინა. საღამო ხანს შევიტყვე მაიკლის გარდაცვალების ამბავი. მივხვდი, სრული ჯოჯოხეთი მელოდა წინ. აუცილებლად უნდა გავიქცე, ალბათ ტყეში, სამუდამოდ. დღე ახალი მუსიკის მოსმენაში დავლიე, საოცარი მუსიკაა.
( mozart – lacrimosa )

მაიკლის სიკვდილის დღე
კვირა
ახლა ვუსმენ მოცარტს. მადლობა ღმერთო, რომ ჩემს აზრებში ცხადად მანახე მომავალი. არაფერი ხდება არაფერი პრობლება მაქვს. ეჰ, რა საოცარია ლაშქრობა მაიკლთან ერთად. ნაჯახის უაზროდ აქეთ - იქით ქნევას მოვრჩი და ძირს დავაგდე. ცეცხლთან მჯდომ მაიკლ მივუახლოვდი, გვერძე მივუჯექი და ვუთხარი:
- მაიკლ, იცი ახლა რა გავიფიქრე ?

Mocart – lacrimosa…



№1  offline წევრი yvavi

არ ვიცი რატომ, თუმცა მაინც ძალიან მომწონს შენი ნაწერი. :/
ჰომ.
მოცარტის ლაკრიმოსაც ძალიან მომწონს, ალბათ ამიტომ უფრო წავიკითხე.
ბოლოს კი მართლა მომეწონა ^.^

 


№2  offline წევრი beqaloxishvili

yvavi
არ ვიცი რატომ, თუმცა მაინც ძალიან მომწონს შენი ნაწერი. :/
ჰომ.
მოცარტის ლაკრიმოსაც ძალიან მომწონს, ალბათ ამიტომ უფრო წავიკითხე.
ბოლოს კი მართლა მომეწონა ^.^

ლაკრიმოსა სასწაულია...
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№3 სტუმარი Guest ...

ამ საიტზე ასეთი საინტერესო ჯერ არაფერი წამიკითხავს. განსხვავებული წერის სტილი გაქვს რაც ყველასგან გამოგარჩევს. თითოეული სიტყვა შესაფერისი იყო, არფაერი ზედმეტი. ისიც მომეწონა უკუღმა რომ დაიწყე თხრობა. მოკლედ მაგარი ხარ და წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent